გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
200210017002195685
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/914-17

N200210017002195685

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე - ბ------ ა-----–--

წარმომადგენელი - ჯ---- ჭ--------–--ე

მოპასუხე - ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ი

მესამე პირი - ბ--------- მ---------–---–ი

წარმომადგენელი - გ------ი ჭ----ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე ინდ. მეწარმე ლ---- ბ-–--–-–---–ს მოსარჩელე ბ------ ა-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 33 000 ( ოცდაცამეტი ათასი) ლარის ოდენობით გადახდა.

2. მოპასუხე ინდ. მეწარმე ლ---- ბ-–--–-–---–ს მოსარჩელე ბ------ ა-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯი 1981.00 ლარის ოდენობით გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 03 აგვისტოს დაახლოებით 16:45 საათზე ვ------ი - გ--------ი - თ--–--ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე გ--------ი მიმართულებით მოძრაობდა მოსარჩელე ბ------ ა-----–-- ავტომობილით M----------------” სახელმწიფო ნომრით V--------. ამავე დროს, თ--–--ის მიმართულებით მოძრაობდა მოპასუხე ლ---- ბ-–--–-–---–თან დასაქმებული პირი ბ--------- მ---------–---–ი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერონას მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ,,M---------------------” სახელმწიფო ნომრით Y------, მოსახვევში გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს; აღნიშნული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით ბ--------- მ---------–---–ი გადაიყვანეს თ--–--ის რაიონულ საავადმყოფოში და ამასთან, დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, თუმცა იგი შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალიწინებული ქმედების არ არსებობის გამო; გამოძიების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ბ--------- მ---------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1 პუნქტის და ,,საგზაო მონიშვნა“ 1.1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, ხოლო ბ------ ა-----–--ს მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევაში ბ--------- მ---------–---–ი წარმოადგენს მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე ლ---- ბ-–--–-–---–თან დასაქმებულ პირს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ლ---- ბ-–--–-–---–ი ვალდებულია აანაზღაუროს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანი, რომელიც დღემდე არ ანაზღაურებულა. სსიპ ლ---- ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედეგად, მოსაჩელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 33 000 (ოცდაცამეტი ათას) ლარს. ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი დღემდე არ ანაზღაურებულა, მომართა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

ლ---- ბ-–--–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, იმაზე მითითებით, რომ შეჯახების არსებობა ჯერ კიდევ არ მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს, ასევე უნდა აღინიშნოს რომ ბ--------- მ---------–---–ი მოძრაობდა აღმართის მიმართულებით და შესაბამისად მისი სიჩქარე ვერ იქნებოდა იმდენად დიდი, რომ ბ--------- მ---------–---–ის განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას მოჰყოლოდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რასაც თავს ვერ აარიდებდა მოსარჩელე ბ------ ა-----–--. ბ--------- მ---------–---–ის განმარტებით, მის მიერ განხორციელებული ქმედება არ იყო დამოკიდებული მის ნებაზე, ვინაიდან მან გარკვეულ მომენტში, შეჯახებამდე დაკარგა გონება, ამდენად ბ--------- მ---------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება არც გაუფრთხილებლობა და მით უმეტეს არც ბრალეული მოქმედება. ამდენად, იგი მოქმედებდა ბრალის გარეშე. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ სარჩელის ამ ნაწილში მტკიცებულებად მითითებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად არ წარმოადგენს პრეუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებას და მასში მითითებულ გარემოებებს არ გააჩნიათ პრეუდიციული ძალა საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის; ბ--------- მ---------–---–ი მართლაც იქნა გადაყვანილი თ--–--ის რაიონულ საავადმყოფოში, რა დროსაც მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და დაენიშნა მკურნალობა;ამდენად მისი მოქმედება არ წარმოადგენს არც გაუფრთხილებელ და არც ბრალეულ ქმედებას, რაც შეეხება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დარღვევას აღნიშნულთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ ადგილი არა აქვს ბრალეულ მოქმედებას; ექსპერტიზის დასკვნა, რაც წრმოდგენილია, საქმეში შეიცავს საორიენტაციო ღირებულებას და არ არის მითითებული, დაზუსტებული, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი ღირებულება. მეორეც ექსპერტიზის ჩატარებისას არ არის გათვალისწინებული ავტომობილის ცვეთის ღირებულება, ასევე არ არის გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც ზოგადად აუცილებელია მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ არსებული დაზიანების პირობებში, ზიანის ოდენობა გამოანგარიშებულია ძალიან დიდი თანხის ოდენობით, რაც არასწორია და სადაოა მათი მხრიდან;

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლ---- ბ-–--–-–---–ი არ არის ვალდებული აანაზღაუროს სარჩელით მოთხოვნილი ზიანი, მით უმეტეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოსარჩელის ბრალით.

 

მესამე პირი ბ--------- მ---------–---–ი არ ეთანხმება სარჩელს და განმარტავს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შეჯახების არსებობა ჯერ კიდევ არ მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს, ასევე უნდა აღინიშნოს რომ ბ--------- მ---------–---–ი მოძრაობდა აღმართის მიმართულებით და შესაბამისად მისი სიჩქარე ვერ იქნებოდა იმდენად დიდი, რომ მის განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას მოჰყოლოდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რასაც თავს ვერ აარიდებდა მოსარჩელე ბ------ ა-----–--. იგი არ შეჯახებია მოსარჩელეს, რადგან არ მოძრაობდა ისეთი სიჩქარით, რომ შეჯახებოდა მოსარჩელეს; საქმის დოკუმენტებით იკვეთება, რომ მოსარჩელე მოძრაობდა იმგვარად, რომ მიუხედავად შესაძლებლობისა მან არ აარიდა თავი შეჯახებას, რაც მიუთითეს იმაზე რომ იგი კი არ დაეჯახა მოსარჩელეს, არამედ მოსარჩელე დაეჯახა მას; ბ--------- მ---------–---–ის განმარტებით, მის მიერ განხორციელებული ქმედება არ იყო დამოკიდებული მის ნებაზე, ამდენად ბ--------- მ---------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება არც გაუფრთხილებლობა და მით უმეტეს არც ბრალეული მოქმედება. ამდენად, იგი მოქმედებდა ბრალის გარეშე. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ სარჩელის ამ ნაწილში მტკიცებულებად მითითებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად არ წარმოადგენს პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებას და მასში მითითებულ გარემოებებს არ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა საქმის განხილვა-გადაწყვეტისას; ბ--------- მ---------–---–ი მართლაც იქნა გადაყვანილი თ--–--ის რაიონულ საავადმყოფოში, რა დროსაც მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და დაენიშნა მკურნალობა; ამდენად მისი მოქმედება არ წარმოადგენს არც გაუფრთხილებელ და არც ბრალეულ ქმედებას, რაც შეეხება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დარღვევას აღნიშნულთან მიმართებაში; აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის გაცნობის შედეგად, შეუძლია თქვას, რომ თვით მოსარჩელის ბრალია სატრანსპორტო შემთხვევის სახეზე არსებობა, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტებით ნათლად ჩანს, რომ მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა თავიდან აეცილებინა სატრანსპორტო შემთხვევა, რაც მის მიერ არ არის განხორციელებული. ექსპერტიზის დასკვნა, რაც წარმოდგენილია, საქმეში შეიცავს საორიენტაციო ღირებულებას და არ არის მითითებული, დაზუსტებული, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი ღირებულება. მეორეც ექსპერტიზის ჩატარებისას არ არის გათვალისწინებული ავტომობილის ცვეთის ღირებულება, ასევე არ არის გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც ზოგადად აუცილებელია მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 03 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხე ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–თან დასქმებული საქმეში მესამე პირად ჩაბმული ბ--------- მ---------–---–ის ბრალით. საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ბ--------- მ---------–---–ი 250 ლარით დაჯარიმდა.

ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს და არც საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ბ--------- მ---------–---–ს არ გაუსაჩივრებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც იგი დაჯარიმებულია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი (ს.ფ323.);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.324-325);

- მხრეთა ახსნა-განმარტება .

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 03 აგვისტოს დაახლოებით 16:45 საათზე ვ------ი - გ--------ი - თ--–--ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე გ--------ი მიმართულებით მოძრაობდა მოსარჩელ ბ------ ა-----–-- ავტომობილით M----------------” სახელმწიფო ნომრით V--------. ამავე დროს, თ--–--ის მიმართულებით მოძრაობდა მოპასუხე ლ---- ბ-–--–-–---–თან დასაქმებული პირი ბ--------- მ---------–---–ი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერონას მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ,,M---------------------” სახელმწიფო ნომრით Y------, მოსახვევში გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 19-22)

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.324-325);

 

3.2.2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით ბ--------- მ---------–---–ი გადაიყვანეს თ--–--ის რაიონულ საავადმყოფოში და ამასთან, დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, თუმცა იგი შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალიწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 19-22)

 

3.2.3. დადგენილია რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია 2017 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ,რომლის თანახმადაც ბ--------- მ---------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1 პუნქტის და ,,საგზაო მონიშვნა“ 1.1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, ხოლო ბ------ ა-----–--ს მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 19-22)

- 2017 წლის 25 აგვისტოს კომპლექსური ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ.245-253)

 

3.2.4. ბ--------- მ---------–---–ი წარმოადგენს მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე ლ---- ბ-–--–-–---–თან დასაქმებულ პირს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შესაგებელი(ს.ფ. 65-72)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ინდ. მეწარმე გ------ი კ---–---–ის მიერ 2018 წლის 02 თებერვალს გაცემული იქნა ინვოისი N1, რომლის თანახმად მ-------------–---–------ 2013 წლის ავტონაწილების ღირებულება შეადგენს სულ 12375.00 ლარს, რაც წარმოადგენს მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ინდ. მეწარმე გ------ი კ---–---–ის მიერ 2018 წლის 02 თებერვლის ინვოისი N1 (ს.ფ. 107);

 

3.2.6.სასამართლო ვერ გაიზაირებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ ვინაიდან სსიპ ლ---- ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედეგად, მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 33 000 (ოცდაცამეტი ათას) ლარს(იხ.ს.ფ.23-29), მოპასუხე მხარემ მას უნდა გადაუხადოს 33000 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე მხარეს მოპასუხე მხარისათვის თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა არც კი მოუთხოვია იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც იყო ავტოავარიამდე. ასევე აღსანიშნავია ის გარემობა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენეილი ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული თუ რა ნაწილები აქვს დაზიანებული მოსარჩელის ავტომანქანას და არ არის გამოკვლეული შეიძლებოდა თუ არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ამისათვის რა დანახარჯი შეიძლებოდა რომ გაწეულიყო. მოცემულ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია მხოლოდ ავტომანქანის საორიენტაციო ღირებულებაზე,რაც სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებად იმისათვის რომ ამ დასკვნის თანახმად განსაზღვრული იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა, ვიანიდან დასკვნაში საუბარია მხოლოდ საორიენტაციო ღირებულებაზე, მაშინ როდესაც მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 02 თებერვალს შედგენილი მ-------------–---–------ 2013 წლის ავტონაწილების ღირებულება ინვოისი N1-ის თანახმად ჯამში შეადგენს 12375.00 ლარს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ დაზუსტებული სახით ვერ წარმოადგინა და ვერ დაადასტურა რა მიღებული ზიანის ოდენობა, გაზიარებული უნდა იქნეს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინვოისის თანახმად თანხის ის ოდენობა, რომელიც ასახვას იმ ნაწილების ღირებულებას, რომელიც დაზიანებული იქნა მოპასუხე მხარის ბრალეულობით და რომელიც შეადგენს 12375.00 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

-2017 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ.23-29)

 

3.2.7.სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ მის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 28 ივნისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია როგორც ბ--------- მ---------–---–ის ბრალეულბა, ასევე ბ------ ა-----–--ს ბრალეულობა და შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმეში არსებული 2017 წლის 25 აგვისტოს გაცემული კომპლექსური ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია მხოლოდ ბ--------- მ---------–---–ის ბრალეულობა, ხოლო აღნიშნული დასკვნის სისწორე ეჭვქვეშ არ დაუყენებია მოპასუხე მხარეს გამოძიების პროცესში და არ გაუსაჩივრებია,როგორც დასკვნა ასევე დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ,რომელიც ეფუძნება აღნიშნულ დასკვნას და ასევე საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად ბ--------- მ---------–---–ი 250 ლარით დაჯარიმდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

-2017 წლის 25 აგვისტოს კომპლექსური ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ.245-253)

-2019 წლის 28 ივნისის დასკვნა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე,999-ე, 408-ე, 409-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულის წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.

სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიჩნია, რომ 2017 წლის 03 აგვისტოს დაახლოებით 16:45 საათზე ვ------ი - გ--------ი - თ--–--ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე გ--------ის მიმართულებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ბ------ ა-----–--ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ბ--------- მ---------–---–ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი) შედეგად, დამრღვევს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით.ასევე უდავოა, რომ ავტომობილი, რომელსაც მართავდა საქმეში მესამე პირად ჩაბმული ბ--------- მ---------–---–ი,წარმოადგენდა ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ის საკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამავე კოდექსის 999.1 მუხლით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

999-ე მუხლის მოწესრიგების სფერო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანია და ნორმის პირველი ნაწილი ამკვიდრებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წესს, რომელიც თავად სამოქალაქო ბრუნვის ობიექტის განსაკუთრებული თვისებით ხასიათდება, კანონმდებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალებას განიხილავს მომეტებული საფრთხის წყაროდ.

 

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ასე განმარტა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურება: „პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. ამასთან მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. მითითებული ნორმის თანახმად, მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოიშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია ავტომანქანის სამართავად, ანდა, მფლობელის ბრალის გამო, შესაძლებელი გახდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას, ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით). აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელობას“ (იხ. სუსგ. საქმე №ას-311-970-03, 7 იანვარი, 2003 წელი).

 

თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს „მფლობელი“ (არაპირდაპირი) ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ი და ''მოსარგებლე'' (პირდაპირი მფლობელი) ბ--------- მ---------–---–ი, რომელიც არის შრომით ურთიერთიბაში ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–თან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი „ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ _ სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.(იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს სსკ-ის 999-ე მუხლით მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკით დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).

მოცემულ შემტხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზრაურება მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისაგან, ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ასევე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხე მხარისაგან მიიღო ზიანი 12375 ლარის ოდენობით, რომლიც უნდა დაეკისროს მოპასუხე ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს სსიპ სსიპ ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროში სასაქონლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადახდილი აქვს 1981.00 ლარი (იხ.ს.ფ. 30).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე ინდ. მეწარმე ლ---- ბ-–--–-–---–ს (პირადი N2----------) აეკრძალა გასხვისება და გირავნობის უფლებით დატვირთვა, მის საკუთრებაში მყოფი შემდეგი ავტომანქანების, კერძოდ: ა) სახელმწიფო ნომერი R-------, მოდელი M------------, გ/წ -1---, N/შასი 1-----, ძარა 1-----, ძრავი 1------, ფერი ლურჯი 6/8, სარ.მოწმ.R--------; ბ) სახელმწიფო ნომერი L------, მოდელი O----------, გ/წ - 2---; საიდენტ. N/შასი W------------------, ფერი რუხი 1/8, სარ. მოწმ. R--------; გ) სახელმწიფო ნომერი L------, მოდელი M-----------------------------, გ/წ - 2---; საიდენტ. N/შასი W-----------------, ფერი თეთრი, სარ. მოწმ. A--------; გ) სახელმწიფო ნომერი C------, მოდელი M-----------------------------, გ/წ - 2---; საიდენტ. N/შასი W-----------------, ფერი თეთრი, სარ. მოწმ. R--------; დ) სახელმწიფო ნომერი J------, მოდელი O--------------, გ/წ - 1---; საიდენტ. N/შასი W-----------------, ფერი წითელი 8/8, სარ.მოწმ. A--------.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ბ------ ა-----–--ს სარჩელი მოპასუხის ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეს ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ს მოსარჩელე ბ------ ა-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის 12375.00(თორმეტიაათასსამასსამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება.

1.2. მოპასუხეს ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ს მოსარჩელე ბ------ ა-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯის 1981.00 (ათაცხრაასოთხმოცდაერთი) ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეს ი/მ ლ---- ბ-–--–-–---–ს მოსარჩელე ბ------ ა-----–--ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 371.25 ლარის ანაზღაურება, დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე