განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1692-19
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ბ----ი კ--–-----–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------–ს, პირადი N3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად - თბილისი, რ------------------–--–-----------------ში მცხოვრები);
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები (ხუთი ეპიზოდი) - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (5 ეპიზოდი).
2. ბრალდებული - ა-–---------ე ლ-----ა (დაბადებული - 1----–-–------------ერს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე (დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის), ფაქტობრივად - თბილისი, რ------------------–--–-----------------ში მცხოვრები);
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი).
ადვოკატები - მ---------–--------------------–--–--------------------------ძე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–-------------ის ეპიზოდი:
ბ----ი კ--–-----–---–მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,156 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰერიონი“, რომელიც 2----–-–-------------ს, 250 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ე------ ფ---–---–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, რ-----–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ ფ---–---–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
1.2. 2----–-–--------------–ის ეპიზოდი:
ბ----ი კ--–-----–---–მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1698 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2----–-–--------------ლს, 250 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ე------ი ფ---–---–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ე------ი ფ---–---–---ის თანხმობით, ქ. თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
1.3. 2----–-–--------------–ის ეპიზოდი:
ბ----ი კ--–-----–---–მა ა-–---------ე ლ-----ასთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2----–-–---------------–ს, 250 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ე------ი ფ---–---–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ე------ი ფ---–---–---ის თანხმობით, ქ. თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
1.4. 2----–-–--------------–ის ეპიზოდი:
ბ----ი კ--–-----–---–მა ა-–---------ე ლ-----ასთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი, რომელიც 2----–-–---------------–ს, 250 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ე------ი ფ---–---–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ე------ი ფ---–---–---ის თანხმობით ქ. თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
1.5. 2----–-–--------------–ის ეპიზოდი:
ბ----ი კ--–-----–---–მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც 2----–-–---------------–ს, 250 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ე------ი ფ---–---–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ე------ი ფ---–---–---ის თანხმობით ქ. თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
1.6. 2----–-–---------------–ის ეპიზოდი:
ბ----ი კ--–-----–---–მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1323 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც 2----–-–----------------–ს, 250 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ე------ი ფ---–---–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ე------ი ფ---–---–---ის თანხმობით ქ. თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
1.7. 2----–-–---------------–ის ეპიზოდი:
ბ----ი კ--–-----–---–მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,103 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც 2----–-–----------------–ს, 250 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ე------ი ფ---–---–---ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ე------ი ფ---–---–---ის თანხმობით ქ. თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
1.8. 2----–-–------------ს ეპიზოდი:
ა-–---------ე ლ-----ამ უკანონოდ შეიძინა და თბილისში, რ------------------–--–---------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ასევე უკანონოდ შეინახა 0,0099 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2----–-–-----------ს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.3. ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
2.4. მოწმე ე------ი ფ---–---–---მა განმარტა, რომ დაახლოებით 1 წელია იცნობს და მეგობრობს ბ----ი კ--–-----–---–თან, რაც გამოიხატებოდა მისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. 2----–-–-------------ს, ფ-------–-ში, ბ----ი კ--–-----–---–ს მისცა 250 ლარი, მან კი მიუტანა ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი. თბილისში ჩამოსვლისას გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც თავისი ინიციატივით შესთავაზა თანამშრომლობა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი პირის მხილება. სამართალდამცავებმა საკონტროლო შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად, მისივე თანხმობით წაიყვანეს მოდულის შენობაში, აღჭურვეს შესაბამისი ტექნიკით და ასწავლეს მოწყობილობის მართვა. შესაბამისად ბრალდებულებისგან რამდენჯერმე შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაც დააფიქსირა ვიდეო კამერით. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ 2----–-–-------------ს, ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდგომ, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალება ბ----ი კ--–-----–---–ისგან და რამდენჯერმე მასთან ერთად ა-–---------ე ლ-----ასგან შეიძინა - 1-------------------------ალს. ყველა აღნიშნულ თარიღში ნარკოტიკულ საშუალებას ყიდულობდა ბ----ი კ--–-----–---–ისგან, ხოლო 2 შემთხვევაში - 2----–-–---------------------–ს, იყო ა-–---------ე ლ-----აც. ჯერ აძლევდა ფულს, შემდეგ კი იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას, ფულის გადახდისას ბ----ი კ--–-----–---–ს თუ თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, პირდაპირ აძლევდა, თუ არადა, გადიოდა და მალევე მოჰქონდა. საკონტროლო შესყიდვამდე მოდულის შენობაში აღსაჭურვად მისვლისას ჩხრეკდნენ, მათ შორის სპეციალური აპარატითაც. საკონტროლო შესყიდვაზე მოდულიდან დაახლოებით 5-ჯერ წავიდა მისი ავტომანქანით და გააჩერა ბენზინგასამართ სადგურთან. გამომძიებელი ჯ-----------ძე იჯდა მის ავტომანქანაში, თუმცა არ ჩანდა, რადგან ფანჯრები ჰქონდა დაბურული. პოლიციელები იყვნენ თავიანთი ავტომანქანით და საკონტროლო შესყიდვის პროცედურას აკვირდებოდნენ დაახლოებით 5 მეტრიდან, რაც ბრალდებულებმა არ იცოდნენ. ჯ-----------ძე ყველა ეპიზოდში იმყოფებოდა. ვიდეოს ჩართვისა და გამორთვის გადაწყვეტილებას თავად იღებდა. ნაყიდი ნარკოტიკული საშუალება მიჰქონდა მის ავტომანქანაში მჯდომ გამომძიებელთან და ხელს აწერდა შესაბამის ოქმს. მყარი მტკიცებულებების შესაქმნელად დასჭირდა რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა, რადგან კარგად ვერ ახერხებდა გადაღებას. ბოლო ეპიზოდის შემდეგ, გამომძიებლებმა უთხრეს, რომ საკმარისი იყო საკონტროლო შესყიდვების გადაღება. აღნიშნულ ეპიზოდში ბ----ი კ--–-----–---–ი მარტო იყო. ერთხელ მისივე მოთხოვნით ნარკოტიკის საფასური გადაურიცხა, რაც ასევე ასახა ვიდეოკამერით. ნარკოტიკული საშუალების გადაცემისთანავე (და არა ავტომანქანაში გამომძიებლებთან მისვლისას) თიშავდა ვიდეოკამერას, რადგან ესე თვლიდა საჭიროდ. მისი თანამშრომლობის მიზანი იყო - ბრალდებულებს აღარ გაესაღებინათ ნარკოტიკული საშუალება.
2.5. მოწმე ჯ-----------ძემ განმარტა, რომ არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი. მან დააკავა ე------ი ფ---–---–---ი, რომელმაც საკუთრი ნებით გამოთქვა თანამშრომლობის და იმ პირების მითითების სურვილი, ვისგანაც ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელიც მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული. შესაბამისად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საკონტროლო შესყიდვები და გამოიკვეთა ბრალდებულების ბრალეულობის საკითხი. ე------ი ფ---–---–---ის აღჭურვა საჭირო ტექნიკით ხდებოდა ე.წ. მოდულის შენობაში. შესვლამდე ყველა პირი იჩხრიკება, მათ შორის სპეციალური დეტექტორებით. ამიტომ თეორიულად გამორიცხულია ნარკოტიკული საშუალება ჰქონოდა ე------ი ფ---–---–---ს. ამასთან, უშუალოდ საკონტროლო შესყიდვისას ე------ი ფ---–---–---ს აკონტროლებდნენ ვიზუალურად, ბრალდებულებთან შეხვედრიდან დაწყებული იმ დრომდე, ვიდრე მისგან არ ამოიღებდნენ საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას. საგამოძიებო მოქმედებებისას ბ----ი კ--–-----–---–ს პრეტენზია არ გამოუთქვამს, ერთადერთი აპროტესტებდა იმას, რომ გაწირეს.
2.6. გამომძიებლებმა - ზ-------------–-–---–-----------------------------------–-------–---–----------------–------------–------------–----------–-----------–---–მა (დაკითხვის პროცესში დაცვის მხარემ უდავოდ გახადა) დაადასტურეს კონკრეტულ საგამოძიბეო მოქმედებებში მათი მონაწილეობა.
2.7. მოწმე გ---------------–---–მა განმარტა, რომ არის შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავრი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2----–-–--------------ერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:
1. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N1-11 ვიდეოგრამებს არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;
2. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N2,3,5,7,8, 9 და 11 ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N6-12) დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულებები იდენტიფიკაციისთვის ვარგისია;
3. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N7 და N8 ლაზერულ დისკებზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N13-16) დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულებები იდენტიფიკაციისთვის ვარგისია;
4. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული N1,4,6 და 10 ვიდეოგრამებზე გამოძიებისათვის საინტერესო პირების იერსახის ვარგისი გამოსახულებები არ ფიქსირდება;
5. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N2,3 და 5 ვიდეოგრამებზე და ამ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსუათებზე (ფოტო N6-7-8) დაფიქსირებული გამოსახულებები იდენტურია, გამოკვლევაზე წარმოდგენილი N7 ლაზერულ დისკზე არსებულ ა-–---------ე ლ-----ას ფოტოსურათებზე, სახელწოდებით ,,1.jpg” და ,,იზოლატორი“ (ფოტო N13 და N14) დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებების;
6. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N7,8,9 და 11 ვიდეოგრამებზე და ამ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N9-10-11-12) დაფიქსირებული გამოსახულებები იდენტურია, გამოკვლევაზე წარმოდგენილი N8 ლაზერულ დისკზე არსებულ ბ----ი კ--–-----–---–ის ფოტოსურათებზე, სახელწოდებით ,,1.jpg” და ,,იზოლატორი“ (ფოტო N15 და N16) დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებების.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებულ გამოსახულებებს აქვთ საკმარისი საერთო და კერძო ნიშნები, რათა დადგინდეს პიროვნების იდენტურობა, რამაც განაპირობა კატეგორიული დასკვნის გაცემა.
2.8. მოწმე დ--------------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური განყოფილების მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2----–-–----------ს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსავკლევად წარმოდგენილი ჩანაწერები არ არის საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოვკლევისთვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას -რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საკვლევი ობიექტის სიტყვათა მარაგი უნდა არსებობდეს დაახლოებით 60-80 სიტყვა, 3-10 წუთი საუბარი, თუმცა დრო არ არის გადამწყვეტი, მთავარია სიტყვათა რაოდენობა.
2.9. ბრალდებულმა ა-–---------ე ლ-----ამ განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს. დეტალები არ ახსოვს, თუმცა ბ----ი კ--–-----–---–თან ერთად, რომელთანაც მეგობრობს დაახლოების 6 თვეა არ შეუძენია და შემდგომ არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება.
2.10. ბრალდებულმა ბ----ი კ--–-----–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ისარგებლა დუმილის უფლებით.
2.11. 2----–-–------------ის დეტექტივ-გამომძიებელ კ------------------ას პატაკის თანახმად - ე------ი ფ---–---–---ი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ეწევა მის უკანონო შეძენა-შენახვას. იმავე ინფორმაციის თანახმად ე------ი ფ---–---–---ი 2----–-–-------------ს, თბილისში, ა--–---- ქუჩაზე, პირადად, ასევე ავტომანქანაში უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.
2.12. 2----–-–------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე------ი ფ---–---–---ისგან ამოიღეს 1 ცალი მოლურჯო ფერის თავმომწვარი წონაკი, მასში მოთავსებული ფხვნილისებრი მასით.
2.13. 2----–-–------------ის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: 2----–-–-------------ს, ე------ი ფ---–---–---ის პირადი ჩხრეკისას, მისი ნაჭრის შარვლის წინა გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული, თავმილღობილ ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში, 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, წონით - 0,413 გრამი, გამოშრობის შემდეგ წონით - 0,3 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 0,156 გრამი.
2.14. 2----–-–--------------–ის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ-----------ძემ ე------ი ფ---–---–---ს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 250 ლარი.
2.15. 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმის თანახმად თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ი ფ---–---–---ისგან, მისივე თანხმობით, ამოიღეს 1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი, მასში არსებული ფხვნილისებრი მასით. ამოღებული ნივთი დაილუქა 1 პაკეტად თეთრი ფერის ქაღალდის 1 კონვერტში. ოქმის შემდგენელი - ჯ-----------ძე.
2.16. 2----–-–--------------–ის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: 2----–-–--------------ლს ე------ი ფ---–---–---ისგან ამოღებული - მოყვითალო ფერის, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება წონით - 0,4416 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 0,1698 გრამი.
2.17. 2----–-–--------------–ის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალის თანახმად ,,B---ს“ ფირმის ავტომანქანიდან გადავიდა მამაკაცი და გაემართა სადარბაზოსკენ, მის წინ სადარბაზოში შევიდა ასევე მამაკაცი, რომელსაც გადასცა 250 ლარი, თავის მხრივ აღნიშნულმა მამაკაცმა ხელში მისცა მცირე ზომის ნივთი. რის შემდეგ, მამაკაცი დაბრუნდა ავტომანქანაში, შემხვედრი კი სადარბაზოში აუყვა კიბეს.
2.18. 2----–-–--------------–ის, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ-----------ძემ, ე------ ფ---–---–---ს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 250 ლარი.
2.19. 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ი ფ---–---–---ისგან, მისივე თანხმობით, ამოღებულ იქნა 1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი, მასში არსებული ფხვნილისებრი მასით. ამოღებული ნივთი დაილუქა 1 პაკეტად თეთრი ფერის ქაღალდის 1 კონვერტში. ოქმის შემდგენი - ჯ-----------ძე.
2.20. 2----–-–--------------–ის, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყვითელი ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში, 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით - 0,41 გრამი და გამომშრალ მდგომარეობაში - 0,27 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,1 გრამი.
2.21. 2----–-–--------------–ის ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის და მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ისა და მისი თანმხლები პირის შეხვედრის და საუბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალის თანახმად - მოქმედება ხდება ქუჩაში, მამაკაცი გადმოდის ავტომანქანიდან და ხელში უჭირავს გარკვეული თანხა. მიდის ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს მდგომ ვერცხლისფერ მანქანასთან და სავარაუდოდ გადასცემს ფულს მასში მჯდომ მამაკაცს. რამდენიმე წუთში განხორციელებულ ვიდეოჩანაწერში (მოქმედება ასევე ასახულია ქუჩაში), მამაკაცი გადმოდის მანქანიდან და გადადის გზის სავალ ნაწილზე. მას უახლოვდება ვერცხლისფერი მანქანა და მასში მჯდომი მამაკაცი გადასცემს სიგარეტის კოლოფს, საიდანაც მამაკაცი იღებს ე.წ. ბაშად დაფასოებულ სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებას.
2.22. 2----–-–--------------–ის, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ-----------ძემ ე------ი ფ---–---–---ს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 250 ლარი.
2.23. 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ი ფ---–---–---ისგან, მისივე თანხმობით, ამოღებულ იქნა 1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი, მასში არსებული ფხვნილისებრი მასით. ამოღებული ნივთი დაილუქა 1 პაკეტად, თეთრი ფერის ქაღალდის 1 კონვერტში. ოქმის შემდგენი - ჯ-----------ძე.
2.24. 2----–-–--------------–ის, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყვითელი ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში, 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, წონით - 0,45 გრამი და გამომშრალ მდგომარეობაში - 0,31 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,14 გრამი.
2.25. 2----–-–--------------–ის, ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის და მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ისა და მისი თანმხლები პირის შეხვედრის და საუბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად - კადრში ჩანს მანქანაში მჯდომი მამაკაცი, რომელიც იქვე მდგომ მამაკაცს აწვდის ფულს და მიმართავს - 5 გრამიანი რა ღირს, პასუხი არ ისმის. რამდენიმე წუთში განხორციელებული ჩანაწერის თანახმად, მანქანაში მჯდომი მამაკაცი პასუხობს ტელეფონზე შესულ ზარს და გადადის მანქანიდან, გადაჭრის ქუჩას და ელოდება საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას. ჩერდება თეთრი მანქანა, საიდანაც მამაკაცი ეუბნება - ,,ბიჭო, რა ქვია მაგას, 700 და 800-იანიც არის, 3 გრამიც არის, გინდა?“, ,,ცოდა მეიცადე..., ,,იმინა“ მაგარი ხარისხის“.
2.26. 2----–-–--------------–ის, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ-----------ძემ ე------ი ფ---–---–---ს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 250 ლარი.
2.27. 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმის თანახმად თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ი ფ---–---–---ისგან, მისივე თანხმობით ამოღებული იქნა 1 ცალი პოლიეთილენის პაკეტის მოყვითალო ფერის წონაკი, მასში არსებული ფხვნილისებრი მასით. წონაკი შეიფუთა და დაილუქა 1 პაკეტად, ქაღალდის კონვერტში. ასევე ამოღებული იქნა ,,თ-----------“ 1 ცალი ქვითარი, ID ნომრით: 4-----. ოქმის შემდგენი - ჯ-----------ძე.
2.28. 2----–-–--------------–ის, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყვითელი ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში, 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, წონით - 0,41 გრამი და გამომშრალ მდგომარეობაში - 0,28 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,15 გრამი.
2.29. 2----–-–--------------–ის, ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის და მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ის შეხვედრის და საუბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალის თანახმად - მამაკაცი მიდის სს ,,თ-----------ს“ გადასახდელ აპარატთან, ტელეფონიდან ხმამაღლა კითხულობს მონაცემს - 1------, ,,ტ-–----------“ და კრეფს აპარატზე, შემდეგ კი აპარატში დებს - 2 ცალ ას ლარიან და 1 ცალ ორმოცდაათ ლარიან კუპიურას, რის შემდეგაც ჯდება ავტომანქანაში, რეკავს მობილური ტელეფონით და მოსაუბრეს აცნობებს, რომ ჩარიცხა 250 ლარი. რამდენიმე წუთში (დაახლოებით 10 წუთი) ვიდეო კადრში ჩანს, რომ მამაკაცი გადადის მანქანიდან და დგება საავტომობილო გზის ნაპირზე, გარკვეული პერიოდის შემდგომ პასუხობს მობილურ ტელეფონს - ,,ჰო, ბ----“, ,,წინა ვარ, აგერ“. ცოტა ხანში მის გვერდით ჩერდება ვერცხლისფერი მანქანა, ტაქსის აბრით, სახელმწიფო ნომრით C--------, საიდანაც მამაკაცი აწოდებს პატარა, ყვითელ შეკვრას.
2.30 2----–-–---------------–ის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, შპს ,,კ--------ს“ სატოტალიზატორო ,,ა-----------ს“ იურისტის დ-------------ის მიერ 2 ფურცლად წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ანგარიშის ნომერი - 1------, მომხმარებლის სახელით - ,,t-----------”, ეკუთვნის დ----- კ--–-----–---–ს, 2----–-–---------------–ს კი ფიქსირდება 250 ლარის შენატანი.
2.31. 2----–-–---------------–ის, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ-----------ძემ, ე------ი ფ---–---–---ს, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 250 ლარი.
2.32. 2----–-–---------------–ის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ი ფ---–---–---ისგან, მისი თანხმობით, ამოღებულ იქნა 1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი, მასში არსებული ფხვნილისებრი მასით. ამოღებული ნივთი დაილუქა 1 პაკეტად, თეთრი ფერის ქაღალდის 1 კონვერტში. ოქმის შემდგენი - ჯ-----------ძე.
2.33. 2----–-–---------------–ის, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: 2----–-–----------------–ს, ე------ი ფ---–---–---ისგან ამოღებული, ბ----ი კ--–-----–---–ისგან შეძენილი: თავმოლბობილ ყვითელ პოლიეთილენის ნაჭერში, 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 0,21337 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 0,1323 გრამი.
2.34. 2----–-–---------------–ის, ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის და მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ის შეხვედრის და საუბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად - მამაკაცი გადადის მანქანიდან და დგას ქუჩაში, ბენზინგასამართ სადგურთან. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჩერდება ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომლის წინა სავარძელზე მჯდომ მამაკაცს ქუჩაში მდგომი მამაკაცი აძლევს ფულის კუპიურებს ტექსტით - ,,ტრისტა ვოსემ“. რამდენიმე წუთში (დაახლოებით 13 წუთში) ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი გადადის ავტომანქანიდან, მიდის ქუჩის მეორე მხარეს, სადაც გარკვეული დროის შედეგ ჩერდება ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელსაც ადგას ტაქსის აბრა, მასში მჯდომი მამაკაცი სავარაუდოდ რაღაცას აძლევს გზაზე გადასულ მამაკაცს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უკან ბრუნდება, ხელში უჭირავს პატარა ყვითელი ფერის შეკვრა, ე.წ. ,,ბაში“.
2.35. 2----–-–---------------–ის, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ-----------ძემ, ე------ი ფ---–---–---ს, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცა 250 ლარი.
2.36. 2----–-–---------------–ის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე------ი ფ---–---–---ისგან, მისი თანხმობით, ამოღებულ იქნა 1 ცალი მოწითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი, მასში არსებული ფხვნილისებრი მასით. ამოღებული ნივთი დაილუქა 1 პაკეტად, თეთრი ფერის ქაღალდის 1 კონვერტში. ოქმის შემდგენი - ჯ-----------ძე.
2.37. 2----–-–---------------–ის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ე------ი ფ---–---–---ისგან ამოღებულ იქნა ბ----ი კ--–-----–---–ისგან შეძენილი მოვარდისფრო პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში, 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით - 0,27 გრამი და გამომშრალ მდგომარეობაში - 0,19 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,103 გრამი.
2.38. 2----–-–---------------–ის, ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის და მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ისა და მისი თანმხლები პირის შეხვედრის და საუბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალის თანახმად - ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი მოძრაობს ავტომანქანით, აჩერებს ბენზინგასამართ სადგურთან და გადადის. მოძრაობს ჩქარი ნაბიჯით და ითვლის ფულს. უახლოვდება რუხი ფერის ავტომანქანას, სადაც მძღოლის გვერდით სკამზე მჯდომ მამაკაცს ფანჯრიდან აწვდის თანხას, რის შემდეგაც ავტომანქანა მიდის. რამდენიმე წუთში (დაახლოებით 13 წუთში) მამაკაცი დგას ტროტუარზე, გარკვეული დროის შემდეგ მასთან ჩერდება მანქანა, წინა მხარეს იღება კარი და გადმოდის ჭაღარა თმიანი მამაკაცი, რომელსაც ტროტუარზე დამხვედრი ეუბნება - ,,დავაი სპასიბა“, აღნიშნულის შემდეგ ეს უკანასკნელი გადადის ქუჩაზე, რა დროსაც ხელში უჭირავს წითელი ფერის, პატარა შეკვრა ე.წ. ბაში“ და ამბობს - ,,აი ფაქტი“.
2.39. 2----–-–-----------ის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, დაკავებული იქნა ბ----ი კ--–-----–---–ი.
2.40. 2----–-–-----------ის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, დაკავებული იქნა ა-–---------ე ლ-----ა.
2.41. 2----–-–-----------ის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, რ------------------–--–----------------ში მდებარე ა-–---------ე ლ-----ას საცხოვრებელ სახლში და ამოღებულ იქნა - 1 ცალი გამჭირვალე მინის კოლბა, შიდა მხარეს, შუშაზე არსებული მუქი ფერის ლაქებით და მუქი ფერის რბილი მასით.
2.42. 2----–-–-----------ის, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: 2----–-–-----------ს, ბრალდებულის სახით დაკავებული ა-–---------ე ლ-----ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული - უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი და ფლაკონში მოთავსებული ბამბის ტამპონი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,0099 გრამს.
2.43. 2----–-–-----------ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ა-–---------ე ლ-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
2.44. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა ა-–---------ე ლ-----ამ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება, ხოლო ბ----ი კ--–-----–---–მა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება გარდა ზემოჩამოთვლილისა, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მტკიცებულებად მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.45. ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობას, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებს, ამოღების ოქმებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს, ფარულის საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას და სხვა მტკიცებულებებს.
2.46. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები.
2.47. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
2.48. ამდენად, სასამართლო შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
2.49. მოწმე ე------ი ფ---–---–---მა განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ბ----ი კ--–-----–---–ისგან 2----–-–-------------ს, ფ-------–-ში, 250 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი და თბილისში დააკავეს, გადაწყვიტა გამოძიებასთან თანამშრომლობა და მათი - ბ----ი კ--–-----–---–ის, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის კვალზე გაყვანა. შესაბამისად აღიჭურვა ვიდეო ჩამწერი აპარატურით და გამომძიებლის მიერ გადაცემული ფულით მონაწილოება მიიღო 6 საკონტროლო შესყიდვაში. 1------------------------ალს ბ----ი კ--–-----–---–ი იმყოფებოდა მარტო, ხოლო 3-----------------–ს ა-–---------ე ლ-----ასთან ერთად. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ძირითად შემთხვევაში ბ----ი კ--–-----–---–ს აძლევდა ფულს, რის შემდგომ ის მიდიოდა და მალევე მოჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამასთან გამომძიებელი ჯ-----------ძე ყველა საკონტროლო შესყიდვაზე იმყოფებოდა მასთან ერთად, იჯდა მის ავტომანქანაში, დანარჩენი პოლიციელები კი დაახლოებით 5 მეტრში იყვნენ და აკვირდებოდნენ საკონტროლო შესყიდვის მიმდინარეობას, თუმცა ბრალდებულები ჯ-----------ძეს ვერ ხედავდნენ და ვერ ხვდებოდნენ გამომძიებლების მათ სიახლოვეს ყოფნას. თითოეულ შემთხვევაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გადასცა გამომძიებელს და ხელი მოაწერა შესაბამის ოქმს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ის თავად მართავდა ვიდეო კამერას - იღებდა საკონტროლო შესყიდვას და დამოუკიდებლად წყვეტდა რა დროს ჩაერთო და რა დროს გამოერთო. საგამოძიებო მოქმედების 6 ეპიზოდად განხორციელება კი განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ ვერ ახერხებდა საჭირო კადრების კარგად დაფიქსირებას. შესაბამისად, ყოველი მორიგი შესყიდვა ემსახურებოდა მყარი მტკიცებულებების შექმნას.
2.50. ბრალდებულმა ა-–---------ე ლ-----ამ მართალია აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, თუმცა მხოლოდ მის ნაწილში და უარი განაცხადა დეტალური ჩვენების მიცემაზე. ამასთან, უარყო ბ----ი კ--–-----–---–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფში მოქმედება. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მისი ადვოკატის დასკვნით და თავად ბრალდებულის საბოლოო სიტყვაზე, სადაც მან სრულად აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება, მათ შორის ჯგუფში, რაც მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული არ წარმოადგენს მტკიცებულებას - გამოხატავს მის საბოლოო პოზიციას. მითუფრო იმ პირობებში, როდესაც მისი შინაარსი სრულად შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს.
2.51. მნიშვნელოვანია ასევე საქმის გამომძიებელ ჯ-----------ძის ჩვენებაც, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა თითოეულ შესყიდვაზე, რაც დასტურდება თითოეულ ჯერზე შედგენილი ამოღების ოქმით, კერძოდ: 1-------------------------ალს ამოღება ჩატარდა შემთხვევის ადგილთან - თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითოეული ოქმი კი შეადგინა სწორედ ჯ-----------ძემ. აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ თითოეულ ჯერზე ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე ყველა პირი იჩხრიკებოდა, ამიტომ თეორიულად გამორიცხულია საკონტროლო შესყიდვისას ე------ი ფ---–---–---ს ჰქონოდა თავისი ნარკოტიკული საშუალება. ამასთან მას საკონტროლო შესყიდვისას პოლიციელები აკონტროლებდნენ ვიზუალურად, ბრალდებულთან/ბრალდებულებთან შეხვედრიდან დაწყებული იმ დრომდე, სანამ მისგან არ მოხდებოდა საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ამოღება.
2.52. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საკონტროლო შესყიდვისას გადაღებული ჩანაწერები, ხოლო აღნიშნულ ჩანაწერებზე გაცემული 2----–-–--------------რის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N1-11 ვიდეოგრამებს არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;
N2,3 და 5 ვიდეოგრამებზე და ამ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსუათებზე (ფოტო N6-7-8) დაფიქსირებული გამოსახულებები იდენტურია, გამოკვლევაზე წარმოდგენილი N7 ლაზერულ დისკზე არსებულ ა-–---------ე ლ-----ას ფოტოსურათებზე, დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებების, ასევე N7,8,9 და 11 ვიდეოგრამებზე და ამ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N9-10-11-12) დაფიქსირებული გამოსახულებები იდენტურია, N8 ლაზერულ დისკზე არსებულ ბ----ი კ--–-----–---–ის ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებების.
2.53. შესაბამისად დადგენილია, რომ კონკრეტულ ვიდეო ჩანაწერებში სწორედ ბ----ი კ--–-----–---–ი და ა-–---------ე ლ-----ა ფიქსირდება, აღნიშნული კი შესაბამისობაშია, როგორც მოწმე ე------ი ფ---–---–---ის ჩვენებასთან, ისე ბრალდებულ ა-–---------ე ლ-----ას დასკვნით და საბოლოო სიტყვასთან.
2.54. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბ----ი კ--–-----–---–ის ადვოკატების ეჭვებს ნარკოტიკული საშუალების შეცვლის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის აღნიშნული დაშვება ძალიან არარეალისტურია, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული ვიდეო ჩანაწერების და შესაბამისი ფონოგრამის შინაარსის ფონზე, რადგან აღნიშნული მასალებით ცალსახად დგინდება, რომ ე------ი ფ---–---–---ი თითოეულ ეპიზოდში ნამდვილად აძლევს (იხდის) ფულს, რისთვისაც სანაცვლოდ რამდენიმე წუთში იღებს პატარა ზომის შეკვრებს (გარდა 2----–-–--------------–ისა, სადაც იქვე იღებს პაკეტს და 2----–-–--------------–ისა, სადაც ფულის გადაცემა ხდება არა ხელიდან ხელში, არამედ კონკრეტულ ანგარიშზე). ამასთან, მნიშვნელოვანია 2----–-–---------------–ს შეხვედრისას განხორციელებული საუბარი. კერძოდ: ბრალდებულები საუბრობენ ხარისხსა და ფასებზე, კერძოდ: ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის და მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას საუბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალის თანახმად - კადრში ჩანს მანქანაში მჯდომი მამაკაცი, იგივე ე------ი ფ---–---–---ი, რომელიც მანქანასთან მდგომ მამაკაცს, რომელიც კადრში ვერ ხვდება აწვდის ფულს და მიმართავს კითხვით რა ღირს 5 გრამიანი. ფულის გადაცემიდან რამდენიმე წუთში განხორციელებული ჩანაწერის თანახმად კი მანქანაში მჯდომი მამაკაცი, იგივე ე------ი ფ---–---–---ი ჯერ პასუხობს ტელეფონზე შესულ ზარს - ,,ახლავე“, გადადის მანქანიდან, ჭრის ქუჩას და ელოდება საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას. გაჩერებული მანქანიდან კი მამაკაცი, რომელიც არის სწორედ ა-–---------ე ლ-----ა, პასუხობს წინა ჩანაწერის კითხვაზე - ,,ბიჭო, რა ქვია მაგას, 700 და 800-იანიც არის, 3 გრამიც არის, გინდა?“, კითხვაზე 5 გრამიანი კარგი რა ღირს, პასუხობს - ,,1000 ლარი“, ამასთან ეუბნება - ,,ცოდა მეიცადე..., ,,,,იმინა“ მაგარი ხარისხის“. ა-–---------ე ლ-----ას გვერდზე ზის სწორედ ბ----ი კ--–-----–---–ი, რაც იმდენად თვალნათლივია, რომ არცკი საჭიროებს ექსპერტიზის ან სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანის დასკვნას.
2.55. ასევე, 2----–-–--------------–ის, ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის და მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ისა შეხვედრის და საუბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალის თანახმად - მამაკაცი მიდის სს ,,თ-----------ს“ გადასახდელ აპარატთან, ტელეფონიდან ხმამაღლა წაიკითხა მონაცემები - 1------, ,,ტ-–----------“ და შემდეგ აკრიფა აპარატზე, აპარატშივე მოათავსა 2 ცალი ას ლარიანი და 1 ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა. ჩაჯდა ავტომანქანაში, დარეკა და მოსაუბრეს აცნობა, რომ ჩარიცხა 250 ლარი. დაახლოებით 10 წუთში ვიდეო კადრში ჩანს, რომ მამაკაცი გადადის მანქანიდან და დგება საავტომობილო გზის ნაპირზე, გარკვეული პერიოდის შემდგომ უპასუხა მობილურ ტელეფონს - ,,ჰო, ბ----“, ,,წინა ვარ, აგერ“. ცოტა ხანში მის გვერდით გაჩერდა ვერცხლისფერი მანქანა, სახელმწიფო ნომრით C--------, საიდანაც ხელი გადმოყო მამაკაცმა და მიაწოდა პატარა, ყვითელი შეკვრა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი აღნიშნული მამაკაცი არის სწორედ ბ----ი კ--–-----–---–ი.
2.56. იმავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სწორედ ბ----ი კ--–-----–---–ი იღებს ფულს 2----–-–----------------–ს და რამდენიმე წუთში აძლევს შეკვრას, მსგავსად 2----–-–---------------–ისა, რა დროსაც ფულის გადაცემიდან რამდენიმე წუთში ტროტუარს უახლოვდება ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის ჭაღარა თმიანი მამაკაცი, რომელიც იმავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის ბ----ი კ--–-----–---–ი, ეს უკანასკნელი კი ე------ი ფ---–---–---ს, იგივე ვიდეოს გადამღებს უხდის მადლობას, რის შემდეგ ეს უკანასკნელი გადადის ქუჩაზე ხელში წითელი ფერის პატარა შეკვრით და რეპლიკით - ,,აი ფაქტი“. შესაბამისად, ვიდეო ჩანაწერები ეჭვგარეშე ადასტურებს ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის, ხოლო მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას შეხვედრის და კომუნიკაციის ფაქტს. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადასტურებს, რომ მოქმედება და საუბარი შეეხება სწორედ ნარკოტიკულ საშუალებას. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს არ შემოუთავაზებია რაიმე ვერსია, რა საერთო ჰქონდა ბ----ი კ--–-----–---–ს ე------ი ფ---–---–---თან, თუ არა ნარკოტიკული საშუალების ყიდვა-გაყიდვა, ანუ გასაღება, ცხადია აბსტრაქტული ეჭვები, რომ ბ----ი კ--–-----–---–ს არ ჩაუდენია დანაშაული, ვერ იქნება გაზიარებული.
2.57. გარდა ამისა, ნივთიერი მტკიცებულების, ანუ ამ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო გამოცვლასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე მიანიშნებს ნარკოტიკული საშუალების შეფუთვასთან მიმართებაში, თუმცა სასამართლო ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თითოეულ შემთხვევაში ამოღების ოქმისა და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნარკოტიკული საშუალების შეფუთვა ერთმანეთთან შესაბამისობაშია, კერძოდ: 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმში აღნიშნულია - ,,1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი“, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაში კი ვკითხულობთ - ,,ე------ი ფ---–---–---ისგან ამოღებული მოყვითალო ფერის თავმოლღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული ...“, 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმი - ,,1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი“, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა - ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყვითელი ფერის პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში 1 ცალად დაფასოებული ...“, 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმი - ,,1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი“, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა - ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყვითელი ფერის პოლიეთილენის ...“, 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმი - ,,1 ცალი პოლიეთილენის პაკეტის მოყვითალო ფერის წონაკი“, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა - ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყვითელი ფერის პოლიეთილენის ...“, 2----–-–---------------–ის ამოღების ოქმი - ,,1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი“, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა - ,,ყვითელ პოლიეთილენის ნაჭერში 1 ცალად ...“, 2----–-–---------------–ის ამოღების ოქმი - ,,1 ცალი მოწითალო ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი“, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა - ,,ბ----ი კ--–-----–---–ისაგან შეძენილი მოვარდისფრო პოლიეთილენის ...“. ცხადია ფერების აღქმა ინდივიდუალურია და ნივთის დახასიათება მოყვითალო-ყვითელი, მოწითალო-ვარდისფერი არ იწვევს რაიმე სახის ეჭვს, რომ საუბარია სხვადასხვა ობიექტზე, მოცემულ შემთხვევაში კი ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე.
2.58. 2----–-–--------------–ის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე------ი ფ---–---–---ისგან, 1 ცალი პოლიეთილენის პაკეტის მოყვითალო ფერის წონაკთან ერთად ამოღებული იქნა ,,თ-----------“ 1 ცალი ქვითარი, ID ნომრით: 4-----.
2.59. 2----–-–--------------–ის, ერთის მხრივ ე------ი ფ---–---–---ის და მეორეს მხრივ ბ----ი კ--–-----–---–ის შეხვედრის და საუბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალის თანახმად - მამაკაცი მიდის სს ,,თ-----------ს“ გადასახდელ აპარატთან, ტელეფონიდან ხმამაღლა ამოიკითხა მონაცემები - 1------, ,,ტ-–----------“ და შემდეგ აპარატზე აკრიფა, აპარატშივე შედო 2 ცალი ას ლარიანი და 1 ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა. ჩაჯდა ავტომანქანაში, დარეკა და მოსაუბრეს აცნო, რომ ჩარიცხულია 250 ლარი. რამდენიმე წუთში (დაახლოებით 10 წუთი) ვიდეო კადრში ჩანს, რომ მამაკაცი გადადის მანქანიდან და დგება საავტომობილო გზის ნაპირზე, გარკვეული პერიოდის შემდგომ უპასუხა მობილურ ტელეფონს - ,,ჰო, ბ----“, ,,წინა ვარ, აგერ“. ცოტა ხანში მის გვერდით გაჩერდა ვერცხლისფერი მანქანა, სახელმწიფო ნომრით C--------, საიდანაც ხელი გადმოყო მამაკაცმა და მიაწოდა პატარა, ყვითელი შეკვრა.
2.60. 2----–-–---------------–ის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, შპს ,,კ--------ს“ სატოტალიზატორო ,,ა-----------ს“ იურისტის დ-------------ის მიერ 2 ფურცლად წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად - ანგარიშის ნომერი - 1------, მომხმარებლის სახელით - ,,t-----------” ეკუთვნის დ----- კ--–-----–---–ს, რომლის ანგარიშზე, 2----–-–---------------–ს, ფიქსირდება 250 ლარის შენატანი.
2.61. ცხადია ბ----ი კ--–-----–---–ის ძმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, აღნიშნულის სწორედ ბ----ი კ--–-----–---–ისთვის შეტყობინება, რამდენიმე წუთში შეხვედრა და ყვითელი პატარა შეკვრის გამორთმევა, თანაც იმ პირობებში, როდესაც ე------ი ფ---–---–---ისგან ამოღებული იქნა სწორედ ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება (რაც 2----–-–---------------–ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 0,1323 გრამი), მიუთითებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაზე.
2.62. გარდა ამისა, 2----–-–-----------ის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, რ------------------–--–----------------ში მდებარე ა-–---------ე ლ-----ას საცხოვრებელ სახლში და ამოღებული იქნა - 1 ცალი გამჭირვალე მინის კოლბა, შიგნითა მხრიდან შუშაზე არსებული მუქი ფერის ლაქებით და მუქი ფერის რბილი მასით.
2.63. 2----–-–-----------ის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: 2----–-–-----------ს ბრალდებულის სახით დაკავებული ა-–---------ე ლ-----ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული - უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი და ფლაკონში მოთავსებული ბამბის ტამპონი შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს წონით - 0,0099 გრამს.
2.64. რაც შეეხება 2----–-–------------ის ეპიზოდს, საიდანაც უშუალოდ დაიწყო გამოძიება, ეს იყო ე------ი ფ---–---–---ის მხრიდან პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების რიგითი შეძენა. თუმცა მას შემდეგ, რაც ის შეაჩერეს და აღმოუჩინეს ბ----ი კ--–-----–---–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეიცავს ჰეროინს წონით - 0,156 გრამს, გადაწყვიტა თანამშრომლობა და გამსაღებელი პირის მხილება, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც. აღნიშნული კი დასტურდება შემდგომში განვითარებული მოვლენებით, კერძოდ ის ფაქტი, რომ ე------ი ფ---–---–---მა ადვილად და დროის უმოკლეს პერიოდში, 2 დღეში (2----–-–-------------ი - 2----–-–--------------ლი) შეძლო ბ----ი კ--–-----–---–ისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენა (უკვე საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში) მიანიშნებს იმაზე, რომ ბ----ი კ--–-----–---–ი, მანამდეც ჩართული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, სასამრთლოსთვის ეჭვს არ იწვევს, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უშუალოდ 2----–-–-------------ს, ე------ი ფ---–---–---მა სწორედ ბ----ი კინწურაშივლისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება.
2.65. დაცვის მხარე ძირითად აქცენტს აკეთებს მოწმე ე------ი ფ---–---–---ის პიროვნებაზე, როგორც თავის მხრივ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემძენ ბრალდებულზე, იმაზე მინიშნებით, თითქოსდა ის ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას უდანაშაულო ბ----ი კ--–-----–---–ისათვის ნარკოტიკული საშუალების გასაღების დაბრალდებით. თუმცა ფაქტი ერთია, კონკრეტული 6 საკონტროლო შესყიდვის დროს ე------ი ფ---–---–---ისაგან ამოღებულ სხვადასხვა რაოდენობის ნივთიერებაში ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა რაოდენობის ჰეროინი. კონკრეტული ნივთიერების ამოღება კი ხდებოდა მას შემდეგ, რაც მოწმე ე.წ. მოდულის შენობაში იჩხრიკებოდა და მიდიოდა საკონტროლო შესყიდვაზე ბ----ი კ--–-----–---–თან, რომელსაც ჯამში შეხვდა 6-ჯერ, აქედან 2-ჯერ ა-–---------ე ლ-----ასთან ერთად.
2.66. მხოლოდ ის ფაქტი, რომ უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ასახელებს გამსაღებელს, რომლისგანაც ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, თუნდაც მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქების მიზნით არ წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ ის იტყუება ან/და სხვა პირს ადებს ხელს. ასეთ შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ უნდა გარისკოს ან/და დაადოს ხელი არა ნამდვილ გამსაღებელ პირს - მის ნაცნობ ბ----ი კ--–-----–---–ს და მასთან ერთად უცნობ ა-–---------ე ლ-----ას, ან/და როგორ უნდა მოეხერხებინა 6 ეპიზოდში გამომძიებლების შეცდომაში შეყვანა - მათი მიყვანა მისი და ბ----ი კ--–-----–---–ის შეხვედრაზე, გამოძიების ფარგლებში გამოყოფილ ფულის გადაცემა და სანაცვლოდ აღებული ნივთიერების გამოცვლა. დაცვის მხარის ვერსია, რომ ე------ი ფ---–---–---მა გამომძიებლებთან მისვლამდე შესაძლოა გამოცვალა მის საკუთრებაში არსებული ,,წონაკის“, იმ პირობებში როდესაც, საგამოძიებო მოქმედებაზე გასვლამდე გაიჩხრიკა, უშუალოდ მოქმედებისას კი არაერთი გამომძიებლის მიერ ვიზუალურად კონტროლდებოდა, არარეალისტური და არადამაჯერებელია.
2.67. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მკაცრ მიდგომებზე დანაშაულის პროვოცირებასთან მიმართებაში. ვინაიდან სწორედ დანაშაულის პროვოცირების რისკი არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების გატარებისას. ევროპული სასამართლო დანაშუალის პროვოცირების საქმეებზე 2 ეტაპიან ტესტს იყენებს, კერძოდ პირველ რიგში, იკვლევს დანაშაულის პროვოცირების ფაქტის არსებობას (მატერიალური ტესტი), შემდეგ ამოწმებს, ჰქონდა თუ არა განმცხადებელს ეროვნული სასამართლოს წინაშე პროვოცირების საკითხის დაყენების ეფექტიანი შესაძლებლობა (სპროცესო ტესტი). სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პოლიციის მიერ წაქეზებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მასში ჩართული ოფიცრები, უშიშროების ძალების ან მათი ინსტრუქციით მოქმედი პირები, თავს არ იკავებენ საგამოძიებო პროცესში განსაკუთრებული აქტიურობისგან, გავლენას ახდენენ საკითხზე იმ ფორმით, რომ წააქეზონ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს დანაშაულის გამოვლენა, მტკიცებულების მოპოვებისა და დევნის აღძვრისთვის (იხ.ტეიშეირა დე კასტრო (Teixeira de Castro) § 38 და, შედარებისთვის, Eurofinacom საფრანგეთის წინააღმდეგ (Eurofinacom v. France) (განჩინება), № 58753/00, ECHR 2004-VII). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკონტროლო შემსყიდველი ე------ი ფ---–---–---ი და გამომძიებლები არ იყვნენ აქტიურები ნარკოტიკის შეძენისას და მათ არ გამოუწვევიათ ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენა. რადგან ფარულ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, რომელიც პირველად განხორციელდა 2----–-–--------------ლს, ნარკოტიკული საშუალების გასაღებას უკვე ჰქონდა ადგილი ბ----ი კ--–-----–---–ის მიერ 2----–-–-------------ს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს სტრასბურგის სასამართლოს მიდგომას - რა თქმა უნდა, ოპერატიული ღონისძიება დაშვებულია, მაგრამ ფარული თანამშრომლები უნდა შეუერთდნენ უკვე დაწყებული დანაშაულის ჩადენას.
2.68. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულის სასარგებლოდ შეფასდეს მხოლოდ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ობიექტური ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით და არა დაცვის მხარის მიერ გამოთქმული ნებისმიერი ეჭვი ან/და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრების საპირისპირო მოსაზრება, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე საუბრობს აბსტრაქტულ ვერსიებზე, მათ დასამტკიცებლად კი არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდათ კონკრეტულ გამომძიებლებს ან ე------ი ფ---–---–---ს ბრალდებულ ბ----ი კ--–-----–---–ის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. გარდა ამისა, მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება მოწმის საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ.
2.69. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შეიძლება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ფარგლებში დამნაშავედ ცნობის წინაპირობა გახდეს - სახეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების და დაცვის მხარე წარმოდგენილ მტკიცებულებებს გარკვეულწილად სუბიექტურად აფასებენ, ე.წ. მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნების, ვიდეოჩანაწერების და ნივთიერი მტკიცებულების ობიექტური შეფასებით, სრულად დასტურდება ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.70. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ბ----ი კ--–-----–---–ის ადვოკატის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მისი განმარტებები არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნების და სხვა არაერთი მტკიცებულების შინაარსთან, იგი არ შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს და მიმართულია ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე მყარი კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია და საუბრობს ზოგადად ვერსიებზე.
2.71. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბ----ი კ--–-----–---–მა ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (5 ეპიზოდი), ხოლო ა-–---------ე ლ-----ამ ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი).
2.72. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
2.73. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1 (1.1-1.8) პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებისას იმსჯელებს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას - აღნიშნული დანაშაული დასრულებულია, როდესაც გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, რაც შეიძლება გამოიხატოს სასყიდლიან გადაცემაში, გაჩუქებაში, სხვა ნივთში გაცვლაში და სხვა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე.
4.5. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ქმედებათა (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონობა კი გამოიხატება იმაში, რომ მათი ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №181 მითითებულია - ჰეროინი, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად ჰეროინი - 0,2 გრამამდე ოდენობით, ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად.
4.6. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაული ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილით განმარტებულია, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რაშიც იგულისხმება, რომ პირთა შორის წინასწარი შეთანხმება უნდა მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაში - ჟესტებსა და მიმიკებში, გამოიხატოს.
4.7. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2----–-–---------------------–ს, ბ----ი კ--–-----–---–ი და ა-–---------ე ლ-----ა ერთობლივად, ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს ე------ი ფ---–---–---ზე, ამასთან ა-–---------ე ლ-----ა საუბრობდა სწორედ ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული ოდენობის ფასზე და მის ხარისხზე, შესაბამისად სახეზეა დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენის ფაქტი.
4.8. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ბ----ი კ--–-----–---–ის მხრიდან სახეზეა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების დანაშაული, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (5 ეპიზოდი), რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები (ხუთი ეპიზოდი), ხოლო ა-–---------ე ლ-----ას მხრიდან - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების დანაშაული, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი), რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი), დანაშაულების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშნით. რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ ა-–---------ე ლ-----ამ დასკვნით ეტაპზე აღიარა დანაშაული, პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულებს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დაუდგინდათ.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოთ ა-–---------ე ლ-----ას და ბ----ი კ--–-----–---–ს უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
6.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე ამოღებული და უკანონო ბრუნვაში მოხვედრილი ნარკოტიკული საშუალებების სახეობა - ჰეროინი, რომლებიც შესულია სამოქალაქო ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ა-–---------ე ლ-----ას და კ--–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს სასჯელი მინიმალურ ზვართან ახლოს მყოფი სასჯელები. კერძოდ, ა-–---------ე ლ-----ას თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, ხოლო ბ----ი კ--–-----–---–ს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი არის პირი, რომელმაც, მათ შორის ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------ე ლ-----ას და ბ----ი კ--–-----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: - ბრალდებულ ბ----ი კ--–-----–---–ისგან შეძენილი და შემდგომში ე------ი ფ---–---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების 1 (ერთი) ცალი წონაკი, ასევე ბ----ი კ--–-----–---–თან და ა-–---------ე ლ-----ასთან ფარული საგამოძიებო მოქმედებების, საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი და შემდგომში ე------ი ფ---–---–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების 6 (ექვსი) ცალი წონაკი, ასევე ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ბ----ი კ--–-----–---–ისგან და ა-–---------ე ლ-----ასგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალები - რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- 9 (ცხრა) ცალი დისკი (მათგან 6 ცალ დისკზე არსებული ბ----ი კ--–-----–---–თან და ა-–---------ე ლ-----ასთან ფარული საგამოძიებო მოქმედების, საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის ასლებით, ასევე 1 ცალ დისკზე არსებული ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის სხდომის ოქმის აუდიო ვერსიით და 2 ცალი დისკი მათზე არსებული ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას 2-2 ცალი ფოტოსურათით), რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- პრობაციის ბიუროდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას ნასამართლობის მიხედვით მათ მიმართ გამოტანილი განაჩენების, განჩინებებისა და დადგენილებების შესახებ, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ----ი კ--–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2----–-–--------------–ის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2----–-–--------------–ის), თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2----–-–------------ის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2----–-–--------------–ის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2----–-–--------------–ის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2----–-–---------------–ის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2----–-–---------------–ის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბ----ი კ--–-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ბ----ი კ--–-----–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ბ----ი კ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-----------იდან.
2. ა-–---------ე ლ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2----–-–--------------–ის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2----–-–--------------–ის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ა-–---------ე ლ-----ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4-მე-2 ნაწილების თანახმად, ბოლო - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 8 (რვა) წლის ვადით, შთანთქას წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და საბოლოოდ, ა-–---------ე ლ-----ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ა-–---------ე ლ-----ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ა-–---------ე ლ-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2----–-–-----------იდან 2019 წლის 25 მარტამდე, ასევე 2019 წლის 25 მარტიდან - 2019 წლის 13 ნოემბრამდე.
3. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ბრალდებულ ბ----ი კ--–-----–---–ისგან შეძენილი და შემდგომში ე------ი ფ---–---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების 1 (ერთი) ცალი წონაკი, ასევე ბ----ი კ--–-----–---–თან და ა-–---------ე ლ-----ასთან ფარული საგამოძიებო მოქმედებების, საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი და შემდგომში ე------ი ფ---–---–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების 6 (ექვსი) ცალი წონაკი, ასევე ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ბ----ი კ--–-----–---–ისგან და ა-–---------ე ლ-----ასგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალები - რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- 9 (ცხრა) ცალი დისკი (მათგან 6 ცალ დისკზე არსებული ბ----ი კ--–-----–---–თან და ა-–---------ე ლ-----ასთან ფარული საგამოძიებო მოქმედების, საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის ასლებით, ასევე 1 ცალ დისკზე არსებული ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის სხდომის ოქმის აუდიო ვერსიით და 2 ცალი დისკი მათზე არსებული ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას 2-2 ცალი ფოტოსურათით), რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- პრობაციის ბიუროდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ბ----ი კ--–-----–---–ის და ა-–---------ე ლ-----ას ნასამართლობის მიხედვით მათ მიმართ გამოტანილი განაჩენების, განჩინებებისა და დადგენილებების შესახებ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე