გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.12.2019
საქმის ნომერი
330210118002262253
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1364-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.12.2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე ნი----------------

წარმომადგენელი მა------–-------–---–-

მოპასუხე ამხანაგობა „ს-----------“ ( თავმჯდომარე გი--------------),ლი---------, ნა----–------------–---–--

ლი-–----------–---–-, ჯუ--------------–---–--

თა---------–---–-, ლუ---------------,კო-------------------–---–ი, ჟა------–---–---–--

ევ------------–-–---–-, ზუ--------–-------, კო----------–---–--

ელ------------–---–-, ე-------------------–---–--

ზ-------------–---–-

მოპასუხეების ნა----–------------–---–--,ჯუ--------------–---–-ს, თა---------–---–-ს,ლუ--------------ის, კო-------------------–---–ის,ჟა------–---–---–ის, ზუ--------–-------ს,კ------------–---–-ს, ელ------------–---–-სა და

ეკ------------------–---–--

წარმომადგენელი გი--------------

მოპასუხეების ნა----–------------–---–--ა

და გი---------------

წარმომადგენელი ლა–----------–---–-

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეეების ამხანაგობა „ს-----------“-ის წევრების: ლ----------ს, ნა----–------------–---–--, ლი-–----------–---–-ს, ჯუ--------------–---–-ს, თა---------–---–-ს, ლუ--------------ის, კო-------------------–---–ის, ჟა------–---–---–ის, ევ------------–-–---–-ს, ზუ--------–-------ს, კ------------–---–-ს, ელ------------–---–-ს, ეკ------------------–---–-- და ზ-------------–---–-სათვის მოსარჩელე ნი----------------ს სასარგებლოდ 55 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება.

 

2008 წლის მაისში, ამხანაგობა „ს-----------“-სა და ნ----------------ს შორის გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ. (ამხანაგობაში წევრად მიღების შესახებ).

 

ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის მიხედვით, წევრს ენიჭება უფლება მიიღოს წილობრივი მონაწილეობა „ა-----------------------“-ის საქმიანობაში, კერძოდ, ქ. თბილისში, ს----------–----------------------------- საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში (შემდგომში შენობა შენატანის სახით შეიტანა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონება).

 

ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თავმჯდომარე კისრულობდა ვალდებულებას წილობრივი მონაწილეობისათვის ნი----------------სათვის საკუთრებაში გადაეცა დ-------ში, წ-------–------------------–- მშენებარე კომპლექსში, საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით 55 კვ.მ.

 

ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მე-3 პუნქტის 3.2. ქვეპუნქტის თანახმად, თავმჯდომარე ვალდებული იყო უზრუნველეყო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება.

 

ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.3. ქვეპუნქტის მიხედვით, შენობის დასრულებამდე, ექსპლუატაციაში შესვლამდე და წევრის სახელზე მისი კუთვნილი ბინის საჯარო რეესტრში საბოლოო გატარებამდე, თავმჯდომარე წევრს იმავე უბანში უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით ან დროებითი საცხოვრებელი ფართისათვის საჭირო ყოველთვიური ქირით იმ დროისათვის ბაზარზე არსებული ფასების შესაბამისად. თავმჯდომარე კისრულობს ვალდებულებას წევრის მოთხოვნილებისამებრ გადაიხადოს ქირის საფასური. აღნიშნული პუნქტი ნაწილობრივ სრულდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში.

 

2011 წლის 3 დეკემბერს ამხანაგობა „ს-----------“-ის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ამხანაგობის თავმჯდომარე ზ-------------–---–ს შეუწყდა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება. 2013 წლის 24 დეკემბრის დამფუძნებელ წევრთა კრების გადაწყვეტილებით ზ-------------–---–- გარიცხეს ამხანაგობიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ამხანაგობის თავმჯდომარემ გი--------------მ და წევრებმა ლუ---------------მ, ნ-----–------------–---–მა, ზ----------–------მა, ჯ----------------–---–მა, ევ------------–-–---–მა(ტომი მე-2, ს.ფ. 9-18, 46-56, 60-70, ტომი მე3, ს.ფ. 48-57), წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნა. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ-------------–---–- მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმებისას არ მოქმედებდა ამხანაგობის სახელით. მოსარჩელე ამხანაგობის წევრს არ წარმოადგენს, მას ამხანაგობაში შენატანი არ განუხორციელებია. მოპასუხეები სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებენ.

 

მოპასუხე ზ-------------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ტომი მე-2, ს.ფ. 21-28). მას მიაჩნია, რომ არასათანადო მოპასუხეა, რადგან არ წარმოადგენს ამხანაგობის თავმჯდომარესა და მის წევრს. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 27 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ლი---------მ, ნ-----–------------–---–მა, ლ--–----------–---–მა, ჯ----------------–---–მა, თ----------–---–მა, ლუ---------------მ, კო-------------------–---–მა, ჟა------–---–---–მა, ევ------------–-–---–მა, ზ----------–------მა, ზ-------------–---–მა. კ------------–---–მა და ე-–------------–---–მა, დააფუძნეს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-----------“.

 

ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა თბილისში, კ-------------------, კ---------------------–--------- ს----------–------ ს----------–------ ს----------–----- ნომბერში, არსებული საცხოვრებელი სახლების დანგრევა და გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელშიც განთავსებული იქნება საცხოვრებელი ბინები, ოფისები, სავაჭრო ფართები, ავტოსადგომები, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული სამეურნეო, კულტურული და სპორტული დანიშნულების ნაგებობები და მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ საცხოვრებელი სახლის, როგორც ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრების, მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის განსახორციელებლად.

 

ამხანაგობის წევრების კო-------------------–---–ის, ჟა------–---–---–ის, ევ------------–-–---–-ს, ნა----–------------–---–--,ელ------------–---–-ს, ლი-–----------–---–-ს. ჯუ--------------–---–-ს, თა---------–---–-ს, ზუ--------–-------ს, ლუ--------------ის შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა უძრავი ქონებები, ხოლო ამხანაგობის მონაწილეების ზ-------------–---–-სა და კ------------–---–-ს შენატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).

ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის დაფუძნების შესახებ (ს.ფ. 65-77).

 

3.1.2. ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ამხანაგობას გაუძღვება ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც უფლებამოსილია ამხანაგობა წარმოადგინოს მესამე პირებთან ურთიერთობასა და სასამართლოში, ამხანაგობის დამფუძნებელთა თანხმობის გარეშე დებს ნებისმიერ გარიგებას.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ამხანაგობის სახელით წერილობითი გარიგების დადებისას ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს, რომ იგი მოქმედებს ამხანაგობის სახელით.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარედ დამფუძნებლებმა აირჩიეს ზ-------------–---–-.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის დაფუძნების შესახებ (ს.ფ. 73).

 

3.1.3. ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამხანაგობა შექმნილია საცხოვრებელი სახლის აშენების ვადით, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა. საცხოვრებელი სახლის აშენების ვადა დადგინდება სამშენებლო დოკუმენტაციით. ამასთანავე, ამხანაგობა მოქმედებას წყვეტს ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტის დამტკიცებისა და საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის შემდეგ, დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის დაფუძნების შესახებ (ს.ფ. 75).

 

3.1.4. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ-------------–---–სა და დამფუძნებელ წევრებს ლი---------ს, ნ-----–------------–---–ს, ზ----------–------ს, ჯ----------------–---–ს,თ----------–---–ს,ლუ---------------ს,კო-------------------–---–ს,ჟა------–---–---–ს, ევ------------–-–---–ს, ლ--–----------–---–ს, კ------------–---–ს შორის გაფორმდა წინასწარი შეთანხმებები, ამხანაგობაში გაწევრიანებისა და მათთვის წილის შესაბამისი ფართების გადაცემის თაობაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

წინასწარი შეთანხმებები (ტომი 1, ს.ფ. 78- 163).

 

3.1.5. ამხანაგობა „ს-----------“-ის თავმჯდომარე ზ-------------–---–სა და ნ----------------ს შორის 2008 წლის მაისს გაფორმდა წინასწარი შეთანხმება ამხანაგობის წევრობის შესახებ, რომლის პირველი მუხლის 1.2. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დანართს და განიხილება მასთან ერთად მთლიანობაში. იგი იდება ასევე ინდივიდუალური ხელშეკრულების დადების წინ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).

შეთანხმება (ს.ფ. 18-23).

 

3.1.6. ზემოაღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წევრს ენიჭება უფლება მიიღოს წილობრივი მონაწილეობა ამხანაგობა „ს-----------“-ის საქმიანობაში, კერძოდ, ქ. თბილისში, ს----------–----------------------------ში საცხოვრებელი კომლექსის მშენებლობაში (შემდგომში „შენობა“ შენატანის სახით შეიტანა „ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაში“ მითითებული ქონება).

 

თავმჯდომარე კისრულობს ვალდებულებას წილობრივი მონაწილეობისათვის დ-------ში, წ-------–------------------–- მშენებარე კომლექსში, ნ----------------ს საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ბინა საერთო ფართით 55 კვ.მ.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შენობის დასრულებამდე, ექსპლუატაციაში შესვლამდე და წევრის სახელზე მისი კუთვნილი ბინის საჯარო რეესტრში საბოლოო გატარებამდე თავმჯდომარე წევრს იმავე უბანში უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით ან დროებით საცხოვრებელი ფართისათვის საჭირო ყოველთვიური ქირით იმ დროისათვის ბაზარზე არსებული ფასების შესაბამისად. თავმჯდომარე კისრულობს ვალდებულებას წევრის მოთხოვნილებისამებრ გადაიხადოს ქირის საფასური.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).

შეთანხმება (ს.ფ. 18-23).

 

3.1.7. ზემოაღნიშნული შეთანხმების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის 3.3.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თავმჯდომარის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება.

 

შეთანხმების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე შეთანხმება ვადამდე ავტომატურად შეწყდება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტასთან ერთად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

შეთანხმება (ს.ფ. 18-23).

 

3.1.8. ამხანაგობა „ს-----------“-ის დამფუძნებელ წევრთა კრების გადაწყვეტილებით ზ-------------–---–ს შეუწყდა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება. 2013 წლის 24 დეკემბერს ინდ. ბინათმშენებლობის ა-----------------------“-ის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით ზ-------------–---–- გაირიცხა ამხანაგობის წევრობიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 7).

კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 45-47).

2013 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმი (ს.ფ. 49-52).

 

3.1.9. ამხანაგობა „ს-----------“-ს დამფუძნებელთა საერთო კრების 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს გი--------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 7).

კრების ოქმი (ს.ფ. 58).

 

3.1.10. 2016 წლის 25 ივლისს ინდ. მეწარმე დ--------------–სა და ა------------------------ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება ფართების განაწილების შესახებ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 25 ივლისის შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ. 184-195).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ამხანაგობა „ს-----------“-ის თავმჯდომარე ზ-------------–---–სა და ნ----------------ს შორის 2008 წლის მაისს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელე ნი---------------- გაწევრიანდა ამხანაგობა „ს-----------“-ში, რომელშიც შენატანის სახით შეიტანა უძრავი ქონება, რომლის სანაცვლოდაც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება საკუთრებაში გადაეცა მისთვის, ქ. თბილისში, წ-------–------------------ მდებარე, 55 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ ზ-------------–---–- და ნი----------------. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება, რომ შეთანხმების გაფორმების დროისათვის ზ-------------–---–- წარმოადგენდა ამხანაგობის თავმჯდომარეს, რომელსაც ამხანაგობის სახელით გარიგებების დადების უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული. ხელშეკრულებაში ის მონაწილეობს როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შეთანხმების მე-2 მუხლის 2.1. და 2.5. პუნქტების შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რომ ნ----------------ს შეტანილი აქვს ამხანაგობაში შენატანი უძრავი ქონების სახით, რომლის სანაცვლოდაც ამხანაგობის სახელით თავმჯდომარემ იკისრა სანაცვლო ვალდებულება გადაეცა მოსარჩელისათვის საკუთრებაში უძრავი ქონება, ფართით 55 კვ.მ.

 

სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, მათ შორის ამხანაგობაში ნი----------------ს გაწევრიანებისა და შენატანის შეტანის ვალდებულების შესრულების შესახებ, ადასტურებს მასში ასახული გარემოებების სისწორეს. იმ პირობებში, როდესაც შეთანხმების ნამდვილობა მხარეთა შორის სადავო არ არის, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარიგებით ამხანაგობის უფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილ გარიგებას წარმოადგენს, რომელიც წარმოშობს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, მასში ასახული შინაარსით. აქვე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის განმარტებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იღებდა შეთანხმების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტით გათვალისწინებულ ქირის თანხას. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია ინფორმაცია ამხანაგობის მიერ წევრისათვის, მათ შორის მოსარჩელისათვის ქირის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25-44). აღსანიშნავია, რომ სარჩელში მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეებს შესაგებლებით არ გაუხდიათ სადავოდ, უფრო მეტიც ქირის გადახდის ვალდებულების შეწყვეტას დაუკავშირეს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.(ტომი ჯუ--------------–---–-ს, ზუ--------–-------ს შესაგებლები, მე-2, ს.ფ. 65, 49) ამდენად, ამხანაგობის მიერ ქირის გადახდის ვალდებულების შესრულება უფრო ამყარებს მოსარჩელის პოზიციას, შენატანის შეტანის ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

3.2.2. ნი----------------ს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული, რადგან არ დგინდება, რომ მას მოთხოვნის უფლება ამხანაგობის მიმართ წარმოეშვა 2016 წლის 17 იანვრამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონი სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს, ანუ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, შესრულების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელისათვის წ-------–-----------ზე, მდებარე 55 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინის გადაცემა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მას უნდა გადასცემოდა აღნიშნული ფართი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული წინასწარი შეთანხმების თანახმად, არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა, რა ვადაშიც უნდა უზრუნველეყო ამხანაგობას მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა, ქ. თბილისში, წ-------–------------------–-. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მხარეებმა ვალდებულების შესრულება დაუკავშირეს შენობის (წ-------–-----------ზე) დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლას. მოპასუხეებმა, რომლებიც მიუთითებენ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი კორპუსის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებულ გარემოებებს. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ შეთანხმების მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით მხარეებმა შეთანხმების ვადამდე ავტომატურად შეწყვეტა დაუკავშირეს „ერთობლივი საქმიანობის შესახებ“ ხელშეკრულების შეწყვეტას. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-----------“-ის დაფუძნების ხელშეკრულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტით, ამხანაგობის ვადა დამფუძნებელმა წევრებმა დაუკავშირეს საცხოვრებელი სახლის აშენებას, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტის დამტკიცებასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ 2016 წლის 25 ივლისამდე, ფართების განაწილების შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე, დასრულდა კ--------------------–---------ზე მშენებლობა და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს ამხანაგობის მიმართ საცხოვრებელი ბინის გადაცემის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 17 იანვრამდე. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 17 იანვარს. შესაბამისად, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

3.2.3. 2017 წლის 05 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, წ-------–------------------–- მშენებარე კომპლექსში 55 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინის ღირებულება 1კვ.მ. განისაზღვრა 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. ჯამში, 55 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

აუდიტორული დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 172-173).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 930-ე, 932-ე,934-ე, 937-ე, 407-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.1.2.ამავე კოდექსის 930–ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა) არ არის იურიდიული პირი, არამედ ამხანაგობა წარმოადგენს ორი ან რამდენიმე პირის ორმხრივ ან მრავალმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად. ამხანაგობა (როგორც ასეთი) დამოუკიდებლად, წევრთა გარეშე, ვერ იქნება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და არ წარმოეშობა უფლება-მოვალეობები, იგი არ შეიძლება იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ეს არის ორი ან რამდენიმე პირის მიერ დადებული ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულება კი სამართალსუბიექტი არ შეიძლება იყოს. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ წარმოადგენს კორპორაციული ტიპის გაერთიანებას და არ შეიძლება გაიგივდეს, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოებასთან, რომლებიც იურიდიულ პირები არიან. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი საქმიანობის (მოცემულ შემთხვევაში - ინდივიდუალურ მენაშენეთა) ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი, მისი ამგვარი სამართლებრივი სტატუსი განაპირობებს, რომ კანონმდებლობით დადგენილია არა ამხანაგობის, როგორც ცალკე - წევრებისაგან დამოუკიდებელი (დამოუკიდებლად არსებული) სუბიექტის, არამედ ამხანაგობის წევრთა - (ხელშეკრულების მონაწილეთა) პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ნი----------------ს სარჩელზე პასუხისმგებელი პირი ამხანაგობა დამოუკიდებლად მისი წევრების გარეშე ვერ იქნება.

 

6.1.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნი----------------ს შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა დაფუძნების ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონება.

 

6.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია. მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნამდვილია ამხანაგობა „ს-----------“-ის მონაწილეების სახელით ამხანაგობის თავმჯდომარის ზ-------------–---–-ს მიერ მოსარჩელე ნ----------------თან დადებული ხელშეკრულება, ქ. თბილისში, წ-------–------------------–- 55 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.

 

6.1.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 

6.1.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ამხანაგობამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2008 წლის მაისიდან სარჩელის განხილვის დღემდე, ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის ფართით 55 კვ.მ. გადაცემა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულება. ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულებით, კერძოდ, 55 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.

 

ამხანაგობის სახელით მის თავმჯდომარესა და ნ----------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის წინაშე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ მოპასუხედ დასახელებული ამხანაგობის წევრები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------–---–- არ წარმოადგენს ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რადგან ის 2013 წლის 24 დეკემბრიდან აღარ წარმოადგენს ამხანაგობის წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რომ ამხანაგობას მოსარჩელის წინაშე 2013 წლის 24 დეკემბრამდე წარმოეშვა საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულება.

 

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ამხანაგობიდან ზ-------------–---–-ს გარიცხვის დროისათვის, მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულების ვადა მოსული არ იყო, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მისგან მოითხოვოს ამხანაგობის სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდევინება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება. მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ამ შემთხვევაში, ნი----------------ს სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნი----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს ამხანაგობა „ს-----------“-ის წევრებს: ლი---------ს, ნ-----–------------–---–ს, ლ--–----------–---–ს, ჯ----------------–---–ს, თ----------–---–ს, ლუ---------------ს, კო-------------------–---–ს, ჟა------–---–---–ს, ევ------------–-–---–ს, ზ----------–------ს, კ------------–---–ს, ე-–------------–---–ს, ე-------------------–---–ს მოსარჩელე ნი----------------ს სასარგებლოდ 55 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.

1.1. სარჩელის მოთხოვნა ზ-------------–---–-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ამხანაგობა „ს-----------“-ის წევრებს: ლი---------ს, ნ-----–------------–---–ს, ლ--–----------–---–ს, ჯ----------------–---–ს, თ----------–---–ს, ლუ---------------ს, კო-------------------–---–ს, ჟა------–---–---–ს, ევ------------–-–---–ს, ზ----------–------ს, კ------------–---–ს, ე-–------------–---–ს, ე-------------------–---–ს მოსარჩელე ნი----------------ს სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 1000 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია