გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12678-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე ლე------------–--, შო------------–--
წარმომადგენელი ნი------------–---–-
მოპასუხე ოთ------------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ოთ-------------ათვის მოსარჩელე ლე------------–--ს სასარგებლოდ 2360 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე ოთ-------------ათვის მოსარჩელე შო------------–--ს სასარგებლოდ 1725.50 ლარის გადახდის დაკისრება.
2018 წლის 14 თებერვალს სს „თ------------“ და ლე------------–--ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის ძირი თანხა შეადგენდა 1100 ლარს, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 92.42 %-ით, კრედიტის ვადა 365 დღე. შესატანი თანხის ოდენობა 1760 ლარი. ბანკიდან მიღებული თანხა მოსარჩელემ სესხის სახით გადასცა ოთ------------ს.
2018 წლის 28 მარტს ლე------------–--მ ოთ------------ს დამატებით ასესხა 600 ლარი. აღნიშნული თანხები მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა ერთი თვის ვადაში, რაც მას არ შეუსრულებია.
2018 წლის 11 აპრილს შო------------–--მ ოთ------------- თხოვნით, სს „ს----------–--------------“ აიღო სესხი 1380 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხა შპს „ჯ------------------------–-“ გაზის აპარატურისა და ბალონის შესაძენად. თხევადი გაზის ბალონი ოთ------------მ იმ დღესვე ჩადგა თავის კუთვნილ ავტომანქანაში და დღემდე სარგებლობს.
შო------------–--მ დაფარა სესხის თანხა 1380 ლარი, მასზე დარიცხული პროცენტი 277.87 ლარი და დარიცხული პირგასამტეხლო 467.63 ლარი. ჯამში, მოსარჩელემ გადაიხადა 2125.50 ლარი, ამ თანხიდან მოპასუხემ გადაიხადა 400 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი სარჩელთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო მოთხოვნა ლე------------–--ს მოთხოვნის ნაწილში სრულად. შო------------–--ს სარჩელი ცნო 700 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის თებერვალში ლე------------–--მ ოთ------------ს სესხის სახით გადასცა ფულადი თანხა. მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხეს უნდა გადაეხადა ლე------------–--სათვის ერთი თვის ვადაში 1760 ლარი.
3.1.2. 2018 წლის 28 მარტს ლე------------–--მ ოთ------------ს ასესხა 600 ლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა ერთი თვის ვადაში.
3.1.3. ოთ------------ს მოსარჩელე ლე------------–--სათვის არ დაუბრუნებია 2360 ლარი.
3.1.4. 2018 წლის 11 აპრილს შო------------–--მ ოთ------------- თხოვნით, სს „ს----------–---------------“ აიღო სესხი 1380 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხა შპს „ჯ------------------------–-“ გაზის აპარატურისა და ბალონის შესაძენად. თხევადი გაზის ბალონი ოთ------------მ იმ დღესვე ჩადგა თავის კუთვნილ ავტომანქანაში და დღემდე სარგებლობს.
3.1.5. ოთ------------მ შო------------–--ს გადაუხადა 400 ლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლე------------–--ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო. შო------------–--ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 991-ე, 979-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო ლე------------–--ს სარჩელი, მის მიმართ 2360 ლარის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ლე------------–--ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე------------–--ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შო------------–--ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამტკიცებულად ითვლება, კერძოდ, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა ფაქტობრივი გარემოებები, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე შო------------–--ს კუთვნილი სახსრებით, შეძენილი გაზის აპარატურა და ბალონი დამონტაჟებულია მოპასუხე ოთ------------- ავტომანქანაში და ის სარგებლობს ამ ქონებით. სასამართლომ ასევე სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დადგენილად ჩათვალა, რომ გაზის ბალონის ღირებულებაა 1380 ლარი, რა ოდენობის თანხის ჩარიცხვაც მოხდა გამყიდველის შპს „ჯორჯიან გაზ იმპორტისათვის“.
ამდენად, სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე გამდიდრდა მოსარჩელე შო------------–--ს ხარჯზე, რადგან ის სარგებლობს მოსარჩელის სახსრებით შეძენილი ქონებით. სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა 980 ლარის დაკისრების ნაწილში, იურიდიულად დასაბუთებულია. (1380-400).
რაც შეეხება მოთხოვნას 745.50 ლარის ნაწილში, ამ ნაწილში სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, რადგან მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფულადი თანხა, რომელიც ჩაურიცხა გამყიდველს, კრედიტის სახით მიიღო სს „ს----------–--------------“. თავის მხრივ მას ბანკისათვის ძირი თანხის გარდა გადახდილი აქვს პროცენტი 277.87 ლარი და ჯარიმა 467.63 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა არსებობა დამოკიდებულია ვალდებულების არსებობაზე ანუ 316-ე მუხლი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა „ვალდებულების ძალით“ ერთი პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს შესრულება, ხოლო მეორე პირი ვალდებულია, შეასრულოს. ეს ფორმულა უნივერსალურია და თანაბარმნიშვნელოვნად ვრცელდება ნებისმიერ ვალდებულებით ურთიერთობაზე, რომელიც 317 I მუხლით დადგენილი წყაროებიდან წარმოიშობა. ვალდებულებითი ურთიერთობიდან უნდა ირკვეოდეს, თუ ვის აკისრია ვალდებულება და ვინ ფლობს შესაბამის მოთხოვნის უფლებას, ანუ ვინ არის მოვალე და ვინ კრედიტორი.
ამდენად, სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, მხოლოდ ის რომ მოსარჩელეს პროცენტისა და ჯარიმის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, მასსა და ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სარჩელში არ არის ასახული და შესაბამისად სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რის საფუძველზეც ოთ------------ს წარმოეშვა ბანკის წინაშე გადასახდელი პროცენტის და ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოსარჩელე შო------------–--ს წინაშე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის თხოვნით აიღო კრედიტი, მოპასუხეს არ წარმოუშობს შო------------–--სათვის, კრედიტორის სასარგებლოდ გადახდილი თანხების გადახდის ვალდებულებას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეებს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვთ 123 ლარი.
მოსარჩელე ლე------------–--ს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად).
მოპასუხემ ლე------------–--ს სარჩელი 2360 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ლე------------–--ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად).
მოსარჩელე შო------------–--ს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა 56.81%. მოპასუხემ მთავარ სხდომაზე ცნო მოთხოვნიდან 40.57%. შესაბამისად, სარჩელის ცნობის გამო, მოსარჩელე შო------------–--ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 ლარის 20.28%, რაც შეადგენს 10.14 ლარს. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად). მოპასუხეს მოსარჩელე შო------------–--ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 18.26 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად (56.81%-20.28%=36.53%).
მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 23 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლე------------–--სა და შო------------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ლე------------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1.1. დაეკისროს მოპასუხე ოთ------------ს მოსარჩელე ლე------------–--ს სასარგებლოდ 2360 ლარის გადახდა.
1.2. შო------------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.2.1.დაეკისროს მოპასუხე ოთ------------ს მოსარჩელე შ---------------–--ს სასარგებლოდ 980 ლარის გადახდა.
1.2.2. შო------------–--ს სარჩელი 745.50 ლარის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე ოთ------------ს მოსარჩელე ლე------------–--ს სასარგებლოდ 25 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად
2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე ლე------------–--ს 2019 წლის 23 აპრილს N0 საგადასახადო დავალებით (შ-----------–-------------–----ს სარჩელზე) ნი------------–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 25 ლარი.
2.2. დაეკისროს მოპასუხე ოთ------------ს მოსარჩელე შო------------–--ს სასარგებლოდ 18.26 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
2.3. დაუბრუნდეს მოსარჩელე შ---------------–--ს 2019 წლის 23 აპრილს N0 საგადასახადო დავალებით (შ-----------–-------------–----ს სარჩელზე) ნი------------–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 10.14 ლარი.
2.4. დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს შ---------------–--ს და ლე------------–--ს 2019 წლის 03 ივნისს N0 საგადასახადო დავალებით (შ-----------–-------------–----ს სარჩელზე) ნი------------–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 23 ლარი.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე მაკა ჭედია