განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
330100117002174615
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4778-17

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა შკუბულიანი

სხდომის მდივანი - ნინო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----------–-----–---–-, თ----------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - კ----------------------

 

ბრალდებული - ზ---- ს------ე, დაბადებული - 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–----–----–-----------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–------------------- გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ზ---- ს------ეს ზ-------------–---–ისთვის ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, უნდა გადაეცა ქ. თბილისში, წ----------------–--–------–- მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის შემდეგი საცხოვრებელი ფართები: პ------–--------------–----------------–--- 100 კვ.მ. ფართობის ბინა, მ-----------------–----------------–--- - 60 კვ.მ. ფართობის ბინა, მ-----------------–----------------–--- - 60 კვ.მ. ფართობის ბინა; აგრეთვე, ავტოფარეხის ფართი მ-------------–---. მიუხედავად იმისა, რომ ზ-------------–---–მა შეასრულა პირობა, ზ---- ს------ისა და ამხანაგობა „წ----------------–--–--------- მიერ 2007 წლიდან 2013 წლამდე დროის პერიოდში, ზ-------------–---–ისათვის გადასაცემ სართულებზე განლაგებული საცხოვრებელი ბინები გასხვისდა სხვა პირებზე. ამდენად, ზ---- ს------ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ზ-------------–---–ის კუთვნილ 100 000 აშშ დოლარს (164 800 ლარი), რამაც დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ზ---- ს------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს--------------–---–ის ჩვენება; მოწმეების - ნ------------–--ის, გ--–-----------ს, ჯ---–------------–--ის, ნ-----------ის, ი-----–---–----–---–ის, დ---------------ს, პ-------------ის, ჯ----–---------–---–ის, ა-----–-–-----–-–---–ის, ლ--–--------ის, ა-----–--------–----ას, თ----------–--ას, ნ------------–-----ის, შ--–----------ის, თ-------------ის ჩვენებები; ბრალდებულ ზ---- ს------ის ჩვენება; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „წ----------------–--–-------- დამფუძნებელთა კ--------- ოქმი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; სანოტარო აქტი ამხანაგობა „წ----------------–--–-------- დაფუძნების შესახებ; 2----–-–------------ ხელწერილი და გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნა. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები ზ---- ს------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ არის გარდაცვლილ ზ-------------–---–ის შვილი. ზ---- ს------ე არის მ----------------–---–-. დაახლოებით 2007 წელს, მათ ოჯახში მივიდა ზ---- ს------ე ი-----–---–----–---–თან ერთად. ეს უკანასკნელი გააცნო, როგორც მისი ბიზნეს პარტნიორი და ზ-------------–---–ის კუთვნილი ბინის (მდებარე: ქ-------–--------–-----------------–-) ი-----–---–----–---–ისთვის გადაცემის სანაცვლოდ, შესთავაზა სამი ბინა ქ-------–--–---–----------------–--–-------–- მდებარე მშენებარე კორპუსში. აღნიშნულ კორპუსს აშენებდა ზ---- ს------ე, ამავდროულად იგი იყო ამხანაგობის თავმჯდომარე. ზ---- ს------ის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, ზ-------------–---–ი დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას. თანხმობის მიცემამდე ზ---- ს------ემ დაარწმუნა მამამისი, რომ მის კორპუსში თანხის ინვესტიცია იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. ამის შემდეგ, ზ---- ს------ემ და ი-----–---–----–---–მა მოითხოვეს, რომ გაფორმებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება. მოწმის კითხვაზე, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, იმ პირობებში, როდესაც მისი ოჯახი სახლს არათუ ყიდდა, არამედ ცვლიდა რამდენიმე ბინაში, ი-----–---–----–---–მა და ზ---- ს------ემ უპასუხეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მათთვის იყო საკითხის ფორმალური მოგვარების მარტივი გზა. იქიდან გამომდინარე, რომ ზ---- ს------ის ლაპარაკში ეჭვი არ შეუტანიათ, 2007 წლის 5 ოქტომბერს წავიდნენ ნოტარიუსთან აღნიშნული საკითხის „ფორმალური მხარის“ მოსაგვარებლად. ნოტარიუსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, იგი თან ახლდა ზ-------------–---–ს. იმ პერიოდში და არც მას შემდეგ, ი-----–---–----–---–ს ან ზ---- ს------ეს ზ-------------–---–ისთვის ბინის ღირებულება არ გადაუხდიათ. ამის შემდეგ, ზ---- ს------ემ ზ-------------–---–ს მიუტანა ორი დოკუმენტი - ამხანაგობის კრების ოქმი და ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ზ-------------–---–ი იღებდა ვალდებულებას ამხანაგობა „წ----------------–--–----- უზრუნველეყო 120 000 აშშ დოლარის ოდენობით სამშენებლო მასალებით, ხოლო ზ---- ს------ე, როგორც აღნიშნული ამხანაგობის თავმჯდომარე, თავის მხრივ უზრუნველყოფდა იმავე საცხოვრებელ სახლში ზ-------------–---–ისთვის სამი ბინის გადაცემას. მოწმემ აღნიშნული ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ ზ---- ს------ეს მოსთხოვა აეხსნა, თუ რამ განაპირობა ზემორე ვალდებულების ჩაწერა. ეს უკანასკნელი მას და ზ-------------–---–ს არწმუნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ფორმალობა იყო და რომ მას და მის ოჯახს რაიმე პრობლემა არ შეექმნებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის მათ დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში მიუტანდა სხვა დოკუმენტს, რაც დაადასტურებდა მათ მიერ ამხანაგობა „წ----------------–--–-----–-“ დაპირებული ბინების შეძენას. აღნიშნული საუბრის დროს, ზ---- ს------ეს თან ახლდა ი-----–---–----–---–იც, რომელიც მხარს უჭერდა პარტნიორს. ამის შემდეგ ი-----–---–----–---–მა მათ უთხრა, რომ 120 000 აშშ დოლარის შენატანი უმჯობესი იქნებოდა თუ 2008 წელს გაფორმდებოდა. მისი ოჯახი დათანხმდა ამ შეთავაზებას, რის შემდეგაც საცხოვრებლად ქირით გადავიდნენ (ქირის ფულს იხდიდა როგორც ზ---- ს------ე, ისე ი-----–---–----–---–ი). ქირით გადასვლიდან დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ, დაიწყო ქირის თანხის გადახდის პრობლემა. ამის გამო, მისმა ოჯახმა რამდენიმე ბინა გამოიცვალა. მცირე პერიოდი მოუწიათ ზ---- ს------ის სახლში ცხოვრებაც. ქირით გადასვლის შემდეგ ზ---- ს------ე და ი-----–---–----–---–ი იშვიათად სტუმრობდნენ, რაც აშკარად შესამჩნევი იყო წინარე პერიოდთან შედარებით. მოწმის განმარტებით, რამდენიმე თვეში ქირის გადაუხდელობის გამო, გამოაგდეს ნაქირავები სახლიდან. ამის შემდეგ იგი აკითხავდა ი-----–---–----–---–ის ოჯახს, რომელთაც სთხოვდა კუთვნილი ქონების გადაცემას. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ი-----–---–----–---–ის ც---–-- განუმარტა, რომ მის მეუღლეს ზ---- ს------ისთვის გადაცემული ჰქონდა ბინის ღირებულება. აღნიშნული ფაქტის დასტურად კი გააჩნდა ზ---- ს------ის მიერ დაწერილი ვალის აღიარების ხელწერილი. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ზ---- ს------ე დააკავეს. იმ პერიოდში მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ გაფანტულად, სხვადასხვა ნათესავებთან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ზ-------------–---–ს შემთხვევით შეხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული ზ---- ს------ე, რომელიც იგივე დაპირებებს აძლევდა. მოწმის განმარტებით, თავადაც შეხვდა ზ---- ს------ეს, რომელსაც მოსთხოვა მამამისისთვის ბინის ქირის 250 ლარის გადახდა, რაზეც ბრალდებულს უარი არ განუცხადებია. მეტიც, იგი დაჰპირდა, რომ უზრუნველყოფდა ქირის გადახდას მათი ბინით დაკმაყოფილებამდე, თუმცა მხოლოდ პირველი თვის ქირა გადაიხადა. მალევე, ზ-------------–---–მა ქუჩაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მოწმეს კვლავ შეხვდა ზ---- ს------ე, რომელიც იმავე დაპირებებს აძლევდა, რასაც მანამდე. მოწმემ დაადასტურა, რომ ზ-------------–---–თან მოლაპარაკებებს ახორციელებდა როგორც ზ---- ს------ე, ისე ი-----–---–----–---–ი. მამამისს ი-----–---–----–---–თან დამოუკიდებლად მოლაპარაკება არ უწარმოებია. მასთან საუბარში ზ---- ს------ეს არასდროს უთქვამს, რომ მისი ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებელი ი-----–---–----–---–ი იყო. მოწმისთვის მატერიალური ზიანი არის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, მორალური ზიანი კი შეუფასებელია.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ არის გარდაცვლილ ზ-------------–---–ის მეუღლე. მის ოჯახს ზ---- ს------ესთან აკავშირებდა ახლო ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა. დაახლოებით 2----–--–-, მათ ოჯახში მივიდა ზ---- ს------ე ი-----–---–----–---–თან ერთად. ეს უკანასკნელი გააცნო, როგორც თავისი ბიზნეს პარტნიორი და ზ-------------–---–ის კუთვნილი ბინის (მდებარე: ქ-------–--------–-----------------–-) ი-----–---–----–---–ისთვის გადაცემის სანაცვლოდ, შესთავაზა სამი ბინა ქ-------–--–---–----------------–--–-------–- მდებარე მშენებარე კორპუსში, რომლის თავმჯდომარე თავად იყო. მისი ოჯახი შეთავაზებულ წინადადებას ზ---- ს------ის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორის გამო დათანხმდა და შესაბამისად, კუთვნილი ბინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადასცეს ი-----–---–----–---–ს, რომელმაც ბინის ღირებულება (120 000 აშშ დოლარი) გადასცა არა ზ-------------–---–ს, არამედ - ზ---- ს------ეს. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასახული ინფორმაცია ზ-------------–---–ისთვის თანხის გადაცემის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ზ---- ს------ემ მათ მიუტანა დოკუმენტი (კრების ოქმი), რომელიც ადასტურებდა, რომ ზ-------------–---–მა საკუთარი ბინის ღირებულება შეიტანა ამხანაგობაში. მოგვიანებით ამხანაგობის კრების ოქმის გაცნობის შემდეგ შეიტყვეს, რომ ზ---- ს------ე წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს. მოწმის განმარტებით, კორპუსის მშენებლობა დაპირებისამებრ უნდა დასრულებულიყო 2008 წელს, თუმცა საქმე გეგმის შესაბამისად არ წარმართულა. ზ---- ს------ე მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად საქართველოში 2008 წელს მომხდარ ომს ასახელებდა. მოწმის ოჯახი სახლის ი-----–---–----–---–ისთვის გადაცემის მომენტიდან ქირით ცხოვრობდა, ქირის ფულს კი ზ---- ს------ე და ი-----–---–----–---–ი იხდიდნენ. მათგან ძირითადი პასუხისმგებლობა ზ---- ს------ეს ჰქონდა აღებული. იყო პერიოდი, როდესაც ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, ბინის პატრონმა მისი ოჯახი გამოასახლა და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ზ---- ს------ის ბინაში ცხოვრობდა. იმ პერიოდში ზ---- ს------ე ამშვიდებდა მათ და პირდებოდა, რომ მათი ოჯახისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით საზღვარგარეთ წავიდოდა. აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით ორ-სამ კვირაში ზ---- ს------ე დააკავეს. სწორედ იმ პერიოდში შეიტყვეს, რომ ქ-------–--–---–----------------–--–-------–- მდებარე მშენებარე კორპუსში არსებული ერთი და იგივე ბინა რამდენჯერმე იყო გაყიდული. ზ---- ს------ის დაპატიმრების შემდეგ, ზ-------------–---–ი ი-----–---–----–---–თან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ეს უკანასკნელი სახლში მისულს ადგილზე არ ხვდებოდა, ხოლო მისი მეუღლე ზ---- ს------ესთან ამისამართებდა. ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთხელ მიუთითა ზ---- ს------ის როლზე და აღნიშნა: რომ არა მის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორი, ზ-------------–---–ი ბინას არ გაასხვისებდა. სამწუხაროდ ამ ამბავს ემსხვერპლა მისი მეუღლე, რომელმაც ნერვიულობის ფონზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოწმის ოჯახის წევრები (მოწმეს ჰყავს სამი ქალიშვილი) დღემდე ქირით ცხოვრობენ.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ--–-----------ს ჩვენებით დგინდება, რომ არის გარდაცვლილ ზ-------------–---–ის ყოფილი სიძე. იგი, როგორც ა-----–---–---- ოჯახის წევრი, იცნობდა ზ---- ს------ეს, რომელიც იმ პერიოდში იყო ქ. თბილისში, წ------- ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე. ზ---- ს------ესთან და ი-----–---–----–---–თან შეთანხმების შედეგად, ზ-------------–---–მა კუთვნილი საცხოვრებელი ბინა გადასცა ი-----–---–----–---–ს, სანაცვლოდ კი ქ. თბილისში, წ------- ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში უნდა მიეღო სამი ბინა. ბინის გადაცემის ვალდებულებას, კისრულობდა როგორც ზ---- ს------ე, ისე ი-----–---–----–---–ი.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ჯ---–------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ზ-------------–---–ისა და ზ---- ს------ის ნათესავი. 2007 წელს (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) მასთან მივიდა ზ-------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ კუთვნილი ბინა (მდებარე: ქ-------–--------–-----------------–-) უნდა გადაეცა ზ---- ს------ის მეგობრისთვის, სანაცვლოდ ზ---- ს------ისგან უნდა მიეღო სამი ბინა, ქ. თბილისში, წ------- ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში. აღნიშნულ შეთავაზებას ზ-------------–---–ი ზ---- ს------ის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორის გამო დათანხმდა. ზ---- ს------ის მეგობარს ა-----–---–---- ოჯახისთვის ბინის ღირებულება არ გადაუხდია. აღნიშნული ინფორმაცია თავად ზ-------------–---–მა მიაწოდა. მოწმის განმარტებით, ზ-------------–---–ის ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ქირით. თავდაპირველად ქირის ფულს იხდიდა ის სამშენებლო კომპანია, სადაც დასაქმებულნი იყვნენ ზ---- ს------ე და მისი პარტნიორი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები და ქირის გადახდაც შეწყდა. მოწმე იყო უშუალო შემსწრე, თუ როგორ აიმედებდა ზ---- ს------ე ზ-------------–---–სა და მისი ოჯახის წევრებს, რის გამოც მათ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლის მიღების მოლოდინი, თუმცა უშედეგოდ.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ზ---- ს------ის ახლობელი. ამ უკანასკნელისგან გაიცნო ზ-------------–---–ი, რომლის ოჯახთანაც დაახლოვდა მოგვიანებით. ზ-------------–---–ის ოჯახმა, რომელიც ცხოვრობდა ქ-------–--------–-----------------–-, ეკონომიკური სიდუხჭირისა და ზ---- ს------ის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, გადაწყვიტა საკუთარი ბინის ი-----–---–----–---–ისთვის გადაცემა. მოწმემ დაადასტურა, რომ ზ-------------–---–ის ოჯახთან მოლაპარაკებებს ახორციელებდა როგორც ზ---- ს------ე, ისე ი-----–---–----–---–ი, თუმცა ამ საქმეში „მთავარი მომლაპარაკებელი“ ზ---- ს------ე იყო. ზ-------------–---–ს არაერთხელ აქვს მისთვის ნათქვამი, რომ იგი ენდობოდა ზ---- ს------ეს.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი-----–---–----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ზ---- ს------ესთან აკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობა. მისთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, ზ---- ს------ე იყო ქ. თბილისში, წ------- ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის თავმჯდომარე. კორპუსის მშენებლობასთან მას იურიდიული შემხებლობა არ ჰქონია, თუმცა არაოფიციალურად ჩართული იყო მშენებლობაში, კერძოდ, მის მოვალეობაში შედიოდა მიწის ნაკვეთების მოძიება, რათა სამომავლოდ აეშენებინათ საცხოვრებელი კორპუსი, აგრეთვე, - ზ---- ს------ის „გვერდში დგომა“. მოწმის განმარტებით, მან ზ---- ს------ისგან გაიცნო ზ-------------–---–ი, რომელსაც კუთვნილი ბინის (მდებარე: ქ-------–----------------------–-) გადაცემის სანაცვლოდ შესთავაზეს სამი ბინა (საერთო ფართით 220 კვ.მ.) ქ. თბილისში, წ------- ქუჩაზე არსებულ მშენებარე კორპუსში. მიუხედავად იმისა, რომ ზ-------------–---–მა კუთვნილი ბინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მის სახელზე გადააფორმა, ზ-------------–---–ისთვის ქ. თბილისში, წ------- ქუჩაზე არსებულ მშენებარე კორპუსში ბინების ჩაბარების ვალდებულება ზ---- ს------ეს ეკისრებოდა, ვინაიდან მოწმემ ბინის ღირებულება - 120 000 აშშ დოლარის ოდენობით გადაუხადა არა ბინის მეპატრონეს (ზ-------------–---–ს), არამედ ზ---- ს------ეს (ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთგვაროვანი პასუხები გასცა ზ---- ს------ისთვის გადაცემული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. საბოლოოდ დააზუსტა, რომ თავდაპირველად გადასცა 100 000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით - 20 000 აშშ დოლარი). მოწმის განმარტებით, ბინის ღირებულების ზ---- ს------ისთვის გადაცემას ზ-------------–---–ი არ შესწრებია, თუმცა მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ქმედების თაობაზე. ზ-------------–---–ისგან ბინის შეძენის შემდეგ, ზ---- ს------ესთან შეთანხმებით, ნოტარიუსის მეშვებით მოხდა ზ-------------–---–ის ამხანაგობა „წ----------------–--–--------–- გაწევრიანება. ზ-------------–---–ის კუთვნილი ბინის შეძენიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ზ---- ს------ის კომპანიაში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით, ზ---- ს------ეს სთხოვა ვალის აღიარების ხელწერილის დაწერა. მოწმის შეფასებით, აღნიშნული ხელწერილი ნათელი დასტურია იმისა, რომ მან ზ---- ს------ეს არაოფიციალური პარტნიორობიდან გამომდინარე, მართლაც გადასცა ზ-------------–---–ისგან შეძენილი ბინის ღირებულება.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ---------------ს ჩვენებით დგინდება, რომ იყო ამხანაგობა „წ----------------–--–-------- ერთ-ერთი დამფუძნებელი. აღნიშნული ამხანაგობის თავმჯდომარე ზ---- ს------ე იყო. მოწმისთვის ცნობილია იმ ხელშეკრულებისა და კრების ოქმის თაობაზე, რომლითაც ზ-------------–---–ი ამხანაგობა „წ----------------–--–-------- წევრი ხდებოდა, თუმცა ამ დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობა არც მას და არც ამხანაგობის სხვა წევრებს მიუღიათ. იგი, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამ თემაზე ესაუბრა ზ---- ს------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ზ-------------–---–ს ამხანაგობაში ფული არ ჰქონდა შეტანილი და დაამშვიდა: „შ---------------–---------------------------ო“. მოწმემ დაადასტურა, რომ ზ---- ს------ე და ი-----–---–----–---–ი ბინებს ერთად ყიდდნენ. მის შეკითხვაზე, თუ რატომ იყო ამხანაგობის საქმეებში ჩართული, ი-----–---–----–---–ი პასუხობდა, რომ ზ---- ს------ეს ეხმარებოდა, ხოლო ამ უკანასკნელის თქმით, მას თავისი პირადი ანგარიში ჰქონდა ი-----–---–----–---–თან.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პ-------------ის ჩვენებით დგინდება, რომ იყო ამხანაგობა „წ----------------–--–-------- ერთ-ერთი დამფუძნებელი. აღნიშნული ამხანაგობის თავმჯდომარე ზ---- ს------ე იყო. კრების წევრები გადაწყვეტილებას იღებდნენ ხმათა უმრავლესობით. ზ-------------–---–ი ამხანაგობაში ზ---- ს------ემ გააწევრიანა, სანაცვლოდ ზ-------------–---–ს სამშენებლო მასალები უნდა შეეძინა ამხანაგობისთვის. მოწმემ დაადასტურა, რომ ზ---- ს------ეს ამხანაგობის კრების წევრებისგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა უფლება ამგვარი ხელშეკრულება გაეფორმებინა ზ-------------–---–თან.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ჯ----–---------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ზ---- ს------ის დეიდაშვილი და ამხანაგობა „წ----------------–--–-------- ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამხანაგობის წევრები გადაწყვეტილებას იღებდნენ ხმათა უმრავლესობით. მოწმემ დაადასტურა, რომ ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად იმგვარი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ზ-------------–---–ის ამხანაგობა „წ----------------–--–------ში გაწევრიანებას ეხებოდა, მონაწილეობა არ მიუღია.

 

2.12. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----–-–-----–-–---–მა (ამხანაგობა „წ----------------–--–-------- ერთ-ერთი დამფუძნებელი).

 

2.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ--–---------- ჩვენებით დგინდება, რომ 2008 წელს ზ---- ს------ისგან 60 000 აშშ დოლარად შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ-------–--–---–-------------------–-- მოლაპარაკებებს უშუალოდ ზ---- ს------ესთან აწარმოებდა და ბინის ღირებულებაც მას გადასცა. მოწმემ აღნიშნული ბინა დაახლოებით 2013 წელს გაასხვისა.

 

2.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა-----–--------–----ას ჩვენებით დგინდება, რომ 2009 წელს, ქ-------–--–---–----------------–--–-------–- ზ---- ს------ისგან (როგორც მესაკუთრისგან) შეიძინა მესამე სართულზე მდებარე ბ-------

 

2.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი თ----------–--ა, რომელმაც დაადასტურა განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების ოქმების სისწორე.

 

2.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ------------–-----მა დაადასტურა მისი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

2.17. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ზ-------------–---–მა ი-----–---–----–---–ს მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–----------------------------–-- მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 120 000 აშშ დოლარად. მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი გადაუხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველმა მიიღო ნასყიდობის ფასი. ნასყიდობის ხელშეკრულება დადასტურებულია მხარეთა ხელმოწერებით.

 

2.18. ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „წ----------------–--–-------- დამფუძნებელთა კ--------- ოქმით (----------- დგინდება, რომ ზ-------------–---–ი მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრად და გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემდეგ, ამხანაგობის საკუთრებიდან გამოეყო ქ. თბილისში, წ----------------–--–------–- მშენებარე კორპუსში მდებარე ბინა საერთო ფართით 220 კვ.მ.. კრების ოქმს თან ახლავს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ-------------–---–ი იღებს ვალდებულებას, რომ მშენებლობა უზრუნველყოს 120 000 აშშ დოლარის სამშენებლო მასალებით, ხოლო ზ---- ს------ე, როგორც ამხანაგობა „წ----------------–--–-------- თავმჯდომარე, კისრულობს ზ-------------–---–ისთვის სამი საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულებას.

 

2.19. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წ----------------–--–-------- უფლების რეგისტრაციის თარიღად ფიქსირდება 2----–-–------------------

 

2.20. სანოტარო აქტით ამხანაგობა „წ----------------–--–-------- დაფუძნების შესახებ დგინდება, რომ ამხანაგობა დაფუძნდა 2006 წლის 1 მარტს. აღნიშნული სანოტარო აქტით დეტალურად არის გაწერილი ამხანაგობის მიზანი, დამფუძნებელთა და ამხანაგობის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები, ამხანაგობის ორგანიზაციული სტრუქტურა და სხვა საკითხები. აღნიშნული სადამფუძნებლო დოკუმენტის მიხედვით, დამფუძნებელ წევრთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით და მათ კომპეტენციას სხვა საკითხებთან ერთად, ამხანაგობაში ახალი, „ჩვეულებრივი წევრის“ მიღება განეკუთვნება.

 

2.21. 2----–-–------------ ხელწერილით დგინდება, რომ 2----–-–----------ს, ზ---- ს------ემ ი-----–---–----–---–ისგან მიიღო 100 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელწერილი დადასტურებულია ზ---- ს------ის ხელმოწერით.

 

2.22. გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნით დგინდება, რომ 2----–-–--- დათარიღებული ხელწერილი, რომელიც იწყება სიტყვებით: „მე ზ---- ს------ემ მივიღე...“ და მთავრდება სიტყვებით: „...ვადასტურებ ხელის მოწერით“ ხელნაწერის ბოლოს ზ---- ს------ის გვარით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ზ---- ს------ის მიერ.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

2.23. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე შ--–----------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ზ---- ს------ისა და ი-----–---–----–---–ის მეგობარი. მან ი-----–---–----–---–ისგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ზ-------------–---–ისთვის ქ. თბილისში, ტ---------- ქუჩაზე არსებული სახლის სანაცვლოდ, უნდა გადაეცა სამი ბინა მშენებარე კორპუსში. მისთვის ცნობილია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ზ-------------–---–ი ხშირად უკავშირდებოდა ი-----–---–----–---–ს, რომელიც დროს სთხოვდა დაპირების შესასრულებლად. მისდა გასაკვირად, ი-----–---–----–---–ი ზ-------------–---–თან ვალდებულებების ქონას, თავის მეუღლეს უმალავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფრის საქმის კურსში იყო, მოწმემ გამორიცხა ი-----–---–----–---–ის მიერ ზ---- ს------ისთვის 100 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. აღნიშნული ფაქტის თაობაზე მისთვის ი-----–---–----–---–ს არასდროს გაუმხელია. უფრო მეტიც, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იცის, რომ ხელწერილი, რომლითაც ზ---- ს------ემ აღიარა ი-----–---–----–---–ის წინაშე 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობა, ი-----–---–----–---–ს სხვა მევალეებისთვის სჭირდებოდა და შესაბამისად, ზ-------------–---–ის საქმესთან კავშირში არ იყო.

 

2.24. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ-------------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ზ---- ს------ისა და და ზ-------------–---–ის ბიძაშვილი. მან ზ---- ს------ისგან შეიტყო ი-----–---–----–---–ისა და ზ-------------–---–ის შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმად, ზ-------------–---–მა კუთვნილი სახლი ქ. თბილისში, ტ---------- ქუჩაზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ი-----–---–----–---–ს, ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ, იკისრა მშენებარე კორპუსში სამი ბინის გადაცემის ვალდებულება. მოწმემ დაადასტურა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, იყო საკითხის მოგვარების ფორმალური გზა. რეალურად ი-----–---–----–---–ს ზ-------------–---–ისთვის ფული არ გადაუცია და არც შემდგომში შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება. მოწმის თქმით, ზ---- ს------ე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

 

2.25. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ზ---- ს------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2----–--–- რამდენიმე პირთან ერთად დაიწყო მშენებლობა. მშენებლობის დაწყებისას მას შეეხმიანა მისი ნაცნობი ი-----–---–----–---–ი და გამოთქვა მზაობა დახმარებოდა საჭიროებისამებრ. ამასთან, უთხრა, რომ ჰქონდა არაერთი ადამიანის ვალი. ვინაიდან მოწმეს ი-----–---–----–---–თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს. შესაბამისად, დაიწყეს თანამშრომლობა (ი-----–---–----–---–ი ეხმარებოდა მას ბინების გაყიდვასა და სხვა საქმეებში). გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ი-----–---–----–---–მა მას შესთავაზა ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყება. მათ აღნიშნული შეთავაზების სისრულეში მოყვანის მიზნით, დაიწყეს ადგილის მოძიება, სადაც შეძლებდნენ კორპუსის აშენებას. მოწმე ამ მიზნით მივიდა თავის ბიძაშვილთან - ზ-------------–---–თან, რომელმაც საკუთარი სახლის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სახლს საერთო კედელი ჰქონდა მეზობელთან, რომელიც მშენებლობის დაწყებაზე უარს აცხადებდა, გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს. ამის შემდეგ ი-----–---–----–---–ი დაინტერესდა ზ-------------–---–ის სახლით და მის გარეშე აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებებს, რომლის თანახმად, ზ-------------–---–ს კუთვნილი ბინის გადაცემის სანაცვლოდ პირდებოდა რამდენიმე ბინას. მხარეთა შეთანხმების დასტურად, სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თაობაზეც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი (მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გააფორმეს, დაურეკეს მოწმეს და უთხრეს, რომ მისულიყო მათთან). ამის შემდეგ, თავად ზ-------------–---–ს გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი ბინას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდეგ მიიღებდა. კითხვაზე, თუ რატომ არ ასახა ხელშეკრულებაში, რომ ვალდებულების ავტორი ი-----–---–----–---–ი იყო, მოწმემ განმარტა, რომ, ვინაიდან ზ-------------–---–ს უნდა მიეღო ბინა, ი-----–---–----–---–ს ვერ ჩაწერდა. ი-----–---–----–---–ისთვის დაწერილ ხელწერილთან დაკავშირებით განმარტა, რომ იყო არარეალური. მართალია ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი თავის ხელით დაწერა, თუმცა მისი შედგენა განპირობებული იყო ი-----–---–----–---–ის თხოვნით - დაეწერა ხელწერილი, რომელსაც თავის მევალეებს აჩვენებდა და ეტყოდა, რომ მოწმის მიერ ფულის დაბრუნებისას გაისტუმრებდა მათ ვალს.

 

2.26. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და იმსჯელებს რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

2.27. სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უპირველესად ყურადღებას მიაქცევს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ზ-------------–---–მა ი-----–---–----–---–ს მიჰყიდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–----------------------------–-- მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 120 000 აშშ დოლარად. მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი გადაუხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ხოლო გამყიდველმა მიიღო ნასყიდობის ფასი. მიუხედავად აღნიშნული ჩანაწერისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ, მათ შორის დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, რომელიც ესწრებოდა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას, აგრეთვე, თავად ბრალდებულმაც, დაადასტურა, რომ ზ-------------–---–ს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ბინის ღირებულება არ მიუღია. ამდენად, ფაქტი, რომ ზ-------------–---–სა და ი-----–---–----–---–ის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იყო ფიქტიური, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. მხარეთა შორის დავის საგანი ზ---- ს------ის აქტიური როლია, რომელიც დაზარალებული მხარის განმარტებით, გახდა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი.

 

2.28. სადავო ფაქტების დასადგენად, სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ს--------------–---–ის ჩვენებაზე გაამახვილებს, რომელმაც მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მოწმემ საკუთარ ჩვენებაში ისაუბრა ზ---- ს------ის აქტიურ როლზე, რაც მისი ოჯახისთვის სავალალო აღმოჩნდა. კერძოდ, თუ როგორ არწმუნებდა ზ---- ს------ე ზ-------------–---–ს, რომ თანხის ინვესტიცია იმ მშენებარე კორპუსში, სადაც თავად იყო თავმჯდომარე, იყო საუკეთესო გამოსავალი. ზ---- ს------ის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, რაც დაზარალებულსა და ბრალდებულის ახლო ნათესაურ კავშირს ემყარებოდა, ზ-------------–---–ი დათანხმდა ზ---- ს------ის შეთავაზებას და მისი მოთხოვნის შესაბამისად, კუთვნილი ბინა (მდებარე: ქ. თბილისი, ტ---------------------–-) გადააფორმა ი-----–---–----–---–ის სახელზე, თავად კი, ქ-------–--–---–----------------–--–-------–- მდებარე მშენებარე კორპუსში სამი ბინის მიღების მოლოდინში, ოჯახის წევრებთან ერთად, საცხოვრებლად ქირით გადავიდა. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, ი-----–---–----–---–ისთვის ბინის გადაცემა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ---- ს------ისა და ი-----–---–----–---–ის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, მოწმეს გაუჩნდა კითხვა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, იმ პირობებში, როდესაც მისი ოჯახი სახლს არათუ ყიდდა, არამედ ცვლიდა რამდენიმე ბინაში. მას ი-----–---–----–---–მა და ზ---- ს------ემ უპასუხეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მათთვის იყო საკითხის ფორმალური მოგვარების მარტივი გზა. ჩვენების მიცემისას დაზარალებულის უფლებამონაცვლემ არაერთხელ მიუთითა, რომ ზ---- ს------ის მიზანი მათი ოჯახის კუთვნილი ბინის მისი პარტნიორისთვის - ი-----–---–----–---–ისთვის გადაფორმება იყო. იმ ფაქტს, რომ ა-----–---–---- ოჯახისთვის სამი ბინის გადაცემის ვალდებულება ნამდვილად ზ---- ს------ემ იკისრა, ადასტურებს მის მიერ ზ-------------–---–ის დარწმუნება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში. სასამართლოს შეფასებით, ზ---- ს------ის აქტიურ როლზე მეტყველებს მისივე ქცევა - დაზარალებული მხარისთვის საწყის ეტაპზე ბინის ქირის გადახდა; აგრეთვე, უსასრულო დაპირება, რომელიც დაზარალებული ოჯახისთვის სხვადასხვა გზით ზიანის ანაზღაურებაში გამოიხატებოდა. ნიშანდობლივია, რომ ზ---- ს------ეს დაზარალებულის ოჯახის წევრებთან საუბრისას, არასოდეს უარუყვია მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის დარწმუნებაზე - გადაეცა თავისი სახლი ი-----–---–----–---–ისთვის, ს--------------–---–ის გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეთა (ნ------------–--ე, გ--–-----------, ჯ---–------------–--ე და ნ-----------ი) თანმიმდევრული და თანხვედრილი ჩვენებებიც მიუთითებს.

 

2.29. მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწმე ჯ---–------------–--ის ჩვენება, რომელიც არის როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ნათესავი. შესაბამისად, მისი მხრიდან რომელიმე მხარის მიმართ, რაიმე პირადი ინტერესი ან მიკერძოებული დამოკიდებულება არ დადგენილა. აღნიშნულმა მოწმემ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, თუ როგორ შეესწრო ზ---- ს------ის მიერ ზ-------------–---–ისა და მისი ოჯახის დაიმედებას, რომ ისინი აუცილებლად მიიღებდნენ დაპირებულ ბინებს, თუმცა საცხოვრებელი ბინის მიღების მოლოდინი დღემდე გრძელდება.

 

2.30. ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ს--------------–---–ის, ნ------------–--ის, გ--–-----------ს, ჯ---–------------–--ისა და ნ-----------ის ჩვენებების შეფასების შედეგად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად შეუძლია იმის თქმა, რომ ზ-------------–---–თან საკუთარი ბინის ი-----–---–----–---–ისთვის გადაცემის შესახებ მოლაპარაკებას ძირითადად ზ---- ს------ე აწარმოებდა, რომელსაც მოლაპარაკების პროცესში ი-----–---–----–---–ი ახლდა. საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებაში თავის მონაწილეობა ი-----–---–----–---–მაც დაადასტურა, თუმცა მოწმეთა განმარტებით, „მთავარი ფუნქცია“ ზ---- ს------ეს ჰქონდა შეთავსებული, ვინაიდან დაზარალებულთან არსებული ნათესაური კავშირის გათვალისწინებით, მის თვალში დიდი ნდობით სარგებლობდა. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ზ---- ს------ის განმარტებას, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა ი-----–---–----–---–ისთვის ბინის გადაფორმების პროცესში მონაწილეობა. სასამართლოს შეფასებით, ზ---- ს------ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ობიექტური დამკვირვებლისთვის არადამაჯერებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება არაერთი მოწმის თანხვედრილ ჩვენებას, რომელიც ბრალდებულის პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა, კერძოდ:

· ჩვენების მიცემისას ზ---- ს------ე აცხადებდა, რომ ი-----–---–----–---–სა და ზ-------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ შეიტყო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაშინ, როდესაც საპირისპირო განმარტეს დაზარალებულის ოჯახის წევრებმა - ს--------------–---–მა და ნ------------–--ემ. აგრეთვე, თავად ი-----–---–----–---–მა. აღნიშნულ მოწმეთა განმარტებით, ი-----–---–----–---–ი და ზ---- ს------ე ერთად აწარმოებდნენ ზ-------------–---–თან მოლაპარაკებებს;

· ზ---- ს------ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზ-------------–---–ისთვის სამი ბინის გადაცემის ვალდებულება ი-----–---–----–---–მა იკისრა, ხელშეკრულებაში მოვალე პირად ზ-------------–---–ი დააფიქსირა. სასამართლოს შეფასებით, გაურკვეველია თუ რა მიზანს ემსახურებოდა ზ---- ს------ის მიერ გაკეთებული ამგვარი ჩანაწერი, მაშინ, როდესაც თავისუფლად შეეძლო მიეთითებინა მოვალე პირის რეკვიზიტები, აგრეთვე იმ პირის მონაცემები, რომელიც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების შედეგად მიიღებდა ბინას. საგულისხმოა, რომ ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მიუწოდებია მისი ქმედების მართებულობის რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი ან ახსნა-განმარტება;

· ზ---- ს------ის განმარტებას, რომ მას ა-----–---–---- ოჯახთან ბინის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნდა, ეწინააღმდეგება მისივე ქცევა: ა-----–---–---- ოჯახისთვის თავდაპირველად რამდენიმე თვის განმავლობაში ბინის ქირის გადახდა; არაერთი დაპირება, რომ აუნაზღაურებდა მიყენებულ ზიანს; აგრეთვე, ამხანაგობა „წ----------------–--–--------–- დაზარალებულ ზ-------------–---–ის მიყვანა, ბინების დათვალიერება და შთაგონება, რომ ის აუცილებლად მიიღებდა კუთვნილ ბინებს. აღნიშნულ საკითხებზე თავიანთ ჩვენებაში ვრცლად ისაუბრეს ფაქტის უშუალო შემსწრე პირებმა: ს--------------–---–მა, ნ------------–--ემ და გ--–-----------მ.

 

2.31. ზემოაღნიშნულ შეუსაბამობათა ფონზე, სასამართლო ბრალდებულ ზ---- ს------ის ჩვენებას ვერ მიიჩნევს უტყუარ და გასაზიარებელ მტკიცებულებად, რადგან მასში ასახული ინფორმაცია შეუსაბამობაშია სხვა მტკიცებულებებთან. აღნიშნული ფაქტი ნათელი დასტურია იმისა, რომ ზ---- ს------ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია საკუთარი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დახსნის სურვილით არის განპირობებული და არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

2.32. სასამართლო არც დაცვის მხარის სხვა მოწმეთა (შ--–-------------- და თ-------------ის) ჩვენებებს მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან მოწმე შ--–----------ის ჩვენებაში ასახული ინფორმაცია, უარყო ი-----–---–----–---–მა, რომელიც იყო მისთვის მიწოდებული ინფორმაციის წყარო, ხოლო თ-------------ე არ იყო აღნიშნულ ქმედებებში უშუალოდ მონაწილე პირი. მაშასადამე, მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა სხვა პირის მონათხრობს, ნაკლები მტკიცებულებითი ძალისაა.

 

2.33. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღების მიღმა არც ი-----–---–----–---–ის ჩვენებას დატოვებს, ვინაიდან იგი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. აღნიშნული პირი ჩვენების მიცემისას ადასტურებდა, რომ მან ზ---- ს------ესთან ერთად დაარწმუნა ზ-------------–---–ი კუთვნილი ბინა მის სახელზე გადაეფორმებინა. მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, არაოფიციალური პარტნიორობიდან გამომდინარე, ზ-------------–---–ისთვის ბინების ჩაბარების ვალდებულება ზ---- ს------ეს ეკისრებოდა. მან კი თავის მხრივ, ზ-------------–---–ის სახლის ღირებულება გადასცა ზ---- ს------ეს (ი-----–---–----–---–მა ჩვენებაში არაერთგვაროვანი პასუხები გასცა ვალის ოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ დააფიქსირა, რომ ზ---- ს------ეს გადასცა 120 000 აშშ დოლარი). საკუთარი ჩვენების სისწორის დასტურად კი სასამართლოს წარმოუდგინა ხელწერილი (-------------------- სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–---–----–---–ის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი, უტყუარად არ ასახავს იმ გარემოებას, რომ ზ---- ს------ის მიერ მის მიმართ არსებული ვალი, ნამდვილად ზ-------------–---–ის ბინის ღირებულების გადახდის შედეგია, რადგან აღნიშნული ხელწერილი მსგავს ინფორმაციას არ შეიცავს. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ხელწერილში ასახული თანხის ოდენობა - 100 000 აშშ დოლარი და დაზარალებულის სახლის ღირებულება - 120 000 აშშ დოლარი, არ ემთხვევა ერთმანეთს. აღნიშნული გარემოებები სასამართლოს უსპობს შესაძლებლობას გაიზიაროს ი-----–---–----–---–ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი ადასტურებს, რომ მან ზ---- ს------ეს ნამდვილად გადასცა ზ-------------–---–ის სახლის ღირებულება. მიუხედავად აღნიშნული ფაქტის დადგენისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–---–----–---–ის მიერ ზ---- ს------ისთვის თანხის გადაუცემლობა, ამ უკანასკნელისთვის წარდგენილ ბრალდებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ვრცლად ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში იმსჯელებს.

 

2.34. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---- ს------ეს ზ-------------–---–ისთვის ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, უნდა გადაეცა ქ. თბილისში, წ----------------–--–------–- მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში სამი საცხოვრებელი ფართი, თუმცა მიუხედავად ზ-------------–---–ის მიერ ვალდებულების შესრულებისა, მას დაპირებული ბინები არ გადაუცია. ის ფაქტი, რომ ზ---- ს------ის მიერ ზ-------------–---–ისთვის დაპირებული ბინები ნამდვილად გასხვისდა სხვა პირებზე, დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–----------ა და ა-----–--------–----ას ჩვენებებით.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.

 

3.2. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ზ---- ს------ემ დაარწმუნა მისდამი ნდობით აღჭურვილი ზ-------------–---–ი, რომ მისი არაოფიციალური ბიზნეს პარტნიორისთვის - ი-----–---–----–---–ისთვის გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული სახლი, სანაცვლოდ კი თავად უნდა გადაეცა სამი ბინა მშენებარე კორპუსში. სასამართლოს შეფასებით, ზ---- ს------ემ მოატყუა ზ-------------–---–ი, რათა დაუფლებოდა მის კუთვნილ სახლს. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე აღნიშნავდა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ბრალდებულის მხრიდან წინასწარი განზრახვის არსებობა; ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ზ---- ს------ეს ი-----–---–----–---–ისგან ზ-------------–---–ის ბინის ღირებულების 100 000 აშშ დოლარის ოდენობით მიღება არ უდასტურდებოდა, გამოირიცხებოდა მისი მხრიდან თაღლითობის ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და პარალელურად, ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე დადგენილ რელევანტურ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.3. სასამართლოს შეფასებით, ზ---- ს------ის განზრახვაზე - გადაეფორმებინა ზ-------------–---–ის სახლი მისი არაოფიციალური პარტნიორისთვის, მიუთითებს მის მიერ წინასწარ მოფიქრებული გეგმის შესაბამისად მოქმედება: 1. ბრალდებული ი-----–---–----–---–თან ერთად მიდის დაზარალებულის ოჯახში და იცის რა ზ-------------–---–ის მხრიდან მისდამი არსებული ნდობის შესახებ, არწმუნებს მას, რომ გადაუფორმოს სახლი ი-----–---–----–---–ს, სანაცვლოდ კი პირდება სამ ბინას; 2. მიუხედავად იმისა, რომ ზ---- ს------ის განმარტებით, იგი ი-----–---–----–---–სა და ზ-------------–---–ს შორის არსებულ მოლაპარაკებასა და ხელშეკრულების დადებას არ ესწრებოდა (რითაც სრულად გამორიცხა საკუთარი შემხებლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით), იგი ზ-------------–---–ს უფორმებს ხელშეკრულებას იმ ამხანაგობის სახელით, სადაც თავად იყო თავმჯდომარე; 3. მართალია ზ-------------–---–მა ბინა ი-----–---–----–---–ს გადასცა და ბრალდებულის თქმით, ი-----–---–----–---–სვე ეკისრებოდა დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა თავად, დაზარალებულთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მოვალე პირად ი-----–---–----–---–ის ნაცვლად, ზ-------------–---–ი დააფიქსირა; 4. ზ---- ს------ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით (იგულისხმება ზ-------------–---–ის მიერ ამხანაგობაში 120 000 აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო მასალის შეტანა), ს--------------–---–ს აუხსნა, რომ აღნიშნული ჩანაწერი იყო ფორმალური მხარე და მისთვის ყურადღება არ მიექცია; 5. მიუხედავად მკაცრად დადგენილი ვალდებულებისა, რომ ამხანაგობის სხვა დამფუძნებლების თანხმობის გარეშე არ მიეღო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება (იგულისხმება ზ-------------–---–თან გაფორმებული ხელშეკრულება), ზ---- ს------ემ ისე, რომ არ შეუთანხმა სხვა დამფუძნებლებს, ზ-------------–---–თან გააფორმა პირობადადებული ხელშეკრულება, ამხანაგობის წევრებს კი უთხრა, რომ ზ-------------–---–თან გაფორმებული ხელშეკრულება ამხანაგობას არ ეხებოდა: „შ---------------–---------------------------“; 6. ზ---- ს------ის განმარტებით, იგი არასდროს შეჰპირებია დაზარალებულს ი-----–---–----–---–ის ბინის სანაცვლოდ საკუთარი მშენებარე კორპუსიდან ბინების მიცემას, თუმცა წლების განმავლობაში, როდესაც დაზარალებული ცდილობდა თავისი კუთვნილი ქონების მიღებას, მას არასოდეს უთქვამს, რომ ი-----–---–----–---–თან ზემორე გარიგებაში ჩართული არ ყოფილა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა; 7. ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის ოჯახისთვის დაპირება, რომ აუცილებლად აუნაზღაურებდა მის მიერ მიყენებულ ზიანს, წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოებები როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე ადასტურებენ, რომ ბრალდებულს თავიდანვე განზრახული ჰქონდა ზ-------------–---–ის ბინის გადაფორმება ი-----–---–----–---–ის სახელზე, რაც მისი აქტიური ქმედების შედეგად, განხორციელდა კიდეც.

 

3.4. სასამართლოს შეფასებით, ფაქტი, რომ ზ---- ს------ის მიერ ი-----–---–----–---–ისგან ზ-------------–---–ის ბინის ღირებულების მიღება უტყუარად არ დადასტურებულა, არ გამორიცხავს ზ---- ს------ის მხრიდან თაღლითობის ჩადენას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტია ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მოტყუება და ამის შედეგად დასახული მიზნის (ზ-------------–---–ის ბინის მისი არაოფიციალური პარტნიორისთვის გადაფორმების) მიღწევა. მოტყუება, როგორც ნივთის მიღების კონკრეტული საშუალება, წინ უსწრებდა ი-----–---–----–---–ის მიერ ნივთის მიღების ფაქტს. ამასთან, ზ---- ს------ის მოტყუების შედეგად, ზ-------------–---–მა მიიღო საკუთარი თავის საზიანო გადაწყვეტილება.

 

3.5. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე არაერთგზის მიუთითებდა ი-----–---–----–---–ის როლზე და აღნიშნავდა, რომ იგი იყო ზ-------------–---–ის ოჯახის წინაშე პასუხისმგებელი პირი. ამასთან, აპელირებდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ზ---- ს------ისა და ი-----–---–----–---–ის არაოფიციალური პარტნიორობიდან გამომდინარე, მართლაც იკვეთება ი-----–---–----–---–ის როლიც, თუმცა ამ შემთხვევაში განხილვის საგანს მისი ბრალეულობის საკითხის დადგენა არ წარმოადგენს. ფაქტი, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, არ შეიძლება გახდეს ზ---- ს------ის გამართლების ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

3.6. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ---- ს------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო მიმოიხილავს ზ---- ს------ისთვის წარდგენილ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - თაღლითობას ჩადენილს დიდი ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ ზ-------------–---–ის ბინის ღირებულება შეადგენდა 120 000 აშშ დოლარს და სწორედ ამ ოდენობის ზიანი მიადგა დაზარალებულს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარე ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---- ს------ეს 100 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება, სასამართლო ვერ გაცდება ბრალდების ფარგლებს და შესაბამისად, ზიანის ოდენობას დაადგენს მითითებული თანხის ფარგლებში. სასამართლოს შეფასებით 100 000 აშშ დოლარი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დიდი ოდენობის ზიანისთვის დაწესებულ ზღვარს.

 

3.7. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გამოკვლეული მტკიცებულების საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---- ს------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

3.8. სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ზ---- ს------ეს.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ზ---- ს------ეს, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში უნდა შეარჩიოს ისეთი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

4.4. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ზ---- ს------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ზ---- ს------ემ ზ-------------–---–ი მოატყუა, რომ მისი კუთვნილი სახლის ი-----–---–----–---–ისთვის გადაფორმების შემდეგ, ამხანაგობა „წ----------------–--–-------–- მისცემდა სამ ბინას, თუმცა დაზარალებულს ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ, დაპირებული ბინები დღემდე არ მიუღია); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ზ---- ს------ის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული, რაც იმითაც დასტურდება, რომ მან დაზარალებულთან გაფორმებული ხელშეკრულება „ვითომდა ამხანაგობაში გაწევრიანების შესახებ“ ამხანაგობის სხვა დამფუძნებლებთან შეთანხმების გარეშე გააფორმა); დამდგარ შედეგს (ზ---- ს------ის ქმედება გახდა დაზარალებულის ოჯახის მთლიანობის დარღვევის საფუძველი - ისინი წლების განმავლობაში გაფანტულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ნათესავებთან და დღემდე ცხოვრობენ ქირით); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი საკუთრების დაუფლებას) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (ზ---- ს------ეს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს).

 

4.5. სასამართლოს 4.4. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად მიაჩნია ზ---- ს------ეს სასჯელის სახედ დაუნიშნოს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენი, მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული მოხდილი სასჯელის - 3-–-–---------------–--------------- გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, ზ---- ს------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულ შესაბამისობაშია სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო იმედოვნებს, რომ დანიშნული სასჯელის პირობებში, ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის ოჯახის მიმართ მოხდება ზიანის ანაზღაურება.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, ერთი ცალი დისკი, უნდა დაერთოს საქმის მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ---- ს------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით (თ---------–-----------------–-–----------) ჩაეთვალოს მოხდილად.

 

ზ---- ს------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. აგრეთვე გაუქმდეს საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაკისრებული დამატებითი ვალდებულება.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დისკი, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი