განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
030100119003311703
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100119003311703

№1/381-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ----–-- კ--------,ბრალდებული: ი-----–- გ----–--,მამის სახელი: გ-------,დაბადებული: 1--------- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე,მცხოვრები: ქ. ფ-----, მ---–----–---- ქუჩა N--.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი - მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 24 ოქტომბერს ი-----–- გ----–--ს მიმართ, მეუღლის ნ---- ხ----–--–----ათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისათვის, ფოთის საქალაქო სამმართველოს მუშაკების მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და მას 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

მიუხედავად ამისა, 2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ი-----–- გ----–--მ არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მიუახლოვდა ქ. ფ----–-, რ------- ქუჩა N1-ში მდებარე რ--------- სადგურის ადმინისტრაციულ შენობაში მყოფ მეუღლეს ნ---- ხ----–--–---- და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

1.2. ასევე, 2019 წლის 16 ნოემბერს, ი-----–- გ----–--მ ქ. ფ----–-, რ--------- სადგურის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა 6,831 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და უკანონოდ შეინახა შარვლის ჯიბეში, რაც ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ 2019 წლის 17 ნოემბერს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ი-----–- გ----–--ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და მარიხუანის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტის დასადასტურებლად და თვლის, რომ ეს მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ ი-----–- გ----–--მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

2.2. ბრალდებულს ბრალი ედება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობაში და მარიხუანის უკანონო შეძენაში და შენახვაში.

ბრალდებულმა ი-----–- გ----–--მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

 

2.3. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 ოქტომბერს ი-----–- გ----–--ს მიმართ, მეუღლის ნ---- ხ----–--–----ათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისათვის, ფოთის საქალაქო სამმართველოს მუშაკების მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და მას 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ი-----–- გ----–--მ არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მიუახლოვდა ქ. ფ----–-, რ------- ქუჩა N1-ში მდებარე რ--------- სადგურის ადმინისტრაციულ შენობაში მყოფ მეუღლეს ნ---- ხ----–--–---- და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, 2019 წლის 16 ნოემბერს, ი-----–- გ----–--მ ქ. ფ----–-, რ--------- სადგურის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა 6,831 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და უკანონოდ შეინახა შარვლის ჯიბეში, რაც ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკების.

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ი-----–- გ----–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ხ----–--–----გამოკითხვის ოქმით, ა-–---------- თ-------- გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ ი-----–- გ----–--ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ი-----–- გ----–--ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 18 ნოემბრის N------ დასკვნით და ამოღებული ნივთმტკიცება: 6, 831 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელია და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ასევე, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

2.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ პრეიუდიციასთან დაკავშირებული, ი-----–- გ----–--ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფაქტობრივი საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვისას დადგინდა, რომ ფოთის საქალაქო სამმართველოს 2019 წლის 24 სექტემბერს ი-----–- გ----–--ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 16 ნოემბერს ი-----–- გ----–--მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2.6. სასამართლო მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა.

 

2.8. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების - ,,მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების (გამომშრალი მარიხუანა) ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

ამდენად, ი-----–- გ----–-- ცნობილი უნდა იქნეს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობაში და მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

2.9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

2.10. ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ი-----–- გ----–--ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობაში და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–- გ----–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

ი-----–- გ----–--ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

4.2. ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას. სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ი-----–- გ----–-- აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს შეულახავი წარსული, ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი-----–- გ----–--ს მიერ ჩადენილია დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.

 

4.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, შეულახავი წარსული), ასევე დაცვის მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის, მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ბრალდებულ ი-----–- გ----–--ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

4.4. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ი-----–- გ----–--ს საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ორას ოცდაათი საათის ვადით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ორასი საათის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სასამართლო თვლის, რომ დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში ი-----–- გ----–--ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- გ----–-- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდაათი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანასაულთ ერთობლიობით, ი-----–- გ----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდაათი) საათის ვადით;

ი-----–- გ----–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2019 წლის 17 ნოემბრის 14:48 საათიდან, 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით - 10 (ათი) დღე და ამ ვადის გაანგარიშებით საბოლოო სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

2. ი-----–- გ----–--ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ამ უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

3. გაუქმდეს მსჯავრდებულ ი-----–- გ----–--ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ლ---- კ-------–---–- (პ/ნ 4----------), დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 26 ნოემბერს, ბრალდებულ ი-----–- გ----–--ს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი გირაოს თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ასევე გაუქმდეს ი-----–- გ----–--ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.

4. მსჯავრდებულ ი-----–- გ----–--ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის კონტროლი და განსაზღვრა განახორციელოს პრობაციის ბიურომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

5. მსჯავრდებულ ი-----–- გ----–--ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება -ი-----–- გ----–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 6,831 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ქ. ფ-----ს საქალაქო სამმართველოში, განადგურდეს.

7. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე