გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
100210019003205805
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210019003205805

#2/294 -19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.12.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ლ--–- გ----ე

წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი

მოპასუხე: თ------ ლ------ე, თ----- ლ------ე

წარმომადგენელი: დ--–- კ----------ე

 

დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ლ--–- გ----ემ (პ/ნ.3----------) და მოპასუხედ დაასახელა თ------ ლ------ე (პ/ნ.0----------) და თ----- ლ------ე(პ/ნ.0----------), მან თავისი მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მოითხოვა მესაკუთრედ ცნობა.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2017 წლის 23 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--–- ლ------ესთან, რომელიც გარდაიცვალა 2018 წლის 30 იანვარს. ქორწინების პერიოდში მათ შვილი არ შეძენიათ. აწ. გარდაცვლილ გ--–- ლ------ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი თ----- და თ----- ლ------ეები. მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა აწ . გარდაცვლილი გ--–- ლ------ის სამკვიდრო მოწმობის მიღება. ნოტარიუსს ასევე მიმართეს გ--–- ლ------ის შვილებმა და მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობის გაცემა აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის დანაშთ ქონებაზე. სამკვიდროსი , გარდა უძრავი ქონებისა ასევე შედის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხაც, რომელიც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა მამკვიდრებლის სახელზე და აღნიშნული თანხა მხოლოდ მისი საკუთრებაა, რადგან მას მარნეულში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც 2017 წლის 23 ოქტომბერს გაასხვისა 30000 ლარად და სწორედ აღნიშნული თანხა შეიტანა ბანკში გ--–-ს სახელზე, იმის გამო რომ მას ბანკში გარკვეული პრობლემები ჰქონდა და არ უნდოდა ეს თანხა დაფიქსირებულიყო მის სახელზე. მოპასუხეებს არ მიუღიათ მონაწილეობა მამკვიდრებლის არც მკურნალობაში და არც დაკრძალვაში , მათ კი ამჟამად სურთ მიიღონ სამკვიდროს თანაბარი წილი. მოსარჩელე თვლის, რომ მან სამკვიდროში უნდა მიიღოს მეტი წილი.

მოსარჩელე ითხოვს ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების - 8-.0-.0-.1-- ერთი მეორედის წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.

ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-. 4-.0-- წილის ერთი მეორედზე და აღირიცხოს საჯარო რეესტრში

ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების -ავტომანქანა ჰ------ს (ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N-----------------) ერთი მეორედი წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს კანონით დადგენილი წესით.

ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის სახელზე ს.ს. ,,ლიბერთი ბანკში „ არსებულ ანაბარზე განთავსებული მთლიანი თანხის მესაკუთრედ .

ლ--–- გ----ის სასარგებლოდ მოპასუხეებს-თ----- ლ------ეს და თ----- ლ------ეს

სოლიდარულად დაეკისროს დაკრძალვის ხარჯები-20000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხეებმა თ----- ლ------ემ და თ----- ლ------ემ შემოიტანეს შესაგებელი და ასევე მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა, რომ ისინი ცნობენ სარჩელს იმ ნაწილში, რომ ყველა მემკვიდრეს თანაბარწილად ეკუთვნის დანაშთი სამკვიდრო , შესაბამისად დანაშთ ქონებაზე მოსარჩელე მესაკუთრედ უნდა იქნას ცნობილი 1/3 ნაწილში. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯებს, მოპასუხეები აცხადებენ, რომ ისინი დაკრძალვის ხარჯებსაც ცნობენ თითოეული ერთ მესამედ ნაწილში იმ თანხაზე , რასაც სასამართლო დაადგენს. ასევე ადასტურებენ , რომ მათ არ მიუღიათ მატერიალურად მონაწილეობა დაკრძალვის რიტუალში და საფლავის მოწყობაში.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5. 1. დადგენილია, რომ გ--–- ლ------ე (დაბადებული 1--- წლის 01 ივნისს, პ/ნ 0----------) გარდაიცვალა 2018 წლის 30 იანვარს. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ--–- გ----ე და გ--–- ლ------ე დაქორწინდნენ (რეგისტრირებული ქორწინება) 2017 წლის 23 ივნისს. დადგენილია, რომ მოპასუხეები - თ----- და თ----- ლ------ეები არიან აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გარდაცვალების მოწმობა

- დაბადების მოწმობები(ს.ფ. 74-75);

- ქორწინების მოწმობა(ს.ფ.20);

-ცნობა (ს.ფ.38)

 

5.2. დადგენილია, რომ საქმის მასალების მიხედვით გ--–- ლ------ის დანაშთ ქონებას წარმოადგენს: უძრავი ქონება ს/კ 8-.0-.0-.1-- მდებარე მარნეულის რაიონი სოფელი წ--------–-, რომელიც აღრიცხულია მთლიანად გ--–- ლ------ის სახელზე , ერთი მეოთხედი წილი უძრავი ქონებაში ს/კ3-.1-.4-.0--მდებარე საჩხერის რაიონის სოფელ ს-----ში, ავტომანქანა H--------- სახელმწიფო ნომერი L------ ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------, რომელიც აღრიცხულია მთლიანად გ--–- ლ------ის სახელზე , ასევე 2017 წლის 25 ოქტომბრის ვადიანი ანაბრის N1------ ხელშეკრულებით ს.ს. ,,ლიბერთი ბანკში“ განთავსებული ფულადი თანხა.

დადგენილია, რომ უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.4-.0-- გარდა გ--–- ლ------ისა აღრიცხულია მოპასუხეებზე-თ----- და თ----- ლ------ეებზე, ასევე მერი ლ------ეზე თანაბარწილად.

დადგენილია, რომ ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება დადებულია გ--–- ლ------ესა და ს.ს.,,ლიბერთი ბანკ“-ს შორის. ანაბარზე განთავსებულია პირველადი შენატანი 28000 ლარის ოდენობით თორმეტი თვის ვადით 2018 წლის 25 ოქტომბრამდე.

დადგენილია, რომ 2019 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით ლ--–- გ----ე მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ.70);

-საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 12-14);

- ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება(ს.ფ.71-73)

- ამონაწერი რეესტრიდან(ს.ფ.77)

 

5.3. დადგენილია, რომ გ--–- ლ------ის ქელეხის, ორმოცის , ასევე საფლავის მოწყობის ხარჯები გაიღო მოსარჩელე ლ--–- გ----ემ, რაც სადაოდ არ გაუხდია მოპასუხეებს. დადგენილია, რომ დაკრძალვისათვის ჩატარდა ქელეხი, ორმოცი და წლისთავი შესაბამისი სუფრით. მოწმეთა ნათელა ნადირაძისა და ტარასი ჩხიტუნიძის ჩვენებით აღნიშნული რიტუალის ორგანიზება და მატერიალური დანახარჯი გასწია ლ--–- გ----ემ. მათივე ჩვენებით ქელეხის სუფრაზე იმყოფებოდა დაახლოებით სამასი კაცი. ასევე ორმოცის სუფრა გაშლილი იყო ასოც კაცზე . ქელეხის სუფრაზე მოსული ახლობლები გარკვეული თანხით დაეხმარნენ ოჯახს. დადგენილია, რომ გაკეთდა საფლავი.

დადგენილია, რომ გარდაცვალების შემდგომ ლ--–- გ----ემ გ--–- ლ------ის დანაშთი ქონებისათვის მიმართა ნოტარიუსს. ნოტარიუსს მიმართეს ასევე მოპასუხეებმა. დადგენილია, რომ სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების განაწილებისას წარმოიშვა დავა, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს. დადგენილია, რომ ლ--–- გ----ე ასევე გარდაცვალებიდან ექვს თვეში დაეუფლა აწ გარდაცვლილი გ--–- ლ------ის დანაშთ ქონებას , მათ შორის ავტომანქანასაც. სამკვიდროს მიღების ფაქტები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ნათელა ნადირაძის და ტარასი ჩხიტუნიძის ჩვენება( იხ.ოქმი);

- ფოტომასალა(ს.ფ.66).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–- გ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ლ--–- გ----ე ცნობილი უნდა იქნას აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების - 8-.0-.0-.1-- ერთი მესამედი (1/3) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.

ლ--–- გ----ე ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-. 4-.0-- ერთი მეოთხედი წილის მესამედის ე.ი. მთლიანი ნივთის 1/12 მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში

ლ--–- გ----ე ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების -ავტომანქანა ჰ------ს (ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N-----------------) ერთი მესამედი (1/3) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს ლ--–- გ----ის სახელზე.

ლ--–- გ----ე ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის სახელზე ს.ს.,,ლიბერთი ბანკში“ არსებულ ანაბარზე განთავსებული თანხის ორი მესამედის მესაკუთრედ .

ლ--–- გ----ის სასარგებლოდ მოპასუხეებს-თ----- ლ------ეს და თ----- ლ------ეს უნდა დაეკისროს დაკრძალვის ხარჯების 2/3 -4000ლარი (თითოეულს 2000 ლარი).

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი , 1307-ე ,1319-1320-ე,1336-ე, 1328-ე , 1424-1433-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106-ე,131-ე

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.“

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

გ--–- ლ------ე და ლ--–- გ----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2017 წლის 23 ივნისიდან. აღნიშნულ შემთხვევაში მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებად უნდა ჩაითვალოს ანაბარზე არსებული თანხა, რომელიც 2017 წლის 25 ოქტომბრის ვადიანი ანაბრის N1------ ხელშეკრულებით განთავსდა ს.ს. ,,ლიბერთი ბანკში“ (ს/ნ 203828304) . შესაბამისად აღნიშნული თანხის ½ მესაკუთრეა ლ--–- გ----ე, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება, ხოლო დანარჩენი ½ წარმოადგენს გ--–- ლ------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

ერთმნიშვნელოვანია, რომ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე ლ--–- გ----ე(პ/ნ3----------), შვილი-თ----- ლ------ე(პ/ნ0----------), შვილი-თ----- ლ------ე(პ/ნ0----------).

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

გ--–- ლ------ე გარდაიცვალა 2018 წლის 30 იანვარს, შესაბამისად ამ დროს გაიხსნა სამკვიდრო.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.

 

ამ შემთხვევაში სამკვიდროში შედის უძრავი ქონება ს/კ 8-.0-.0-.1-- მდებარე მარნეულის რაიონი სოფელი წ--------–-, რომელიც აღრიცხულია მთლიანად გ--–- ლ------ის სახელზე , ერთი მეოთხედი წილი უძრავი ქონებაში ს/კ3-.1-.4-.0--მდებარე საჩხერის რაიონის სოფელ ს-----ში, ავტომანქანა H--------- სახელმწიფო ნომერი L------ ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------, რომელიც აღრიცხულია მთლიანად გ--–- ლ------ის სახელზე , ასევე 2017 წლის 25 ოქტომბრის ვადიანი ანაბრის N1------ ხელშეკრულებით ს.ს. ,,ლიბერთი ბანკში“ განთავსებული ფულადი თანხის ½.

6.7.დადგენილია, რომ უძრავი ქონება ს/კ3-.1-.4-.0-- გარდა გ--–- ლ------ისა აღრიცხულია მოპასუხეებზე-თ----- და თ----- ლ------ეებზე, ასევე მერი ლ------ეზე თანაბარწილად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის შესაბამისად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

6.8.დადგენილია, რომ ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება დადებულია გ--–- ლ------ესა და ს.ს.,,ლიბერთი ბანკ“-ს შორის. ანაბარზე განთავსდა პირველადი შენატანი 28000 ლარის ოდენობით თორმეტი თვის ვადით 2018 წლის 25 ოქტომბრამდე.

გ--–- ლ------ე და ლ--–- გ----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2017 წლის 23 ივნისიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლის შესაბამისად ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის. მაშასადამე მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ს.ს.,,ლიბერთი ბანკ“-ის ანაბარზე განთავსებული თანხის ერთ მეორედს, რომელიც ლ--–- გ----ის საკუთრებაა.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით დავა არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

დადგენილია, რომ სამკვიდროს მასა სახეზეა და მისი მესაკუთრეები სამკვიდროს გახსნის დღიდან არიან ლ--–- გ----ე, თ----- ლ------ე და თ----- ლ------ე. სასამართლო თვლის, რომ

სამკვიდრო მასიდან ლ--–- გ----ე ცნობილ უნდა იქნას ქონების -ს/კ 8-.0-.0-.1-- ერთი მესამედის (1/3) წილის მესაკუთრედ და მოცემული ქონების წილი აღირიცხოს საჯარო რეესტრში ლ--–- გ----ის სახელზე.

ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-. 4-.0-- ერთი მეოთხედი წილის მესამედის ე.ი. მთლიანი ნივთის 1/12 მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში აღნიშნული ნივთის ერთი მეთორმეტედი წილის მესაკუთრედ.

ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების -ავტომანქანა ჰ------ს (ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N-----------------) ერთი მესამედი (1/3) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს (რეგისტრირებული იქნას)კანონით დადგენილი წესით.

2.3. ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის სახელზე ლიბერთი ბანკში არსებულ ანაბარზე განთავსებული თანხის ორი მესამედი წილის მესაკუთრედ ამ შემთხვევაში ½ არის მეუღლეთა თანასაკუთრება, ხოლო 1/6 მემკვიდრეობით მიღებული წილი.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის შესაბამისად თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები.ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.

 

დადგენილია, რომ ქელეხის, ორმოცის და საფლავის ხარჯი გაღებულია მთლიანად ლ--–- გ----ის მიერ. აქედან გამომდინარე სასამართლო დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის საკითხის შესახებ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3კ/441-01), რომლითაც დადგინდა სასამართლო პრაქტიკა, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დიდი პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, დაკრძალვასთან დაკავშირებული თითოეული პროცედურის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრა კონკრეტული თანხით (სულ–2500 ლარი), თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დიდი პალატის მიერ დასახელებული გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია საკმაოდ დიდი დრო. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ დაკრძალვისათვის აუცილებელი ხარჯის განსაზღვროს 6000 ლარის ოდენობით (2400 ლარი – საფლავის მოწყობისათვის, 2400 ლარი – ქელეხისათვის, ხოლო 1200 ლარი – ორმოცისათვის. სწორედ ამ პროპორციით ჰქონდა განსაზღვრული დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას).

 

მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე თითოეული მემკვიდრე ვალდებულია თანაბარწილად აანაზღაუროს დაკრძალვის ხარჯები. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს თ----- და თ----- ლ------ეებს მოსარჩელე ლ--–- გ----ის სასარგებლოდ დაეკისროს დაკრძალვის ხარჯების 2/3-ის - 4000 ლარის(თითოეულს 2000 ლარი) გადახდა.

 

6.11.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

7.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

7.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

ლ--–- გ----ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1700 ლარი. ლ--–- გ----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 692 ლარი და 63 თეთრი.

მოპასუხეებს-თ----- ლ------ეს და თ----- ლ------ეს ლ--–- გ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 280 ლარის და 02 თეთრის გადახდა(თითოეულს140 ლარი და 01 თეთრი).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე - 244-ე, 247-ე - 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–- გ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების - 8-.0-.0-.1-- ერთი მესამედის (1/3) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.

1.2. ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების -3-.1-. 4-.0-- ერთი მეოთხედი წილის მესამედის ე.ი. მთლიანი ნივთის 1/12 მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში

1.3. ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას მესაკუთრედ აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის კუთვნილი დანაშთი ქონების -ავტომანქანა ჰ------ს (ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N-----------------) ერთი მესამედი (1/3) წილის მესაკუთრედ და აღირიცხოს ლ--–- გ----ის სახელზე.

1.4. ლ--–- გ----ე ცნობილ იქნას აწ. გარდაცვლილი გ--–- ლ------ის სახელზე ს.ს. ლიბერთი ბანკ“-ში (ს/ნ 203828304) არსებულ ანაბარზე (2017 წლის 25 ოქტომბრის ვადიანი ანაბრის ხელშეკრულებაN1------) განთავსებული თანხის ორი მესამედი წილის მესაკუთრედ .

1.5. ლ--–- გ----ის სასარგებლოდ მოპასუხეებს-თ----- ლ------ეს და თ----- ლ------ეს

დაეკისროს დაკრძალვის ხარჯების 2/3 -ის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის (თითოეულს 2000 ლარი) გადახდა.

 

2. ლ--–- გ----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 692 (ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი და 63 (სამოცდასამი) თეთრი(საგადახდო დავალება N8494929114 გადახდის თარიღი – 02.10.2019 წ; გადამხდელის დასახელება - ლ--–- გ----ე პ/ნ3---------- გადამხდელის ბანკი – სს ”საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 1700 ლარი;).

 

3. მოპასუხეებს-თ----- ლ------ეს და თ----- ლ------ეს ლ--–- გ----ის სასარგებლოდ დაეკისროს თითოეულს 140 ლარი და 01 თეთრის , სულ 280 (ორასოთხმოცი) ლარის და 02(ორი) თეთრის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი