განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2020
საქმის ნომერი
010100119003102476
დავის ტიპი
177 4 გ , 177 3 დ , 177 2 ა
თარიღი
14.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003102476

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ლე--------------ე

 

ბრალდებული - მ----ლ ჟუ-----–----ი

ადვოკატი - და----------–-ძე

 

თარჯიმანი - ზი----------------ნი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მ----ლ ჟუ-----–----ი

მამის სახელი: ვიაჩესლავი

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ქ. ბათუმი, ლა-------------ის ქ. N8

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი, მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქ/პუნქტი და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტი

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 13 ივნისი, 2-:25 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა მ----ლ ჟუ-----–----ი 2019 წლის 31 მაისს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ. ბათუმში, ლ. ა-------ის ქ. N8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ დ-------ე ს-------–-ძის კუთვნილ ,,WOLKSWAGEN GOLF’’-ის მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით M--------, რაც იმავე დღეს ჩააბარა ქ. ბათუმში, მ. ვ---–----ის ქ. N152-ში მდებარე მა-–-----------ის ჯართის მიმღებ პუნქტში, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება:

 

2. მოწმე - გამომძიებელ ე-----------------–-ძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად მან გამოკითხა გამოძიებაში და------------ნი, თე---------–-ძე, ირ---–-------------იძე, მა-–-----------ე, დაზარალებული დ-------ე ს-------–-ძე და ბრალდებული მ----ლ ჟუ-----–----ი. ასევე ჩაატარა ავტომანქანის ამოღება, მ----ლ ჟუ-----–----ის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჯართის მიმღები პუნქტიდან ფერადი და შავი ლითონების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერება, პირადი ამოცნობა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

 

3. დაზარალებულ დ-------ე ს-------–-ძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, მან და------------ნს მიჰყიდა ავტომანქანა, რომელსაც გადაუფორმებდა თანხის სრული დაფარვის შემდეგ. თანხის დროული დაფარვა ვინაიდან ვერ მოხდა შეთანხმდნენ ავტომანქანის უკან დაბრუნებაზე. ბათუმში ყოფნისას დ-------ე ს-------–-ძეს და------------ნის მეგობარმა - ან-----------------მა გადასცა გასაღები და მიუთითა, რომ ქ.ბათუმში ა-------ის ქუჩაზე იყო გაჩერებული ავტომანქანა, რაც ვერ აღმოაჩინა და მოგვიანებით მიმართა პოლიციას დახმარებისთვის. მოწმემ განმარტა, რომ ის არ იცნობს ბრალდებულს.

 

4. მოწმე ან-----------------ის ჩვენების ანალიზით დადასტურებულია დაზარალებულ დ-------ე ს-------–-ძის ჩვენებაში აღწერილი ფაქტი ავტომანქანის გასაღების გადაცემის და მათი კომუნიკაციის ნაწილში. მოწმემ განმარტა, რომ ის არ იცნობს ბრალდებულს.

 

5. მოწმე და------------ნის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზით დადასტურებულია დაზარალებულ დ-------ე ს-------–-ძის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები - ავტომანქანის შეძენისას თანხის ნაწილობრივ გადახდის და ფლობის თაობაზე. ამავე ჩვენების თანახმად მაისის დასაწყისში მას ავტომანქანა გაუფუჭდა ქ.ბათუმში ა-------ის ქუჩაზე მოძრაობის დროს, რის შემდეგაც იქვე გააჩერა და მანქანაშივე დატოვა ტექნიკური პასპორტიც. და------------ნის ვენებით, როდესაც მესაკუთრე - დ-------ე ს-------–-ძე ჩამოვიდა ავტომანქანის წასაყვანად, პირადად ვერ დახვდა სამსახურის გამო და მეგობრის - ან-----------------ის მეშვეობით გადასცა მანქანის გასაღები. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანა იყო მოპარული. მოწმემ განმარტა, რომ ის არ იცნობს ბრალდებულს.

 

6. მოწმე მა-–-----------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად მას ქ.ბათუმში, ურეხის დასახლებაში მას აქვს ჯართის მიმღები პუნქტი, სადაც ნაცნობმა მ----ლ ჟუ-----–----მა მიიყვანა ავტომანქანა, რომელმაც განუმარტა, რომ იგი არ მუშაობდა და სურდა ჯართში ჩაბარება. მა-–-----------ემ აღნიშნული ავტომანქანა ჩაიბარა და რომლის მონაცემები გაატარა ჟურნალში. მოწმის განმარტებით მან ამოიცნო მ----ლ ჟუ-----–----ი.

 

7. 2019 წლის 0- ივნისის ამოღების ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად ქ.ბათუმში ჯართის მიმღები პუნქტში მა-–-----------ისგან ამოღებული იქნა ავტომანქანა "ფოლცვაგენ გოლფ 3".

 

8. შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერის თანახმად 31.05.2019 წელს მ----ლ ჟუ-----–----მა პ/ნ 6---------- ჩააბარა ჯართის მიმრებ პუნქტში ავტომანქანა გოლფ 3.

 

9. 2019 წლის 11 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად მ----ლ ჟუ-----–----ის მითითებით მისივე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა დ-------ე ს-------–-ძის კუთვნილი ,,WOLKSWAGEN GOLF’’-ის მარკის ავტომანქანის სანომრე ნიშნები - M-------- და ტექნიკური პასპორტი.

 

10. მოწმე ე----------------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად იგი როგორც ექსპერტი მონაწილეობდა მ----ლ ჟუ-----–----ის მითითებით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში და ამ უკანასკნელის მოქმედებები ფოტოგრაფირება მოახდინა. ასევე დაადასტურა ოქმის სისწორე ხელმოწერით.

 

11. მ----ლ ჟუ-----–----მა სასამართლო სხდომაზე უარყო დანაშაულის ჩადენა.

 

12. ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, ასევე ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ----ლ ჟუ-----–----მა მოიპარა დ-------ე ს-------–-ძის კუთვნილ ავტომანქანა.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

13. დაზარალებულ დ-------ე ს-------–-ძის, ასევე მანქანის მფლობელ და------------ნის ჩვენებების ანალიზით დადგენილია, რომ მათ მ----ლ ჟუ-----–----ისათვის ავტომანქანის წაყვანის უფლება არ მიუცია.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ-------ე ს-------–-ძის კუთვნილი ავტომანქანა, ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე და მ----ლ ჟუ-----–----ს შეეძლო მოპარული ავტომანქანის როგორც საკუთარის ისე განკარგვა, რაც განახორციელა კიდეც.

 

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ----ლ ჟუ-----–----ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლა დ-------ე ს-------–-ძის კუთვნილ მოძრავ ნივთს.

 

ქმედება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

18. სასაქონლო ექსპერტიზის N579/ს დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის VOLKSWAGEN GOLF III სახ. ნომერი M--------, საბაზრო ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 800 ლარს.

 

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ----ლ ჟუ-----–----ის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ:

 

20. დაზარალებულ დ-------ე ს-------–-ძის ჩვენების თანახმად, მას საკუთრებაში ჰყავს VOLKSWAGEN GOLF-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით M--------.

 

21. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს ქმედება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ არის თუ არა ჩადენილი, საჭიროა ქურდობა მიმართული იყოს ასეთი საშუალების მიმართ. რა დროსაც დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება ავტომობილის შემადგენელ ნაწილს, მას აქვს მისი, როგორც ფაქტობრივად საკუთარის, გამოყენების შესაძლებლობა.

 

22. უდავოა, რომ დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს ავტომანქანა.

 

2-. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ----ლ ჟუ-----–----მა ჩაიდინა ქურდობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის:

 

24. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 200- წლის 18 აგვისტოს განაჩენით მ----ლ ჟუ-----–----ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 26 ივლისს.

 

25. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრის განაჩენით, მ----ლ ჟუ-----–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2018 წლის 11 ოქტომბერს.

 

26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

 

27. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” ქ/პუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება - მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.

 

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ----ლ ჟუ-----–----ი ითვლებოდა ორჯერ ნასამართლევად - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და 2019 წლის 31 მაისს ფარულად დაეუფლა დ-------ე ს-------–-ძის კუთვნილ ავტომანქანას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

29. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ქურდობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარული ფორმით განხორციელება, 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, ხოლო დამამძიმებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებებია დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის დადგომა, სატრანსპორტო საშუალების მიმართ და იმ პირის მიერ ვინც ორჯერ მაინც იყო მსჯავრდებული სხვისი ქონების მისაკუთრებისთვის.

 

30. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

31. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

32. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ ბრალდებულს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

33. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ გააჩნია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იყო არაერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა მ----ლ ჟუ-----–----ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

 

34. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

35. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

36. სასამართლო შეაფასებს მ----ლ ჟუ-----–----ის პოზიციას, რომლის მიხედვით იგი უარყოფს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეთა სასამართლოში მიცემული ჩვენებები, ამოცნობის, ამოღების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. ასევე მოწმის სახით დაკითხული იმ პოლიციელების და ექსპერტების ჩვენებები, რომლებიც საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულმა მ----ლ ჟუ-----–----ემ უარყო საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღო ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული.

 

37. საგამოძიებო ექსპერიმენტისას მ----ლ ჟუ-----–----ს ჩვენება არათუ არ მიუცია, არამედ ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მან გამოიყენა ბრალდების მხარის მიერ მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ხსენებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას მისივე საცხოვრებელი სახლიდან მ----ლ ჟუ-----–----ის მითითებით ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი მანქანის სანომრე ნიშნები და ტექნიკური პასპორტი, რომელიც დამალული ჰქონდა. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.

 

38. აღნიშნული განმარტების შესაბამისად, მ----ლ ჟუ-----–----ის მიმართ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს მ----ლ ჟუ-----–----ის აღიარებითი ჩვენების ნაწილს.

 

39. მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტო დოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები, ასევე ექსპერტები, მათთან ერთად მ----ლ ჟუ-----–----ი მოძრაობენ და გადაადგილდებიან ბრალდებულის მითითებების შესაბამისად, რომელიც თავისი ხელით უჩვენებს მათ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ. ის ასევე უჩვენებს ექსპერიმენტში მონაწილე პირებს იმ ადგილებს სადაც გადამალა ნაქურდალი ქონების ნაწილი, ასევე თუ რა ხერხით და რა ვითარებაში დაეუფლა დაზარალებულის ქონებას.

 

40. ბუნებრივია, რომ ისმება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ შეეძლო მ----ლ ჟუ-----–----ს საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს გამომძიებლები და ექსპერტები მიეყვანა და მიეთითებინა ის ადგილები საიდანაც მოიპარა და ჯართში ჩააბარა მანქანა, სადაც გადამალული ჰქონდა ნომრები და ტექნიკური პასპორტი, თუკი მანამდე იქ არ იყო ნამყოფი?

 

(ანალოგიური პრაქტიკა დადგენილია საკასაციო პალატის მიერ საქმე №424აპ-16-ზე)

 

41. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ მ----ლ ჟუ-----–----ი უდანაშაულოა. სასამართლოს აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულმა მ----ლ ჟუ-----–----მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება რელევანტური საფუძველი ამ ფაქტის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობისთვის, რადგან პროკურორის მიერ წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, მე-3 ნაწილის ”დ” და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

42. მ----ლ ჟუ-----–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი, შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

43. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

44. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ----ლ ჟუ-----–----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ----ლ ჟუ-----–----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

45. ამასთან, მ----ლ ჟუ-----–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კი ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მ----ლ ჟუ-----–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ----ლ ჟუ-----–----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ----ლ ჟუ-----–----ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მ----ლ ჟუ-----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მ----ლ ჟუ-----–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ამოღებული ავტომანქანა, სანომრე ნიშნები და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი