გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/794-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გიორგი ბარაბაძე
მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--“;
წარმომადგენლები - მ------------, ნ-----–-----------–--–---–-;
მოპასუხე - ს-----–-------------ი;
წარმომადგენლები - ნ----–---------, მ--------------–--ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ს-----–-------------ს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხის - 6000 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ს-----–-------------ს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 3732.80 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ს-----–-------------ს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული საურავის სახით - 164.23 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხე ს-----–-------------ს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სიცოცხლის დაზღვევის თანხა 2.97 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა მ--–-------–---–---–მა, სს ,,ფ----------------------–--სგან“ აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 28.02.2018 წლიდან 01.03.2021 წლამდე ანუ 1097 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 34.50% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1 %-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. სესხი უზრუნველყოფილია ს-----–-------------თან გაფორმებული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 9900 ლარით. სესხის დანართის სახით მსესხებელთან გაფორმებულია სიცოცხლის დაზღვევის პოლისი. მზღვეველი სს ,,ს------------------------------------–------“, დამზღვევი მ--–-------–---–---–ი, მოსარგებლე სს ,,ფ----------------------–--“. საწყისი სადაზღვევო თანხა 6000 ლარი. სადაზღვევო პრემიაა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში. დაზღვევის ღირებულება 64.95 ლარი. სადაზღვევო პოლისის დანართის 3.1 პუნქტის თანახმად დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზღვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად. შესაბამისად, 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც. 2018 წლის 30 მარტს, მსესხებელი მ--–-------–---–---–ი გარდაიცვალა. ხოლო თავდები პირი გაფრთხილების მიუხედავად თავს არიდებს თავდებობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მოპასუხეს სს ,,ფ----------------------–--“-ს მიმართ აქვს დავალიანება 9980.1 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6000 ლარი, სარგებელი - 3732.80 ლარი, საურავი - 244.33 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 2.97 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს-----–-------------მა სარჩელი ცნო მხოლოდ ძირითადი თანხის 6000 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა მ--–-------–---–---–მა, სს ,,ფ----------------------–--სგან“ აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 28.02.2018 წლიდან 01.03.2021 წლამდე ანუ 1097 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 34.50% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1 %-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება N051370.3500.002 (იხ.ს.ფ. 15-19 );
- გრაფიკი (იხ.ს.ფ. 20-21 );
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. სესხი უზრუნველყოფილია ს-----–-------------თან გაფორმებული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 9900 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 28 თებერვლის თავდებობის წერილი (იხ.ს.ფ. 28-29 );
3.1.3. 2018 წლის 30 მარტს, მსესხებელი მ--–-------–---–---–ი გარდაიცვალა. ხოლო თავდები პირი გაფრთხილების მიუხედავად თავს არიდებს თავდებობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 31 )
-გაფრთხილების წერილი (იხ.ს.ფ. 32 )
-მხართა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი)
3.1.4. სესხის დანართის სახით მსესხებელთან გაფორმებულია სიცოცხლის დაზღვევის პოლისი. მზღვეველი სს ,,ს------------------------------------–------“, დამზღვევი მ--–-------–---–---–ი, მოსარგებლე სს ,,ფ----------------------–--“. საწყისი სადაზღვევო თანხა 6000 ლარი. სადაზღვევო პრემიაა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში. დაზღვევის ღირებულება 64.95 ლარი. სადაზღვევო პოლისის დანართის 3.1 პუნქტის თანახმად დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზღვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად. შესაბამისად, 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სიცოცხლის დაზღვევის პოლისი N051370.3500.002 (იხ.ს.ფ. 23-26 )
-მხართა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 28 თებერვალს თავდებობის წერილის გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ამღები მოპასუხის მიერ კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხები გადახდილი არ იქნა დათქმულ ვადაში. მოსარჩელე ბანკის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილ შეტყობინებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობაა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე ს-----–-------------მა სარჩელი ცნო სესხის 6000 ლარის დავალიანების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებელი 3732.80 ლარის ოდენობით.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს 164.23 ლარის დაკისრების ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია.
7.0. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხესა და სს ფ----------------------–--ს შორის გაფორმებული თავდებობის წერილით, ს-----–-------------ი წარმოადგენს სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს ბანკის წინაშე.
7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესაბამისად სს ,,ფ----------------------–--“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ს-----–-------------ს სესხის ძირითადი დავალიანების - 6000 ლარის, სარგებელის - 3732.80 ლარის, საურავის - 164.23 ლარისა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის 2.97 ლარის გადახდა.
7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში მხარები საკრედიტო სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტისა და თავდებობის წერილით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს. მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სვეტლანა ხუგასინამა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 6000 ლარის ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს - 3900 ლარის 3% - 117 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 182.40 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ფ----------------------–--“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ს-----–-------------ს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების - 6000 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ს-----–-------------ს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის სახით - 3732.80 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ს-----–-------------ს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საურავის სახით - 164.23 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხე ს-----–-------------ს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 117 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სარჩელის სასამართლოში განხილვის მიზნით 2018 წლის 04 სექტემბერს სს ,,ფ----------------------–--“-ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 299.40 ლარის ნაწილი 182.40 ლარის ოდენობით, რომლის რეკვიზიტებია: საგადახდო დავალება №8-------; გადამხდელის ბანკი - სს ,,ფ----------------------–--“, ბანკის კოდი - F-------; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-300213150; მიმღების ბანკი/ხაზინა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი-T-------;
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა