განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1884-19
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ გ--------------–--ის, გ-------------–----ის, ა---------,ბრალდებულების _ დ-------------–---------ს, გ---------–---------ს, ნ----------ს,ადვოკატების _ მ-------------ს, ჯ-----------–-ას, ს---------–-–--ს,თარჯიმნების _ ი------------ის, მ----------–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: ნ-------–---------------ს (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------–--------------------------------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----------------------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;
დ---------------------------–---------ს (დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1---------8, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-----------–---------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-, მისამართის გარეშე) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;
გ----------------–-------–---------ს (დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–-, გ--------ს ქუჩის N--------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-, თ-------------------–------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ---–--–-, რ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-------------–---------, ნ---------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ---------–--------- თავს დაესხნენ ა------------------ს, რომელსაც დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს 150 ლარად ღირებული „HUAWEI“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და 50 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული პირადი დოკუმენტებითა და 180 ლარის ოდენობის ფულადი თანხით. აღნიშნული ქმედებით ა------------------ს მიადგა, როგორც მორალური, ასევე 380 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი, ამასთან განიცადა ფიზიკური ტკივილიც.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად:
დაზარალებულ ა------------------ის ჩვენებით, 2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიცნო გ---------–---------, რომელმაც შესთავაზა ალკოჰოლური სასმელის დალევა. გ---------–---------ს ახლდა ნ----------, რომლებთან ერთადაც წავიდა ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეუერთდნენ იქ მყოფ დ-------------–---------ს, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს სხვა ადგილას გადასვლა, ვინაიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას არ შეიძლებოდა ალკოჰოლის მიღება. ამის შემდგომ, სასმელის დალევა გააგრძელეს გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ არსებულ მაგიდასთან, სადაც შეუერთდნენ იქ მყოფ რამდენიმე პირს. ქეიფის გაგრძელება დააპირეს სახლში, რის გამოც გ---------–---------სთან, ნ----------სთან და დ-------------–---------სთან ერთად გაემართა ც----------ს ქუჩის მიმართულებით. მოულოდნელად, დ-------------–---------მ ხელი დაარტყა ყურის არეში, რაზეც დავარდა ძირს, რის შემდეგაც ნ----------მ, გ---------–---------მ და დ-------------–---------მ დაუწყეს ცემა, ხოლო გ---------–---------მ დანა მიადო ყელის არეში, რა დროსაც ნ----------მ და დ-------------–---------მ ჯიბიდან გასტაცეს „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 180 ლარის ოდენობით. კონკრეტულად რომელმა თავდამსხმელმა რა ამოაცალა ჯიბიდან ვერ დაინახა, რადგან იწვა ზურგზე და მიდებული ჰქონდა დანა, თუმცა დარწმუნებით შეუძლია იმის თქმა, რომ ნ---------- და დ-------------–--------- უსინჯავდნენ ჯიბეებს. სწორედ მათ ამოაცალეს ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. საბოლოოდ, შეძლო მათგან თავის დაღწევა და გაქცევა, თუმცა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და დაეჯახა მანქანას, რის შემდეგაც დაეწივნენ ნ---------- და გ---------–---------, რომლებმაც კვლავ წააქციეს მიწაზე, დაუწყეს ცემა, ხოლო გ---------–---------მ დანა მიადო ყელზე და დაემუქრა დაჭრით. თავდამსხმელების გაქცევის შემდგომ დაბრუნდა სახლში, თუმცა ვინაიდან მათ წაღებული ჰქონდათ მისი პირადი საბუთები, გადაწყვიტა მიემართა პოლიციისთვის. დაზარალებულის განმარტებით, მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მიუთითა ის ადგილები, სადაც გაიცნო ბრალდებულები და სადაც მოხდა მასზე ყაჩაღური თავდასხმა. გამოძიების მსვლელობისას მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თავდასხმაში მონაწილე გ---------–---------, ნ---------- და დ-------------–---------.
მოწმე ს--–-----–-------ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ბრალდებულ გ---------–---------სგან ამოიღო ტანსაცმელი, რაც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს და გამოკითხა იგი მოწმის სახით, რა დროსაც ბრალდებულმა განმარტა, რომ უცნობმა მამაკაცმა, რომელიც გაეცნო მას ა------------------ის სახელით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედის მისამართით, რის შემდეგაც შეშინების მიზნით დანა მიადო ყელზე, ხოლო დ-------------–---------მ და ნ----------მ წაართვეს საფულე და მობილური ტელეფონი. დაზარალებულ ა------------------მა ამოიცნო გ---------–---------, რის შემდეგაც მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება. ექსპერტ-კრიმინალისტების და გ---------–---------ს მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც გ--–---------მ დანაშაულის ჩადენის ადგილთან ერთად მიუთითა ის ადგილი, სადაც შენახული ჰქონდა ნ----------სგან გადაცემული დანა.
მოწმე გ---------------–-–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ რ-------------ჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------------------ის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი ჰქონდათ დ-------------–---------ს, ნ----------ს და გ---------–---------ს, რომელიც იმყოფებოდა ვაგზლის მოედანზე არსებულ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, თან ჰქონდა ყაჩაღური თავდასხმის დროს დაუფლებული ნივთები და აპირებდნენ მიმალვას, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ნ-------------–---ს ჩვენებით, 2019 წლის 17 მარტს, მონაწილეობა მიიღო თ---------------------–-------------------------------ში მდებარე ნ-------------–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოიღეს ნ----------სგან ნაჩუქარი „HUAWEI“-ის ფირმის მობილური ტელეფონი.
მოწმე ა-–---------–------ ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს, ბრალდებულ დ-------------–---------ს ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დ-------------–---------მ მიუთითა ვაგზლის მოედნის წინა მხარეს, თ-----------------–ის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის არკის გვერდით არსებულ ადგილზე, სადაც გ---------–---------სთან და ნ----------სთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდგომაც ერთად გაემართნენ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, დ-------------–---------მ აღნიშნა, რომ გ---------–---------სთან, ნ----------სთან და მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად, რომელიც გამოჰყვა სასტუმრო „კ---–-----დან“ გაიარა გადასასვლელი ხიდი, რომლის ხელმარცხნივ მდგარ ლითონის კონსტრუქციის მაგიდაზე განაგრძეს ალკოჰოლური სასმელის მიღება, რის შემდეგაც მიუთითა რ-------------ჩაზე, სადაც გ---------–---------ს და ნ----------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მათთან ერთად მყოფ პირთან, რომელსაც გ---------–---------მ ყელის არეში მიადო დანა, ხოლო ნ----------მ და მან უცნობ მამაკაცს ჯიბიდან ამოაცალეს მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით. ფულადი თანხა დაიტოვა თვითონ, ხოლო საფულე გადააგდო იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს.
მოწმე ჯ-------------–--ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დ-------------–---------ს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბრალდებულმა მიუთითა თ-----------------–ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ადგილზე, სადაც გ---------–---------სთან და ნ----------სთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც ერთად გაემართნენ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით. დ-------------–---------ს განმარტებით, გ---------–---------სთან, ნ----------სთან და მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად გაიარა გადასასვლელი ხიდი, რომლის ხელმარცხნივ მდგარ ლითონის კონსტრუქციის მაგიდაზე განაგრძეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. ამის შემდგომ მიუთითა რ-------------ჩაზე, სადაც გ---------–---------ს და ნ----------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ მათთან ერთად მყოფ მამაკაცთან, რომელსაც გ---------–---------მ ყელის არეში მიადო დანა, ხოლო ნ----------მ და დ-------------–---------მ აღნიშნულ მამაკაცს ჯიბიდან ამოაცალეს საფულე და მობილური ტელეფონი. ფულადი თანხა დაიტოვა თვითონ, ხოლო საფულე გადააგდო იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს.
მოწმე გ---------------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 17 მარტს, თანამშრომელ გ---------------–-–---–-ს მიერ მიღებული ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, გამოცხადდა სპორტ-კომპლექს „ა-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დააკავეს ნ---------- და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნაცრისფერი სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული „ბილაინის“ ქსელში ჩართული სიმ-ბარათის ნომრით. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ი---------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ზ-----------------. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ხ--------------ის ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს, ღამის საათებში, ტაქსაობდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და გადაადგილდებოდა ც----------------- ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, რა დროსაც გააჩერა მამაკაცმა, რომელმაც სთხოვა სანზონაში წაყვანა. მამაკაცი გაეცნო ნ----------ს სახელით და უთხრა, რომ მუშაობდა ავტოსამრეცხაოში და მიდიოდა მეგობართან. მოწმის განმარტებით, მგზავრის ავტომანქანაში ჩაჯდომისას დაინახა, რომ მამაკაცმა მობილური ტელეფონი ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში, თუმცა მგზავრობის დროს მას ტელეფონით არ უსარგებლია. მგზავრი, რომელიც გაეცნო ნ----------ს სახელით, მისივე მითითებით ჩამოსვა თემქის ასახვევთან.
მოწმე მ-----------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს, ღამის საათებში, მეწყვილე გ--------------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ვაგზლის მოედანზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ხუთი მამაკაცი, რომლებიც სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, გადაამოწმეს მათი მონაცემები. აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ ა------------------ი, გ---------–---------, დ-------------–---------, ნ---------- და ი-----–---------, რომლებიც დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და ისე, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, გაემართნენ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით.
მოწმე რ----------–--–-–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 17 მარტს, მონაწილეობა მიიღო თ---------------------–-------------------------------ში მდებარე ნ-------------–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოიღეს „HUAWEI“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ნ-------------–--- აჩუქა მისი მეუღლის მეგობარმა ნ----------მ.
მოწმე გ---------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 17 მარტს, თანამშრომელმა გ---------------–-–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ა------------------ის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირების ადგილსამყოფელის შესახებ. თანამშრომელ შ--–-- მდივანთან ერთად გამოცხადდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც გ---------–---------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს „სამსუნგის“ და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები.
მოწმე კ---------------------ის ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს დაიწყო გამოძიება ა------------------ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ბიოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ამოიღო ბრალდებულის ტანსაცმელი და დაზარალებულის მონაწილეობით ჩაატარა ამოცნობები, რა დროსაც ა------------------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ნ----------, დ-------------–--------- და გ---------–---------, რომლებმაც განახორციელეს მასზე ყაჩაღური თავდასხმა.
მოწმე ზ--------------–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო დაზარალებულ ა------------------თან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც გაიცნო თავდამსხმელები, ასევე მიუთითა რ-------------ჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ადგილი, სადაც განხორციელდა მასზე ყაჩაღური თავდასხმა.
მოწმე ა-----–-–--–--ის ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გ---------–---------მ მიუთითა თ-----------------–ის ქუჩის N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიცნო რამდენიმე პიროვნება, მიიღო მათთან ერთად ალკოჰოლური სასმელი და მათთან ერთად წავიდა გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, სადაც ა------------------ს დანის გამოყენებით წაართვეს საფულე და მობილური ტელეფონი. გ---------–---------მ გადასასვლელი ხიდის კიბეების მიმდებარედ მიუთითა ის ადგილი, სადაც გადააგდო დანა, რაც ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ--------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს, ბრალდებულ გ---------–---------სგან აიღო ნერწყვის ნიმუში, რაც დალუქული სახით შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე-------------------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 22 ნოემბერს გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით „დანისმაგვარი საგანი დაკეცილ მდგომარეობაში, ამოღებული კიბეების მიმდებარედ რკინის კონსტრუქციაზე პოლიეთილენის პარკის ზედაპირიდან“, მოთავსებულ დანაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1,2) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის გ---------–---------ს. ობიექტი N1,2-ის პროფილებში არ ვლინდება დ-------------–---------ს და ნ----------ს გენეტიკური თანამონაწილეობა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ---–-----–-----–-ს ჩვენებით, 2019 წლის 16 აგვისტოს გასცა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ა------------------ის ქურთუკის და შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ---------–---------ს წარმოდგენილი ჯინსის შარვლის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარდგენილი გ---------–---------ს ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მუქი მოლურჯო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილი ა------------------ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. მოწმის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ა------------------ის ქურთუკის და შარვლის ზედაპირებზე აღმოჩენილი და გ---------–---------ს ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელი მკვეთრი მოლურჯო არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებიც შეღებილია ინდიგოიდური საღებავებით, არიან ფართოდ გავრცელებული და გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ--------------ის ჩვენებით, 2019 წლის 17 აგვისტოს გასცა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, 2019 წლის 14 მარტს, პირადი შემოწმების დროს მოქალაქე ა------------------ს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, ასევე კეროვანი სისხლჩაქცევა მარჯვენა ლოყის ლორწოვანში და ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი - ნაკაწრი კისრის წინა ზედაპირზე.
სისხლჩაქცევები, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 14 მარტს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ა-–-----------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ვ----–---–-----სთან ერთად მონაწილეობა მიიღო დაზარალებულ ა------------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა ის ადგილები, სადაც გაიცნო ბრალდებულები, რომლებმაც დააყაჩაღეს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-----------ის ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ლ-------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო გ---------–---------ს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბრალდებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც გაიცნო დაზარალებული და მოუხდა მასთან დაპირისპირება, ასევე მიუთითა ადგილი, სადაც დამალული ჰქონდა დანა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ----------–----ს ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს მეწყვილე გ---–------------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო დ-------------–---------სთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბრალდებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდგომაც ა------------------ს წაართვეს საფულე და მობილური ტელეფონი, ასევე მიუთითა საფულის გადაგდების ადგილი, თუმცა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, საფულე ვერ ამოიღეს.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ნ-------------–---ს ჩვენებით, ცხოვრობს თ---–--–-, თ-------------–--------------------–--------ე კორპუსის ბ--------ში ოჯახის წევრებთან ერთად. მათთან დროებით ცხოვრობს მისი მეუღლის მეგობარი - ნ----------. 2019 წლის 15 მარტს, საღამოს საათებში, სახლში დაბრუნებულმა ნ----------მ საჩუქრად გადასცა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რასაც დაზიანებული ჰქონდა მინის ნაწილი და ეკრანზე აღენიშნებოდა ბზარები. აღნიშნულ მობილურ ტელეფონს იყენებდა ორი დღის განმავლობაში, რაც შემდეგ ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა მისი ბინის ჩხრეკის დროს.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ხ----------------ს ჩვენებით, დროებით ცხოვრობს მისი ძმის - ზ-----------------ს საცხოვრებელ ბინაში. მუშაობს თ---–--–-, ქ-----------------ზე მდებარე ავტოსამრეცხაოში. დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს გ---------–---------სთან და ნ----------სთან. ნ------- მუშაობდა მასთან ერთად ავტოსამრეცხაოში და ვინაიდან არ ჰქონდა ბინა, ღამის გასათენებლად რჩებოდა მისი ძმის ოჯახში. 2019 წლის 13 მარტს, ნ----------სთან ერთად იმყოფებოდა ვაგზლის მოედანზე, სადაც შეხვდა გ---------–---------, რომელიც მისთვის უცნობ პირებთან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. გ---------–---------მ მიიპატიჟა ისინი და ერთად განაგრძეს სასმელის მიღება. გ-----–---------მ გააცნო გ---------–---------, რომელსაც თან ახლდა უცნობი მამაკაცი, რომელიც საუბრობდა რუსულ ენაზე. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ქეიფი განაგრძეს გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მივიდნენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი პირები, რომლებმაც მოუწოდეს დაშლისკენ. ამის შემდგომ ნ----------სთან, გ---------–---------სთან, გ---------–---------სთან და რუსულ ენაზე მოსაუბრე მამაკაცთან ერთად გაემართა გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, სადაც იქვე მდგარ მაგიდასთან განაგრძეს სასმელის დალევა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, გააჩერა ტაქსი და წავიდა სამსახურში, რადგან იცოდა, რომ ავტოსამრეცხაოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის გვარიც არ იცის, მიდიოდა სოფელში და ღამის ცვლაში უნდა ემუშავა მის ნაცვლად. ტაქსით მივიდა ქ-----------------ზე მდებარე ავტოსამრეცხაოში, თუმცა არ უმუშავია, რადგან თანამშრომელი არ იყო წასული სოფელში და წავიდა სახლში, სადაც არ დახვდა ნ----------. დაწვა დასაძინებლად, ხოლო დილის საათებში ნახა, რომ ნ---------- იმყოფებოდა სახლში და ეძინა. მისივე ჩვენებით, 2019 წლის 13 მარტიდან - 17 მარტის ჩათვლით სახლში იმყოფებოდა ორჯერ ღამის განმავლობაში, თუმცა მისი შინ ყოფნის დროს ნ---სთან არ ულაპარაკია, რადგან იგი დღის განმავლობაში მუშაობდა და ღამით ეძინა. 2019 წლის 17 მარტს ძმისგან შეიტყო, რომ ნ---------- იყო დაკავებული პოლიციის თანამშრომლების მიერ. მოწმის განმარტებით, ნ----------მ მის რძალ ნ-------------–--- საჩუქრად გადასცა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ნ----------ს მობილური ტელეფონი თავად არ ჰქონია და მისთვის უცნობია საიდან ჰქონდა აღნიშნული ტელეფონი.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ---------–---------ს პირადი ჩხრეკის დროს, მისი ტანთცმული ყავისფერი ნაჭრის ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „სამსუნგ დუოსის“ ფირმის და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები.
ბინის ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, ნ-------------–--მა ჩხრეკის დაწყებამდე ნებაყოფლობით წარადგინა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც წინა მხარეს ეკრანზე აღენიშნება ბზარი, ხოლო უკანა მხარეს კორპუსზე ამოტეხილი აქვს მინა.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის საფუძველზე, ნ---------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 17 მარტს, 19:00 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, „ბილაინის“ ქსელში ჩართული სიმ-ბარათით.
ამოღების ოქმის მიხედვით, გ---------–---------სგან ამოღებულ იქნა ლურჯი ჯინსის შარვალი.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------------------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მეორე ადგილზე მდგომი ნ----------, რომელმაც სხვა თანამზრახველ ორ პირთან ერთად, 2019 წლის 14 მარტს, დანის გამოყენებით, გასტაცა მისი კუთვნილი ნივთები. ა------------------მა ნ---------- ამოიცნო სიმაღლით, თვალის ფერით და სახის მოყვანილობით.
პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ა------------------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან, სიმაღლით, მოგრძო პირისახით და თაფლისფერი თვალებით ამოიცნო მარჯვნიდან მესამე ადგილზე მდგომი გ---------–---------, რომელიც გაეცნო მას გ-------ს სახელით, რის შემდეგაც თანმხლებ ორ პირთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ყელის არეში მიადო დანა, რა დროსაც მასთან ერთად მყოფმა ორმა პიროვნებამ გასტაცა მობილური ტელეფონი და საფულე.
პიროვნების ამოცნობის ოქმის საფუძველზე, ა------------------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ ადგილზე მდგომი დ-------------–---------, რომელიც გაიცნო გ---------–---------სთან და მისთვის უცნობ პირებთან ერთად, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულმა პირებმა რ-------------ჩაზე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განსაკუთრებით აქტიურობდა დ-------------–---------, რომელმაც რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში, ხოლო როდესაც გ---------–---------მ დანა დაადო ყელზე, დ-------------–---------მ სხვა თანმხლებ პირთან ერთად, ჯიბიდან გასტაცა საფულე და მობილური ტელეფონი. ა------------------მა დ-------------–--------- ამოიცნო სახის ფორმით, მოგრძო პირისახით, ჭაღარაშერეული თმით და სწორი ცხვირით.
საგამოძიებო ექსპერიმენტს ოქმის მიხედვით, დ-------------–---------მ თ-----------------–ის ქუჩის N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის არკის გვერდით მიუთითა ადგილი, სადაც 2019 წლის 14 მარტს, გ---------–---------სთან და ნ----------სთან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. სასტუმრო „კ---–-----ს“ გვერდის ავლით მიუთითა იმ ადგილზე, საიდანაც სამივე ერთად წავიდნენ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით. დ-------------–---------ს განმარტებით, გ---------–---------სთან და ნ----------სთან ერთად გაიარა გადასასვლელი ხიდი. მათ თან ახლდათ უცნობი მამაკაცი, რომელიც გამოჰყვა სასტუმრო „კ---–-----დან“. გადასასვლელი ხიდის ხელმარცხნივ მდგარ ხის ზედაპირიან ლითონის კონსტრუქციის მაგიდაზე, დ-------------–---------მ მიუთითა ადგილი, სადაც გ---------–---------სთან, ნ----------სთან და რუსულად მოსაუბრე უცნობ მამაკაცთან ერთად, განაგრძო ალკოჰოლური სასმელის მიღება, ხოლო რ-------------ჩაზე აჩვენა ის ადგილი, სადაც მან, გ---------–---------მ და ნ----------მ სიტყვიერი შელაპარაკებისას სცემეს მათი თანმხლები უცნობი მამაკაცი, რის შემდეგაც გ---------–---------მ უცნობ მამაკაცს ყელის მიდამოში დაადო დანა, ხოლო თავად ნ----------სთან ერთად ამოაცალა მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით. დ-------------–---------ს განმარტებით, საფულიდან ამოღებული თანხა 35 ლარის ოდენობით შეინახა თვითონ, ხოლო საფულე გადააგდო, რაც ვერ იქნა ამოღებული.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, თ---–--–-, თ-----------------–ის ქუჩის N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---------–---------მ მიუთითა ის ადგილი, სადაც მან და დ-------------–---------მ დაინახეს, თუ როგორ ეკამათებოდა ახალგაზრდა მამაკაცი მათთვის უცნობ ქალბატონს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით მივიდა მასთან და შესთავაზა ალკოჰოლური სასმელის მიღება. გ---------–---------მ მიუთითა გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ არსებულ თონესთან, სადაც მას კონფლიქტი მოუვიდა უცნობ მამაკაცთან, ხოლო რ-------------ჩის და გ----–------ს ქუჩის კვეთასთან აჩვენა ის ადგილი, სადაც მას უცნობმა მამაკაცმა, რომელიც გაიცნო ვაგზლის მოედანზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ამ დროს მისმა მეგობრებმა: ნ----------მ და დ-------------–---------მ ზემოაღნიშნულ მამაკაცს შარვლის ჯიბიდან ამოაცალეს საფულე და მობილური ტელეფონი. გ---------–---------ს განმარტებით, კონფლიქის დროს მან ხელი დაარტყა უცნობ მამაკაცს, რის შემდეგაც შეშინების მიზნით ყელზე მიადო დანა, რაც ნ----------მ დატოვა გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ არსებულ ლითონის კონსტრუქციაზე, საიდანაც აიღო თავად, ხოლო შემდეგ ისევ დააბრუნა უკან. გ---------–---------ს მითითებით დანა ამოღებულ იქნა გადასასვლელი ხიდის ლითონის კონსტრუქციის ზედაპირიდან, დაკეცილ მდგომარეობაში.
გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების ოქმის შესაბამისად, გადასასვლელი ხიდის კიბის გვერდით არსებულ ლითონის კონსტრუქციის ზედაპირზე ნანახი იქნა დანისმაგვარი საგანი დაკეცილ მდგომარეობაში. გ---------–---------ს განმარტებით, სწორედ ლითონის კონსტრუქციაზე მოთავსებული დანა მიადო ყელზე მისთვის უცნობ პირს კონფლიქტის დროს, რის შემდეგაც დამალა ამ კონსტრუქციაში. ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ლითონის კონსტრუქციის ზედაპირიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს დანისმაგვარი საგანი, რომელსაც აქვს ყავისფერი ხის ორნამენტით გაწყობილი ტარი, მწვანე ფერის დეტალებით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის საფუძველზე, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს, ც----------------------ში, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეოჩანაწერი. პირველი ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს 19:59 წუთს. ვიდეოჩანაწერის ზედა მარჯვენა კუთხეში აღინიშნება ჩანაწერის გადაღების თარიღი - 14.03.2019 წელი. ჩანაწერი იწყება 01:00:00 საათზე, რომელშიც ჩანს გადასასვლელი ხიდის შიდა პერიმეტრი, რომლის შუაშიც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. 01:13:26 საათზე, კადრში ჩნდება ორი მამაკაცი, მათგან ერთ-ერთს აქვს მუქი წვერი და ამავე ფერის თმა. აღნიშნული პიროვნების დანახვაზე, ა------------------მა განმარტა, რომ ეს არის ის პიროვნება, რომელიც მან ამოიცნო N8-ე საპყრობილეში ჩატარებული ამოცნობის დროს. სწორედ ამ პიროვნებამ მას გაუჩხრიკა ჯიბეები მეორე პიროვნებასთან ერთად. 01:13:57 საათზე, კადრში ჩნდება ოთხი პიროვნება. აღნიშნული პიროვნებებიდან ერთ–ერთი არის მაღალი, გამხდარი მამაკაცი, რომელზედაც ა------------------მა განმარტა, რომ არის თვითონ, ხოლო მისგან მარცხნივ მყოფი პიროვნება - გ-------, რომელიც გაიცნო პირველად. მან დანა მიადო ყელის არეში. აღნიშნული პიროვნება ამოიცნო პირველად პოლიციაში. მის ოდნავ უკან მყოფი პიროვნება არის ის, რომელიც ასევე უჩხრეკდა ჯიბეებს. მან იგი ამოიცნო პოლიციაში მეორედ ჩატარებული ამოცნობის დროს, ხოლო მესამე, რომელიც დგას მისგან მარცხნივ არის პიროვნება, რომელთან ერთადაც სვამდა, მაგრამ მას მონაწილეობა არ მიუღია მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში. ამის შემდეგ ყველა გადის კადრიდან. გაიხსნა მეორე ვიდეოჩანაწერი, რომლის ხანგრძლივობა არის 19:59 წუთი. ჩანაწერის ზედა მარჯვენა კუთხეში აღინიშნება გადაღების დრო და თარიღი - 14.03.2019. ჩანაწერი იწყება 01:00:00 საათზე, რომელშიც ჩანს გადასასვლელი ხიდის შიდა პერიმეტრი, რომლის შუაშიც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. 01:12:31 საათზე, კადრში ჩნდება ზემოაღნიშნული ორი პიროვნება და მათ უკან მომავალი ოთხი პიროვნება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობენ. აღნიშნული პიროვნებებიდან ერთ–ერთი არის მაღალი, გამხდარი მამაკაცი, რომელზედაც ა------------------მა განმარტა, რომ არის თავად. 01:12:54 საათზე, ერთ-ერთი მამაკაცი დგება ა------------------ის უკან და ცდილობს მისი სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში ხელის ჩაყოფას იმ დროს, როდესაც ა------------------ი ელაპარაკება თანმხლებ ერთ-ერთ მამაკაცს. ეს პიროვნება არის მის მიერ პოლიციაში ჩატარებული ამოცნობის დროს ამოცნობილი მეორე მამაკაცი. ამ დროს ანდრეი ესაუბრება გ-------ს, რომელიც მან ამოიცნო პირველად. გაიხსნა მესამე ვიდეოჩანაწერი, რომლის ხანგრძლივობა არის 18:49 წუთი. ჩანაწერის ზედა მარჯვენა კუთხეში აღინიშნება გადაღების დრო და თარიღი - 14.03.2019. ჩანაწერი იწყება 01:00:00 საათზე, რომელშიც ჩანს გადასასვლელი ხიდის შიდა პერიმეტრი, რომლის შუაშიც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. 01:11:55 საათზე, კადრში ჩნდებიან ზემოაღნიშნული პირები. მათგან ერთს აცვია მოვარდისფრო ზედა, ეს არის ის ვინც ამოიცნო N8-ე დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენები ამოიცნო პოლიციაში იმ თანმიმდევრობით, რაც ზემოთ არის აღწერილი.
ბრალდებულ ნ----------ს ჩვენებით, 2019 წლის 13 მარტს, ხ---------------სთან ერთად იმყოფებოდა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა დ-------------–---------ს, რომელმაც გააცნო მისი თანმხლები გ---------–---------. ოთხივე მათგანი ერთად წავიდნენ თ-----------------ის მიმართულებით, სადაც გ---------–---------მ შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და საკვები. გ-------მ მაღაზიიდან გამოსვლისას შენიშნა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც ეჩხუბებოდა ქალბატონს. გ-------მ მამაკაცს, რომელიც აღმოჩნდა ა------------------ი, შესთავაზა მათთან ერთად ალკოჰოლური სასმელის მიღება. ამის შემდგომ ერთად წავიდნენ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, სადაც დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის დალევა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს ადგილის შეცვლა, რის შემდეგაც გადაინაცვლეს გადასასვლელ ხიდთან არსებულ ერთ-ერთ მაგიდასთან. გ---------–--------- წავიდა მაღაზიაში სასმელის შესაძენად, ხოლო დ-------------–---------, ა------------------ი, ხ--------------- და ი-----–--------- დარჩნენ მასთან ერთად. აღნიშნულმა პირებმა ა------------------ი გაიყვანეს ც----------ს ქუჩის მხარეს, სადაც წაართვა მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც ტაქსით წავიდა სახლში. გამთენიისას სახლში მივიდა ხ---------------, რომელმაც ურჩია ქვეყნის დატოვება, ვინაიდან გ---------–--------- დაკავებული იყო მათ მიერ წინა ღამეს ჩადენილი დანაშაულისთვის. ბრალდებულის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს გ---------–--------- მასთან ერთად არ ყოფილა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ: ი-----–---------, ხ--------------- და დ-------------–---------. ა------------------ს თავად დაარტყა ხელი, რის შემდეგაც იგი წაიქცა და წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მობილური ტელეფონი თავად გასტაცა დაზარალებულს, ხოლო ი-----–--------- და ხ--------------- დაეუფლნენ საფულეს. ფულადი თანხა, რომელიც მოთავსებული იყო საფულეში თანაბრად გაინაწილეს ხ---------------მ, ი-----–---------მ და დ-------------–---------მ. რაც შეეხება დანას, აღნიშნული ეკუთვნოდა ხ---------------ს, რომელიც ჰქონდა მას, რაც შემდგომ ისევ დაუბრუნა ხ----ს. მისივე ჩვენებით, ა------------------ს პირველმა თავად დაარტყა ხელი, რის შემდეგაც იგი წაიქცა, ხოლო დ-------------–---------მ ჯიბიდან ამოაცალა საფულე. თავად კი გასტაცა მობილური ტელეფონი. რაც შეეხება ი-----–---------ს და ხ---------------ს, მათ ასევე რამდენჯერმე დაარტყეს ა------------------ს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დანა არავის ხელში არ დაუნახავს.
ბრალდებულ გ---------–---------ს ჩვენებით, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს დ-------------–---------სთან, რომელმაც შემთხვევის დღეს გააცნო ნ----------. გაცნობის დროს ნ----------სთან ერთად იყვნენ ი-----–--------- და ხ---------------. 13 მარტს, საღამოს საათებში, დ-------------–---------ს და ნ----------ს შეხვდა ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე და შესთავაზა ალკოჰოლური სასმელის დალევა. მათთან ერთად დალევა ასევე შესთავაზა ახლად გაცნობილ ა------------------ს. მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა ალკოჰოლური სასმელის მიღების საშუალება არ მისცეს სასტუმრო კ---–-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, თანმხლებ პირებთან ერთად გადაინაცვლა გადასასვლელი ხიდის მიმართულებით არსებულ ერთ-ერთ მაგიდასთან. სასმელის შესაძენად მაღაზიაში გასულს, უკან მიბრუნების დროს არავინ დახვდა ადგილზე. მოშორებით დაინახა ა------------------ი, რომელმაც უთხრა, რომ მისმა მეგობრებმა წაართვეს მობილური ტელეფონი და საფულე. გადააფიქრებინა პოლიციაში დარეკვა და დაჰპირდა, რომ მეგობრებს თავად დააბრუნებინებდა მის პირად ნივთებს, რის შემდეგაც ა------------------ი წავიდა სახლში, თუმცა მალევე დაბრუნდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომელთაც უთხრა, თითქოს ისიც მონაწილეობდა მასზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში. მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მიუთითა ის ადგილი, სადაც ქეიფობდა თანმხლებ პირებთან ერთად. დანის ადგილსამყოფელი მისთვის ცნობილი არ იყო და პოლიციის თანამშრომლებისთვის მას არ უთქვამს დანის ადგილსამყოფელი. ნ----------ს დანა მისთვის არ გადაუცია.
ბრალდებულ დ-------------–---------ს ჩვენებით, 2019 წლის 14 მარტს, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა გ---------–---------ს, რომელსაც გააცნო ნ---------- და ხ---------------. გ---------–--------- გამოელაპარაკა ა------------------ს და შესთავაზა მათთან ერთად ალკოჰოლური სასმელის მიღება. ერთად წავიდნენ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ადგილის შეცვლა. გაემართნენ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, სადაც გააგრძელეს სმა. იმ დროს, როდესაც გ---------–--------- სასმელის შესაძენად წასული იყო მაღაზიაში, ნ----------სთან, ხ---------------სთან და ი-----–---------სთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა------------------ს. ფიზიკური დაპირისპირების მომენტში ა------------------ს საფულე ამოაცალა ჯიბიდან. საფულეში მოთავსებული ფულადი ფულადი თანხა გაინაწილეს თანაბრად, ხოლო საფულე გადააგდო გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ არსებულ თონესთან. ა------------------ზე თავდასხმის დროს გ---------–--------- მათთან ერთად არ იმყოფებოდა. მისივე ჩვენებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა ჰქონდათ სუფრაზე, რასაც იყენებდნენ საკვების დასაჭრელად.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით, გ---------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
გ---------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ---------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
გ---------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2016 წლის 16 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განაჩენით, გ---------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საბოლოოდ, გ---------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
გ---------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 16 აგვისტოდან.
გ---------–---------მ საპატიმრო სასჯელის მოხდა დაასრულა 2018 წლის 15 თებერვალს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ე.ი. თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დასჯადია ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის.
სასამართლო განმარტავს, რომ ნ----------ს, გ---------–---------ს და დ-------------–---------ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა გ--–---------ს, ნ-------ს და დ-----–---------
ს მიერ ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ფულადი თანხის და მობილური ტელეფონის დაუფლებაში, ასევე ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულ ა------------------ის საკუთრების უფლებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის, ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულთა წინააღმდეგ.
ის ფაქტი, რომ გ---------–---------, ნ---------- და დ-------------–--------- ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად დაეუფლნენ ა-------------------ს ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. დაზარალებულმა ა------------------მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას სრული სიზუსტით აღწერა თავდამსხმელთა მიერ შესრულებული ქმედებები, უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე და მას შემდგომ. მან დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ბრალდებულებმა: გ---------–---------, ნ---------- და დ-------------–--------- დანით შეიარაღებულები თავს დაესხნენ რ-------------ჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს „HUAWEI“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 180 ლარის ოდენობით. დაზარალებულის განმარტებით, გ---------–---------, ნ---------- და დ-------------–--------- შემთხვევით გაიცნო ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებმაც შესთავაზეს ალკოჰოლური სასმელის ერთად დალევა. სასმელის მიღების შემდგომ, დ-------------–---------მ, მოულოდნელად ხელი დაარტყა ყურის არეში, რაზეც დავარდა ძირს. ამის შემდეგ გ---------–---------მ დანა მიადო ყელის არეში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო დ-------------–---------მ და ნ----------მ ჯიბიდან ამოაცალეს მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებულ 180 ლარით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდამსხმელების ამოცნობა და მათი დამახსოვრება არ გასჭირვებია, ვინაიდან მათთან ერთად გაატარა დროის დიდი ნაწილი. შესაბამისად, მათ ამოცნობაში სრულად არის დარწმუნებული.
ა------------------ის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულების: ნ----------ს, გ---------–---------ს და დ-------------–---------ს მონაწილეობის ფაქტს ასევე ადასტურებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ამოცნობის ოქმები, რითაც უტყუარად დგინდება, რომ დაზარალებულმა ა------------------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან, საერთო აღწერილობით, აღნაგობით და სახის მოყვანილობით ამოიცნო დ-------------–---------, ნ---------- და გ---------–---------, რომლებმაც რ-------------ჩაზე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განსაკუთრებით აქტიურობდა მის მიერ ამოცნობილი დ-------------–---------, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ხოლო იმ მომენტში როდესაც გ---------–---------მ დანა მიადო ყელის არეში, დ-------------–---------მ თანმხლებ ნ----------სთან ერთად ჯიბიდან გასტაცა საფულე ფულად თანხასთან ერთად და მობილური ტელეფონი.
დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ ა-–---------–------ და ჯ-------------–--ს ჩვენებებთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დ-------------–---------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში, რა დროსაც დ-------------–---------მ გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ მიუთითა ის ადგილი, სადაც ნ----------სთან, გ---------–---------სთან და ახლად გაცნობილ ა------------------თან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც გადაინაცვლეს რ-------------ჩაზე, სადაც გ---------–---------მ ყელის არეში დანა მიადო ა------------------ს, ხოლო თვითონ ნ----------სთან ერთად დაზარალებულს ჯიბიდან ამოაცალა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ კ--------------ს და ს--–-----–-------ს ჩვენებებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყეს და სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს შემდგომში დაზარალებულად ცნობილი ა------------------ის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე. ა.ოგანესიანმა ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა ბრალდებულების: ნ----------ს, გ---------–---------ს და დ-------------–---------ს მხრიდან განხორციელებული თავდასხმის და დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით ფულადი თანხის და მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. ს--–-----–-------ს ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ გ---------–---------ს ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში, რა დროსაც გ---------–---------მ დეტალურად მიუთითა შემთხვევის დღეს თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილების მარშრუტი, სადაც დ-------------–---------ს და ნ----------ს დახმარებით, დანის გამოყენებით, ა------------------ს წაართვა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა. მოწმის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ა-----–-–--–--ის ჩვენებასთან, რომლის მიხედვითაც, გ---------–---------მ გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ თავად მიუთითა ის ადგილი, სადაც შეინახა დანა, რაც ამოიღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
ის ფაქტი, რომ ნ----------მ ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მოპოვებული ა------------------ის კუთვნილი „HUAWEI”-ის ფირმის მობილური ტელეფონი საჩუქრად გადასცა მისი მეგობრის ზ-----------------ს მეუღლეს - ნ-------------–---, დასტურდება, როგორც საქმეში წარმოდგენილი ბინის ჩხრეკის ოქმით, ისე თავად ნ-------------–---ს ინფორმაციით, რომელმაც თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული „HUAWEI”-ს ფირმის მობილური ტელეფონი საჩუქრად გადასცა ნ----------მ, რასაც ასევე მოწმობს დაზარალებულის ჩვენებაში მისი მფლობელობიდან უკანონოდ გასული მობილური ტელეფონის ინდივიდუალური ნიშნების აღწერისას მითითებული ინფორმაცია, რომ ნ-------------–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი იდენტურია ა------------------ის ტელეფონზე მითითებული იმეი კოდების: 8------------------------------- მონაცემების.
ა------------------ის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში გ---------–---------ს, ნ----------ს და დ-------------–---------ს მონაწილეობას ასევე მოწმობს გ---------------–-–---–-ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 14 მარტს, რ-------------ჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა------------------ის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ სწორედ ზემოაღნიშნული პირები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება. რომ ა------------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი ა------------------ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტზის დასკვნით დგინდება, რომ ა------------------ს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, ასევე კეროვანი სისხლჩაქცევა მარჯვენა ლოყის ლორწოვანში და ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი - ნაკაწრი კისრის წინა ზედაპირზე.
ის ფაქტი, რომ 2019 წლის 14 მარტს, ა------------------ზე განხორციელებულ თავდასხმამდე, დაზარალებულმა და ბრალდებულებმა: ნ----------მ, გ---------–---------მ და დ-------------–---------მ ერთად გადაკვეთეს გადასასვლელი ხიდი ვაგზლის მოედნიდან ნაძალადევის მიმართულებით, ხოლო განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი, ნათლად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გადასასვლელი ხიდის პერიმეტრზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, სადაც დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულ ა------------------ის და თავდამსხმელი პირების გადაადგილების მარშრუტი, ასევე მათ მიერ განხორციელებული ქმედებები.
გ---------–---------ს, ნ---------- და დ-------------–---------ს მიერ დაზარალებულ ა------------------ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი სრულად დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ა------------------ის ქურთუკის და შარვლის ზედაპირზე არსებული მოლურჯო ბამბის ბოჭკოებს, საერთო გვარობრივი კუთვნილება გააჩნია გ---------–---------ს ჯინსის შარვლის შემადგენელ ბოჭკოებთან, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, გადასასვლელი ხიდის კიბეების მიმდებარედ რკინის კონსტრუქციიდან ამოღებულ დანაზე არსებული ბიოლოგიური მასალის მაჟორული წილი ეკუთვნის გ---------–---------ს.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა დაზარალებულმა ა------------------მა და ნამდვილად გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება, დამოკიდებულება მუქარის ობიექტის მიმართ, მუქარის გამოხატვის ხერხი, არაერთგზისობა და სხვა გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, სახეზეა გარემოება, რომ ბრალდებულები: გ---------–---------, ნ---------- და დ-------------–--------- გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით დაზარალებულის მიმართ, შეიარაღებული იყვნენ ცივი იარაღით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, რაც ქმნის მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიან შიშს.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება და დასრულებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა თავდამსხმელმა სხვისი ქონების დაუფლება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს გ---------–---------ს, ნ----------ს და დ-------------–---------ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანის გამოყენებით, ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ დაზარალებულ ა------------------ის კუთვნილ ქონებას, რაც მათ მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გ---------–---------ს მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ნ----------მ და დ-------------–---------მ ჩაიდინეს ძარცვა, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დგინდება, რომ სწორედ გ---------–---------მ მიადო დანა ყელის არეში დაზარალებულ ა------------------ს, სამივე მათგანი ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დ-------------–--------- და ნ---------- დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს.
რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განაჩენით, გ---------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
ვინაიდან, გ---------–--------- ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ქვეშ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან ყაჩაღობა ე.ი. ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩაიდინა არაერთგზის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულების: ნ----------ს, გ---------–---------ს და დ-------------–---------ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულების: ნ----------ს და დ-------------–---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ---------–---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ნ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დ-------------–---------ს და გ---------–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მათ დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინეს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულთა მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დამნაშავეთა პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულთა ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---------–---------ს, ნ----------ს და დ-------------–---------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, ნ----------ს და დ-------------–---------ს სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო გ---------–---------ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.
გ---------–---------ს და დ-------------–---------ს სასამართლომ სასჯელი უნდა დაუნიშნოს დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, ამასთან მათ საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროთ განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განაჩენით, გ---------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საბოლოოდ, გ---------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
დ-------------–--------- კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მაისის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.
მოცემულ შემთხვევაში, გ---------–---------ს მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით, ხოლო დ-------------–---------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლობები, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან მათ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონიათ, როდესაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი გათვალისწინებული განზრახი დანაშაული. ამასთან, აღნიშნული მუხლებით ნასამართლობა, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ან მის შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ნ-------------–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ნ----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით; გ---------–---------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, ასევე ა------------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი; გ---------–---------სგან ამოღებული: ლურჯი ჯინსის შარვალი, მუქი ყავისფერი ქურთუკი და შავი კეპი, რომლებიც გადაგზავნილია სს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------–-“ საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს ამოღებული დანისმაგვარი საგანი; გ---------–---------ს, დ-------------–---------ს და ნ----------ს ნერწყვის ნიმუშები, რომელიც გადაგზავნილია სს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------–-“ საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დ-------------–---------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ლაზერულ დისკზე; გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ლაზერულ დისკზე; გადასასვლელი ხიდის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, გადატანილი ლაზერულ დისკზე; ა------------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, ჩაწერილი ორ ლაზერულ დისკზე და გ---------–---------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით, ნ----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ნ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 მარტის 19:00 საათიდან.
დ-------------–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მარტის განჩინებით, დ-------------–---------ს და გ---------–---------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ დ-------------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 მარტის 01:52 საათიდან.
გ---------–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ---------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 მარტის 13:32 საათიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ნ-------------–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ნ----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით; გ---------–---------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, ასევე ა------------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი; გ---------–---------სგან ამოღებული: ლურჯი ჯინსის შარვალი, მუქი ყავისფერი ქურთუკი და შავი კეპი, რომლებიც გადაგზავნილია სს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------–-“ საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს ამოღებული დანისმაგვარი საგანი; გ---------–---------ს, დ-------------–---------ს და ნ----------ს ნერწყვის ნიმუშები, რომელიც გადაგზავნილია სს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------–-“ საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დ-------------–---------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ლაზერულ დისკზე; გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ლაზერულ დისკზე; გადასასვლელი ხიდის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, გადატანილი ლაზერულ დისკზე; ა------------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, ჩაწერილი ორ ლაზერულ დისკზე და გ---------–---------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე