გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32351-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2019 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ნ-----–-ა ღ-------ე
წარმომადგენელი - თ------- ღ-------ე
მოპასუხეები - ნ-----–---- მ-------ი, რ---ა მ-------უ
წარმომადგენლები - რ---–---- ძ------ე, ნ------- ყ----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს, ნ-----–---- მ-------სა და რ---ა ა----------ას, მოსარჩელის – ნ-----–-ა ღ-------ის სასარგებლოდ, თ------- ღ-------ესა და მოპასუხეებს შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 1 200 აშშ დოლარის (შესაბამისი კურსი ეროვნულ ვალუტაში) დაკისრება.
1.2. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ---–--ი, გ. ც----ის ქუჩა N-, გაწეული გაუმჯობესების ხარჯები - 34 000 დოლარის (შესაბამისი კურსი ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.
სარჩელში განმარტებულია, 1994 წლის 17 ივნისს ნ-----–-ა ღ-------ის შვილს, თ------- ღ-------ეს (რომელმაც მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გაუფორმა მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად) ნ-----–---- მ-------სა და რ---ა ა----------ას შორის დაიდო წერილობითი გარიგება, თ---–--ში, ც----ის ქ. №--ში მდებარე ბინის თაობაზე, რომლის მიხედვითაც თ------- ღ-------ემ ნ-----–---- მ-------სა და მის მეუღლეს, რ---ა ა----------ას, გადასცა - 1 000 აშშ დოლარი, 2 წლის ვადით. სანაცვლოდ ამ ხნის განმავლობაში თ------- ღ-------ე იცხოვრებდა აღნიშნულ ბინაში. ამავე დღეს თ------- ღ-------ემ მოპასუხეებს ასესხა 200 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ 1994 წლის ბოლომდე.
მხარეთა შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მოპასუხეები 2 წლის ვადაში არ დაუბრუნებდნენ თ------- ღ-------ეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, ბინა გახდებოდა ამ უკანასკნელის საკუთრება, ნ-----–---- მ-------ი და რ---ა ა----------ა კი აღარ იქნებოდნენ ვალდებულნი, დაებრუნებინათ თანხა. მოპასუხეებმა დაარღვიეს აღნიშნული გარიგება, მათ არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, წავიდნენ საბერძნეთში და ჩამოვიდნენ 2008 წელს. ნ-----–---- მ-------მა 2008 წელს მოსარჩელისაგან ფარულად მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზება და სარჩელი აღძრა თ------- ღ-------ის ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით, მაგრამ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პარალელურად თ------- ღ-------ემ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთ--რთობების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოითხოვა ბინის მესაკუთრედ ცნობა, თუმცა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილებულა. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თ------- ღ-------ეს მოპოვებული აქვს სადავო ბინით სარგებლობის უფლება.
მოპასუხეები შეეცადნენ პოლიციის ძალით გამოესახლებინათ თ------- ღ-------ე სადავო ბინიდან, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით დასაბუთებული უარი ეთქვათ მათ. აღნიშნულის შემდეგ ნ-----–---- მ-------მა მიმართა თ---–--ის საქალაქო სასამართლოს თ------- ღ-------ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე თ---–--ი, ც----ის ქ. №-) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის №2/26974-16 გადაწყვეტილებით, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისიწნებულმა თანხამ, 1200 აშშ დოლარმა, 2017 წლამდე განიცადა დისკონტირება.
1994 წლიდან 2017 წლამდე თ------- ღ-------ემ უძრავ ნივთში, მდებარე თ---–--ი, ც----ის ქ. №--ში ჩაატარა კაპიტალური რემონტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი მდგომარეობა, რამაც მისი ღირებულება კიდევ უფრო მეტად გაზარდა. თ------- ღ-------ემ მიმართა საერთაშორისო აუდიტორულ და იურიდიულ კომპანიას „G--"-ს, რომელმაც ჩაატარა ფულის ღირებულების დროში დადგენის სამუშაოები. „G--“-ის 2007 წლის 02 ივნისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მათ იანგარიშეს რთული პროცენტი გაცემულ სესხთან მიმართებაში და თ------- ღ-------ის მიერ სახლის რემონტში ინვესტირებული თანხის ღირებულება, რამაც 2007 წლის მდგომარეობით შეადგინა - 19,071.41 აშშ დოლარი და 25,892.01 ლარი.
რაც შეეხება აღნიშნული თანხის ოდენობას 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შ-- „ნ----ა თ--ის" 2017 წლის 31 იანვრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2008 წლის 01 იანვარს - 19,071.41 აშშ დოლარის 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მდგომარეობით ღირებულება შეადგენს - 115,804.32 აშშ დოლარს. 2008 წლის 01 იანვრას - 25,892.01 ლარის 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მდგომარეობით ღირებულება შეადგენს - 275,147.48 ლარს.
ვინაიდან, მოხდა თ. ღ-------ის ზ/აღნიშნული ბინიდან გამოსახლება, პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად, ნ-----–---- მ-------მა მოსარჩელეს სრულად უნდა აუნაზღაუროს, როგორც სესხის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული თანხა (ფულის ღირებულების დროში დადგენის გათვალისიწნებით), ასევე სახლის რემონტში ინვესტირებული ხარჯებიც.
2019 წლის 07 მარტის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/32351-17) ნ-----–-ა ღ-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში მოპასუხეებს ნ-----–---- მ-------სა და რ---ა მ-------უს მოსარჩელის სასარგელოდ დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის - 1 200 აშშ დოლარის გადახდა (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი), ხოლო მოპასუხე ნ-----–---- მ-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯის - 34 000 აშშ დოლარის ანაზღაურება (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი). სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).
მოსარჩელე ნ-----–-ა ღ-------ემ 2019 წლის 11 აპრილს საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2019 წლის 7 მარტის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების უარის თქმის ნაწილში გაუქმება (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) და 115 804,32 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
მოპასუხეებმა ნ-----–---- მ-------მა და რ---ა მ-------უმ 2019 წლის 11 აპრილს საჩივრით მიმართეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეთა 2019 წლის 11 აპრილის საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ნაწილში და განახლდა საქმის წარმოება.
წინამდებარე გადაწყვეტილებით სასამართლომ განიხილა ნ-----–-ა ღ-------ის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის - 1 200 აშშ დოლარისა და უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯის - 34 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.
მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სესხის თანხა 1200 აშშ დოლარი დეპონირებულია ნოტარიუსთან და მოსარჩელეს შეუძლია მიიღოს აღნიშნული თანხა, ხოლო უძრავი ქონების გაუმჯობესების ხარჯი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დასაბუთებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1994 წლის 17 ივნისს რ---ა ა----------ასა (მ-------უ) და თ--- ღ-------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, თ--- ღ-------ემ რ---ა ა----------ას (მ-------უ) სესხის სახით გადასცა - 1 000 აშშ დოლარი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ რ---ა ა----------ა (მ-------უ) თანხას დააბრუნებდა რამოდენიმე წლის განმავლობაში.
მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ ისინი დამატებით შეთანხმდნენ (ზეპირად) პირობაზე, რომ სანაცვლოდ სესხის დაბრუნებამდე თ------- ღ-------ე იცხოვრებდა ბინაში, მდებარე თ---–--ში, ც----ის ქ. №--ში.
სადავო არ არის, რომ ამავე დღეს თ------- ღ-------ემ რ---ა ა----------ას (მ-------უ) ასესხა 200 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 1994 წლის ბოლომდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
1994 წლის 17 ივნისის აქტი (ს.ფ. 18-20).
2008 წლის 25 დეკემბრის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვტილება (ს.ფ. 21-25).
3.1.2. თ------- ღ-------ესა და ნ-----–-ა ღ-------ეს შორის 2017 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც თ------- ღ-------ემ ნ-----–-ა ღ-------ეს დაუთმო მოპასუხეების მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან და უძრავი ქონების გაუმჯობესებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-7).
2019 წლის 11 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 150-152).
3.1.3. 2017 წლის 06 ნოემბრის ამონაწერით დგინდება, რომ 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თ---–--ი, ქუჩა გ------ი ც----ე №-, ბინა №--, 53,00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ნ-----–---- მ-------ი.
2017 წლის 29 მაისის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/26974-16) დაკმაყოფილდა ნ-----–---- მ-------ის სასარჩელო მოთხოვნა თ------- ღ-------ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე თ---–--ი, ც----ის ქ. №-) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ნ-----–---- მ-------ისათვის გადაცემის მოთხოვნით.
ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტი ნ-----–---- მ-------ის რწმუნებულის მიერ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე - 1 200 აშშ დოლარის დეპონირების შესახებ (2016 წლის 02 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული აქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 06 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 73-74).
2017 წლის 29 მაისის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 67-72).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება თ------- ღ-------ის მიერ თ---–--ში, ც----ის ქ. №--ში მდებარე ნ-----–---- მ-------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე - 34 000 აშშ დოლარის ოდენობით გაუმჯობესების მიზნით ხარჯის გაწევის ფაქტი.
მოსარჩელე მხარის მითითების თანახმად, 1994 წლიდან 2017 წლამდე თ------- ღ-------ემ უძრავ ნივთში, მდებარე თ---–--ი, ც----ის ქ. №--ში ჩაატარა კაპიტალური რემონტი, რითაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი მდგომარეობა; უძრავ ქონებაზე გაწეულმა ხარჯმა კი შეადგინა - 34 000 აშშ დოლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთ--რი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთ--რთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას - 34 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ამყარებს მის მიერ წარმოდგენილ შ-- „ე--------------ის“ 2016 წლის 12 დეკემბრის დასკვნას, რომლის თანახმად, თ---–--ში, ც----ის ქ. №--ში მდებარე ნ-----–---- მ-------ის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 34 000,00 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს მიერ დასკვნის გაუზიარებლობა დასაბუთებული უნდა იყოს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დასკვნა არ არის განკუთვნადი მტკიცებულება მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - უძრავ ქონებაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების დასადასტურებლად. დასკვნა არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას უძრავ ქონებაზე განხორციელებული რემონტის ან/და რემონტზე გაწეული ხარჯის შესახებ. შესაბამისად, სსსკ-ის 102-ე, 105-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო სადავო გარემოების დადგენისას ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, ზემოთ დასახელებულ დასკვნას, სხვა მტკიცებულებები კი, რაც თ------- ღ-------ის მიერ უძრავ ქონებაზე ხარჯის გაწევას დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა თ------- ღ-------ის მიერ თ---–--ში, ც----ის ქ. №--ში მდებარე ნ-----–---- მ-------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე - 34 000 აშშ დოლარის ოდენობით გაუმჯობესების მიზნით ხარჯის გაწევის ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე, 435-ე, 623-ე, 625-ე, 987-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთ--რთობა, რომლის თანახმად, თ------- ღ-------ემ რ---ა ა----------ა (მ-------უ) გადასცა სესხი - 1 200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი იყო სარგებლიანი, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით, სესხის სარგებლის სახით გამსესხებელს სარგებლობაში გადაეცა ნ-----–---- მ-------უს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, უძრავი ქონების, მდებარე თ---–--ი, ქუჩა გ------ი ც----ე №-, ბინა №--.
თ------- ღ-------ემ ნ-----–-ა ღ-------ეს სსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, დაუთმო რ---ა ა----------ასთან (მ-------უ) არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/26974-16) დაკმაყოფილდა ნ-----–---- მ-------ის სასარჩელო მოთხოვნა თ------- ღ-------ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე თ---–--ი, ც----ის ქ. №-) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ნ-----–---- მ-------ისათვის გადაცემის მოთხოვნით. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტი ნ-----–---- მ-------ის რწმუნებულის მიერ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე - 1 200 აშშ დოლარის დეპონირების შესახებ (2016 წლის 02 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული აქტი).
ამდენად, თანხის დეპონირების შემდგომ ნ-----–---- მ-------ის მოთხოვნა თ------- მ-------ის მიერ ბინით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა.
სსკ-ის 434-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. სსკ-ის 435-ე მუხლის თანახმად, დეპონირებული ქონება მოსამართლემ ან ნოტარიუსმა უნდა გადასცეს კრედიტორს. სასამართლო ან ნოტარიუსი შეარჩევს შემნახველს, დოკუმენტები კი მათთან რჩება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს შესრულებას დეპონირებით, რის შემდეგ წყდება ვალდებულება და მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ნ-----–---- მ-------ის რწმუნებულის მიერ დეპონირებულია - 1 200 აშშ დოლარი ნოტარიუსთან. ამდენად, სსკ-ის 434-ე მუხლის შესაბამისად, თანხის დეპონირების ფაქტის გათვალისწინებით, ნ-----–-ა ღ-------ე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მსესხებლის რ---ა ა----------ასათვის (მ-------უ) 1 200 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად - გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მითითებული გარემოება თ------- ღ-------ის მიერ თ---–--ში, ც----ის ქ. №--ში მდებარე ნ-----–---- მ-------ის კუთვნილ ბინაზე - 34 000 აშშ დოლარის ოდენობით გაუმჯობესების მიზნით ხარჯის გაწევის ფაქტი.
შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნ-----–---- მ-------ის კუთვნილი ბინის გაუმჯობესებით მისი უსაფუძვლოდ გამდიდრებასა და მოსარჩელის ქონების შემცირებაზე (ვალდებულების არსებობის გარეშე).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტობრივი წინაპირობები. ამდენად, ნ-----–-ა ღ-------ის მოთხოვნა 34 000 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სსსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
სსსკ-ის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში, ვინაიდან 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტზე წარდგენილია სააპელაციო საჩივარი, რაც განხილვაშია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 70-ე-78-ე, 230-ე, 233-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-----–-ა ღ-------ის სარჩელი მოპასუხეების ნ-----–---- მ-------ისა და რ---ა მ-------უს მიმართ სესხის თანხის - 1 200 აშშ დოლარისა და უძრავ ნივთზე გაწეული ხარჯის - 34 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №-ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე