გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2019
საქმის ნომერი
100210019003221197
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210019003221197

2/316-2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27.12.2019 ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე- ლ---- კ--------ე

წარმომადგენელი- ბ------ შ----–--ე

მოპასუხე- შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------ი“

წარმომადგენელი-გ------- ყ---–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, ლ---- კ--------ემ (პ/ნ.5----------; მის: ჭიათურა, სოფელი პ-------ა) მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ი” (ს/კ/2--------, მის: ქ.ზესტაფონი ს---------- ქ.№9 დირექტორ ვ---–--------- ლ---------) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. მოსარჩელე ლ---- კ--------ის წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს, რომ იგი ცხოვრობს სოფ. პ-------აში. კერძოდ ფხალაძეებს უბანში, სადაც საკუთრების უფლებით ერიცხება სახლი დამხმარე ნაგებობებით და მიწის ნაკვეთი. 2017 წლის გაზაფხულზე მის უძრავ ქონებაზე გაჩნდა შესამჩნევი დეფორმაციები, ზაფხულში ეს დეფორმაციები იმდენად გაძლიერდა, რომ ლ. კ--------ე იძულებული გახდა მოეხსნა ზედა სართული დაეშენებია ქამრები და სახლი დაეხურა მანსარდის სტილში. მიუხედავად ამისა სახლის რღვევა გაგრძელდა და დღესაც პროგრესი იზრდება. ამავე დროს დაზიანდა და გამოუსადეგარი გახდა არამარტო ადრე აშენებული დამხმარე ნაგებობა მარანი, არამედ დაზიანდა და დანგრევის პირასაა 2016 წელს აშენებული აბაზანა-ტუალეტის 11კვ.მ. შენობა. ასევე სრულიად გახმა ეზოში გავრცელებული ნარგავები, ვენახი, ხოლო მიწის ნაკვეთი იმის გამო, რომ ნიადაგი დანაპრალების გამო ვერ ინარჩუნებს წყლის ბალანსს გახდა უნაყოფო. ლ---- კ--------ემ რამდენჯერმე მიაკითხა მოპასუხეს მეზობელთან ერთად, რათა შეეფასებინათ და აენაზღაურებინათ ზარალი, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხის თანამდებობის პირებმა ლ.კ--------ეს გასცეს ორაზროვანი პასუხი, რომ მიემართა მეზობლისათვის და გამოერთმია წერილობითი პასუხი თუ როგორ უნდა იმოქმედოს ზარალის ასანაზღაურებლად. მეზობლებმა ლ. კ--------ეს გადასცეს მოპასუხის წერილი, სადაც მოპასუხე დელიქტით დაზრალებულებს ავალდებულებს მიმართონ ლევან სამხარაულის სახ. ექსპერტიზას, თუმცა ამ წერილით აღიარებს მათი ქონების დაზიანების ფაქტს. 2019 წლის აგვისტო სექტემბრის თვეებში პირადად იყო მისული(ბ. შ----–--ე) მოპასუხის ჭიათურის ფილიალში ანუ სამთო გამდიდრების კომბინატში საჭირო წერილობითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მოპასუხის თანამდებობის პირებმა როგორც ადვოკატს არ მიაქციეს არავითარი ყურადღება და მიუთითეს მხოლოდ ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაკენ, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა კიდევ უფრო კვალიფიციური ექსპერტიზისათვის ამ სფეროში, რომლის დასკვნითაც დადასტურებულია , რომ ლ.კ--------ის სახლი, მიწის ნაკვეთი და ნაგებობები დაზიანებული იყო მოპასუხის მიერ. დაზიანებები კი პროგრესირებადია.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის პოზიციით მოპასუხე ვალდებულია ლ---- კ--------ეს აუნაზღაუროს სახლი, დამხმარე ნაგებობებზე , მიწის ნაკვეთებზე მიყენებული ზიანი, რაც ექსპერტიზის დასკვნით საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს არანაკლებ 80 000 ლარს.

მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს შ.პ.ს. ,,ჯ---------მ--------ს“ 80000 ლარის გადახდა. მოსარჩელე ითხოვს ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ შპს „ჯ--------- მ--------ის“ მიერ წარმოებული სამუშაობების შედეგად მოსარჩელის საკუთრება არ დაზიანებულა, მეტიც, შპს „ჯ--------- მ--------ს“არასოდეს უწარმოებია მოსარჩელეთა საკუთრების ქვეშ სამუშაოები და მოსარჩელეთა უძრავი ქონებები საკმაოდაა დაშორებული არამარტო სამთო სამუშაოების ადგილებთან, არამედ სამთო ქანების ძვრის საპროექტო საზრვართან. უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, სამთო სამუშაოების ფაქტობრივი მდებარეობის დაპროექტებისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სამუშაოების წარმოების ადგილიდან გარკვეული მანძილის მოშორებით შესაძლებელია გავლენა განხორციელდეს სამთო ქანებზე და გამოიწვიოს მათი ძვრა. პროექტში გათვალისწინებულია ის მაქსიმალური საზღვარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სამთო სამუშაოების გავლენის გავრცელება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა საკუთრება არათუ განხორციელებული სამუშაოების თავზე ან მის მიმდებარედაა, არამედ საკმაოდ ორჯერ ან მეტად მოშორებულია სამთო ქანების ძვრის დასაშვებ საპროექტო საზღვართან, რაც სავსებით გამორიცხავს კომპანიის ნაწარმოები სამუშაოების ნეგატიური გავლენის შესაძლებლობას მოსარჩელეთა საკუთრებაზე.

„სამთო გეოლოგ პროექტის“ დასკვნა არ არის სწორი და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული. ექსპერტი დასკვნაში ვერ უთითებს თუ როდის მიიღო დაზიანებები უძრავმა ქონებამ, თავადვე განმარტავს, რომ ნაგებობა იმდენად დიდი ხნის წინ არის აშენებული და იმდენად ბევრი დაზიანება აღენიშნება , მხოლოდ ქონების გამოკვლევა რ იქნება საკამრისი დასკვნის გასაკეთებლად. ექსპერტის მიერ გამოკვლეული სახლი აშენებულია 100 წელზე მეტი ხნის წინ და ექსპერტი საერთოდ არ მსჯელობს აღნიშნული სახლი აკმაყოფილებს თუ არა მშენებლობისთვის აუცილებელ სტანდარტებს და არ მსჯელობს გამოწვეულია თუ არა საცხოვრებელი სახლის ბზრები მისი ბუნებრივი ცვეთით და სხვა გრემო პირობების ზეგავლენით. ასევე არ შეესაბამება რეალობას ექსპერტის მსჯელობა, როდესაც იგი ბზარებოს გამომწვევ მიზეზად შპს „ჯ--------- მ--------ის“ სამთო სამუშაოებს ასახელებს. ექსპერტს აღნიშნული დასკვნა გაკეთებული აქვს მხოლოდ მოსარჩელის გადმოცემით და სხვა მსგავსი ექსპერტიზის დასკვნებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, ლ.კ--------ის დაზიანებული ქონების ღირებულება შეადგენს 80 000 ლარს. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არ წარმოადგენს აღნიშნული დავისთვის მნიშვნელოვან გარემოებას, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურედება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება გამოუსადეგარია საცხოვრებლად და მოსარჩელემ უნდა მიიღოს სრული კომპენსაცია. წარმოდგენილი შემფასებლის დასკვნა აშკარად მიკერძოებული და ე.წ „გაბერილია“ დაახლოებთ ათმაგი ოდენობით.

მოსარჩელე არ აღიარებს არც ერთი ფორმით და არც ერთი მოცულობით მოსარჩელის უძრავი ქონების მის მიერ დაზიანების ფაქტს. შპს „ჯ--------- მ--------ის“ წარმომადგენელი წარმოდგენილ წერილში მხოლოდ განმატავს, რომ უძრავ ქონებაზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნება და თუ მესაკუთრეს განსხვავებული პოზიცია აქვს შეუძლია მიმართოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1.უდავო გარემოებები

3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები მორიგების ფარგლებში წარმოდგენილი დავის ირგვლივ, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2.დადგენილი სადავო გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ ლ---- კ--------ე სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად საკუთრების უფლებით ფლობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პ-------აში მდებარე უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.0-- მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 3503 კვადრატი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საერთო ფართით 171,57 კვადრატული მეტრი N2. საერთო ფართით 14,64 კვადრატული მეტრი N3. საერთო ფართით 11,88 კვადრატული მეტრი. სწორედ აღნიშნული უძრავი ქონებების-სახლის, დამხმარე ნაგებობების მიწის ნაკვეთის დაზიანების გამო ითხოვს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი( ს.ფ.25)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.2. შ.პ.ს. ,,უძრავი ქონების ექსპერტი“-ს მიერ 2019 წლის 02 ოქტომბრის გაცემული დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით შეფასებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პ-------აში მდებარე უძრავი ქონება- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 3503 კვადრატული მეტრი მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი:N1, საერთო ფართით 171,57 კვადრატული მეტრი N2. საერთო ფართით 14,64 კვადრატული მეტრი N3. საერთო ფართით 11,88 კვადრატული მეტრი. შეფასების ობიექტის შენობა ნაგებობების ჯამური ფართობი დანგრეულის ჩათვლით შეადგენს 334,09 კვადრატულ მეტრს. შეფასებულია სახლი მიწით. აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 80001 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- დასკვნა ( ს.ფ. 74-77)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.3.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის ,,სამთო-გეოლოგ პროექტი“-ს მიერ 2019 წლის 28 სექტემბერს გაცემული საექსპერტო დასკვნით (შემდგომში ,,სამთო-გეოლოგ პროექტი’’-ს საექსპერტო დასკვნა) საკვლევი ობიექტის საცხოვრებელ სახლზე, დამხმარე ნაგებობებზე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დეფორმაციები ძირითადად გამოწვეულია შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ი“-ს მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად, რაც შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.

საექსპლუატაციო ველების მეორადი დამუშავებისას საჭიროა აფეთქებითი სამუსაოების პარამეტრების დეტალური გაანგარიშება და მათი მკაცრი კონტროლი, რათა მათ არ გამოიწვიონ სეისმური რხევების საშიში გავრცელება და პირველადი დამუშავებისას დაზიანებული შენობა-ნაგებობების კიდევ მეტი დაზიანება.

შემფასებელი მიზანშეწონილად თვლის , რომ დეფორმაციების პარამეტრებისა და წარმოშობის დროის სიზუსტის დადგენის მიზნით, მოეწყოს გეოდეზიური დაკვირვების ღონისზიებები, რათა არ მოხდეს დეფორმაციების შემდგომი უკონტროლო გავრცელება (რაც მოსალოდნელია საბადოზე მეორადი ველების დამუსავების შედეგად გამოწვეული უარყოფითი მოვლენების ზეგავლენით), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მეწყრული მოვლენები და საცხოვრებელი სახლების დანგრევა.

საშიში დეფორმაციების ზონებში საჭიროა მოეწყოს გეოდეზიური დაკვირვების რეპერები, რომელთა კონტროლი უნდა განხორციელდეს წელიწადში მინიმუმ ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

მოცემული საექსპერტო დასკვნაზე მუშაობისას გამოყენებული იქნა ზედაპირის ჰიფსომეტრიული, ტოპოგრაფიული და მიწისქვეშა სამთო სამუშაოების განვითარების გეგმები და ნახაზები (ს.ფ.70-72)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საექსპერტო დასკვნა( სფ.14-23 )

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.4. აღნიშნული დასკვნის (,,სამთო-გეოლოგ პროექტი’’-ს საექსპერტო დასკვნა ) ირგვლივ შემსრულებელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის ,,სამთო-გეოლოგ პროექტის“ ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა გელა მაჩაიძემ განმარტა, რომ იგი არის მიწისქვეშა და ღია დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალისტი. მან განმარტა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არის დაწესებულება, რომელსაც ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს . მან ნახა საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. ,,საინჟგეო“-ს დასკვნა და იმ სამუშაობს, რასაც იგი ახორციელებს საერთო არ აქვს სამთო სამუშაოებთან, მარკშეიდერულ სამუშაოებთან. ისინი ახორციელებენ ზედაპირულ სამუშაოებს და ეს დაწესებულება ვერ დაადგენდა სამთო სამუშაოების მიერ ზიანის მიყენების ფაქტს. ექსპერტი მიუთითებს, რომ მოცემულ უძრავ ნივთზე ზიანი გამოწვეულია მიწისძვრისგან , ნალექებიდან და სამთო სამუშაოებიდან, რომელსაც შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ი“ ახორციელებდა (იხ.ოქმი. 2019 წლის 05 დეკემბერი 14:20:56). იგი ასრულებს შ.პ.ს. ,,ჯ---------მ--------ი“-ს მიერ დაკვეთილ სამუშაოებს, კერძოდ საკარიერო ველების დამუშავების პროექტებს, მისთვის კარგადაა ცნობილი დასკვნაში გამოყენებული გეგმები. ზიანი გამოწვეულია მიწისქვეშა დამუსავების შედეგად ამ შემთხვევაში მოცემული სამუშაოები განხორციელებულია შ.პ.ს. ,,ჯ---------მ--------ი“-ს მიერ. სამტო სამუსაოების გეგმა მისთვის ხემისაწვდომი იყო , სწორედ ამ გეგმაზე დაისვა ლ---- კ--------ის ნაკვეთი. გეოდეზიურმა განყოფილებამ მიუთითა (შემოხაზა) ველები და აქედან იქნა მიღებული დასკვნა .

დადგენილია, რომ შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------ი” ს.ს.ი.პ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობს და ასრულებს საკარიერო ველების დამუშავების პროექტებს, რასაც არ უარყოფენ მხარეები. მოცემული თანმშრომლობა და უშუალოდ სამუშაოს შესრულების ფაქტი დადასტურა მოწმე გელა მაჩაიძემაც. აღნიშნული ასევე დადასტურებულია 2019 წლის 09 ოქტომბრის N120/19 ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტის ჩვენება(ს.ფ.იხ.ოქმი)

- ხელშეკრულება(ს.ფ.4-11)

 

3.2.5. დადგენილია, რომ შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------ი” ჭიათურის რაიონის სოფელ პ-------აში სამთო სამუშაოებს ახორციელებს ლიცენზიის ფარგლებში. შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------ი” რეგისტრირებულია 2006 წლის 7 სექტემბერს და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 2--------. იურიდიული მისამართი ქ.ზესტაფონი ს---------- ქ.N9.

შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ის“ მიერ წარმოდგენილი დასკვნით შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს არ მიუყენებია ზიანი. მოცემული დაწესებულება ახორციელებს საინჟინრო-გეოდეზიურიურ სამუშაოებს, საინჟინრო გეოლოგიურ სამუშაოებს, საინჟინრო -ჰიდრომეტეროლოგიურ სამუშაოებს, საინჟინრო ჰიდროგეოლოგიურ სამუშაოებს, საინჟინრო-ეკოლოგიურ სამუშაოებს, შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, გრუნტების და წყლების კვლევითი სამუშაოები.

მოწმე ზურაბ ბერაია მითითებს, რომ იგი არის შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ის“ მარკშეიდერი იგი ადასტურებს, რომ ჯ--------- მ--------ის“ მიერ სამთო სამუშაოები მიმდინარეობდა 2007-2016 წლებში. ძირითადად ხდებოდა მეორადი ველების დამუშავება და სამუშაოები მიმდინარეობდა ლ---- კ--------ის სახლიდან დაახლოებით 160 მეტრში. მოცემული სამუშაოები ვერ მოახდენდნენ გავლენას აღნიშნულ ობიექტებს, ზურაბ ბერაია ადასტურებს გელა მაჩაიზის მიერ გამოყენებული გეგმების სისწორეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დასკვნა ( ს.ფ.147-198)

- მოწმეთა ჩვენება(იხ.სხდომის ოქმი)

- რეესტრი(ს.ფ.60)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1.მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის უძრავ ქონებას ზიანი მადგა არა მარტო სამთო სამუშაოებით, არამედ მიწისძვრისგან და ნალექებიდან, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ დადგენილი ზიანის მესამედი უნდა დაეკისროს მოპასუხე საწარმოს . ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 26 667 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი, 316-ე მუხლი, 317-ე მუხლი, 408-ე მუხლი,411მუხლი 992-ე მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. მოსარჩელეთა საკუთრება დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერებით და მოცემული ნორმის თანახმად მათ სრული უფლებამოსილება გააჩნიათ წარუდგინოს მოთხოვნები, მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ერთმნისვნელოვანია, რომ ლ---- კ--------ე სარგებლობს ზემოთ მითიტებული უფლებებით.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ ზიანის არსებობის შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ვალდებულება, მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში კი ზიანი სახეზეა.

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც.

 

6.5.სასამართლო თვლის , რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში ზიანი სახეზეა, ასევე სახეზეა მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში.

სასამართლო განმარტავს , რომ მოპასუხეს ევალება საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ევალება უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა სამთო სამუშაოების საფუძველზე ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, საიდანაც სარწმუნოდ უნდა დასტურდებოდეს მოხდა თუ არა შესაბამისი შემთხვევა, ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის.

 

6.6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის ,,სამთო-გეოლოგ პროექტი“-ს მიერ 2019 წლის 28 სექტემბერს გაცემული საექსპერტო დასკვნით (შემდგომში ,,სამთო-გეოლოგ პროექტი’’-ს საექსპერტო დასკვნა) საკვლევი ობიექტის საცხოვრებელ სახლზე, დამხმარე ნაგებობებზე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დეფორმაციები ძირითადად გამოწვეულია შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ი“-ს მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად, რაც შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.

საექსპლუატაციო ველების მეორადი დამუშავებისას საჭიროა აფეთქებითი სამუსაოების პარამეტრების დეტალური გაანგარიშება და მათი მკაცრი კონტროლი, რათა მათ არ გამოიწვიონ სეისმური რხევების საშისი გავრცელება და პირველადი დამუშავებისას დაზიანებული შენობა-ნაგებობების კიდევ მეტი დაზიანება.

შემფასებელი მიზანშეწონილად თვლის , რომ დეფორმაციების პარამეტრებისა და წარმოშობის დროის სიზუსტის დადგენის მიზნით, მოეწყოს გეოდეზიური დაკვირვების ღონისზიებები, რათა არ მოხდეს დეფორმაციების შემდგომი უკონტროლო გავრცელება (რაც მოსალოდნელია საბადოზე მეორადი ველების დამუსავების შედეგად გამოწვეული უარყოფითი მოვლენების ზეგავლენით), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მეწყრული მოვლენები და საცხოვრებელი სახლების დანგრევა.

საშიში დეფორმაციების ზონებში საჭიროა მოეწყოს გეოდეზიური დაკვირვების რეპერები, რომელთა კონტროლი უნდა განხორციელდეს წელიწადში მინიმუმ ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

მოცემული საექსპერტო დასკვნაზე მუშაობისას გამოყენებული იქნა ზედაპირის ჰიფსომეტრიული, ტოპოგრაფიული და მიწისქვეშა სამთო სამუშაოების განვითარების გეგმები და ნახაზები (ს.ფ.70-72)

 

6.7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის ,,სამთო-გეოლოგ პროექტის“ ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა გელა მაჩაიძემ განმარტა, რომ იგი არის მიწისქვეშა და ღია დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალისტი. ექსპერტი მიუთითებს, რომ მოცემულ უძრავ ნივთზე ზიანი გამოწვეულია მიწისძვრისგან , ნალექებიდან და სამთო სამუშაოებიდან, რომელსაც შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ი“ ახორციელებდა (იხ.ოქმი. 2019 წლის 05 დეკემბერი 14:20:56). იგი ასრულებს შ.პ.ს. ,,ჯ---------მ--------ი“-ს მიერ დაკვეთილ სამუშაოებს და მისთვის კარგადაა ცნობილი დასკვნაში გამოყენებული გეგმები. ზიანი გამოწვეულია მიწისქვეშა დამუშავების შედეგად ამ შემთხვევაში მოცემული სამუშაოები განხორციელებულია შ.პ.ს. ,,ჯ---------მ--------ი“-ს მიერ. სამთო სამუშაოების გეგმა მისთვის ხემისაწვდომი იყო , სწორედ ამ გეგმაზე დაისვა ლ---- კ--------ის ნაკვეთი. გეოდეზიურმა განყოფილებამ მიუთითა (შემოხაზა) ველები და აქე დან იქნა მიღებული დასკვნა .

6.8.სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხეს ევალება საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც უარყოფს სამთო სამუშაოების კვალს არ არის შედგენილი სამთო სამუშაოების სპეციალისტების მიერ, რაც ნათლად ჩანს სახელმწიფო ლიცენზიის ჩამონათვალიდანაც, რომელიც ახლავს შ.პ.ს.,,საინჟგეო“-ს დასკვნას. სამთო სამუშაოების შედეგად დაზიანების ბრალის გამორიცხვის შესახებ მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკუთვნის და ეს გარემოება მოპასუხემ ვერ დაამტკიცა.

6.9.სასამართლო თვლის, რომ ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის განმარტებით, ასევე წარმოდგენილი ფოტოსურათებით და მოწმეთა ჩვენებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით დადასტურებულია ნალექებისა და მიწის ძვრის პროცესების გარდა შ.პ.ს . ,,ჯ---------მ--------ის“ მიერ თანაბარწილად ზიანის მიყენების ფაქტი ლ---- კ--------ის საკუთრებაში არსებულ აღნიშნულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნითა და თვით ექსპერტის განმარტებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით (ფოტომასალა და გეგმები) წარმოდგენილი უძრავი ქონების რეალური მდგომარეობით დადგენილია და ლ---- კ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება არადამაკმაყოფილებელია ექსპლუატაციისათვის. ზიანი სახეზეა და დამდგარ ზიანში ბრალი მიუძღვის თანაბარწილად ნალექებთან და მიწისძვრის პროცესებთან ერთად შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------“-ს , მაშასადამე დაანგარიშებული ზიანი უნდა გაიყოს თანაბარწილად-სამზე.

6.10. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 41--ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

სასამართლო მიუთითებს, რომ სახეზეა ზიანი, სახეზეა ბრალი და სახეზეა ზიანის მიმყენებელი სუბიექტი, შესაბამისად არსებობს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებაც.

შ.პ.ს. ,,უძრავი ქონების ექსპერტი“-ს მიერ 2019 წლის 02 ოქტომბრის გაცემული დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით შეფასებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პ-------აში მდებარე უძრავი ქონება- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 3503 კვადრატული მეტრი მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი:N1, საერთო ფართით 171,57 კვადრატული მეტრი N2. საერთო ფართით 14,64 კვადრატული მეტრი N3. საერთო ფართით 1-,88 კვადრატული მეტრი. შეფასების ობიექტის შენობა ნაგებობების ჯამური ფართობი დანგრეულის ჩათვლით შეადგენს 33-,09 კვადრატულ მეტრს. შეფასებულია სახლი მიწით. აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 80001 ლარს.

სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის ფარგლებში მოცემული დასაბუთებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 80001:3=26 667 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

6.1-„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის პირველის დამატებითი ოქმის 1 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია: (I) ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება); (II) ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება); (III) ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი).

განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლება მშვიდობიანად სარგებლობისა და ქონებით სარგებლობის კონტროლის ნაწილში დარღვეულია და აღნიშნული უფლების აღდგენა სრულიად შესაძლებელია ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.

 

6.12.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე შუომინენ ვ. Fინლანდ, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Pერიც ვ. ჩროატია, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“. სასამართლოს თვლის, რომ საფუძვლიანადაა დასაბუთებული მოცემული გადაწყვეტილება.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა გადანაწილდეს ხარჯებიც

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის ,,სამთო-გეოლოგ პროექტის“-ათვის ექსპერტიზის მოსამზადებლად გადახდილი იქნა 600 ლარი (მიღება-ჩაბარების აქტის.ფ.85)

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შ.პ.ს. ,,უძრავი ქონების ექსპერტი“-სათვის ქონების შეფასების მოსამზადებლად გადახდილია 90 ლარი (ხელშეკრულება ს.ფ.91) აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს გარებული ხარჯების მესამედი ე.ი.200+30=230 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---- კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ს“ ლ---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 26 667(ოცაექვსიათას ექვსასსამოცდაშვიდი) ლარის გადახდა.

2. შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------“-ს, სახელმწიფო ბაჟის სახით ლ---- კ--------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ლ---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 800 (რვაასი) ლარისა და 01 (ერთი) თეთრი.

3. შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------“-ს ლ---- კ--------ის მიერ სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯი 230(ორასოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი