განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-357-19
(№012060918009)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,სტაჟიორ-პროკურორი: მარიკა ტყაბლაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული ლ-–----–------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ქმედების ჩადენისას ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------------–----–-------------ი.
ადვოკატი: ზაზა ჯუსტიშვილი და ბესიკ მინდიაშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი - სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით ლ-–----–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“, მესამე ნაწილის ,,გ“ პუნქტებით და საქ. სსკ-ის 179-ე მუხლის მე- ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ პუნქტებით დანაშაულში რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ , ,,გ“ პუნქტებით და საქ. სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ პუნქტით სასჯელის სახედ შეეფარდა 3 (სამი)წლით თ/აღკვეთა. დანაშაულში, რაც გათვალისწინებულია 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ პუნქტებით - სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თ/აღკვეთა. საქ. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივი და საბოლოოდ ლ-–----–------–---–ს განესაზღვრა 8 (რვა) წლით თ/აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით ლ-–----–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს მოქმედი სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტით, სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (ძვ.რედ); საქართველოს მოქმედი სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ,,დ“ პუნქტებით (ძვ. რედ.). დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტით და სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (ძვ.რედ), სასჯელის ზომად განესაზღვრა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ პუნქტებით (ძვ.რედ) სასჯელის ზომად განესაზღვრა -9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის ძველი რედაქციის საფუძველზე საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა -10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა .
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით არასრულწლოვანი ლ-–----–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქ. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ , ,,გ“ ,,დ“ პუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქციით) და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ,,დ“ პუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 8 (რვა) წელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ლ-–----–------–---–ს საქ. სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ლ-–----–------–---–ს გაუნახევრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ , „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით ( 2000 წლის 05 მაისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი 07 ( შვიდი) წელი და 03 (სამი) თვე და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 ( სამი) წლის, 07 ( შვიდი) თვის და 15 ( თხუთმეტი) დღის ვადით, მასვე გაუნახევრდა ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( 2000 წლის 05 მაისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი 04 (ოთხი) წელი და 06 ( ექვსი) თვე და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 03 (სამი) თვე. დანაშაულთა ერთობლიობით ლ-–----–------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 ( ხუთი) წელი და 10 (ათი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე. მასვე, გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ძვ. რედაქცია 2000 წლის 05 მაისი), დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი და სასჯელად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე, გაუნახევრდა ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მულის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედაქცია, 2000 წლის 05 მაისი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 09 ( ცხრა) წელი და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 ( ოთხი) წელი და 06 ( ექვსი) თვე. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წელი და 10 (ათი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე, დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 04 ( ოთხი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ ლ-–----–------–---–ს ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წელი 10 ( ათი) თვე და 15(თხუთმეტი) დღე.
განჩინებით დადგენილი ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 16 ნოემბრიდან. ლ-–----–------–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულია 2013 წლის 7 ივნისს.
2018 წლის აპრილიდან 2018 წლის 20 ივლისის შუალედში, ქ. რუსთავში ლ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ.რუსთავში თ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დაუსრულებელ სახლში და ქ.რუსთავში მ--------------------------------ე, ს----–-----------------------თან, მიტოვებულ ვაგონში, სრულწლოვანმა, 03.10.1989 წელს დაბადებულმა ლ-–----–------–---–მა თავისი სასქესო ორგანოს საშუალებით რამდენჯერმე შეაღწია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, 21.05.2003 წელს დაბადებული ნ------------–ის სხეულში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
ბრალდებულმა ლ-–----–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ცხოვრობს რუსთავში, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ნ------------–ს და მისი ოჯახის წევრებს იცნობს და იცოდა, რომ ნ---- შეყვარებული იყო მასზე. რამდენჯერმე მუსიკის ირგვლივ მისწერეს ერთმანეთს მესიჯები. ახსენდება ასევე, რომ უცნობმა მამაკაცმა მისწერა ნ----სთან დაკავშირებით და უთხრა, რომ თითქოს ის ნ----ს შეყვარებული იყო და ამის გამო იკამათეს კიდეც. ვითარებაში გასარკვევად, თუ ვინ იყო ის მამაკაცი და მას რას სთხოვდა, ნ----ს დას, მ--------------–ს მისწერა. ნ---- სისტემატურად ცდილობდა მის სიახლოვეს ყოფნას, ერთხელ სახლშიც მივიდა მასთან ანასთან ერთად, რადგან ანას ფული სჭირდებოდა. ეჩხუბა ანას ნ----ს მის სახლში მიყვანის გამო. როდესაც ეზოში ბიჭებთან ერთად იყო ხოლმე, ნ----ც იმდენივე ხანს რჩებოდა ეზოში და მეზობლებიც კი აძლევდნენ შენიშვნას სახლში წასვლის მიზნით. სკოლაში წასვლის დროს მის სახლთან ტრიალებდა და სულ ცდილობდა ურთიერთობას, მეგობრების ტელეფონით სწერდა მესიჯებს, ურეკავდა, ეუბნებოდა, რომ სიგიჟემდე უყვარდა და თავს მოიკლავდა. რადგან ნ----ს სიყვარულითვე არ უპასუხა, მიაჩნია, რომ ნ----მ ამ ფორმით იძია შური მასზე და აბრალებს, რომ თითქოს მას სქესობრივი კავშირი ჰქონდა მასთან. გარდა ახლო მეზობლური ურთიერთობისა ნ----სა და მისი ოჯახის მიმართ, სხვა არაფერი აკავშირებდა. მან შეცდომა დაუშვა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნ----ს მშობლებს არ უთხრა ნ----ს საქციელის შესახებ.
არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ-–----–------–---–ს იცნობს 2 წელია, სოციალურ ქსელში დაიმეგობრა და უგზავნიდა სიმღერებს. ის რეგისტრირებული იყო როგორც ლ-–-ლ-–-, თვითონ როგორც - ნ------------–ი. სკოლაში წასვლის დროს, ლ-–- სამსახურში მიდიოდა და თავიდან ასე დაახლოვდნენ, ასევე ხშრად ხედავდა მას მაღაზიაში. შემდეგ სახლში ხვდებოდა, რომელიც ლესელიძის ჩიხში მდებარეობს. იქ რამდენჯერმეა ნამყოფი, მეგობარ ანასთან და დეიდაშვილთან ერთად, აგრეთვე მარტოც. ერთხელ ლ-–-მ საჭმლის გაკეთება სთხოვა და შემდეგ სქესობრივი კავშირი ჰქონდათ. ლ-–-ს სახლის გარდა ხვდებოდა თოდრიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ შენობაში და 26-ე სკოლასთან უფუნქციო ვაგონში, სადაც ასევე სექსი ჰქონდათ. პირველად სქესობრივი კავშირი ვაგონში დაამყარა ლ-–-მ. იგი სიმპატიით იყო მის მიმართ განწყობილი, თითონაც უყვარდა და ლ-–- ეუბნებოდა, რომ სრულწლოვანი რომ გახდებოდა, ცოლად მოიყვანდა. მესიჯების წერით ბევრ თემებზე საუბრობდნენ, მათ შორის ლ-–-მ ყველაფერი იცოდა მის შესახებ, რომელ სკოლაში სწავლობდა, რამდენი წლის იყო, მისი მშობლები. სოციალური ქსელის გარდა, ლ-–-ს ეკონტაქტებოდა ოჯახის წევრების მობილური ტელეფონებით. სქესობრივი ურთიერთობების დროს ლ-–- ეხებოდა ყველგან, ეფერებოდა და კოცნიდა. მან იცის რაც არის სქესობრივი კავშირი და სწორედ ეს ხდებოდა მათ შორის, თუმცა არ ახსოვს რამდენჯერ. როდესაც სასქესო ორგანოში ტკივილს გრძნობდა, ლ-–- ჩერდებოდა, ეუბნებოდა, რომ მასთან ორგაზმს ადვილად განიცდიდა და ეს მოსწონდა. აკიდინებდა ხელს თავის სასქესო ორგანოზე და როგორც მის სასქესო ორგანოში, ისე უკანა ტანში ათავსებდა. ლ-–-სთან ურთიერთობის შესახებ თავდაპირველად იცოდა მისმა მეგობარმა ანა სხილაძემ, ხოლო შემდეგ რაჭაში ყოფნის დროს შეიტყვეს მისმა ოჯახის წევრებმაც. როდესაც ლ-–- გაიცნო, იყო 15 წლის. ლ-–- ყოველთვის აფრთხილებდა, რომ არავისთვის ეთქვა მის შესახებ და შლიდა მისთვის მიწერილ ყველა სმს, ერთად ყოფნის დროსაც შლიდნენ. ლ-–-ს სანახავად მაღაზიაში ჩასვლას იმიზეზებდა, ორჯერ გააცდინა სკოლაც და ლ-–-ს ისე შეხვდა, მან სთხოვა, რომ მისი მეუღლე დედამისთან მიდიოდა და სახლში მარტო იყო. მას არც მანამდე და არც ახლა სხვა მამაკაცთან მსგავსი სახის ურთიერთობა არ ჰქონია. არ იცოდა იყო თუ არა ქალიშვილი და საქალწულე აპკი რომ მთელი აქვს, დასკვნის შემდეგ გაიგო. შეხვედრაზე წინა დღით თანხმდებოდნენ ხოლმე. ერთ-ერთი სქესობრივი კავშირის დროს მენსტრუალური ციკლი ჰქონდა და ლ-–-მ თავისი მეუღლის საცვალი მისცა, შემდეგ ეს საცვალი დედამაც ნახა სახლში.
მოწმე თ-------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის ზაფხულის პერიოდში იმყოფებოდა რაჭაში ოჯახთან და მეგობართან ერთად. ერთ შემთხვევით დღეს ნ----ს ჰკითხა თუ სად ჰქონდა მეგობრის ნაჩუქარი ჯაყვა, რაზეც ნ---- დაიბნა და დაიწყო ტირილი. ამ დროს მისი მეგობარმა ელენემ ნ---- გაიყვანა სხვა ოთახში და შეეცადა მის დამშვიდებას. ასევე ჰკითხა აღელვების მიზეზი და ნ----მ უთხრა, რომ მას ლ-–-სთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ამ შემთხვევამდე მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ----ს მესიჯებს წერდა მათი მეზობელი ლ-–----–------–---–ი, რომელიც იცოდა, რომ იყო 30 წლამდე და ჰყავდა ოჯახი, ამიტომ შეხვდა მას და მოსთხოვა შეეწყვიტა ნ----სთან ურთიერთობა. ლ-–- უარყოფდა, თუმცა შემდეგ დაფარული საიტით მისწერა მას, რომ ყველაფერი იცოდა მათი ოჯახის შესახებ, ნამყოფი იყო მათ სახლშიც და შეხვედრა სთხოვა. იგი დასთანხმდა და ლ-–-მ უთხრა, რომ ფლობდა ინფორმაციას მის პირად ცხოვრებაზე. მან კიდევ გააფრთხილა იგი, რომ თუ ნ----ს თავს არ დაანებებდა, ეტყოდა მეუღლეს. ნ----მ უთხრა მას, რომ ლ-–- სქესობრივ კავშირს ამყარებდა მასთან როგორც სასქესო ორგანოში, ისე უკანა ტანში, ტკივილის დროს ლ-–- ჩერდებოდა, ეფერებოდა და კოცნიდა მას, აგრეთვე სთხოვდა, რომ ნ---- მასაც მოფერებოდა სასქესო ორგანოზე. სექსობრივი ურთიერთობის შესახებ ბევრ ფაქტს ნ---- თავისი ასაკიდან გამომდინარე ვერ მოიგონებდა და შეშინებულიც იყო, რადგან ლ-–- აშანტაჟებდა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ არავისთვის ეთქვა და ნ---- ძალიან განიცდიდა ამ მდომარეობას. მესიჯები, რომელსაც ლ-–- ნ----ს სწერდა იყო მოფერებითი, მიყვარხარ პატარა და მსგავსი შინაარსის, თუმცა მესიჯების გამო პოლიციისთვის არ მიუმართავს და ამიტომ თვითონ შეხვდა მას. როდესაც საქმეზე გამოძიება დაიწყო, მისთვის უცნობი მამაკაცი, სახელად ვარლამი, შეხვდა და სთხოვა, რომ ეპატიებინათ ლ-–-სთვის.
მოწმე კ---------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბრალდებული ლ-–----–------–---–ი მისი მეზობელია, მან მეუღლისგან შეიტყო შვილის - ნ------------–სა და ლ-–----–------–---–ს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. გაირკვა, რომ ისინი ხვდებოდნენ სახლში, ვაგონში. როდესაც ლ-–-სთან ნ----ს მიმოწერის შესახებ შეიტყო მისმა მეუღლემ, შეხვდა ლ-–-ს და უთხრა, რომ ნ----სთვის თავი დაენებებინა, რადგან იგი არასრულწლოვანი იყო, თუმცა ლ-–- უარყოფდა მასთან კავშირს, შემდეგ რაჭაში ყოფნისას ნ----მ თქვა, რომ ლ-–-სთან ჰქონდა სქესობრივი კავშირიც.
მოწმე მ--------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზრალებული მისი დაა და მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ---- და ლ-–- ერთმანეთს მესიჯებით ეკონტაქტებოდნენ. ნ---- სოციალურ ქსელში ასევე გააქტიურებული იყო როგორც „გიჟი გოგოს სტატუსები“. ერთხელ ლ-–-მ მისწერა მას, რომ ნარკომანობას რატომ აბრალდებდა, აგრეთვე უთხრა, რომ ნუ ერეოდა მასა და ნ----ს ურთიერთობაში და ნუ იქცეოდა ბოროტი დედინაცვალივით. გარკვეული დროის შემდეგ ლ-–- დაბლოკა ნ----მ სოციალურ ქსელში და ლ-–- მას სთხოვდა ნ----სთან დაკავშირებას. როგორც ახსოვს ერთ-ერთ ბიჭზე, რომელიც მათ ნათესავად ეკუთვნით, ლ-–-ს ეგონა, რომ ნ----სთან რაღაც ურთიერთობა ჰქონდა და ამის შესახებ წერდა მას. ნ----სა და ლ-–-ს შორის სქესობრივი ურთიერთობის შესახებ მისთვის ასევე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ნ----მ რაჭაში დედის მეგობარს - ელენეს მოუყვა.
მოწმე ე-–----–------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულის დედის თ-------------–ის მეგობარია და მასთან ერთად ისვენებდა რაჭაში. ნ------------–თან ერთ-ერთი საუბრის დროს, როდესაც იგი უხასიათოდ იყო და ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა, უთხრა, რომ სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ ლ-–----–------–---–თან. უამბო, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ ვაგონში, სახლში, იგი ძალიან ნერვიულობდა, რადგან ეშინოდა მშობლების რეაქციის და ლ-–- აფრთხილებდა, რომ არავისთვის არ უნდა ეთქვა მათი ურთიერთობის შესახებ. სთხოვა კიდეც, რომ არ ეთქვა მისი მშობლებისთვის, თუმცა მან აუხსნა, რომ ამ ამბავის დამალვა არ შეიძლებოდა და შემდეგ ნ----მ თვითონ მოუყვა დედას რაც მოხდა
არასრულწლოვანმა მოწმე ლ--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ------------–ს იცნობს ბავშვობიდან და არის მისი ახლო მეგობარი. მისთვის ცნობილია, რომ იცის რომ ნ----ს და ლ-–-ს ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა დეტალები არ იცის, ისინი თითქმის ყოველდღე კონტაქტობდნენ, ნ---- ეუბნებოდა, რომ ლ-–-სთან საუბრობდა სხვადასხვა თემებზე, მუსიკაზე. ერთხელ ნ----მ ლ-–-ს მისი ტელეფონით მისწერა ჩუმად, რომ თუ მეორე დღეს შეხვდებოდა ერთი ზარი გაეშვა, თუ არ შეხვდებოდა ორი. ისინი ერთად არასდროს დაუნახავს, მაგრამ შეუმჩნევია, რომ სიახლოვისას ერთმანეთს დაჟინებით უყურებდნენ.
მ--–-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულ ნ------------–ს იცნობს ბავშვობიდან და მეგობრობს მასთან. ნ----მ იგი ლ-–-ს სახლში წაიყვანა ყავის დასალევად და ისიც გაიცნო. ბრალდების მხარის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცოდა თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ ლ-–-ს და ნ----ს, ხოლო დაცვის მხარის მიერ მისი ჩვენების ნაწილის წაკითხვის შემდეგ, მან დაადასტურა, რომ ნ------------–მა უთხრა მას, რომ ლ-–----–------–---–თან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა და ზუსტად არ იცოდა ისევ ქალწული იყო თუ არა. მას ლ-–-სთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.
მოწმე ს--–------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ---- ო-----–მა ლ-–-ს შესახებ უთხრა, რომ მისი ნათესავი იყო და ოჯახები ნაჩხუბრები იყვნენ, ხოლო შემდეგ უთხრა, რომ მეგობარი იყო. მან შეამჩნია, რომ ისინი ერთმანეთს დაჟინებით უყურებდნენ და ამიტომ ჰკითხა ნ----ს ლ-–-ს შესახებ. ნ---- რამდენჯერაც ლ-–-ს დაინახავდა, იმდენჯერ ცდილობდა მასთან ახლოს ყოფილიყო, ეტყობოდა რომ შეყვარებული იყო.
2018 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ------------–ის საქალწულე აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული, უკანა ტანის არეში მექანიკური დაზიანების ნიშანი არ აღენიშნება. ნ------------–ის სხეულზე რაიმე სახის მექნიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები ს------------–----ა, გ---–--------------–---–ი და ქ---------------–---–ი.
ს------------–----ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. მანვე შეკითხვაზე რამდენად არის შესაძლებელი ქალსა და მამაკაცს შორის ყოფილიყო სქესობრივი კავშირი ჩვეულებრივი ფორმით და არ დაზიანებულიყო საქალწულე აპკის სიმთელე, უპასუხა, რომ როდესაც სასქესო ასოს მოთავსება ხდება საშოს შესასვლელში და არა საშოში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საქალწულე აპკის მთლიანობა არ დაირღვეს. ტკივილის შეგრძნება სუბიექტურია და ვერ ახსნის რატომ განიცდიდა ნ------------–ი ტკივილს. საქალქულე აპკი შესაძლებელია არ დაირღვეს თუ იგი ფართო ფორმისაა. ნ------------–ის საქალწულე აპკის ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა რომ სრული სქესობრივი კავშირის დროს ის არ დარღვეულიყო, თუმცა კატეგორიულად ამაზე მსჯელობა შეუძლებელია. მამაკაცის სასქესო ორგანოს მოთავსება საშოს შესასვლელში არის სქესობრივი კავშირი და არ არის აუცილებელი მისი საშოში მოთავსება. თუ სქესობრივი კავშირის დროს მოხდა საშოშ შესასვლელის ჩახევა, ამ შემთხვევაში ჩნდება ნაწიბური, რომელიც არ ქრება. ასევე უკანა ტანში ნაწიბურები ჩნდება მხოლოდ მაშინ, თუ წარმოიქმნება ნახეთქები. შესაძლებელია სქესობრივი კავშირი უკანა ტანში დამყარედეს ის, რომ არანაირი ნახეთქი არ განვითარდეს. იგი ვერც დაადასტუურებს და ვერც უარყოფს ასეთ ფაქტს. ქალის საშოს აგებულება არის შემდეგი სახის: საშოს შესავალი, რომელიც მოიცავს დიდ და მცირე ბაგეებს, შემდეგ კარიბჭე, სადაც არის საქალწულე აპკი და შემდეგ საშო. სრული სქესობრივი კავშირი ნიშნავს რომ ასომ გაიარა საქალწულე აპკი და შევიდა საშოში, არასრული სქესობრივი კავშირი ნიშნავს კარიბჭემდე სქესობრივ კავშირს. თუ სასქესო ორგანო შეაღწევდა საშოში, ნ------------–ის საშოს ნატომიური აგებულებიდან გამომდინარე, მისი საქალწულე აპკის მთლიანობა დაირღვეოდა, მაგრამ თუ სქესობრივი კავშირი იყო საშოს შესავალში, ითვლება, რომ არის არასრული სქესობრივი კავშირი და ასეთ შემთხვევაში საქალწულე აპკის მთლიანობა არ დაირღვეოდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საშოს შესასვლელში მამაკაცის სასქესო ორგანოს მოთავსება არის სქესობრივი კავშირი. ნ------------–ის გამოკვლევის დროს ნაცხი აღებული არ იქნა, რადგან მამაკაცის სპერმატოზოიდები ქალის სასქესო ორგანოში რჩება სქესობრივი კავშირიდან სამი დღე, შემდეგ იგი ქრება, მნიშვნელოვანია ასევე ჰიგიენის დაცვაც, მოშარდვის შემთხვევაში უფრო მალეც გაქრება. შესაბამისად ნაცხის ანალიზის აღება არც იყო კითხვაში დასმული.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით მოწმე გ---–--------------–---–მა. მანვე განმარტა, რომ შესამოწმებელი პირი აძლევთ მათ ინფორმაციას და შემდეგ ამოწმებენ არის თუ არა დაზიანება. ნ------------–ის საქალწულე აპკის აგებულებიდან გამომდინარე ნაკლებსავარაუდოა რომ სრული სქესობრივი კავშირის შემთხვევაში მისი მთლიანობა არ დარღვეულიყო. არც სასქესო ორგანოზე და არც უკანა ტანში ნ------------–ს დაზიანებები არ ჰქონია, დადებით შემთხვევაში ასახავდნენ დასკვნაში.
მოწმე ქ---------------–---–მა ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა.
მოწმეებმა ი---------------–---–მა, გ------------–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რეალობა. მოწმე ი---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული გამოკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით. მანვე დაათვალიერა ლ-–----–------–---–ის საცხოვრებელი სახლი და საწოლის თეთრეულის ამოღება იმიტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ სავარაუდო სქესობრივი კავშირიდან, რასაც დაზარალებული უთითებდა, გასული იყო რამდენიმე თვე და თეთრეული გამოცვლილი იქნებოდა. მოწმე გ------------–--მ სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის დროს ნ------------–მა მიუთითა მწყობრიდან გამოსულ ვაგონზე, სადაც მიუთითა, რომ ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა ლ-–----–------–---–თან, ასევე მიუთითა მან დადიანის ქუჩაზე მშენებარე სახლზე და აღწერა სახლის განლაგება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა ირაკლი წვერავამ.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 23 სექტემბერს ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩის N7-53-ში მდებარე კ---------------–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა 1) მობილური ტელეფონი ”SAMSUNG DUOS”-ის ფირმის, ”გალაქსი j5” მოდელის, იმეი კოდებით: 3----------------- და 3-----------------; 2) მობილური ტელეფონი “Verizon 4G Pantech”-ის ფირმის, იმეი კოდით: 990000700933296; 3) ფოტოაპარატი “SAMSUNG GALAQSY”-ის ფირმის, მობილური ტელეფონის ფუნქციებით, რომლის იმეი კოდია: 3--------------; 4) ლეპტოპი ”Lenovo“-ს ფირმის, რომლის პერსონალური მონაცემებით: TYPE 2522-4BU S/N R8-4D9AN 10/06 PRODUCT ID:252248U და მ--------------–ის ”აიფონ 4” მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით :9--------------.
მითითებულ ტელეფონებზე, ერთ ფოტოაპარატზე და ერთ ლეპტოპზე დანიშნული იქნა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზა.
2018 წლის 25 დეკემბრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით:
N1 ტელეფონში მოთავსებული N1 სიმ ბარათის სკანირების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობის სააბონენტო ნომერია ,,+9-----------“, ხოლო, N2 და N3 სიმ ბარათების სკანირების შედეგად, მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების შესახებ ინფორმაციის ამოღება ვერ განხორციელდა. N2 სიმ ბარათის ,,ICCID იდენტიფიკატორია 8999597281020655171“ ხოლო N3 სიმ ბარათის ,,ICCID იდენტიფიკატორია 8999504140914228283“. მითითებულის ფარგლებში სააბონენტო ნომრების შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია პროვაიდერებისგან.
N1 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული N1 სიმბარათიდან ამოღებული- არსებული და აღდგენილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები SMS და ასევე ტელეფონში ინსტალირებული საკომუნიკაციო პროგრამა ,,Facebook Messenger”-დან ამოღებული არსებული ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,PhoneN1”
N2 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული N2 და N3 სიმ ბარათებიდან ამოღებული- არსებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS) გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,PhoneN2“
N1 ტელეფონში მოთავსებული N1 სიმბარათიდან და N2 ტელეფონში მოთავსებული N2 და N3 სიმ ბარათებიდან ამოღებული- არსებული და აღდგენილი ინფორმაციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სააბონენტო ნომერთან ,,+9-----------“ კომუნიკაცია ხორციელდებოდა ზემოთ აღნიშნული N1 ტელეფონიდან სააბონენტო ნომერზე (ით) ,,+9-----------“. აღნიშნულის ფარგლებში დანარჩენ მოწყობილობებში ინფორმაცია არ ფიქსირდება.
ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარმოდგენილ პორტატულ კომპიუტერში მოთავსებული მყარი დისკის სკანირების შედეგად ამოღებული- აღდგენილი ინფორმაცია, კერძო: საკომუნიკაციო საშუალებებით ,,google talk”, ,,ICQ” ,,mail.ru Agent”, Nate ON”; Skype” და Vkontakte” განხორციელებული ელ. მიმოწერები გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,HDD”
ზემოთ აღნიშნული საქაღალდეები სახელწოდებებით ,,PhoneN1”; ,,PhoneN2” და ,,HDD” ჩაწერილი იქნა ,,Verbatim”-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით ,, 6281547-REB16019”.
ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი მულტიფუნქციური კამერის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობა არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში, კერძოდ: არ იტვირთება ოპერატიული სისტემა, მითითებულიდან გამომდინარე წარმოდგენილი მოწყობილობიდან ინფორმაციიის ამოღბა ვერ განხორციელდა.
N3 ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება ვერ განხორციელდა, რადგან ექსპერტიზის წინაშე მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი არ ყოფილა აღნიშნული მოწყობილობის ოპერაციულ სისტემაში შესასვლელი უსაფრთხოების კოდი.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დავით უმანკოშვილი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვის სისწორე. მანვე დამატებით განმარტა, რომ მის მიერ ამოღებული იქნა და გადატანილი იქნა დისკზე ინფორმაცია. მულტიფუნქციური კამერა იყო უფუნქციო, შესაბამისად ინფორმაციის ამოღება ვერ მოხერხდა.
გიორგი გოგილაშვილმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექპერტიზების დასკვნის სისწორე. 2018 წლის 16 ნოემბრის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ირკვევა, რომ: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი “Apple” ფირმის “Iphone 4s” მოდელის მობილურ ტელეფონში მოთავსებული სიმ ბარათის სააბონენტო ნომრის და ქსელი დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან სიმ ბარათი არის არა აქტიურ მდგომარებაში.
“Apple” ფირმის “Iphone 4s” მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული და აღდგენილი იქნა განხორციელებული ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ვებ ბრაუზერის ისტორია, ხოლო სხვა სახის ინფორმაციის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მობილური ტელეფონიდან ჩვენს ხელთ არსებულ აპარატურულ პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია.
მობილურიდან ამოღებულ ინფორმაციაში ფიქსირდება მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოძიებისათვის საინტერესო ნომერთან 5-----------.
“Apple” ფირმის “Iphone 4s” მოდელის მობილურ ტელეფონში მოთავსებულ სიმ ბარათზე არსებული ან წაშლილი სტატუსის მქონე ინფორმაცია არ აღმოჩნდა.
ს.ს. №012060918009 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი “SAMSUNG” ფირმის “------------” მოდელის მობილურ ტელეფონში მოთავსებული სიმ ბარათების სააბონენტო ნომრების და ქსელის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან სიმ ბარათები არის არა აქტიურ მდგომარეობაში.
“SAMSUNG” ფირმის “------------” მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული და აღდგენილი იქნა განხორციელებული ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ვებ ბრაუზერის ისტორია, ხოლო სხვა სახის ინფორმაციის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მობილური ტელეფონიდან არსებულ აპარატურულ პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია.
მობილურიდან ამოღებულ ინფორმაციაში გამოძიებისათვის საინტერესო ნომერი 5----------- არ ფიქსირდება.
“SAMSUNG” ფირმის “------------” მოდელის მობილურ ტელეფონში მოთავსებულ სიმ ბარათებიდან ამოღებული იქნა არსებული სტატუსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
ს.ს. №012060918009 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი “PANTECH”-ის “ADR910LVW” მოდელის მობილური ტელეფონი დაბლოკილია მომხმარებლის მიერ მინიჭებული პაროლით, რომლის მოხსნაც ჩვენს ხელთ არსებულ აპარატურულ პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია, შესაბამისად რაიმე სახის ინფორმაციის ამოღება/აღდგენა ვერ მოხერხდა.
ს.ს. №012060918009 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი “SAMSUNG”-ის ფირმის “EK-GC100 Galaxy Camera” მოდელის ფოტო აპარატიდან ამოღებულ ინფორმაციაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით ან სოციალური ქსელების მეშვეობით განხორციელებული მიმოწერა არ აღმოჩნდა, შესაბამისად მიმოწერის ამოღება ჩვენს ხელთ არსებულ აპარატურულ პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია.
ს.ს. №012060918009 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი “LENOVO”-ს ფირმის ნოუთბუქიდან ამოღებული იქნა ვებ ბრაუზერების ისტორია, ხოლო სოციალური ქსელით ან ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელებული მიმოწერა წარმოდგენილ ნოუთბუქში არ აღმოჩნდა, შესაბამისად მიმოწერის ამოღება ჩვენს ხელთ არსებულ აპარატურულ პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია.
2019 წლის 18 მარტის კომპიუტერულ-ტექნიკური ექპერტიზის დასკვნით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი SAMSUNG -ის ფირმის SM_A 7000 მოდელის მობილური ტელეფონიდან (მ--------------–ისაგან ამოღებული) ამოღებული იქნა არსებული სტატუსის მქონე გრაფიკული და ვიდეო ფაილები, ხოლო წაშლილი ინფორმაციის აღდგენა წარმოდგენილი მობილური ტელეფონიდნ, მათ ხელთ არსებული პროგრამული აპარატურული საშუალებებით შეუძლებელია.
2019 წლის 6 მარტს მ--------------–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა მ--------------–ის კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელზეც დაინიშნა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზა მასში როგორგ არსებული, ისე წაშლილი სტატუსის მქონე ფოტო და ვიდეო ფაილების ამოსაღბად. 2019 წლის 17 მარტის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით მიითებული მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა არსებული სტატუსის მქონე გრაფიკული და ვიდეო ფაილები, ხოლო წაშლილი ინფორმაციის აღდგენა წამოდგენილი მობილური ტელეფონიდან, ვერ მოხერხდა.
სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დისკის დათვალიერების ოქმების მიხედვით, ლ-–----–------–---–ი სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5-----------, ნ------------–ი მამის სახელზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრით 5-----------, მ--------------–ი - 5-----------, თ-------------–ი 5-----------;
2018 წლის 21 ნოემბერს გამომძიებლის მიერ დათვალიერებული იქნა, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ცდ დისკი სხვადასახვა ტექნიკიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, კერძოდ: ლ-–----–------–---–ის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან 5----------- 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში მ--------------–ის ტელეფონზე 5-----------, ასევე ”აიფონ 4” -ში გაგზავნილია მესიჯები, სადაც მ--------------–ს სთხოვს, რომ დაურეკოს ნ----ს, ნ----მ ახსნას ბლოკი. მ--------------–ი ერთ-ერთ მესიჯში უხსნის ლ-–-ს, ბიჭი, რომელიც ნ----მ გაიცნო, მათ შორის არაფერი ხდება.
2018 წლის 6 დეკემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულ ნ------------–ის მონაწილეობით, რომელმაც აჩვენა ადგილი, სადაც ხვდებოდა ლ-–----–------–---–ს, კერძოდ: რუსთავში მ--------------------------------ე მდებარე ე.წ. „ს----–------------ის“ მიმართულებით, მივიდნენ თ--------–---–ის ქუჩით. ნ------------–მა მიუთითა თ--------–---–ის ქუჩიდან ე.წ „ს----–------------ასთან“ ჩასასვლელ კიბეებზე. მისი განმარტებით, სწორედ ხსენებული კიბეების ჩავლით ლ-–----–------–---–თან ერთად ჩავიდა „ს----–------------ის“ ტერიტორიაზე. კიბეების ჩავლის შემდგომ ნ------------–მა მიუთითა კიბეებიდან ხელმარცხნივ მდებარე რკინიგზის გვირაბზე. გვირაბის შესასვლელს აქვს ლითონის ორფრთიანი კარი. ნ------------–ის მითითებით შევიდნენ, სადაც დგას ვაგონები. პირველ ვაგონზე აღენიშნება ხანძრის კვალი. ნ------------–ი მითითებით მივიდნენ მეორე და მესამე ვაგონებთან, სადაც მისი განმარტებით ლ-–----–------–---–მა მასთან დაამყარა სექსუალური კავშირი. გვირაბიდან გამოსვლისას ნ------------–მა მიუთითა გვირაბის კარის მარჯვენა ფრთაზე, სადაც გარეთა მხარეს აღენიშნება წარწერები “Lash I love you” მისი განმარტებით აღნიშნული წარწერა გაკეთებული მის მიერ იმ დღეს როდესაც ლ-–-მ მასთან დაამყარა სექსუალური კავშირი. შემდგომ მიუთითა წარწერაზე ნ---- „ნ---- აქ არ გნახო მოსული უჩემოდ ლ-–-„ რომელიც გაკეთებულია ნ------------–ის განმარტებით ლ-–----–------–---–ის მიერ. ნ------------–ის მითითებით შემდგომ გავიდნენ დადიანის ქუჩის მიმართულებით. ნ----ს ო-----–ის მითითებით გაჩერდნენ დაუსრულებელი ორსართულიან სახლთან, სახლის პირველი სართული აშენებულია ბეტონით და ბლოკით, ხოლო ხოლო მეორე სართული აგურით. სახლის ტერიტორიის წინა მხარე არ არის შემოღობილი. ხსენებული სახლი მდებარეობს თოდრიას N33 კორპუსთან. ნ------------–ის მითითებით შევიდნენ ხსენებული დაუსრულებული სახლის პირველ სართულზე, სადაც მან მიუთითა ადგილზე, რომელ ადგილასაც ლ-–----–------–---–მა მასთან დაამყარა სექსუალური კავშირი. ნ------------–ის განმარტებით, ლ-–- ალთუნაშვილმა ხსენებული ორივე სექსუალური კავშირის დროს მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა ფეხზე მდგომმა, კერძოდ ორივე იდგა ფეხზე, ხოლო ლ-–- იდგა მის ზურგს უკან.
2016 წლის 26 იანვარს გამომძიებლის მიერ დათვალიერებული იქნა სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია CD დისკზე, კერძოდ: საქაღალდის გახსნისას მასში მოთავსებულია ორი ქსელის ფაილი სახელწოდებით: imei kodebis dadgena და nomris detaluri demografia. ფაილის სახელწოდებით: imei kodebis dadgena da გახსნისას, რომლის შექმნის თარიღია 12/12/2018 4:00 PM, ზომა 9 KB, დათვალიერებისას ცხრილში მოცემულია სიმ ბარათი ნომრით 9----------, სხვადასხვა დროს, თუ რაიმე კოდების მქონე მობილურ ტელეფონში იყო გააქტიურებული, რომელიც ამოიბეჭდა 1 ფურცლად და დაერთო აღნიშნულ სს საქმეს. ფაილის სახელწოდებით: „nomris detaluri demografia“ გახსნისას, რომლის შექმნის თარიღია 12/12/2018 4:13 PM, ზომა 572 KB, დათვალიერებისას ცხრილში 2 ფურცლად მოცემულია სიმ ბარათის 9---------- დეტალური მონაცემები. ფაილის პირველ გვერდზე მოცემულია სიმ ბარათის ნომრიდან 9----------, 19/04/2018 წლის 13:02:45 საათიდან 30/09/2018 წლის 23:57:04 საათამდე სხვადასხვა ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარები, ზარების ხანგრძლივობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებები (სმს), რაოდენობები, ფართობები (ტერიტორია), უჯრედები, საიტის სახელწოდებები, საიტის მისამართები. ფაილის სახელწოდებით „nomris detaluri demografia“ პირველ ფურცელზე ცხრილში სხვადასხვა ნომრებთან ერთად მოცემულია 9---------- ნომრიდან: კ---------------–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე 5--------, მ--------------–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5--------, თ-------------–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5---------, ნ---- მემანიშვილის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5--------, სხვადასხვა დროს გამავალი და შემავალი ზარები და სმს-ები ადგილმდებარეობის, დროის, თარიღის მითითებით. ფაილის სახელწოდებით: nomris detaluri demografia“ მეორე ფურცელზე მოცემულია სიმ ბარათის 9-----------, მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები, მოხდა აღნიშნული გვერდის ამობეჭვდვა 1 ფურცლად, რომელიც დაერთო აღნიშნულ სს საქმეს.
სილქნეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დისკის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ტელეფონის ნომერი 5----------- 2018 წლის 19 აპრილიდან რეგისტრირებულია ლ-–----–------–---–ის მეუღლე სოფიო ნაცვლიშვილზე, და 2018 წლის 19 აპრილიდან 30 სექტემბრის პერიოდში აღნიშნული ნომერი ძირითადად ფიქსირდება ქ.რუსთავში. მოწმე სოფიო ნაცვლიშვილის 2018 წლის 9 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისი მეუღლე ლ-–----–------–---–ი დაახლოებით ერთი თვე რაც სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 5-----------, მანამდე იგი სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5-----------.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული განსხვავდება გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებებისაგან იმით, რომ მოცემულ შემთხვევაში სექსუალური კონტაქტი მსხვერპლთან მისივე თანხმობით მყარდება და არ შეიცავს ძალადობის ან მსხვერპლზე ზემოქმედების სხვა ნიშნებს. სექსუალური ხასიათის შეღწევის დასჯადობა 16 წელს მიუღწეველთან, გამოწვეულია იმით, რომ 16 წლამდე პირს არ აქვს უნარი სრულად გაიაზროს ამგვარი ურთიერთობის ხასიათი, ჰქონდეს მყარი პოზიცია სქესობრივი ურთიერთობის საკითხებზე და თუნდაც გაწიოს აქტიური წინააღმდეგობა, მაშინაც კი როდესაც არ აქვს რეალური სურვილი სქესობრივი კავშირის. სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა გულისხმობს ერთი ადამიანის სასქესო ორგანოში მეორე ადამიანის სასქესო ორგანოს ან სხეულის სხვა ნაწილის ან საგნით შეღწევას.
ადამიანის უფლებათა ერვოპულმა სასამართლომ საქმეზე „გარდელი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Gardel v. France) 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სექსუალური ძალადობა, უდავოდ,საზარელი ტიპის დანაშაულია, რომელსაც დამანგრეველი ეფექტი აქვს მსხვერპლზე. ბავშვებს და სხვა დაუცველ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფოს მიერ იყონ დაცულნი, რომ მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებში ასეთი უხეში ტიპის ჩარევა ეფექტიანად იყოს აღკვეთილი“.
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სქესობრივ კავშირს ადგილი არ ჰქონია, რასაც მისივე შეფასებით ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და ექსპერტთა ჩვენებებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ სქესობრივი კავშირი, თუ იგი არის არასრული სახის, ანუ მამაკაცის სასქესო ორგანო თავსდება საქალწულე აპკამდე, არ გამოიწვევს მისი მთლიანობის დარღვევას, თუმცა ასეთი კავშირი ასევე მიიჩნევა სქესობრივ კავშირად და არ არის აუცილებელი სასქესო ორგანოს საშოში მოთავსება. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, რომ მხოლოდ ნ------------–ის ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან სადავო არ არის ის გარემოება, რომ სქესობრივი კავშირი როგორც წესი ხდება დახურული ტიპის ადგილებში და არ გამოირჩევა თვითმხილველი მოწმეების სიმრავლით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ეჭვგარეშეა, რომ ლ-–----–------–---–სა და ნ------------–ს შორის სქესობრივ კავშირს არ ჰყავს მოწმე და შეუძლებელია დავა იმ საკითხზე, თუ კიდევ ვის შეეძლო დაედასტურებინა სად, როდის და რა ვითარებაში ჰქონდათ მათ სქესობრივი ურთიერთობები. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის შეფასება, თითქოს ნ------------–მა შურისძიების მიზნით დაასმინა ლ-–----–------–---–ი დანაშაულის ჩადენაში, რადგან მან არ მიატოვა თავისი ოჯახი და დაცვის მხარე არ ამახვილებს ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიცაა დაზარალებულის ასაკი და გამოძიების დაწყების პერიოდი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------–ის მხრიდან ასეთი დაინტერესების შემთხვევაში, იგი ამ მნიშვნელოვან მოვლენას გაანდობდა არა დედის მეგობარს და ოჯახის წევრებს, არამედ თავად შეატყობინებდა პოლიციას, ისე რომ არ ექნებოდა შიში მშობლების, და განსაკუთრებით მამის შემდგომი მოქმედების. სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს, რომ ნ------------–ი უკიდურესად იყო შეყვარებული ლ-–----–------–---–ზე და მხოლოდ შემთხვევითი ვითარების შედეგად გახდა ცნობილი მომხდარის შესახებ, რადგან იგი ამ ეტაპისთვისაც არ არის სრულწლოვანი და ჯერ კიდევ უცნობია შეასრულებდა თუ არა ლ-–----–------–---–ი თავის დანაპირებს ნ------------–თან დაოჯახების თაობაზე. ნ------------–ის ჩვენება სასამართლოს შეფასებით არის დამაჯერებელი, სანდო და უტყუარი და სხვა მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ ნ------------–ს გამოძიების დაწყებიდან რამდენჯერმე მოუწია ჩვენების მიცემა, კერძოდ გამოიკითხა მოწმის სახით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპეტრიზა და დაიკითხა სასამართლოში, ყველა ამ შემთხვევაში მას არცერთხელ არ უარყვია ლ-–----–------–---–თან ურთიერთობა, რაც სიცრუის შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ გაეძლო ასეთი უკიდურესად პირადი ცხოვრების დეტალების დასახელებისაგან. ნ------------–ის გულწრფელობაზე სწორედ მიუთითებს ის, რომ მან მომხდარის შესახებ დედის მეგობარს უთხრა, რადგან გააზრებული ჰქონდა, რომ ურთიერთობა ჰქონდა ისეთ მამაკაცთან, რომელსაც ოჯახი ჰყავდა და დაჟინებით სთხოვდა არავისთვის გაემხილა მათი ურთიერთობის შესახებ. ნ------------–ისა და ლ-–----–------–---–ის ურთიერთობას, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ასევე ადასტურებს ყველა ზემოთჩამოთვლილი მტკიცებულება, თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ გარემოებას, რომ მოწმეებმა მიუთითეს იმ საკითხებზე, რაც მათ უშუალოდ ნახეს და იცოდნენ. მხოლოდ მეზობლური ურთიერთობა გამოირიცხება იმით, რომ თ-------------–ი შეხვდა ლ-–----–------–---–ს და მოსთხოვა თავი დაენებებინა ნ----სთვის, ასევე შემთხვევით შეხვედრებს გამორიცხავს ანა სხილაძის ჩვენება, რომელიც ყავის დასალევად გაჰყვა ნ------------–ს ლ-–----–------–---–თან სახლში, ნ----ს შეყვარებულობის შესახებ ცნობილი იყო ასევე მისი კლასელისთვის, რომელიც იყო შემთხვევითი შემსწრე ლ-–-ს და ნ----ს ქუჩაში შეხვედრების, შესაბამისად, ნ------------–ის ჩვენება, გარდა სქესობრივი კავშირის დროს ვინმეს თანდასწრებისა, სრულად არის გამყარებული იმ პირთა ჩვენებებით, ვისთვისაც ცნობილი იყო მათი ურთიერთობა და სრულიად ლოგიკურია, რომ უმეტესობამ არაფერი იცოდა რეალური ფაქტების თაობაზე, რადგან ნ------------–იც და ლ-–----–------–---–იც შეთანხმებულად მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას.
რაც შეეხება სქესობრივი კავშირის სისრულეს, სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძვეზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ-–----–------–---–ი ნ------------–თან ამყარებდა არასრულ სქესობრივ კავშირს და მას არც ჰქონდა ნ----სთან ისეთი ურთიერთობის სურვილი, რომელიც შემდეგ მისგან რაიმე სახის პასუხისმგებლობას მოითხოვდა. ლ-–----–------–---–მა იცოდა ნ----ს ასაკი და მისი ოჯახური მდგომნარეობის გათვალისწინებით გააზრებული ჰქონდა, რომ მათ ურთიერთობას არ ჰქონდა მომავალი, ის არ აპირებდა მეუღლესთან განქორწინებას და შესაბამისად ნ------------–თან მხოლოდ სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი ამოძრავებდა, ამიტომაც აიძულებდა მას რომ არავისთვის ეთქვა მათი ურთიერთობის შესახებ და საქმეზე ამოღებული ყველა ტექნიკური საშუალების სიცარიელეც სწორედ იმას მიუთითებს, რომ იგი შლიდა გაგზავნილ მესიჯებს და წაშლას სთხოვდა ნ------------–საც, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიძებნებოდა ერთი მუსიკა მაინც, რომელსაც არ თავად უარყოფს და უთითებს, რომ ნ----სთან მუსიკაზე საუბრობდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წამოდგენილი იქნა ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ლ-–----–------–---–ს წარედგინა ბრალი. სასამართლოს შეფასებით, გამოძიების ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და მხარეების მიერ ამ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის დროს, მხარეთა მხრიდან არსებითი ხასიათის ისეთი დარღვევა, რაც გამოიწვევდა ამ საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას - გამოვლენილი არ ყოფილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლ-–----–------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისავე რესოციალიზაცია.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ლ-–----–------–---–ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მისაღწევად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ლ-–----–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–----–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ლ-–----–------–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 აპრილიდან.
3. ლ-–----–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად: საქმეზე ამოღებული მობილური ტელეფონი „SAMSUNG DUOS”-ის ფირმის, „გალაქსი J5“ მოდელის, იმეი კოდებით: 3----------------- და 3-----------------; მობილური ტელეფონი „Verizon 4G Pantech”-ის, იმეი კოდით: 990000700933296; ფოტოაპარატი „SAMSUNG GALAQSY”-ის მობილური ტელეფონის ფუნქციებით, რომლის იმეი კოდია: 3--------------; ლეპტოპი “Lenovo”-ს ფირმის, რომლის პერსონალური მონაცემებით: TYPE 2522-4BU S/N R8- 4D9AN 10/06 PRODUCT ID: 252248U. მ--------------–ის „ აიფონ4“ მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით: 9--------------, მ--------------–ის კუთვნილი „ Samsung”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, დაუბრუნეს მათ მესაკუთრეებს ან კანონიერ მფლობელებს.
ექსპერტიზის N008891918 დასკვნაზე თანდართული ერთი ცალი დისკი, მ--------------–ის კუთვნილი „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია ერთ ცალ cd დისკზე, მ--------------–ის „ აიფონ 4“-ის ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფომაცია ერთ ცალ cd დისკზე თანდართული N 283/კ-ტ დასკვნაზე, “Lenovo”-ს ფირმის ნოუთბუქიდან ამოღებული ინფორმაცია ერთ ცალ cd დისკზე თანდართული N 283/კ-ტ დასკვნაზე, მ--------------–ის კუთვნილი „Samsung”-ის ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია ერთ ცალ cd დისკზე თანდართული N 383/კ-ტ დასკვნაზე, ჯეოსელიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ cd დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე