გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.12.2019
საქმის ნომერი
110210119003105930
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან, ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210119003105930

№ 2/417- 2019 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 დეკემბერი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _თ------ ხ-----------ე;

წარმომადგენელი - ნ--- ზ-----ძე;

მოპასუხე _მ--- ბ-------–---–ი;

წარმომადგენელი - ლ--------- ს----–---–ი;

დავის საგანი_ უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება და და თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თ------ ხ-----------ესა და ა-–---------- ხ-----------ეს შორის 2012 წლის 2 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ.ზესტაფონში, ს---------------------------------–---------------------ზე, ს. კოდით 3------------------ და თ------ ხ-----------ე ცნობილ იქნას აღნიშნული ქონების მესაკუთრედ.

 

მოპასუხე მ--- ბ-------–---–- თ------ ხ------------- სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის თანხის 33 000 ლარის, ასევე 3074 ევროს ნახევრის 1537 ევროს ექვივალენტის 4733 ლარის გადახდა; ასევე დაეკისროს მათი ძმის ა-–---------- ხ------------- გასვენებაში შემოსული 3810 ლარის ნახევრის 1905 ლარის, ა-–---------- ხ------------- მაღაზიიდან წაღებული 400 ლარის ნახევრის 200 ლარის, ქ. თბილისში ა-–---------- ხ------------- კუთვნილი ბინის გაქირავების შედეგად აღებული 4000 ლარის ნახევრის 2000 ლარის, სულ 41838 ლარის გადახდა.

 

სარჩელის გარემოებები:

 

თ------ ხ-----------ეს 2012 წელს უსინათლოთა საზოგადოებაში, 17 %-იანი წილი შესყიდვასთან დაკავშირებით შეექმნა ფინანსური პრობლემები. ვინაიდან თავად სესხი ვერ გამოჰქონდა, ქ.ზესტაფონში, ს---------------------------------ში მდებარე თავისი კუთვნილი ბინა გადაუფორმა თავის ძმას ა-–---------- ხ-----------ეს, რომელსაც უნდა გამოეტანა იპოთეკური სესხი და თანხა უნდა გადაეცა მისთვის, რითაც შეძლებდა პრობლემის მოგვარებას, მაგრამ პირიქით მოხდა. სესხი ორჯერ იქნა გამოტანილი და არც ერთხელ მას არ მოხმარდა თანხა, თუმცა ეს ვალები მისი გასასტუმრებელი გახდა. 654 ევრო მან გადაიხადა ა-–---------- ხ----------ს ვალის დაფარვის მიზნით, ხოლო დარჩენილი თანხა 2693 ევრო მისმა ცოლისძმამ თ----- ღ-----ემ გადაიხადა. შემდგომში 2016, 2017 და 2018 წლებში ეს ვალი თ----- ღ-----ეს მან გაუსტუმრა, თითქმის 2420 ევრო. საცხოვრებელი ბინა, როცა მეორედ დაიტვირთა იპოთეკით, აღებული სესხიდან 17000 ლარიდან, მას მისცეს 300 ლარი, 6200 ლარიდან მისმა ძმამ კრედო ბანკის ვალი 900 ლარი გადაფარა, 5000 ლარი თვითონ დაიტოვა, ხოლო დარჩენილი თანხა ვინმე დ----- თ--------ესა და ლ---- ბ-------ეს მისცა. აღნიშნულით მისმა ძმამ მის მიმართ გამოიჩინა დიდი უმადურობა. ამასობაში, საწარმოში მისი 17 %-იანი წილი, შეფასებული 33 000 ლარად, გაიყიდა და იგი დარჩა წილის გარეშე. მისი ძმის ა-–---------- ხ------------- გარდაცვალების შემდეგ, სს ,,ს----------–--------მა’’ გადასახდელად დააკისრა 7756 ლარი. მ--- ბ-------–---–მა გააქირავა მათი ძმის ა-–---------- ხ------------- კუთვნილი ბინა ქ. თბილისში, 2015 წლის ივლისისიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით და ქირის სახით თვეში იღებდა 200 ლარს, საერთო ჯამში აიღო 4400 ლარი. აქედან მას ორჯედ მისცა 100-100 ლარი, ხოლო 200 ლარი გადაიხადა ბინაში კანალიზაციის შესაკეთებლად. ა-–---------- ხ------------- გასვენების ხარჯი გაიღო მ--- ბ-------–---–მა. გასვენებაში შემოსულმა თანხამ შეადგინა 3810 ლარი, რაც მთლიანად წაიღო მ--- ბ-------–---–მა, ასევე მანვე წაიღო ა-–---------- ხ----------ს მაღაზიიდან დარჩენილი 400 ლარი. ა-–---------- ხ------------- საკრედიტო ვალდებულებებიდან გამომდინარე მის მიერ გადახდილმა თანხამ შეადაგინა 3074 ევრო, რომლის ნახევარიც შეადგენს 1537 ევროს. მან ვერ გამოიყენა თავისი ბინა, რითაც 33 000 ლარის ზიანი მიადგა. ა-–---------- ხ------------- მიერ ნაკისრი ვალდებულების გასტუმრებაში არავითარი წვლილი არ მიუღია მის დას და ა-–---------- ხ----------ს მეორე მემკვიდრეს მ--- ბ-------–---–-. ამ ხნის განმავლობაში მას დიდი ზიანი მიადგა, რაც უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ და გაინაწილოს ყველა ის პასუხისმგებლობას, რაც ასევე მასაც გააჩნია, როგორც ა-–---------- ხ------------- მემკვიდრეს. ამასთან, მ--- ბ-------–---–მა მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა, რის გამოც ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების ბათილობას და ზიანისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე მ--- ბ-------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ.ზესტაფონში, ზ---------------------–- მდებარე ბინა ეკუთვნოდა თ------ ხ-----------ეს, თუმცა, ვინაიდან მას ა-–---------- ხ------------- ვალის ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი, ამ ვალის სანაცვლოდ გადაუფორმა ა-–---------- ხ-----------ეს აღნიშნული ბინა. მათი გარდაცვლილი ძმის ა-–---------- ხ------------- კუთვნილი ქ. თბილისის ბინა მართლა გაქირავებული იყო, თუმცა აღებული თანხა, ნაწილი გასვენების ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო ნაწილი ისევ ამ ბინის კეთილმოწყობას მოხმარდა. 2017 წლიდან კი ამ ბინაში თ------ ხ------------- შვილი ცხოვრობს და მიუხედავად სურვილისა, მას არ ეძლევა შესაძლებლობა ბინა გააქირაოს და მიიღოს შემოსავალი. ა-–---------- ხ-----------ე ბოლო ავადმყოფობისას, გარდაცვალებამადე მასთან იმყოფებოდა ქ. თბილისში. როდესაც გარდაიცვალა, მან თავისი ხარჯებით ჩამოასვენა, გაუკეთა ქელეხი და ღირსეულად დაკრძალა. მთლიანობაში ამ ხარჯებმა შეადგინა 5 500 ლარი. არასწორია, რომ სასამართლომ მხოლოდ თ------ ხ-----------ეს დააკისრა ბანკის ვალის 7756 ლარის გადახდა. ამ თანხის გადახდა მას სოლ----რულად დაეკისრა სხვებთან ერთად. ყველა სესხის თანხა თ------ ხ-----------ემ აიღო და მოიხმარა. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება ა-–---------- ხ------------- ან მ--- ბ-------–---–ის მხრიდან მიყენებულ ზიანზე და თანხის გადახდის ვალდებულებაზე. ამასთანავე, ალ. ხ------------- დანაშთ ყველა უძრავ ქონებას, ასევე მოძრავ ნივთებს ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს თ------ ხ-----------ე და მისი ოჯახი და სრულიად გაუგებარია, თუ რა პრეტენზიები გააჩნიათ მის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მხარეები მოსარჩელე თ------ ხ-----------ე და მოპასუხე მ--- ბ-------–---–ი არიან გარდაცვლილი ა-–---------- ხ------------- ძმა და და.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სამკვიდრო მოწმობას.

 

3.2. 2012 წელში, ვინაიდან თ------ ხ-----------ეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვერ ახერხებდა ბანკიდან ან საფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღებას, გადაწყვიტა მის საკუთრებაში არსებულის ბინა, მდებარე ქ. ზესტაფონში, ზ-----------------------–------- ს. კოდით 3------------------, რომელიც მას მიღებული ჰქონდა პრივატიზაციის შედეგად, გადაეფორმებინა თავისი ძმის ა-–---------- ხ------------- სახელზე, რომელიც გამოიტანდა იპოთეკურ სესხს და თანხას გადასცემდა თ------ ხ-----------ეს, რომელიც თავის მხრივ გადაიხდიდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს და დაფარავდა სესხს.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ა-–---------- ხ------------- დაკითხვის ოქმს, რეესტრის ამონაწერს თ------ ხ------------- საკუთრების შესახებ.

 

3.3.2012 წლის 2 ივლისს თ------ ხ-----------ესა და მის ძმას ა-–---------- ხ-----------ეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც თ------ ხ-----------ემ ა-–---------- ხ-----------ეს საკუთრებაში გადასცა ქ. ზესტაფონში, ზაქარიაძის ქუჩა N 24ა-ში მდებარე N14 ბინა, ს. კოდით 3------------------.

 

სასამართლოს დაეყრდნო 2012 წლის 2 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებას, საჯარო რეესტრის ამონაწერებს.

 

3.4. 2012 წლის 29 აგვისტოს ა-–---------- ხ-----------ესა და სს ,,კ-----------–-------------ას’’ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ა-–---------- ხ------------- საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა, მდებარე ქ. ზესტაფონში, ზ-----------------------–------- ს. კოდით 3------------------, ხოლო საკრედიტო თანხად განისაზღვრა - 2400 ევრო.

 

სასამართლო დაეყრდნო 2012 წლის 29 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებას, საჯარო რეესტრის ამონაწერს.

 

3.5. აღნიშნული სესხის თანხა მთლიანდ მოიხმარეს თ------ ხ-----------ემ და მისმა მეუღლემ ლ---- ხ-----------ემ და პერიოდულად ისინი იხდიდნენ კიდეც ვალის გასტუმრების მიზნით ყოველთვიურ შენატანებს. სულ მათ მიერ გადახდილი იქნა 654 ევრო.

 

სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ა-–---------- ხ------------- საჩივარს და მისი დაკითხვის ოქმს, სალაროს შემოსავლის ორდერებს.

 

3.6.ლ---- ხ------------- ძმამ თ----- ღ-----ემ, ლ----ს თხოვნით, გადაიხადა სს ,,კ-----------–-------------ას’’ მიმართ არსებული დავალიანება 2 693 ევრო.

 

სასამართლო დაეყრდნო 2013 წლის 21 მაისის N1 სალაროს შემოსავლის ორდერს, ვალუტის გაცვლის 2013 წლის 21 მაისის N1 ქვითარს.

 

3.7. თ------ და ლ---- ხ-----------ეების ინტერესებისათვის, ა-–---------- ხ------------- სახელით, 2013 წლის 21 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სს ,,ს----------–--------ისაგან’’ კვლავ იქნა გამოტანილი სესხი, ისევ იპოთეკით დაიტვირთა ა-–---------- ხ------------- საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა, მდებარე ქ. ზესტაფონში, ზ-----------------------–------- ს. კოდით 3------------------, ხოლო სესხის თანხად განისაზღვრა - 17 000 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, სესხის გრაფიკს, საჯარო რეესტრის ამონაწერს,3.8. აღნიშნული სესხის თანხა ა-–---------- ხ-----------ემ გადასცა ლ---- ხ-----------ეს და მისი მითითებით დ----- თ--------ეს. სესხის თანხით ა-–---------- ხ-----------ეს არ უსარგებლია.

 

სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ა-–---------- ხ------------- საჩივარსა და ჩვენებას, დ----- თ--------ის ხელწერილს.

 

3.9. 2015 წლის 8 ივნისს ქ. თბილისში გარდაიცვალა ა-–---------- ხ-----------ე.

 

სასამართლო დაეყრდნო გარდაცვალების მოწმობას.

 

3.10. ა-–---------- ხ------------- ქ. თბილისიდან ჩამოსვენების, დაკრძალვისა და ქელეხის ხარჯები სრულად გაიღო მხოლოდ მ--- ბ-------–---–მა და ამ ხარჯებმა შეადგინა 5500 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმე ლ---- ხ-------------, გიორგი ბ-------–---–ის, ს------- ხ------------- ჩვენებებს.

 

3.11.ა-–---------- ხ------------- დაკრძალვაზე ოჯახის დახმარების მიზნით, შემოწირულობის, ე.წ. გადასახურავის სახით შემოვიდა 3800 ლარი, რომელიც წაიღო მ--- ბ-------–---–მა მის მიერ ძმის დაკრძალვაზე გაწეული ხარჯების სანაცვლოდ. ასევე, ა-–---------- ხ-----------ეს სოფელ ი-–--ში ჰქონდა თავისი საკუთარი სავაჭრო ჯიხური, რომელშიც დარჩენილი პროდუქტები ჩააბარეს 400 ლარად, რაც მ--- ბ-------–---–მა წაიღო გასვენების ხარჯების ანაზღაურებისათვის, ანუ მთლიანად (3800 + 400 =4200 ლარი) მის მიერ გაწეული ხარჯების სანაცვლოდ მან აიღო 4200 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.11. ა-–---------- ხ------------- საფლავის ქვა გააკეთა თ------ ხ-----------ემ, რაშიც გადაიხადა 400 ლარი. აღნიშნული თანხა მას აუკრიბეს და გადასცეს ბინის მეზობლებმა.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმე ლ---- ხ------------- ჩვენებას.

 

3.12. ა-–---------- ხ-----------ეს პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. მისი მეორე რიგის მემკვიდრეები არიან ძმა - თ------ ხ-----------ე და და -მ--- ბ-------–---–ი, რომლებმაც 2019 წლის 15 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით მიიღეს გარდაცვლილი ძმის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სამკვიდრო მოწმობას.

 

3.13. ა-–---------- ხ------------- სამკვიდროს შეადგენს სამკვიდრო მოწმობაში მითითებული: ბინა მდებარე ქ.ზესტაფონში, ზ----------------------- ს. კოდით 3------------------- ბინა მდებარე ქ. თბილისში, შ------------ ს./ კოდით 0-------------------------- სამკვიდროს ასევე შეადგენს ის უძრავი ქონება, რაც სამკვიდრო მოწმობაში არ არის მითითებული, თუმცა საკუთრებაში (რეესტრში დაურეგისტრირებელი) გააჩნდა ა-–---------- ხ-----------ეს, კერძოდ, მიწის ნაკვეთი და ორსართულიანი, აგურის, კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, მდებარე ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, სადაც მუდმივად ცხოვრობდა ა-–---------- ხ-----------ე. ა-–---------- ხ------------- სამკვიდროს ასევე წარმოადგენს მოძრავი ქონება, მათ შორის: დახლ-მაცივარი, ღირებული 400 ლარად; კარადა მაცივარი, ღირებული 800 ლარად და საოჯახო მაცივარი ღირებული 1200 ლარად, ასევე რკინის მაღაზია -ჯიხური.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, საჯარო რეესტრის ამონაწერებს და საარქივო ცნობას, მოწმე ლ---- ხ------------- ჩვენებას.

 

3.13. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით:

 

,, ს---------------–---------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეები თ------ ხ-----------ე (პ.ნ 1----------) და მ--- ბ-------–---–ი (პ.ნ 0----------) აღიარებულ იქნენ მათი გარდაცვლილი ძმის - ა-–---------- ხ------------- (პ.ნ 1----------- უფლებამონაცვლედ;

 

გარდაცვლილი - ა-–---------- ხ------------- (პ.ნ 1----------- საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ზესტაფონი, ს------------------------------ საკადასტრო კოდით 3------------------ აღიარებულ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ იქნა მოპასუხეების - თ------ ხ-------------ა (პ.ნ 1----------) და მ--- ბ-------–---–ის (პ.ნ 0----------) თანასაკუთრებად;

 

მოპასუხეებს თ------ ხ-----------ეს (პ.ნ 1----------) (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) , მ--- ბ-------–---–- (პ.ნ 0----------) (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში), რ--------------სა (პ.ნ 1----------) და გ-------------ს (პ.ნ 5----------- მოსარჩელე ს---------------–---------ის'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ სოლ----რულად დაეკისრათ დავალიანების 7756 ლარის გადახდა;

 

დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ზესტაფონი, ს------------------------------ საკადასტრო კოდით 3------------------. რეალიზაცია. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ უნდა იქნეს თ------ ხ------------- (პ.ნ 1----------) (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში) , მ--- ბ-------–---–ის (პ.ნ 0----------) (მიღებული სამკვიდროს ფარგლებში), რატი კუპრაძისა (პ.ნ 1----------) და გ-------------- (პ.ნ 5----------- საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ;

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე მიმდინარეობს აღსრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებას, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.14. ა-–---------- ხ------------- გარდაცვალების შემდეგ, ქ. თბილისში მდებარე მისი კუთვნილი ბინა გააქირავა მ--- ბ-------–---–მა 2015 წლის ივლისის თვიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით. ბინა გაქირავებული ჰონდა თვეში 200 ლარად. 22 თვის მანძილზე ქირიდან შემოსული თანხიდან - 4400 ლარიდან 1300 ლარით მ--- ბ-------–---–მა აინაზღაურა ა-–---------- ხ------------- გასვნებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯის დარჩენილი თანხა და საბოლოო ჯამში, მან სრულად აინაზღაურა გასვენების ხარჯი 5500 (3800 +400 +1300) ლარის ოდენობით, 200 ლარი გადასცა თ------ ხ-----------ეს, ხოლო 200 ლარი გახარჯა ბინის კანალიზაციის შესაკეთებლად.

 

სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

 

3.15. ქ.ზესტაფონში, ს-------------------------------ში მდებარე ა-–---------- ხ------------- დანაშთ ბინაში ცხოვრობს თ------ ხ-----------ე თავისი ოჯახით.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.16. ქ. თბილისში მდებარე ა-–---------- ხ------------- დანაშთ ბინაში, ქირავნობის დასრულების შემდეგ, 2017 წლის აპრილ----ნ, თ------ ხ------------- ნებართვით და სურვილით, დღემდე ცხოვრობს თ------ ხ------------- ქალიშვილი ნ----- ხ-----------ე.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეების ლ----, ნ----- და ს------- ხ-----------ეების ჩვენებებს.

 

3.17. ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, ა-–---------- ხ------------- კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ამაჟამად ცხოვრობს თ------ ხ------------- მეორე ქალიშვილი ს------- ხ-----------ე თავის ოჯახთან ერთად.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეების ლ----, ნ----- და ს------- ხ-----------ეების ჩვენებებს.

 

3.18. მოძრავი სამკვიდრო ქონებიდან სამივე მაცივარი წაღებული აქვს და ფლობს თ------ ხ-----------ე.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს,3.19. მ--- ბ-------–---–- სურდა და სურს გააქირაოს მემკვიდრეობით მიღებული ქ. თბილისში მდებრე ბინა, მაგრამ ვერ აქირავებს და ვერ იღებს შემოსავალს, ვინაიდან ბინაში ცხოვრობს მეორე მემკვიდრის თ------ ხ------------- შვილი ნ----- ხ-----------ე.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა მოპასუხის ახსნა-განმარტებას, მოწმე ს------- ხ------------- ჩვენებას.

 

3.20. ნ----- ხ-----------ემ ქ. თბილისში ბიძის კუთვნილ ბინაში ცხოვრებისას, თ------ ხ------------- თანხით, ჩაატარა გარკვეული სარემონტო სამუშოები, კერძოდ, გამოცვალა კანალიზაციის მილები, უნიტაზი, ონკანი, პირსაბანი ნიჟარა, როგორც ხელოსანი ამაში მას ეხმარებოდა დედის ძმა. გაწეული ხარჯის თაობაზე მტკიცებულებები მოსარჩელე თ------ ხ-----------ეს არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხის განმარტებით, გაწეულმა ხარჯმა დაახლოებით შეადგინა - 800 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ------ ხ------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

სამოქალაქო კოდექსის 409-ე, 411-ე, 412-ე, 524-ე, 529-ე, 530-ე, 992-ე, 953-ე, 954-ე, 955-ე, 959-ე, 986-ე, 1328-ე მუხლებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. თ------ ხ-----------ე ითხოვს, გაუქმდეს მასსა და ა-–---------- ხ-----------ეს შორის 2012 წლის 2 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ.ზესტაფონში, ს---------------------------------–---------------------ზე, ს. კოდით 3------------------ და თ------ ხ-----------ე ცნობილ იქნას აღნიშნული ქონების მესაკუთრედ.

 

ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ ის ამ ხელშეკრულების დადებით ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა და ფაქტობრივად მის მიმართ უმადურობა იქნა გამოჩენილი, როგორც ა-–---------- ხ-------------, ასევე მ--- ბ-------–---–ის მიერ, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, 1. თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. 2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. 3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

სამოქალაქო კოდესის 530-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. 2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება, მსგავს სიტუაციაში კი, სწორედ მას ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ემტკიცებინა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ყოფნა, დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლინება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ ვინაიდან მას სესხი ვერ გამოჰქონდა, აღნიშნულის გამო ძმას გადაუფორმა ბინა, რის შემდეგ მისმა ძმამ ორი სესხი გამოტანა, არც ერთი სესხის თანხა მას არ მისცა, რაც წარმოადგენს მისი ძმის მხრიდან მის მიმართ დიდ უმადურობას, ხოლო მან ამ პრობლემების გამო თავის კუთვნილი წილი დაკარგა საწარმოში.

 

თუმცა საქმის მასალებით საპირისპირო დადგინდა, ორივე სესხის თანხა თავად თ------ ხ-----------ემ, მისმა მეუღლემ და მათ მიერ მოძიებულმა პირმა მიიღეს, ხოლო ა-–---------- ხ-----------ეს სესხის თანხით არ უსარგებლია.

 

სსკ-ის 524-ე, 525-ე და 529-ე მუხლებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი კატეგორიის დავებში მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის.

 

სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1235-1176-2014).

 

თ------ ხ-----------ემ ვერ დაადასტურა ა-–---------- ხ-------------, ასევე მ--- ბ-------–---–ის მხრიდან ვერც რაიმე მძიმე შეურაცხყოფისა და უმადურობის ფაქტი, ამასთან, მ--- ბ-------–---–ი არ არის ჩუქების ხელშეკრულების მხარე, მან ქონება მიიღო მემკვიდრეობით და არა ჩუქების ხელშეკრულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ, რაც მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაშია დასაშვები, კერძოდ, თუკი ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი აწევს მჩუქებელს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა ჩუქების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზნებისთვის კი მძიმე მდგომარეობად, სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა ისეთი ვითარება, როდესაც გამჩუქებელს არ გააჩნია სახსრები იმისთვის, რომ გამოკვებოს და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოს საკუთარი თავი.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ნივთის გაჩუქების შემდეგ მისი ეკონომიური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, გაჩუქებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-–---------- ხ------------- დანაშთ სამივე უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს თ------ ხ-----------ე და მისი ოჯახი, კერძოდ, ქ.ზეტაფონში მდებარე სახლში ცხოვრობს თავად თ------ ხ-----------ე, ქ. თბილისში მდებარე ბინაში, მისივე სურვილით და ნებართვით, მისი ერთი ქალიშვილი, ხოლო სოფელ ი-–--ში მდებარე სახლში კი მისი მეორე ქალიშვილი. ამდენად, ა-–---------- ხ------------- დანატოვარ ქონებას მხოლოდ ერთი მემკვიდრე ფლობს და განაგებს და შესაბამისად სარგებელსაც თ------ ხ-----------ე ღებულობს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, 529-ე მუხლში მითითებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ვერც ერთი საფუძველი და ასევე სსკ-ის 530-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, არ არსებობს 2012 წლის 2 ივლისს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების უკან გამოთხოვის საფუძველი.

 

6.2. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე მ--- ბ-------–---–ისათვის მისთვის მიყენებული ზიანის თანხის 33 000 ლარის დაკისრებას.

 

სამოქალაქო კოდექის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მულის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

კონკრეტულად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

თ------ ხ-----------ე მიუთითებს, რომ საწარმოში წილის შესასყიდად და ზოგადად თავისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ვინაიდან თავად სესხი ვერ გამოჰქონდა, თავისი კუთვნილი ბინა გადააფორმა ძმაზე, სწორედ სესხების გამოტანის მიზნით. განმარტავს, რომ ორი იპოთეკური სესხი იქნა გამოტანილი, თუმცა ვერც ერთი სესხის თანხა მან ვერ მიიღო და ვერ გამოიყენა, არამედ ეს თანხები გამოიყენა და მისით ისარგებლა ა-–---------- ხ-----------ემ. თუმცა საქმის განხილვისას, მითითებული გარემოებები თ------ ხ-----------ემ ვერ დაადასტურა. კერძოდ, არ დადგინდა, ა-–---------- ხ-------------, მითუფრო მ--- ბ-------–---–ის მიერ, მოსარჩელისათვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი.

 

6.3. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე მ--- ბ-------–---–- თ------ ხ------------- სასარგებლოდ დაეკისროს ა-–---------- ხ------------- საკრედიტო ვალდებულებებიდან გამომდინარე მის მიერ გადახდილი 3074 ევროს ნახევრის 1537 ევროს ექვივალენტის 4733 ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მან გაისტუმრა ა-–---------- ხ------------- ვალი, რის გამოც წარმოეშვა უფლება, მოეთხოვა მისთვის თანხის გადახდა, მაგრამ ვინაიდან იგი გარდაიცვალა, თანხის გადახდის ვალდებულება გადავიდა მის მემკვიდრეებზე, შესაბამისად, მ--- ბ-------–---–ი, როგორც ერთ-ერთი მემკვიდრე ვალდებულია აუნაზღაუროს მას მის მიერ გასტუმრებული მამკვიდრებლის ვალის ნახევარი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტები:

 

2012 წელში, ვინაიდან თ------ ხ-----------ეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვერ ახერხებდა ბანკიდან ან საფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღებას, გადაწყვიტა მის საკუთრებაში არსებულის ბინა, მდებარე ქ. ზესტაფონში, ზ-----------------------–------- ს. კოდით 3------------------, რომელიც მას მიღებული ჰქონდა პრივატიზაციის შედეგად, გადაეფორმებინა თავისი ძმის ა-–---------- ხ------------- სახელზე, რომელიც გამოტანდა იპოთეკურ სესხს და თანხას გადასცემდა თ------ ხ-----------ეს. სესხის თანხას კი დაფარავდა თ------ ხ-----------ე.

 

2012 წლის 2 ივლისს თ------ ხ-----------ესა და მის ძმას ა-–---------- ხ-----------ეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც თ------ ხ-----------ემ ა-–---------- ხ-----------ეს გადასცა ქ. ზესტაფონში, ზაქარიაძის ქუჩა N 24ა-ში მდებარე N14 ბინა, ს. კოდით 3------------------.

 

2012 წლის 29 აგვისტოს ა-–---------- ხ-----------ესა და სს ,,კ-----------–-------------ას’’ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ა-–---------- ხ------------- საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა, მდებარე ქ. ზესტაფონში, ზ-----------------------–------- ს. კოდით 3------------------, ხოლო საკრედიტო თანხა განისაზღვრა 2400 ევრო.

 

აღნიშნული სესხის თანხა მთლიანდ მოიხმარეს თ------ ხ-----------ემ და მისმა მეუღლემ ლ---- ხ-----------ემ და შეთანხმებისამებრ პერიოდულად ისინი იხდიდნენ კიდეც ვალის გასტუმრების მიზნით ყოველთვიურ შენატანებს. სულ მათ მიერ გადახდილი იქნა 654 ევრო, ხოლო დარჩენილი დავალიანება ლ---- ხ------------- ძმამ თ----- ღ-----ემ, ლ----ს თხოვნით, გადაიხადა სს ,,კ-----------–-------------ას’’ სასარგებლოდ- 2 693 ევრო.

 

ამდენად, თ----- ღ-----ემ აღნიშნული თანხით რეალურად დაფარა თავისი დისა და სიძის თ------ და ლ---- ხ-----------ეების მიერ გახარჯული სესხის თანხა და არა ა-–---------- ხ------------- ვალი. ამდენად, მ--- ბ-------–---–-, როგორც ა-–---------- ხ------------- მემკვიდრეს და უფლებამონცვლეს მოსარჩელის მიმართ თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები.ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.

 

რაც შეეხება ა-–---------- ხ------------- დაკრძალვის ხარჯების განაწილებას. დადგენილია და თავად მოსარჩელეც ადასტურებს, რომ ა-–---------- ხ------------- ქ. თბილისიდან ჩამოსვენების, დაკრძალვისა და ქელეხის ხარჯები გაიღო მ--- ბ-------–---–მა და ამ ხარჯებმა შეადგინა 5500 ლარი. შესაბამისად, მ--- ბ-------–---–მა სწორედ ამ ხარჯების ანაზღაურებისათვის აიღო დაკრძალვისათვის ახლობლების მიერ დახმარების სახით შემოწირული თანხა 3800 ლარი, ა-–---------- ხ------------- კუთვნილი მაღაზიიდან 400 ლარი, ჯამში 4200 ლარი, ხოლო შემდგომში ა-–---------- ხ------------- კუთვნილი ქ. თბილისში მდებარე ბინის გაქირავებიდან თანხა 1300 ლარი. ანუ, ა-–---------- ხ------------- დაკრძალვის ხარჯები თავად ა-–---------- ხ------------- კუთვნილი ქონებიდან და მის დაკრძალვაზე შემოსული თანხებიდან აინაზღაურა. თ------ ხ-----------ეს კი ა-–---------- ხ------------- დაკრძალვაში ფინანსური მონაწილეობა არ მიუღია.

 

6.5. რაც შეეხება ქ. თბილისში მდებარე ბინის ქირის თანხიდან მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეზე 2000 ლარის დაკისრებას, სასამართლო განმარტავს:

 

სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. 2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, წილის გაყიდვის შემთხვევაში უპირატეს შესყიდვაზე დანარჩენი მოწილეების უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.

 

საქმის განხილვით დადგენილია, რომ მ--- ბ-------–---–მა 22 თვის მანძილზე აღებული ბინის ქირის თანხიდან -4400 ლარიდან თ------ ხ-----------ეს მისცა 200 ლარი, 200 ლარი გახარჯა ბინის კანალიზაციის შეკეთებისათვის, ხოლო 1300 ლარით აინაზღაურა ა-–---------- ხ------------- დაკრძალვის ხარჯების დარჩენილი ნაწილი, ე. ი. მან სარგებლის სახით მიიღო 2700 ლარი.

 

ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის აპრილიდან ბინას ფლობს მხოლოდ თ------ ხ-----------ე და მისი ნებართვით დღემდე ცხოვრობს მისი შვილი, ხოლო მ--- ბ-------–---–ი მიუხედავად სურვილისა, ვერ აქირავებს მას და ვერ იღებს შემოსავალს. ბინას ფლობს და მისი სარგებლობით სარგებელს იღებს მხოლოდ თ------ ხ-----------ე. 2017 წლის აპრილიდან ბინის გაქირავების შემთხვევაში საქმის განხილვისათვის, 33 თვის მანძილზე, ბინის ქირის სახით შემოსავალი იქნებოდა 6600 ლარი, საიდანაც მ--- ბ-------–---–ის კუთვნილი ნახევრის წილი იქნებოდა 3300 ლარი ( ბინის რემონტის ხარჯებში ( 800 ლარი) თანაბრად მონაწილების შემთხვევაში 2900 ლარი), რაც მან ვერ მიიღო, იმის გამო, რომ ბინით სარგებლობს მხოლოდ მოსარჩელე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. 3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

,, ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ''ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სახ. ბაჟისაგან გათავისუფლებულია, ,,ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ''ქვეპუნქტის თანახმად, ხოლო, ვინაიდან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ბაჟის გადახდა არ დაეკისრება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ------ ხ------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს სარჩელზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მ--- ბ-------–---–- (პ/ნ 0----------) აეკრძალა ქ.ზესტაფონში, ზ----------------------ში მდებარე N3------------------ ს. კოდის მქონე და ქ. თბილისში, შ------------–- მდებარე N0---------------------- ს.კოდი მქონე უძრავ ქონებებზე საკუთარი წილის დარეგისტრირების შემთხვევაში, მისი კუთვნილი წილის გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე თ------ ხ------------- (პ/ნ 1----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე