გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/23-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი ელენე მასხარაშვილი
მოსარჩელე ლ--–-----–-------ა
მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი ნ-------------–-–---–ი
დავის საგანი შრომითი სტაჟის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. 1.1.2--- წლის 08 ნოემბერს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნით მომართა ლ--–-----–-------ამ შრომითი სტაჟის დადგენის მოთხოვნით. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დადგენილ იქნას, რომ ლ--–-----–-------ა 1--- წლის 02 ოქტომბრიდან 1--- წლის 30 სექტემბრამდე მუშაობდა გ--–--------------------–----------ს საავადმყოფოში ს--------დ. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის საქართველოს მოქალაქე, იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი პირი, სამსახურის დასაწყებად ესაჭიროება შრომის წიგნაკი. მან აღნიშნული მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო პასუხი რომ არქივის არ არსებობის გამო, შესაძლებლობას მოკლებულია გასცეს სათანადო ცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 2--- წლის 21 ნოემბერს მოპასუხე-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო განმარტა, რომ 1--- წლის 02 ოქტომბრიდან 1--- წლის 30 სექტემბრამდე გ--–--------------------–----------ს საავადმყოფოში ს--------დ მუშაობის დადასტურების შესაძლებლობა არ გააჩნია სათანადო მასალების არარსებობის გამო. მოპასუხის განმარტებით, სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითბულ სტაჟს, არც თავად მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ--–-----–-------ა (დაბადებული: 1--- წლის 18 ი----ს პირადი №6----------) არის
აფხაზეთიდან დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობის ასლი (ს.ფ. 14);
3.1.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2--- წლის 0-----------ს გაცემული წერილით №4---, ლ--–-----–-------ას უარი ეთქვა შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე, სამინისტროში სათანადო დოკუმენტაციის უქონლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აფხაზეთის ავტონომიური ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2--- წლის 0-----------ს №4--- წერილი (ს.ფ. 19).
3.1.3. მოწმის სახით დაკითხულმა ი---–--–-----მ და ფ-------–----მ დაადასტურეს, რომ ლ--–-----–-------ა 1--- წლის 02 ოქტომბრიდან 1--- წლის 30 სექტემბრამდე მუშაობდა 1--- წლის 02 ოქტომბრიდან 1--- წლის 30 სექტემბრამდე მუშაობდა გ--–--------------------–----------ს საავადმყოფოში საინტრად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლო 2020 წლის 09 იანვრის სხდომის ოქმი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ლ--–-----–-------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის ინტერესი დავის საგანზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე ედავება მას უფლებაში, რომ თუ ასეთი დავა არ გადაწყდა მოსარჩელის უფლება შეიძლება დაირღვეს. ამ მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელი შეიძლება დაკავშირებული იყოს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნასთან, რაც ასევე გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტის ნამდვილობის აღიარებასაც ან ყალბი დოკუმენტის უარყოფასაც.
საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მხარე ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სანდო დოკუმენტების მოძიება და პასუხისმგებელია წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის, ხოლო შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორგანოები პასუხს აგებენ მათ მიერ გაცემული და დადასტურებული დოკუმენტების სისწორისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილისა, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
მოწმე ფ-------–----ს და ი---–--–-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ ლ--–-----–-------ა 1--- წლის 02 ოქტომბრიდან 1--- წლის 30 სექტემბრამდე მუშაობდა გ--–--------------------–----------ს საავადმყოფოში ს--------დ. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია შრომის წიგნაკის ამონაწერის ასლი, რომლითაც დასტურდება 1--- წლის 02 ო----------ს მოსარჩელის გ--–--------------------–----------ს საავადმყოფოში ს--------დ დანიშვნის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „უ“ პუნქტების თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ--–-----–-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილ იქნას, რომ ლ--–-----–-------ა (დაბადებული 1--- წლის 18 ი----ს, პ/ნ №6----------) 1--- წლის 02 ოქტომბრიდან 1--- წლის 30 სექტემბრამდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გ--–----------ის ს------–-----------ს საავადმყოფოში ს--------დ.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა), 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქუჩა №7ა) მეშვეობით.
მოსამართლე ლელა ცანავა