განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1831-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ--------------–--
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ლ--------------, თ--------------, ლ-------------–-–---–-, ტ------–---------
ბრალდებული - დ-------------------პირადი #6----------), დაბადებული 1----–ლის 7-------–-, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ.ქ-------–-, ნ----------- ქ.#---–ი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილი - პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბრალდებული - ზ-----------–-- (პირადი #0----------), დაბადებული 1----–ლის 2-------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, თ----, მ-----ვარტალი, კორპუსი #--- ბინა #---–ი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილი - პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბრალდებული - ე-–------------------ (პირადი #0----------), დაბადებული 1----–ლის 1------------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ჩ-----–-- ქ.#----ში, ამჟამად ძებნილი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილი - პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
20---–-–-- 9 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ზ------------ დასახლება, მ-----ვარტლის მ------ორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან, ვ---------------–----------------–-------–- განყოფილების გამომძიებელ ლ-–--------–-–---–- თავს დაესხნენ მისი ნაცნობი პირები - ე-–------------------, დ----------------- და ზ-----------–--, რომლებმაც, იმ მოტივით, რომ იგი იყო პოლიციის თანამშრომელი და, მათი აზრით, არჩეული ჰქონდა ცხოვრების არასწორი გზა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ლ-–--------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გამომძიებელ ლ-–--------–-–---–--- ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობის დროს, ე-–------------------, მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ლ-–--------–-–---–-- კუთვნილ, HS-ის მოდელის სამსახურებრივ საშტატო იარაღს, საიდენტიფიკაციო #H-----, მასში მოთავსებული მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით.
სასამართლომ დაადგინა:
20---–-–-- 9 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ზ------------ დასახლების მ-----ვარტლის მ------ორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–------------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ-–--------–-–---–-. ე-–------------------- ქმედების შედეგად, ლ-–--------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ლ-–--------–-–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს თ---–---------------------–----------------–--------–-–--------– განყოფილებაში გამომძიებლის პოზიციაზე. 20---–-–-- 9 მარტს 10:00 საათიდან იმყოფებოდა სამსახურში, 19:00 საათზე დაესწრო თათბირს, რის შემდეგაც, დაახლოებით 19:10 საათზე, წავიდა სახლში. სახლისკენ მიმავალ გზაზე, ესაუბრა დედას ტელეფონით, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა სამსახურში და სახლში ნახევარ საათში დაბრუნდებოდა. ვინაიდან თან არ ჰქონდა ბინის გასაღები და, ამასთან, ტელეფონიც ეთიშებოდა, მანქანა გააჩერა თემქის მ-----ვარტლის მ------ორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიასთან, იმ მიზნით, რომ დაეტენა ტელეფონი და შემდგომში დაკავშირებოდა დედას. მაღაზიასთან იდგნენ მისი ნაცნობები: ე-–------------------, თ--------------–---, ნ-----–-----------–--, ზ-----------–--, დ----------------- და მისთვის უცნობი დაახლოებით ათამდე ადამიანი. მოშორებით 10 მეტრში იყო, ასევე, ზ----------------–. აღნიშნულ პირებთან ჰქონდა კარგი, უკონფლიქტო ურთიერთობა. მათ იცოდნენ, რომ ის იყო გამომძიებელი. ავტომობილიდან მიესალმა იქ მყოფებს, რა დროსაც გაიგო ე-–------------------- ნათქვამი: ,,ბოზი გაიჩითაო‘‘ და შეგინება, თუმცა ჩათვალა, რომ შეეშალა სხვაში. მანქანიდან გადასვლის შემდეგ, მისალმებისას, გადაკოცნა ისინი, მათ შორის, ე-–------------------ც. ეტყობოდათ, რომ იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ე-–------------------მ ხელი ჩამოართვა აგრესიულად, რა დროსაც იგრძნო ტკივილი. კითხვაზე, ხომ მშვიდობა ჰქონდა, ე-–--------- უპასუხა, რომ მშვიდობიანად ,,მისნაირებს‘‘ როგორ უნდა მისალმებოდა, უთხრა, რომ მისი პოლიციური ცხოვრება იყო არასწორი და ის ,,მისნაირების‘‘ სისხლისმღვრელი იყო. მის ნათქვამზე, სხვა დროს ესაუბრათ, თუ რამე პირადული პრობლემა ჰქონდა, ე-–------------------მ უპასუხა, პირადული რა უნდა ჰქონოდა ,,ძაღლებთან‘‘, და დაარტყა ხელი მარჯვენა თვალთან, ხოლო განმეორებითი დარტყმის შესაძლებლობა მას აღარ მისცეს ნ-----–-----------–--მ და ზ-----------------, რომლებმაც შეაჩერეს ის. ე-–------------------ ყვიროდა მუქარის შემცველ ტექსტს, თვითონ ცდილობდა, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და განემუხტა სიტუაცია. ზ----------------- უთხრა, რომ ე-–------------------ იყო ნასვამი, ბაბუის წლისთავის თუ ორმოცის გამო, და არ მიენიჭებინა მისი ნათქვამისთვის მნიშვნელობა. შემდგომ თ--------------–---მ და ნ-----–-----------–--მ ის გაიყვანეს ეკლესიის მხარეს. საუბრისას, მათი მიმართულებით გინებით ისევ წამოვიდა ე-–------------------, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფად, თან იმუქრებოდა: ,,ნახეთ, ამას რა ვუყოო‘‘. მისვლისას კვლავ გაუმეორა, რომ მისი პოლიციური საქმიანობა იყო არასწორი ცხოვრება და ,,ეკიდა‘‘ მისი სამსახურებრივი მდგომარეობა. საუბარი არ ჰქონდა დასრულებული, კვლავ დაარტყა მარჯვენა თვალთან მუშტი, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი, წაიქცა და წამიერად დაკარგა გონება. წამოდგომისას, უკნიდან ხელები შეუკრა დ-----------------მ, მას მიეშველა ზ-----------–--ც, წააქციეს და, ე-–------------------სთან ერთად, სამივემ დაუწყო ცემა და ფურთხება. ცემის დროს შემოახიეს მაისური. სცემდნენ კისრის, ტანის, გულმკერდისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რა დროსაც გრძნობდა ფიზიკურ ტკივილს. თავადაც შეძლებისდაგვარად ცდილობდა თავის დაცვას, რა დროსაც არ გამორიცხავს, რომ ვინმეს მიაყენა დაზიანება. კონფლიქტში ამ დროს მათ გაშველებას ცდილობდნენ ნ-----–-----------–--, თ--------------–---, ზ----------------, ასევე, სხვა პირებიც. ცემის დროს, ასევე, შენიშნა, რომ ე-–------------------ ცდილობდა მისი საშტატო სამსახურებრივი იარაღის ამოღებას, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ქამარზე, სპეციალურ სათავსში (კაბურაში). უწევდა წინააღმდეგობას და არ აძლევდა იარაღის ამოღების საშუალებას, თუმცა, რადგან პარალელურად ამ დროს მას, ასევე, გამეტებით ურტყამდნენ ზ-----------–-- და დ-----------------, ე-–------------------მ მაინც შეძლო, გაეტაცებინა იარაღი. იარაღის წართმევის შემდეგ, სამივე, ე-–------------------, ზ-----------–-- და დ----------------- გაიქცნენ. თ--------------–---, ნ-----–-----------–-- და ზ---------------- მასთან ერთად ეძებდნენ იარაღს, მაგრამ ვერ ნახეს. სთხოვდნენ, არ დაერეკა პოლიციაში. ის ტელეფონის დასატენად შევიდა იქვე მაღაზიაში. მაღაზიის კონსულტანტს შეკითხვაზე უპასუხა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ე-–------------------მ და მისმა მეგობრებმა, რაზეც მაღაზიის კონსულტანტმა უთხრა, რომ იცნობდა იმ ,,საზიზღარს‘‘. შემთხვევის შესახებ მან ვაიბერით აცნობა ხელმძღვანელებს - ი-----–-------------- და ზ------------–---–-. საუბრის დასრულების შემდეგ, მან, ასევე, დარეკა გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში. დაზარალებულის განმარტებით, ინციდენტი დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა და იგი ბრალდებულებმა სცემეს მხოლოდ ერთადერთი მოტივით, იმიტომ, რომ იყო პოლიციელი.
მოწმე მ-------------–---–-- (დაზარალებულის დედა) სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 20---–-–-- 9 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ესაუბრა შვილს - ლ-–--------–-–---–- და უთხრა, რომ სახლში ნახევარ საათში მივიდოდა. მოგვიანებით სახლში მისულს, ლ-–- იქ არ დახვედრია. ტელეფონით რამდენჯერმე დაურეკა, თუმცა არ პასუხობდა. დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის, სატელეფონო საუბრისას, უთხრა, რომ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში და მოგვიანებით დაბრუნდებოდა. ლ-–--------–-–---–- სახლში დაბრუნდა 05:00 საათისთვის. იგი იყო ნაცემი. სახეზე მარჯვენა მხარეს ჰქონდა სისხლჩაქცევები, ტუჩი და თვალი ჰქონდა, ასევე, გასიებული. თქვა, რომ თავს დაესხნენ ე-–------------------, ზ-----------–-- და დ-----------------, იმ მოტივით, რომ მათ არ მოსწონდათ მისი საქმიანობა, კერძოდ, ის, რომ იყო პოლიციელი. დაზარალებული და ბრალდებულები ერთმანეთს ბავშობიდან იცნობდნენ და მათ იცოდნენ, რომ ლ-–--------–-–---–- იყო პოლიციელი.
ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე ზ-------------–-–---–-– (დაზარალებულის მამა). იგი განმარტავს, რომ 20---–-–-- 10 მარტს, 05:00 საათზე, სახლში დაბრუნდა მისი შვილი, დაზარალებული ლ-–--------–-–---–-, რომელსაც მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა დაზიანებები. უთხრა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ-----------–--მ, დ-----------------მ და ე-–------------------მ, ხოლო კონფლიქტის ერთადერთ მოტივს წარმოადგენდა მისი სამსახურებრივი საქმიანობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ იგი იყო პოლიციელი და, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მისი ცხოვრების წესი მიუღებელი იყო ბრალდებულებისთვის.
მოწმე თ--------------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 20---–-–-- 9 მარტს იმყოფებოდა ბრალდებულ ე-–------------------- ბაბუის დაკრძალვაზე, შემდეგ, ასევე, ქელეხში, თ----ზე, მ-----ვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს მასთან ერთად იყვნენ ნ----------–-- და ზ-----------–--. 18:00 საათისთვის, სხვებთან ერთად, წამოვიდა ქელეხიდან და იქვე მდებარე ეკლესიასთან ახლოს გაჩერდა. მოგვიანებით მათთან მოვიდა, ასევე, ე-–------------------ც. ვინაიდან არ დაკვირვებია, ვერ იხსენებს იქ ბრალდებულების - ზ-----------–--სა და დ------------------ ყოფნის ფაქტს. დაახლოებით 20:00 საათისთვის მივიდა დაზარალებული ლ-–--------–-–---–-, რომელსაც მიესალმა და შევიდა მაღაზიაში, სადაც იმყოფებოდა დაახლოებით 2 წუთი. იქიდან გამოსულმა დაინახა, რომ ლ-–--------–-–---–- იწვა მიწაზე და მას ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ე-–------------------. ჩხუბის დროს ლ-–--------–-–---–- სხვას არ უცემია. მან გააშველა ისინი და, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაზარალებული გაიყვანა ეკლესიის მხარეს. მისი მოსაზრებით, ეს იყო მეგობრული კონფლიქტი, რადგან მას შემდეგ, რაც ლ-–--------–-–---–-- პოლიციაში დაიწყო მუშაობა, ხ----------- და მას ბევრჯერ უნახავთ ის და ერთმანეთთან ჰქონდათ მეგობრული დამოკიდებულება.
მოწმე ნ-----–-----------–--ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის ბრალდებულ ზ-----------–--ს ძმა. მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც ბრალდებულებთან, ასევე, დაზარალებულთან. 20---–-–-- 9 მარტს იმყოფებოდა თბილისში, თ----ზე, მ-----ვარტალში მდებარე ეკლესიასთან, სადაც მივიდა ლ-–--------–-–---–-. მას იქ მყოფი პირები მიესალმნენ მეგობრულად. დაახლოებით 5 წუთი იყვნენ ერთად და საუბრობდნენ, შემდეგ ლ-–--------–-–---–-- უთხრა ე-–------------------ს, რომ რაღაცის თქმა უნდოდა მისთვის. გაიგო ე-–------------------- ნათქვამი: ,,შე ჩემისა, რა გინდა, რას გაგყავარ გვერდზეო‘‘. ეს უკანასკნელი ლ-–--------–-–---–- უხეში ხელის მოკიდებით გაჰყავდა განცალკევებით, რა დროსაც ე-–--------- მას დაარტყა ხელი. კონფლიქტში დაუყოვნებლივ ჩაერია თვითონაც და ლ-–--------–-–---–- გაიყვანა დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით, სადაც ლ-–--------–-–---–-- შეიგინა: ,,ხელი როგორ დამარტყი, შენი დედაო...‘‘. ე-–--------- გაიგო ლ-–-- სიტყვები, მივიდა და კიდევ დაარტყა მას. დარტყმის შემდეგ ლ-–--------–-–---–- ძირს დაეცა. ის და თ--------------–--- მიეხმარნენ მას წამოდგომაში, ხოლო იქვე მყოფმა სხვა პირებმა, მათ შორის, დ-----------------მ და ზ-----------–--მ, განარიდეს კონფლიქტს ე-–------------------. ამ უკანასკნელის გარდა, არავის მიუყენებია შეურაცხყოფა დაზარალებულისთვის. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ კონფლიქტი არ ყოფილა განპირობებული იმ მოტივით, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი. შესაბამისად, არც ე-–------------------ს უთქვამს ლ-–--------–-–---–--თვის, რომ რადგან იყო პოლიციელი, არ მოსწონდა მისი საქმიანობა, ასევე, არ უთქვამს, თითქოს, არაფერი ჰქონდა დასაკარგი და თუ საჭირო იყო, სისხლსაც დაღვრიდა. მსგავსი შინაარსის საუბარს ის აუცილებლად გაიგებდა, რადგან ჩხუბის დროს იმყოფებოდა ერთი მეტრის დაშორებით, ყველაფერი ესმოდა და ხედავდა ნათლად.
მოწმე გ--–--–---–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 20---–-–-- 9 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მაღაზიაში, თ----ზე, მ-----ვარტლის მ------ორპუსთან. მაღაზიასთან, ასევე, იდგნენ მისი ნაცნობები: ე-–------------------, ზ-----------–--, ნ-----–-----------–--, დ-----------------, თ--------------–--- და სხვა პირები. მოგვიანებით მათთან მივიდა ლ-–--------–-–---–-ც, რომელიც მიესალმა იქ მყოფებს და ე-–------------------ს მიმართა, რა მოიფიქრეო. აღნიშნულზე განერვიულდა ე-–------------------ და უპასუხა: ,,შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ, შე ჩემისაო‘‘. ლ-–--------–-–---–-- ამის შემდეგ უყვირა და გაიწია ე-–-------------------კენ. ამ დროს ისინი გააშველეს დ-----------------მ, ზ-----------–--მ და იქვე მყოფმა პირებმა. ლ-–--------–-–---–- გაიყვანეს მ------ორპუსის მხარეს და მას აწყნარებდა ნ-----–-----------–--. ვინაიდან იქ მყოფი პირები ყველა ერთი სამეგობროდან იყვნენ, ხოლო თვითონ არ სურდა კონფლიქტში ჩარევა, წავიდა სახლისკენ, რა დროსაც მან, ასევე, დაინახა, რომ ე-–------------------ და ლ-–--------–-–---–- კვლავ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ისინი მალევე გააშველეს თ--------------–---მ, ზ-----------–--მ, დ-----------------მ, ნ-----–-----------–--მ და სხვებმა.
მოწმე ლ--------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 20---–-–-- 9 მარტს იმყოფებოდა სახლში, ყვირილის ხმაზე ჩავიდა ეზოში, სადაც მას შეხვდა ლ-–--------–-–---–- და სთხოვა, დახმარებოდა იარაღის მოძებნაში. ლ-–--------–-–---–--თვის მას არ შეუმჩნევია დაზიანებები. კონფლიქტის შესახებ იცის მხოლოდ ის, რომ იჩხუბეს ე-–------------------მ და ლ-–--------–-–---–--. ჩხუბის კონკრეტული მიზეზი და სხვა დეტალები მისთვის უცნობია. ლ-–--------–-–---–- მოწმისთვის არ უთქვამს, რომ იგი სცემეს და, შესაბამისად, არ უსაუბრია მასთან არც კონფლიქტის მიზეზებზე. ის ბავშვობიდან იცნობს ლ-–--------–-–---–- და არიან მეგობრები. მას და ე-–------------------ს ჰყავთ ბევრი საერთო მეგობარი პოლიციელი, თუმცა არავის მიმართ არ გამოუხატავთ აგრესია, მათი საქმიანობის გამო.
მოწმე თ------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს თ----ზე მდებარე მაღაზიაში. 20---–-–-- 9 მარტს მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი და სთხოვა ტელეფონის დატენა. მამაკაცს სახეზე ეტყობოდა პატარა ნაკაწრი და ეცვა სპორტული ტანსაცმელი, რომელიც იყო დასვრილი. აღნიშნულმა მამაკაცმა რამდენიმე პირს დაურეკა და სატელეფონო საუბრისას აღნიშნავდა, რომ სცემა 7 კაცმა, შემდეგ ახსენა, რომ 12 კაცმა სცემა და ითხოვდა დახმარებას. მამაკაცს მაღაზიაში შემოჰყვა, ასევე, ერთი უცნობი მამაკაცი, თუმცა არც მას და არც სხვა იქ მყოფ პირს დაზარალებულისთვის არ უთხოვია, რომ არ დაერეკა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს არ უხსენებია არავის სახელი და გვარი, შესაბამისად, არც მას უთქვამს ვინმეზე, რომ იცნობდა ,,იმ საზიზღარს‘‘.
მოწმე დ---------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს დაზარალებულ ლ-–--------–-–---–---- ერთად, თ---–---------------------–----------------–--------–-–--------– განყოფილებაში მორიგე ინსპექტორის თანამდებობაზე. 20---–-–-- 9 მარტს გამოცხადდა სამსახურში და, როგორც ოპერატიული მორიგე, ასრულებდა მის ფუნქცია-მოვალეობებს. ლ-–--------–-–---–- სამსახურში იმყოფებოდა 10:00 საათიდან და დღის განმავლობაში მასთან რამდენჯერმე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. ლ-–--------–-–---–- 19:00 საათზე დაესწრო სამსახურში თათბირს და დაახლოებით 19:15 საათზე დაასრულა მუშაობა. მოგვიანებით, მას ამავე განყოფილების უფროსის მოადგილემ - ი-----–------------- უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ ლ-–--------–-–---–- თავს დაესხნენ და წაართვეს საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
მოწმე ი-----–------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს ვ---------------–----------------–--------–-–--------– განყოფილებაში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 20---–-–-- 9 მარტს, დილით, 10:00 საათზე, და, ასევე, საღამოს, 19:00 საათზე, ჩაატარა თანამშრომლებთან თათბირი, რომელსაც ესწრებოდა ლ-–--------–-–---–-ც. დაახლოებით ერთ საათში ლ-–--------–-–---–-- დაურეკა მას ვაიბერით და აცნობა, რომ თავს დაესხნენ ე-–------------------, დ----------------- და ზ-----------–--. საუბრისას, ასევე, უთხრა, რომ ზემოაღნიშნული პირები იყვნენ მისი მეზობლები, მათ იცოდნენ, რომ ლ-–--------–-–---–- იყო სამართალდამცავი და არსებული კონფლიქტიც სწორედ ამის გამო მოხდა. მოგვიანებით შეხვდა დაზარალებულს, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები.
ბრალდებულ დ------------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 20---–-–-- 9 მარტს იმყოფებოდა ე-–------------------- ბაბუის ქელეხში. მასთან ერთად იყვნენ: ზ-----------–--, ნ----------–--, ლ--------------–---–-, ზ---------------- და სხვები. ქელეხიდან წამოსვლის შემდეგ გაჩერდნენ იქვე ახლოს, მაღაზიასთან. რამდენიმე წუთში მათთან მანქანით მივიდა, ასევე, ლ-–--------–-–---–-. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, მან ზოგს ხელი ჩამოართვა და ზოგი გადაკოცნა. ეცვა თხელი მაისური და იარაღი რომ ჰქონოდა, შეამჩნევდა. იგი დიდი ხანია იცნობს მას და შეატყო, რომ იყო აღელვებული. ე-–------------------ს სთხოვა, გაჰყოლოდა განცალკევებით და ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ე-–--------- შეაგინა მას, რის გამოც ჭ-----–-–---–-ა მას ხელი გაარტყა. ამ დროს ე-–---------ც დაარტყა მას. ისინი გააშველა ნ----------–--მ, რომელმაც დაზარალებული გაიყვანა დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით. ლ-–--------–-–---–- აღელვებული იყო და საუბრობდა ხმამაღლა. ცოტა ხნის შემდეგ იგი მივიდა ისევ ე-–------------------სთან. თვითონაც მივიდა მათთან. ლ-–--------–-–---–- ამბობდა უწმაწურ სიტყვებს, რის გამოც ე-–------------------მ და ლ-–--------–-–---–-- დაუწყეს ერთმანეთს ცემა. ამ დროს თვითონ ე-–------------------ს აკავებდა და აშველებდა, ხოლო წაქცეულ ლ-–--------–-–---–- ეხმარებოდა ნ----------–-- და ცდილობდა მის წამოყენებას. გაშველების დროს მას ხელი არავისთვის დაურტყამს. კონფლიქტი მიმდინარეობდა მხოლოდ ლ-–--------–-–---–-ა და ე-–------------------ს შორის, სხვები მათ მხოლოდ აშველებდნენ. დაზარალებული და ე-–------------------ ერთმანეთს იცნობდნენ ბავშვობიდან და მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ჩხუბის მოტივი არ უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ლ-–--------–-–---–- იყო პოლიციელი. მათ არაერთხელ დაულევიათ ლუდი ლ-–--------–-–---–---- ერთად და ისინი მეგობრობდნენ.
ბრალდებულ ზ-----------–--ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ბავშვობიდან იცნობს როგორც დაზარალებულს, ასევე, ბრალდებულებს, არიან ახლო მეგობრები. 20---–-–-- 9 მარტს იმყოფებოდა ე-–------------------- ბაბუის ქელეხში. მასთან ერთად იყვნენ, ასევე, დ-----------------, ნ-----–-----------–--, თ--------------–---, გ--–--–---–---–-. დაახლოებით 7-8 საათისთვის ისინი შეიკრიბნენ თემქის ტერიტორიაზე, მ------ორპუსის წინ. ამ დროს მასთან იყვნენ: დ-----------------, ნ-----–-----------–--, გ--–--–---–---–-, თ--------------–--- და სხვა ბიჭები. მოგვიანებით მათთან მივიდა ლ-–--------–-–---–- მანქანით. იგი მათ მიესალმა. ხელის ჩამორთმევის დროს, მას ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, რაზეც უთხრა კიდეც, ხელი არ მომატეხოო. შემდგომ, საუბრის დროს, მან ე-–------------------ს უთხრა, ერთი წუთით გაჰყოლოდა. ე-–------------------ გაჰყვა მას. გზაში, ე-–--------- უთხრა, რას მეუბნებიო, რაზეც ლ-–--------–-–---–-- შეაგინა. საპასუხოდ, ე-–------------------მაც შეაგინა მას. ხელი ჯერ ლ-–-- დაარტყა, ხოლო შემდეგ - ე-–------------------მ. ლ-–--------–-–---–- კვლავ იგინებოდა და იგი ნ----------–--მ გაიყვანა. სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, ლ-–--------–-–---–-- თქვა, ამას ვის უბედავსო, წავიდა ე-–-------------------კენ და შეიგინა. ამ დროს ე-–--------– წამოვიდა ლ-–--კენ, ჯერ ლ-–-- დაარტყა ე-–--------, ხოლო შემდეგ ე-–--------- - ლ-–--. ისინი გააშველეს დ-----------------მ, ნ----------–--მ და თ--------------–---მ. შემდეგ მან ე-–------------------ დატოვა შემთხვევის ადგილზე, ხოლო თვითონ წავიდა ლუდის დასალევად, სადაც დააკავეს სამართალდამცავებმა. მას ხელი არ დაურტყამს ლ-–--------–-–---–--თვის. ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, კონფლიქტი არ უკავშირდებოდა იმას, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი.
ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმების თანახმად, ლ-–--------–-–---–- ალკოტესტით შემოწმების შედეგად დაუდგინდა სიფხიზლე (20---–-–-- 9 მარტის ოქმი), ხოლო ზ-----------–--სა და დ-----------------ს (20---–-–-- 10 მარტის ოქმები) - სიმთვრალე.
ლ-–--------–-–---–-- სახელზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულია მოწმობა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს.
20---–-–-- 9 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ლ-–--------–-–---–--გან ამოღებულია მოლურჯო ფერის მაისური, წინა მხარეს დაზიანებით. საგამოძიებო მოქმედება კანონიერადაა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 20---–-–-- 11 მარტის განჩინებით.
20---–-–-- 10 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულ ლ-–--------–-–---–-- ჩვენების შესამოწმებლად, გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილების უფროსი გამომძიებლის - გ---------------–---–-- მიერ, დაზარალებულ ლ-–--------–-–---–--, ექსპერტების: პ------------–---–----- და გ-----------------–---- მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. თ----ზე, მ-----ვარტლის მ------ორპუსთან ლ-–--------–-–---–-- მიუთითა ადგილი, სადაც იმყოფებოდნენ ე-–------------------, დ----------------- და ზ-----------–-- და მიაყენეს შეურაცხყოფა პირველად. ასევე, თემქის მ-----ვარტლის მ------ორპუსთან მდებარე ეკლესიასთან აჩვენა ადგილი, სადაც ე-–------------------მ, ზ-----------–--მ და დ-----------------მ მეორედ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ე-–------------------მ წაართვა იარაღი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულია 15 ფოტოსურათი, რაც ერთვის ოქმს.
ბრალდებულ ზ-----------–--ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებული ზ-----------–-- დაკავებულია 20---–-–-- 10 მარტს. დაკავებისას ბრალდებულს რაიმე სახის დაზიანება არ ჰქონია.
ბრალდებულ დ------------------ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებული დ----------------- დაკავებულია 20---–-–-- 10 მარტს. დაკავებისას ბრალდებულს რაიმე სახის დაზიანება არ ჰქონია.
20---–-–-- 10 მარტის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩატარდა ბრალდებულ ე-–------------------- ბინის ჩხრეკა, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ ყოფილა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება კანონიერადაა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 20---–-–-- 11 მარტის განჩინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული: პ------------–---–---- (ექსპერტ-კრიმინალისტი), გ-----------------–---- (ექსპერტ-კრიმინალისტი), ი-----–--------- (გამომძიებელი), გ----------–--–---–-- (გამომძიებელი), ი---------------- (გამომძიებელი), თ--------------- (გამომძიებელი), გ--------–---–------- (გამომძიებელი), რ----------–-----–---–-- (გამომძიებელი), გ------------------ (გამომძიებელი), ვ-–--------–---–-- (გამომძიებელი), მ----------–-------- (გამომძიებელი), დ---------–------- (გამომძიებელი), ჯ----–-----------–---–-- (გამომძიებელი), გ---------------–---–-- (გამომძიებელი) მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, ასევე, მოწმე ლ------------–---–-- გამოკითხვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები: საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე და ლ-–--------–-–---–-- მაისური, აგრეთვე, ტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულია მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
20---–-–-- 21 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ,,სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის შესაბამისად, ლ-–--------–-–---–- სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 09.03.2019 წ, 21:30 საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერში აღწერილია ჰემატომა შუბლის მიდამოში. 11.03.19 მოქ. ლ-–--------–-–---–- პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა თვალბუდის, კისრის მიდამოში მარჯვნივ და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და, როგორც ცალ-ცალკე, ისე, ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ლ-–--------–-–---–-- მაისურზე არსებული დაზიანება, გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება - დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე, მთლიანად, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვან ასპექტზე, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და მიუთითებს, რომ იგი დაიძლევა იმ მოცემულობით, როცა პირის ბრალეულობა დამტკიცდება. ამასთან, ბრალეულობა უნდა დამტკიცდეს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ და მისი მტკიცების ტვირთი, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, ბრალდების მხარესაა (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი). პარალელურად, ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანხვედრი ვარაუდები, ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტებთან დაკავშირებით (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, ECHR, #39630/09, §151, 13.12.2012, Hassan v The UK, ECHR, #29750/09, §48, 16.09.2014). ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, #35394/97, 34; Bykov v. Russia, #4378/02, 95).
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ბრალდებულებს - ე-–------------------ს, ზ-----------–--სა და დ-----------------ს ბრალად ედებათ პოლიციელზე თავდასხმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ბრალდებულთა მიერ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და ამგვარი დასკვნის საფუძვლად მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმა, დაკავშირებული მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, თავდასხმაში. თავდასხმა, თავის მხრივ, აგრესიული აქტია, რასაც თან ახლავს ძალადობა/ძალადობის მუქარა. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ მხარეს - იგი განზრახვას გულისხმობს. ამასთან, აუცილებელია ქმედების განხორციელების მოტივის გარკვევაც, შემოწმება, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და ობიექტზე განხორციელებულ თავდასხმას შორის, რადგან სწორედ ქმედების განხორციელების მოტივი განასხვავებს ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა ძალადობრივი დანაშაულებისგან.
სასამართლოს ეჭვს გარეშე დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ლ-–--------–-–---–- არის პოლიციის თანამშრომელი, რაც ცნობილი იყო ბრალდებულებისთვისაც, დაზარალებულთან ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ მოცემული ფაქტობრივი გარემოების ცოდნა ვერ გამოიწვევს ავტომატურად ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლით, რადგან პოლიციელის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, თუ იგი არ უკავშირდება ამ უკანასკნელის სამსახურებრივ საქმიანობას, არ იძლევა მითითებული მუხლის შემადგენლობას.
ბრალდებულთა მიერ დაზარალებულის ცემის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულთა მხრიდან დაზარალებულზე ერთობლივად თავდასხმის ფაქტზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული, კერძოდ, იგი თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ კონფლიქტი დაიწყო ე-–------------------მ, რომელმაც პირველმა დაარტყა ხელი მარჯვენა თვალთან, ისინი გააშველეს, თუმცა რამდენიმე წუთში ე-–------------------ კვლავ მივიდა დაზარალებულთან და დაარტყა მას მუშტი მარჯვენა თვალთან, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი, წაიქცა და წამიერად დაკარგა გონება, ხოლო წამოდგომისას მას უკნიდან ხელები შეუკრა დ-----------------მ, რომელსაც მიეშველა ზ-----------–--ც, წააქციეს და, ე-–------------------სთან ერთად, სამივემ დაუწყო ცემა და ფურთხება.
დაზარალებულის ჩვენების სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთთავსებადობის შემოწმების მიზნით, სასამართლო აღნიშნავს სხვა პირდაპირი სახის მტკიცებულებებზე. კერძოდ:
მოწმე ნ-----–-----------–--ს ჩვენების თანახმად, ლ-–--------–-–---–- პირველად ე-–------------------მ დაარტყა ხელი, თუმცა ისინი მალევე გააშველეს. მოგვიანებით, დაზარალებულის გინებაზე ე-–------------------- მისამართით, ამ უკანასკნელმა ისევ დაარტყა მას ხელი, რა დროსაც ლ-–--------–-–---–- ძირს დაეცა. მოწმე კატეგორიულად მიუთითებს, რომ ლ-–--------–-–---–--თვის, ე-–------------------- გარდა, არავის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმე თ--------------–---- განმარტებით, მაღაზიიდან გამოსვლისას მან დაინახა, რომ ლ-–--------–-–---–- იწვა მიწაზე და მას ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ე-–------------------. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ჩხუბის დროს ლ-–--------–-–---–- სხვას არ უცემია.
მოწმე გ--–--–---–---–-- ჩვენების მიხედვით, ის შეესწრო ე-–------------------სა და ლ-–--------–-–---–- შორის ჩხუბს, თუმცა, ასევე, უარყოფს კონფლიქტში დ------------------ა და ზ-----------–--ს მონაწილეობას.
ბრალდებულ დ------------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შეგინების გამო, ლ-–--------–-–---–-- ე-–------------------ს ხელი გაარტყა. საპასუხოდ, ე-–------------------მაც დაარტყა მას, თუმცა ისინი გააშველეს. მოგვიანებით ლ-–--------–-–---–-- და ე-–------------------მ კვლავ იჩხუბეს, ხოლო თავად, ნ----------–--სთან ერთად, აშველებდა მათ.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ბრალდებულმა ზ-----------–--მაც.
საქმეში წარმოდგენილია, ასევე, მოწმეების: მ-------------–---–-ს, ზ-------------–-–---–--, ი-----–-------------, დ---------–---- ჩვენებები, თუმცა სასამართლო მათი შეფასებისას აღნიშნავს, რომ ისინი წარმოადგენენ ირიბი სახის მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობისგან დამოუკიდებლად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
მტკიცებულებათა შეფასებისა და ერთობლიობაში შეჯერების შედეგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ე-–------------------- შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილია პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობრივი ქმედების (ცემა) განხორციელებას (ქმედების ობიექტური შემადგენლობა).
რაც შეეხება ბრალდებულების - ზ-----------–--სა და დ------------------ მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, დაზარალებულის ცემაში მათი მონაწილეობის ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენება და დაზარალებულისგანვე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე არსებული სხვა ირიბი მტკიცებულებები, რასთან მიმართებითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად, მით უფრო, მაშინ, როდესაც სხვა ყველა ირიბი სახის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბრალდებულები - ზ-----------–-- და დ----------------- ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე ვერ გააქარწყლა მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია.
პარალელურად, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ დადასტურებულად იქნა მიჩნეული ბრალდებულ ე-–------------------- შემთხვევაში ინკრიმინირებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია შეაფასოს, ასევე, დანაშაულის შემადგენლობის სხვა ელემენტებიც, კერძოდ, ქმედების განხორციელების მოტივის გამოსარკვევად, არსებული კონფლიქტი რამდენად იყო დაკავშირებული დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია, ერთის მხრივ, დაზარალებულის ჩვენება, რომელსაც, თავის მხრივ, უპირისპირდება, ასევე, შემთხვევის თვითმხილველ სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებშიც მთლიანობაში დაზარალებულისგან განსხვავებულად არის აღწერილი და გადმოცემული კონფლიქტის განმაპირობებელი მიზეზები და მოტივები. კერძოდ, დეტალური მსჯელობისა და საკითხის სიცხადისთვის, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.
დაზარალებული თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ბრალდებულებმა სცემს მხოლოდ ერთადერთი მოტივით, იმიტომ, რომ იყო პოლიციელი. ჩვენებაში იგი უთითებს ე-–------------------- მიერ წარმოთქმულ შემდეგ ფრაზებზე: ,,მშვიდობიანად მისნაირებს როგორ უნდა მისალმებოდა‘‘, ,,მისი პოლიციური ცხოვრება იყო არასწორი‘‘, ,,იყო მისნაირების სისხლის მღვრელი‘‘, ,,რა პირადული უნდა ჰქონოდა ძაღლებთან‘‘, ,,მისი პოლიციური საქმიანობა იყო არასწორი ცხოვრება და ეკიდა მისი სამსახურებრივი მდგომარეობა‘‘.
საპირისპირო გარემოებებზე საუბრობენ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში შემთხვევის თვითმხილველი სხვა მოწმეები (ერთი მოწმის გარდა, ყველა წარმოადგენს ბრალდების მხარის მოწმეს). ისინი ერთმნიშვნელოვნად უარყოფენ და გამორიცხავენ კონფლიქტს დაზარალებულის სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.
მოწმე ნ-----–-----------–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ლ-–--------–-–---–- სურდა, რაღაც ეთქვა განცალკევებით ე-–-------------------თვის, შემდეგ კი, მან გაიგო ე-–------------------- ნათქვამი სიტყვები: ,,შე ჩემისა, რა გინდა, რას გაგყავარ გვერდზეო‘‘. ლ-–--------–-–---–- იგი უხეშად, ხელის მოკიდებით, გაჰყავდა, რა დროსაც ე-–------------------მ მას ხელი დაარტყა. მოგვიანებით, მათი გაშველების შემდეგ, ლ-–--------–-–---–-- შეიგინა: ,,ხელი როგორ დამარტყი, შენი დედაო...‘‘ ე-–------------------მ გაიგო ლ-–-- სიტყვები, მოვიდა და კიდევ დაარტყა მას.
მოწმე გ--–--–---–---–-- ჩვენების თანახმად, ლ-–--------–-–---–-- ე-–------------------ს ჰკითხა, რა მოიფიქრეო, აღნიშნულზე ე-–------------------ განერვიულდა და უპასუხა: ,,შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ, შე ჩემისაო‘‘. ლ-–--------–-–---–-- ამის შემდეგ უყვირა და გაიწია ე-–-------------------კენ. ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითებენ თავიანთ ჩვენებებში ბრალდებულები - დ----------------- და ზ-----------–--ც.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებები, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა იქნეს დადასტურებული წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობას კი მინიმუმ ორი ურთიერთშეთავსებადი პირდაპირი მტკიცებულება ქმნის. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის მოტივთან მიმართებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ხოლო მისი სანდოობის შემოწმება სხვა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, იმგვარად, რომ დადასტურებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალდებულ ე-–------------------- მიერ დანაშაულის ჩადენა, შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ძალადობრივი ქმედება დაკავშირებული იყო პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და ეჭვს, რაც ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადაწყვეტილი (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი).
აღნიშნულის პარალელურად, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, რომ, წარდგენილი ბრალდების შინაარსის ფორმულირებიდან გამომდინარე, იმისგან დამოუკიდებლად, რომ იგი არ იძლევა საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციის შესაძლებლობას, იმსჯელოს ბრალდების ფარგლებში სხვაგვარი კვალიფიკაციით დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.
უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებაა, რაც სასამართლოს საპროცესო უფლებამოსილებაა. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც კანონი, ისე, სასამართლო პრაქტიკა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლში, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის ფორმირებას ეხება, მითითებულია შემდეგი: ,,განაჩენში მითითებული უნდა იყოს ..., ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები‘‘. სასამართლო პრაქტიკაც ამ საკითხთან მიმართებით თანმიმდევრულია, ბუნებრივია, მთავარი პირობის - ,,ბრალდებულის სასარგებლოდ‘‘ პრინციპის დაცვით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხი მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორეს მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს დანაშაულში პირის ბრალეულობა. გადაკვალიფიცირება დასაშვებია ბრალდების ფორმულირებისა და მისი უცვლელობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
ამ კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას, სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი ბრალდებულს მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: DALLOS v. HUNGARY, SIPAVICIUS v. LITHUANIA, JUHA NUUTINEN v. FINLAND).
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ე-–------------------- მიერ განხორციელებული ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ქმედების ამგვარი კვალიფიკაცია წარმოადგენს ფაქტის განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას, თუმცა არა თვისობრივად განსხვავებულ და ისეთ ახალ დანაშაულში მსჯავრდებას, რაც განჭვრეტადი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაცვის მხარისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც გამოიწვია პირის ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია, ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი. ამავე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია, რომ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, რაც მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევს.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე-–------------------მ ლ-–--------–-–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია როგორც დაზარალებულის, ასევე, შემთხვევის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, რაც ზემოაღნიშნულ მსჯელობაში დეტალურად იქნა განხილული და შეფასებული. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ დაზარალებულზე მიყენებული დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე -ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილ იქნა ბრალდების მხარის მიერ, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდებულ ე-–------------------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისათვის.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ლ-–--------–-–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს თ---–---------------------–----------------–--------–-–--------– განყოფილებაში გამომძიებლის პოზიციაზე. 20---–-–-- 9 მარტს 10:00 საათიდან იმყოფებოდა სამსახურში, 19:00 საათზე დაესწრო თათბირს, რის შემდეგაც, დაახლოებით 19:10 საათზე, წავიდა სახლში. სახლისკენ მიმავალ გზაზე, მანქანა გააჩერა თემქის მ-----ვარტლის მ------ორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიასთან, სადაც ნახა მისი ნაცნობები: ე-–------------------, ნ----------–--, დ-----------------, თ--------------–--- და სხვები. შელაპარაკების ნიადაგზე, კონფლიქტი მოუვიდა ე-–------------------სთან, ჩხუბის დროს შეამჩნია, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მისი საშტატო სამსახურებრივი იარაღის ამოღებას, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ქამარზე, სპეციალურ სათავსში (კაბურაში). დაზარალებულმა მას გაუწია წინააღმდეგობა და არ აძლევდა იარაღის ამოღების საშუალებას, თუმცა, რადგან, პარალელურად, ამ დროს მას, ასევე, გამეტებით ურტყამდნენ ზ-----------–-- და დ-----------------, ე-–------------------მ მაინც შეძლო იარაღის წართმევა. აღნიშნულის შემდეგ სამივე, ე-–------------------, ზ-----------–-- და დ-----------------, გაიქცნენ.
მოწმე თ--------------–--- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს ლ-–--------–-–---–-ა და ე-–------------------ს შორის მომხდარ კონფლიქტს. იგი აღნიშნავს, რომ სიტუაციის დამშვიდების შემდეგ ლ-–--------–-–---–- იყო ანერვიულებული, ინციდენტის გამო, და ამბობდა, რომ იარაღი აღარ ჰქონდა. კონკრეტულად რა უთხრა დაზარალებულმა, იარაღი დაკარგა თუ ამოაცალეს, დაზუსტებით არ ახსოვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ლ-–--------–-–---–- თვითონაც ვარაუდობდა, რომ იარაღი სადმე ძირს იქნებოდა და ერთად ეძებდნენ მას. ჩხუბის დროს მას იარაღი არ დაუნახავს არავის ხელში და, მათ შორის, არც დაზარალებულისთვის შეუნიშნავს.
მოწმე ნ-----–-----------–--ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ლ-–--------–-–---–-ა და ე-–------------------ს შორის ჩხუბის დასრულების შემდეგ დაზარალებულმა უთხრა, რომ დაკარგა იარაღი და ვინაიდან უკვე ბნელოდა, ტელეფონის შუქზე დაიწყეს იარაღის ძებნა. მან ჰკითხა დაზარალებულს, სადმე ხომ არ დარჩა იარაღი, რაც ლ-–--------–-–---–-- უარყო. კონფლიქტის დროს შემთხვევის ადგილზე იყვნენ სხვა პირებიც, კონკრეტულად - ვინ, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ე-–------------------ს არ შეიძლება რაიმე შეხება ჰქონოდა იარაღთან, ვინაიდან მან მხოლოდ ხელი გაარტყა ლ-–--------–-–---–-. ჩხუბის დროს ის იმყოფებოდა ერთი მეტრის დაშორებით და ყველაფერი ესმოდა და ხედავდა ნათლად.
მოწმე გ--–--–---–---–- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დროს ლ-–--------–-–---–- არ ჰქონია იარაღი, რადგან სხვა შემთხვევაში ის ამას ნამდვილად შეამჩნევდა. ჩხუბის დასრულების შემდეგ კი, ლ-–--------–-–---–-- თქვა, რომ იარაღი ამოუვარდა და მისი ძებნა დაიწყო, იქ მყოფ პირებთან ერთად.
მოწმე ლ--------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 20---–-–-- 9 მარტს იმყოფებოდა სახლში, ყვირილის ხმაზე ჩავიდა ეზოში, სადაც მას შეხვდა ლ-–--------–-–---–-. მან სთხოვა, დახმარებოდა იარაღის მოძებნაში. დაზარალებულს მოწმისთვის არ უთქვამს, რომ იარაღი წაართვეს. მან უთხრა, რომ დაკარგა იარაღი და ეძებდა.
მოწმე მ-------------–---–-- (დაზარალებულის დედა) სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, დაზარალებულმა მას უთხრა, რომ თავს დაესხნენ და ჩხუბის დროს, ზ-----------–--სა და დ------------------ დახმარებით, ე-–------------------მ მას წაართვა იარაღი.
ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, ასევე, მოწმე ზ-------------–-–---–- (დაზარალებულის მამა).
მოწმე დ---------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს დაზარალებულ ლ-–--------–-–---–---- ერთად, თ---–---------------------–----------------–--------–-–--------– განყოფილებაში მორიგე ინსპექტორის პოზიციაზე. 20---–-–-- 9 მარტს გამოცხადდა სამსახურში და, როგორც ოპერატიული მორიგე, ასრულებდა მის ფუნქცია-მოვალეობებს. დაზარალებული ლ-–--------–-–---–- სამსახურში იმყოფებოდა 10:00 საათიდან და დღის განმავლობაში მასთან მოწმეს რამდენჯერმე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. ლ-–--------–-–---–- 19:00 საათზე დაესწრო სამსახურში თათბირს და დაახლოებით 19:15 საათზე დაასრულა მუშაობა. მოწმემ დაინახა, რომ შენობიდან გასვლის დროს დაზარალებულს შარვლის მარჯვენა მხარეს, საქამრეში, სპეციალურ სათავსში (კაბურაში) ჰქონდა HS9 მოდელის საშტატო იარაღი. მოგვიანებით მას ამავე განყოფილების უფროსის მოადგილემ - ი-----–------------- უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ ლ-–--------–-–---–- თავს დაესხნენ და წაართვეს საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
მოწმე ი-----–------------- სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს ვ---------------–----------------–--------–-–--------– განყოფილებაში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 20---–-–-- 9 მარტს, დილით, 10:00 საათზე, და, ასევე, საღამოს, 17:00 საათზე, ჩაატარა თანამშრომლებთან თათბირი, რომელსაც ესწრებოდა ლ-–--------–-–---–-ც. დაახლოებით 1 საათში ლ-–--------–-–---–-- დაურეკა მას ვაიბერით და აცნობა, რომ თავს დაესხნენ ე-–------------------, დ----------------- და ზ-----------–-- და წაართვეს საშტატო იარაღი. მოწმე აღნიშნავს, რომ ლ-–--------–-–---–- ატარებს HS სისტემის იარაღს. აღნიშნული იარაღი მას ჰქონდა დილით და საღამოს სამსახურში თათბირის დროსაც, ვინაიდან მისი პირადი მოთხოვნაა, რომ ყველა თანამშრომელს თან ჰქონდეს თავისი იარაღი.
მოწმე თ------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს თბილისში, თ----ზე, მ---------ნში მდებარე მაღაზიაში. 20---–-–-- 9 მარტს მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი და სთხოვა ტელეფონის დატენა. მამაკაცს სახეზე ეტყობოდა პატარა ნაკაწრი. მამაკაცმა რამდენიმე პირს დაურეკა და სატელეფონო საუბრისას აღნიშნავდა, რომ სცემეს და დაკარგა იარაღი, თუმცა არ უთქვამს, რომ იარაღი წაართვეს.
ბრალდებულ დ------------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ჩხუბის დასრულების შემდეგ, ლ-–--------–-–---–-- უთხრა ნ----------–--ს, რომ დაკარგა რაღაც, მაგრამ თვითონ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ლ-–--------–-–---–- არ უთქვამს, რომ ვინმემ იარაღი წაართვა.
ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს, ასევე, ბრალდებული ზ-----------–--ც თავის ჩვენებაში და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მან გაიგო ლ-–--------–-–---–-- ნათქვამი, რომ იარაღი დაკარგა. მას იქ მყოფი პირები ეხმარებოდნენ იარაღის მოძებნაში, თუმცა თავად არ მისულა მისახმარებლად.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 20---–-–-- 15 მარტის წერილის თანახმად, ვ---------------–----------------–--------–-–-------–- განყოფილების გამომძიებელს, პოლიციის ლეიტენანტ ლ-–--------–-–---–- ერიცხება H----- სამსახურებრივი საშტატო იარაღი, HS-ის 2 მჭიდითა და 30 ლუგერის ვაზნით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის უნდა არსებობდეს შეთანხმებულ, აშკარა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს როგორც ფაქტს, ასევე, ბრალდებულის დანაშაულებრივ კავშირს ამ ფაქტთან.
ამასთან, განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ მტკიცებულებებს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა... ამგვარი მტკიცებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548).
სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულებას წარმოადგენს ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დაადგინოს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით.
განსახილველ შემთხვევაში, ე-–------------------- მიმართ ბრალდება წარდგენილია საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის კვალიფიკაციით, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტობრივ გარემოებას. ამგვარი დასკვნის საფუძვლად კი, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ დაზარალებული აღნიშნავს იმ გარემოებაზე, რომ ჩხუბის დროს მას ე-–------------------მ გასტაცა საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და გაიქცა. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მოწმეები, რომლებიც იმ დროს დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდნენ, განმარტავენ, რომ მათ საერთოდ არ შეუნიშნავთ არც ის ფაქტი, რომ დაზარალებულს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და, ასევე, არც ის, რომ ე-–------------------ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას. მოწმეები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ დაზარალებულ ლ-–--------–-–---–- შემთხვევის ადგილზე ეთქვას, რომ მას ე-–------------------მ (ან სხვა ვინმემ) იარაღი წაართვა. მოწმეთა განმარტებით, ის ადგილზე აცხადებდა, რომ დაკარგა იარაღი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნეს დადასტურებული ქმედების როგორც ობიექტური, ისე, სუბიექტური შემადგენლობა, რაც კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით არ დგინდება. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.
შესაბამისად, ე-–------------------ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
განსახილველ საქმეზე, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, ბრალდებულის პიროვნებას.
ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ნასამართლობის ფაქტს. კერძოდ, ე-–------------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია სხვადასხვა განზრახი დანაშულების ჩადენისათვის, მათ შორის, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის.
ამდენად, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას (საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ე-–------------------- მიმართ დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, 5 წლის ვადით შეეზღუდოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ლ-–--------–-–---–-- მაისური უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 1 ცალი დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ----------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ დ-----------------ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ზ------------–-- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ-----------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ზ-----------–--ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ე-–------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ე-–------------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ე-–------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, ე-–------------------ს 5 (ხუთი) წლით შეეზღუდოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ე-–------------------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
ე-–------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ლ-–--------–-–---–-- მაისური დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე შორენა გუნცაძე