განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2020
საქმის ნომერი
080100119003171872
დავის ტიპი
19 - 177 3 გ
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003171872

საქმე №1/762-19 წ.

განაჩენი

საქართველოს სახელით

15.01.2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

შესავალი ნაწილი

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე:

სტაჟიორი - პროკურორი - კახაბერ ბოხუა;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნესტან ბაგათელია;

ბრალდებული: გია ნიქაბაძე

მამის სახელი: შაქრო

დაბადების თარიღი: 15.09.1966წ.

პირადი ნომერი: 53301064646

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები: ქ. წყალტუბო, კეცხოველის ქუჩა №8.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი და სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით;

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით;

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 23 საათზე, გია ნიქაბაძემ უკანონოდ შეაღწია ქ. წყალტუბოში 9 აპრილის №18-ში მდებარე მერი ნოზაძის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ელექტრო ღუმელს და სხვა საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულ მერი ნოზაძეს მიადგებოდა სულ 140 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

1.2. 2019 წლის 2 ივნისიდან 5 ივნისის დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია გია ნიქაბაძემ უკანონოდ შეაღწია ქ. წყალტუბოში, ლერმონტოვის ქუჩა მესამე შესახვევი №2-ში მდებარე ეკატერინა ვარდანიძის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვადასხვა დასახელების სამკაულებს, რითაც დაზარალებულ ეკატერინა ვარდანიძეს მიადგა სულ 1762 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

1.3. 2019 წლის ივნისში ზუსტი დროს დაუდგენელია, ქ. წყალტუბოში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა №36-ში მდებარე საშა სუ-–-------ის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია გია ნიქაბაძემ, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ასევე სხვადასხვა დასახელების სამკაულებს, რითაც დაზარალებულ საშა სუ-–-------ეს მიადგა 76,5 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

2.1. 2019 წლის 12 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გია ნიქაბაძის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა გია ნიქაბაძემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გია ნიქაბაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გია ნიქაბაძის ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულ მერი ნოზაძის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ტა-----–-------–--ის, კო-------------ის, მე-------------ის, გი-------------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ გია ნიქაბაძის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთის დათვალიერების ოქმით, გია ნიქაბაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დაზარალებულების ეკატერინა ვარდანიძის და საშა სუ-–-------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ვ-–-----------ის და გი-------–---------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ გია ნიქაბაძის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით გია ნიქაბაძის მონაწილეობით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმით ეკატერინა ვარდანიძის მონაწილეობით, გია ნიქაბაძის პირადი ჩხრეკის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გია ნიქაბაძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გია ნიქაბაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა გია ნიქაბაძის ნასამართლობა.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გია ნიქაბაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ნასამართლევია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულისათვის.

 

საქმის მასალებში არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენი, რომლის თანახმადაც გია ნიქაბაძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც 3 (სამი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 (ოთხი0 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, წინათ განზრახი დანაშაულებისათვის ნასამართლევმა გია ნიქაბაძემ კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები, ანუ სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის, თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და 2015 წლის 17 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულ გია ნიქაბაძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 08 ივლისის რედაქცია).

 

ამდენად, გია ნიქაბაძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გია ნიქაბაძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა და დანაშაულის რეციდივი, გია ნიქაბაძეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობის, დანაშაულის რეციდივისა და პირობით მსჯავრდებულის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 59-ე, 67-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 292-ე, მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გია ნიქაბაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

1.1. საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

1.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

1.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გია ნიქაბაძეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2.1 საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განაჩენი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენით (მსჯავრდებულ გია ნიქაბაძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 08 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გია ნიქაბაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. გაუქმდეს გია ნიქაბაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

4. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გია ნიქაბაძეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 ივლისიდან.

 

5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

5.1 შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები - წყალტუბო, ლერმონტოვის ქუჩა - ერთ CD-R დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები - ერთ CD-R დისკზე; შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები - წყალტუბო, ხანძთელის ქუჩა - ერთ CD-R დისკზე; შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები - წყალტუბო, 9 აპრილის ქუჩა - ერთ CD-R დისკზე - რომლებიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5.2 გია ნიქაბაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ელექტრო ღუმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. გია ნიქაბაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პრტყელტუჩა და ძალაყინი, რომელიც ინახება საქართველოს შსს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

 

5.3 შემთხვევის ადგილიდან (წყალტუბო, 9 აპრილის ქუჩა) ამოღებული ლურჯი ფერის პარკი, შვიდი ცალი ლამბაქი და 8 ცალი ჭიქა, რომელიც ინახება საქართველოს შსს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

5.4 გია ნიქაბაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ჩანთა; თუჯის ქვაბი; ლითონის მავთულები; ორი ცალი პირსახოცი; კომპიუტერის ,,სამსუნგის’’ ფირმის ვინჩესტერის დეტალი; ერთი წითელი ლითონის ყუთი, მასში მოთავსებული ოქროსფერი ფაიფურის თოვლის ბაბუას სტატუეტები; მრგვალი ფორმის მცენარეული მასით ნაქსოვი ერთი ცალი ზარდახშა; ფაიფურის ყავის სერვიზი, მხედრებითა და აქლემის გამოსახულებით 6 ც ლამბაქი და 6 ც ფინჯანი; ოქროსფერი ყავის სერვიზი ლამბაქი და 6ც ფინჯანი, მასზე გამოსახული ყურძნის მტევნებით და თაფლით; ორი ცალი ქალის საათი წარწერით MEMA და rolexi, SHAIAS ფირმის ქალის საათი, გაურკვეველი ფირმის ქალის საათი, საათი სამაჯურის გარეშე ციფერბლატზე ქალის გამოსახულებით; სამი ცალი ლითონის ბეჭედი, ორი ცალი ლითონის მცირე ჯვარი, ვერცხლის ფერი გაწყვეტილი ლითონის ყელსაბამი, ვერცხლისფერი სანთებელა, ლითონის სანთებელა რომელზეც გამოსახულია არწივი, ფაიფურის ზარდახშა ვარდისფერი თვლებით; ერთი ცალი შავი ფერის ტელეფონის დასამუხტი მოწყობილობა; შავი ფერის ელვაშესაკრავიანი ტყავის ჩანთა; შავი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია თიბისი ბანკის გადახდის ქვითარი; ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ოკეან გაზის და ნეო ქარდის გაზგასამართი სადგურების ბარათები და ა/მანქანის მეორედი ნაწილების სავიზიტო ბარათი, რომელზეც ლურჯი მელნით გაკეთებულია წარწერა ლათინურად და ქართულად ,,ფილაგრა’’; ,,Mema’’-ს ფირმის ლითონის ოქროსფერ სამაჯურიანი საათი; ყავისფერი ტყავის სამაჯურიანი საათი, ვერცხლისფერი კორპუსით და ციფრებიანი თეთრი ციფერბლატით - რომლებიც ინახება საქართველოს შსს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

5.5 საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული ალუმინის 10 ლიტრიანი ტევადობის მრგვალი ფორმის ქვაბი; პლასტმასის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის კალათა, ყავის სერვიზის ოქროსფერი 6 ცალი ფინჯანი და 3 ცალი ლამბაქი, რომლებსაც გარეთა მხრიდან ახატია აქლემი და ქვიშა, ხოლო ძირზე აქვს ინგლისური წარწერა ,,JAPAN’’, ასევე მწვანე ფერის იგივე მოხატულობის 1 ცალი ლამბაქი; 4 ცალი სამზარეულოს დანა, კრებული სხვადასხვა ზომის, რომელთაც აქვს რუსული წარწერა ,,ნერჟ. და სსსრ-ს ლოგო’’, ხის მოხატული ტარებით; დიდი ზომის თეფში, ძირზე ინგლისური წარწერით ,,დამზადებულია ჩეხეთში’’; სპილოსძვლისფერი ყელსაბამი, ძოწისფერი ყელსაბამი, მოწითალო ფერის ყელსაბამი, მინის ფერადი გულსაბნევი; ძოწისფერი და თეთრი ყელსაბამი; სამი წყვილი იასამნისფერი, შუშის და პლასტმასის საყურეები, ვერცხლისფერი შავთვლიანი სამაჯური, ცისფერთვლებიანი წყვილი საყურე ე.წ კლიფსი; 1 ცალი პლასტმასის საყურე; 2 ცალი ლითონის ბეჭედი, 3 ცალი სამაჯურის რგოლები; ჭაღი ბრების გარეშე - რომლებიც ინახება საქართველოს შსს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე