გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #------------------ საქმე #2/213-19 თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 22 იანვარი, 2020 წელი ქ. თეთრიწყარო შესავალი ნაწილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი მოსარჩელე - ს---------------------------------- წარმომადგენელი - ს--–-------–----–---–- მოპასუხე - რ----------–--–-–---–------------------- დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება აღწერილობითი ნაწილი 1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1 რ----------–--–-–---–ს ს------------------ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 22 021,47 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 17 671,81 ლარი, სარგებელი - 2 507,00 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1 800 ლარი და დაზღვევა - 42,66 ლარი. 1.2 რ----------–--–-–---–ს ს------------------ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -17671,81 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 206,17 ლარს. 1.3 რ----------–--–-–---–ს ს------------------ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 2 165,38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1 900 ლარი, სარგებელი - 65,38 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარი. 1.4 რ----------–--–-–---–ს ს------------------ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1 900 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 26,91 ლარს. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები: ს------------------ და რ----------–--–-–---–ს შორის 2018 წლის 3 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 18 200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14%-ით, კრედიტის ვადა - 1439 დღე, 12.07.2022 წლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 12 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კრედიტის მიმდინარე ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად 2018 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ აღარ შეუსრულებია ვალდებულება. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 25 664.19 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 17 671,81 ლარი, სარგებელი - 2 507,00 ლარი, პირგასამტეხლო -5 442,72 ლარი და დაზღვევა - 42,66 ლარი. ს------------------ და რ----------–--–-–---–ს შორის 2018 წლის 28 სექტემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1900 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა - 2022 წლის 06 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 06 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება ს------------------ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ------------- განთავსებული "ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ" ხელშეკრულებით. მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად არ შეუსრულებია ვალდებულება. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისთვის არსებული დავალიანების დაკისრება 2019 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 2 463,61 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1 900 ლარი, სარგებელი - 65,38 ლარი და პირგასამტეხლო - 498,23 ლარი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 22 021,47 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 17 671,81 ლარი, სარგებელი - 2 507,00 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1 800 ლარი და დაზღვევა - 42,66 ლარი, 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 2 165,38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1 900 ლარი, სარგებელი - 65,38 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარი და მიუღებელი შემოსავალის დაკისრებას. 2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე რ----------–--–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით და ზეპირი განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, 2018 წლის 3 აგვისტოს გაცემული სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 17 671,81 ლარის ოდენობით და 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 1900 ლარის ოდენობით, რასაც გადაიხდის მოსარჩელესთან შეთანხმებული გრაფიკით. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. ს------------------ და რ----------–--–-–---–ს შორის 2018 წლის 3 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 18 200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14%-ით, კრედიტის ვადა - 1439 დღე, 12.07.2022 წლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 12 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ "---------------------ში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 3---------------, ს.ფ. 36-40; 43. - სესხის დაფარვის გრაფიკი, ს.ფ. 41-42. 3.1.2. რ----------–--–-–---–მა დაარღვია 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად 2018 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ აღარ შეუსრულებია ვალდებულება. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 25 664,19 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 17 671,81 ლარი, სარგებელი - 2 507,00 ლარი, პირგასამტეხლო -5 442,72 ლარი და დაზღვევა - 42,66 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ს------------------ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ, ს.ფ 47. - გადახდების ისტორია, ს.ფ 45. 3.1.3. ს------------------ და რ----------–--–-–---–ს შორის 2018 წლის 28 სექტემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1900 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა - 2022 წლის 06 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 06 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება ს------------------ ოფიციალურ ვებ-გვერდზე w-------------განთავსებული "ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ" ხელშეკრულებით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ხელშეკრულება ,,ფიზიკური პირის საბანკო წარმოების შესახებ“, ს.ფ. 19-35. - ს------------------- მიერ 2019 წლის 29 ოქტომბერს გაცემული 6743/103-01 ცნობა, ს.ფ. 44. 3.1.4. რ----------–--–-–---–მა დაარღვია 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის N---------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად არ შეუსრულებია ვალდებულება. 2019 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 2 463,61 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1 900 ლარი, სარგებელი - 65,38 ლარი და პირგასამტეხლო - 498,23ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ცნობა 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულების შესახებ, ს.ფ. 47. - გადახდების ისტორია, ს.ფ 46. 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 405-ე, 411-412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე რ----------–--–-–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2018 წლის 3 აგვისტოს #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 17671,81 ლარის, 2018 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 1900 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის (სარგებელი) - 2018 წლის 3 აგვისტოს #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2507,00 ლარის და 2018 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებიდან 65,83 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს. 6.4. მოსარჩელე ს------------------ წარმოდგენილი სარჩელით ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 17671.81 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 206.17 ლარს და 2019 წლის 17 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1 900 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 26,91 ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას,რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ, საქმე Nას-54-54-2018). მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს- „-------------”-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სარჩელი 19671,81 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 60% და ამ პროპორციულობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მხარეები თავისუფლებიან. რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 390,95 ლარის გადახდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 50.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება. 7.2. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ 500 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 40 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯების გაღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა თიბისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს--------------------ს სარჩელი მოპასუხე რ----------–--–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე რ----------–--–-–---–ს მოსარჩელე ს-------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანები 22 021,47 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 17 671,81 ლარი, სარგებელი - 2 507,00 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1 800 ლარი და დაზღვევა - 42,66 ლარი.
3. მოპასუხე რ----------–--–-–---–ს მოსარჩელე ს-------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) 2018 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის N3--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 17671,81 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 206,17 ლარს.
4. მოპასუხე რ----------–--–-–---–ს მოსარჩელე ს-------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 2 165,38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1 900 ლარი, სარგებელი - 65,38 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარი.
5. მოპასუხე რ----------–--–-–---–ს მოსარჩელე ს-------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან) 2018 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1 900 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 26,91 ლარს.
6. მოსარჩელე ს--------------------ს დაუბრუნდეს 2019 წლის 29 ოქტომბერს საგადასახადო დავალება #10 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (977,33 ლარი) ნაწილი - 586,38 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300083150; ბანკის კოდი TRESGE22;
7. მოპასუხე რ----------–--–-–---–ს მოსარჩელე ს-------------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 390,95 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის 50.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
8. მოპასუხე რ----------–--–-–---–ს მოსარჩელე ს-------------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს იურიდიული მომსახურების ღირებულის 500 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 40 ლარის ანაზღაურება.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. #11) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. #11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა