განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
330100119002976478
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1939-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ--------------–----

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული ი-----–---------–------------------------------------–-------–-–------------------------------–----------–----------------–------ რეგისტრირებული: ქ-------–----------------------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–------------------------------------------------------

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით და არაერთგზის.

 

2. ბრალდებული ლ-–-----–-----------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–----------------–---------------- რეგისტრირებული მისამართზე: ს-------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------------------------------------–--

ადვოკატები - მ--–--------–-------------–-–---–---–--

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით;

 

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0----------ის განაჩენით ი-----–---------–--- ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

2019 წლის 17 მარტს ლ-–-----–-- და ი-----–---------–--- წინასწარ შეუთანხმდნენ ერთმანეთს და მივიდნენ გ----------------–---–-- საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ. თბილისი,-------------------------------------–------------------, ბინა №12-ში. ი-----–---------–---- და ლ-–-----–--- თანნაქონი რკინის დეტალით დააზიანეს შესასვლელი კარის გულა და უკანონოდ შეაღწიეს გ----------------–---–-- ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადნენ ფარულად დაუფლებოდნენ გ----------------–---–--- და მისი ოჯახის მატერიალური ღირებულების მქონე ნივთებს, თუმცა, ი-----–---------–--- და ლ-–-----–-- შემჩნეულ იქნენ გ----------------–---–-- მიერ და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ლ-–-----–---- და ი-----–---------–---- ერთობლივი ქმედებით დაზარალებულ გ----------------–---–- ქონებრივი ხასიათის ზიანი მიადგებოდა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მოწმე თ-------–--–--–-–---–-----------------------------–-------------------------–---------------- ჩვენებებით დგინდება, რომ ქ. თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების თანამშრომლებმა, 2019 წლის 17 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღეს შეტყობინება, რომ მათ ადგილსამყოფელთან ახლოს, ქ. თბილისი,-------------------------------------–-, მე-7 კორპუსში, ადგილი ჰქონდა ბინის გაქურდვის მცდელობას. ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, გაემართნენ მითითებულ მისამართზე. ლ-------------- ტელეფონით შეტყობინების ინიციატორს, გ----------------–---–- დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ აივნიდან დაანახებდა იმ ორ პირს, ვინც მის ბინაში შეღწევას ცდილობდა. კორპუსთან მისვლისას აივნიდან მართლაც გადმოიხედა პირმა, რომელმაც მათ მიუთითა ორ პირზე, რომლებიც გარბოდნენ. ზემოაღნიშნულ პირებს გაედევნენ და იმავე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. თ-------–--–--–-–---–----------------------------- დააკავეს ბრალდებული ლ-–-----–--, ხოლო ლ--------------- და რ---–---------------- კი - ი-----–---------–---, რა დროსაც ბრალდებულების მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ღონისძიება. დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ი-----–---------–------- ამოღებული იქნა ბრტყელი ფორმის რკინის დეტალი, რომელსაც თავზე ჰქონდა წრიული ნახვრეტები, რაც ადგილზევე დაილუქა; ლ-–-----–------ კი არაფერი ამოღებულა.

შეტყობინების რეგისტრაციის №------ ბარათის თანახმად, 2019 წლის 17 მარტს, 1---- საათზე, საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა გ----------------–---–-, რომელმაც განაცხადა, რომ ორი პირი ცდილობდა მის ბინაში უკანონოდ შეღწევას.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 17 მარტს, 13:00 სთ-ზე, ქ. თბილისი,-------------------------------------–------------------ს მიმდებარედ,----------------- სამმართველოს----- განყოფილების დეტექტივ რ---–---------------- მიერ, საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი-----–---------–---, რომელსაც დაკავებისას ხელში ეკავა ბრტყელი ფორმის რკინის დეტალი, თავზე წრიული ნახვრეტით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 17 მარტს, 13:00 სთ-ზე, ქ. თბილისი,-------------------------------------–------------------ს მიმდებარედ,----------------- სამმართველოს----- განყოფილების დეტექტივ გ--------------------- მიერ, საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით, დაკავებული იქნა ლ-–-----–--. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან არაფერი ამოღებულა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 17 მარტს, 17:00-18:47 სთ. პერიოდში,----------------- სამმართველოს პოლიციის------- განყოფილების გამომძიებელ ლ-–----------–---- მიერ, ბინის მფლობელის - გ----------------–---–-- და ექსპერტების - ი-----–-------------------------------–---–-------------------–-------- მონაწილეობით, დათვალიერდა ქ. თბილისი,-------------------------------------–------------------, მე-4 სართული, ბინა №12 და მისი მიმდებარე ადგილი. საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის საკეტის გულა აღმოჩნდა დაზიანებული. კართან ნანახი იქნა საკეტის დამსხვრეული ფრაგმენტები. სადარბაზოში, ბინის კარის წინ აღებული იქნა სუნის ნიმუშები. შესასვლელი კარის გარე სახელურიდან, შესასვლელ კართან არსებული ზარის ღილაკიდან - ანაწმენდები, საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან და სახელურიდან კი - ხელის კვლები. კვალზე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან კიბით ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა გარეთ და გაჩერდა სადარბაზოს მიმდებარედ. სადარბაზოს უკან, გასასვლელში, კუთხეში ნანახი იქნა მეტალის პატარა ზომის ნაკეთობები, ე.წ. „ატმიჩკები“..

 

დაზარალებულმა გ----------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისი,-------------------------------------–-, კორპუსი №7, მეოთხე სართული ბინა №12-ში. 2019 წლის 17 მარტს, დილით, იმყოფებოდა სახლში მარტო, სახლის კარი ჩაკეტილი ჰქონდა გასაღებით და ეძინა. კარზე გაისმა ზარის ხმა, გაიხედა ჭუჭრუტანიდან და კართან დაინახა უცნობი პირი. კარი არ გაუღო უცნობს და არც ხმა გაუცია მისთვის, ისე დაბრუნდა საძინებელ ოთახში და დაწვა. რამდენიმე ხანში კვლავ დარეკა ზარმა და ჭუჭრუტანიდან კვლავ ის უცნობი დაინახა. როცა კარი არც ამჯერად გახსნა, უცნობმა საკეტის წვალება დაიწყო. ჭუჭრუტანიდან დაინახა, რომ ამასობაში გამოჩნდა მეორე პირი, რომელიც სადარბაზოში იდგა და იყურებოდა, სავარაუდოდ, ვინმე რომ არ წარდგომოდათ თავს. მობილური ტელეფონით დარეკა „112“-ში და განაცხადა, რომ ორი პირი ცდილობდა მის სახლში შემოღწევას, მათი აღწერილობაც მიაწოდა ოპერატორს. რამდენიმე წუთში მობილურ ტელეფონზე დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა, რომელთან საუბრის დროსაც უცნობებმა მისი სახლის კარი გახსნეს და შემოვინენ. პირველად ი-----–--–---------- შემოვიდა, - ის პირი, რომელიც მანამდე კარის საკეტს აწვალებდა, მას ლ-–-----–-- მოჰყვა. მის დანახვაზე ბრალდებულები კიბეებისკან გაიქცნენ. პოლიციის თანამშრომელს სახლის აივნიდან დაანახა ზემოაღნიშნული პირები, რომლებიც სადარბაზოდან გამოსულები იყვნენ და ცენტრალური გზის მიმართულებით ჩქარი ნაბიჯით მიდიოდნენ. იქვე დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც აივნიდან მიუთითა ამ პირებზე. პოლიციის თანამშრომლები გაედევნენ მათ და იქვე ახლოს დააკავეს.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის (------------------------------- თანახმად, 2019 წლის 17 მარტს, ქ. თბილისი,-------------------------------------–------------------, მე-4 სართული, ბინა №12-ის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულების - ი-----–---------–------- და ლ-–-----–------ აღებული სუნის ნიმუშების.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნაში ექსპერტი ლ---------------- აღნიშნავს: „1. გამოსაკვლევი ობიექტის დათვალიერებით დგინდება, რომ ის თავისი კონსტრუქციით, ხასიათით, ტიპით წარმოადგენს საკეტის ცილინდრული მექანიზმების მქონე ჩამკეტის გულანას. არსებული კორპუსის და გამოსაკვლევი ცილინდრული მექანიზმის უშუალოდ გასაღების მოსათვასებელი ჭრილების მიკროსკოპული კვლევისას დგინდება, რომ ერთ-ერთი ჭრილის ნაპირებზე, ბუდის არეში და მის ვიზუალურად ხილვად შიდა ზედაპირზე აღინიშნება მასალის გადაადგილების, ნაჭდევების და ნაკაწრების სახით გამოხატული, გარეშე საგნის ზემოქმედების კვლები.

2. გამოსაკვლევი ორი ცალი ლითონისმაგვარი ფრაგმენტის დათვალიერებით დგინდება, რომ ისინი დაზიანებულია და პირაპირების მიკროსკოპიული კვლევისას ირკვევა, რომ დაზიანებული პირა-პირები ხასიათდება უსწორმასწორო - ხორკლიანი რელიეფით, რაც დამახასიათებელია ტეხვისათვის და აღნიშნული ფრაგმენტების დაზიანებული მიდამოების ურთიერთ შეთავსებით დგინდება, რომ ისინი დაზიანებამდე წარმოადგენდნენ წრიული ფორმის, შუაში კონსტრუქციული ჭრილის მქონე ობიექტს. აღნიშნულ ფრაგმენტებს არ გააჩნიათ საინფორმაციოდ საკმარისი ნიშან-თვისებები, რაც მომცემდა საშუალებას რაიმე ობიექტთან შეთავსებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე დადგენა საკითხისა წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ფრაგმენტები საკეტის შემადგენელ ნაწილს ფაქტიურ მდგომარეობაში შეუძლებელია.

მეორე ფუთაში მოთავსებული იყო მორუხო ფერის მეტალის, მოგრძო, ბრტყელი დეტალი, სიგრძით 10 სმ. დეტალის ერთ-ერთ მხარეზეა გამჭოლი მრგვალი ნახვრეტი, ხოლო მეორე დაბოლოებაზე აღენიშნება დამუშავების (ლესვის) კვლები. მის ზედაპირზე აღინიშნება ჟანგისმაგვარი დანაშრევები.

მესამე ფუთაში F--------- მოთავსებულია სხვადასხვა ზომის და ფორმის სამი ცალი ლითონის დეტალი, კერძოდ, ერთი ობიექტი წარმოადგენს ლურსმანს, მეორე ობიექტი მავთულს და მესამე ობიექტი სავარუდოდ წარმოადგენდა გასაღებს. აღნიშნულ ობიექტებს დამუშავების შედეგად მიცემული აქვს გარკვეული ფორმა და სავარაუდოდ წარმოადგენენ ე.წ. „ატმეჩკებს“.“

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის (ექსპერტი: ქ-----------------–-–---–-) თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

„პაკეტში, წარწერით: „...რკინის დეტალი...“, მოთავსებულ რკინის დეტალზე (ობ.N1), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „...4 (ოთხი) ცალი ჩხირით გაკეთებული ანაწმენდები ორი ობიექტიდან, ზარის ღილაკიდან და შეს. კარის გარე სანელურიდან...“, მოთავსებულ:

ანაწმენდებზე (ობ. N2; კონტეინერი, წარწერით: „ზარის ღილაკიდან“), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

ანაწმენდებზე (ობ. N3; კონტეინერი, წარწერით: „შეს. რკინის კარის გარე სახელურიდან“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–---------–---- (ობ. N3; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ც. სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ ი-----–---------–----...“);

პაკეტში, წარწერით: „...შესასვლელი კარის დაზიანებული საკეტის გულა წარმოდგენილ გასაღებთან და დაზიანებულ ფრაგმენტებთან ერთად...“, მოთავსებულ საკეტის გულაზე (ობ. N4), მეტალის დაზიანებული დეტალის ორ ფრაგმენტსა ( ობ. N5) და გასაღებზე (ობ. N6), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „...სადარბაზოში ნანახი სამი ცალი მეტალის ნაკეთობა...“, მოთავსებულ მოვერცხლისფრო და მორუხო ფერის მეტალის სამ საგანზე, სავარაუდოდ, მორგებულ გასაღებზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–-----–-–--- (ობ. N9; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ც. სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ ლ-–-----–-–--------------------– პირის ღუდან..“). ობ. N7-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.“

სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ლ-–-----–--- და ი-----–---------–---- მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურდა სრულად.

ბრალადშრაცხულ დანაშაულში ბრალდებულების მამხილებელ უმთავრეს მტკიცებულებას დაზარალებული გ----------------–---–-- ჩვენება წარმოადგენს, რომლის თანახმადაც იგი თავად იყო ლ-–-----–--- და ი-----–---------–---- მიერ ჩადენილი დანაშაულის თვითმხილველი და სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად იქნენ დაკავებულნი ბრალდებულები.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების ძირითადი მტკიცებულების სანდოობის შეფასებაში და განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეული რაიმე გარემოება, რომელიც გ----------------–---–--, როგორც ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობასა და მის მიერ გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა სასამართლოს.

უპირველეს ყოფლისა, აღსანიშნავია, რომ შემთხვევამდე დაზარალებულისა და ბრალდებულების ნაცნობობის ფაქტი გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც თავისთავად გამორიცხავს გ----------------–---–-- მხრიდან ლ-–-----–--- და ი-----–---------–---- მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობას. გარდა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ დადგინდა რაიმე მოტივი, რომელიც დაზარალებულს უბიძგებდა ბრალდებულებისთვის დაებრალებინა დანაშაული, - სასამართლოსთვის გ----------------–---–-- მიერ მიცემული ჩვენებების უტყუარობას მოწმობს ის გარემოებებიც, რომ დაკითხვისას მან დამაჯერებლად და დეტალურად აღწერა ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც თავად იყო, ამასთან, ჩვენებაში მის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები სრულ თანხვედრაშია ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:

 

- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, - რომლის თანახმადაც გ----------------–---–-- ბინის კარის საკეტში, გასაღების მოსათვასებელი ბუდის ვიზუალურად ხილვად შიდა ზედაპირზე აღმოჩნდა გარეშე საგნის ზემოქმედების კვლები.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, - რომელთა თანახმადაც, გ--------------–---–-- საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში აღმოჩენილი იქნა რკინის, დამუშავების შედეგად, გარკვეული ფორმის მქონე დეტალები - ე.წ. „ატმეჩკები“, რომლებზეც აღმოჩენილი იქნა ლ-–-----–--- ბიოლოგიური მასალა.

- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, - რომლის თანახმადაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულების - ი-----–---------–------- და ლ-–-----–------ აღებული სუნის ნიმუშების.

- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, - სადაც აღნიშნულია, რომ გ----------------–---–-- ბინის კარის გარეთა სახელურზე აღმოჩენილი იქნა ლ-–-----–--- ბიოლოგიური მასალა.

- ბრალდებულების დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებთან და მოწმეთა - თ-------–--–--–-–---–-----------------------------–-------------------------–---------------- ჩვენებებთან, - რომელთა თანახმადაც, ლ-–-----–--- და ი-----–---------–---- დაკავება მოხდა გ----------------–---–-- მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენიდან უმალვე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირადი ჩხრეკისას ი-----–---------–---- აღმოაჩნდა ბინის კარისა და საკეტის დასაზიანებლად გამოსადეგი ბრტყელი ფორმის რკინის დეტალი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოგანხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს შემთხვევს დღეს, შემთხვევის ადგილზე ლ-–-----–--- და ი-----–---------–---- ყოფნის და მათ მიერ ბრალადაშრაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

სასამართლო განმარტავს, რომ არ იზიარებს ბრალდების ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა უტყუარობის თაობაზე დაცვის მხარის პოზიციას, რადგან მიიჩნევს, რომ ამ მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას რაიმე არსებითი დარღვევა, რომელიც გავლენას იქონიებდა მათი გაზიარების საკითხზე, - არ დადგენილა. ექსპერტ ქ-----------------–-–---–-- მიერ გაცემულ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნასთან დაკავშირებით, - რომელშიც, „-–-–-----–-–--- ფიგურირებს, რაც დაცვის მხარის აზრით, ეჭვქვეშ აყენებს კვლევის შედეგების კავშირს ბრალდებულ ლ-–-----–-------, - სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ცდომილება წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას, რასაც მოწმობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები:

სუნის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 30 აპრილს, ქ. თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილების გამომძიებელ რ----------–----- მიერ, ექსპერტების - გ------------–-----------------------------–---–--- ადვოკატ ა-----–-–---–---–-- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ლ-–-----–------, სტერილური ჩხირის მეშვეობით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუშები, რომელიც მოთავსდა მუყაოს კონტეინერში და დაილუქა სპეცპაკეტში F--------- ნომრით;

ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ ექსპერტის მიერ გამოკვლეული იქნა: „პაკეტი N6. შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების, პოლიეთილენის დალუქული პაკეტი, შტრიხკოდით: „F---------“ და წარწერით: „------------ 30.04.2019 წ. ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ც. სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ ლ-–-----–-–-------------------- წ. პირის ღრუდან (გაურკვეველი ხელმოწერა) რ----------–---- (გაურკვეველი ხელმოწერა) თ---------–---–- (გაურკვეველი ხელმოწერა) გ------–--- (გაურკვეველი ხელმოწერა) ადვოკატი ა-----–-–---–---–- (გაურკვეველი ხელმოწერა) ისანი-სამგორი-- განყ. გლდანი---- დაწესებულება ნერწყვის ნიმუში“. პაკეტში აღმოჩნდა თეთრი ფერის მუყაოს კონტეინერში მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირი.“

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ცხადჰყოფს, რომ ლ--------–------- მიმართებით ექსპერტის დასკვნა ეყრდნობა სწორედ მოცემულ საქმეზე ლ--------–--------ღებული ნიმუშის გამოკვლევის შედეგებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ ი-----–---------–---- და ლ-–-----–--- თანნაქონი რკინის დეტალით დააზიანეს შესასვლელი კარის გულა და უკანონოდ შეაღწიეს გ----------------–---–-- ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადნენ ფარულად დაუფლებოდნენ გ----------------–---–--- და მისი ოჯახის მატერიალური ღირებულების მქონე ნივთებს, თუმცა, ი-----–---------–--- და ლ-–-----–-- შემჩნეულ იქნენ გ----------------–---–-- მიერ და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად; ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტი), ბინაში უკანონო შეღწევით (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი) და არაერთგზის (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი). საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ,,დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი”. შესაბამისად, დანაშაულის მცდელობას ადგილი აქვს მაშინ, როცა პირმა თავისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა და ამგვარად შედეგის დადგომის, ანუ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე შექმნა.

 

სასამართლო თვლის, რომ ი-----–---------–---- ქმედებაში აშკარად იკვეთება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით), ლ-–-----–--- ქმედებაში კი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, ი-----–---------–--- და ლ-–-----–-- დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი მათთვის ბრალადშერაცხულ, ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში ლ-–-----–-------- სასჯელის ზომის განსაზღვრისას (სასჯელის სახედ უალტერნატივოდაა გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა), სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება საქმის არსებითი განხილვისას დადგენილი ვერ იქნა.

ი-----–---------–---- მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ნასამართლობას. ასევე, მხედველობაში იღებს, რომ დანაშაული მის მიერ ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის----- ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის----- ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი-----–---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ , „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის----- ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–---------–---- სასჯელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი-----–---------–---- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 მარტიდან.

ლ-–-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

ლ-–-----–--- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 მარტიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ნერწყვის და სუნის ნიმუშები, მომწვანო ფერის მცენარე (მარიხუანა) - საკეტის გულა გატეხილი დეტალებით, ხელის კვლები, სამი ცალი მეტალის ნაკეთობა, რკინის დეტალი და ანაწმენდები - განადგურდეს. 2. შავი ფერის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე