განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1826-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------------–---,დაცვის მხარე:
1. ბრალდებული ი-----–--–-------------------------------------------–-------–-–--------------------------------–----------–----------------–---- მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-------–-------–-----–---------- შესახვევი,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის.
2. ბრალდებული გ-------------------------------------------------–-------–-–-------------------------------–----------–----------------–---- მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-------–-------–-----–---------- შესახვევი,ადვოკატი - გ----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
I. ი-----–--–----------- და გ----------------- მიმართ საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდება
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2----------ის განაჩენით გ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ პუნქტითა და მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, საიდანაც 02 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 წელი ჩაეთვალა პირობითად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2-----------ის განაჩენით ი-----–--–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა" პუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით, საიდანაც 02 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 05 წელი ჩაეთვალა პირობითად.
2019 წლის 15 მარტს ღამის საათებში გ---------------- და ი-----–--–---------- წინასწარ შეუთანხმდნენ ერთმანეთს და მივიდნენ ქ. თბილისი,-----------–------------------–--------------- N2-ში გაჩერებულ ლ--------–---- ავტომანქანა „OPEL ASTRA“-სთან, სახელმწიფო ნომრით I------, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად, დაეუფლნენ ლ--------–---- კუთვნილი ავტომანქანის აკუმლატორს, ღირებულს 75 ლარად და შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, თუმცა ისინი პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნენ დაკავებულნი. გ-----------------ა და ი-----–--–----------- ერთობლივი ქმედებით დაზარალებულ ლ--------–--ეს 75 ლარის მატერიალური ზიანი მიადგებოდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმეებმა მ---–-----------–------------------------------ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის----------------- სამმართველოს პოლიციის------ განყოფილების თანამშრომლებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 15 მარტს ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით 05:00 საათზე ვ---------–---------------–- მოძრაობისას, მ–--------- ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიშკრიდან 5-10 მეტრში, შენიშნეს თეთრი ფერის, „NISSAN TIIDA”-ს მარკის ავტომანქანა. საეჭვოდ ეჩვენათ მისი იქ ყოფნა, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ფერისა და მარკის ავტომანქანა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ არაერთ დანაშაულში ფიგურირებდა. დაახლოებით 50-60 მეტრში გააჩერეს სამსახურებრივი ავტომანქანა, ფეხით მიუახლოვდნენ „NISSAN TIIDA”-ს მარკის ავტომობილს, გაჩერდნენ იქვე, გზის გასწვრივ მდებარე ნაძვნარში, რომელსაც ყოფილი ღ-------------- ტერიტორიიდან (სადაც ავტოფარეხებია განთავსებული და სატვირთო ავტომანქანები ეყენა) 5-7 მეტრის სიგანის გზა ჰყოფს. ნაძვნარში მყოფებმა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, ჭიშკრიდან რამდენიმე მეტრის მანძილზე გაჩერებულ, მუქი ფერის „OPEL ASTRA”-ს მარკის ავტომანქანასთან, ხელოვნური განათების პირობებში, შენიშნეს ორი პირი, რომლებსაც მანქანის წინა, ძრავის ხუფი ჰქონდათ ახდილი. მართალია ჭიშკრისკენ ავტომანქანის უკანა ნაწილი იყო მიმართული, თუმცა, იგი ოდნავ გვერდულად იდგა, რაც შესაძლებლობა მისცათ თვალნათლივ დაენახათ, როგორ ამოიღეს უცნობებმა ავტომანქანიდან აკუმულატორი, რის შემდეგაც ჭიშკრის გავლით დატოვეს ტერიტორია, მივიდნენ „NISSAN TIIDA”-ს მარკის ავტომობილთან და აკუმულატორის მანქანაში ჩადება დააპირეს. სწორედ ამ დროს, დაახლოებით 2-3 მეტრში, მიუახლოვდნენ მათ და უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. მათ დანახვაზე ბრალდებულებმა აკუმულატორი და ბრტყელტუჩა დააგდეს და სცადეს გაქცევა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს და დააკავეს. პირი, რომელსაც ბრტყელტუჩა ეკავა აღმოჩნდა ი-----–--–----------, ხოლო მეორე დამნაშავე კი, ვისაც აკუმულატორი ეჭირა - გ----------------. დაკავებული პირები, მათ მიერ გამოძახებულ დამხმარე ჯგუფთან ერთად, გადაიყვანეს თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის------ განყოფილებაში.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 15 მარტს, 05:20 სთ-ზე, ქ. თბილისში,-----------–---------------, მ–--------- ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის----------------- სამმართველოს პოლიციის------ განყოფილების უფროსის მოადგილე მ------------------ მიერ, საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ----------------, რომელმაც დაკავებისას სცადა გაქცევა, რა დროსაც მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ღონისძიება.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 15 მარტს, 05:21 სთ-ზე, ქ. თბილისში,-----------–---------------, მ–--------- ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის----------------- სამმართველოს პოლიციის------ განყოფილების უფ. დეტექტივ მ---–-----------–----- მიერ, საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი-----–--–----------, რომელმაც დაკავებისას სცადა გაქცევა, რა დროსაც მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ღონისძიება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 მარტს, 09:05 – 11:20 სთ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ თბილისში,-----------–---------------, მ–--------- ქ. N2-ის მიმდებარედ მდგარ „ოპელ ასტრას“ მარკის, I------ სახ. ნომრის მქონე, ფურგონის ტიპის ავტომანქანას, აკუმულატორისათვის განკუთვნილ ადგილას არ აღმოაჩნდა აკუმულატორი. ავტომანქანის ძრავის ხუფის სახელურიდან, მძღოლის კარის გარეთა სახელურიდან და ძრავის ხუფის შიგნით არსებული გასახსნელის (ასაწევის) ზედაპირიდან აღებული იქნა ანაწმენდები. ტერიტორიის გარეთ, ჭიშკრიდან დაახლოებით 30 მეტრში, ღობის მიმდებარედ გაჩერებულ, „NISSAN TIIDA”-ს მარკის მანქანასთან, სახ. ნომრით L--------- მის უკანა მხარეს, ასფალტზე, ნანახი იქნა “WINMAXX” წარწერის მქონე აკუმულატორი, რომელიც, მის სიახლოვეს განთავსებულ ბრტყელტუჩასთან, სანთებელასთან და სიგარეტის კოლოფთან ერთად იქნა ამოღებული.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 15 მარტს, 11:25-12:45 სთ. პერიოდში, თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის------ განყოფილების უფ. გამომძიებელ ი--------------–---–-- მიერ, ექსპერტების - ჯ----------–-–---–-----------------------–--–------------- მონაწილეობით,-----------–---------------, მ–--------- ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დათვალიერდა ი-----–--–----------- დროებით მფლობელობაში არსებული, „ნისან ტიიდას“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით L--------- რა დროსაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები და ანაწმენდები, რაც შეიფუთა და დაილუქა ადგილზევე.
სუნის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 15-16 მარტს, 23:55-00:15 სთ. ინტერვალში, ქ. თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის--------–- განყოფილების უფ. გამომძიებელ მ-------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ექსპერტ ი--------------–-–---–-- მიერ ბრალდებული ი-----–--–-------------- აღებული იქნა სუნის ნიმუშები.
სუნის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს, 01:13-01:33 სთ. ინტერვალში, ქ. თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის--------–- განყოფილების უფ. გამომძიებელ ი----------–---–-- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ექსპერტ ი--------------–-–---–-- მიერ ბრალდებული ი-----–--–-------------- აღებული იქნა სუნის ნიმუშები.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის (ექსპერტი: მ-----------------) თანახმად, 2019 წლის 15 მარტს, ქ. თბილისში,-----------–------------------–--------------- N2-ის მიმდებარედ „OPEL ASTRA”-ს მარკის ავტომანქანის, სახ. ნომრით I------, გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომობილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ--------------------- და ი-----–--–-------------- აღებული სუნის ნიმუშების.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის (ექსპერტები: ე-------------------–--------------------–---–-) თანახმად, „გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა:
– პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდის 8 (რვა) ნიმუში 16 (თექვსმეტი) ც. სტერილურ ჩხირზე დანამული გამოხდილი წყლით ა/მანქანა „ნისანი“, ს/ნომრით L--------- მარჯვენა საჭით...“, მოთავსებულ ავტომანქანის წინა მარცხენა კარის შიდა გამღები სახელურიდან (ობ. N4) და საჭიდან (ობ.N5*6,7) აღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ. N4-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---------------- (ობ.N19; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან აღებული ბრალდებულ გ-------------------------------...“). ობ. N6,7-ის გენეტიკური პროფილი და ობ. N5*-ის შერეული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–--–----------- (ობ. N20; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან ...აღებული ბრალდებულ ი-----–--------------–--------------...“). ობ. N5-ის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N1-3,8) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
– პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდის 3 (სამი) ნიმუში 6 (ექვსი) ც. სტერილურ ჩხირზე, შესველებული გამოხდილი წყლით ა/მანქანა „ოპელი“, ს/ნომრით I------...“, მოთავსებულ ავტომანქანის ძრავის ხუფის შიდა მხარეს გასახსნელიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---------------- (ობ.N19). პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ.N9,10) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
– პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც. ბრტყელტუჩა, 1 (ერთი) სანთებელა 1 (ერთი) სიგარეტის კოლოფი მასში არსებული 1 (ერთი) ც. სიგარეტის ღერით...“, მოთავსებულ გახსნილ სიგარეტის კოლოფზე (ობ.N12) და სანთებელაზე (ობ.N13) არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის გ---------------- (ობ. N19), ხოლო მეორე წილი ი-----–--–----------- (ობ.N20). აღნიშნულ სიგარეტის კოლოფში მოთავებულ ერთ ცალ სიგარეტის ღერზე (ობ.N12ა) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო პაკეტში მოთავსებულ ბრტყელტუჩაზე (ობ. N14,15) არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
– პაკეტში, წარწერით: „...აკუმლატორი ამოღებული ა/მანქანის „ნისანი“, ს/ნომრით L--------- უკნა მხარეს მიწიანი ზედაპირიდან...“, მოთავსებულ აკუმულატორზე (ობ.N16-18) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.“
დაზარალებულმა ლ--------–---- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ წლებია ყარაულად მუშაობს ქ. თბილისში,-----------–---------------ში, მ–--------- ქ. N2-ის ტერიტორიაზე. 2019 წლის 14 მარტს ღამის დაახლოებით 03 საათზე ჩამოვიდა საჩხერიდან, რის შემდეგაც, გარკვეული დროის მანძილზე, აწარმოებდა ტერიტორიის შემოვლას, რა დროსაც საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. შემდეგ დაიძინა. დაახლოებით 05:00-06:00 საათზე გააღვიძეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც შეატყობინეს, რომ მისი მანქანიდან, რომელიც გაჩერებული ჰყავდა შორიახლოს, დაახლოებით 20 მეტრში, მოუპარავთ 75-80 ლარად ღირებული აკუმულატორი და ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ ორი პირი. მოხსნილი აკუმულატორი ნახა ტერიტორიის გარეთ გაჩერებული თეთრი ფერის „ნისან ტიიდა“-ს მარკის მანქანასთან.
ბრალდებულმა გ----------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბიძაშვილს, ი-----–--–----------- სთხოვა მანქანა და წავიდა სანზონაში, საიდანაც დაახლოებით ღამის 04:00 საათზე წამოვიდა. ვ---------–---------------–- საპატრულო პოლიციის ავტომანქანა დაინახა, რამაც შეაშინა, რადგან მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ სხვაგან გადაუხვია და მანქანა მოშორებით გააჩერა. შინ ტაქსით დაბრუნდა, ი-----–-- მომხდარის თაობაზე უამბო და მანქანის წამოსაყვანად ერთად წავიდნენ ტაქსით. როცა ი-----–-- ავტომანქანაში გადასხდნენ, დაძვრისთანავე მათთან ოთხი პირი მოცვივდა, რომლებმაც ის და ი-----–- მანქანიდან გადაიყვანეს, ძირს დააწვინეს და ნახევარი საათი ამგვარ მდგომარეობაში ამყოფეს. გაიგონა, როგორ თქვა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომ მანქანა გაჩხრიკეს და ვერაფერი ნახეს. შემდეგ მოვიდა სხვა თანამშრომელი, რომელმაც აკუმულატორი მოიტანა და იკითხა, ეს ვისი არისო. ი-----–-- უთხრა, რომ მისი არ იყო. გაუჩხრიკეს ჯიბეები, ამოუღეს სიგარეტი და სანთებელა და გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც გამოკითხვისას თქვა, რომ არაფერი მოუპარავს, მაგრამ პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ მისი და ი-----–-- გაშვების არანაირი შანსი არ არსებობდა. შესთავაზა მათ, რომ დანაშაულს იმ პირობით დაიბრალებდა, რომ ი-----–-- გაათავისუფლებდნენ. როცა ი-----------–- აცნობეს, რომ ი-----–-- გათავისუფლების სანაცვლოდ მზად იყო ხუთი საქმის ბრალი საკუთარ თავზე აეღო, ამ უკანასკნელმა თქვა - ვინ დაიჯერებს, რომ 15 აკუმულატორი მარტომ მოიპარაო. მას და ი-----–-- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოჯახის წევრების დაკავებით დაემუქრნენ, რის გამოც, საბოლოოდ, აღიარებით ჩვენებაზე მოაწერა ხელი. ჰპირდებოდნენ, - თუ აღიარებ, გვერდით დაგიდგებითო, ხაჭაპური და ნამცხვარიც აჭამეს და მისი თხოვნით დედისდა ოჯახის სხვა წევრების სანახავად და დასამ–-------ებლად მიიყვანეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, რომელთა დროსაც გადაუღეს სურათებიც.
ბრალდებულმა ი-----–--–----------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 14 მარტს გ---------------- ათხოვა მანქანა სიძის ძმასთან წასასვლელად. დაახლოებით სამ საათში--------- დაბრუნდა და უთხრა, რომ გზაში პატრული შეხვდა, ამიტომ მანქანა დატოვა ვ---------–---------------–-. ტაქსით წავიდნენ მანქანის წამოსაყვანად. როცა მანქანაში გადასხდნენ და სახლისკენ დაიძრნენ, გზაჯვარედინზე, ყველა მიმართულებით გზა გადაუჭრეს პოლიციის თანამშრომლებმა. პოლიციელებმა ის და--------- გადაიყვანეს მანქანიდან და ძირს დააგდეს. მ---–-----------–----- და სხვა თანამშრომელმა „მერსედესის“ ტიპის მანქანიდან ამოიღეს აკუმულატორი და დადეს მისი (------–--–------------ მანქანის უკან. ეუბნებოდნენ, ეთქვა, რომ ეს აკუმულატორი მისი იყო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილზე და ამ ხნის განმავლობაში ცემდნენ, აგინებდნენ და ამცირებდნენ. ბორკილდადებულს თავზე, ხერხემალსა და კიდურებზე ფეხებს ადგამდნენ. როცა განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ ი-----------–- მოვიდა, რომელმაც პოლიციის უფროსს უთხრა - ი-----–--–---------- უნდა წავიდეს „სროკზე“, მის მიმართ პირადი ინტერესი მაქვს, რადგან ბიზნესში ხელს მიშლისო. შემდეგ ი-----------–-- უთხრა, რომ თუ დანაშაულს არ აღიარებდა, არ წაყვებოდა მათ სხვადასხვა ადგილზე, არ გაიშვერდა იქ ხელს და არ გადააღებინებდა ფოტოსურათებს, მის (ბრალდებულის) მეუღლეს, - რომელიც იმჟამად სხვა განყოფილებაში იმყოფებოდა, - დააკავებდა. რადგან მის სიტყვაზე იყო დამოკიდებული მეუღლის გათავისუფლება, დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რასაც ეტყოდნენ. წაიყვანეს წერეთელზე,-----------–---------------ში და ო-----–- მდებარე ადგილებზე, სადაც გადაუღეს სურათები, რის შემდეგაც მისი მეუღლე გაათავისუფლეს. პოლიციის განყოფილებაში მისი ოჯახის წევრები რომ მივიდნენ, მათ ისეთი ნაცემი დახვდა, რომ წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა. იცრუა და ახლობლებს უთხრა, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. როცა დარწმუნდნენ, რომ მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, შეახვედრეს გ-------------------, იმის გადასაწყვეტად რომელი მათგანი აიღებდა თავის თავზე დანაშაულს, მეორის გათავისუფლების სანაცვლოდ. პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ასეთი პირობით გათავისუფლება არ სურდა. მასთან ჩაატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. როცა ი-----------–---- პირისპირ მარტო დარჩა, მაშინღა გაიგო რატომ ჩაუჯდა ეს უკანასკნელი ჯიბრში და რატომ უნდოდა მისი ციხეში გაშვება. თავის უსახლკარო ახლობელს - გ-------------–----, რომელსაც ავადმყოფი მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს, შესთავაზა ა-------------- ტრასაზე მდებარე, ე-------------------------- ბალანსზე რიცხული, სამსართულიანი, დაკეტილი შენობის ერთ-ერთ ოთახში შესულიყო და ეცხოვრა. როცა გ-------------–-------- ერთად ამ შენობის დასათვალიერებლად მივიდა, მათ თავზე პოლიციის თანამშრომლები წამოადგნენ და მათი იქ შესვლის მიზეზი რომ შეიტყვეს, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ი-----------–- დაურეკა და ისიც მოვიდა. ი-----------–-----------------–---- უთხრა, რომ თანახმა იყო ერთი ოთახი 5 000 ლარის სანაცვლოდ დაეთმო. მისი წინადადება გ-------------–--------- მიუღებელი იყო, რადგან ამხელა თანხა არ ჰქონდა. ი-----------–-- უთხრა, რომ, ასეთ შემთხვევაში, თუკი მეორედ მიადგამდნენ იმ შენობაში ფეხს, დააკავებდა მათ. მიუხედავად ამ მუქარისა, 2-3 დღეში გ-------------–---- შესახლება დაიწყო, მას თავადაც ეხმარებოდა. კვლავ წაადგნენ თავზე ი-----------–- და ა-------------- განყოფილების მთელი შემადგენლობა. გ-------------–---- ფართის დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის გამოც ი-----------–-- მას მოსთხოვა მოეგვარებინა არსებული სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრა. მართლაც, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მას სამართალდამცველები დევნიდნენ, პირველ დღეს, - იმ მოტივით, რომ მანქანაში ნაქურდალ ნივთენს ინახავდა, ავტომანქანა გაუჩხრიკეს, მეორე დღეს კი ი-----------–-- ნახა და დაემუქრა, რომ თუ გ-------------–---- არ გამოიყვანდა შენობიდან, პრობლემებს შეუქმნიდა. მესამე დღეს უკვე გ----------------------- მანქანის თხოვებას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი. რადგან ქურდობისთვის იყო ნასამართლევი, აკუმულატორის ქურდობის მცდელობის გარდა სხვა გაუხსნელი დანაშაულებიც დააბრალეს.
სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------------- და ი-----–--–----------- მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურდა სრულად.
დაცვის მხარის პოზიციის საპასუხოდ, რომელიც უარყოფს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დანაშაულში გ----------------- და ი-----–--–----------- მამხილებელი მტკიცებულებების უტყუარობას, სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას, იმის თაობაზე ჩაიდინა თუ არა პირმა ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი და დამნაშავეა თუ არა იგი, იღებს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენისა და მათი სათანადო შეფასების შედეგად, რა დროსაც ეყრდნობა მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც ისინი სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს და სამართლებრივად აფასებენ მათ.
საქართველოს სსსკ 82-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება წარმოადგენს ლოგიკურ მსჯელობას, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე - მათი ერთობლიობის შესახებ.
საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარე, რომელიც წარდგენილ ბრალდებაში გ----------------- და ი-----–--–----------- უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას ითხოვს, ძირითადად აპელირებდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების სიცრუესა (უტყუარობის ტესტი) და სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი, დანაშაულში ბრალდებულების მამხილებელი მტკიცებულებების არასაკმარისობაზე (საკმარისობის ტესტი). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ძირითადი გარემოებების შეფასებაზე, რომლებიც დაცვის მხარის მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული.
უტყუარობის ტესტი
უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე N548, II-7); ამდენად, ბრალდების ძირითადი მტკიცებულებების, პოლიციის თანამშრომლების - მ------------------ და მ---–-----------–----- ჩვენებათა უტყუარობის შეფასებისას, - რომელთა თანახმადაც, გ----------------- და ი-----–--–----------- ბრალადშერაცხული დანაშაული სწორედ მათ ჩაიდინეს, - სასამართლომ, ძირითადად, ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
მტკიცებულების წყაროს სანდოობა. მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის პროცესში არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ყველა მათგანი ექვემდებარება თანაბარ შემოწმებას, მიუხედავად იმისა, ამ მტკიცებულების წყარო სამართალდამცველია თუ ბრალდებული (სსსკ მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილი, 82-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს მტკიცებულებათა მყარ იერარქიას და იერარქიის განსაზღვრის წინასწარდადგენილ კრიტერიუმებს, რადგან მათი განსაზღვრა დამოკიდებულია მრავალ ფაქტობრივ გარემოებაზე. ნებისმიერი მოწმის ჩვენების უტყუარობა შესაძლებელია ეჭვქვეშ დადგეს მის მიერ შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრული ჩვენებების მიცემის გამო ან იმგვარი ფაქტორის დადგენისას, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის მიუკერძოებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს მ------------------ და მ---–-----------–-----, როგორც ინფორმაციის წყაროს სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი. დაცვის მხარის მინიშნება, იმაზე, რომ ზემოაღნიშნული პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენას - გ----------------- და ი-----–--–---------------- დანაშაულის დაბრალებას და ამ მიზნით მტკიცებულებათა ფაბრიკაციას, საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ზემოაღნიშნულ პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის არც ფაქტი და არც მოტივი არ დადგენილა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განპირობებული იყო პოლიციის მაღალჩინოსნის კერძო ინტერესით, შურისძიებით, მისი „ბიზნესისათვის“ ხელის შეშლის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მხრიდან გაჟღერებული ზემოაღნიშნული ბრალდება არ ქმნის საფუძველს სასამართლომ გონივრული ეჭვი შეიტანოს სამართალდამცველის საქმიანობაში, მით უფრო, მაშინ, როცა საქმეზე გამოკვლეული სხვა არცერთი მტკიცებულება მის კეთილსინდისიერებაში დაეჭვების შესაძლებლობას არ იძლევა.
გარდა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ დადგინდა რაიმე მოტივი, რომელიც მ------------------ და მ---–-----------–---- უბიძგებდა გ----------------- და ი-----–--–---------------- დაებრალებინათ დანაშაული, - ამ პირთა ჩვენებების უტყუარობას მოწმობს ის გარემოებებიც, რომ დაკითხვისას მათ დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს ფაქტები, რომელთა თვითმხილველნიც თავად იყვნენ და მხარეთა მიერ გამოკვლეულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მათი განმარტებები თანმხვედრია. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მიერ კრიტიკულად დაკითხულმა მოწმეებმა - მ---------------------------–-----------–----- აბსოლუტურად ერთნაირად განმარტეს ჩადენილი დანაშაულის ისეთი დეტალები, რომელთა წინასწარ ერთმანეთთან შეთანხმების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ერთ დღეს, ერთიდაიმავე სხდომაზე მათი დაკითხვის გამო.
გარემოებები, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება. სასამართლოს მიერ ასევე შეფასებული იქნა ის გარემო პირობები და ვითარება, რომელშიც მ---------------------------–-----------–----- აღიქვეს სასამართლოსთვის მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია და რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მათი აღქმის ხარისხსა და შესაძლებლობაზე. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გ----------------- და ი-----–--–----------- მიერ ავტომანქანიდან აკუმულატორის ამოღების ფაქტს, ბრალდებულთან ახლო, დაახლოებით 10-17 მეტრის მანძილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ დილის საათებში, დაახლოებით 05:00 საათზე, ხელოვნური განათების პირობებში. პოლიციის თანამშრომელთა ეჭვი, რომ მათ მიერ დანახული პირები ავტომანქანიდან იპარავდნენ აკუმულატორს, სრულად დადასტურდა შემთხვევის ადგილზე მათი დაკავების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ავტომანქანის დათვალიერების და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან გასაუბრების დროს. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მდგარ, ლ--------–---- ავტომანქანა „OPEL ASTRA“-ს არ ჰქონდა აკუმულატორი, მაშინ, როცა შემთხვევამდე ეს დეტალი ავტომანქანას არ აკლდა; შემთხვევის ადგილზე მყოფ, ი-----–--–----------- დროებით მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის საბარგულთან კი ნანახი იქნა აკუმულატორი, რომელშიც დაზარალებულმა ლ--------–---- საკუთარი ავტომანქანის ნაწილი ამოიცნო.
მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაციის დადასტურება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების ძირითად მოწმეთა - მ------------------ და მ---–-----------–----- ჩვენებებში მოცემული ინფორმაციის უტყუარობა, გარდა ზემოაღნიშნულისა, დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ იგი თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა, სანდოობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებასთან. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ დაზარალებული ლ--------–---- ავტომანქანის ძრავის ხუფზე აღმოჩნდა გ----------------- ბიოლოგიური მასალა, მოპარული აკუმულატორის სიახლოვეს ნანახ, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ ინსტრუმენტზე, ბრტყელტუჩაზე კი - ორივე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები ნათელი დასტურია იმისა, რომ გაქურდული ავტომანქანის აკუმულატორი მართლაც გ----------------- და ი-----–--–----------- ამოიღეს ლ--------–---- კუთვნილი ავტომანქანიდან (რომელთანაც სხვა შემთხვევაში არანაირი შემხებლობა არ უნდა ჰქონოდათ), მისი მისაკუთრების მიზნით, რასაც დღეის მდგომარეობით ბრალდებულები უარყოფენ.
საკმარისობის ტესტი
მტკიცებულებათა საკმარისობა გულისხმობს იმ რაოდენობის მტკიცებულებათა არსებობას, რომელიც დანაშაულის ყველა გარემოების დადგენის და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვისაა აუცილებელი. მტკიცებულებათა საკმარისობა წარმოადგენს მტკიცებულებათა მთელი ერთობლიობის ხარისხის შეფასებას, თუ რამდენად არის შესაძლებელი მის საფუძველზე შესაბამისი დასკვნის გაკეთება.
მტკიცებულების საკმარისობის ტესტი პირდაპირ კავშირშია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტთან, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერება და ანალიზი გონიერ და ობიექტურ ადამიანს არ გაუჩენს ლოგიკურ და დასაბუთებულ კითხვებს პირის ბრალეულობასთან მიმართებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გამორიცხავს ყოველგვარი ეჭვის არსებობას და ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას მათ შორის გარკვეული/მცირე მნიშვნელობის „არაგონივრული“ ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც (მაგალითად, ეჭვი რომელიც ემყარება ვარაუდს). გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა გონივრული ეჭვი, რომელიც დაკავშირებულია პირის ბრალეულობასთან, დანაშაულებრივი შემთხვევის არსებობასა თუ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხთან, სასამართლოს მიერ გაქარწყლებული უნდა იქნეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული, უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა (მოწმეთა - მ---–-----------–-----, მ------------------, ლ--------–---- ჩვენებები, ბრალდებულთა დაკავების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნები) გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალადშერაცხული დანაშაულის ი-----–--–-----------ა და გ----------------- მიერ ჩადენის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობის დისკრედიტაციას ბრალდებულების - ი-----–--–----------- და გ----------------- ჩვენებები ვერ ახდენს, როგორც ზემოგანხილულ მტკიცებულებათა სიმყარის, ისე ბრალდებულის ჩვენებათა მხარდამჭერი რაიმე მტკიცებულებით მათ მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებების დაუდასტურებლობის გამო.
სასამართლო, ყურადღების მიღმა არ ტოვებს ბრალდებულთა განმარტებებს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები ასახელებენ იმ პირებს, რომლებმაც მათ სხეულზე არსებული დაზიანებები ნახეს, ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლოს ხელთ არსებული მტკიცებულებების, ი-----–--–----------- და გ----------------- დაკავების ოქმების თანახმად კი, ბრალდებულებმა პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, რის გამოც მათ მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ღონისძიება. ამავე ოქმებიდან გამომდინარე, დაკავებისას ი-----–--–----------- და გ---------------- კიდურებზე აღენიშნებოდათ მხოლოდ ძველი, არა დაკავების დროს, არამედ მათ მიერ სხვა ვითარებაში მიღებული დაზიანებები.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს - ბრალდებული ი-----–--–----------- და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის სახელზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მომართვას და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორის წერილს, - ამ დოკუმენტებით ირკვევა მხოლოდ ის გარემოებები, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შედგა ბრალდებული ი-----–--–----------- და საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის შეხვედრა, რის შედეგადაც ი-----–--–----------- მონახულებისას შედგენილ ოქმში დაფიქსირებული საკითხების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში ი-----–--–----------- დაკავების დროს სამართალდამცველების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე განხორციელებული რეაგირების შესახებ. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად კი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის N------------ საქმე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ი-----–--–---------- მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ ბრალდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტები საგამოძიებო ორგანოს მიერ, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, სრულყოფილ და ეფექტიან გამოიძიებას მოითხოვს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ი-----–--–----------- და გ----------------- მიერ გაჟღერებული ზემოაღნიშნული ფაქტები მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებელი დავის საგანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა ი-----–--–----------- და გ----------------- ლ--------–---- ავტომანქანიდან ამოიღეს აკუმულატორი და სურდათ მისი მისაკუთრება, რაც ვერ შეძლეს დანაშაულის ადგილზე პოლიციის თანამშრომელთა მიერ მათი დაკავების გამო.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტი), სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი) და არაერთგზის (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი). საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ,,დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი”. შესაბამისად, დანაშაულის მცდელობას ადგილი აქვს მაშინ, როცა პირმა თავისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა და ამგვარად შედეგის დადგომის, ანუ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე შექმნა.
სასამართლო თვლის, რომ ი-----–--–----------- და გ----------------- ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. შესაბამისად, ი-----–--–---------- და გ---------------- დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი მათთვის ბრალადშერაცხული, ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
II. ი-----–--–---------------- საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და
მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდება
წარდგენილი ბრალდების არსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2-----------ის განაჩენით ი-----–--–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ პუნქტითა და მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით, საიდანაც 02 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 05 წელი ჩაეთვალა პირობით.
2019 წლის 13 მარტს, ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, ი-----–--–----------, ქ. თბილისში--------–---- ქ. N21-ში მდებარე შ---------–-–---------–-----–-------------- ეზოში გაჩერებული ავტომობილებიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 15 ცალ აკუმულატორს, რომლებიც იმავე დღეს ჩააბარა ქ. თბილისი-------–----------–- მდებარე ფერადი ლითონის ჯართის მიმღებ პუნქტ შ-------------------–------------–--. ი-----–--–----------- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ---------–-–---------–-----–-------------- განიცადა 4 530,00 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ი-----–--–----------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ი-----–--–---------- უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
შეტყობინების რეგისტრაციის N------ ბარათის თანახმად, 2019 წლის 14 მარტს, 0---- საათზე, საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა ლ---------–---- რომელმაც განაცხადა ო---------------–---–-, თ--------–-------------–--------- ქ. N21-ში, შ---------–-–---------–-----–-------------- ავტომანქანებიდან აკუმულატორებისა და კაბელების მოპარვის შესახებ.
მოწმე გ---------------–---–--, შ---------–-–---------–-----–-------------- დარაჯმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ სამ დღეში ერთხელ უწევს 24-საათიანი მორიგეობა. მისი მორიგეობის დროს, 2019 წლის 13 მარტის გამთენიას, ბაზის ტერიტორიიდან მოპარული იქნა ავტომანქანის 15 აკუმიულატორი. ბაზა ღამით პროჟექტორებით არის განათებული, თუმცა, იმ ღამეს, სადარაჯო პუნქტიდან მოშორებით მდებარე ტერიტორიიდან, საიდანაც ზემოაღნიშნული აკუმულატორები იქნა წაღებული, პროჟექტორები გაითიშა. მოწმემ აღნიშნა, რომ მორიგეობისას საეჭვო არაფერი დაუნახავს და არც რაიმე ხმაური გაუგონია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 მარტს, 12:05 – 13:15 სთ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ ო---------------–---–-, თ--------–---- ქ. N21-ის მიმდებარედ, შ---------–-–---------–-----–-------------- კუთვნილ ავტოსადგომზე მდგარ სხვადასხვა ფირმისა და დანიშნულების სპეცავტოტექნიკაში არ აღმოჩნდა აკუმულატორები, სულ 15 ცალი.
დაზარალებული შ---------–-–---------–-----–-------------- წარმომადგენელმა, ლ---------–----- ზემოაღნიშნული კომპანიის მექანიზაციის სამსახურის უფროსმა, სასამართლო სხდომაზე დაკითვისას განმარტა, რომ 2019 წლის 14 მარტს მექანიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ კომპანიის კუთვნილი სხვადასხვა ტექნიკიდან მოპარული იყო 15 აკუმულატორი, რამაც კომპანიას 4 530 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა. ავტომანქანებზე დაყენებული აქვთ „ჯი პი ეს“ მონიტორინგის სისტემა, რომელიც იძლეოდა ინფორმაციას ავტომანქანის მდებარეობის შესახებ. სწორედ ამ სისტემის გათიშვის დროის მიხედვით დაადგინეს, რომ ქურდობა ჩადენილი იყო 13 მარტის დილის 3:00-5:00 სთ. ინტერვალში.
შ---------–-–---------–-----–-------------- დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შ--–---–---–---–-- 2019 წლის 15 მარტის N-- წერილის თანახმად, საზოგადოებას 15 ცალი აკუმულატორის ქურდობის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი 4 530 ლარის ოდენობით.
ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 15 მარტს, 19:10-19:45 სთ. თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის------ განყოფილების გამომძიებელ მ------–-------- მიერ ქ. თბილისი,------–-- ქ. N22-ში მდებარე, შ-------------------–-------------- კუთვნილი, ფერადი ლითონის ჯართის მიმღები პუნქტის მეპატრონე ნ----------–---–------ ამოღებული იქნა „ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხის ჟურნალი“ და 7 ცალი აკუმულატორი, რომელთა ჩამბარებელ პირად ჟურნალში მითითებული იყო ი-----–--–----------.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 19 აპრილს, თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის------ განყოფილების გამომძიებელ ი--------------–---–-- მიერ დათვალიერდა მოწმე ნ----------–---–---- ამოღებული „ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი“. აღნიშნულ ჟურნალში მეექვსე გვერდზე მე-5 ჩანაწერად ჩამბარებლის ვინაობის ველში მითითებულია „ი-----–--–----------“, მისამართის ველში - „თბილისი“, პირადობის დამადასტირებელი დოკუმენტის მონაცემში - „-----------“, ლითონის სახეობის ველში - „აკუმულატორი“, წონის ველში - „50“, ჩაბარების თარიღის ველში - „7/III“, ფასის ველში - „2“, ჩამბარებლის ხემოწერის ველი ცარიელია. ამავე გვერდზე, მერვე ჩანაწერად ჩამბარებლის ვინაობის ველში მითითებულია „ი-----–--–----------“, მისამართის ველში - „თბილისი“, პირადობის დამადასტირებელი დოკუმენტის მონაცემში - „-----------, ლითონის სახეობის ველში - „აკუმულატორები“, წონის ველში - „167“, ჩაბარების თარიღის ველში - „13/III“, ფასის ველში - „2“, ჩამბარებლის ხელმოწერის ველი ცარიელია. დათვალიერების ოქმს ერთვის ჟურნალის შესაბამისი გვერდების ქსეროასლები.
ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს, 23:00-23:20 სთ. თბილისის----------------- სამმართველოს პოლიციის------ განყოფილების გამომძიებელ ლ------------–---–-- მიერ მ--------------------- „ფორდი ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანიდან, სახ. ნომრით E------ - ამოღებული იქნა აკუმულატორი.
მოწმე ნ----------–---–--, ქ. თბილისი,------–-- ქ. N22-ში მდებარე, შ-------------------–-------------- კუთვნილი, ფერადი ლითონის ჯართის მიმღები პუნქტის მეპატრონემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 07 მარტს ჩაიბარა 30 კგ აკუმულატორი, 13 მარტს კი - 167 კგ. აღნიშნული დააფიქსირა „ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხის ჟურნალში, სადაც ჩამბარებელი პირის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მიუთითა პირადი ნომერი და მისი ვინაობა - „ი-----–--–----------“. ფერადი ლითონის ჩამბარებელ პირს ყოველთვის ხელს აწერინებს ჟურნალში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ი-----–--–---------- ისე წავიდა, რომ ხელი არ მოაწერა. ზემოაღნიშნული აკუმულატორებიდან - ორი, ნაცნობს, მ--------------------- მისცა, რომელმაც ერთ-ერთი უკან დააბრუნა. მოწმემ აღნიშნა, რომ ჯართის ჩაბარებამდე აუცილებლად ამოწმებს ჩამბარებლის პიროვნებას და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ სურათთან პირის მსგავსებას.
ბრალდებულმა ი-----–--–----------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია, ბრალდებაში მითითებული ის გარემოება, რომ დაცული ტერიტორიიდან მოიპარა, თანაც - მარტომ, სატვირთო ავტომანქანების აკუმულატორები, რომელთა წონა ჯამში დაახლოებით 950 კგ შეადგენდა, რეალობასთან კავშირში არ არის, დაუჯერებელია ამ ტვირთის მისი მსუბუქი ავტომანქანით გადაზიდვის ფაქტიც.
სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა არ არის საკმარისი იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ი-----–--–----------- ჩაიდინა შ---------–-–---------–-----–-------------- კუთვნილი 15 აკუმულატორის ქურდობა.
შეტყობინების რეგისტრაციის ბარათის, შ---------–-–---------–-----–-------------- წარმომადგენელ ლ---------–----, მოწმე გ---------------–---–--, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და შ---------–-–---------–-----–-------------- დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, შ--–---–---–---–-- 2019 წლის 15 მარტის N-- წერილის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულეად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 13 მარტს, ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში--------–---- ქ. N21-ში მდებარე შ---------–-–---------–-----–-------------- ეზოში გაჩერებული ავტომობილებიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული და მისაკუთრებული იქნა 15 ცალი აკუმულატორი, რის შედეგადაც შ---------–-–---------–-----–-------------- განიცადა 4 530,00 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ დანაშაულთან ი-----–--–----------- კავშირის დასადგენად სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - ნ----------–---–-- ჩვენება, „ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხის ჟურნალისა“ და 7 ცალი აკუმულატორის ამოღების ოქმი, ჟურნალის დათვალიერების ოქმი, მ--------------------- „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანიდან აკუმულატორის ამოღების ოქმი, - არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს ი-----–--–----------- ბრალეულობა.
სასამართლო თლის, რომ არსებითად მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების - ნ----------–---–-- მიერ ი-----–--–-----------, როგორც აკუმულატორების ჩამბარებლის ამოცნობის და ნ----------–---–--თვის ჩაბარებული აკუმულატორების დაზარალებულის მიერ ამოცნობის გარეშე - გამოძიების მიერ ამოღებული აკუმულატორებისა და ი-----–--–----------- დაკავშირება შ---------–-–---------–-----–-------------- მიმართ ჩადენილ დანაშაულთან, შესაძლებელი არ არის. „ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხის ჟურნალში“ ი-----–--–----------- პირადი მონაცემებთან ერთად მისი ხელმოწერის არარსებობის ფაქტიც, - იმ პირობებში, როცა სხვა პირთა ხელმოწერები ჟურნალში არსებულ ჩანაწერებში ფიქსირდება, - სასამართლოს შეფასებით, ეჭვქვეშ აყენებს ი-----–--–----------- ბრალეულობას.
ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ი-----–--–----------- მიერ შ---------–-–---------–-----–-------------- კუთვნილი 15 აკუმულატორის ქურდობის ფაქტი დადასტურებული ვერ იქნა. აღნიშნული კი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ი-----–--–----------- გამართლების უპირობო საფუძველია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში ი-----–--–----------- და გ----------------- სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი-----–--–----------- და გ----------------- მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ 58-ე მუხლით გათვალისწინებულ, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დადგენის კანონით დადგენილ აუცილებლობას, დანაშაულის რეციდივის გამო.
სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ი-----–--–----------- და გ----------------- მიერ დანაშაულები მათ მიერ ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-----–--–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
ი-----–--–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ , „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2-----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–--–----------- სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი-----–--–----------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 მარტიდან.
გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------------- სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ---------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ანაწმენდები, სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ბრტყელტყუჩა, სანთებელა და სიგარეტის კოლოფი - განადგურდეს. 3. 09 (ცხრა) ცალი აკუმულატორი და ჟურნალი, - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს/მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე