განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4811-18
(--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული ჯ--–--------–--------------------------------------–-------–-–------------------------------–----------–----------------–---- რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-------------------–-----–-------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–---------------
ადვოკატი - მ---------–------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის----- ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტები - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის---------–ის განაჩენით ჯ--–--------–------ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქ. თბილისში, პენიტენციური დეპარტამენტის მ--- დაწესებულებაში, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით ნასამართლევმა ჯ--–--------–------ მსჯავრდებული ლ-------------–--- მოატყუა, რომ ჰყავდა ნაცნობი პროკურორი, გ----------–--- რომლის დახმარებითაც შეძლებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას. ჯ--–--------–------ ლ-------------–--- დაარწმუნა, რომ 5 000 ლარის სანაცვლოდ მას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და ეს თანხა პროკურორ გ----------–-------- უნდა გადაეცათ ჯ--–--------–------ მეშვეობით. აღნიშნულის შედეგ ჯ--–--------–--------–-------------–---- მეუღლეს 10 000 ლარი გადაარიცხინა თავისი ახლობლის, ლ----------–---–-- ანგარიშზე, რასაც თაღლითურად დაეუფლა. ჯ--–--------–------ ქმედებით დაზარალებულ ლ-------------–---- მიადგა 10 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქ. თბილისში, პენიტენციური დეპარტამენტის მ--- დაწესებულებაში, ჯ--–--------–------ მსჯავრდებული ლ-------------–--- მოატყუა, რომ ჰყავდა ნაცნობი პროკურორი, გ----------–--- რომლის დახმარებითაც შეძლებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას. ჯ--–--------–------ ლ-------------–--- დაარწმუნა, რომ 5 000 ლარის სანაცვლოდ მას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და ეს თანხა პროკურორ გ----------–-------- უნდა გადაეცათ ჯ--–--------–------ მეშვეობით. აღნიშნულის შემდეგ ჯ--–--------–--------–-------------–---- მეუღლეს 10 000 ლარი გადაარიცხინა თავისი ახლობლის, ლ----------–---–-- ანგარიშზე, რასაც თაღლითურად დაეუფლა. ჯ--–--------–------ ქმედებით დაზარალებულ ლ-------------–---- მიადგა 10 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით
დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
რეაგირების ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს----- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი რ--------------–---–- 2017 წლის 01 მაისს, ლ-------------–---- განცხადების საფუძველზე, გამოცხადდა სასჯელაღსრულების დეპარტამენრის N- საპყრობილის ადმინისტრაციულ შენობაში. ზემოაღნიშნული საპყრობილის პატიმარმა, ლ-------------–---- გასაუბრებისას განაცხადა, რომ მისმა თანამესაკნემ, ჯ--–--------–------ მოტყუებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებაში დახმარების დაპირებით, მიისაკუთრა მისი და მისი ოჯახის კუთვნილი თანხა, 10 000 ლარის ოდენობით.
დაზარალებულმა ლ-------------–---- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში გადაიყვანეს საკანში, სადაც ჯ--–--------–----- იმყოფებოდა. ვინაიდან ჯ--–----– მასავით აჭარელი აღმოჩნდა, მის მიმართ ნდობით განიმსჭვალა და დამეგობრდნენ. ჯ--–--------–------ უთხრა, რომ ჰყავდა ადვოკატი, რომელსაც პროკურატურაში საახლობლო წრე ჰყავდა და პროკურორ გ----------–-------- 5 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ შეეძლო საპროცესო შეთანხმებისთვის მიეღწია, მაქსიმუმ, თავისუფლების აღკვეთის ერთწლიანი ვადით. ჯ--–---- დაპირდა, რომ თუ ერთ კვირაში ეს საკითხი არ მოგვარდებოდა, თანხას დაუბრუნებდა. სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება თავად შეზღუდული ჰქონდა, ამიტომ ჯ--–--------–----- მის ნაცვლად უკავშირდებოდა მის ოჯახს, რითაც, როგორც აღმოჩნდა, ნდობაში შედიოდა მათთან. ვინაიდან იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო თანხა არ გააჩნდა, ჯ--–----- მეშვეობით მეუღლეს შეუთვალა თუ ვისთან და რა თანხის სასესხებლად უნდა მისულიყო. ამ საუბრიდან მალევე, მისი მეუღლის, მ--------------- თხოვნით, მის სანახავად შვილის ნათლია, სასულიერო პირი, გ---------------------–---–- მივიდა, რომელმაც გადაამოწმა თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს მ--------------- მიერ ჯ--–--------–------გან მიღებული ინფორმაცია. მან გ--------------–---–- დაუდასტურა, რომ ჯ--–--------–----- მისი დავალებით მოქმედებდა და მ---- 5 000 ლარი ჯ--–--------–------ ადვოკატისთვის უნდა გადაეცა ხელზე. რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესზე ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯ--–--------–------------------------ თანხა ვინმე ლ----------–---–-- საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა. დაპირებულ ვადაში, დაპირებული პირობებით საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდა, რის გამოც ჯ--–--------–------ ფულის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა და უთხრა, რომ მისი მეუღლე მეორე დღესვე მიიღებდა თანხას. სასამართლოში მისი მორიგი ყოფნისას გაირკვა, რომ ჯ--–--------–------ არც ეს დაპირება შეასრულა. სასამართლოდან დაბრუნებული იგი ბრალდებულმა საკანში არ შეუშვა, რის გამოც სხვა საკანში გადაიყვანეს და მასთან დალაპარაკების შესაძლებლობა აღარ მისცემია. 2016 წლის 30 დეკემბერს მის მიმართ დადგენილი იქნა გაგამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2017 წლის 06 იანვარს ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლეს, რომლისგანაც შეიტყო, რომ გარდა მისთვის ცნობილი თანხისა, ჯ--–--------–------ იმავე ანგარიშზე იმავე ოდენობის სხვა თანხაც ჩაარიცხინა. 2017 წლის 26 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და მის მიმართ განხორციელებული თაღლითობის თაობაზე განაცხადა. დაზარალებულმა ლ-------------–---- დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბრალდებულის განმარტება, რომ თანხა ისესხა, სინამდვილეს არ შეესაბამება და მისი მეუღლის მიერ ჩარიცხული თანხა ემსახურებოდა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, მის ოჯახს არ აქვს სხვისთვის სასესხებელი თანხა და სწორედ უსახსრობამ უბიძგა იმ დანაშაულთა ჩასადენად, რომლის გამოც დღეის მდგომარეობით სასჯელს იხდის.
მოწმე მ---------------, ბრალდებულის მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ვიდრე ლ-------------–---- გაასამართლებდნენ, იგი ვერ ახერხებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან ტელეფონით ოჯახთან დაკავშირებას, რის გამოც, ოჯახს ადვოკატის ან რომელიმე პატიმრის დახმარებით ეკონტაქტებოდა. 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, N- დაწესებულებიდან, მეუღლის სახელით, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ლ-------------–---- თანამესაკნე, ჯ--–--------–-----, რომელმაც უთხრა, რომ პროკურატურაში დიდი საახლობლო წრე ჰყავდა და მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ლ-------------–---- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მალევე გათავისუფლება. ჯ--–--------–------ ნათქვამი მოძღვრის, გ----------–---–-- მეშვეობით გადაამოწმა, რომელიც შეხვდა ლ----- და ამ უკანასკნელმა დაუდასტურა, რომ 5 000 ლარი უნდა გადაეცა პირისთვის, რომელიც დაუკავშირდებოდა. რამდენიმე დღეში მობილურის საშუალებით კვლავ დაუკავშირდა ჯ--–--------–----- და უთხრა, რომ ზემოაღნიშნული თანხა ლ----------–---–-- სახელზე უნდა გადაერიცხა. 2016 წლის 08 დეკემბერს ქობულეთში მდებარე „-----------–----------- ფილიალიდან ლ----------–---–-- საბანკო ანგარიშზე მართლაც გადარიცხა 5000 ლარი. დაახლოებით ერთ კვირაში ჯ--–--------–----- კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ თანხა საპროცესო შეთანხმებისთვის საკმარისი არ იყო და იმავე ანგარიშზე დამატებით 5000 ლარი უნდა გადაერიცხა. ამჯერად ჯ--–--------–------ ნათქვამის გადამოწმება საჭიროდ აღარ ჩათვალა და 2016 წლის 20 დეკემბერს ლ----------–---–-- სახელზე კვლავ გადარიცხა 5 000 ლარი. 2017 წლის 06 იანვარს ლ-------------–--- ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც გაირკვა, რომ მეორე ფულადი გადარიცხვის შესახებ მან არაფერი იცოდა. მაშინღა მიხვდნენ, რომ ჯ--–--------–------ ისინი მოატყუა და მათი თანხა მიისაკუთრა.
მოწმე გ----------–---–--, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2016 წლის დეკემბერში, მ--------------- თხოვნით, პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებაში შეხვდა ამ უკანასკნელის მეუღლეს - ლ-------------–----, რომელმაც უთხრა, რომ მ---- ფული გადაეცა იმ პირისთვის, რომელიც მასთან მისი სახელით მივიდოდა, რადგან ამ თანხის სანაცვლოდ ხელსაყრელი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ჰპირებოდნენ. ლ------ დანაბარები მან მ--------------- გადასცა.
მოწმე ბ---–----–------–------, ბრალდებული ჯ--–--------–------ დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჯ--–--------–----- თურქეთში იმყოფებოდა, სადაც დაუგროვდა ვალები და როცა საქართველოში დაბრუნდა, თურქეთიდან მევალეები აკითხავდნენ და სთხოვდნენ ფულს. მევალეები ოჯახს ჯ--–----- დაკავების შემდეგაც ავიწროვებდნენ. 2016 წლის დეკემბრის თვეში ციხიდან ტელეფონით ორჯერ დაუკავშირდა ჯ--–----, რომელმაც უთხრა, რომ მათი სიძის, ლ----------–---–-- ანგარიშზე დარიცხული იყო 5000-5000 ლარი, რაც მის საქმეზე დაზარალებული პირისათვის უნდა გადაეცათ, საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმებოდა. ლ----------–---–- მისი თხოვნით ანგარიშიდან ხსნიდა თანხებს და აწვდიდა მას. მიღებული თანხიდან 2 000 ლარი თავად დაიტოვა, დანარჩენი კი ლ----------–---–- მისცა და მისი შვილების ანგარიშზე შეტანა სთხოვა. დაახლოებით 2-3 თვეში ლ----------–---–-- დაუბრუნა 8 000 ლარი და შეატყობინა, რომ მას მიაკითხა ორმა პირმა, რომლებიც ითხოვდნენ 10 000 ლარის დაბრუნებას, იმ მიზეზით, რომ ეს თანხა ჯ--–--------–------ მისი სიძის ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინა თანამესაკნის მეუღლეს, მ---------------. ვინაიდან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით დაზარალებულთან მოლაპარაკება ვერ შედგა, ლ----------–---–-- მიერ დატოვებული 8 000 ლარი სრულად გადასცა თურქ მევალეებს.
მოწმე ლ----------–---–--, ბრალდებული ჯ--–--------–------ სიძემ, დაადასტურა, რომ სიდედრის - ბ---–----–------–------ დავალებით ბანკიდან ორჯერ გამოიტანა მის სახელზე დარიცხული თანხა 5 000-5 000 ლარის ოდენობით, რომელიც სიდედრსვე მიუტანა. თანხიდან 8 000 ლარი ბ---–----–------–------ გადასცა ანგარიშზე შესანახად. დაახლოებით 2-3 თვეში მასთან მივიდა ორი პირი, რომლებმაც მოსთხოვეს მის ანგარიშზე დარიცხული თანხის დაბრუნება, რომელიც, მათი განმარტებით, ეკუთვნოდა ჯ--–--------–------ თანამესაკნის ოჯახს და იგი ჯ--–----- მოტყუებით მიისაკუთრა. ზემოაღნიშნულ პირებს ურჩია თანხის საკითხი მის სიდედრთან, ბ---–----–------–---------- გაერკვიათ.
ბრალდებულმა ჯ--–--------–------ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ არც ლ-------------–----თვის და არც მისი მეუღლისთვის არ უქვამს, რომ 5 000 ლარის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში დაეხმარებოდა. ლ------, რომელიც ამტკიცებდა, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, თავად შესთავაზა ეს თანხა სესხად, როცა შეიტყო, რომ საკუთარ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირისთვის ზიანის ასანაზღაურებლად თანხა სჭირდებოდა და ვერ შოულობდა. შეთანხმებისამებრ, ლ----- მისთვის 5 000 ლარი უნდა ესესხებინა, იმ პირობით, რომ ერთი თვის ვადაში 7 500 ლარს დაუბრუნებდა. ნასასხები თანხა, რომელიც ლ-------------–---- მეუღლეს სიძის ანგარიშზე ჩაარიცხინა, არ იყო საკმარისი დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებლად, ამიტომ ლ---------, გადახდის იმავე პირობით, დამატებით 5 000 ლარი ისესხა. თავდაპირველად შეთანხმდნენ, რომ ლ------ მეუღლე თანხას მის (ბრალდებულის) ადვოკატს გადასცემდა, მაგრამ ადვოკატთან საუბრის შემდეგ, ლ-------------–---- შესთავაზა, თანხა პირდაპირ მისი ოჯახის რომელიმე წევრის ანგარიშზე დაერიცხა, რაზეც იგი დათანხმდა. 2016 წლის 27 დეკემბერს ლ-------------–--- გაიყვანეს მისი საკნიდან. მას შემდეგ იგი ლ-------------–-------- დაკავშირებას ციხის თანამშრომლების დახმარებით ცდილობდა, თანხა რომ დაებრუნებინა, თუმცა, - უშედეგოდ. 2017 წლის სექტემბერში შეიტყო, რომ ლ-------------–---- პროკურატურისთვის მიუმართავს თაღლითობაში მისი მამხილებელი საჩივრით.
დაცვის მხარის მოწმეებმა, ციხის თანამშრომლებმა - გ----------------–-------------------------–---------------------------------------------–----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაადასტურეს, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებულ შეთანხმებაზე რაიმე ინფორმაციას ფლობენ. ასევე, - საქმის კურსში არ არიან ასესხა თუ არა ფული ლ-------------–---- ჯ--–--------–------ და ეს უკანასკნელი დაზარალებულთან დაკავშირებას და ამ თანხის დაბრუნებას თუ ცდილობდა.
მ--------------- მიერ წარმოდგენილ, მის კუთვნილ, „---–------ ქსელში ჩართულ სიმ ბარათის ნომერზე 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერით და მისი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ აღნიშნულ პერიოდში მ--------------- სიმბარათზე 16-ჯერ განხორციელდა შემავალი ზარი ნომრიდან 9-----------. მ--------------- განმარტებით, აღნიშნული ზარების ავტორი იყო ჯ--–--------–-----, რომელიც N- პენიტენციური დაწესებულებიდან უკავშირდებოდა მას.
შპს „--------------------- დირექტორ გ--------------- 2018 წლის 30 ოქტომბრის მომართვის თანახმად, სატელეფონო სააბონენტო ნომრით 9----------- სარგებლობენ N- დაწესებულებაში მოთავსებული მსჯებრდებულები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პენიტენციური დაწესებულების დირექტორ ნ-------------–---- 2018 წლის 11 ოქტომბრის მომართვის თანახმად, ჯ--–--------–----- და ლ-------------–--- 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრამდე განთავსებულნი იყვნენ ერთ საკანში.
სს „-----------–----------- 2018 წლის 12 სექტემბრის №------------ ცნობით შესრულებული ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნის ოპერაციების შესახებ დგინდება, რომ ლ----------–---–- 09.12.2016 წ. და 22.12.2016 წ. მ------------------ მიღებული აქვს ფულადი გზავნილები 5 000-5 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში ჯ--–--------–------ უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა საკმარისია ნებისმიერი ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ჯ--–--------–------ მართლაც ჩაიდინა ბრალდებით მოცული ქმედება.
ვინაიდან დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ლ-------------–---- მეუღლის მხრიდან ბრალდებულის სიძის - ლ----------–---–-- საბანკო ანგარიშზე 10 000 ლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვას ადგილი მართლაც ჰქონდა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ მიაჩნია - ჯ--–--------–------ა და ლ-------------–---- შორის არსებული მოლაპარაკების შინაარსი და მ--------------- მიერ ლ----------–---–-- ანგარიშზე დარიცხული თანხის მიზნობრიობა.
ბრალადშერაცხულ დანაშაულში ჯ--–--------–------ ბრალეულობა, უპირველეს ყოვლისა, დასტურდება დაზარალებული ლ-------------–---- და მოწმე მ--------------- ჩვენებებით, რომელთა ერთობლიობითაც ცალსახად დგინდება, რომ ჯ--–--------–------ მოატყუა ლ-------------–---, რომ მისი ნაცნობი პროკურორისთვის თანხის გადაცემის სანაცვლოდ მას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და ლ-------------–---- მეუღლეს, მ--------------- საკუთარი სიძის ანგარიშზე ჩაარიცხინა თანხა, რომელიც საკუთარი ვალების გასასტუმრებლად გამოიყენა.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდების ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პოზიციას, რადგან საქმის არსებითი განხილვისას რაიმე გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ლ-------------–---- და მ---------------, როგორც ინფორმაციის წყაროს, სანდოობას, არ გამოვლენილა. გარდა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას ვერ იქნა დადგენილი რაიმე მოტივი, რომელიც ლ-------------–---- და მ--------------- უბიძგებდა ჯ--–--------–------------ დაებრალებინათ დანაშაული (აღსანიშნავია, რომ ამგვარი მოტივის არსებობას არც დაცვის მხარე აღნიშნავს), - ამ პირთა ჩვენებების უტყუარობას მოწმობს ისიც, რომ დაკითხვისას მათ დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა მიერ გამოკვლეულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მათი განმარტებები თანმხვედრია.
ბრალდების ძირითად მოწმეთა - ლ-------------–---- და მ--------------- ჩვენებებში მოცემული ინფორმაციის უტყუარობა დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ იგი თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა, სანდოობის სათანადო ხარისხის მტკიცებულებასთან. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებები დასტურდება მოწმე გ----------–---–-- ჩვენებით, რომლითაც ირკვევა, რომ გ----------–---–------------------ თხოვნით, პირადად შეხვდა და ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ლ-------------–---- და ამ შეხვედრისას დაზარალებულმა დაუდასტურა, რომ ჯ--–--------–-----, რომელიც სატელეფონო კომუნიკაციისას მ--------------- 5 000 ლარს სთხოვდა, მისი სახელით, მისივე ინტერესებისთვის მოქმედებდა და ეს თანხა სასურველი პირობებით საპროცესო შეთანხმების მისაღწევად სჭირდებოდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების ზემოაღნიშნული მტკიცებულებები აბათილებს დაცვის მხარის ვერსიას, რომლის თანახმადაც ის თანხა, რომელიც ჯ--–--------–------ მისი სიძის - ლ----------–---–-- საბანკო ანგარიშზე დაარიცხინა მ---------------, ამ უკანასკნელის მეუღლესთან, დაზარალებულ ლ-------------–-------- შეთანხმებით, ისესხა პროცენტით.
სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მტკიცებულებათა დისკრედიტაციას ვერც დაცვის მხარის მიერ საკუთარი ვერსიის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები ახდენს. დაცვის ძირითადი მოწმე, ა--------–-------, როგორც მისი დაკითხვისას გაირკვა, არ იყო ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შემდგარი შეთანხმების შემსწრე და ლ-------------–----აგან თანხის სესხების თაობაზე ინფორმაციას მხოლოდ ჯ--–--------–---------- ფლობდა; ჯ--–--------–------ მხრიდან ციხის თანამშრომლების მეშვეობით, სხვა საკანში გადაყვანილ ლ-------------–-------- დაკავშირების და ნასესხები ფულის დაბრუნების მცდელობის შესახებ ამავე მოწმის განმარტება კი არ იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პირების მიერ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ვერსიის გასამყარებლად დაცვის მხარის მიერ გაცხადებული ის გარემოებებც კი, - რომ ლ-------------–-------- შეთანხმებისას ჯ--–--------–------ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად და უცხოელი მევალეების გასასტუმრებლად სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ფულადი თანხა, - ამყარებს ჯ--–--------–------ ბრალდებას და ააშკარავებს მის მიერ თანამესაკნის მოტყუების და დანაშაულებრივი გზით მისგან თანხის დაუფლების მოტივს.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს საკმარის ფაქტებს, იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯ--–--------–----- ლ-------------–---- მოტყუების გზით დაეუფლა მის ფულად თანხას 10 000 ლარის ოდენობით.
ბ) თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2--------რის N------- განაჩენის თანახმად, ჯ--–--------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 273-ე მუხლითა და სსკ 363-ე მუხლის----- ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----------–-- N--------- განაჩენის თანახმად, ჯ--–--------–----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2--------რის განაჩენთან ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2016 წლის 1-----------დან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1------------ის განაჩენით, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0--------–ის N--------- განაჩენი, ჯ--–--------–----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----------–-- განაჩენთან ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2016 წლის 1-----------დან და, ამასთან, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2-------დან 2016 წლის 2------ის ჩათვლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0----------ის N--------- განაჩენის თანახმად, ჯ--–--------–----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----------–ის განჩინების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1------------ის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0----------ის აღუსრულებელ განაჩენთა მიხედვით, ჯ--–--------–------ მიმართ განისაზღვრა საბოლოო სასჯელი - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ქმედება ლ-------------–---- მიმართ ჯ--–--------–------ მიერ ჩადენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-----------–-- N--------- განაჩენის გამოტანამდე.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, სასჯელი დაინიშნება ამ მუხლის----- ან მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობისათვის განსაზღვრული წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ჯ--–--------–-----, ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენის დროისათვის, ნასამართლევი იყო არა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (2017 წლის 0--------–ის განაჩენის საფუძველზე), არამედ სსკ 273-ე და 363-ე მუხლის----- ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის (2014 წლის 2--------რის განაჩენის საფუძველზე), რაც, საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილიდან და სსკ 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის----- ნაწილიდან გამომდინარე, არ იძლევა მისი ქმედების არაერთგზის ჩადენილ თაღლითობად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.
თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს.
ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად განხორციელებული ქმედებები. მოტყუება კი გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს.
საქართველოს სსკ 180-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს თაღლითობით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი) და თაღლითობის ჩადენას არაერთგზის (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი).
საქართველოს სსკ 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანად მიიჩნევა მატერიალური ზიანი 150 ლარის ზევით; არაერთგზისი დანაშაული კი საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახეზეა, როცა წინათ ნასამართლევი პირი კვლავ სჩადის სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის----- ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებს ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი, სხვისი კუთვნილი ნივთის მისაკუთრების განზრახვით მოქმედი ჯ--–--------–----- ლ-------------–---- მოტყუების გზით დაეუფლა ამ უკანასკნელის ოჯახის კუთვნილ, 10 000 ლარის ოდენობის თანხას. კერძოდ, 2016 წლის დეკემბერში, ქ. თბილისში, პენიტენციური დეპარტამენტის მ--- დაწესებულებაში, ჯ--–--------–------ მსჯავრდებული ლ-------------–--- მოატყუა, რომ თანხის სანაცვლოდ ნაცნობ პროკურორს ლ-------------–-------- გააფორმებინებდა საპროცესო შეთანხმებას, რის შემდეგაც თავისი სიძის, ლ----------–---–-- ანგარიშზე, ლ-------------–---- მეუღლეს გადაარიცხინა 10 000 ლარი, რასაც თავადვე დაეუფლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ--–--------–------ ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 180-ე მუხლის----- ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია); ხოლო რაც შეეხება ჯ--–--------–------------ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებას (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება არაერთგზის), საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით იგი დადასტურებული ვერ იქნა.
შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ჯ--–--------–----- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 180-ე მუხლის----- ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი (1-ლი ნაწილი); სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (მე-4 ნაწილი).
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს ბრალდებულ ჯ--–--------–------ და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ისევე, როგორც ამ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება.
საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ არსებობს საქართველოს სსკ 58-ე მუხლით გათვალისწინებული, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დადგენის კანონით დადგენილი აუცილებლობა, დანაშაულის რეციდივის გამო.
საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ჯ--–--------–------ დანაშაული პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ჩაიდინა, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ--–--------–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ჯ--–--------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის----- ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა განაჩენით ჯ--–--------–------ მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, 03 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ--–--------–------ სასჯელად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელი 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ--–--------–------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 18 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2016 წლის 1-----------დან 2019 წლის 1------------მდე და 2016 წლის 2-------დან 2016 წლის 2------ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე