გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
030310117002239050
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030310117002239050

№ 3/157-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: სსიპ შ--------–---- სამსახური;

წარმომადგენელი: თ-----------------, ნ-----------,მოპასუხეები: ი.მ. „-–------ გ---------, ნ--- ნ--------- თ-- ს-------,ნ--- ნ--------ს წარმომადგენელი: რ---–----- შ-----,დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებულ იქნენ ი.მ. ,--–------ გ--------- (ს/ნ 4----------), ნ--- ნ-------- (პ/ნ 4----------) და თ-- ს------- (ს/ნ 4----------).

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

შ--------–---- სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ი.მ. ,--–------ გ---------- (ს/ნ4----------) 2----–-–-- 26 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 72718,58 ლარის ოდენობით. შ--------–---- სამსახურის მიერ 2016 წლ-- 29 ნოემბერს ი.მ. „-–------ გ---------- ქონებაზე გავრცელებულ იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო 2017 წლის 3 მარტს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება N022-272. ი.მ. „-–------ გ---------- (ს/ნ 4----------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის 25 აგვისტოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ N24572 ბრძანების საფუძველზე, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 2016 წლ-- 24 ნოემბერს. ხოლო 2017 წლის 31 მარტს გამოცემული N8436 ბრძანებით - აუდიტორული შემოწმების შესახებ, ი.მ. „-–------ გ---------- ( ს/ნ 4----------) შემოწმება დაიწყო 2017 წლის 3 აპრილს და დასრულდა 2017 წლის 31 აგვისტოს. ი.მ. „-–------ გ---------- (ს/ნ 4200107934) 2016 წლის 11 ნოემბერს, საგადასახადო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში, გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შვილის მეუღლეზე - (რძალზე) ნ--- ნ--------ზე (პ/ნ 4----------), კერძოდ: ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა ნ--- ნ--------ზე სავაჭრო ფართი 50 მ2 საკადასტრო კოდით: 0------------------- მდებარე ქ. ფოთი, ხ----- ქუჩა N--, ხოლო შემდეგ, ნ--- ნ--------მ 12.10.207 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადააფორმა თ-- ს-------ზე (პ/ნ 4----------). საგადასახადო დავალიანების გადახდევინების იძულებითი ღონისძიების გატარების დროს ი.მ. „-–------ გ---------- მიერ არ იქნა წარმოდგენილი ქონების ნუსხა, რაზედაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი NAA757221, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით ი.მ. „-–------ გ---------- (ს/ნ 4----------) ქონება არ გააჩნია. ი.მ. ,--–------ გ--------- (ს/ნ4----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2004 წლიდან, საქმიანობის სფერო - საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართია ქ.ფოთი, ხ----- ქუჩა N--. ი.მ. „-–------ გ---------- (ს/ნ 4----------) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადააფორმა მის რძალზე (ვაჟიშვილის მეუღლეზე) ნ--- ნ--------ზე (პ/ნ4----------) და შემდგომ თ-- ს-------ზე (პ/ნ 4----------) რათა ი.მ. „-–------ გ---------- საგადასახადო დავალიანების გადახდევინების იძულებითი ღონისძიებების გატარების დროს თავი აერიდებინა ვალდებულებების შესრულაბაზე, კერძოდ: დარიცხული გადასახადის გადაუხდელობა მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდებას. შედეგად შეუძლებელი აღმოჩნდა ი.მ. „-–------ გ---------- საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და დღეის მდგომარეობით შეუსრულებელი რჩება ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ი.მ. „-–------ გ---------, ნ--- ნ-------- და თ-- ს------- წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, მათ შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა გავლენა მოახდინა მათ საქმიანობის პირობებზე და ეკონომიკურ შედეგებზე. კერძოდ: პირებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების მეშვეობით, მათ განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ნ--- ნ--------ს წარმომადგენელმა რ---–----- შ-----მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ--- ნ--------ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ მეუღლესთან და დედამთილთან - ლ------ გ-------------, იმ საფუძვლით, რომ ლ------ გ-------- თავის ფინანსურ საქმიანობას ასაიდუმლოებდა, რაც საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა. ვინაიდან დედამთილთან - ლ------ გ------------- ცხოვრება შეუძლებელი იყო, ხოლო მამამისს - გ------- ნ--------ს ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, გ------- ნ--------მ ლ------ გ--------ს, საკუთარი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ასესხა 14500 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 11 ივლისამდე. ვინაიდან ლ------ გ--------ს არ ენდობოდნენ და არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ვალს დააბრუნებდა, მისი ბინა ნ--- ნ--------ზე გადააფორმეს ჩუქების ხელშეკრულებით. ხოლო ვალ-- გადახდის შემთხვევაში, ბინას დაუბრუნებდნენ. როგორც ელოდნენ, ლ------ გ--------მ ვალი არ დააბრუნა, რის გამოც ნ--- ნ--------მ მამამისისთვის ვალის დაბრუნების მიზნით, ბინა გაყიდა 2017 წლის 12 ოქტომბერს თ-- ს-------ზე.

 

რ---–----- შ-----ს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება. ყველა გარემოება აგებულია ეჭვზე და ვარაუდზე არ არის მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, რომ მოპასუხეები ურთიერთდამოკიდებულები იყვნენ შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე ი.მ. „-–------ გ---------- უწყება ჩაბარდა, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა. წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო, ამავე დროს დაადასტურა ნ--- ნ--------ს წარმომადგენლის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები თანხის სესხების და ბინის გადაფორმებასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე თ-- ს------- მოწვეულ იქნა სხდომაზე საჯარო შეტყობინების გზით, იგი სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ლ------ გ-------- ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2004 წლიდან.

 

3.1.2. ი.მ. „-–------ გ---------- ვაჟიშვილის - ნ-----–---- ნ--------ს მეუღლე იყო მოპასუხე ნ--- ნ--------. მათ შორის ქორწინება შეწყდა 2----–-–-- 11 დეკემბერს.

 

3.1.3. 2016 წლის 25 აგვისტოს ი.მ. ლ------ გ--------ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ N24572 ბრძანების საფუძველზე, (რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 2016 წლის 25 აგვისტოს) ინვენტარიზაცია დაიწყო 2016 წლის 25 აგვისტოს და დასრულდა 2016 წლის 24 ნოემბერს), ხოლო 2017 წლის 31 მარტს გაიცა N8436 ბრძანება აუდიტორული შემოწმების შესახებ. ი.მ. „-–------ გ---------- შემოწმება დაიწყო 2017 წლის 03 აპრილს და დასრულდა 2017 წლის 31 აგვისტოს.

 

3.1.4. ი.მ. „-–------ გ---------- (ს/ნ 4200107934) 2016 წლის 11 ნოემბერს, საგადასახადო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში, გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შვილის მეუღლეზე (რძალზე) ნ--- ნ--------ზე (პ/ნ 4----------), კერძოდ: ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა ნ--- ნ--------ზე სავაჭრო ფართი 50 მ2 საკადასტრო კოდით: 0------------------- მდებარე ქ. ფოთი, ხ----- ქუჩა N--.

 

3.1.5. ნ--- ნ--------მ, 50 მ2 ფართი საკადასტრო კოდით: 0------------------- მდებარე ქ. ფოთი, ხ----- ქუჩა N--, ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა თ-- ს-------ს (პ/ნ 4----------).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ი.მ. ,--–------ გ---------- (პ/ნ 4----------), ნ--- ნ--------ს (პ/ნ 4----------) და თ-- ს-------ს (ს/ნ 4----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ ,,შ--------–---- სამსახურის“ სარჩელი, ი.მ. ,--–------ გ---------- (ს/ნ 4----------), ნ--- ნ--------ს (პ/ნ 4----------) და თ-- ს-------ს (ს/ნ 4----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

გადასახადის გადამხდელის მხრიდან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულებაზე მიუთითებს, ასევე საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპის ჯეროვნად აღსრულების მიზნით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს ბოჭავს კონკრეტული სამართლებრივი ნორმებით, რათა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშგება განხორციელდეს პირის ძირითადი უფლებების დარღვევის გარეშე.

 

საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, ,,რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

6.3. მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს ნათელი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში მონაწილე ყოველი პირისათვის ნათელი იყოს განხორციელებული ოპერაციის სამართლებრივი შედეგები. ,,განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

გადასახადის გადამხდელთა მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულების - საგადასახადო დავალიანების შესრულების ეტაპზე შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული სახის დაბრკოლებები, რამაც შეაფერხოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გადამხდელთა მიერ შეგნებულად, მიზანმიმართულად იქნეს არიდებული კუთვნილი ვალდებულებების შესრულება. ასეთ შემთხვევათა პრევენციის მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთა ქონების მეშვეობით საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 35-ე თავში. მოცემული ნორმატიული აქტის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ვალდებულების უზრუნველყოფა განახორციელოს გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ქონებით, ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მეშვეობით.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსით ზემოაღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება გათვალისწინებულია, როგორც გადასახადის გადამხდელთა ქონების მიმართ, ასევე, მესამე პირთა მიმართ, რომელთაც გააჩნიათ გადასახადის გადამხდელთა ვადამოსული დავალიანება (240-ე მუხლი). გარდა აღნიშნულისა საგადასახადო კოდექსი წინასწარ დადგენილ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიებები სხვა მესამე პირთა მიმართაც.

 

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამდენად, მოცემული ნორმა პირთა ცრუმაგიერად ცნობის კომპეტენციას მიაკუთვნებს სასამართლოს. სასამართლოს მიერ პირთა ცრუმაგიერად ცნობის შემთხვევაში, კი საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უზრუნველყოფის ღონისძიება ამ პირთა მიმართ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 03 ოქტომბრის Nბს-103-96(კ-13) განჩინებით განიმარტა, რომ პირთა ცრუმაგიერად აღიარების მოთხოვნისას სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით. ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად, განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნას უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნას ცნობილი, რომ ი.მ. ,--–------ გ--------- (ს/ნ 4----------), ნ--- ნ-------- (პ/ნ 4----------) და თ-- ს------- (ს/ნ 4----------) წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს, ასევე, გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელიც მის მიერ გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით სწორედ ეს გარემოება არ დასტურდება უდავოდ, რაც უსაფუძლოს ხდის აღიარებით სარჩელს.

 

6.7. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე ნ--- ნ--------ს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით დგინდება, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს ლ------ გ--------ს, ნ--- ნ--------ს მამამ - გ------- ნ--------მ, ასესხა 14500 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2----–-–-- 11 ივლ--ამდე, ხოლო ვალის დათქმულ დროს დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ლ------ გ-------- თანხმობას აცხადებს თანხა ამოიღონ მისი ქონების, მდებარე ქ. ფოთში, ხ----- ქ.№---–-, გაყიდვის გზით.

 

აღნიშნული ხელწერილი, ლ------ გ--------ს, ნ--- ნ--------ს და გ------- ნ--------ს გარდა, ხელმოწერილია მოწმე მ------ ბ----–---- მიერ.

 

მოწმე მ------ ბ----–---- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა აღნიშნულ ხელწერილზე საკუთარი ხელმოწერა და მასში მითითებული გარემოებები.

იხ. 23.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი.მ. „-–------ გ---------- აუდიტორული შემოწმება დაიწყო 2017 წლის 03 აპრილს და დასრულდა 2017 წლის 31 აგვისტოს.

 

ამავე მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი.მ. „-–------ გ---------- (ს/ნ 4200107934) 2016 წლის 11 ნოემბერს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაასხვისა შვილის მეუღლეზე (რძალზე) ნ--- ნ--------ზე (პ/ნ 4----------), კერძოდ: ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა ნ--- ნ--------ზე სავაჭრო ფართი 50 მ2 საკადასტრო კოდით: 0------------------- მდებარე ქ. ფოთი, ხ----- ქუჩა N--.

 

უდავო მტკიცებულებით დასტურდება, რომ ნ--- ნ--------მ უძრავი ქონება 50 მ2 საკადასტრო კოდით: 0------------------- მდებარე ქ. ფოთი, ხ----- ქუჩა N--, ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა თ-- ს-------ს (პ/ნ 4----------).

 

განქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ლარის გ--------ს ვაჟიშვილს - ნ-----–---- ნ--------ს და მოპასუხე ნ--- ნ--------ს შორის ქორწინება შეწყდა 2----–-–-- 11 დეკემბერს.

 

ამრიგად, განხილული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ი.მ. „-–------ გ---------- აუდიტორული შემოწმება დაიწყო 2017 წლის 03 აპრილს და დასრულდა 2017 წლის 31 აგვისტოს და სწორედ ამ შემოწმების შედეგად დადგინდა საბიუჯეტო დავალიანების მოცულობა, ხოლო ქონება გასხვისებულია აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე, 2016 წლის 11 ნოემბერს.

 

ამავე დროს მოპასუხე ნ--- ნ--------ს მიერ წარმოდგენილი და უდავო მტკიცებულებებით სრულიად დასტურდება ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება ლ------ გ--------ს მიერ გასხვისებულ იქნა პირადი ვალის დაფარვის და არა საბიუჯეტო დავალიანებისგან თავის არიდების მიზნით.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი.მ. ,--–------ გ--------- (ს/ნ 4----------), ნ--- ნ-------- (პ/ნ 4----------) და თ-- ს------- (ს/ნ 4----------) მოქმედებდნენ საერთო მიზნით - მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით გაერიდებინათ ქონება. მარტოოდენ ქონების რეალიზაცია სხვა საწარმოზე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ოპერაციად. ოპერაციის ასეთი კვალიფიკაცია წარმოქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული კონსტიტუციით დაცულ უფლებასთან - საკუთრების უფლებასთან. შესაბამისად, დაუშვებელია ვარაუდის საფუძველზე პირები ცნობილ იქნენ ცრუმაგიერ პირებად, მაშინ როდესაც აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება ან/და დასაბუთება საქმეში არ არის წარმოდგენილი, რაც ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის არასაკმარისია, რამეთუ ის სავარაუდო ხასიათისაა და საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ ნაკლოვანების აღმოფხვრა და დასაშვები სტანდარტით (არა ვარაუდზე აგებული) დასაბუთება.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შ--------–---- სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებები რომელთა საფუძველზე დადგინდებოდა მოპასუხეების ცრუმაგიერობა, შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შ--------–---- სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის - შესაბამისი სტანდარტის მქონე მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის № 030310117002239050 განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო თ-- ს-------ს (პ/ნ4----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ფოთი, ხ----- ქუჩა N--, საკადასტრო კოდი:0-------------------

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ ,,შ--------–---- სამსახურის“ სარჩელი, ი.მ. ,--–------ გ---------- (ს/ნ 4----------), ნ--- ნ--------ს (პ/ნ 4----------) და თ-- ს-------ს (ს/ნ 4----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის №030310117002239050 განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო თ-- ს-------ს (პ/ნ4----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ფოთი, ხ----- ქუჩაN--, საკადასტრო კოდი:0-------------------

 

3. მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე