გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2019
საქმის ნომერი
330210019003039511
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1360--19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი 2019 წელი ქ. თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ნ--------------

წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–ი

მოპასუხე - რ-------------–---–-

წარმომადგენელი - მ---------–------------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 რ-------------–---–-სთვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 0------ს დაბადებული ა----------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 11 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელე ნ--------------ს და მოპასუხე რ-------------–---–ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-- 0------ს დაბადებული ა----------------–---–-.

2017 წლის ივნისიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან - ნ--------------სთან. მოსარჩელე დასაქმებულია ,,პ-----------------––-“ და მისი შემოსავალი არის თვეში 1000 ლარამდე. მოპასუხეც დასაქმებულია სასჯელაღსრულების სამინისტროში და მისი ყოველთვიური შემოსავალი მოსარჩელის ინფორმაციით არის 2000 ლარამდე.

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე არ მონაწილეობს ბავშვის რჩენა-აღზრდაში და არასრულწლოვანისთვის საჭირო მატერიალური ხარჯის დაფარვა დამოუკიდებლად უწევს მხოლოდ მას, ბავშვის ყოველთვიური საჭიროება უტოლდება დაახლოებით 800 ლარს. არასრულწლოვანს ესაჭიროება ტანსაცმელი, ის არის მოზარდი, სჭირდება კვება, სჭირდება გონების განვითარების შესაძლებლობების მიმცემი სათამაშოები, ექიმთან კონსულტაციები, თუნდაც სეზონური ვირუსებიდან გამომდინარე.

ა----------------–---–ი ს---------ის თვიდან უნდა მივიდეს სკოლაში, სადაც მას დასჭირდება შესაბამისი ფორმა, წიგნები და სხვა აუცილებელი ნივთები, რომელიც დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯებთან, ხოლო მოპასუხე უარს აცხადებს მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ხარჯებში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე რ-------------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში - 2----–-–-- 0------ს შეეძინა შვილი ა----------------–---–-, რომლის აღზრდაში მონაწილეობაზე არასოდეს იტყვის უარს, მაგარამ მოსარჩელე ალიმენტის სახით ითხოვს 500 ლარს, რაც გონებრივ აზრს მოკლებულია. მოპასუხის ხელფასი შეადგენს თვეში 1300 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი 1030 ლარს, ჰყავს დედა 1961 წელს დაბადებული მ----------–---–ი, რომელიც დაავადებულია სიმსივნით, არ მუშაობს არ ღებულობს პენსიას, ჩატარებული აქვს ურთულესი ოპერაციები, საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომლის მოვლა-პატრონობაც მოპასუხის მოვალეობაში შედის, მას მამა გარდაცვლილი ჰყავს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა, ის მუშაობს შპს ,,ნ-------------––-“ და მისი შემოსავალი არის 1000 ლარი, მას სარჩენი არ ჰყავს მშობლები, არ გააჩნია ვალდებულებები ბანკების მიმართ, არ იხდის ქირას ბინაში, ხოლო მოპასუხეს გააჩნია სასესხო ვალდებულებები, დაქირავებული აქვს ბინა და იხდის ქირას - 400 ლარს, იხდის კომუნალურ გადასახადებს, დედას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს შვილისგან დახმარებას.

 

რ-------------–---–ს ყოველ პარასკევს გაკვეთილების დასრულების შემდეგ მიჰყავს არასრულწლოვანი და კვირას საღამოს მიჰყავს დედასთან - ნ--------------სთან. მოპასუხე შვილს ყიდულობს სასკოლო ინვენტარს, ტანსაცმელს.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მას შეუძლია 100 ლარის გადახდა ალიმენტის სახით, ხოლო სხვა შემთხვევაში მოითხოვს ა----------------–---–-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი და ის მოსარჩელეს არ მოსთხოვს ალიმენტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოსარჩელე რ-------------–---–ს და მოპასუხე ნ--------------ს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი 2----–-–-- 0------ს დაბადებული ა----------------–---–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა----------------–---–-ს დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 14)

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.2. რ-------------–---–- და ნ-------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ა----------------–---–- ცხოვრობს დედასთან - ნ--------------სთან ერთად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.3. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ განჩინებით, არასრულწლოვანი - 2----–-–-- 0------ს დაბადებული ა----------------–---–-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ნ-------------ის (პ/ნ 0----------) საცხოვრებელი ადგილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ განჩინება (იხ. ს.ფ.105-10-);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 26.0-.2019 წლის (#21-1-------) ინფორმაციით, ნ-------------ის (პ/ნ 0----------) შემოსავალს 2019 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 6443.22 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 1268,45 ლარი, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი - 1034.95 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 30-31);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 26.0-.2019 წლის (#21-1-------) ინფორმაციით, რ-------------–---–-ს (პ/ნ 2----------) შემოსავალს 2019 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 6715 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 1316,14 ლარი, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი - 1079,77 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 30-33);

3.2.3. საქრთველოს იუსტიციის სამიისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის #2-------- ცნობის მიხედვით, რ-------------–---–- მუშაობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებების სამმართველოს თ---–---ს მეორე განყოფილების ესკორტის ოფიცრის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენს 1300 ლარს.

ამავე სამსახურის მიერ 2019 წლის 02 აგვისტოს გაცემული ცნობის #230228/01-ს მიხედვით რ-------------–---–-ს ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1038.80 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამიისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის ცნობა (იხ.ს.ფ 45);

3.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 ნოემბრის შეტყობინების #S----------------- მიხედვით, რაინდი მემენიშვიის სახელზე გაგზავნილია შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, დავალინების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სადაც აპლიკანტი არის სს ,,ს----------–---------“, მოთხოვნის საფუძველია - საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო აპლიკანტის დაყენებული მოთხოვნა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების ჩათვლით შეადგენს - 8649.38 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 ნოემბრის შეტყობინება (იხ.ს.ფ 69-70);

 

3.2.5. 2018 წლის 30 ნოემბერს შპს ,,ჯ-----------------“ (ერთის მხრივ გამსესხებელი), დავით ბერულავას და რ-------------–---–ს (მსესხებლები/სოლიდარული მოვალეები) შორის დაიდო სესხის ხელშკრულება, რომლის მიხედვით გამსესხებლის მიერ გაცემული სესხის ოდენობა განისაზღვრა 2000 ლარით, სარგებელი სესხისათვის განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის, მათ შორის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში დარჩენილი ძირითადი თანხის წლიური 35 %-ის ოდენობით, ხოლო სესხის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 30 ნოემბრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშკრულება (იხ.ს.ფ 72-79 );

- მოპასუხე მხარის ახსნა- განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

3.2.6. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის, მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ განჩინებით, ?? „?????? ????????" , ?? „?----------–---------??? , ?? „?------------------" და შპს „რ---------------დან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია რ-------------–---–-ს (პირადი N2----------) სახელზე ფულადი გზავნილების თაობაზე.

აღნიშნული ინფორმაციების მიხედვით, 2011-2012, 20---2018 წლებში, სს ,,საქართველოს ბანკში“, რ-------------–---–-ს სახელზე სხვა და სხვა ფიზიკური პირების მიერ კანადიდან და იტალიიდან განხორციელებულია გარკვეული სახის ფულადი გზავნილები, მათ შორის მისი ძმის - ლერი მ-----–---–ის მიერ.

სს ,,თიბისი ბანკიდან“ მიღებული ინფორმაციის მიხედვით წარმოდგენილი იქნა ამონაწერი რ-------------–---–-ს ანგარიშებიდან განვადების ბარათის დასაფარად, 28.01.2008წ.- 30.1--2019წ. მდგომარეობით, საიდანაც ირკვევა, რომ თანხის ჯამური ბრუნვა წარმოადგენდა - 5867.04 ლარს, განვადების ბარათზე სესხი საბოლოოდ გაიცა 04.12.2017წ. 1000 ლარის ოდენობით, ხოლო საბოლოო ნაშთი არის 0.00 ლარი.

რაც შეეხება, ?? „?------------------" მიღებულ ინფორმაციას, რ-------------–---–ს სს „ლიბერთი ბანკში“ ანგარიშები არ აქვს, ხოლო სწრაფი ფულადი გზავნილების შესახებ ამონაწერის მიხედვით კი 20---2015 წლებში განხორციელებულია სამი გზავნილი რ-------------–---–-ს სახელზე.

შპს „რ---------------დან“ მიღებული ინფორმაციით კი რ-------------–---–- არ წარმოადგენს სგს შპს ,,რ---------------ს“ მომხმარებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის, მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ განჩინება (იხ.ს.ფ. 116-119)

- ?? „?----------–---------??? , ?? „?------------------" , შპს „რ---------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია (იხ.ს.ფ 133-139 )

-სს ,,თიბისი ბანკიდან“ მიღებული ინფორმაცია (იხ.ს.ფ 145-158 );

3.2.7. შპს ,,ო-----–-----------–-----------–-------–------ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100ა-ს, # 7750/19-ის მიხედვით, მ----------–---–ის ექიმთან მიმართვის თარიღია - 2----–-–---------------, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული დიაგნოზი არის თირეოდიტი, 2----–-–-- 28 ივნისს გაუკეთდა ოპერაცია - თირეოიდექტომია, დაავადების ნიშნები არ არის, რეკომენდირებულია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ჩანაცვლებითი თერაპია.

ამავე შპს ,,ო-----–-----------–-----------–-------–------ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100ა-ს, # 7751/19-ის მიხედვით, მ----------–---–ი სტაციონარში მოთავსდა 20-- წლის 28 სექტემბერს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული დიაგნოზით, საშვილოსნოს ინტრამურიალური ლეიომიომა პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან და საშოდან, მარჯვენა ფილტვის არტერიის ტოტის თრომბოემბოლია. ავადმყოფობის მიმდინარეობა - კეთილთვისებიანი, ჩაუტარდა ოპერაცია, ჰისტერექტომია, ორმხრივი სალპოინგოოფორექტომია, მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - დამაკმაყოფილებელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ო-----–-----------–-----------–-------–------ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100ა (იხ.ს.ფ 46-50 );

- მოპასუხე მხარის ახსნა- განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

3.2.8. 2016 წლის 28 მარტს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---, დ-----–--------------------, ი. პეტრიწის ქ----, ს/კ 01.1--0-.00-.0--.01.0-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ხ---------------–---–-ს სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 28 მარტს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ს.ფ 132);

3.2.9. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე რ-------------–---–ს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება გარდა 2----–-–-- 0------ს დაბადებული არასრულწლოვანი ა----------------–---–-სა არ ეკისრება.

მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი ზრუნვა სჭირდება დედას, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული, მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა შპს ,,ო-----–-----------–-----------–-------–------ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციები (ფორმა #IV-100ა, # 7750/19 და # 7751/19), ხოლო მითითებულ დოკუმენტებში ასახულია მოპასუხის დედის - მ----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები - 20-- წლის მდგომარეობით, ერთ შემთხვევაში მითითებულია, რომ 2----–-–-- 28 ივნისს გაუკეთდა ოპერაცია - თირეოიდექტომია, ამჟამად დაავადების ნიშნები არ არის, რეკომენდირებულია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ჩანაცვლებითი თერაპია, ხოლო მეორე შემთხვევაში მითითებულია, რომ მ----------–---–ი სტაციონარში მოთავსდა 20-- წლის 28 სექტემბერს, ავადმყოფობის მიმდინარეობა - კეთილთვისებიანი, ჩაუტარდა ოპერაცია, ჰისტერექტომია, ორმხრივი სალპოინგოოფორექტომია, მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - დამაკმაყოფილებელი.

მოპასუხე მიუთითებს დედის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და განმარტავს, რომ მას აქვს სიმსივნე. მართალია, შვილი ვალდებულია ფინანსურად დაეხმაროს და იზრუნოს დედაზე, რომელსაც სარჩოს მიღების შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ გააჩნია, ამასთან, არ ეძლევა სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით, მაგრამ იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ საქმის განხილვის მომენტისთვის, მოპასუხე რ-------------–---–-, დედის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს საკმაო ხარჯების გაღებას და იგი ვერ შეძლებს არასრულწლოვანი შვილისათვის მის მიერ ალიმენტის სახით დასახელებულ (100 ლარი) თანხაზე მეტი ოდენობის თანხის გადახდას, მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ამასთან მოპასუხეს ჰყავს ძმა, რომელიც კანონის თანახმად ასევე ვალდებულია იზრუნოს დედაზე. თავად მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხები გათვალისწინებული იყო დედის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის. ამდენად, საქმეში იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე წევს დედის მკურნალობასთან დაკავშირებით ხარჯებს, რ-------------–---–-ს მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

3.2.1-- სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის მისი ყოველთვიური შემოსავლიდან, რაც შეადგენს -1038 ლარს, 400 ლარს იხდის ბინის ქირაში, რომელიც დაქირავებული აქვს ბინის მესაკუთრე ხ---------------–---–-საგან. მოპასუხე მხარემ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად სასამართლოში წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე საკურების უფლება, მაგრამ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რ-------------–---–ს დაქირავებული აქვს ხ---------------–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება და ყოველთვიურად ქირის ოდენობა შეადგენს 400 ლარს არ წარმოუდგენია.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

3.2.11. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნია სასესხო ვალდებულებები და ამ მიზეზის გათვალისწინებით, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, არ შეუძლია არასრულწლოვან შვილებს გადაუხადოს ალიმენტი მის მიერ მითითებულ ოდენობაზე მეტი.

 

მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 ნოემბრის შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, დავალინების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სადაც აპლიკანტის დაყენებული მოთხოვნა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების ჩათვლით შეადგენს - 8649.38 ლარს, ამასთან, განმარტა, რომ მიმდინარეობს სასამართლოში სარჩელის განხილვა, აღსრულების ეტაპზე მორიგებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დავალიანება მიმდინარე პერიოდისთვის დაფარული არ არის და ნამდვილად განიხილავს სასამართლო მორიგებასთან დაკავშირებულ საკითხს - მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ წარმოადგინა 2018 წლის 30 ნოემბერს შპს ,,ჯ-----------------“ (ერთის მხრივ გამსესხებელი), დავით ბერულავას და რ-------------–---–ს (მსესხებლები/სოლიდარული მოვალეები) შორის დადებული სესხის ხელშკრულება, რომლის მიხედვით გამსესხებლის მიერ გაცემული სესხის ოდენობა განისაზღვრა 2000 ლარით, მოპასუხე აქაც განმარტავს, რომ მართალია ხელშეკრულებაში ფიგურირებს დავით ბერულავა, მაგრამ სესხს სრულად იხდის რ-------------–---–-. მოპასუხე მხარეს არც მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსთვის. აღსანიშნავია, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული - სესხის დაფარვის გრაფიკში მსესხებლის სახელი და გვარი მითითებულია - დავით ბერულავა.

ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-- 0------ს დაბადებული ა----------------–---–-, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ-------------- და რ-------------–---–- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.0-.2015 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ა----------------–---–-ს უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის ცნობის მიხედვით, მოპასუხე რ-------------–---–- მუშაობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებების სამმართველოს თ---–---ს მეორე განყოფილების ესკორტის ოფიცრის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი თვეში შეადგენს 1038.80 ლარს, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის 26.0-.2019 წლის (#21-1-------) ინფორმაციით, მოსარჩელე ნ-------------ის (პ/ნ 0----------) შემოსავალს 2019 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 6443.22 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის - 1268,45 ლარი, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი - 1034.95 ლარი. მითითებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ორივე მხარეს გააჩნია თანაბარი შემოსავალი, მაგრამ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამასთან აღსანიშნავია, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალედებული იზრუნონ არასრულწლოვან შვილზე ა----------------–---–ზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, მათი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულ ალიმენტის ოდენობაზე (ასი ლარი) მეტი ალიმენტის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

სასამართლო არ იზიარებს რ-------------–---–-ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის დედის - მ----------–---–ის მკურნალობის თუ მედიკამენტების ხარჯების გაღება უწევს მას, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ამასთან, სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია როგორც სს ,,ს----------–---------დან“, ასევე სს ,,თიბისი ბანკიდან“ და თავად მოპასუხის განმარტებით, რ-------------–---–-ს სახელზე განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციის მიხედვით, მოპასუხის სახელზე სხვა და სხვა ფიზიკური პირების, მათ შორის მისი ძმის - ლერი მ-----–---–ის მიერ განხორციელებული გარკვეული სახის ფულადი გზავნილები განკუთვნილი იყო დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის ნოემბრის თვისათვის - 195.6 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

მხარეთა ახსნა-განმარტების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის თაობაზე, რომ რ-------------–---–ს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება აკისრია მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის - ა----------------–---–-ს მიმართ. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება 280 (ორას ოთხმოცი) ლარი. არასრულწლოვნი ა----------------–---–-სთვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა 280 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 11 ივნისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით 280 (ორას ოთხმოცი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ-------------- ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 100 ლარის ნაწილში, რ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-------------ის სარჩელი რ-------------–---–-ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. რ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-- 0------ს დაბადებული ა----------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 280 (ორას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 11 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

2. რ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე