გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2020
საქმის ნომერი
200210118002320932
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/174-18

№200210118002320932

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი ქ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - მაია ხუციშვილი

 

მოსარჩელე - ს------ ხ----------ე

წარმომადგენელი - ა-----– კ----–-–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ს----------–ოს ს---–ი“, მ-----ა ბ---–---–ი

წარმომადგენლები - ბ----ა ხ-------–---–ი, თ----- მ---------–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს შპს ,,ს----------–ოს ს---–ს“ და ფიზიკურ პირი მ-----ა ბ---–---–ს მოსარჩელე ს------ ხ----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6624.00 ლარის გადახდა.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2017 წლის მარტი-ივლისის თვის შუალედში, თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------–-----ში, უზრუნველყოფდა მოპასუხე კომპანიის ღვინის მარნის მშენებლობას. სულ, მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 16,024 ლარი, მოსარჩელემ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიიღო 9400 ლარი, მაგრამ არ მომხდარა 6624 ლარის ანაზღაურება. 2018 წლის 12 იანვრის წერილით, მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელესთან სამართალ-ურთიერთობის პასუხისმგებელ ფიზიკურ პირად მიუთითა მხოლოდ მ-----ა ბ---–---–ი და პასუხისმგებლობა არ აიღო მოსარჩელის სამართლებრივ მოთხოვნაზე. მხარე არ ეთანხმება კომპანიის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნას და მიუთითებს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, სახეზეა სოლიდარული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სასამართლოს წინაშე წარმოადგენს სადავო გარემოებასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ს----------–ოს ს---–ის“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე და ასევე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სარჩელს ეთანხმება იმ ნაწილში, რომ თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------–-----ში შპს ,,ს----------–ოს ს---–ისთვის“ აშენდა მიწისქვეშა მარანი. შპს ,,ს----------–ოს ს---–მა“ დადო მომსახურების ხელშეკრულება ფაქტობრივ გარემოებაში ხსენებულ მ-----ა ბ---–---–თან, სწორედ მას დაუკვეთა აღნიშნული ობიექტის მშენებლობა, რაზეც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები. რის საფუძველზეც მ-----ა ბ---–---–ი ვალდებული იყო თავისი ან/და მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით შეესრულებინა სამუშაოები. მათ არასდროს ჰქონიათ შეხება უშუალოდ მუშა ხელთან, რომელიც ასრულებდა სამუშაოებს, მათი ვინაობის შესახებაც მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც მოსარჩელის წარმომადგენელი დაუკავშირდა პრეტენზიებით. რასაკვირველია მშენებლობა ხორციელდებოდა შესაბამისი სამშენებლო ნებართვების საფუძველზე და ისინი კანონით დადგენილი წესით მიღებულ იქნა შპს ,,ს----------–ოს ს---–ის“ მიერ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსარჩელესთან რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა ამ კომპანიას. აღნიშნულის შესახებ არ ფლობს ინფორმაციას, გარდა სარჩელისთვის დართული დოკუმენტებიდან მიღებული ინფორმაციისა, ვინაიდან, მ-----ა ბ---–---–სა და ალექსანდრე ხუხუნაიშვილის შპს ,,ს----------–ოს ს---–თან“ არანაირი შემხებლობა არ აქვთ, მ-----ა ბ---–---–თან სამართლებრივი ურთიერთობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით ამოიწურა. გიორგი ბაკურაძესა და მოსარჩელის წარმომადგენელს შორის მართლაც გაიმართა სატელეფონო საუბარი მის ა------აში გამგზავრებამდე, ვინაიდან გამოგზავნილმა წერილმა, რომლითაც მხარე უსაფუძვლოდ ითხოვდა კომპანიისგან თანხის ანაზღაურებას, იყო შემაშფოთებელი. ,,ს----------–ოს ს---–ი“, როგორც სტარტაპერი კომპანია ყოველთვის ცდილობს, რომ კომპანიის საქმეები იყოს მოწესრიგებული, არ იყოს არავითარი გაუგებრობა, უფრთხილდება თავის ბიზნეს რეპუტაციას, შესაბამისად, ცრუ ბრალდებებმა რათქმაუნდა გამოიწვია კომპანიის დამფუძნებელთა დაინტერესება.შეხვედრა, რომელიც გაიმართა კომპანიის წარმომადგენელსა და მოსარჩელეს შორის ატარებდა ჩვეულერივი ბიზნეს შეხვედრის სახეს, სადაც ცდილობდნენ იმის გარკვევას თუ რა პრეტენზიები და რა საფუძვლით არსებობდა კომპანიის მიმართ. არავითარი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია, სახელშეკრულებო ურთიერთობის არ არსებობის გამო. შპს ,,ს----------–ოს ს---–მა“ ზემოაღნიშნული მიწისქვეშა მარნის მშენებლობა დაუკვეთა ფიზიკურ პირს მ-----ა ბ---–---–ს, რაზეც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები. სხვა პირები, მათ შორის, როგორც ირკვევა, მოსარჩელე, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ მათსა და მ-----ა ბ---–---–ს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში და მათ შპს ,,ს----------–ოს ს---–თან“ არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონიათ. მ-----ა ბ---–---–მა სრულად შეასრულა მათ შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, რაზეც არსებობს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. მათი მხრიდანაც მ-----ა ბ---–---–ის მიმართ სრულად არის შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულება, კერძოდ, შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშსწორება განხორციელდა სრულად, ასევე დაკავებულ იქნა შესაბამისი გადასახადები გადახდილი თანხებიდან.

 

2.2. მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ს მოცემულ საქმეზე შესაგებელი არ აქვს წარმოდგენილი, ხოლო მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მას დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1.დადგენი-–-- რომ მოპასუხე შპს ,,ს----------–ოს ს---–ს“ და მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ს შორის 2017 წლის 01 მარტს დაიდო ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულება,თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------–-----ში შპს ,,ს----------–ოს ს---–ისთვის“ მიწისქვეშა მარანის ასაშენებლად.

 

მ-----ა ბ---–---–მა სრულად შეასრულა ,,შპს ს----------–ოს ს---–ის“ მიმართ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, შპს ს----------–ოს ს---–ის მხრიდანაც მ-----ა ბ---–---–ის მიმართ სრულად არის შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულება, კერძოდ, შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშსწორება განხორციელდა სრულად, ასევე დაკავებულ იქნა შესაბამისი გადასახადები გადახდილი თანხებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ხელშეკრულება (ს.ფ.73-81)

-მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.84)

 

3.2.2. დადგენი-–-- ის გარემოება, რომ თავის მხრივ მოპასუხე მ-----ა ბ---–---–სა და ს------ ხ----------ეს შორის ზეპირსიტყვიერად დადებული იქნა ქვენარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ს------ ხ----------ეს თავის ჯგუფთან(ჯგუფში თავდაპირველად შედიოდა ხუთი პირი) ერთად უნდა შეესრულებინა სამუშაოები მიწისქვეშა მარნის ასაშენებლად. ასევე მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა კონკრეტული სამშენებლო სამუშაოებზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაზე კვ.მ ფართობზე საბაზრო პირობებით დადგენილი ფასის გადახდაზე.

მ-----ა ბ---–---–ი შესრულებული სამუშაოებისათვის ახდენდა ანგარიშსწორებას ს------ ხ----------ესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი(ს.ფ.73-81)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(ოქმი)

-მოწმეების გრ.გ-------–---–ის, ი-–-- ხ----------ის ჩვენებები(იხ.ოქმი)

 

3.2.3. მოსარჩელე მხარემ თავის ჯგუფთან ერთად 2017 წლის მარტი-ივლისის თვის შუალედში, თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----------–-----ში,ღვინის მარნის მშენებლობაზე შეასრულა სამუშაოები 236კვ.მ ფართობზე. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ საბაზრო პირობებით დადგენილი ფასის მიხედვით შეადგინა შემდეგი : 1) საძირკველის თანხა - 2360 ლარი, 2) კედლების ჩამოსხმის თანხა - 4320 ლარი, 3) მონოლითის თანხა - 3600 ლარი, 4) დამატებითი კედლების 109 კვ.მ-ზე ჩამოსხმის თანხა - 1962 ლარი, 5) გვირაბის დასუფთავება და ,,ბიტონის“ დასხმა კოშკთან, ალმირების მომზადება 112 კვ.მ-ზე- 672 ლარი, 6) კედლების იზოლირება 170 კვ.მ-ზე 510 ლარი, 7) კალოდეცის ჩადება-შემოშენება - 300 ლარი, 8) ტრაპების გათხრა და დამაგრება - 200 ლარი, 9) ,,ბიტონის“ ხელით არევა და ჩასხმა - 300 ლარი, 10) გვირაბის გასასვლელის შეკვრა-ჩასხმა - 200 ლარი.

ასევე დადგენი-–-- ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე მოცდა მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ის უმოქმედობით 27 მარტიდან - 3 აპრილამდე და მოცდენის ღირებულებამ შეადგინა საერთო ჯამში - 1300 ლარი.

ს---–, მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 16,024 ლარი.

მოსარჩელემ მ-----ა ბ---–---–ისაგან მიიღო ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით 9400 ლარი, მაგრამ არ მომხდარა 6624 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი(ს.ფ.3-12)

-შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ.82-83)

--მოწმეების გრ.გ-------–---–ის, ი-–-- ხ----------ის ჩვენებები(იხ.ოქმი)

 

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ს------ ხ----------ის და მისი წარმოადგენელების მოსაზრებას, რომ მოსარჩელე ს------ ხ----------ესთან შპს ,,ს----------–ოს ს---–ი“ და მ-----ა ბ---–---–ი არიან სოლიდარულად ვალდებული პირები მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაში, ვინაიდან საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენი-–--, რომ შპს ,,ს----------–ოს ს---–მა“ მიწისქვეშა მარნის მშენებლობა დაუკვეთა ფიზიკურ პირს მ-----ა ბ---–---–ს, რაზეც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები. სხვა პირებთან, შპს ,,ს----------–ოს ს---–ს“ არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია, მათ შორის, მოსარჩელესთანაც, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა მ-----ა ბ---–---–თან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.

შესაბამისად სასამართლოს მიაჩანია, რომ შპს ,,ს----------–ოს ს---–ი“ არ არის სათანადო მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნასთან და არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი მოპასუხე შპს,,ს----------–ოს ს---–ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ხელშეკრულება(ს.ფ.73-81)

-განაცემთა შესახებ ინფორმაცია (ს.ფ.85-87)

-ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ.82-83)

- სალაროს გაცემის ორდერები (ს.ფ.87)

 

3.2.6. რაც შეეხება მოსარჩელე საერგო ხ----------ის მოთხოვნას მ-----ა ბ---–---–ის მიმართ სასამართლოს მიაჩნია რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ვინიადან მ-----ა ბ---–---–ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, საჯარო შეტყობინების გზით 2018 წლის 15 ივნისს.

სასამართლომ მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად დაუნიშნა 10 დღის ვადა, გზავნილის ჩაბარების მომენტიდან. ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 29 მაისიდან (ჩაბარების მე-2 დღე), ხოლო დასრულდა 2018 წლის 15 ივნისს. მოპასუხეს ამ ვადის ჩათვლით შეეძლო, შესაგებელი სასამართლოში წარმოედგინა უშუალოდ ან იგი ჩაებარებინა საფოსტო დაწესებულებისათვის;

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს სრულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების (მას ჩაბარდა სარჩელი, სადაც მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა, მისი ფაქტობრივი საფუძველი, ასევე გადაეცა სარჩელზე დართული მტკიცებულებები, რომლებითაც მოსარჩელე ადასტურებს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, და შესაგებელის წარმოსადგენად მას მიეცა გონივრული ვადა, მოპასუხეს თ--–--ის რაიონულ სასამართლოში არ წარმოუდგენია შესაგებელი. სასამართლოსათვის ასევე უცნობია, იყო თუ არა შესაგებლის წარმოუდგენლობის მიზეზი რაიმე დაუძლეველი ძალა ან/და სხვა მოვლენა (საპატიო მიზეზი);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რითაც უარყოფილი იქნებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება კი არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს,,ს----------–ოს ს---–ის“ მიმართ, ხოლო მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე,630-ე,632-ე

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე მხარემ არ გაიხმო და არც უარი არ თქვა სარჩელზე მოპასუხე შპს,,ს----------–ოს ს---–ის“ მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ შპს ,, ს----------–ოს ს---–ს" ვალდებულება არ ჰქონდა მოსარჩელე ს------ ხ----------ის მიმართ შესასრულებელი და არ არსებობდა მათ შორის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა.

 

შესაბამისად მოსარჩელე ს------ ხ----------ის სარჩელი მოპასუხე შპს,,ს----------–ოს ს---–ის“ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

სსკ-ის 361-ე მუხლი მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

იმავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

სსკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ;

სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;

იმავე კოდექსის 630-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 632- ე მუხლის თანახმად, მენარდემ პირადად უნდა შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებებიდან ან სამუშაოს ხასიათიდან“.

მენარდე თვითონ უკეთებს ორგანიზებას თავის მიერ შესასრულებელ სამუშაოს, თვითონ განსაზღვრავს სამუშაოთა წარმოების მეთოდებსა და საშუალებებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს სხვა პირთა (ქვემენარდე, ) შრომაც.

ამ დროს თავდაპირველი მენარდე გამოდის გენერალური მენარდის როლში. ქვემენარდის დახმარების საჭიროება, როგორც წესი, წარმოიშობა რთული და დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების დროს (შენობა-ნაგებობის აშენება, სატრანსპორტო მაგისტრალის გაყვანა და ა.შ.).

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ს------ ხ----------ესა(რომელსაც თავის სამუშაო ჯგუფში ჰყავდა თავდაპირველად ხუთი პირი, შემდგომ ოთხი პირი) და მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ს შორი დადებული იყო ზეპირსიტყვიერი ქვენარდობის ხელშეკრულება. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებულია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული და 3.2.3. ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული სამუშაოები, რომელთა ღირებულება სრულად არ გადუხდია მოსარჩელე მხარისათვის მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ს.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ მოსარჩელე ს------ ხ----------ის სარჩელი მ-----ა ბ---–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დაეკისროს 6624 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს------ ხ----------ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,ს----------–ოს ს---–ის“ და მ-----ა ბ---–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ს მოსარჩელე ს------ ხ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 6624 ლარის გადახდა;

არ დაკმაყოფილდეს ს------ ხ----------ის სარჩელი შპს ,,ს----------–ოს ს---–ის" მიმართ.

2. მოპასუხე მ-----ა ბ---–---–ს მოსარჩელე ს------ ხ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250.00 ლარის ანაზღაურება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე