განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
330100115704473
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/317-15

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ--------------–--

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ-----------------–-----

 

ბრალდებული - ნ---------------------, დაბადებული 1----–ლის 3---გვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ------ რაიონის სოფელ ზ--------–---–-, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, თ---------- მ/რ-ნი, 1--–- კორპუსი, ბინა #--–ი, ამჟამად ძებნილი

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2014 წლის 13 დეკემბერს, ღამით, ნ--------------------- და ი-----–------------, წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, კ---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, უ------------ კუთვნილი ,,BMW-ს‘‘ მოდელის ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლნენ ავტომანქანაში დამონტაჟებულ ,,ს--–--------------–--‘‘ ფირმის აუდიო მაგნიტოფონს, ორ ცალ სუნამოს, ორ ცალ მეხსიერების ბარათს და ჯვრის სუვენირული სადგამის ძირს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

 

იმავე ღამით, ნ--------------------- და ი-----–------------, წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, ს------–-- ქ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, შპს ,,პ----------‘‘ ბალანსზე რიცხული, ,,ვ---------ის‘‘ მოდელის ავტომანქანიდან, სანომრე ნიშნით A------, ფარულად დაეუფლნენ ავტომანქანაში დამონტაჟებულ აკუმულატორს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

 

1) უ------------ ეპიზოდი:

დაზარალებულ უ------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2015 წლის 13 დეკემბერს, მისი კუთვნილი ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანით, იმყოფებოდა მეგობარ მიხეილ მანძულაშვილთან. მანქანა კ-------- ქუჩაზე გააჩერა. მეგობართან დიდხანს არ გაჩერებულა, არც მანქანის კარი ჩაუკეტავს. რომ გამოვიდა, კარი ნახევრად ღია მდგომარეობაში დახვდა, სალონის სათავსო, ე.წ. ბარდაჩოკი გახსნილი იყო, ძრავის ხუფი, ე.წ. კაპოტიც ღია იყო. წაღებული იყო მაგნიტოფონი, ჯვრის სადგამი და მეხსიერების ბარათი, ასევე, ე.წ. ბარდაჩოკიდან წაღებული იყო 2-3 ნახმარი სუნამო და კიდევ ერთი მეხსიერების ბარათი, რაც მთლიანობაში დაახლოებით 100 ლარის ღირებულების იქნებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ნივთების ღირებულებასთან დაკავშირებით გამოძიებას ზიანი გადაჭარბებულად დაუფიქსირა, რადგან გაბრაზებული იყო.

 

ამავე საქმეზე ბრალდებულ ი-----–------------ს ჩვენების თანახმად, რაიონიდან ჩამოსულმა ნახა ნაცნობი ნ---------------------, რომელიც დიდი ხნის უნახავი ჰყავდა და ერთად დალიეს, მერე ნათესავთან წავიდნენ, რომელიც ნ---------- ახლობელიც იყო. იქაც დალიეს და წამოსვლისას ნ---------- ახლობელს მანქანა სთხოვა, მაგრამ გზაში ბენზინი გაუთავდათ. ნ--------- ბენზინის მოსატანად წავიდა, თვითონ ცოტა ხნით მანქანაში ჩაეძინა. გაღვიძებულზე ნ--------- კიდევ არ იყო დაბრუნებული, ამიტომ თვითონაც გადავიდა მანქანიდან და ნ--------- ბენზინზე გაჰყვა. მანქანიდან ბენზინის გადმოსხმა, მოპარვა უნდოდათ. შემდეგ ორი მანქანა გაქურდეს, რისი განზრახვაც თავიდან არ ჰქონიათ, როცა ახლობლის ბინიდან წამოვიდნენ. პირველი მანქანიდან მაგნიტოფონი, ფლეშკები და სუნამო მოიპარეს, თვითონ აიღო, თუ ნ---------- მიაწოდა, არ ახსოვს. დანაშაული ორივემ ერთად ჩაიდინა. მეორე მანქანიდან აკუმულატორი მოიპარეს, რის შემდეგაც დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკისას ფლეშკა და სუნამო აღმოაჩნდა.

 

მოწმე გ-------------–--–-- ჩვენებით, 2014 წლის 13 დეკემბერს განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება, რომ კ---------------თან გაქურდული იყო ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომობილი. იმ ტერიტორიაზე მასთან კავშირზე მყოფმა საიდუმლო პირმა უთხრა, რომ მანქანა ნ---------------------- და ი-----–------------- გაქურდეს, რომლებიც უ------ ქუჩაზე მოძრაობდნენ, ამასთან, იქვე, რამდენიმე სახლის მოშორებით ჰყავდათ გაჩერებული ,,Volkswagen-ის‘‘ მარკის ავტომანქანა, რომელშიც ნაქურდალი ნივთები, მათ შორის, მაგნიტოფონი შეინახეს. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც ნ--------------------- და ი-----–------------ დააკავეს.

 

მოწმეების - დ------–----–---–----- და თ-----------–-–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების თანახმად, 2015 წლის 13-14 დეკემბრის ღამეს, თბილისში, კ---------------ში და ს------–-- ქ-----თან მანქანების გაქურდვის ფაქტზე, ნ--------------------- და ი-----–------------ დააკავეს. ნ---------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, ავტომობილის გასაღები და ავტომობილის სიგნალიზაციის პულტი, ი-----–------------- ქურთუკის ჯიბიდან კი მეხსიერების ბარათი, სუნამო და ფეხიანი სუვენირი ამოიღეს.

 

მოწმე ლ-–------------ ჩვენებით, 2014 წლის 14 დეკემბერს, გლდანი-ნაძალადევის განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ი----------------- ერთად, გავიდა შემთხვევის ადგილზე, თბილისში, კ-------- ქ.#--ში. ადგილზე იდგა ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანა, რომლიდანაც ამოღებული იყო მაგნიტოფონი. მანქანა და მასში არსებული სათავსო ღია იყო, გაღებული იყო ძრავის სახურავიც. მანქანა შიგნიდან სპეციალური ფხვნილით, გარედან კი ხსნარით დაამუშავეს, მაგრამ არანაირი კვალი არ დაფიქსირდა. გადაიღეს ფოტოსურათებიც. აღნიშნული მანქანის დათვალიერების შემდეგ გადავიდნენ თბილისში, კ-------- ქ.#---თან, სადაც დაათვალიერეს ,,Volkswagen-ის‘‘ მარკის ავტომანქანა, რომლის კარი დაკეტილი იყო და მეპატრონემ გააღო. დათვალიერებისას მანქანიდან ამოიღეს მაგნიტოფონი, რომელიც უკანა სავარძელზე იდო, ასევე, ამოღებულ იქნა სუნამო. ეს მანქანაც ანალოგიურად დაამუშავეს, კვალი არ ამოვიდა. საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ გარედან კვალი შესაძლოა არ დარჩენილიყო, რადგან წვიამიანი ამინდი იყო. არ ამოვიდა არც შიგნიდან, რადგან ზოგიერთი ზედაპირიდან კვალი არ ამოდის.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს საქმის გამომძიებელმა, მოწმე გ-----------–-–---- ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანის დათვალიერებასთან დაკავშირებით. ამასთან, განმარტა, რომ ,,Volkswagen‘‘ დაათვალიერეს, ვინაიდან პატაკში მითითებული იყო, რომ მასში ინახებოდა ნაქურდალი ნივთები. ადგილზე გაყვანილი ჰყავდა ნ---------------------, რომელმაც გაუღო მათ მანქანის კარი. მანქანაში, სალონის უკანა სავარძელზე, იდო ამოგლეჯილი მაგნიტოფონი, სადენები ჰქონდა გადმოწეული, მძღოლის მხარეს კი პატარა უჯრაში სუნამო იდო. დაზარალებულმა განმარტა, რომ მანქანაში შენახული ჰქონდა 2 ცალი ე.წ. ფლეშკა - შავი და მეორე მწვანეთავიანი, ამასთან, იდენტიფიცირებისთვის მანვე განაცხადა, რომ ფლეშკას რომ გახსნით, ჩემი ცოლის სახელი აწერია თავში და მერე სიმღერებია ჩაწერილიო. აქედან გამომდინარე, მოახდინა ფლეშკის დათვალიერება და რომ დარწმუნდა, მისი იყო, დაზარალებულს დაუბრუნა.

 

თბილისში, უ------ ქუჩაზე ჩატარებული, ნ---------------------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა ზომის თეთრი მწვანეთავიანი მეხსიერების ბარათი, ასევე, გასაღები და ე.წ. სიგნალიზაციის პულტი.

 

თბილისში, უ------ ქ.#--თან ჩატარებული, ი-----–------------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ოდეკოლონი მინის ბოთლით, სახელწოდებით S-----------, ასევე, ამოღებულ იქნა შავი ფერის მეხსიერების ბარათი და სუვენირის მრგვალი ფორმის ორნამენტიანი სადგამის ძირი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2014 წლის 14 დეკემბერს, 01:10 საათზე, თბილისში, კ---------------თან, გზაზე, გაჩერებულია შავი ფერის ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანა (სანომრე ნიშნით E------), რომელსაც ახდილი აქვს წინა ძრავის საფარებელი, ე.წ. კაპოტი, წინა მარცხენა კარი არ არის ბოლომდე დაკეტილი, სალონში, ე.წ. ტორპედოდან, - მაგნიტოფონის ადგილიდან ამოგლეჯილია მაგნიტოფონი და გადმოღებულია წინა მარჯვენა ტორპედოს გადმოსახსნელი უჯრა.

 

2014 წლი 14 დეკემბერს, 02:00 საათზე, თბილისში, კ-------- ქ.#--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ლურჯი ფერის ,,ფოლკსვაგენ ჯეტას‘‘ მარკის (სანომრე ნიშნით S------) მანქანის ოთხივე კარი არის ჩაკეტილი, რაც ნ---------------------ს მიერ იქნა გაღებული გასაღებით. ავტომანქანის სალონში, მარცხენა მხარეს, უკანა სავარძელზე, დევს უცხოური წარმოების ავტომანქანის მაგნიტოფონი ,,სილვერ კრისტალი‘‘, რომლის უკანა მხარეს გადის მისი შემაერთებელი სადენები. ასევე, მძღოლის მხარეს, კარის ჯიბეში დევს სუნამო წითელი ბოთლით, წარწერით ,,F-----‘‘.

 

2015 წლის 19 იანვრის დათვალიერების ოქმით, გამომძიებელმა გ-----------–-–---- დაათვალიერა ი-----–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ბარათი, წარწერით K-------. გახსნისას მასში აღმოჩნდა მეხსიერების ბარათი, სახელწოდებით N-------, რომელშიც იხსნება ახალი ფაილი, სახელწოდებით i----, რომელშიც ჩაწერილია ქართული, რუსული და ინგლისური სიმღერები.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ნ---------------------ს მიერ, ი-----–--------------- ერთად, თბილისში, კ---------------თან, უ------------ ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანიდან ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. ამასთან, დაზარალებულის ჩვენებით არ დადგინდა, რომ ნ---------------------ს მიერ ნივთების ქურდობის შედეგად დადგა მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, ბრალდების ამ ეპიზოდში ნ--------------------- უნდა ამოერიცხოს მნიშვნელოვანი ზიანის ნიშანი.

 

2) შპს ,,პ----------‘‘ ეპიზოდი:

დაზარალებულის წარმომადგენლის - მ---------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, შპს ,,პ---------‘‘ ოჯახურად აქვთ ჩამოყალიბებული, დირექტორი მისი ძმაა, თვითონ მოადგილეა, ძმისშვილი გ-------–----------- ეხმარებოდათ ხოლმე. შემთხვევის საღამოს გრიგოლმა ჭიშკრის წინ დააყენა მათი ფირმის ,,ჟიგულის‘‘ მარკის ავტომანქანა, რომელიც დიდ ფასეულობას არ წარმოადგენდა, მაგრამ მუშა მდგომარეობაში იყო და სატვირთოდ იყენებდნენ, მანქანის აკუმულატორიც შესაბამისად ძველი იყო. დილას გ-------–- სამშენებლო მასალების ჩამოსაცლელად გავიდა მანქანასთან და აღმოაჩინა, რომ მანქანაში აკუმულატორი არ იყო. ამ საქმით ის ადამიანი, ვინც აკუმულატორი ამოიღო, სულ 10-15 ლარის სარგებელს ნახავდა.

 

მოწმე გ-------–------------ ჩვენების თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს, საღამოს, 8-9 საათის შუალედში, ,,ჟ-----–----‘‘ მარკის ავტომანქანით აფთიაქში ჩავიდა წამლის საყიდლად, საიდანაც ნახევარ საათში დაბრუნდა და დააყენა. დილით სახლიდან გასულმა ნახა, რომ მანქანის კაპოტი გახსნილი იყო და მასში აკუმულატორი აღარ იდო.

 

მოწმე ი-----–------------ს ჩვენებით, ნ------------------------ ერთად, ავტომანქანიდან მოიპარა აკუმულატორი. მანქანის კაპოტი ნ---------- გახსნა, მოპარული აკუმულატორი, იქვე, სადღაც დადეს, გადამალეს. ერთად ორი ავტომანქანა გაქურდეს. მათგან ერთი 06 მარკის იყო.

 

მოწმე გ---------------–---–-- ჩვენებით, 2014 წლის 14 დეკემბერს, დილის საათებში, შევიდა შეტყობინება, რომ ს------–-- ქ-----თან, ავტომანქანა იყო გაქურდული, მოპარული იყო აკუმულატორი. შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დაათვალიერა ,,ვ--------‘‘ მარკის თეთრი ფერის ავტომანქანა. ამის შემდეგ გამომძიებელ გ-----------–-–---- პატაკით შეიტყო, რომ მის მიერ დაკავებულმა ორმა პირმა აღიარა ს------–-- ქ-----თან ავტომანქანიდან აკუმულატორის ქურდობის ფაქტი.

 

მოწმე თ-----------–-–---–-- ჩვენების მიხედვით, ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანის გაქურდვის შესახებ ნ---------------------სა და ი-----–------------ს დაკავების შემდეგ, როგორც ახსოვს, ნ---------------------- აღიარა, რომ აკუმულატორიც ჰქონდათ მოპარული.

 

მოწმე დ------–----–---–---- ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ს------–-- ქუჩაზე, რადგან იქ იდგა თეთრი ფერის ,,ვ--------‘‘ მარკის ძველი ავტომანქანა, საიდანაც აკუმულატორი იყო მოპარული. დაათვალიერეს ავტომობილი, რაზეც ნ---------------------- მიუთითათ, რომ ამ ავტომობილიდან, ი-----–--------------- ერთად, აკუმულატორი მოიპარა. ამასთან, მანვე თქვა, რომ აკუმულატორი ქვემოთ ჩაიტანეს და დამალეს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ-----------–-–----.

 

შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტების, მოწმეების - თ------------------ და ზ----------- ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს, გლდანი-ნაძალადევის მ--------------–---- გამოძახებით, გავიდნენ ს------–-- ქ-----ის მიმდებარედ, ადგილზე ნახეს, რომ თეთრი ფერის ავტომობილიდან მოპარული იყო აკუმულატორი. ავტომანქანა დაათვალიერეს, როგორც გარედან, ისე -შიგნიდან, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ მანქანაში აკუმულატორი არ იყო. დათვალიერების დროს მეპატრონემაც დააფიქსირა, რომ მანქანიდან აკუმულატორი იყო მოპარული. მანქანა დამუშავდა დაქტილოსკოპიური საშუალებებით, რა დროსაც კვალი ნანახი ვერ იქნა. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ გამომძიებელი და დაზარალებული. მტკიცებულება ამოღებული არ ყოფილა.

 

2014 წლის 14 დეკემბრის შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, თბილისში, ს------–-- ქ-----ის მიმდებარედ, დგას ,,ვ--------‘‘ მარკის თეთრი ფერის ავტომანქანა, სანომრე ნიშნით A------, რომლის მარცხენა წინა კარი არის ღია, ასევე, ღიაა ე.წ. კაპოტი და სალონში ე.წ. ბარდაჩოკი, რომლიდანაც გადმოყრილია დოკუმენტაცია. გ-------–------------ განმარტებით, ავტომანქანიდან ამოღებულია აკუმულატორი.

 

2014 წლის 16 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნ---------------------ს მიერ მითითებულ იქნა თბილისში, ს------–-- ქ-----თან გაჩერებული თეთრი ფერის ,,ვ--------‘‘ მარკის ავტომანქანა, სახ.#A------, საიდანაც მოპარულ იქნა აკუმულატორი.

 

ზემოგანხილული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ 2015 წლის 13 დეკემბერს, ღამის საათებში, ნ---------------------, თბილისში, ს------–-- ქ-----თან მდგარი ,,ვ--------‘‘ მარკის ავტომანქანიდან, ი-----–--------------- ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ამავე ავტომანქანის აკუმულატორს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1--–- ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. დადგენილია მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ნ---------------------ს მიერ ორგზის ქურდობის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა 2015 წლის 13 დეკემბერს, ღამით, ჯერ კ---------------თან მდგარი, უ------------ კუთვნილი ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანიდან მაგნიტოფონის, ორი ცალი სუნამოს, ორი ცალი მეხსიერების ბარათისა და სადგამი აქსესუარის ფარულ დაუფლებაში, ხოლო შემდეგ, ასევე, ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ შპს ,,პ----------‘‘ კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორის დაუფლებაში. ამასთან, ორივე ქმედება ნ---------------------ს მიერ ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ი-----–--------------- ერთად.

 

ნ---------------------ს ბრალდების საქმეში ძირითად მოწმეს წარმოადგენს ი-----–------------, რომელიც მისი თანამონაწილეა. მართალია, მხარეთა მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა ი-----–------------ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა მის მიმართ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო სწორედ იმ მოტივით, რომ ი-----–------------- ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან სასამართლოს მისცა ჩვენება, რომელშიც აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა ნ------------------------ ერთად, რის შემდეგაც მხარეებს შორის მიღწეულ იქნა საპროცესო შეთანხმება. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ნ---------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება არა მხოლოდ ი-----–-------------- ჩვენებით, არამედ - საქმეში არსებული ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ი-----–------------ს ჩვენებას არ მიიჩნევს გადამწყვეტად, მაგრამ მიიჩნევს აბსოლუტურად სანდოდ.

 

ი-----–------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერა ნ------------------------ ერთად ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი, მართალია, მის მიერ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო, ვერ იქნა დასახელებული, თუ რა მარკის ავტომანქანიდან მოიპარა ნ------------------------ ერთად მაგნიტოფონი, მეხსიერების ბარათები, სუნამოები და აქსესუარი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა აღნიშნული ნივთების მანქანიდან მოპარვის ფაქტი და განაცხადა, რომ ქურდობა ნ------------------------ ერთად ჩაიდინა. ამავდროულად, ი-----–------------- განმარტა, რომ ისინი წინასწარ არ იყვნენ შეთანხმებული მანქანების გაქურდვაზე, როდესაც დატოვეს ახლობლის ბინა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქურდობის ჩადენის განზრახვის წარმოშობას არ სჭირდება მნიშვნელოვანი დაგეგმვა დღეებისა და საათების განმავლობაში და საკმარისია, დანაშაულის ჩადენის წინ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სასამართლო სხდომაზე ი-----–------------- დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომ ქურდობა ჩაიდინა ნ------------------------ შეთანხმებით.

 

ი-----–------------ს მიერ დასახელებული ნივთების ჩამონათვალი სრულად ემთხვევა პირადი ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმადაც, მისი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა სუნამო და მეხსიერების ბარათი, ასევე, აქსესუარი, რომლის მანქანაში არსებობაზე მიუთითა დაზარალებულმა უ------------. იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურეს სასამართლოში ჩხრეკის ჩამტარებელმა პირებმა - დ------–----–---–---- და თ-----------–-–---–--.

 

ფარულად დაუფლებული მეხსიერების ბარათია ამოღებული, ასევე, ნ---------------------ს პირადი ჩხრეკისას, რასთან დაკავშირებითაც მოწმე გ-----------–-–---- სასამართლოს განუმარტა დაზარალებულის მიერ მითითებულ მახასიათებლებზე, რომ გახსნისას მასში არსებულ ფაილს მეუღლის სახელი ეწერა და სიმღერები იყო ჩაწერილი, რაც დადასტურებულია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით. ნ---------------------სგანაა ამოღებული, ასევე, იმ ავტომობილის გასაღები და სიგნალიზაციის პულტი, რომლიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა უ------------ ავტომანქანიდან წამოღებული მაგნიტოფონი და სუნამო ამოიღეს.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ, ,,Volkswagen-ის‘‘ მარკის ავტომანქანას, საიდანაც ,,BMW-დან‘‘ მოპარული ნივთები ამოიღეს, მართავდა ნ---------------------, რომელსაც აღმოაჩნდა კიდეც მითითებული მანქანის გასაღები, რაც დადასტურებულია ავტომანქანის დათვალიერების ოქმით. სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების დროს იქნა ამოღებული ავტომანქანის სალონიდან, კერძოდ, უკანა სავარძლიდან - მაგნიტოფონი, ხოლო მძღოლის მხარეს კარის სათავსოდან - სუნამო.

 

ამასთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, უ------------ კუთვნილ, ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანას ახდილი ჰქონდა წინა ძრავის საფარებელი, ე.წ. კაპოტი, კარი არ იყო ბოლომდე დაკეტილი, ხოლო სალონის ე.წ. ტორპედოდან ამოგლეჯილი იყო მაგნიტოფონი და გადმოღებული იყო უჯრა, სადაც, როგორც დაზარალებულმა განაცხადა, მას ეწყო სუნამო და მეხსიერების ბარათი.

 

სასამართლო განმარტავას, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სრულად თავსებადია ი-----–------------ს ჩვენებასთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ--------------------- უ------------ კუთვნილი ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანიდან ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ნივთებს, ი-----–--------------- ერთად.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას დადასტურება ვერ ჰპოვა იმ ფაქტმა, რომ ნ---------------------ს ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რამდენადაც დაზარალებულმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ავტომანქანიდან დაუფლებული ნივთების ღირებულება მთლიანობაში 100 ლარს არ აჭარბებდა, ხოლო გამოძიების ეტაპზე მეტი თანხა დაასახელა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბრაზებული იყო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

იმ პირობებში, როდესაც უ------------ კუთვნილ ნივთებზე, რომლებიც უკლებლივ იქნა ამოღებული, როგორც ნ---------------------ს, ისე - ი-----–------------ს პირადი ჩხრეკისას, ასევე, ნ---------------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, არ არის ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა ფარულად დაუფლებული ნივთების ღირებულებას, სასამართლო გაიზიარებს დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამასთან, ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტსაც, რომ სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Huseyn and Others v. Azerbaijan, N35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს.

 

შესაბამისად, სასამართლო ბრალდების ამ ეპიზოდში ნ--------------------- ამოურიცხავს დამამძიმებელ გარემოებას მნიშვნელოვანი ზიანის სახით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულით სასჯელის თვალსაზრისით არაფერი იცვლება. რაც შეეხება დანაშაულის სხვა დამამძიმებელ გარემოებებს, როგორიცაა ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენა და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, სახეზეა.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, ასევე, ნ---------------------ს მიერ 2015 წლის 13 დეკემბერს, ღამით, შპს ,,პ----------‘‘ კუთვნილი ,,ვ--------‘‘ მარკის ავტომანქანიდან აკუმულატორის მართლსაწინააღმდეგოდ და ფარულად დაუფლების ფაქტი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კერძოდ, ი-----–--------------- ერთად. სასამართლო აღარ გაამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ამ უკანასკნელის მიმართ ამავე დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი უკვე მიღებულია.

 

დაზარალებულის წარმომადგენელ მ----------------ა და მოწმე გ-------–------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმთან, რომლის თანახმადაც, თბილისში, ს------–-- ქ-----ის მიმდებარედ, თეთრი ფერის ,,ვ--------‘‘ მარკის ავტომანქანის მარცხენა წინა კარი იყო ღია, ასევე, ღია მდგომარეობაში მყოფ ე.წ. კაპოტში ჩახედვით კი აღმოჩნდა, რომ აკუმულატორი აღარ იყო.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში დაკითხვისას ი-----–------------- განმარტა, რომ 0---ს მარკის ავტომანქანის ე.წ. კაპოტი გახსნა ნ----------------------, საიდანაც ამოიღეს აკუმულატორი, რომელიც სადღაც, იქვე, გადამალეს.

 

მოწმეებმა - დ------–----–---–---- და გ-----------–-–---- სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ნ---------------------, საგამოძიებო ექსპერიმენტის პირობებში, გაყვანილი ჰყავდათ შემთხვევის ადგილზე და მის მიერ მითითებულ ავტომანქანას არ ჰქონდა აკუმულატორი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო, ასევე, განმარტავს, რომ ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების მტკიცებულებად მოყვანით არ ილახება ბრალდებულის თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება, რამდენადაც, აღნიშნულს სასამართლო იყენებს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნ---------------------ს მიერ მითითებულ შემთხვევის ადგილზე ნამდვილად იდგა ავტომანქანა, რომელსაც არ ჰქონდა აკუმულატორი, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს დაზარალებულის წარმომადგენელ მ----------------, მოწმე გ-------–------------, პოლიციის თანამშრომლების და ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებაზე გასული ექსპერტ-კრიმინალისტების - ზ-----------ა და თ----------------- ჩვენებებს.

 

დაზარალებულის წარმომადგენელმა მზია ნადირაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ მას არავითარი პრეტენზია არ აქვს ბრალდებულის მიმართ, რამდენადაც მანქანა ძველი იყო და, შესაბამისად, იმ დროისთვის მისი აკუმულატორის ფასიც, სავარაუდოდ, არ გასცდებოდა 10-15 ლარს. დაზარალებულის ეს შეფასება ნ---------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის კუთხით ვერაფერს ცვლის, რამდენადაც აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით, რომლის ჩადენაც ნ---------------------ს მიერ ეჭვს გარეშე დადასტურდა, მას ბრალად შერაცხული არ ჰქონია მნიშვნელოვან ზიანთან დაკავშირებული დამამძიმებელი ნიშანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლით განსაზღვრულია ჯგუფური დანაშაულის სახეები, რაც სახელდებით აკონკრეტებს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯგუფური დანაშაულის დროს აუცილებელია მინიმუმ ორი ამსრულებლის არსებობა, რაც მოცემულ შეთხვევაში ცალსახად სახეზეა და სრულებით არაა სავალდებულო, რომ როლები წინასწარ იყოს განაწილებული და, როგორც უ------------ ეპიზოდშიც აღნიშნა სასამართლომ, დღეების და საათების წინ იყოს დაგეგმილი.

 

კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რაც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე - სხვა პირთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ორივე შემთხვევაში, როგორც უ------------ კუთვნილი ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანიდან, ასევე, შპს ,,პ----------‘‘ კუთვნილი ,,ვ--------‘‘ მარკის ავტომანქანიდან ნივთების ქურდობა ჩადენილია ღამის საათებში და სხვა პირთა თვალისგან ფარულად. მოცემული დანაშაულის სუბიექტური კრიტერიუმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირმა დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. ორივე შემთხვევაში ავტომანქანების კარებისა და ძრავის სახურავის ე.წ. კაპოტის ღია მდგომარეობაში დატოვება დამატებით მიუთითებს, რომ ნ--------------------- (ი-----–--------------- ერთად) შეეცადა, ხმაურის გარეშე დაუფლებოდა ავტომანქანებიდან ნივთებს.

 

ამასთან, ქურდობის კვალიფიკაციისთვის კანონი სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის ქონებას და აქვს აღნიშნული ქონების რეალურად განკარგვის შესაძლებლობა, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. რასაც დანაშაულის ორივე ეპიზოდში სასამართლო, ასევე, ეჭვსგარეშე ადგენს.

 

საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებულ ნ---------------------ს დამნაშავედ ცნობის დროს მხედველობაში მიიღო ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, დანაშაულისთვის შერჩეული დრო და ადგილი - ღამის დრო, როდესაც ნაკლებია ქუჩაში ხალხის ყოფნის და, შესაბამისად, ქმედების სხვა პირის მიერ შემჩნევის ალბათობა, რაც, როგორც აღინიშნა, ჩადენილი ქმედების ობიექტურ ნიშანს - ფარულობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება მიზანს, ნათლად იკვეთება ნ---------------------ს მატერიალური დაინტერესება, რამდენადაც მას და ი-----–------------ პრაქტიკულად განაწილებული ჰქონდათ ,,BMW-დან‘‘ ამოღებული პირადი ნივთები, რომელთა ერთი ნაწილი ნ--------------------- ჰქონდა პირადად და ავტომანქანაში, ხოლო მეორე ნაწილი ი-----–------------ - ქურთუკის ჯიბეში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ის, რომ არც ,,BMW-ს‘‘ და არც ,,ვ--------‘‘ მარკის ავტომანქანაზე არ აღმოჩენილა რაიმე კვალი, იმ პირობებში, როდესაც არსებობს ურთიერთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ იქმნება ნ---------------------ს მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მხოლოდ კვლების არარსებობა ვერ გადაწონის მტკიცებულებათა მოცემულ ერთობლიობას.

 

სასამართლო ადგენს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი და გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია ნ---------------------ს მიერ 2015 წლის 13 დეკემბერს, ღამის საათებში, ,,BMW-სა‘‘ და ,,ვ--------‘‘ მარკის ავტომანქანებიდან ნივთების ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ორ ეპიზოდში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

ნ---------------------ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ, შვილის ავადმყოფობას; მის პიროვნებას, რომ წარსულში არ არის ნასამართლევი; ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რომ არ გამოუწვევია განსაკუთრებული ქონებრივი ზიანი, ასევე, დაზარალებულთა ლმობიერ პოზიციას და დაუნიშნავს ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციის მინიმუმს.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1--–- ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ფარულად დაუფლებული ნივთები უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო CD დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ--------------------- წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი.

 

ნ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (უ------------ ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (შპს ,,პ----------‘‘ ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და ნ--------------------- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ნ--------------------- სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

ნ--------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2014 წლის 14 დეკემბრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით - 4 (ოთხი)დღე.

 

ნ---------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - სუნამო, მეხსიერების ბარათი და ჯვრის სადგამის ძირი დაუბრუნდეს დაზარალებულ უ------------, ხოლო CD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე