გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.01.2020
საქმის ნომერი
330210119003214035
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/24552-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი“

წარმომადგენელი - სო----------------ა

 

მოპასუხე - მა-----–------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ მოპასუხე მა-----–------------ეს დაეკისროს:

 

1.1. საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 1-8.27 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 893.78 ლარი, პროცენტი - 80.40 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 132.11 ლარი და ჯარიმა 1.98 ლარი.

 

1.2. 20-9 წლის 30 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (893.78 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18.5 %-ის, ყოველთვიურად 13.77 ლარის გადახდა.

 

1.3. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-3 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემცირებული დავალიანების 12 124.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8 160 ლარი, პროცენტი - 807.52 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 3156.61 ლარი.

 

1.4. 20-9 წლის 30 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-3 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე (8160 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17 %-ის, ყოველთვიურად 115.60 ლარის გადახდა.

 

1.5. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 897.02 ლარის გადახდა, რა თანხიდანაც ძირი თანხაა 599.02 ლარი, პროცენტი - 67.29 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 230.71 ლარი.

 

1.6. 20-9 წლის 30 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე (599.02 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36 %-ის, ყოველთვიურად 17.97 ლარის, გადახდა,1.7. ასევე სასამართლო და არასამართლო ხარჯების: სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 583.50 ლარის, სარჩელის უზრუნვლყოფის ღონისძიების გამო სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 50 ლარის, საჯარო რეესტრში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული ცვლილების რეგისტრაციისთვის გადახდილი 20 ლარის და საადვოკატო მომსახურებისთვის გაღებული 500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

 

2.1 სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1.1. 20-6 წლის 3 ოქტომბერს სს „თი---------ს“ და მა-----–------------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა 2 000 ლარის ოდენობით პროცენტიანი სესხი, წლიური 18.5 %-იანი სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის.

 

20-3 წლის 0- ოქტომბერს სს „თი---------ს“ და მა-----–------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის პროცენტიანი სესხის ხელშეკრულება. 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე მა-----–------------ის სასარგებლოდ გაიცა 8 160 ლარის ოდენობით სესხი, წლიური 17%-იანი სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის.

 

20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებით სს „თი---------ს“ და მა-----–------------ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებთ-სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხეს გადაეცა საბანკო ბარათი 600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სავაჭო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განავლობაში დაფარვის შემთხვევაში 18 %-იანი სარგებლით, ხოლო სს ,,თი---------ის“ ბანკომატებით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 36 %-იანი სარგებლით. ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო და 0.5 %-ის ოდენობით პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ზემოთ აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც წარმოეშვა დავალიანება, რაც 20-9 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 1 116.14 ლარს, ამ თანხიდან ძირი თანხაა 893.78 ლარი, პროცენტი - 80.40 ლარი, ჯარიმა 139.98 ლარი და ჯარიმა 1.98 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა ჯარიმის სახით 139.98 ლარის მოთხოვნის ოდენობა 132.11 ლარამდე და საბოლოოდ მოითხოვა 1 1-8.27 ლარის ანაზღაურება;

 

საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 12 265.12 ლარი: ძირი თანხა 8 160 ლარი, პროცენტი 807.52 ლარი, ჯარიმა 3 297.60 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნის ოდენობა ჯარიმის ნაწილში 3 156.61 ლარამდე და საბოლოოდ მოითხოვა 12 124.13 ლარის ანაზღაურება;

 

საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 929.25 ლარი (სასამართლო აღნიშნავს, რომ დავალიანების სახით მითითებული 929.25 ლარი უნდა იყოს კალკულაციის შეცდომა, რადგან 599.02 ლარის, 67.29 ლარის და 262.94 ლარის ჯამი შეადგენს 897.02 ლარს): ძირი თანხაა 599.02 ლარი, პროცენტი 67.29 ლარი, ჯარიმა 262.94 ლარი. მოსარჩელემ საბოლოოდ შეამცირა მოთხოვნის ოდენობა ჯარიმის ნაწილში 230.71 ლარამდე, ასევე შეამცირა მოთხოვნა ძირითადი დავალიანების ნაწილში 897.02 ლარამდე.

 

მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა 20-9 წლის 30 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) მოპასუხე მა-----–------------ის მიმართ საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (893.78 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.5 %-ის, ყოველთვიურად 13.77 ლარის, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე (8 160 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17 %-ის, ყოველთვიურად 115.60 ლარის და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-7 წლის 2 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე (599.02 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36 %-ის გადახდის, ყოველთვიურად 17.97 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება;

 

ასევე, სასამართლო და არასამართლო ხარჯების: სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 583.50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე უფლების ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადახდილი 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების სახით გაღებული 500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია:

2.2.1 მოპასუხემ წარმოადგინა მარტივი შესაგებელი სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შესახებ. კერძოდ, სარჩელი ცნო 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 893.78 ლარის და პროცენტის 80.40 ლარის ნაწილში;

 

მოპასუხემ, ასევე, ნაწილობრივ ცნო 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება ძირი თანხის, 8 160 ლარის ნაწილში. კერძოდ, მიუთითა, რომ მის მიერ პროცენტის სახით გადახდილი 7 350 ლარი გამოქვითული ყოფილიყო მის მიმართ არსებული შესაბამისი მოთხოვნის (8 968 ლარი) თანხიდან და მზად იყო გადაეხადა 1 618 ლარი.

 

მოპასუხემ, ასევე, ნაწილობრივ ცნო 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, კერძოდ, ძირი თანხის 599.02 ლარის და პროცენტის - 67.29 ლარის ნაწილში.

 

ხელშეკრულებების წლიურ პროცენტებთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა, რომ 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18.5 %, 20-3 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 17 % და 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 36 % არის შეუსაბამოდ მაღალი და არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულებებში განსაზღვრულია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მიუთითა არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე, რომელთა მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში სასამართლო ამცირებს პირგასამტეხლოს და დღეისათვის ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა შეუსრულებელი ვალდებულების 0.0- %-ს არ აღემატება. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე აშკარად არღვევს სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ბოროტად იყენებს საბაზრო ძალაუფლებას, რის გამოც, სასამართლოს მიერ უნდა შეუმცირდეს პირგასამტეხლო.

 

მოპასუხეს შესაგებელში არ დაუფიქსირებია პოზიცია ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე. სასამართლო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით კი შემოიფარგლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე მითითებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 20-6 წლის 03 ოქტომბრს სს ,,თი---------ს“ და მა-----–------------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა 2 000 ლარის ოდენობით კრედიტი, 18.5 %-იანი წლიური საპროცენტო სარგებლით, დაფარვის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 05 სექტემბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, დამატებით 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

20-9 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს ერიცხება 1 116.14 ლარის ოდენობით დავალიანება, ამ თანხიდან ძირია 893.78 ლარი, პროცენტი 80.40 ლარი, ჯარიმა 139.98 ლარი და ჯარიმა 1.98 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-20);

- სს „თი---------ის“ 6270/1-3-0-, N0-/1-/20-9 ცნობა (ს.ფ. 21);

- სს „თი---------ის“ 6274/1-3-0-, N1-/1/20-9 ცნობა (ს.ფ. 139);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 20-3 წლის 1 ოქტომბერს სს ,,თი---------ს“ და მა-----–------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მა-----–------------ის სასარგებლოდ გაიცა 8 160 ლარის ოდენობით კრედიტი. წლიური 17 %-იანი საპროცენტო სარგებლით. დაფარვა უნდა განხორციელებულიყო თვის ბოლო რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადახდის ვადაგადიცლებაზე - 20 ლარის ოდენობით, რასაც ემატებოდა 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

20-9 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს ეკისრება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-3 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 12 265.12 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 8 160 ლარი, პროცენტი - 807.52 ლარი, ჯარიმა - 3 297.60 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-20);

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N2491280-2423803 ხელშეკრულება (ს.ფ. 22-25);

- სს „თი---------ის“ 6274/1-3-0-, N1-/1/20-9 ცნობა (ს.ფ. 139);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 20-7 წლის 2 ივნისს სს ,,თი---------ს“ და მა-----–------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, მოპასუხეს გადაეცა საბანკო ბარათი 600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 18 %-იანი სარგებლით, ხოლო სს ,,თი---------ის” ბანკომატებით ათვისებისა და ერთი წლის განავლობაში დაფარვის შემთხვევაში 36 %-იანი საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადიცლებისთვის 20 ლარი, რასაც ემატებოდა 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5 %-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი.

 

2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება 929.25 ლარის ოდენობით დავალიანება საიდანაც ძირი თანხაა 599.02 ლარი, პროცენტი - 67.29 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 262.94 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-20);

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ NOM698156 ხელშეკრულება (ს.ფ. 26-34);

- სს „თი---------ის“ 6274/1-3-0-, N1-/1/20-9 ცნობა (ს.ფ. 139);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებებზე მხარეებს არ მიუთითებიათ და სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თი---------ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მა-----–------------ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1- 919.99 ლარის გადახდა, კერძოდ:

- საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან 1 056.16 (ძირი თანხა 893.78 ლარი, პროცენტი 80.40 ლარი, ჯარიმა 80 ლარი, ჯარიმა 1.98 ლარი) ლარი;

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების თანხიდან 9 117.52 (ძირი თანხა 8 160 ლარი, პროცენტი 807.52 ლარი, ჯარიმა 150 ლარი) ლარი;

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების თანხიდან 746.31 (ძირი თანხა 599.02 ლარი, პროცენტი 67.29 ლარი, ჯარიმა 80.00 ლარი) ლარი.

 

2. სს „თი---------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მა-----–------------ის მიმართ საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე (893.78 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.5 %-ის, ყოველთვიურად 13.77 ლარის, საკრედიტო ბარათით სარგებლობის 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე (8 160 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17 %-ის, ყოველთვიურად 115.60 ლარის და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე (599.02 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36 %-ის, ყოველთვიურად 17.97 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-ე, 872-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ, ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის 20-6 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის, 20-3 წლის 0- ოქტომბერს და 20-7 წლის 02 ივნისს კი, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხები, რომელთა პროცენტი გათვალისწინებული იყო შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულებებით.

 

20-6 წლის 3 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მა-----–------------ემ სესხის სახით მიიღო 2 000 ლარი, 18%-იანი წლიური სარგებლით, დაფარვის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 05 სექტემბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, დამატებით 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

20-3 წლის 0- ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მა-----–------------ის სასარგებლოდ გაიცა 8 160 ლარის ოდენობით სესხი, წლიური 17 %-იანი სარგებლით. დაფარვა უნდა განხორციელებულიყო თვის ბოლო რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გადახდის ვადაგადიცლებაზე 20 ლარის ოდენობით, რასაც ემატებოდა 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

20-7 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, მოპასუხეს გადაეცა საბანკო ბარათი 600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 18 %-იანი სარგებლით, ხოლო სს ,,თი---------ის“ ბანკომატებით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 36 %-იანი სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 20 ლარი ვადაგადიცლებისთვის, რასაც ემატებოდა 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5 %-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 20-6 წლის 03 ოქტომბრის, 20-3 წლის 0- ოქტომბრის და 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებები დადებულია მათ არსებით პირობებზე კანონით დადგენილი წესით შეთანხმების გზით და ისინი წარმოადგენენ მხარეთა შორის შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლებს.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სამოქალაქო ურთიერთობის გარდაუვალი პრიცნიპია. Pacta sunt servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) ხელშემკვრელ მხარეებს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების უპირობო შესრულებას აკისრებს.

 

ხელშეკრულებების თანხმად, სესხები სარგებლიანი იყო, ხელშეკრულებებით შეთანხმებული იყო შესაბამისი საპროცენტო განაკვეთები.

 

დადგენილია, რომ მა-----–------------ის მიერ არასათანადოდ შესრულდა როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის გადახდის ვალდებულებები და 20-9 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ძირისა და პროცენტის სახით არსებული დავალინებები შეადგენს: 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8 160 ლარს ძირი თანხის სახით და 807.52 ლარს პროცენტის სახით; 20-3 წლის 0- ოქტომბრის ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 893.78 ლარს ძირი თანხის სახით და 80.40 ლარს პროცენტის სახით, ხოლო 20-7 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ათვისებული და გადაუხდელი თანხის ოდენობა შეადგენს 599.02 ლარს, რომელზეც დარიცხულ იქნა პროცენტი 67.29 ლარის ოდენობით.

 

20-9 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება დადასტურებულია მოსარჩელის მიერ გაცემული 6-----------, 0-/1-/20-9 ცნობით, რაც სადავო არ გამხდარა და დავალიანებების კალკულაცია სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ძირი თანხისა და პროცენტის დავალიანების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.3. სასამართლო, სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობაზე მითითებასთან ერთად, აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო დავალიანება, კერძოდ: 20-6 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 893.78 ლარის და პროცენტის 80.40 ლარის ნაწილში;

 

ასევე, ნაწილობრივ ცნო 20-3 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება ძირი თანხის (8 968 ლარის) ნაწილში, კერძოდ, 1 618 ლარის ოდენობით და მიუთითა, რომ მის მიერ პროცენტის სახით გადახდილი 7 350 ლარი გამოქვითული ყოფილიყო დავალიანების თანხიდან;

 

ასევე, ნაწილობრივ ცნო 20-7 წლის 2 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირი თანხის, 599.02 ლარის და პროცენტის, 67.29 ლარის, ნაწილში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში ჩამოყალიბებულ დისპოზიციურობის პრინციპზე. ამ მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველია, დააკმაყოფილოს სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში.

 

ამასთან, მოპასუხის განმარტებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ 20-3 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზე გაცემული ძირი თანხაა 8 160 ლარი, მის მიერ პროცენტის სახით გადახდილი 7 350 ლარი ჩათვლილიყო ძირი თანხის ანგარიშში და შესაბამისად ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მზად იყო გადაეხადა 1 618 ლარი, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მითითება ვერ იქონიებს გავლენას მოსარჩელის მიმართ დღეისათვის არსებული დავალიანების ოდენობაზე. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. 2. თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა. 3. თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, ავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.

ამ ნორმებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებისას შესრულებული ვალდებულებებიდან მსგავსი ვალდებულებებს შორის რომელიმეს შესრულებულად მიჩნევა კრედიტორის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამრიგად, მოპასუხის მიერ მითითებული თანხა - 7 350 ლარი, რაც მოპასუხისავე განმარტებით, მოსარჩელემ პროცენტის სახით შესასრულებელი ვალდებულების ნაწილად მიიჩნია, სასამართლოს მიერ ვერ ჩაითვლება ძირი თანხის სახით შესრულებულ ვალდებულებად და შესაბამისად, მოსარჩელის დავალიანების კალკულაციასთან მიმართებით ვითარება არ იცვლება, საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით დღეისათვის არსებული დავალიანების ოდენობების განაწილება ვერ შეიცვლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული განმარტება უნდა ჩაითვალოს სარჩელის ცნობად 20-3 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების ძირი თანხის დავალიანების, კერძოდ, 1 618 ლარის ნაწილში.

 

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს საფუძველს სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხისთვის; სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს 3 258.49 (893.78 + 80.40 + 1 618 + 599.02+ 67.29) ლარის ნაწილში. ამ თანხის მიხედვით სასამართლო იმსჯელებს სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ხსენებული ნორმის მიხედვით, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოვალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის აუცილებელი პირობა აღნიშნულზე მხარეების წერილობითი ფორმით შეთანხმებაა.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მათი შემცირება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. მისი მიზანია ხელშეკრულების დროული და ჯეროვანი შესრულების სტიმულირება; მისი დაწესება და ვალდებულების დამრღვევი მხარისთვის დაკისრება არ შეიძლება ამ მიზანთან შეუსაბამო აღმოჩნდეს, ამიტომ მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული, ვალდებულების დარღვევის შესაბამისი. საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული განმარტების თანახმად, „პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება“ (იხ. მაგალითად, სუსგ Nას-1560-1463-20-2).

 

სასაქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „69. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

 

70. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე“ (იხ. სუსგ N ას-1597-20-9, 13/12/20-9).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს რიგ გარემოებებს: ვალდებულების დამრღვევის სტატუსს, ქონებრივი მდგომარეობას, იმას, თუ რამდენად მძიმე ფინანსურ ტვირთად შეიძლება იქცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოების სრულად დაკისრება ვალდებული პირისთვის, ვალდებულების დარღვევის ინტენსივობას და დარღვევის მიმართ ვალდებული პირის დამოკიდებულებას, საბანკო დაწესებულების მდგომარეობას ბაზარზე და ამ მდგომარეობიდან გამომდინარე შედარებით სუსტ კონტრაჰენტთან სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმების თავისებურებას და ინდივიდუალურად იმსჯელებს პირგასამტეხლოს ცალკეულ სახის შემცირების საკითხზე, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

 

20-6 წლის 03 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (რასაც მოსარჩელე „ჯარიმად“ იხსენიებს) დავალიანება მოსარჩელის საბოლოო გაანგარიშებით შეადგენს 132.11 ლარს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თვით მოსარჩელემ მცირედით შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კალკულაციის მიხედვით გამოთვლილი პირგასამტეხლოს რიცხვი, სესხის მთლიანი მოცულობისა და ვალდებულების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 132.11 ლარი უნდა შემცირდეს 80 ლარამდე.

 

სასამართლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს სახეობად მიიჩნევს 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულების მიხედვით დარიცხულ თანხას. იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენს 8 160 ლარს, მასთან მიმართებით პირგასამტეხლოს დარიცხული რიცხვი 3 297.60 ლარი, რაც მოსარჩელის მიერ 2 156.61 ლარამდე შემცირდა, არ შეიძლება ჩაითვალის პირგასამტეხლოს მიზანთან გონივრულ შესაბამისობაში მყოფად. ის უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 150 ლარის ოდენობით.

 

ასევე, უნდა შემცირდეს 20-7 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობისთვის დაწესებული პირგასამტეხლო. ამ სესხთან მიმართებით გონივრულ ოდენობად სასამართლო მიიჩნევს 80 ლარს, შესაბამისად, მოთხოვნილი 230.71 ლარი უნდა შემცირდეს 80 ლარამდე.

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით, სარგებლის დაკისრების თაობაზე სასამართლოს მიაჩნია, რომ 20-9 წლის 30 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე (893.78 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.5 %-ის, ყოველთვიურად 13.77 ლარის გადახდის, 20-3 წლის 1 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (8 160 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17 %-ის, ყოველთვიურად 115.60 ლარის გადახდის მოთხოვნის და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე (599.02 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36 %-ის, ყოველთვიურად 17.97 ლარის გადახდის შესახებ - მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, თვითონ უნდა დაამტკიცოს, მოპასუხე კი ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოებები, რასაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს. მხარები ვალდებულნი არიან სასამართლოს წარუდგინონ ფაქტები, მიუთითონ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, ხოლო ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და შესაბამისი სამართლის ნორმის შეფარდება სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს.

 

მოსარჩელე ზოგადად მიუთითებს ბანკის შესაძლებლობაზე, გამოიყენოს სესხის სახით გაცემული თანხა საბანკო რეზერვების შესავსებად და მხოლოდ აბსტრაქტულად მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს გარკვეული მოგების მიღების მოლოდინი. აღნიშნავს, რომ არსებულ პრეზუმფციის მიხედვით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნიოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის მქონია იმ საკითხის შეფასება, თუ რა ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე, როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

ზოგადად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით, ამასთან, ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო დავისას, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მოსარჩელისთვის კონკრეტულ დროს, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ, ამასთან, დაასაბუთებს, რომ ეს ზიანი წინასწარ იყო მოპასუხისთვის სავარაუდო და წარმოადგენდა მისივე მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების დადასტურება მოსარჩელემ მოცემულ საქმეზე ვერ შეძლო.

 

ამასთან, დაუსაბუთებელია მოთხოვნილი პროცენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ითხოვს სწორედ იმ ოდენობით პროცენტის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც თვით დარღვეული ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოსთვის არარგუმენტირებულია მხარის ეს მოთხოვნა და დამაჯერებლად ვერ მიიჩნევს პოზიციას, რომ სწორედ მითითებულ პროცენტად შეძლებდა იგი თანხის გაცემას მისი დაბრუნების შემთხვევაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ვერ იქნებოდა სავარაუდო, მა-----–------------ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე ფულადი ვალდებულებების დროულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით მოხდებოდა მიღებული ფულის ისევ სესხად გაცემა. უდავოა, რომ ბანკი სესხებს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით, კონკრეტული სესხისადმი ინდივიდუალური მიდგომით.

 

ჩამოყალიბებული არგუმენტაციიდან გამომდინარე მოცემულ საქმეზე, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელი შემოსავლის არსებობასა და მის ოდენობასთან დაკავშირებით.

 

ამ მსჯელობისას სასამართლო ასევე ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, რაც აისახა, მაგალითად, განაჩინებაში საქმეზე Nას-354-20-9, 05/07/20-9. „ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ: სუსგ-ები №ას-459-438-20-5წ; №ას-54-54-20-8წ).

 

საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი სასამართლოსთვის, შეექმნას შინაგანი რწმენა, რომ მოპასუხის მიერ სასესხო ვალდებულებების არასათანადო შესრულებით მოსარჩელემ ნამდვილად დაკარგა შემდგომი შემოსავლის მიღების რეალური შესაძლებლობა, ამასთან, სწორედ იმ ოდენობის ფინანსური სარგებლით, რაც გათვალისწინებული იყო მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის აღძვრის ეტაპზე დავის საგნის ღირებულება მოსარჩელის მიერ განისაზღვრა 19 433.66 ლარით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 3 258.49 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც პროცენტულად წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მთელ რიცხვამდე დამრგვალებულ 17 %-ს, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მითითებული პროცენტის პროპორციულად, კერძოდ, 98 ლარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა 1- 919.99 ლარის გადახდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (რაც პროცენტულად წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მთელ რიცხვამდე დამრგვალებული 56 %-ს) მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან სახელმწიფო ბაჟი 328 ლარის ოდენობთ.

 

ამასთან სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით ასევე გადახდილ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე 50 ლარი და გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული უფლების ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური 20 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ხსნებული 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ასევე, გათვალისწინებულია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე, დავის საგნის და მოსარჩელისთვის იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებული თავისებურებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მა-----–------------ეს მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით, დავის საგნის 4%-მდე ოდენობით - 300 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელე სს „თი---------ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სს „თი---------ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მა-----–------------ეს აკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (რეკვიზიტები: ქ. თბ--–------------------------–----–---ა, საკადასტრო კოდი 8--0-.1--0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ვითარებაში არ არსებობს აღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-269-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „თი---------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მა-----–------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მა-----–------------ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1- 919.99 ლარის, კერძოდ:

 

1.1. საბანკო კრედიტის 20-6 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან 1 056.16 (ძირი თანხა 893.78 ლარი, პროცენტი - 80.40 ლარი, ჯარიმა - 80 ლარი, ჯარიმა - 1.98 ლარი) ლარის;

 

1.2. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების თანხიდან 9 117.52 (ძირი თანხა 8 160 ლარი, პროცენტი - 807.52 ლარი, ჯარიმა - 150 ლარი) ლარის;

 

1.3. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების თანხიდან 746.31 (ძირი თანხა 599.02 ლარი, პროცენტი - 67.29 ლარი, ჯარიმა - 80.00 ლარი) ლარის ანაზღაურება.

 

2. სს „თი---------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მა-----–------------ის მიმართ, საბანკო კრედიტის 20-6 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (893.78 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.5 %-ის, ყოველთვიურად 13.77 ლარის გადახდის, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-3 წლის 0- ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე (8 160 ლარი), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17 %-ის, ყოველთვიურად 115.60 ლარის და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 20-7 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე (599.02 ლარი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36 %-ის, ყოველთვიურად 17.97 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მა-----–------------ეს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს: დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 328 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის, გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე უფლების ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადახდილი 20 ლარის და საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 300 ლარის გადახდა.

 

4. სს „თი---------ს“ დაუბრუნდეს 03/0-/20-9 წელს სს „თი---------ში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 583.1- ლარიდან (რაც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება N14) 98 ლარი, დანარჩენი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე