განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
110100119002879531
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002879531

N1/43-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ---- ვ----–---–-;

 

ბრალდებული - ზ------ ს---------, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ა---------–----–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნ----------–------------; მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ჩ-----;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი); 3) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი); 4) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის 23 ნოემბრის 15:15 საათის ეპიზოდი); 5) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, მ--–---- ყ-----–---–ის კუთვნილი ფერმის ეზოში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ზ------ ს--------ს, პირუტყვის დაბინავებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი---- კ------სთან, რის გამოც ზ------ ს--------მა ი---- კ------ს ტანსაცმლის საყელოში მოკიდა ხელი, რამოდენიმეჯერ შეანჯღრია და ერთხელ დაარტყა ხელი ლოყაში, რის შემდეგაც ფეხი ამოარტყა საჯდომზე. აღნიშნულით ი---- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, მ--–---- ყ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ზ------ ს--------ს, ტელეფონზე უცენზუროდ საუბრის გამო შენიშვნა მისცა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ი---- კ------მ. აღნიშნულზე განაწყენებულმა ზ------ ს--------მა, ორჯერ დაარტყა ხელი ლოყაში ი---- კ------ს, რის შედეგადაც ი---- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, მ--–---- ყ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ზ------ ს--------ს, წინა დღით მომხდარი კონფლიქტის გამო შელაპარაკება მოუვიდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი---- კ------სთან, რა დროსაც ზ------ ს--------მა ერთხელ დაარტყა ნაჯახი ი---- კ------ს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში, რის შედეგადაც ი---- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

4. 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, მ--–---- ყ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ზ------ ს--------მა ნაჯახის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი---- კ------ს, რომელმაც შეძლო მისგან თავის დაღწევა და მივიდა იმავე სოფელში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც თ------ კ------მ გაუწია სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ, იმავე დღეს, დაახლოებით 15:15 საათზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ზ------ ს--------- მივიდა ი---- კ-----ის მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც თანქონებული ნაჯახი ორჯერ დაარტყა ი---- კ------ს მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც ი---- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

5. 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, მ--–---- ყ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ზ------ ს--------მა ნაჯახის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი---- კ------ს, რომელმაც შეძლო მისგან თავის დაღწევა და მივიდა იმავე სოფელში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც თ------ კ------მ გაუწია სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ, იმავე დღეს, დაახლოებით 15:15 საათზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ზ------ ს--------- მივიდა ი---- კ-----ის მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც თანქონებული ნაჯახი ორჯერ დაარტყა ი---- კ------ს მარცხენა ფერდის არეში და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ი---- კ------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

6. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით: ა) 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, მ--–---- ყ-----–---–ის კუთვნილი ფერმის ეზოში, ზ------ ს--------ს, პირუტყვის დაბინავებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი---- კ------სთან, რის გამოც ზ------ ს--------მა ი---- კ------ს ტანსაცმლის საყელოში მოკიდა ხელი, რამოდენიმეჯერ შეანჯღრია და ერთხელ დაარტყა ხელი ლოყაში, რის შემდეგაც ფეხი ამოარტყა საჯდომზე. აღნიშნულით ი---- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი; ბ) 2018 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, მ--–---- ყ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ზ------ ს--------ს, ტელეფონზე უცენზუროდ საუბრის გამო შენიშვნა მისცა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ი---- კ------მ. აღნიშნულზე განაწყენებულმა ზ------ ს--------მა, ორჯერ დაარტყა ხელი ლოყაში ი---- კ------ს, რის შედეგადაც ი---- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი; გ) 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, მ--–---- ყ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ზ------ ს--------ს, წინა დღით მომხდარი კონფლიქტის გამო შელაპარაკება მოუვიდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი---- კ------სთან, რა დროსაც ზ------ ს--------მა ერთხელ დაარტყა ნაჯახი ი---- კ------ს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში, რის შედეგადაც ი---- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; დ) 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:15 საათზე, ზ------ ს--------- მივიდა ი---- კ-----ის მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც თან ნაქონი ნაჯახი ორჯერ დაარტყა ი---- კ------ს მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც ი---- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; ე) 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15:15 საათზე, ზ------ ს--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი---- კ------ს მარცხენა ფერდის არეში და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ი---- კ------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულა თ------ კ------მ განაცხადა, რომ ი---- კ------ არის მისი ქალიშვილი, ხოლო ზ------ სმირნოვი კი სიძე. ისინი დაქორწინდნენ ზ------ის დაკავებამდე 4 თვით ადრე.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ბ-–---ემ განაცხადა, რომ ი---- კ------ არის მისი მული, ხოლო ზ------ ს--------- სიძე, ი----ს ქმარი.

 

9. მოწმეების თ------ კ-----ის და მ--–---- ყ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ზ------ ს--------- და ი---- კ------ არიან მეუღლეები და მათ იქორწინეს 2018 წლის 23 ნოემბრამდე სამი თვით ადრე.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ს--------- და დაზარალებული ი---- კ------ არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი;

 

ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი;

გ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი;

 

დ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის - 2018 წლის 23 ნოემბრის 15:15 საათის ეპიზოდი;

 

ე) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- მ---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 23 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დღის მეორე ნახევარში, 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, რომ სოფელ ს--------–ეში, ფერმაში, ზ.ს--------მა ფიზიკური დაზიანება მიაყენა მეუღლეს. აღნიშნულის საფუძველზე, ოპერატიულ ჯგუფთან - ი.ა------ესთან და გ.ზოსიაშვლთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ საწოლზე წამოწოლილი დაზარალებული, რომელიც იყო ანერვიულებული, ტიროდა და განუცხადა, მათ რომ მეუღლემ მიაყენა დაზიანება ნაჯახის გამოყენებით. დაზარალებულმა აჩვენა დაზიანება ფეხის არეში. აღნიშნულის საფუძველზე, ადგილზე მოახდინეს ზ------ ს---------ს დაკავება, რომელიც იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, აგრესიული და ილანძღებოდა მეუღლის მისამართით.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ზ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის ნოემბრის თვეში, თვის ბოლოს, როდესაც იყო სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მიღებული იქნა შეტყობინება, რის საფუძველზეც ოპერატიულ მორიგეებთან ერთად გამოცხადდა სოფელ ს--------–ეში, შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ბრალდებული ზ------ ს---------, შემტყობინებელი, დაზარალებულის დედა და დაზარალებული ი---- კ------. შემტყობინებლის განცხადებით, ფერმაში ყოფნის დროს, ზ.ს--------მა ნაჯახი დაარტყა დაზარალებულს. დაზარალებული, რომელიც იწვა საწოლზე, იყო ანერვიულებული, განუცხადა, მათ რომ მეუღლემ დაარტყა ნაჯახი, იტკიებდა წელსა და თავს. ადგილზე მყოფი ბრალდებული, რომელიც იყო ნასვამი და პრეტენზიებს აცხადებდა მეუღლის მიმართ, დაკავებული იქნა.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ------- ც-–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის ნოემბრის თვეში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, მოახდინა დაზარალებულ ი---- კ-----ის გარეგნული დათვალიერება, ექიმ ი.ბ------ის თანდასწრებით. დაზარალებულს ზურგისა და ბარძაყის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. დაზარალებულის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ, ნაჯახის გამოყენებით. დათვალიერების შესახებ შეადგინა ოქმი, რაც ხელის მოწერით დაადასტურეს მონაწილეებმა.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------- ნ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში. 2018 წლის ნოემბერში, გიორგობას, გამოძახებაზე გამოცხადდა სოფელ ს--------–ეში, სადაც დახვდათ დაზარალებული, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები ქვედა კიდურის არეში, განმარტა, რომ დაზიანება მიაყენეს ნაჯახის გამოყენებით. ვინაიდან დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და თრომბი, გადაყვანილი იქნა ხარაგაულის საავადმყოფოში.

 

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ კ------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, მასთან სახლში მივიდა შვილი, ი---- კ------ და დარჩა. მიზეზი, თუ რატომ დარჩა ი---- მასთან, მისთვის უცნობია. მეორე დღეს სახლში მივიდა ზ------ ს---------, ცოტათი ნასვამი. ი----ს სახლში დაბრუნებას თხოვდა. ი----მაც უთხრა, რომ ემზადებოდა და მიდიოდა. ვინაიდან ფერმაში მუშაობენ, ის და ი---- წავიდნენ საქონლის მოსავლელად. როდესაც საქონელს „დენიდნენ“ გარეთ გასაყვანად, საქონლები დაეჯახნენ ერთმანეთს, შემდეგ ი----ს და ი---- მიაჯახა კარებს, რის გამოც დაუზიანდა ფეხი, თეძოს ადგილზე, მარცხენა მხარეს. ჩავიდა სახლში და გამოიძახა სასწრაფო. მოწმის განმარტებით მან გამოიძახა სასწრაფო და ოპერატორისთვის არ უთქვამს ძალადობის თაობაზე. ი----მ ფეხი საქონლის გადენის დროს დაიზიანა და ზ------ს მისთვის ნაჯახი არ დაურტყამს. ის არასდროს შესწრებია ზ------ის მიერ ი----ს მიმართ ძალადობას ან მუქარას. როდესაც ზ------ი მასთან სახლში მივიდა, ნაჯახი თან არ ჰქონია. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 23 ნოემბერს (ტომი I, ს.ფ. 82-84), მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „2018 წლის 22 ნოემბერს ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა დილის საათებში, კერძოდ, ორჯერ გაარტყა სახეში ხელი, რის შემდეგაც ჩემი შვილი მოვიდა ჩემთან სახლში. უკვე 23 ნოემბერს ღამის სამ საათზე ჩემთან მოსული იყო ჩემი სიძე ზ------ ს---------, იგი ესაუბრა ჩემს შვილს ი---- კ------ს, მეორედ მოვიდა დილის შვიდ საათზე და ი----ს თხოვა, რომ გაყოლოდა მას მ--–---- ყ-----–---–ის სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ი---- მართლაც გაყვა მას. 2018 წლის 23 ნოემბერს, დილის თორმეტ საათზე ჩემმა რძალმა მ------ ბ-–---ემ მითხრა, რომ მ--–---- ყრუაშვლის სახლიდან სადაც ჩემი შვილი და სიძე ცხოვრობდნენ გამოდიოდა ყვირილის და ჩხუბის ხმა. მე ვიმყოფებოდი ჩემს საცხოვრებელ სახლში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში, აგრეთვე სახლში იმყოფებოდა ჩემი რძალი მ------ ბ-–---ე და ჩემი შვილი თ------ კ------, რომელიც იყო თავის სახელოსნოში და ჩართული ჰქონდა დანადგარი, რომელზეც მუშაობდა. დილის საათებში, 12:00 საათზე ჩემთან სახლში მოვიდა ჩემი ქალიშვილი, ი---- კ------, რომელსაც გადაადგილება უჭირდა, დაზიანებული ჰქონდა მარცხნივ თეძო, რომელზედაც მან მითხრა, რომ მისმა ქმარმა ზ------ ს--------მა ჩაარტყა ნაჯახი, მე ვნახე ი----ს ჭრილობა, მას თეძოზე ჰქონდა კანი ჩათლილი, ეცვა ორი შარვალი, რომელიც დაზიანებული არ ჰქონია, აგრეთვე მითხრა, რომ ეს მოხდა მ--–---- ყ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში სადაც ჩემი შვილი და სიძე ერთად ცხოვრობენ. იგი გამოექცა თავის მეუღლეს, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, ეს მოხდა დილის საათებში, 12:00 საათზე. მოგახსენებთ, რომ ჩემი სიძე ზ------ ს--------- სამი დღეა რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, რასაც მე ვხედავ პირადად. დაახლოებით 15:30 საათზე, ჩემი სიძე ზ------ ს--------- მოვარდა ჩვენთან ოჯახში, ამ დროს სახლში ვიმყოფებოდით მე, ასევე, ჩემი რძალი მ------ ბ-–---ე, ჩემი ქალიშვილი ი---- კ------, ხოლო ჩემი შვილი - თ------ კ------ იმყოფებოდა თავის სახელოსნოში და მუშაობდა დაზგაზე. ზ------ ს--------ს ხელში ეჭირა ნაჯახი, იგი იგინებოდა ჩვენი მისამართით და იგი გვემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შემოვარდა ოთახში და მოითხოვდა, რომ ჩემი შვილი ი---- კ------ გაყოლოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებდა, რომ იგი მას მოკლავდა, ი----ს შეეშინდა და უარი განაცხადა გაყოლოდა მის ქმარს, რაზეც ზ------ ს--------- უფრო გაბრაზდა, მან მოიქნია ნაჯახი, რომელიც მას ხელში ეჭირა მოსვლისას და ჩემს შვილს ი---- კ------ს რამოდენიმეჯერ, როგორც მახსოვს ორჯერ დაარტყა მარცხენა ფერდის არეში. მე როგორღაც მოვახერხე და ხელი შევუშალე ისევ არ დაერტყა ჩემი შვილისათვის ნაჯახი. ამ მომენტში, ზ------ ს--------მა მკრა ხელი და წავიქეცი, აღნიშნულის შედეგად არანაირი დაზიანება არ მიმიღია, არც ფიზიკური ტკივილი არ მიგრძვნია. ამის შემდეგ, ეს პიროვნება წავიდა ჩვენი სახლიდან. მე დრო ვიხელთე და ჩემი შვილის თ------ კ-----ის კუთვნილი მობილური ტელეფონით დავრეკე 112-ში, ვაცნობე აღნიშნული ფაქტის შესახებ და მოვითხოვე პოლიციის დახმარება. როდესაც პოლიცია მოვიდა ჩვენს ოჯახში, იმ მომენტში დაბრუნდა ასევე ჩემი სიძე ზ------ ს---------, რომელსაც რომ დავაკვირდი ტანსაცმელი ჰქონდა გამოცვლილი. როცა იგი პირველად მოვიდა, რა დროსაც ნაჯახის საშუალებით სხეულის დაზიანება მიაყენა ჩემს ქალიშვილს ი---- კ------ს, მას ეცვა შავი ფერის სპორტული შარვალი და მორუხო ფერის ზედა, ხოლო როდესაც მეორედ მოვიდა, ეცვა ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი სვიტერი და რუხი ფერის დუტის ჟილეტი. იგი, ჩემს შვილს ი----ს ეუბნებოდა, რომ აპირებდა წასვლას და უმძიმდა მასთან განშორება. ამ მომენტში გამოვიდა სახელოსნოდან ასევე ჩემი შვილი თ------ კ------. ჩემმა ქალიშვილმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მას სხეულის დაზიანება მიაყენა მისმა მეუღლემ ზ------ ს--------მა, რომელიც ასევე იქ იმყოფებოდა. პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ჩემი სიძის ზ------ ს---------ს დაკავება და იგი წაიყვანეს. კითხვა: ხომ არ მიუყენებია წარსულშიც თქვენს სიძეს თქვენი შვილისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა? პასუხი: დიახ, წარსულშიც დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტი ერთჯერ. ჩემი თანდასწრებითაც ცემა ჩემი ქალიშვილი ხელებით და წიხლებითაც დაახლოებით ერთი თვის უკან, ოქტომბრის თვეში. ცემის მიზეზი იყო ის, რომ მე და ჩემმა ქალიშვილმა მის უნებართვოდ დავაბით პირუტყვი. ფერმაში ზ------ ს--------- იყო ნასვამი, როდესაც ჩვენ ეს განვახორციელეთ და ეძინა. როდესაც გაიღვიძა, აღნიშნულზე გაბრაზდა და გამილახა ქალიშვილი ი---- კ------ ფერმის ეზოში, კერძოდ სახეში ურტყა ხელები და სხეულზე ურტყა წიხლები, რაზედაც არც მე და არც ჩემს ქალიშვილს პოლიციისთვის არ მიგვიმართავს დახმარებისთვის. კითხვა: რა იყო მიზეზი თქვენი ქალიშვილის ი---- კ-----ის და თქვენი სიძის ზ------ ს---------ს უთანხმოების და ჩხუბის? პასუხი: როდესაც ჩემი სიძე არის ნასვამ მდგომარეობაში იგი არის აგრესიული, ძირითადად ძინავს და როდესაც გაიღვიძებს, ჩხუბობს. ჩხუბის მიზეზი შესაძლებელია გახდეს ის, რომ ჩემმა ქალიშვილმა მის უნებართვოდ დააბას პირუტყვი ფერმაში, რომელიც მას ჩემ სიძეს ევალება, ხოლო როდესაც მთვრალია, იგი თავს ვერ ართმევს ამ ფუნქციას, ასევე არის ეჭვიანი და უკრძალავს ჩემს ქალიშვილს ყველგან წასვლას, აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილი არის თვენახევრის ფეხმძიმე, რაც იცოდა თავად ჩემმა სიძემ ზ------ ს--------მა“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმში, ბევრი რამ ზედმეტი წერია. მოწმემ განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმზე (ს.ფ. 82) მისი ხელმოწერა არ არის. (ს.ფ. 83) მისი ხელმოწერაა, ხოლო (ს.ფ.84) არც ხელმოწერა და არც მინაწერი მას არ ეკუთვნის. პროკურორის მიერ, ასევე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 229-230) ჩვენების ნაწილი, სადაც აღნიშნულია „როდესაც ჩემი სიძე ზ------ ს--------- 2018 წლის 23 ნოემბერს ჩემთან სახლში მოვიდა და ჩემ შვილზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, მისი მხრიდან ჩემი მისამართით, არც ჩემი არცერთი ოჯახის წევრის მისამართით მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, იგი მხოლოდ ემუქრებოდა ჩემ ქალიშვილს ი---- კ------ს და მოითხოვდა მისგან, რომ წაყოლოდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. განგიმარტავთ, რომ არც წარსულში და არც 2018 წლის 23 ნოემბერს, ჩემს სიძეს ჩემი და არცერთი ჩემი ოჯახის წევრის მისამართით მუქარის ფაქტი არ განუხორციელებია“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები, თუმცა, დაცვის მხარის შეკითხვაზე, მოწმემ განაცხადა, რომ სიმართლე არის ის რაც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, ადგილი არასდროს ჰქონია და არასდროს შესწრებია ზ------სა და ი----ს შორის უთანხმოებას, ძალადობას ან მუქარას. მისვე განმარტებით, მას 112-ის ოპერატორისათვის არ განუცხადებია ზ------ ს---------ს მიერ ი---- კ-----ის მიმართ ნაჯახის ჩარტყმის თაობაზე.

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულა მ------ ბ-–---ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს იმყოფებოდა სოფელ ს--------–ეში, ცეხში. გაიგო დედამთილის ხმა, რომელიც ყვიროდა. როდესაც გავიდა, დაინახა, რომ ძროხები დაეჯახნენ ი---- კ------ს, წააქციეს (ურქინეს) და გადაუარეს. ზ------ ს--------მა უსაყვედურა, „ძროხები უჩემოდ რატომ გამოიყვანეთო“, აიყვანა ი---- ხელში, შეიყვანა სახლში და დააწვინა საწოლზე. ვინაიდან ადგილზე არ ყოფილა, არ იცის რა უთხრა პოლიციას ი---- და თ------ კ------ებმა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 38-40) მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც აღნიშნულია „2018 წლის 22 ნოემბერს, ი---- კ------ მოვიდა ჩვენთან საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით იქნებოდა დღის 11:30 საათი. მე და ჩემი დედამთილი თ------ კ------ ვიმყოფებოდით საცხოვრებელ სახლში. ი----მ ჩვენ გვითხრა, რომ ზ------ ს--------მა გამლახა, ორჯერ დამარტყა ლოყის არეში ხელიო, რაც მეტკინა, შემეშინდა და წამოვედიო სახლიდანო. მან თქვა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და მეჩხუბა, ჩააქრე შუქი, დაწექი და დაიძინეო. ი----მ თქვა ოთახში მართალია ბნელა, მაგრამ დღე როგორ უნდა დავიძინოვო. ვიზუალურად მას სახეზე დაზიანებები არ ემჩნეოდა. მე მას ვუთხარი, რომ აღარ წასულიყო სახლში სანამდის არ გამოფხიზლდებოდა მისი მეუღლე. ი---- დარჩა ჩვენთან ოჯახში მთელი ღამის განმავლობაში. დილით დაახლოებით იქნებოდა 07:00 საათი, რომ მოაკითხა ი---- კ------ს მეუღლემ ზ------ ს--------მა და წავიდნენ ერთად. მე, არ გამიგია მისი მოსვლა, მეძინა. ჩემმა დედამთილმა მითხრა, მოვიდა, მოიბოდიშა ზ------მა ი----ს და წავიდნენ ერთადო. დაახლოებით 08:00 საათზე წავიდა ჩემი დედამთილიც თ------ კ------ც. მათ დილით ფერმაში უნდა მოეწველათ ძროხები. თ------ კ------ რომ ჩამოვიდა, იქნებოდა დაახლოებით 12:00 საათი, მან მე მითხრა, რომ მშვიდად არიანო. დაახლოებით 10 წუთში მე გავიგონე ხმამაღალი საუბარი, ზ------ ს---------ს ყვირილის ხმა. მე თ------ს ვუთხარი, რომ ჩხუბობენო, მან მითხრა „არა არ ჩხუბობენ, ხმამაღლა ლაპარაკობენ, ასე იცის მაგან საუბარიო“. მე ამ დროს დავინახე, ზ------ ს--------- ხელებს შლიდა ჩვენი სახლისკენ და იგინებოდა, თუმცა სიტყვები ვერ გავარკვიე, მივხვდი ჟესტიკულაციით მხოლოდ, რომ იგი იგინებოდა. მე, ამის მერე დავინახე ი---- კ------ საცხოვრებელი სახლიდან გამორბოდა ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. როდესაც მოვიდა ი----, გვითხრა, ნაჯახი დამარტყა ზ------მა მარცხენა მხარეს, ბარძაყზეო და გვანახა, ჩაიხადა შარვალი. დედამისმა, თ----- კ------მ გახადა ორი შარვალი, ტანსაცმელი გაჭრილი იყო თუ არა, არ დავკვირვებივარ, დავინახე ჭრილობიდან სისხლი მოდიოდა და ჭრილობა მას დაუმუშავა დედამისმა და შეუხვია. აღნიშნულზე, სასწრაფო დახმარება არ გამოგვიძახებია, თვითონ დაუმუშავა დედამისმა. მე ვერ გეტყვი თუ როგორი იყო ჭრილობა, უფრო ეტყობოდა, რომ კანი ჰქონდა ჩამოთლილი და სისხლი მოსდიოდა. ი---- დარჩა სახლში და იყო საწოლზე წამოწოლილი. ამ ფაქტიდან რამდენიმე ხანში, დაახლოებით იქნებოდა 15:30 საათი, მეძინა, გამაღვიძა ჩემმა დედამთილმა და მითხრა, ზ------ი მოვიდა ნაჯახით ჩვენთან საცხოვრებელ სახლში და იწევს ი----სკენ დასარტყმელად, უნდა მოვკლაო. ავდექი ფეხზე და ზ------ი უყვიროდა ი---- კ------ს „ქმარი რისთვის ვარ, წამოდი, წამოეთრიო სახლშიო“. ის მივიდა საწოლთან და ნაჯახი სამჯერ ჩაარტყა მარცხენა ფერდის არეში, ტან უყვიროდა „ყელს გამოგჭრიო“. მე დავინახე, ყუით ურტყამდა ნაჯახს გვერდში ი----ს, მაგრამ მას ვერ მივეკარე, რა დროსაც გამწარებული ყვიროდა ი---- მიშველეთო. ამ დროს მივარდა დედამისი თ------ კ------ და ნაჯახზე წაუვლო ხელი დ ნაჯახი გააგდებინა ხელიდან. ზ------ ს--------- იქნევდა ხელს და თ------ წაიქცა დაბლა. გამიზნულად, თ------სთვის არ დაურტყამს და არც რაიმე სიტყვა უთქვამს მისთვის ზ------ს. მე, მას, ვუყვირე „რას აკეთებ, სულ გადაირიეთქო“ და მოვკიდე ხელი და გავიყვანე ეზოში. ამის მერე ზ------ი სახლში არ შემოსულა, ის იგინებოდა, თუ ვის აგინებდა ვერ გავარკვიე და წავიდა თავის სახლში. ფაქტის შესახებ 112-ის ოპერატორს დაუკავშირდა თ------ კ------ და უთხრა ფაქტის შესახებ“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განაცხადა, რომ მან ქართული წერა და კითხვა არ იცის, ვინაიდან ბავშვობიდან საუბრობდა და სწავლობდა ბერძნულ ენაზე. ქართულად ხელს აწერს, თუმცა წერა და კითხვა არ იცის. გამოძიების პროცესში, მას დაუწერეს ქართულად თუ რა უნდა დაეწერა გამოკითხვის ოქმის ბოლოს და იმის მიხედვით გადაწერა ტექსტი.

 

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 ნოემბერს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალდებულ ზ------ ს---------სგან აიღო ნერწყვის ნიმუში, რაც დალუქული იქნა ადგილზე. ასევე, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 ნოემბერს, გამომძიებელ მ-------- ხ--------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის, სოფელ ს--------–ეში, თ------ კ-----ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ნივთები. შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების შესახებ ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

20. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების ი-----–- ა------ის, მ-------- ხ--------ის, თ------ კ-----ის, მ--–---- ყ-----–---–ის, ე-–--- ჟ------ის, გ------- ფ-----ის, ი----- ბ------ის, ი--- ზ------ის, ნ---- კ--–----ის, თ----- შ--–----–---–ის და ლ---- ს-----------ის დაკითხვა.

 

21. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი---- კ------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა ზ------ ს--------მა, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

22. 2018 წლის 23 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ს--------–ეში და წარმოადგენს თ------ კ-----ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლს.......ოთახში ჩრდილოეთის მხარეს განლაგებულია მოვერცხლისფრო ფერის რკინის საწოლი, საწოლის გვერდით დაბლა ბეტონის იატაკიდან ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ერთი ცალი მოწითალო ფერის ლაქა, ასევე, აღნიშნული საწოლის მოპირდაპირედ დასავლეთით ბეტონის იატაკიდან ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ერთი ცალი ნაჯახი ხის ტარით....თ------ კ-----ის საცხოვრებელი სახლიდან 200 (ორას) მეტრში მდებარეობს მ--–---- ყ-----–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი.....ოთახის მარცხენა კუთხეში დევს შავი ფერის სპორტული შარვალი და მორუხო-მონაცისფრო ფერის ზედა, რომელიც ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ.

 

23. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, ზ------ ს--------ს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა (1.80 პრომილე).

 

24. 2018 წლის 24 ნოემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ ი---- კ-----ისგან ამოღებული იქნა მის მიერ წარმოდგენილი: მწვანე ფერის გრძელმკლავიანი თხელი სვიტერი, მოშავო ფერის, იასამნისფერი ზოლებით გაწყობილი ქალის საყელოიანი სვიტერი, რაზეც მარცხენა მხარის ფერდის არეში აღენიშნება დაზიანება, ქსოვილია გაძენძილი, შავი ფერის ქალის შარვალი წინ და უკან ჯიბეებით გაწყობილი, ნაცრისფერი შარვალი ქალის ე.წ. ელასტიკი, რაზეც მარცხენა მხარის ბარძაყის არეში აღინიშნებოდა გაჭრის კვალი, რაზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. ამოღებული ნივთები მოთავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, გაუკეთდა სათანადო წარწერა და დაილუქა N33/14 ლუქის ბეჭდის ანაბეჭდით.

 

25. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N2637-282-ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ი---- კ------ს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 23.11.2018წ-ს დიაგნოზით: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები. დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის ღია ჭრილობა. გულმკერდის ზედაპირული ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა ღია ჭრილობა მარცხენა ქვედა კიდურზე ბარძაყის საპროექციო არეში.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ჯანდაცვის რეგიონალური ცენტრის „ხარაგაული“-ს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 1---------)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ი---- კ------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2----------–-------- საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 20:30სთ-ზე დიაგნოზით: ბარძაყის დაჟეჟილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლჩაქცევები და ექსკორიაციები მარცხენა ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე და მარცხენა გულმკერდის ლატერალურ ზედაპირზე. 2---------–-------------სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი---- კ------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა (ინექციის შემდგომი კვალი) და დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მარცხენა მხარის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობა 0,1სმ დიამეტრის ირგვლივ არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლჩაქცევით (ინექციის შემდგომი კვალი). (მისივე გადმოცემით აღნიშნულ მიდამოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუკეთა ინექცია). გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ შუა მესამედში აღენიშნება განივად მდებარე უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 9,0X7,0სმ. აღნიშნული სისხლნაჟღენთის ფონზე აღენიშნება განივად მდებარე ზოლისებრი ფორმის, მოწითალო-მოყავისფრო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 2,5X0,5სმ. მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში ადევს მოთეთრო ფერის მარლით შესრულებული საფენი, რომელიც კანთან დაფიქსირებულია ე.წ. „ლეიკოპლასტირით“, რომლის მოხსნის შემდგომ მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება სწორი ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,5X1,8სმ, აღნიშნული სისხლნაჟღენთის ფონზე აღენიშნება უსწორო ფორმის მოწითალო-მოყავისფრო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 2,5X1,8სმ. გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.

 

26. 2018 წლის 24 ნოემბრის გარეგნული დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ხარაგაულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ------- ც-–--–---–ის მიერ, ხარაგაულის რაიონული სამმართველო შენობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმ ი----- ბ------ის თანდასწრებით მოახდინა ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულ ი---- კ-----ის გარეგნული დათვალიერება. ი---- კ------ს გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: 1) ზურგის მარცხენა მხარეს, იღლიისა და მხრის ხაზებს შორის 6-11-ე ნეკნების მიდამოში იისფერი უსწორმასწორო კიდეებიანი სისხლნაჟღენთი, ზომით 4სმX6სმ; 2) მარცხენა ბარძაყის უკანა ზედა მესამედში ნაჟეჟი ჭრილობა ზომით 2, სმ X 6,სმ, ცენტრში კანის მთლიანობა დარღვეულია (ექსკორიაციო); 3) მარცხენა მკლავის შუა მესამედში წინა ზედაპირზე დაახლოებით 2სმ, დიამეტრის ნაჭდევი.

 

27. 2018 წლის 29 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 ნოემბერს, 15:18 საათზე, თ------ კ------ უკავშირდება 112-ის ოპერატორს:

 

112-ის ოპერატორი - 112 გისმენთ, 112 გისმენთ; თ------ კ------ - კი, ი---- როგორ იყო?; ოპერატორი - 112-ში რეკავთ, გისმენთ; თ------ კ------ - დიახ, ქალბატონო; ოპერატორი - დიახ; თ------ კ------ - ამ მდგომარეობაში გვინდა შველა-დახმარება; ოპერატორი - დიახ; თ----- კ------ - შემოგვივარდა ერთი ფერმაში მწყემსი მუშაობს; ოპერატორი - დიახ; თ------ კ------ - და ნაჯახით შემოგვივარდა, ჩემს გოგონას აი ეტყობა ანაბეჭდები დარტყმული ნაჯახი; ოპერატორი - ქალბატონო საიდან რეკავთ, რომელი რაიონიდან?; თ----- კ------ -ხარაგაულის რაიონი სოფელი ს--------–ე; ოპერატორი - კარგით გასაგებია და ეხლა მოხდა ფაქტი?; თ------ კ------ - აი ამ წუთში; ოპერატორი - ს--------–ეში სად უნდა მოვიდნენ?, ცენტრში, ბოლოში, რასთან ახლოს, ვისი ოჯახია?; თ------ კ------ - სულ თავში ფერმაა, ფერმა რომ არის იციან, ოპერატორი მანდ უნდა მოვიდეს? კარგით გასაგებია, თქვენი სახელი და გვარი?; თ------ კ------ - კ------ თ-----ი; ოპერატორი - სასწრაფო საჭირო არის?; თ------ კ------ - არის ჭრილობა აქვს დასამუშავებელი, რა ვიცი აბა; ოპერატორი - ანუ ნაჯახი დაარყა?; თ----- კ------ - კი; ოპერატორი - მითხარით ანუ მისამართი არის ხარაგაული ს--------–ე სულ თავში ფერმა, რომ არის იქ უნდა მოვიდეს, გოგონას სახელი და გვარი?; თ------ კ------ - კ------ ი----; ოპერატორი - კ------ ი----, ოპერატორი ანუ დაჭრილია არის გოგონა; თ------ კ------ - კი ერთი ბაყვში და ფერდში აქვს დარტყმული; ოპერატორი - რა მიზნით მოვიდა, უცნობი არის?; თ------ კ------ - არა უცნობი არ არის მეუღლეა ამის; ოპერატორი - მეუღლეა?; ოპერატორი კარგით გასაგებია ქალბატონო კარგით, გადაცემული იქნება; თ------ კ------ - კი მადლობა; ოპერატორი - დაელოდეთ.

 

28. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დასტურდება, რომ ზ------ ს--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 3 (სამი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;

 

მსჯავრდებულ ზ------ ს--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და შესახლებული იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 10 სექტემბრიდან, 2016 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.

 

29. 2016 წლის 15 დეკემბრის N------ ცნობის ასლით დასტურდება, რომ N2 დაწესებულებიდან, სასჯელის მოხდით, კალენდარულად, ზ------ ს--------- გათავისუფლებული იქნა 2016 წლის 15 დეკემბერს.

 

30. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

- პაკეტში, წარწერით: „...თ------ი კ-----ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნაჯახი...“ მოთავსებული ნაჯახის პირზე, ლესილ კიდეზე არსებული მოყვითალო-ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. N1), სისხლი არ აღმოჩნდა. ამავე ნაჯახის პირზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება ზ------ ს---------ს (ობ. N12; პაკეტი, წარწერით: „ზ------ ს---------ს ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N2-ის პროფილში, ი---- კ-----ის (ობ. N13; პაკეტი, წარწერით: „...ი---- კ-----ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ნაჯახის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ------ ს--------ს (ობ. N12);

 

- პაკეტში, წარწერით: „...დაზარალებულ ი---- კ-----ისაგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მონაცისფრო შარვალზე (ობ. N5) და მწვანე ფერის ჯემპრზე (ობ. N10,11) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N10,11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი---- კ------ს (ობ. N13). ობ. N5-ის გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის შარვალზე, ქსოვილის დეფექტების ირგვლივ, გამკვრივებულ ლაქებზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ზ------ ს--------ს (ობ. N12), მეორე წილი ეკუთვნის ი---- კ------ს (ობ. N13). აღნიშნულ ჯემპრზე (ობ. N9) და ამავე პაკეტში მოთავსებულ კაბაზე (ობ. N6-8) არსებული მოყავისფრო-მონაცრისფრო და მოვარდისფრო ლაქები, სისხლი არ აღმოჩნდა.

 

31. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1. ლუქზე არსებული წარწერის მიხედვით ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი---- კ-----ის ტანსაცმლიდან (კაბა, მაისური, შარვალი, სპორტული სტილის შარვალი), მხოლოდ კაბაზე, უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ბეჭის ქვედა მიდამოში, არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ხევით.

 

2. გამოსაკვლევი ცული (ნაჯახი) (F--------) წარმოადგენს საყოფაცხოვრებო-სამეურნეო დანიშნულების მჩეხავ-მჭრელი პირის მქონე საგანს და არ შედის ცივ იარაღთა კატეგორიაში.

 

32. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემისა და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა არაერთგზისად რომ ჩაითვალოს წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს. საქართველოს სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.

33. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

34. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ------ ს---------ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ზ------ ს---------ს ბრალეულობა ოჯახური ძალადობაში (4 ეპიზოდი) და მუქარაში. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ძალადობაში და მუქარაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ზ------ ს---------ს მხრიდან დაზარალებულ ი---- კ-----ის მიმართ არაერთგზის ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტი.

სამართლებრივი შეფასება:

 

35. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

37. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

38. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

39. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

40. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ------ ს---------ს მიერ ი---- კ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებენ მხოლოდ ირიბი მოწმეების - ნ------- მ---------ის, გ------- ზ-----–---–ის, შ------- ც-–--–---–ის და ლ-------- ნ-----–---–ის ჩვენებები. ასევე, მოწმეების თ------ კ-----ის, ი--- ზ------ის, მ--–---- ყ-----–---–ის და ლ---- ს-----------ის გამოკითხვის ოქმები. ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დათვალიერების ოქმები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ ს---------ს მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს მიერ, გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით კი უტყუარად არ დასტურდება, რომ ზ------ ს--------ნა ძალადობა და მუქარა ჩაიდინა მეუღლის ი---- კ-----ის მიმართ. მოწმეებმა ნ------- მ---------ემ და გ------- ზ-----–---–მა განაცხადეს, რომ გამოძახებაზე მისულებს, სახლში დახვდათ საწოლზე წამოწოლილი ი---- კ------, რომელმაც განუცხადა მათ, რომ მეუღლემ, ზ------ ს--------მა მას მიაყენა დაზიანება ნაჯახის გამოყენებით და აჩვენა დაზიანებული ადგილი. მოწმეებმა შ------- ც-–--–---–მა და ლ-------- ნ-----–---–მა კი განაცხადეს, რომ მოახდინეს ი---- კ-----ის გარეგნული დათვალიერება, რა დროსაც ნახეს მის სხეულზე არსებული დაზიანებები. დაზარალებულმა განუმარტა მათ, რომ დაზიანებები, ნაჯახის გამოყენებით მიაყენა მეუღლემ, ზ------ ს--------მა. მოწმე ი--- ზ------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექთანი. 2018 წლის 23 ნოემბერს, შესული იქნა შეტყობინება ნაჯახის გამოყენებით სხეულის დაზიანების შესახებ. როდესაც გამოცხადდა გამოძახებაზე, სოფელ ს--------–ეში, სახლში დახვდათ დაზარალებული ი---- კ------, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები, განუცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. მოწმე ლ---- ს-----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმად. 2018 წლის 23 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ, რა დროსაც მიყვანილი იქნა პაციენტი ი---- კ------, დაზიანებებით. პაციენტის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ, ზ------ ს--------მა, ცულის გამოყენებით. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებენ ზ------ ს---------ს მხრიდან ი---- კ-----ის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ი---- კ------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბი მოწმეების ჩვენებებში და გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ირიბი მოწმეების ჩვენების და მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ ი---- კ------სთან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოწმეების თ------ კ-----ისა და მ------ ბ-–---ის ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძვლები. ისინი არიან ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე უარყვეს გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმებში მიცემული ინფორმაციის სისწორე და განაცხადეს, რომ ი---- კ------მ კიდურზე, ბარძაყის არეში დაზიანება მიიღო როდესაც ძროხებს „დენიდა“ გარეთ, კერძოდ, საქონლები დაეჯახნენ ერთმანეთს, შემდეგ ი----ს, წააქციეს და გადაუარეს მას. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეების თ------ კ-----ის და მ--–---- ყ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებში მითითებულ გარემოებებს, ზ------ ს---------ს მხრიდან, დაზარალებულ ი---- კ-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ 2018 წლის 22 და 23 ნოემბერს, ვინაიდან, მოწმეებს ინფორმაცია შესაძლო ძალადობის განხორციელების შესახებ მიღებული აქვთ მოწმე თ------ კ-----ისგან, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ზ------ ს---------ს მხრიდან ი---- კ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტები. სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და გარეგნული დათვალიერების ოქმს, სადაც აღნიშნულია, დაზარალებულ ი---- კ-----ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს ან ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი, სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბ წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ ი---- კ------სთან, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. ასევე, მუქარის ნაწილში, არა მხოლოდ მუქარის ფაქტის არსებობა ხდის დანაშაულს დასჯადად, არამედ აღნიშნულმა მუქარამ დაზარალებულში უნდა გამოიწვიოს მისი რეალურად აღქმა და უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში, აუცილებელია, რომ სწორედ დაზარალებულმა განაცხადოს, მუქარის დროს გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოზე პირდაპირი ან/და ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ ს---------ს მიერ ი---- კ-----ის მიმართ ძალადობის ოთხ ეპიზოდად ანდა მუქარის განხორციელებას, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ზ------ ს--------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდით); 2) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდით); 3) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდით); 4) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ნოემბრის 15:15 საათის ეპიზოდით) და 5) სსკ 111.151-ე მუხლის 1 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

41. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ ს--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდით); 2) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდით); 3) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდით); 4) სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ნოემბრის 15:15 საათის ეპიზოდით) და 5) სსკ 111.151-ე მუხლის 1 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

 

ზ------ ს---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

გამართლებულ ზ------ ს--------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სპორტული შარვალი და ჯემპრი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ი---- კ-----ისგან ამოღებული მწვანე ფერის გრძელმკლავიანი სვიტერი, მოშავო ფერის, იასამნისფერი ზოლებით გაწყობილი ქალის საყელოიანი სვიტერი (კაბა), შავი ფერის შარვალი, ნაცრისფერი შარვალი ე.წ. „ელასტიკი“, დაუბრუნდეს ი---- კ------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

CD დისკი (112-ის ჩანაწერით) და CD დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, რაც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნაჯახი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ი---- კ-----ისგან და ზ------ ს---------სგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე