გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2020
საქმის ნომერი
100210119003216412
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210119003216412

#2/310 -19 წ.

გადაწყვეტილება

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.02. 2020 წ. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს. ,,თ----- ბანკი“

წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ----ა“ - ე---------ე ა-----ე, მ------ კ----------–-–---–ი

მოპასუხე: ნ--–- კ------ე

 

დავის საგანი: სესხი

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად განიხილა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” თ----- ბანკი“-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხის ნ--–- კ------ის (პ/ნ 3----------) მიმართ, ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის 10 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----- ბანკის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 6 რიცხვი.

ნ--–- კ------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2019 წლის 31 ივლისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი მომართა სასამართლოს.

2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1723.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 828.03 ლარი, პროცენტი - 169.72 ლარი და ჯარიმა - 725.84 ლარი.

 

სს „თ----- ბანკსა“ და ნ--–- კ------ეს შორის, 2018 წლის 5 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card – 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი გადაცილებული დღისთვის: 1ლარი და დავალიანების 1.5%. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 05 რიცხვი.

ნ--–- კ------ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 03 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორმა მომართა სასამართლოს.

2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2024.66 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 992.51 ლარი, პროცენტი - 364.3 ლარი და ჯარიმა - 667.85 ლარი.

 

მოსარჩელე ითხოვს ნ--–- კ------ეს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

 

2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 1723.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 828.03 ლარი, პროცენტი - 169.72 ლარი და ჯარიმა - 725.84 ლარი.

მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე ჯარიმის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა 276 ლარისა და 01 თეთრამდე. ამ შემთხვევაში მთლიანი მოთხოვნა განისაზღვრა 1273 ლარისა და 76 თეთრის ოდენობით.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 30 სექტემბრიდან) 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 828.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 24.84 ლარს.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 30 სექტემბრიდან) 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 828.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს, 0.27%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.23 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 828 ლარისა.

 

2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 2024.66 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 992.51 ლარი, პროცენტი - 364.3 ლარი და ჯარიმა - 667.85 ლარი. მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე ჯარიმის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა 330 ლარი და 84 თეთრამდე. ამ შემთხვევაში მთლიანი მოთხოვნა განისაზღვრა 1687 ლარისა და 65 თეთრის ოდენობით.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 30 სექტემბრიდან) 2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 992.51 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 39.70 ლარს.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 30 სექტემბრიდან) 2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 992.51 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს, 0.27%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.67 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 992 ლარისა.

მოსარჩელე მოპასუხისაგან ასევე ითხოვს სარჩელის ბაჟის , 80 ლარის -აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის, 50 ლარის - სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის , 315ლარი და 66 თეთრის - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების, გადახდას.

 

მოსარჩელემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანია მოპასუხეს, მიუხედავად ამისა სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა რომ დაენიშნა მოსამზადებელი სხდომა.

სასამართლოს მიერ დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე - ნ--–- კ------ე 2020 წლის 21 იანვარს არ გამოცხადებულა, რომელსაც სასამართლოს სხდომის თარიღი ეცნობა კანონით დადგენილი წესით. შემდგომი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 05 თებერვალს, აღნიშნული თარიღიც ეცნობა მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით, თუმცა არც აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ასევე შემოტანილი იყო მორიგების აქტი, თუმცა მხარის გამოუცხადებლობის გამო აღნიშნული აქტი ვერ იქნა განხილული. მოპასუხის მიერ გაცხადებული იქნა, რომ იგი საერთოდ ვერ გამოცხადდებოდა სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს „თ----- ბანკსა“ და ნ--–- კ------ეს შორის, 2017 წლის 10 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----- ბანკი“-ს ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 6 რიცხვი. ამასთან, 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად. ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbc banc.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოთხსენებულ ხელშეკრულებას.

 

დადგენილია, რომ ნ--–- კ------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2019 წლის 31 ივლისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. მოსარჩელის მითითებით 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1723.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 828.03 ლარი, პროცენტი - 169.72 ლარი და ჯარიმა - 725.84 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს.ფ.1-18)

- ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 19-27)

- მოსარჩელე მხარის განმარტებები.

 

3.2.2. „თ----- ბანკსა“ და ნ--–- კ------ეს შორის, 2018 წლის 5 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card – 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი გადაცილებული დღისთვის: 1ლარი და დავალიანების 1.5%. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 05 რიცხვი. ამასთან, 2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ტანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლინტის კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

 

ნ--–- კ------ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 03 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა.

მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2024.66 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 992.51 ლარი, პროცენტი - 364.3 ლარი და ჯარიმა - 667.85 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 25-44)

- მოსარჩელე მხარის განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

1.2. სასამართლო თვლის, რომ მიღებული იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი თანხები სარგებლის ძირი თანხის 10 პროცენტამდე შემცირების ფარგლებში ორივე ხელშეკრულებაზე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო (გადაწყვეტილება).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 623-628-ე, 867-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არავითარი დოკუმენტი, რომელიც საპატიოდ ჩათვლიდა მოპასუხის გამოუცხადებლობას.

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებს მოთხოვნას, შესაბამისად ამ ნაწილში უნდა იქნას მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო იმ ნაწილში სადაც გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”

 

დადგენილია, რომ სს „თ----- ბანკსა“ და ნ--–- კ------ეს შორის, 2017 წლის 10 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----- ბანკის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ ნ--–- კ------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2019 წლის 31 ივლისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. მოსარჩელის მითითებით 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1723.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 828.03 ლარი, პროცენტი - 169.72 ლარი და ჯარიმა - 725.84 ლარი. ჯარიმა შემცირებული იქნა მოსარჩელის მიერ 276,01 ლარამდე.

 

დადგენილია, რომ ს.ს.„თ----- ბანკსა“ და ნ--–- კ------ეს შორის, 2018 წლის 5 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card – 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი გადაცილებული დღისთვის: 1ლარი და დავალიანების 1.5%.

ნ--–- კ------ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 03 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2024.66 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 992.51 ლარი, პროცენტი - 364.3 ლარი და ჯარიმა - 667.85 ლარი. ჯარიმა შემცირებული იქნა მოსარჩელის მიერ 330,84 ლარამდე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.” მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“ უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან. მოცემულ შემთხვევაში ორივე ხელშეკრულების ფარგლებში ძირის და პროცენტის მოთხოვნა გამართლებულია და ზუსტია.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“

 

სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ 2017 წლის 10 მარტის ხელშეკრულებით სარგებლის სახით მოპასუხეს სს „თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის ათი პროცენტი 82,80 ლარის გადახდა (მიუღებელი შემოსავალი). 2018 წლის 05 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში სარგებლის სახით მოპასუხეს სს „თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის ათი პროცენტი 99,25 ლარის გადახდა (მიუღებელი შემოსავალი).

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო და პირგასამტეხლოს ფარგლებში მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 10 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 1273.76 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 828.03 ლარი, პროცენტი - 169.72 ლარი და პირგასამტეხლო - 276.01 ლარი.

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის 82ლარისა და 80 თეთრის გადახდა.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 30 სექტემბრიდან) 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 828.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს, 0.27%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.23 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 828 ლარისა.

 

ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2018 წლის 05 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1687.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 992.51 ლარი, პროცენტი - 364.3 ლარი და ჯარიმა - 330.84 ლარი.

2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარგებლის სახით უნდა დაეკისროს 99 ლარი და 25 თეთრი.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 30 სექტემბრიდან) 2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 992.51 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს, 0.27%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.67 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 992 ლარისა.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების ფარგლებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაეკისრება მოპასუხეს. მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელის მიერ შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში ბაჟი დაუბრუნდება მოსარჩელეს, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 230, 234-237, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს.,,თ----- ბანკი“-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

 

1.1. ნ--–- კ------ეს ს.ს.,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 10 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება - 1273.76 (ათასორასსამოცდაცამეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 828.03 ლარი, პროცენტი - 169.72 ლარი და პირგასამტეხლო - 276.01 ლარი.

 

მოპასუხე ნ--–- კ------ეს ს.ს.,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ ასევე დაეკისროს 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის 82 (ოთხმოცდაორი)ლარისა და 80(ოთხმოცი) თეთრის გადახდა.

 

ნ--–- კ------ეს ს.ს.,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 30 სექტემბრიდან) 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 828.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს, 0.27%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.23 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 828(რვაასოცდარვა) ლარისა.

 

1.2.ნ--–- კ------ეს ს.ს.,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1687 ( ათასექვსასოთხმოცდაშვიდი) ლარის და 65(სამოცდახუთი) თეთრის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 992.51 ლარი, პროცენტი - 364.3 ლარი და პირგასამტეხლო - 330.84 ლარი.

 

2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ--–- კ------ეს ს.ს.,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ სარგებლის სახით დაეკისროს 99(ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი და 25(ოცდახუთი) თეთრი.

 

ნ--–- კ------ეს ს.ს.,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 30 სექტემბრიდან) 2018 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 992.51 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს, 0.27%-ს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.67 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 992(ცხრაასოთხმოცდათორმეტი) ლარისა.

 

1.3. დანარჩენ ნაწილში ს.ს.,,თ----- ბანკი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო(გადაწყვეტილება).

 

2.ნ--–- კ------ეს ს.ს. ,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 148 (ასორმოცდარვა) ლარისა და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრის ოდენობით გადახდა.

3.ნ--–- კ------ეს ს.ს. ,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 80 ლარი (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური), 50 ლარი(სარჩელის უზრუნველყოფა) , 198 ლარი (წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები)

 

4. ს.ს. ,,თ----- ბანკ“-ს (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 23(ოცდასამი) ლარი და 60(სამოცი) თეთრი (საგადასახადო დავალება N4, გადამხდელის ბანკი - სს „თ----- ბანკი“, გადახდის თარიღი 02.10.2019წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 315.73 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბანკი“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.

 

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საჩივრით, საჩხერის რაიონულ სასამართლოში.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი