გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.02.2020
საქმის ნომერი
330210019003219766
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14939 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 20-0 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - ალ-----------------ე

წარმომადგენელი - გა--------–-----ე

მოპასუხე - სა-–-------------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბერს საქმე №2--------- გადაწყვეტილებით ალ-----------------ისთვის 400 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს ალ-----------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------- დაბადებული ან---------ს რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა 2--- წლის 23 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილებით, ალ-----------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------- დაბადებული ან---------ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის სახით სარჩელის შეტანიდან ყოველთვიურად, 400 ლარის გადახდა. 2--- წლის 23 მარტს - გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ალ-----------------ეს, მეორე ქორწინებიდან, შეეძინა შვილი - დ----------------. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას ალიმენტის ოდენობის შეცვლის მიზნით, ვინაიდან, მართალია, არ შეცვლილა მატერიალური მდგომარეობა, ანუ აქვს იგივე ოდენობის ხელფასი, მაგრამ მეორე ქორწინებაში დაბადებული არასრულწლოვანი შვილის მიმართ აქვს იგივე უფლებები და მოვალეობები, რაც პირველი შვილის - ან---------ს მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება ალ-----------------ის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ (2--- წლის 1- აპრილი) - საკასაციო სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი 2--- წლის 0- ოქტომბერს. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა მეორე შვილის - დე--------------ის დაბადების მოწმობა და მის საფუძველზე მოითხოვა ალიმენტის თანხის შემცირება. იგივე დააფიქსირა საკასაციო საჩივარში, რაც არ იქნა გათვალისწინებული არც სააპელაციო და არც საკასაციო ინსტანციების მიერ. შესაბამისად, დე--------------ის დაბადება ვერ იქნება ოჯახური მდგომარეობის ცვლილება ან ახალი გარემოება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ალიმენტის თანხის შემცირება, რადგანაც აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო სასამართლოსთვის და, მიუხედავად ამ გარემოებისა, სააპელაციო და საკასაციო სასამართლომაც არ შეამცირა და არ შეცვალა 400 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ალ-----------------ესა და მოპასუხე სა-–-------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1-------- შეეძინათ შვილი - ან--------ე. ამჟამად, მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 23.1-.2--- წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. სა-–-------------–---–ი ცხოვრობს დედასთან თა-------------------ნ და არასრულწლოვან ან--------ესთან ერთად. სა-–-------------–---–ის მამა, თე------------------–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 0------------–ს. დედა არის ასაკით პენსიის მიმღები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N3--- (ს.ფ. 150);

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1--- (ს.ფ. 153);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.1-.2--- წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილებით, სა-–-------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ალ-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დაეკისრა მოპასუხე ალ-----------------ეს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ან---------ს (დაბადებული 2--- წლის 1--------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2--- წლის 0------------------) ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 1--------–-- განჩინებით, ალ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, ალ-----------------ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ. 16-32);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 1--------–-- განჩინება, საქმე N2-------- (ს.ფ.72-88);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 3 ოქტომბრის განჩინება, საქმე Nას-861-2--- (ს.ფ. 161-165).

 

3.1.4. ალ-----------------ეს მა-–------------------ნ თანაცხოვრებისას შეეძინა შვილი - 2--- წლის 23 მარტს დაბადებული დ----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა N0---------- (ს.ფ. 33).

 

3.2.5. ალ-----------------ე მუშაობს შპს ,,თ---–----------------ს“ გარე განათების საექსპლუატაციო სამსახურის საექსპლუატაციო განყოფილებაში უფროსის მოადგილის პოზიციაზე და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარს. მისი ხელფასი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არ შეცვლილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ. 16-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.23.1-.2--- წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ალ-----------------ის მიერ 2--- წლის 1 იანვრიდან 2--- წლის 23 ოქტომბრამდე მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2--- წლის იანვრის თვეში - 728.15 ლარს და14.86 ლარს, თებერვლის თვეში - 649.98 ლარს და 1500 ლარს, მარტის თვეში - 50-.8- ლარს და 2625 ლარს, აპრილის თვეში - 1625 ლარს და 492.5 ლარს, მაისის თვეში - 1875 ლარს და 499.8- ლარს, ივნისის თვეში - 1875 ლარს და 544.71 ლარს, ივლისის თვეში - 1872.5 ლარს, 2.5 ლარს და 634.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1875 ლარს და 307.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1875 ლარს და 618.49 ლარს, ოქტომბრის თვეში - 569.89 ლარს და 1875 ლარს, ნოემბრის თვეში - 28-2.5 ლარს და 718.41 ლარს, დეკემბრის თვეში - 9372.5 ლარს და 650.68 ლარს, 2--- წლის იანვრის თვეში - 509.8 ლარს, თებერვლის თვეში - 394 ლარს და 1875 ლარს, მარტის თვეში - 3750.01 ლარს და 450.33 ლარს, აპრილის თვეში - 2130.1 ლარს, მაისის თვეში - 1875 კარს და 109.94 ლარს, ივნისის თვეში - 576.22 ლარს და 1875 ლარს, ივლისის თვეში - 551.54 ლარს და 1875 ლარს, სექტემბრის თვეში - 28-2.5 ლარს და 568.07 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2--- წლის 25 ოქტომბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 10--10-).

 

3.2.7. მოსარჩელე სა-–-------------–---–ი 2010 წლის 25 მარტიდან მუშაობს სს ,,საქართველოს ბანკში“. ამჟამად მას დაკავებული აქვს საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის, თბილისის N2-- სერვის-ცენტრის მენეჯერის პოზიცია და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1800 (ათას რვაასი) ლარს. მისი ხელფასი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არ შეცვლილა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.1-.2--- წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, სა-–-------------–---–ის მიერ 2--- წლის 1 იანვრიდან 2--- წლის 23 ოქტომბრამდე მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2--- წლის იანვრის თვეში - 2.45 ლარს, 1870.5 ლარს და 10-.5 ლარს, თებერვლის თვეში - 27.25 ლარს და 2087.39 ლარს, მარტის თვეში - 1993.5 ლარს, აპრილის თვეში - 3370.5 ლარს, მაისის თვეში - 3152.93 ლარს, ივნისის თვეში - 1982.53 ლარს, ივლისის თვეში - 2039.93 ლარს, აგვისტოს თვეში - 3490.76 ლარს, სექტემბრის თვეში - 1866.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 242-.94 ლარს, ნოემბრის თვეში - 37.5 ლარს და 3441.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 2073.9 ლარს, 2--- წლის იანვრის თვეში - 2235.24 ლარს, თებერვლის თვეში - 2344.43 ლარს, მარტის თვეში - 20-9.74 ლარს, აპრილის თვეში - 311-.25 ლარს, მაისის თვეში - 4193.7 ლარს, ივნისის თვეში - 41-7.24 ლარს, ივლისის თვეში - 2307.82 ლარს, 1-.7 ლარსა და 5.1 ლარს, აგვისტოს თვეში - 2288.22 ლარს და სექტემბრის თვეში - 21-7.01 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2--- წლის 25 ოქტომბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 105).

 

3.1.9. არასრულწლოვან ან--------ეს აქვს ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. აქვს ზომაში პატარა ფარისებრი ჯირკვალი, რის გამოც გააჩნია ჭარბი წონა და ესაჭიროება სპეციალური კვება, სამედიცინო კვლევები და მედიკამენტები. მისი მკურნალობის ხარჯების ძალიან მცირე ოდენობას ფარავს სადაზღვევო კომპანია, ვინაიდან სარგებლობს დედის - სა-–-------------–---–ის სამსახურის დაზღვევით, რაშიც მოპასუხე თანხას არ იხდის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-32);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია (იხ. 23.1-.2--- წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.10. მოსარჩელე სა-–-------------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, ჩაუტარდა ოპერაცია, ესაჭიროება სამედიცინო კვლევები პერიოდულად და გარკვეული სახის მედიკამენტები - ყოველდღიურად. სარგებლობს დაზღვევით, თუმცა სადაზღვევო კომპანია ყველა კვლევისა და მედიკამენტის ხარჯებს სრულად არ ანაზღაურებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-32);

- ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის 2--- წლის 27 სექტემბრის ცნობა (ს.ფ. 143);

- ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის 2--- წლის 26 სექტემბრის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევა (ს.ფ. 144);

- 2--- წლის 27 სექტემბრის საავადმყოფო ფურცელი (ს.ფ. 145);

- ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის 2--- წლის 1 ნოემბრის ცნობა კვლევის შედეგების შესახებ (ს.ფ. 146);

- ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა (ს.ფ. 147);

- 2--- წლის 11 აგვისტოს შპს „მრჩეველის“ ანალიზების ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 148);

- ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის 2--- წლის 1 ნოემბრის დანიშნულების ფურცელი (ს.ფ. 149).

- მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია (იხ. 23.1-.2--- წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ალ-----------------ეს არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან - ან--------ესთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მამა-შვილს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა, მამას შვილი არ უნახავს და მათი ურთიერთობა ბავშვის დაბადების დღეს - ივნისის თვეში, სატელეფონო ზარით შემოიფარგლა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.1-.2--- წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. ქ. თბილისში, ტ-------–-–- მდებარე უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8-.0-.2-.0--- 2017 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ალ-----------------ის საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონება 2--- წლის 1---------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გასხვისებულ იქნა და-------------ე. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 137-140);

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 141-142)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.1-.2--- წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ალ-----------------ის წარმომადგენელ გა--------–-----ის განმარტებას იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და გაითვალისწინა 2--- წლის 1--------–-- განჩინების მიღებისას, რომ სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ გარემოებას, რომლის გათვალისწინებითაც დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: „2017 წლის 13 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ალ-----------------ემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: მისამართზე თბილისი. ტ-------–-- ფართობი 1100.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8-.0-.2-.078. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარით; უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ტ-------–-- დაზუსტებული ფართობი 597.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8-.0-.2-.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ალ-----------------ის სახელზე, ხოლო უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, ტ-------–-- დაზუსტებული ფართობი 503.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 8-.0-.2-.084, 2017 წლის 0- ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია ინ------------–-–---–-ს სახელზე“. ამდენად, განჩინებაში საუბარია 2017 წლის 13 ოქტომბერს ალ-----------------ის მიერ 10000 ლარად შეძენილ N8-.0-.2-.078 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე და არა 2--- წლის 1---------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 10000 ლარად გასხვისებულ N8-.0-.2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს.ფ. 83-84). აღნიშნული ქონების გასხვისების თაობაზე არ უმსჯელია არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებს.

 

3.2.4.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე ალ-----------------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა მა-–------------------ნ, რომელიც იყო ორსულად და იმყოფებოდა აღრიცხვაზე ჩ------ კლინიკაში. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტით იქნა დადგენილი, ალ-----------------ეს მა-–------------------ნ თანაცხოვრებისას შვილი - დ---------------- შეეძინა 2--- წლის 23 მარტს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2--- წლის 1--------–-- განჩინების მიღებამდე 20 დღით ადრე. განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილია გარემოება იმის შესახებ, რომ ალ-----------------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მა-–------------------ნ. ეს უკანასკნელი ორსულადაა და აღრიცხვაზე იმყოფება ჩ------ კლინიკაში (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 1--------–-- განჩინების მე-6 გვერდის ბოლო აბზაცი (ს.ფ.77). სამოტივაციო ნაწილში სასამართლო უთითებს რა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, განმარტავს, რომ სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, გარემოებას იმის შესახებ, რომ ალ-----------------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მა-–------------------ნ, რომელთანაც შეეძინა შვილი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც, მოცემულ შემთხვევაში, არ ყოფილა დადგენილი ის გარემოება, რომ ალ-----------------ეს მა-–------------------ნ შეეძინა შვილი, სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებდა გადაწყვეტილებას აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელეს მეორე შვილი შეეძინა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ წარმოადგენს ახალ არსებით გარემოებას და აღნიშნული გარემოება გათვალისწინებულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად, უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ალ-----------------ემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებაზე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2--- წლის 0- დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მეორე შვილის - 2--- წლის 23 მარტს დე--------------ის დაბადებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შესახებ. მან წარმოადგინა კიდეც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართალია სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ახალი მტკიცებულების მიღების შესახებ არ უმსჯელია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- ,,ბავშვთა უფლების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1-0--ე, 1-1--1-14-ე, 1-21-ე, 1-22-ე და 1-34-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ალ-----------------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილებით თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------- დაბადებული ან---------ს რჩენა-აღზრდისთვის 400 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის შემცირება მოთხოვა 2--- წლის 23 მარტიდან 200 (ორასი) ლარამდე იმ საფუძვლით, რომ მა-–------------------ნ ფაქტობრივ ქორწინებაში შეეძინა მეორე შვილი - დ----------------, რაც წარმოადგენს ახალ გარემოებას ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შესახებ და მეორე შვილის მიმართაც გააჩნია იგივე უფლებები და მოვალეობები, რაც ან---------ს მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-21-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური, ოჯახური, სოციალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

დადგენილია, რომ ალ-----------------ეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2--- წლის 4 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მა-–------------------ნ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 23 მარტს შეეძინა შვილი - დ----------------. ასევე დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი ან--------ე ცხოვრობს და იზრდება დედასთან - სა-–-------------–---–თან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0--ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).

 

ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. კონვენციის 27-ე მუხლის მეორე ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილებით, სა-–-------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ალ-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დაეკისრა მოპასუხე ალ-----------------ეს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ან---------ს (დაბადებული 2--- წლის 1--------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2--- წლის 0------------------) ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 1--------–-- განჩინებით, ალ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, ალ-----------------ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

კანონის ზემოთხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება და სხვა (იხ. სუსგ №ას-303-2-0-2015, 13.05.2015წ, №ას-1191-11-1-2015, 22.01.2016წ).

 

მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-1--ე, 1-13-ე და 1-14-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა, თუმცა ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ალიმენტის ოდენობის შეცვლას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მშობელთა რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ან--------ე ცხოვრობს მოპასუხესთან - სა-–-------------–---–თან. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, 2--- წლის 1 იანვრიდან 2--- წლის 23 ოქტომბრამდე სა-–-------------–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2--- წლის იანვრის თვეში - 2.45 ლარს, 1870.5 ლარს და 10-.5 ლარს, თებერვლის თვეში - 27.25 ლარს და 2087.39 ლარს, მარტის თვეში - 1993.5 ლარს, აპრილის თვეში - 3370.5 ლარს, მაისის თვეში - 3152.93 ლარს, ივნისის თვეში - 1982.53 ლარს, ივლისის თვეში - 2039.93 ლარს, აგვისტოს თვეში - 3490.76 ლარს, სექტემბრის თვეში - 1866.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 242-.94 ლარს, ნოემბრის თვეში - 37.5 ლარს და 3441.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 2073.9 ლარს, 2--- წლის იანვრის თვეში - 2235.24 ლარს, თებერვლის თვეში - 2344.43 ლარს, მარტის თვეში - 20-9.74 ლარს, აპრილის თვეში - 311-.25 ლარს, მაისის თვეში - 4193.7 ლარს, ივნისის თვეში - 41-7.24 ლარს, ივლისის თვეში - 2307.82 ლარს, 1-.7 ლარსა და 5.1 ლარს, აგვისტოს თვეში - 2288.22 ლარს და სექტემბრის თვეში - 21-7.01 ლარს. ასევე დადგენილია, მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობასთან, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, ჩაუტარდა ოპერაცია, ესაჭიროება სამედიცინო კვლევები პერიოდულად და გარკვეული სახის მედიკამენტები - ყოველდღიურად. ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს არასრულწლოვან ან--------ეს, კერძოდ, აქვს ზომაში პატარა ფარისებრი ჯირკვალი, რის გამოც გააჩნია ჭარბი წონა და ესაჭიროება სპეციალური კვება, სამედიცინო კვლევები და მედიკამენტები. მისი მკურნალობის ხარჯების ძალიან მცირე ოდენობას ფარავს სადაზღვევო კომპანია, ვინაიდან სარგებლობს დედის - სა-–-------------–---–ის სამსახურის დაზღვევით, რაშიც მოპასუხე თანხას არ იხდის.

 

სასამართლომ ასევე შეისწავლა მოსარჩელე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, 2--- წლის 1 იანვრიდან 2--- წლის 23 ოქტომბრამდე ალ-----------------ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2--- წლის იანვრის თვეში - 728.15 ლარს და14.86 ლარს, თებერვლის თვეში - 649.98 ლარს და 1500 ლარს, მარტის თვეში - 50-.8- ლარს და 2625 ლარს, აპრილის თვეში - 1625 ლარს და 492.5 ლარს, მაისის თვეში - 1875 ლარს და 499.8- ლარს, ივნისის თვეში - 1875 ლარს და 544.71 ლარს, ივლისის თვეში - 1872.5 ლარს, 2.5 ლარს და 634.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1875 ლარს და 307.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1875 ლარს და 618.49 ლარს, ოქტომბრის თვეში - 569.89 ლარს და 1875 ლარს, ნოემბრის თვეში - 28-2.5 ლარს და 718.41 ლარს, დეკემბრის თვეში - 9372.5 ლარს და 650.68 ლარს, 2--- წლის იანვრის თვეში - 509.8 ლარს, თებერვლის თვეში - 394 ლარს და 1875 ლარს, მარტის თვეში - 3750.01 ლარს და 450.33 ლარს, აპრილის თვეში - 2130.1 ლარს, მაისის თვეში - 1875 კარს და 109.94 ლარს, ივნისის თვეში - 576.22 ლარს და 1875 ლარს, ივლისის თვეში - 551.54 ლარს და 1875 ლარს, სექტემბრის თვეში - 28-2.5 ლარს და 568.07 ლარს. ასევე დადგენილ იქნა, რომ ალ-----------------ეს მა-–------------------ნ თანაცხოვრებისას შეეძინა შვილი - 2--- წლის 23 მარტს დაბადებული დ----------------, ხოლო ალ-----------------ეს არასრულწლოვანი შვილის - ან---------ს რჩენის მიზნით 400 ლარის ოდენობით ალიმენტი დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით - მეორე შვილის დაბადებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2--- წლის 1--------–-- განჩინებით, რომლითაც, ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, ვინაიდან დ---------------- არ იყო დაბადებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ვერ იქნებოდა დადგენილი აღნიშნული გარემოება და, შესაბამისად, გაზიარებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაში ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენის შესახებ მითითებული არ არის.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.1-.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში - ,,ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: ,,ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“;

 

მშობელთა უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.

 

სასამართლო არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადასახდელად უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობისას შემცირების საკითხზე მსჯელობისას ითვალისწინებს, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლებას - მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულებას - იზრუნონ შვილზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, თუ რას შეადგენს მხარეთა მატერიალური შემოსავალი. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარის შემოსავალი გაცილებით ნაკლებია ვიდრე მოსარჩელისა, ამასთან, მას, ისევე როგორც არასრულწლოვან ბავშვს, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს პენსიონერ დედასთან, ხოლო მამას არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან ან--------ესთან. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიცვალა ალიმენტვალდებული პირის - ალ-----------------ის ოჯახური მდგომარეობა - შეეძინა შვილი, რომლის მიმართაც გააჩნია იგივე ვალდებულებები, რაც მეორე შვილის მიმართ, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შემცირდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტი, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალური მდგომარეობაში.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1-34-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, უნდა შემცირდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობა და არასრულწლოვანი ან---------ს სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად უნდა განისაზღვროს 345 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ალ-----------------ეს, გა--------–-----ის მიერ, 2--- წლის 07 ოქტომბერს, სს საქართველოს ბანკში, N 8--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 72 (სამოცდათორმეტი) ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 47 (ორმოცდაშვიდი) ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ალ-----------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

1.1. მოპასუხე ალ-----------------ისათვის (პ/ნ 0----------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 0-.1-.2--- წლის გადაწყვეტილებით /საქმეზე N2---------/ დაკისრებული საალიმენტო თანხის ოდენობა შეიცვალოს.

 

1.2. ალ-----------------ეს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 1-------- დაბადებულ ან---------ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 345 (სამას ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2--- წლის 07 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

2. ალ-----------------ეს (პ/ნ 0----------), გა--------–-----ის (პ/ნ 0100901431-) მიერ, 2--- წლის 07 ოქტომბერს, სს საქართველოს ბანკში, N 8--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან-72 (სამოცდათორმეტი) ლარიდან, დაუბრუნდეს 47 (ორმოცდაშვიდი) ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე /მისი წარმომადგენელი/, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, N64) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე