განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
020100118002493957
დავის ტიპი
187 1 , 239 2 ა , 150 2
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002493957

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/316-18 7 თებერვალი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი: ილია ტორუა

 

2. დაცვის მხარე:

 

2.1. ბრალდებული კ--–--------------------------------------------–-------–-–-------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–-----–----–----------–-------------------------–---------------------------------------–--------------–-----------------------------------------------------------

 

2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად

 

2.2. ბრალდებული გ------------------–-----------------–-------–-–------------–--------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–-----–----–----------–---------–-----------------------------------------------------------------.

 

2.2.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.2.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად

 

2.3. ბრალდებული ს-–-------------------------------------–-------–-–------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–-----–----–----------–--------–-------------------------------------------------------–----------

 

2.3.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.3.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად

 

2.4. ბრალდებული ბ-------------------------------------------–-------–-–-------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–----------–-----------–-------------------------–--------------------------------------------–-------------–-----------------------------------------–-------–------------–------------

 

2.4.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.4.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად

 

2.5. ბრალდებული ა-–---------------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-----–----–----------–--------–---------------------------------–----------------------–--------------.

 

2.5.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.5.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად

 

2.6. ადვოკატი ი-----------–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2----–-–----------, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ-----------–---------–--------------ში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დ-----------------–--, გ------------ და ა-------------–--, რომლებსაც მიკროავტობუსებით უნდა განეხორციელებინათ მარშრუტები ქ. ზუგდიდიდან ქ. თბილისის მიმართულებით, რა დროსაც მათთან მივიდნენ კ--–-----------------, გ-------–---, ს-–--------, ა-–----------- და ბ-------------, რომლებმაც ხმამაღალი ყვირილით მოსთხოვეს მათ, არ განეხოციელებინათ მარშრუტი და შეეწყვიტათ საქმიანობა. ამასთან, სამარშრუტო მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები აიძულეს, ჩამოსულიყვნენ ავტომობილიდან, რა დროსაც კ--–-----------------მ, ა-–-----------მ, გ-------–---მ და ს-–--------მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა დ-----------------–--ს, ა--------------–--ს და გ------------ს, კერძოდ, კ--–-----------------მ დაარტყა ხელი გ------------ს სახის არეში, ხოლო დ-----------------–--ს დაარტყა ხელი სახისა და მკერდის არეში, რის შემდეგაც ორჯერ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში ა-------------–--ს. ასევე, ს-–--------მ და გ-------–---მ წაქცეულ ა-------------–--ს დაარტყეს ხელი და ფეხი ტანის არეში, ხოლო ა-–-----------მ დაარტყა ფეხი გ------------ს ტანის არეში. ამასთან, ბ-------------მ დაარტყა მუშტი გ------------ს მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსის საქარე მინას და დააზიანა იგი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. მოქმედება, რომლის განხორციელება ადამიანის უფლებას წარმოადგენს

 

მოწმე ა-------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნიკოლაძის ქუჩაზე გ------------ იდგა ავტომანქანით 10 საათზე უნდა შეესრულებინა რეისი თბილისისკენ. 2----–-–---------- 7-8 მანქანა უნდა წასულიყო რეისზე. იმ დღეს ყველა რეისი შეჩერდა ინციდენტის გამო. ღურწკაია არის ავტოსადგურის დირექტორი. ნიკოლაძის ქუჩაზე მანქანის დაყენებას ნებართვა არ უნდოდა, რადგან არ იყო საჭირო კანონმდებლობის მიხედვით. მ--–-----------–----სთან შეათანხმა ავტომანქანების დაყენება ნიკოლაძის ქუჩაზე. ის კომპანიაში არაოფიციალურად ხაზებს აკონტროლებს, მძღოლებს იღებს, ასევე ათავისუფლებს როცა უნდა და ა.შ. შპს-ში სპეციალისტია მისი თანამდებობა.

მოწმე დ-----------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა-------------–--სი იყო ავტოსადგური, როგორც იცის. არ იცის საბუთებით ვის ეკუთვნოდა ავტოსადგური. მას არ სჭირდება საბუთები რეისზე. ის ჩანგელიას უხდის ფულს. ჩანგელია საგზურს არ უწერს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმე ზ-----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზ-----------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილს მდინარე ჩაუყვება და ბაზარს ესაზღვრება.

მოწმე მ--–-----------–----ს ჩვენების თანახმად, სადგურთან დადეს დროებითი ხელშეკრულება. ა-------------–--მ დააყენა ავტომანქანები. მერე ალიანსთან სხვებმა 10 ლარად დაიწყეს ხალხის წაყვანა თბილისში და ამიტომ მათი ავტომანქანები სვანურ კოშკთან გადავიდნენ. არის შპს "----------------ს" დირექტორი, მუშაობს მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ბერ. ბერიას ქ. N2. ა-------------–--მ თბილისში, გლდანში არსებულ სადგურთან დააკავშირა და გააფორმეს შეთანხმება. კანონია ასეთი, მძღოლი ინდმეწარმედ დარეგისტრირდება და სადაც უნდა, იქ გაჩერდება და აიყვანს მგზავრებს. ა-------------–--სთან ოფიციალური თანამშროლობა არ ჰქონია მას, არაოფიციალურად თანამშრომლობდნენ, თუ აეწყობოდა საქმე, გაუფორმებდა ხელშეკრულებას. ნიკოლაძის ქუჩაზე არ იყო ავტოსადგური. მათი ავტოსადგურის ბილეთები ნიკოლაძის ქუჩაზე არ იყიდებოდა. ა-------------–-- სანაპიროს ქუჩაზე ბილეთებს ყიდდა თუ არა, არ იცის. ა-------------–--ს მისი ბეჭედი არ აქვს. თუ ბილეთს გაყიდდა და სხვაგან წავიდოდა მანქანა და მოთხოვდა მგზავრი პასუხს, აუნაზღაურებდა ზიანს მგზავრს. საგზურებს მანქანებს არ აძლევს, იწერება ბილეთების უწყისი.

მოწმე კ--–-----------------ს ჩვენების მიხედვით, ა-------------–--მ გადაწყვიტა თვითნებურად ავტოსადგურის გახსნა და უთხრა მას, ამდენი ხანი რომ იმუშავეთ, ახლა მე დამითმეთო. მერს და გამგებელს მიმართეს. დაჰპირდნენ, არ შეგაწუხებენო ა-------------–-- და მისი პარტნიორები, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებდნენ მუშაობას და მათთვის კლიენტების წართმევას. ა-------------–-- მუშაობდა ნიკოლაძის ქუჩაზე.

მოწმე ბ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 3 მაისს იყო მისული, რომ დაენებებინა უკანონო საქმიანობისთვის თავი ა-------------–--ს. ადმინისტრაციამ გამგეობას მიმართა წერილობით ამაზე. თხოვნის იგნორირება მოხდა. ამის შემდეგ მივიდნენ ა-------------–--სთან, რომელიც ამბობდა, რომ მუშაობდა შპს "ავტოსადგურში", აქაური ვარო, მე მეკუთვნისო ეს ადგილი. ბოლოს ა-------------–--მ თქვა, კარგი ამდენ ხალხს არ დავუდგები წინ, დავანებებო თავს, მაგრამ მაინც გააგრძელა საქმიანობა. ტრანსპორტის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს რეისების კანონიერებაზე. მერიას მითითება უნდა მიეცა ტრანსპორტის სამინისტროსთვის. დღესაც აგრძელებს უკანონო საქმიანობას ა-------------–--.

მოწმე ს-–--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ უნდოდათ არსენასთვის ეკითხათ, რატომ აკეთებდა უკანონობას.

მოწმე გ-------–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ ა-------------–-- ნიკოლაძის ქუჩაზე ყავთ, როგორც უკანონო დისპეჩერი. ამის გამო გაფიცვები იყო, რომ მიეხედათ მათთვის.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია ქმედების განხორციელება, რომლისგანაც თავის შეკავებას აიძულებენ დაზარალებულს, წარმოადგენდეს მის უფლებას.

ამდენად, სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია პირის (ვისზეც ხორციელდება იძულება) უფლება, განახორციელოს გარკვეული მოქმედება. სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის კონკრეტული ქმედებისთვის მისადაგება შეუძლებელია უფლების არსის გააზრების გარეშე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ყველა სამართლებრივი აქტი ამა თუ იმ უფლებაზე ან მოვალეობაზე მიუთითებს, თუმცა ზოგადად უფლების სრულყოფილი განმარტების მომცემი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, მათ შორის თუნდაც კონსტიტუციური ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მოცემული, არ არსებობს. ამდენად, უფლების განმარტების მოძიება მხოლოდ თეორიული მასალიდან არის შესაძლებელი, თუმცა თეორიაშიც უფლების ერთიანი განმარტება არ არსებობს და შექმნილია თეორიები, რომლებსაც განსხვავებულად ესმით ის. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მეტ-ნაკლებად შეთანხმებული განმარტების შემდეგნაირად ჩამოყალიბება: უფლება არის სამართლებრივი ძალის მქონე აქტით პირისთვის მინიჭებული ქცევის უფლებამოსილება, რომელსაც შეესაბამება სხვათა მოვალეობა.

მიუხედავად უფლების შინაარსში სხვადასხვა თეორიის მიერ სხვადასხვა ელემენტის შეტანისა, არსებობს თანხმობა, რომ უფლების წყაროა სამართლებრივი აქტი და მის გარეშე ის არ არსებობს. ამდენად, უფლება არის სამართლებრივი კატეგორია (ცხადია, არსებობს მორალური უფლებაც, თუმცა სსკ-ის 150-ე მუხლში, როგორც სამართლის ნორმაში, არ მოიაზრება სამართლის ფარგლებს გარეთ არსებული უფლება, არამედ იგულისხმება სამართლებრივი უფლება), ის სამართლის მიერ შექმნილი და სამართლის ფარგლებში მოქმედი ცნებაა. უფლება სამართლებრივი შესაძლებლობაა, რომელიც არსებობს ფაქტობრივი შესაძლებლობისგან დამოუკიდებლად. ამდენად, სამართლებრივი შესაძლებლობა ფაქტობრივი შესაძლებლობის იდენტური არ არის, ისინი ერთმანეთს აუცილებლად არ გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივი შესაძლებლობა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სამართლებრივი შესაძლებლობა, ანუ უფლება. სამართალი არეგულისრებს ფაქტობრივ ურთიერთობებს იმდაგვარად, რომ აწესებს უფლებებს და აკრძალვებს, თუმცა, ცნობილია, რომ სამართალს არ შესწევს უნარი, სრულად ამოწუროს ფაქტობრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი, რის გამოც არსებობს ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობებიც, რომლებიც სამართლებრივად მოწესრიგებული არ არის. ასეთ ურთიერთობებს ეწოდებათ სამართლის ფარგლებს გარეთ არსებული ურთიერთობები. ასეთ ფაქტობრივ ურთიერთბებს, იმის გამო, რომ ისინი სამართლით არ არის მოწესრიგებული, მასში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობები არ ახლავს თან, ვინაიდან უფლება-მოვალეობები არის მხოლოდ სამართლებრივი და არა ფაქტობრივი ურთიერთობის ელემენტები.

ასევე ცნობილია, რომ უფლებას ყოველთვის თან ახლავს სხვისი მოვალეობა და უფლება-მოვალეობათა უწყვეტი კავშირი ქმნის სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც ასევე სამართლის ფარგლებში არსებობს ფაქტობრივი ურთიერთობების პარალელურად იმ მიზნით, რომ დაარეგულიროს და მიმართულება მისცეს ფაქტობრივ ურთიერთობებს. სწორედ უფლება-მოვალეობათა ამ უწყვეტი კავშირის არსებობით არის გამართლებული სსკ-ის 150-ე მუხლის არსებობა, ვინაიდან უფლება წარმოშობს სხვის მოვალეობას, ხოლო მოვალეობის შეუსრულებლობა - პასუხისმგებლობას. ამდენად, სწორედ დაზარალებულის უფლებით წარმოშობილი მოვალეობის ბრალდებულის მიერ დარღვევისთვის ადგენს სსკ-ის 150-ე მუხლი პასუხისმგებლობას. ამაში ვლინდება უფლება-მოვალეობა-პასუხისმგებლობის ერთიანი ჯაჭვი, რაც არის ზოგადად სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და რის გამოხატულებასაც წარმოადგენს სსკ-ის 150-ე მუხლი.

აქვე მცირე განმარტებას მოითხოვს ის გარემოებაც, რომ ყველა შერაცხვაუნარიან მოქალაქეს ეკისრება სისხლისსამართლებრივი მოვალეობა, არ დაარღვიოს იმ ნორმის მოთხოვნა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობას აწესებს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილი, თუმცა ეს მოვალეობა პირს აკისრია სახელმწიფოს წინაშე, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი ურთიერთობა არის პირსა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთობა. ამ მოვალეობასთან ერთად, ანუ სახელმწიფოსთან სისხლისსამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნასთან ერთად, სსკ-ის 150-ე მუხლი, როგორც სპეციფიკური ნორმა, ასევე მოითხოვს, ქმედების სუბიექტს ეკისრებოდეს ვალდებულება, არ დაარღვიოს დაზარალებულის კონკრეტული უფლება, ანუ, იმყოფებოდეს დაზარალებულთან კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში, იქნება ეს კონსტიტუციურსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი თუ სხვა სამართლებრივი ურთიერთობა. ე.ი. სსკ-ის 150-ე მუხლის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი მოვალეობა ეფუძნება სამართლის სხვა დარგის ფარგლებში არსებული ურთიერთობის შიგნით ბრალდებულისთვის დაკისრებული მოვალეობის დარღვევას. შესაბამისად, სსკ-ის 150-ე მუხლის მოთხოვნის შინაარსი გამომდინარეობს სხვა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ბრალდებულისთვის დაკისრებული მოვალეობის შინაარსიდან.

ზოგადად მოვალეობა არ არსებობს სხვისი უფლების გარეშე ისევე, როგორც სსკ-ის 150-ე მუხლის შემთხვევაში ბრალდებულის მოვალეობა არ არსებობს დაზარალებულის უფლების გარეშე. ვინაიდან უფლებაც და მოვალეობაც სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებია და მის გარეშე არ არსებობს, ამდენად, სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვისაც აუცილებელია, ქმედების ფაქტობრივად ჩადენამდე ბრალდებული და დაზარალებული იმყოფებოდნენ რაიმე ფორმის სამართლებრივ ურთიერთობაში: ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ უფლებები და მოვალეობები.

განსახილველ შემთხვევაში აქტუალურია სამართლის ის ნორმები, რომლებიც აძლევს ზოგადად პირს მგზავრების ტრანსპორტირების უფლებას.

ასეთი ნორმები მოცემულია საქართველოს კანონში "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ", რომლის მე-4 მუხლის თანახმად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს N1/1559 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტის "ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის" დამტკიცების თაობაზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, საავტობუსო მარშრუტზე რეგულარული გადაყვანის ორგანიზების მიზნით გადამზიდველის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სამგზავრო ბილეთი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს მგზავრობის დაწყება-დამთავრების პუნქტები, მგზავრობის საფასური, რეისის შესრულების დრო, თარიღი, დასაჯდომი ადგილის ნომერი, გადამზიდველის დასახელება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბილეთების შეძენა ხორციელდება საბილეთო სალაროში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1558 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების” დამტკიცების თაობაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებზე და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის (ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების გარდა) პროცესში მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას ავტოსადგურებში. მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ავტოსადგური არის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე მოწყობილი შენობა-ნაგებობის, ტერიტორიის და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც ხორციელდება საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარულ გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება. ამავე რეგლამენტით მოწესრიგებულია, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსადგური.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 150-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქმეებზე, როცა ბრალდებულს ედავებიან დაზარალებულის იძულებას, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, აუცილებელია, ბრალდების მხარემ დაადასტუროს, რომ კონკრეტული მოქმედების შესრულება ნამდვილად არის დაზარალებულის უფლება. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებდა ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დაცვით დაზარალებულის მიერ საქმიანობას. აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებს სცილდება დაზარალებულის საქმიანობის კანონიერების შეფასება, რის გამოც სასამართლო ამ საკითხს ღრმად ვერ განიხილავს. ერთადერთი, რისი თქმაც წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება, არის ის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ დაზარალებულების მიერ ქ. ზუგდიდი, ნიკოლაძის ქ. N3-დან მგზავრთა გადაყვანა შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის განთავსებული საბილეთო სალარო. მოწმე მ--–-----------–----ს ჩვენების თანახმად, არის შპს "----------------ს", რომელიც მდებარეობს ბერიას ქუჩაზე, დირექტორი, ა-------------–--სთან რაიმე ოფიციალური სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა მასთან, ხელშეკრულება დადო თბილისში ავტოსადგურთან და ახორციელებდნენ რეისებს. მისი ინფორმაციით, მძღოლს შეუძლია, საიდანაც უნდა იქიდან წაიყვანოს მგზავრები. ის და ა-------------–-- ბერიას ქუჩიდან ახორციელებდნენ მგზავრთა გადაყვანას, ხოლო ა-------------–-- თუ ნიკოლაძის ქუჩიდან გადაიყვანდა მგზავრებს, მის ბილეთებს იქ ვერ გაყიდდა, რადგან ნიკოლაძის ქუჩაზე მას ავტოსადგური არ გააჩნია. ამ მტკიცებულებების ერთობლიობა წარმოშობს ეჭვს დაზარალებულების საქმიანობის კანონიერების თაობაზე. განსახილველი საქმის ფარგლებში ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეჭვის საფუძველზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება.

ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა შემთხვევის ადგილიდან მგზავრთა ტრანსპორტირების დაზარალებულების უფლება, ბრალდებულების ქმედება ვერ ჩაითვლება ამ უფლების განხორციელებაში ხელის შეშლად. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ბრალდებულების ქმედებაში სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის სრულად არსებობა არ დასტურდება.

 

3.2 ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფიზიკური დაფსიქიკური იძულება, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გამოიხატა იმავე მოქმედებებში, რაშიც გამოიხატა ხულიგნობის ბრალდების ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, ვინაიდან ბრალდებულებს რამდენიმე ბრალდება აქვთ წარდგენილი ერთი და იმავე მოქმედებებისთვის და ვინაიდან სსკ-ის 150-ე მუხლისთვის აუცილებელი ნიშანი - უფლების დარღვევა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის მოქმედებები, რომლებიც ბრალდების მხარის მიერ შეფასდა ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებად, უნდა შეფასდეს ბრალდებულებისათვის წარდგენილ სხვა ბრალდების განხილვის ფარგლებში.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლს დასჯად ქმედებად აცხადებს ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დაზარალებულების უფლებას მგზავრთა ტრანსპორტირებაზე და, აქედან გამომდინარე, ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულების მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

II. ხულიგნობა

 

ა. ა-–-----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2----–-–----------, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ-----------–---------–--------------ში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დ-----------------–--, გ------------ და ა-------------–--, რომლებსაც მიკროავტობუსებით უნდა განეხორციელებინათ მარშრუტები ქ. ზუგდიდიდან ქ. თბილისის მიმართულებით, რა დროსაც მათთან მივიდნენ კ--–-----------------, გ-------–---, ს-–--------, ა-–----------- და ბ-------------, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ხმამაღალი ყვირილით მოსთხოვეს მათ არ განეხოციელებინათ მარშრუტი და შეეწყვიტათ საქმიანობა, ამასთან სამარშრუტო მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები აიძულეს ჩამოსულიყვნენ ავტომობილიდან, რა დროსაც კ--–-----------------მ, ა-–-----------მ, გ-------–---მ და ს-–--------მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა დ-----------------–--ს, ა-------------–--ს და გ------------ს, კერძოდ, კ--–-----------------მ დაარტყა ხელი გ------------ს სახის არეში, ხოლო დ-----------------–--ს დაარტყა ხელი სახისა და მკერდის არეში, რის შემდეგაც ორჯერ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში ა-------------–--ს. ასევე, ს-–--------მ და გ-------–---მ წაქცეულ ა-------------–--ს დაარტყეს ხელი და ფეხი ტანის არეში, ხოლო ა-–-----------მ დაარტყა ფეხი გ------------ს ტანის არეში, რის შედეგადაც დ-----------------–--მ, ა-------------–--მ და გ------------მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

აღნიშნულზე შეიკრიბა ხალხი, რომლებიც შეგროვდა ზემოაღნიშნული ქმედებით გამოწვეული ხმაურის შედეგად, რაც გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რითაც კ--–-----------------მ, ა-–-----------მ, გ-------–---მ და ს-–--------მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მათი ქმედების შედეგად გ------------მ, დ-----------------–--მ და ა-------------–--მ შეწყვიტეს საქმიანობა და ვერგანახორციელეს დაგეგმილი მარშრუტი ქ. ზუგდიდიდან ქ. თბილისის მიმართულებით.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული, ა-–-----------სთან დაკავშირებული გარემოებები ვერ დადგინდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ძალადობა

 

ხულიგნობისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ქმედების ჩადენა ძალადობით. ძალადობაში იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, რომელსაც შეიძება მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით.

მოწმე ა-------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–-–---------- მიუვარდნენ მძღოლები, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მიატოვეთო საქმიანობა, ხელის გარტყმა იყო. სხვებთან ერთად მივიდა ა-–-----------ც. 30-40 კაცამდე იყვნენ. მანქანა რატომ დგასო და ამის გამო იყვნენ აგრესიულები, გაიყვანეთო მანქანები და მიატოვეთო მუშაობა. გ------------ს ს-–--------მ და ა-–-----------------მ დაარტყეს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე დ-----------------–--ს ჩვენებით დადგენლია, რომ თავს დაესხნენ, მგზავრები ჩამოყარეს, მგზავრს ხელი დაარტყეს, უხეშად, მხეცურად მოიქცნენ. ეს მოხდა იმიტომ, რომ ხაზზე მუშაობდნენ. თბილისშიც ჰქონდა ამ პირებთან პრობლემა და ამ შემთხვევამდე 2-3 თვით ადრე თბილისში გააკეთა განაცხადი ამ საკითხზე. მონოპოლია ჰქონდათ თავდამსხმელებს და არ უნდოდათ, მათაც ევლოთ ხაზზე. 30 ცაკი მივიდა გინებით. ფეხით შემოვიდნენ, ეცნენ მანქანას, ხალხი ჩამოყარეს, დაესივნენ, ხელი დაარტყეს, იგინებოდნენ, ლანძღავდნენ. ბრალდებულები იყვნენ იქ, ითხოვდნენ დაჟინებით, რომ მანქანები რეისზე არ წასულიყვნენ. ყველა იგინებოდა, ვინც მოდიოდა, შენ ხომ გაფრთხილებული გვყავდი, რომ არ გევლო რეისზე, თორემ შედეგს მიიღებდიო. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავს ვერ აკონტროლებდნენ, ისე იყვნენ გამხეცებულები.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსის ირგვლივ იყო ჩხუბი. კერძოდ მათი ავტოსადგურის მძღოლებს სცემდნენ დაკა ჯორჯიას და ავტოტრანსის მძღოლები. შეეშინდა, სწრაფად მივიდა კართან, გააღო კარი და როდესაც დააპირა ჩაჯდომა, მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც კარი მოქაჩა მისკენ და დააჯახა სახის არეში. კარის დაჯახების დროს წაიქცა ასფალტზე. როდესაც გონზე მოვიდა, თავზე ადგა რამოდენიმე მამაკაცი და ფეხებს ურტყამდნენ ტანის არეში. შეძვრა სამარშრუტო მიკროავტობუსის ქვევით და დაემალა მათ. უცნობია თუ ვინ დააჯახა კარი სახის არეში და მიწაზე წაქცეულს ვინ ურტყამდა ფეხებს. მათი ამოცნობა არ შეუძლია, რადგანაც სახეზე არ დაკვირვებია. აღნიშნული სადგურის მძღოლებმა ცემეს იმის გამო, რომ მათ არ სურდათ ქალაქ თბილისში წაეყვანა მგზავრები.

ნ----------–----ს ჩვენების თანახმად, ატყდა ჩხუბი. ვიღაცამ თქვა, ჩანთები გამოიტანეთო, ვიღაცის ხელი მოხვდა მის შვილს. აურზაური იყო. სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლს მასთან მისულმა მამაკაცებმა დაუწყეს ცემა. დასახმარებლად მისული ერთ-ერთი მამაკაცი წააქციეს ასფალტზე და ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ იქვე შეკრებილმა პირებმა შეძლეს მათი გაშველება. როგორც მოგვიანებით გაიგო, სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი იყო გ------------, ხოლო იმ პირების ვინაობა, რომლებმაც გია ცემეს, არ იცის და მათი ვინაობა მისთვის უცნობია. ჩხუბის დამთავრების შემდეგ გ------------ და სხვა მძღოლები იძახდნენ, რომ ისინი ცემეს ვინმე მახო ეხვაიამ, სანია ქიარიამ და გია ახალიამ.

რ--------------ს ჩვენების მიხედვით, მოსულები ამბობდნენ, ჩამოდით, მარშუტკა არ გავა, გაფიცვაა, არ გავუშვებთო ავტობუსს. მძღოლსაც ეჩხუბებოდნენ. გასაშველებლად ბევრი მივიდა.

ბრალდებულ ბ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ა-–----------- მოშორებით იდგა, ის შემთხვევის ადგილზე არ უნახავს.

ბრალდებულ ა-–-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა-------------–--სთან მივიდა სხვებთან ერთად სასაუბროდ. ა-------------–--მ მასაც შეაგინა, რის შემდეგაც ის წამოვიდა იქიდან. 3-4 წუთი იყო იქ, რის შემდეგაც დაიშალნენ. წამოსვლისას გ------------ს უთხრა, დაქოქე მანქანა და გაიყვანე, რად გინდა პრობლემებიო.

ამდენად, ერთადერთი მოწმე, რომელიც უთითებს ბრალდებულ ა-–-----------ს მიერ ძალადობის განხორციელებაზე, არის დაზარალებული ა-------------–--. მნიშვნელოვანია, რომ ა-–-----------ს, როგორც ძალადობის ჩამდენს, არ ასახელებს მეორე დაზარალებული - დ-----------------–-- და თავად გ------------. მას არც სხვა მოწმეები ასახელებენ.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეული სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ან მიანიშნებდა ბრალდებულ ა-–-----------ს მხრიდან ძალადობის განხორციელებაზე.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ რაოდენობრივ სტანდარტს - სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა 2 მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებდნენ ა-–-----------ს მხრიდან ძალადობაზე.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

3.2. საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა

 

იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ ძალადობის განხორციელება არ დასტურდება, გარკვევა იმისა, დაარღვია თუ არა ბრალდებულმა საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად, არარელევანტურია.

 

3.3. საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა

 

იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ ძალადობის განხორციელება არ დასტურდება, გარკვევა იმისა, გამოხატა თუ არა ბრალდებულმა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, არარელევანტურია.

 

3.4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებთ ჯგუფის. სსკ–ის 27–ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა 2 ან მეტი ამსრულებელი. იმავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ერთმანეთისგან ასხვავებს თანამონაწილეობას დანაშაულში და ჯგუფურ დანაშაულს. ამასთან, მათ შორის განსხვავებას გამოხატავს ისიც, რომ ჯგუფური დანაშაული არის თანაამსრულებელთა ერთობლივი მოქმედება მაშინ, როცა თანამონაწილობის დროს ყველა პირი ამსრულებელი არ არის. იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ ძალადობის განხორციელება არ დასტურდება და გამოირიცხება მის მიერ ხულიგნობის ამსრულებლობა, სასამართლო ვერ იმსჯელებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ბრალდებულის მიერ ქმედების განხორციელებაზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ხულიგნობას, ესე იგი ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ პირდაპირ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულ ა-–-----------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ბ. ბრალდებულების: გ-------–---ს, ს-–--------ს და კ--–-----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ-----------–---------–--------------ში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დ-----------------–--, გ------------ და ა-------------–--, რომლებსაც მიკროავტობუსებით უნდა განეხორციელებინათ მარშრუტები ქ. ზუგდიდიდან ქ. თბილისის მიმართულებით, რა დროსაც მათთან მივიდნენ კ--–-----------------, გ-------–---, ს-–--------, ა-–----------- და ბ-------------, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ხმამაღალი ყვირილით მოსთხოვეს მათ არ განეხოციელებინათ მარშრუტი და შეეწყვიტათ საქმიანობა, ამასთან სამარშრუტო მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები აიძულეს ჩამოსულიყვნენ ავტომობილიდან, რა დროსაც კ--–-----------------მ, ა-–-----------მ, გ-------–---მ და ს-–--------მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა დ-----------------–--ს, ა-------------–--ს და გ------------ს, კერძოდ, კ--–-----------------მ დაარტყა ხელი გ------------ს სახის არეში, ხოლო დ-----------------–--ს დაარტყა ხელი სახისა დ ამკერდის არეში, რის შემდეგაც ორჯერ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში ა-------------–--ს. ასევე, ს-–--------მ და გიაახალაიამ წაქცეულ ა-------------–--ს დაარტყეს ხელი და ფეხი ტანის არეში, ხოლო ა-–-----------მ დაარტყა ფეხი გ------------ს ტანის არეში, რის შედეგადაც დ-----------------–--მ, ა-------------–--მ და გ------------მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

აღნიშნულზე შეიკრიბა ხალხი, რომლებიც შეგროვდა ზემოაღნიშნული ქმედებით გამოწვეული ხმაურის შედეგად, რაც გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რითაც კ--–-----------------მ, ა-–-----------მ, გ-------–---მ და ს-–--------მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მათი ქმედების შედეგად გ------------მ, დ-----------------–--მ და ა-------------–--მ შეწყვიტეს საქმიანობა და ვერგანახორციელეს დაგეგმილი მარშრუტი ქ. ზუგდიდიდან ქ. თბილისის მიმართულებით.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2----–-–----------, დაახლოებით 09:30 საათზე ქ-----------–---------–--------------ში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დ-----------------–--, გ------------ და ა-------------–--, რა დროსაც მათთან მივიდნენ კ--–-----------------, გ-------–--- და ს-–--------, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. კ--–-----------------მ, გ-------–---მ და ს-–--------მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა დ-----------------–--ს, ა-------------–--ს და გ------------ს. კერძოდ, კ--–-----------------მ დაარტყა ხელი გ------------ს სახის არეში, ხოლო დ-----------------–--ს დაარტყა ხელი სახისა და მკერდის არეში, რის შემდეგაც ორჯერ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში ა-------------–--ს. ასევე ს-–--------მ და გ-------–---მ წაქცეულ ა-------------–--ს დაარტყეს ხელი და ფეხი ტანის არეში, რის შედეგადაც დ-----------------–--მ, ა-------------–--მ და გ------------მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

აღნიშნულზე შეიკრიბა ხალხი, რომლებიც შეგროვდა ზემოაღნიშნული ქმედებით გამოწვეული ხმაურის შედეგად, რაც გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რითაც კ--–-----------------მ, გ-------–---მ და ს-–--------მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა

 

მოწმე ა-------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–-–---------- მიუვარდნენ მძღოლები, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოუწოდებდნენ, მიეტოვებინათ საქმიანობა, დაარტყეს ხელი. გ-------–---, კ--–-----------------, ა-–-----------, სანია ქირია და სხვები იყვნენ მასთან მისულები, სულ 30-40 კაცამდე იყვნენ. მანქანა რატომ დგასო, კითხულობდნენ და იყვნენ აგრესიულები, ითხოვდნენ მანქანების გაყვანას და მუშაობის მიტოვებას. მანქანაში 9-10 კაცი იჯდა. ისინი კ--–-----------------მ და სხვებმა გადმოიყვანეს, უთხრეს, წადითო. ხალხი გაოგნებული იყო. ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ნუ ურტყამთ, ნუ კლავთო, თხოვდნენ მოსულებს, თუმცა ისინი პასუხობდნენ, მოსაკლავი არის და ვკლავთო. 30-40 კაციდან ყველა იგინებოდა. კ--–----------------- კიოდა, წიოდა, იგინებოდა და გადმოიყვანა ავტობუსიდან ხალხი. ს-–--------ც იგინებოდა, ხელიც დაარტყა მან მას. შემთხვევის ადგილზე ხალხი მოძრაობდა. მინი ბაზარია იქ ახლოს. მას აგინებდნენ მოსულები. თვითონაც უპასუხა და აგინებდა მოსულებს მას მერე, რაც მათ ხელი დაარტყეს. იძახდნენ, მოკალი, ყოფილი პოლიციის თანამშრომელია მაგის დედაცო.

მოწმე დ-----------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას თავს დაესხნენ, მგზავრები ჩამოყარეს, მგზავრს ხელი დაარტყეს, უხეშად, მხეცურად მოიქცნენ. 30 ცაკი მივიდა მათთან გინებით. ფეხით შემოვიდნენ, ეცნენ მანქანას, ხალხი ჩამოყარეს, დაესივნენ, გ------------ს და ა-------------–--ს ხელი დაარტყეს, იგინებოდნენ, ლანძღავდნენ. გ-------–---, სანია ქირია, კ--–----------------- იყვნენ იქ. ბრალდებულები ყველა იყვნენ იქ. მგზავრები დაიფანტნენ. ყველა იგინებოდა, ვინც მოდიოდა. უმისამართოდ იგინებოდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას, თავს ვერ აკონტროლებდნენ, ისე იყვნენ გამხეცებულები. გ------------ს მიკროავტობუსიდან კ--–-----------------მ გადმოიყვანა მგზავრები, რის შემდეგაც კ--–-----------------მ ყვირილით და აგრესიული ტონით უთხრა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, შეწყვიტეთ მოძრაობა და რეისს ნუ ახორციელებთ თბილისის მიმართულებითო. კ--–----------------- შეეშვა გ------------ს და აგრესიულად მივიდა მასთან, დაუწყო ყვირილი: ხომ გითხარით, არ იმუშავოთო, მანქანებს დაგიმტვრევთ, დაგიწვავთ და გცემთო. საჩხუბრად, საგინებლად იყვნენ მოსულები. 5 მაისს რეისები ჩაიშალა. 15 კაცი მანქანაში იყო. სულ 200 კაცამდე იქნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გ------------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ნახა, რომ სამარშუტო მიკროავტობუსის ირგვლივ იყო ჩხუბი. კერძოდ, მათი ავტოსადგურის მძღოლებს სცემდნენ "დაკა ჯორჯიას" და "ავტოტრანსის" მძღოლები. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მძღოლმა, რომლის ვინაობა უცნობია, დაუყვირა, რომ სწრაფად სამარშრუტო მიკროავტობუსი გაეყვანა სადგურიდან. შეეშინდა, სწრაფად მივიდა კართან, გააღო კარი და როდესაც დააპირა ჩაჯდომა, მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც კარი მოქაჩა მისკენ და დააჯახა სახის არეში. კარის დაჯახების დროს წაიქცა, რამოდენიმე წამით დაკარგა გონება. როდესაც გონზე მოვიდა, თავზე ადგა რამოდენიმე მამაკაცი და ფეხებს ურტყამდნენ ტანის არეში. ტანის არეში ფეხების თითოეული დარტყმის დროს განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. დარტყმის დროს ვერ შეძლო ფეხზე წამოდგომა, რის გამოც შეძვრა სამარშრუტო მიკროავტობუსის ქვევით და დაემალა მათ. სამარშრუტო მიკროავტობუსის ქვევით იმყოფებოდა ჩხუბის დამთავრებამდე, რამდენიმე წუთი. ნაცემები იყვნენ მათი ავტოსადგურის მძღოლოები და თანამშრომლები. მძღოლებმა ცემეს იმის გამო, რომ მათ არ სურდათ, ქალაქ თბილისში წაეყვანა მგზავრები. შეიკრიბა ბევრი ხალხი. მომხდარი ინციდენტის გამო ვერ შეძლო მუშაობის გაგრძელება და ქალაქ თბილისში მგზავრების გადაყვანა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და მოწმე ზ-----------------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზ-----------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილი არის ხალხმრავალი, ბაზარს ესაზღვრება.

მოწმე ნ----------–----ს ჩვენების მიხედვით, თბილისში მიდიოდა თვითონ და შვილი. ატყდა ჩხუბი. ვიღაცამ თქვა, ჩანთები გამოიტანეთო, ვიღაცის ხელი მოხვდა მის შვილს - რ--------------ს. აურზაური იყო. შეეშინდათ. დილის 09:30 საათი იქნებოდა ალბათ. მარშუტკაში ისხდნენ. ქალები ისხდნენ მარშუტკაში. ვიღაცამ თქვა, დღეს მარშუტკა არ გადისო. მძღოლი იქ იდგა. მისი შვილი გადმოიყვანა, ცუდად იყო და წყალიც დაალევინა. ბილეთების ფული დაუბრუნეს. სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს მასთან მისულმა მამაკაცებმა დაუწყეს ცემა. ისინი მას ურტყამდნენ ხელებს. მისი ცემის დროს შეიკრიბა ხალხი, რომლებიც მათ უყვიროდნენ, რომ არ ეცემათ და დაენებებინათ თავი. სამარშრუტო მიკროავტობუსში შემოიხედა უცნობმა მამაკაცმა და დაუყვირა, რომ გადმოსულიყვნენ და დაეცალათ სამარშრუტო მიკროავტობუსი. შეეშინდათ, გადმოვიდნენ გარეთ და დადგნენ ოდნავ მოშორებით. ჩხუბის დროს მძღოლის დასახმარებლად მივიდნენ იქვე გაჩერებეული სამარშრუტო მიკროავტობუსის სხვა მძღოლებიც, რომლებსაც ასევე დაუწყეს ცემა აღნიშნულმა მამაკაცებმა. დასახმარებლად მისული ერთ-ერთი მამაკაცი წააქციეს ასფალტზე და ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ იქვე შეკრებილმა პირებმა შეძლეს მათი გაშველება. როგორც მოგვიანებით გაიგო, სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი იყო გ------------. ჩხუბის დამთავრების შემდეგ გ------------ და სხვა მძღოლები იძახდნენ, რომ ისინი ცემა ვინმე მახო ეხვაიამ, სანია ქიარიამ და გია ახალიამ. აღნიშნულ პირებს არ იცნობს. მოსულებმა მარშუტკა არ გაუშვეს, არ წავაო თქვეს.

მოწმე რ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ თბილისში მიდიოდა მარშუტკით თვითონ და დედა. მივიდნენ უცხო პირები, დაიწყო ჩხუბი. გამოდით გარეთ, ტანსაცმელი აიღეთო, დაიძახეს, შემოვიდნენ მარშუტკაში, რა დროსაც ხელი მოხვდა. 09:30 საათი იქნებოდა. მგზავრები იყვნენ 6-7 კაცი. მოსულები ამბობდნენ, ჩამოდით, მარშუტკა არ გავა, გაფიცვაა, არ გავუშვებთო ავტობუსს. მძღოლსაც ეჩხუბებოდნენ. გასაშველებლად ბევრი მივიდა. მძღოლს ტანზე, ხელზე დაზიანებები ეტყობოდა. ჩანთა, რომ ჩამოჰქონდა, მაშინ დაარტყეს სახეზე. მძღოლზე თქვეს, გია ქვიაო.

მოწმე მ----–-–-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ დ-----------------–--ს შეტყობინებით დაიწყო გამოძიება, შემთხვევის ადგილზე იყო ხალხი, იყვნენ დაზიანებულები, დაზარალებულებმა მიუთითეს ბრალდებულებზე. დ-----------------–--ს ცხვირზე ნაკაწრი ეტყობოდა, ა-------------–--ს ზურგზე ეტყობოდა დაზიანება. გ------------საც ჰქონდა დაზიანება. შემთხვევის ადგილზე დახვდა 50-მდე კაცი.

ბრალდებულ კ--–-----------------ს ჩვენების თანახმად, 3 მაისს მასშტაბური გამოსვლები იყო. ა-------------–--მ გადაწყვიტა თვითნებურად ავტოსადგურის გახსნა და უთხრა მათ, ამდენი ხანი რომ იმუშავეთ, ახლა მე დამითმეთო. ამას მოყვა შელაპარაკება. ამას მოჰყვა 5 მაისს რაც მოხდა. მერს და გამგებელს მიმართეს. ისინი დაჰპირდნენ, არ შეგაწუხებენო ა-------------–-- და მისი ჯგუფი, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებდნენ მუშაობას და მათთვის კლიენტების წართმევას. ა-------------–-- დახვდათ ნიკოლაძის ქუჩაზე. 30 კაცი მივიდნენ არსენასთან, ეკითხებოდნენ, რა ხდებაო. ა-------------–--მ გაიხადა ტანზე, შეაგინა მათ. არ ახსოვს, დაარტყა თუ არა მას. იყო შეხლა-შემოხლა. ხელით გაწევ-გამოწვევა იყო. არ დაურტყამს. არსენაჩანგელია დავარდა მიწაზე, იფორთხიალა და მიიღო დაზიანებები. მის გარდა სხვებს არ ჰქონიათ შეხება ა-------------–--სთან. დაზარალებულები იქ არ უნახავს. გ------------ მივიდა ბოლოს. 2 სიტყვით გაესაუბრა მას და წავიდა. იქ არაფერი მომხდარა. დ-----------------–-- იქ საერთოდ არ ყოფილა. 3-4 წუთი გაგრძელდა ყველაფერი. იდგა 3-5 კაცი. თვითონ 50 კაცთან ერთად მივიდა. მანამდე 2 დღე გრძელდებოდა აქცია. ა-------------–--ს უთხრეს მისვლისას, ეს ბიზნესი არ არისო შენი, ჩვენიაო. ამისთვის მივიდა შემთხვევის ადგილზე. წინა დღესაც მოლაპარაკება ჰქონდათ და შეთანხმდნენ, რომ უმტკივნეულოდ მოგვარებულიყო დაპირისპირება, მაგრამ არ მოხდა ასე. ამის გამო მივიდა, ჰკითხა, საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტი გაქვსო? ასეთი დოკუმენტი არ ჰქონდა. უნდოდა, არ განეხორციელებინა უსაბუთოდ საქმიანობა. ეს უნდა ეთქვა, მაგრამ მან შეაგინა და შეუბრუნა. ბრალდებულები მასთან იყვნენ. მას შეაგინა ა-------------–--მ. მას მახოს ეძახიან. ა-------------–--მ დაუწყო გინება. მის წინ 1 მეტრში იდგა ა-------------–-- ამ დროს. ა-------------–--ს შეაფურთხა, დაუჯიკავა მხარზე და გავიდა გვერდზე, არსენა დაწვა და შევარდა მანქანის ქვეშ, მიშველეთო. წინა ღეს 60 კაცთან ერთად ელაპარაკა მას. მეორე დღეს ტელეფონით უთხრა, შენ არ გააგრძელებ საქმიანობას, თუ საბუთს არ წარმოადგენო და ამის მერე შეაგინა. საჩივარი იყო დაწერილი მერიაში. მიტინგიც იყო მერიაში, მერია დაჰპირდა, რომ აღიკვეთებოდა უკანონო საქმიანობა და ამის მერე მოხდა ეს. ა-------------–--ს გასაფრთხილებლად მივიდა, უნდა ეთქვა, ნუ ჩადიხარ ამასო. იქ ერთი მარშუტკა იდგა თეთრი. არსენასთან რომ მორჩა გაწევ-გამოწევას, მაშინ მივიდა გ------------. უკან ბრუნდებოდნენ, როცა შეხვდა მას. მასთან ერთად დატოვეს სხვებმაც ნელ-ნელა შემთხვევის ადგილი. სადგურიდან დაიძრნენ ბრალდებულები სხვადასხვა მანქანით შემთხვევის ადგილისკენ. ა-------------–-- მანქანასთან იდგა. მძღოლი იყო გ------------ და არ იყო ადგილას, მერე მივიდა. ა-------------–--ს მათი დაკვირვების ქვეშ დაზიანება არ მიუღია. როცა გაიხადა, დაზიანება არსენას არ ეტყობოდა. 2 მეტრში სათვალის გარშე ვერ ხედავს და ვერც შეამჩნევდა. რომ შეაფურთხა, გინება გაგრძელდა და იმიტომ დატოვა იქაურობა, რომ აზრი არ ჰქონდა საუბარს. მხოლოდ დაუჯიკავა ა-------------–--ს, გაწია და წავიდა. შეიძლება უთხრა რამე, რადგან აფექტისას ყველაფერი არაკონტროლირებადია.

ბრალდებულ ბ-------------ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 5 მაისს იყო მისული, რომ დაენებებინა ა-------------–--ს თავი უკანონო საქმიანობისთვის. ადმინისტრაციამ გამგეობას მიმართა წერილობით ამ საკითხზე. თხოვნის იგნორირება მოხდა. მივიდნენ არსენთან. არსენა ამბობდა, აქაური ვარ, მე მეკუთვნის და მინდაო ეს. ბოლოს თქვა, კარგი, ამდენ ხალხს არ დავუდგებიო წინ, დავანებებო თავს, მაგრამ მაინც გააგრძელა საქმიანობა. რკინიგზის სადგურში მოილაპარაკეს, მისულიყვნენ, შეეხსენებინათ, რომ უნდა დაენებებინა თავი. როცა მივიდა, არსენა ტანზევით შიშველი იყო, იგინებოდა მძღოლების მისამართით. სიტყვიერი შელაპარაკება იყო. არსენა მახოს და მძღოლებს აგინებდა, რატომ მოხვედით, მინდა და ვაკეთებ ამასო. ცდილობდნენ დაწყნარებას. კ--–-----------------ც აგინებდა. ცემა არ ყოფილა. კ--–-----------------მ გაწია გვერდზე ხელით ა-------------–--, რას ბოდავო. არსენამ დაიგორა თავი. დ-----------------–-- იმ დღეს იქ არ იყო მისული. არსენა კოტრიალობდა, ადგა და გაიქცა. ახალაია გიაც აშველებდა. ს-–-------- არ იყო იქ ახლოს, ესაუბრებოდა ახლობელს და მას შერჩა, ცუდად იყო, წნევა ჰქონდა, მანქანაში იჯდა. ა-–-----------ც მოშორებით იდგა. იქ ჩხუბი და დარტყმა არ ყოფილა. თვითონაც აგინებდა არსენას.

ბრალდებულ ს-–--------ს ჩვენების თანახმად, უნდოდათ ა-------------–--სთვის ეკითხათ, რატომ აკეთებდა უკანონობას. ყველა წავიდა, თვითონაც გაყვა. არსენას არ უნდოდა მოსვლა. არც ერთ ბრალდებულს არ გაურტყამს ხელი არსენასთვის. ხესთან ნაცნობს ესაუბრებოდა. არსენამ ტანზე გაიხადა, შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ხელის დარტყმა არ უნახავს. ა-------------–--მ იკოტრიალა ხრეშში. იქ რომ ყოფილიყო, ა-------------–--ს გაუხეთქავდა თავს. მას დარტყმა არ შეუძლია. დ-----------------–-- იქ არ იყო მაშინ, იმ დროს ის მეტროს თავზე იდგა თბილისში.

ბრალდებულ გ-------–--ს ჩვენების თანახმად, ა-------------–-- არის უკანონო დისპეჩერი, მათ კლიენტებს ართმევს. 7-8 მძღოლი მივიდა მასთან, უთხრეს, აქიდან წადი და ისევ ძველ ადგილას დაბრუნდიო. ამის გამო გაფიცვები იყო, რომ მოეხედათ მათთვის. არსენა ამბობდა, ვინმემ ხელი არ დამარტყასო. თქვეს, კიდევ მივიდეთო და მივიდნენ. ა-------------–-- აგრესიულად დახვდა. 30-ზე მეტი კაცი მივიდა. ა-------------–--მ ტანზე გაიხადა, კიდევ მოხვედითო? თქვენიო და შეიგინა. კ--–-----------------მ უთხრა, ვის აგინებო, ხელი მხარზე დაადო, იმან გააგრძელა გინება. კალისტრატემ უთხრა, რა გჭირს, შენთან საჩხუბრად არ მოვსულვართ, თუ გინდა, დაგეხმარებით, თუ გიჭირსო. არსენა გორაობდა მიწაზე. დ-----------------–-- იქ არ უნახავს. გ------------ც იყო იქ.

ბრალდებულ ა-–-----------------ს ჩვენების თანახმად, 2----–-–---------- იკრიბებოდნენ, რომ ა-------------–--სთან ნორმალურად ესაუბრათ. ჩხუბი არ უნახავს. არსენას მაისური ჰქონდა გვერდზე გადაწეული, დაზიანება არ ეტყობოდა, იგინებოდა. ბრალდებულებიც იქ იყვნენ. გ-------–--- არ უნახავსგ------------ს უთხრა, დაქოქე მანქანა და გაიყვანე, რად გინდა პრობლემებიო. დ-----------------–-- იმ დღეს 3 საათზე სამტრედიაში შეხვდა, ზუგდიდისკენ მოდიოდა მანქანით. მარტო არსენა იგინებოდა, როცა მივიდა. სადგურზე უთხრეს, ბიჭები არიანო წასული მოლაპარაკებაზე და თვითონაც წავიდა. არსენა ჩხუბობდა, იგინებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა, გ------------ მაშინ შეხვდა, დაქოქე მანქანაო უთხრა, გიამ დაქოქა მანქანა და წავიდა.

მოწმე ზ-----------------ს ჩვენების თანახმად, მაისის დასაწყისში ატყდა ხმაური ავტოგაჩერებაზე. ერთი კაცი იყო ტანზევით შიშველი, დაბალი, მეორე - მაღალი. ისინი ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ხელით იყო შეხება, მაგრამ ხელის დარტყმა არ ყოფილა. დაბალი არ ჩერდებოდა. ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ მაღალი და დაბალი. როგორც მერე გაიგო, მარშუტკის ხაზების ამბავი იყო. მაღალი იყო კ--–-----------------. დაბალი ბაზრის მხარეს დარბოდა, კოტრიალობდა. არავინ რომ არ ეჩხუბებოდა, ისე ვარდებოდა, მთვრალი ეგონა.

სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში.

აღნიშნული დანაშაულის არსებობისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ვინაიდან საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, ხულიგნობის ჩადენა შესაძლებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბრალდების დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები, თავის მხრივ დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან.

ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობის კუთხით აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მოწმეები აღნიშნავენ, რომ დაზარალებულს მიუვარდა რამდენიმე ათეული პირი, რომლებიც ყვიროდნენ და ილანძღებოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარის მოწმეებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ იყო ხმაური, თუმცა ამას აბრალებენ დაზარალებულს. თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, რომ შემთხვევის დღემდე დაზარალებული გაფრთხილებული იყო, რომ უნდა შეეწყვიტა საქმიანობა და რადგან არ შეწყვიტა, საკითხში გასარკვევად მივიდნენ, რომ მათი მოთხოვნა შესრულებულიყო. ასევე დადგენილია, რომ შეიკრიბა ხალხი.

ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში ფიგურირებს ბრალდების მხარის 2 მოწმე, რომელთა შემთხვევის ადგილზე ყოფნა საეჭვო არ არის არც დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით, ვინაიდან ისინი იყვნენ მგზავრები. ეს ფაქტი დადასტურებულია ორივე მხარის მოწმეთა ჩვენებებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მოწმეებს რაიმე კავშირი არ აქვთ დაზარალებულებთან. არც კი იცნობენ მათ და არ გააჩნიათ საქმის ბედთან დაკავშირებით დაინტერესება. მათ არც ბრალდებულების მიმართ აქვს რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება. ამდენად, მოწმეების: ნ----------–----ს და რ--------------ს ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ასეთი დაუინტერესებელი მოწმეები აღნიშნავენ, რომ მიდიოდნენ თბილისში, ატყდა ჩხუბი. ვიღაცამ თქვა, ჩანთები გამოიტანეთო, ვიღაცის ხელი მოხვდა რ--------------ს, იყო აურზაური. მოჩხუბრებიდან ერთ-ერთმა თქა, დღეს მარშუტკა არ გადისო, მძღოლს ეჩხუბებოდნენ. დაზარალებულს ტანზე, ხელზე დაზიანებები ეტყობოდა. მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ასევე იმ ფაქტს, რომ მათმა მისვლამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა და საზოგადოების თავშეყრა. დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. აღნიშნულის კუთხით მნიშვნელოვანია დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც თანხვედრაშია მიუკერძოებელ მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე გარკვეულ ფაქტებთან მიმართებაში ბრალდებულების ჩვენებებთანაც. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ჩვენებებს, რომლებიც ნაკლები სანდოობით ხასიათდება, ვიდრე დაზარალებულების ჩვენებები, რადგან საქმე შეეხება ბრალდებულების პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან, ის ახსნა, რაც ბრალდებულებმა წარმოადგინეს, არ შეესაბამება მოვლენათა კოგიკურ განვითარებას. ბრალდებულები მიუთითებენ, რომ ისინი მივიდნენ დაზარალებულთან იმის მოთხოვნით, რომ შეეწყვიტა საქმიანობა და მათთვის კლიენტების წართმევა, თუმცა, რატომღაც, დაზარალებულს გასჩენია მათი გინების სურვილი, ხოლო მათ გადაუწყვეტიათ, როცა გაიგეს გინება, გაცლოდნენ იქაურობას. ამასთან, შემდგომში თვითონაც აღიარებენ დაზარალებულის გინებას. საინტერესოა, თუ ასე იყო ყველაფერი, მაშინ ვინ გადმოიყვანა მგზავრები ავტომანქანიდან, ვისი ხელი მოხვდა მათ, რატომ იყო შეხლა-შემოხლა და ა.შ. ასევე ალოგიკურია ბრალდებულების განმარტებები, რომ დაზარალებულთან არავინ მისულა და ამის მიუხედავად დაზარალებულმა თვითდაზიანებების მიყენება დაიწყო, კოტრიალობდა მიზეზგარეშე და თვითგვემას ეწეოდა, ხოლო ბრალდებულები ამას შორიდან უყურებდნენ. ამის საპირისპიროდ თავადვე აღიარებენ, რომ კ--–----------------- ა-------------–--ს პირისპირ იდგა, ისინი ერთმანეთს აგინებდნენ და კ--–----------------- ხელითაც შეეხო მას. ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული ბრალდებულების განმარტებები, რომ დ-----------------–-- შემთხვევვის ადგილზე არ ყოფილა, რადგან ამის საწინააღმდეგოს ადასტურებს ის, რომ გამოძიება მისი შეტყობინებით დაიწყო, რომ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომელს დ-----------------–-- ადგილზე დახვდა, ასევე დაზარალებულების ჩვენებები. ამ და სხვა ნაწილებში ბრალდებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, ასევე ერთმანეთის ჩვენებებსაც და მოვლენათა ლოგიკურ განვითარებასაც.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ შეიკრიბა ათობით პირი, იყო შეხლა-შემოხლა, ბრალდებულები აგინებდნენ დაზარალებულს, თავისთავად გულისხმობს, რომ ბრალდებულები გარკვეულწილად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხმაურობდნენ და აწუხებდნენ გარშემომყოფთ, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეების: ა-------------–--ს, დ-----------------–--ს, ნ----------–----ს, რ--------------ს ჩვენებებით, ასევე გ------------ს გამოქვეყნებული ჩვენებით და თავად ბრალდებულების ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულებმა: ს-–--------მ, კ--–-----------------მ და გ-------–---მ ჩაიდინეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. ის, რომ წესრიგის დარღვევა იყო უხეში, დგინდება მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც განმარტავენ, რომ ბრალედებულების დასაშოშმინებლად შეიკრიბა ათობით ადამიანი და გამოძახებული იქნა პოლიცია.

 

3.2. საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა

 

აღნიშნული დანაშაულისათვის დამახასიათებელია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა. აღნიშნულ შემთხვევაში ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი იქცევა როგორც სურს; პირი სჩადის ისეთ ქმედებებს, რითიც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება უგულებელყოფს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს.

მოწმე ა-------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 5 მაისს მიუვარდნენ მძღოლები, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მიატოვეთო საქმიანობა, ხელის გარტყმა იყო. გ-------–---, კ--–-----------------, ა-–-----------, ს-–-------- და სხვები - 30-40 კაცამდე იყვნენ. გაიყვანეთო მანქანები და მიატოვეთო მუშაობა, იძახდნენ. მანქანაში 9-10 კაცი იჯდა, ისინი კ--–-----------------მ და სხვებმა გადმოიყვანეს, წადითო, ხალხი გაოგნებული იყო. ბევრი ხალხი შეიკრიბა. ნუ ურტყამთო, ნუ კლავთო, გამოესარჩლნენ, თუმცა მათ უპასუხეს, მოსაკლავი არის და ვკლავთო. ყველა აგინებდა. კ--–----------------- კიოდა, წიოდა, იგინებოდა და გადმოიყვანა ავტობუსიდან ხალხი. სანია ქირიაც იგინებოდა, ხელიც დაარტყა. შემთხვევის ადგილზე ხალხი მოძრაობდა. მინი ბაზარია იქ ახლოს. მოსულები იძახდნენ, მოკალი, ყოფილი პოლიციის თანამშრომელია, მაგის დედაო.

მოწმე დ-----------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ თავს დაესხნენ, მგზავრები ჩამოყარეს, მგზავრს ხელი დაარტყეს, უხეშად, მხეცურად მოიქცნენ. 30 ცაკი მივიდა გინებით, ეცნენ მანქანას, დაესივნენ, გ------------ს და ა-------------–--ს ხელი დაარტყეს, იგინებოდნენ, ლანძღავდნენ. გ-------–---, სანია ქირია, კ--–----------------- იყვნენ იქ. მგზავრები დაიფანტნენ. ყველა იგინებოდა, ვინც მოდიოდა. უმისამართოდ იგინებოდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავს ვერ აკონტროლებდნენ, ისე იყვნენ გამხეცებულები. გიას მიკროავტობუსიდან კ--–-----------------მ გადმოიყვანა მგზავრები, რის შემდეგ კალისტრატემ ყვირილით და აგრესიული ტონით უთხრა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, შეწყვიტეთ მოძრაობა და რეისს ნუ ახორციელებთ თბილისის მიმართულებითო. კალისტრატე შეეშვა გიას და აგრესიულად მივიდა მასთან, დაუწყო ყვირილი, ხომ გითხარით არ იმუშავოთ, მანქანებს დაგიმტვრევთ, დაგიწვავთ და გცემთო. საჩხუბრად, საგინებლად იყვნენ მოსულები. 5 მაისს რეისები ჩაიშალა. 15 კაცი მანქანაში იყო. სულ 200 კაცამდე იქნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნახა, რომ სამარშუტო მიკროავტობუსის ირგვლივ იყო ჩხუბი. კერძოდ, მათი ავტოსადგურის მძღოლებს სცემდნენ "დაკა ჯორჯიას" და "ავტოტრანსის" მძღოლები. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მძღოლმა დაუყვირა, რომ სწრაფად სამარშუტო მიკროავტობუსი გაეყვანა სადგურიდან. შეეშინდა, სწრაფად მივიდა კართან, გააღო კარი და როდესაც დააპირა ჩაჯდომა, მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც კარი მოქაჩა მისკენ და დააჯახა სახის არეში. კარის დაჯახების დროს წაიქცა და რამდენიმე წამით დაკარგა გონება. როდესაც გონზე მოვიდა, თავზე ადგა რამდენიმე მამაკაცი და ფეხებს ურტყამდნენ ტანის არეში. ტანის არეში ფეხების თითოეული დარტყმის დროს განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. დარტყმის დროს ვერ შეძლო ფეხზე წამოდგომა, რის გამოც შეძვრა სამარშუტო მიკროავტობუსის ქვევით და დაემალა მათ. სამარშუტო მიკროავტობუსის ქვევით იმყოფებოდა ჩხუბის დამთავრებამდე. ნაცემები იყვნენ მათი ავტოსადგურის მძღოლოები და თანამშრომლები. შეიკრიბა ხალხი. მომხდარი ინციდენტის გამო ვერ შეძლო მუშაობის გაგრძელება და ქალაქ თბილისში მგზავრების გადაყვანა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და მოწმე ზ-----------------ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზ-----------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილი არის ხალხმრავალი და ბაზარს ესაზღვრება.

მოწმე ნ----------–----ს ჩვენების მიხედვით, თბილისში მიდიოდა თვითონ და შვილი. ატყდა ჩხუბი. ვიღაცამ თქვა, ჩანთები გამოიტანეთო, ვიღაცის ხელი მოხვდა მის შვილს, აურზაური იყო. შეეშინდათ. მარშუტკაში ისხდნენ. ქალები ისხდნენ მარშუტკაში. ვიღაცამ თქვა, დღეს მარშუტკა არ გადისო. იძახდნენ, რატომ მიდისო ის მარშუტკა. მძღოლი იქ იდგა. მისი შვილი გამოიყვანა, ცუდად იყო და წყალიც დაალევინა. სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოს მასთან მისულმა მამაკაცებმა დაუწყეს ცემა. ისინი მას ურტყამდნენ ხელებს. მისი ცემის დროს შეიკრიბა ხალხი, რომლებიც მათ უყვიროდნენ, რომ არ ეცემათ და დაენებებინათ თავი. სამარშუტო მიკროავტობუსში შემოიხედა უცნობმა მამაკაცმა და დაუყვირა, რომ გადმოსულიყვნენ და დაეცალათ სამარშუტო მიკროავტობუსი. შეეშინდათ, გადმოვიდნენ გარეთ და დადგნენ ოდნავ მოშორებით. ჩხუბის დროს მძღოლის დასახმარებლად მივიდნენ იქვე გაჩერებეული სამარშუტო მიკროავტობუსის სხვა მძღოლებიც, რომლებსაც ასევე დაუწყეს ცემა აღნიშნულმა მამაკაცებმა. დასახმარებლად მისული ერთ-ერთი მამაკაცი წააქციეს ასფალტზე და ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ იქვე შეკრებილმა პირებმა შეძლეს მათი გაშველება. როგორც მოგვიანებით გაიგო, სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი იყო გ------------. ჩხუბის დამთავრების შემდეგ გია და სხვა მძღოლები იძახდნენ, რომ ისინი ცემა ვინმე მახო ეხვაიამ, სანია ქირიამ და გ-------–---მ. მოსულებმა მძღოლებს უთხრეს, რატომ გადიხართო. მარშუტკა არ გაუშვეს, არ წავაო თქვეს.

მოწმე რ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ თბილისში მიდიოდა მარშუტკით თვითონ და დედა. მივიდნენ უცხო პირები, დაიწყო ჩხუბი. გამოდით გარეთ, ტანსაცმელი აიღეთო, შემოვიდნენ და ხელი მოხვდა. მგზავრი იყო 6-7 კაცი. მოსულები ამბობდნენ, ჩამოდით, მარშუტკა არ გავა, გაფიცვააო, არ გავუშვებთო ავტობუსს. სადგურიდან წავიდნენ იმ დღეს თბილისში. მძღოლსაც ეჩხუბებოდნენ. გასაშველებლად ბევრი მივიდა.

ამდენად, ბრალდებულები ერჩოდნენ არა მხოლოდ დაზარალებულებს, არამედ მგზავრებსაც, რომლებსაც მათთვის არაფერი დაუშავებიათ, აპირებდნენ თბილისში მგზავრობას პირად საქმეებზე, თუმცა ბრალდებულებს ჰქონდათ რა გადაწყვეტილი, ხელი შეეშალათ დაზარალებულებისათვის, ასევე ყველანაირი მორალური თუ საზოგადოებაში ურთიერთობის ნორმების დარღვევით შეეხნენ მგზავრებს, ისინი შეძახილებით, მოწოდებებით, ხელის შეხებითაც გადმოიყვანეს მოკროავტობუსიდან, ექცეოდნენ აგრესიულად, არაფერს ეკითხებოდნენ, ხოლო თუ მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მზად იყვნენ, ხელითაც შეხებოდნენ მათ, რაც გააკეთეს კიდეც ერთ-ერთი მგზავრის შემთხვევაში. ასეთი ქცევით ბრალდებულები გამოხატავდნენ აშკარა უპატივცემულობას დაზრალებულების, მიკროავტობუსის მგზავრების, ასევე იქვე მყოფი სხვა ათობით ადამიანის. მათ ჰქონდათ რა რიცხობრივი უპირატესობა, ყველა ზომას მიმართავდნენ საკუთარი მიზნის მისაღწევად და არაფრად აგდებდნენ ქცევის მიღებულ წესებს. ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებები უნდა შეფასდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვად.

 

3.3. ძალადობა

 

ხულიგნობისათვის დამახასიათებელ მესამე ნიშანს წარმოადგენს ქმედების ჩადენა ძალადობით.

მოწმე ა-------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ მას, დ-----------------–--ს და გ------------ს გაარტყეს ხელი. გ-------–---მ, სანია ქირიამ და კ--–-----------------მ დაარტყეს მას, დ-----------------–--ს დაარტყა კ--–-----------------მ, გ------------ს - ს-–--------მ და ა-–-----------მ. ძირს ეგდო, რადგან კ--–-----------------მ წააქცია. სხვებიც ურტყამდნენ ფეხებს. მუშტი დაარტყეს სახეში, თავში. დარტყმის შედეგად ტკივილი იგრძნო. გ------------ს მანქანასთან ცემდნენ, წააქციეს. ა-–----------- და კ--–----------------- ურტყამდნენ. კ--–-----------------მ გადმოიყვანა ავტობუსიდან ხალხი. ს-–--------ც იგინებოდა, ხელიც დაარტყა. ქირიამ და ახალაიამ დაარტყეს ჯერ, მერე - ეხვაიამ. ბრალდებულებს ეუბნებოდა, თქვენ საქმიანობაში ხელს არ გიშლით და ჩვენ რატომ გვაიძულებთო, მივატოვოთ მუშაობა. ამ დროს მივიდა კ--–-----------------, რომელმაც მუშტი ორჯერ დაარტყა სახისა და თავის არეში. მან იმდენად ძლიერად დაარტყა, ვერ შევიკავა თავი და წაიქცა, ხოლო წაქწეულ მდგომარეობაში ყოფნის დროს სამივემ ერთად: კ--–-----------------მ, სანია ქირიამ და გ-------–---მ ცემეს ხელ-ფეხით. სამივე ერთად ურტყამდა ტანის არეში, ხოლო თავზე ხელი ჰქონდა დაფარებული და იცავდა თავს. ეხვაიას დარტყმისას წაიქცა. თვითონაც შეუბრუნა ხელი. რომ ადგა, მერე ცემეს გ------------. ისიც წაიქცა. ფეხზე ურტყამდნენ. დ-----------------–--ც ცემეს. გასისხლიანებული იყო, ზურგიდან სდიოდა სისხლი და უცხო ხალხმა გამოიყვანა.

მოწმე დ-----------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ თავს დაესხნენ, მგზავრები ჩამოყარეს, მგზავრს ხელი დაარტყეს, უხეშად, მხეცურად მოიქცნენ. 30 კაცი მივიდა გინებით, ფეხით შემოვიდნენ, ეცნენ მანქანას, ხალხი ჩამოყარეს, დაესივნენ, გ------------ს და ა-------------–--ს ხელი დაარტყეს, იგინებოდნენ, ლანძღავდნენ. გ-------–---, სანია, ქირია, გია ეხვაია იყვნენ იქ. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თავს ვერ აკონტროლებდნენ., ისე იყვნენ გამხეცებულები. რომ აშველებდა, დაეცა, გია წაქცეული იყო, არსენაც. ცხვირზე დაარტყა კ--–-----------------მ. მანამდე ის სხვას ურტყამდა. ცხვირი დასიებული ჰქონდა, გაშავებული. ყველა ყველას ურტყამდა. გიას მიკროავტობუსიდან კ--–-----------------მ გადმოიყვანა მგზავრები, გ------------ს ერთხელ მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგად გ------------ წაიქცა ადგილზე. ამის შემდეგ კალისტრატე შეეშვა გიას და აგრესიულად მივიდა მასთან და ერთხელ გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც იგრძო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შემდეგ ერთხელ მუშტი დაარტყა მკერდში. ასევე იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნახა, რომ ა-------------–-- წაქცეული იყო ასფალტზე და ცემდა გ-------–--- და ს-–--------. ორივე მათგანი ტანის არეში ურტყამდა ხელ-ფეხს. ინვალიდი ბიჭი იყო კიდევ, რომელიც ამბობდა, მეც დამარტყესო ხელი.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მათი ავტოსადგურის მძღოლებს სცემდნენ "დაკა ჯორჯიას" და "ავტოტრანსის" მძღოლები. უცნობმა მამაკაცმა კარი მოქაჩა მისკენ და დააჯახა სახის არეში. კარის დაჯახების დროს წაიქცა ასფალტე, რამოდენიმე წამით დაკარგა გონება. როდესაც გონზე მოვიდა, თავზე ადგა რამოდენიმე მამაკაცი და ფეხებს ურტყამდნენ ტანის არეში. ტანის არეში ფეხების თითოეული დარტყმის დროს განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. დარტყმის დროს ვერ შეძლო ფეხზე წამოდგომა, რის გამოც შეძვრა სამარშუტო მიკროავტობუსის ქვევით და დაემალა მათ. ნაცემები იყვნენ მათი ავტოსადგურის მძღოლოები და თანამშრომლები.

მოწმე გია გობრონიძის ჩვენების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ-----------------–--ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე თითქმის მის მთლიან ფართზე არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ა-------------–--ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გ------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

მოწმე ნ----------–----ს ჩვენების მიხედვით, ვიღაცის ხელი მოხვდა მის შვილს - რ--------------ს. სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოს მასთან მისულმა მამაკაცებმა დაუწყეს ცემა, ისინი მას ურტყამდნენ ხელებს. ჩხუბის დროს მძღოლის დასახმარებლად მივიდნენ იქვე გაჩერებეული სამარშუტო მიკროავტობუსის სხვა მძღოლებიც, რომლებსაც ასევე დაუწყეს ცემა აღნიშნულმა მამაკაცებმა. დასახმარებლად მისული ერთ-ერთი მამაკაცი წააქციეს ასფალტზე და ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. როგორც მოგვიანებით გაიგო, სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი იყო გ------------. ჩხუბის დამთავრების შემდეგ გია და სხვა მძღოლები იძახდნენ, რომ ისინი ცემა ვინმე მახო ეხვაიამ, სანია ქირიამ და გ-------–---მ.

მოწმე რ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ხელი მოხვდა. მძღოლსაც ეჩხუბებოდნენ. მძღოლის ტანზე, ხელზე დაზიანებები ეტყობოდა. ჩანთა, რომ ჩამოქონდა, მაშინ დაარტყეს სახეზე. მძღოლზე თქვეს, გია ქვიაო.

მოწმე მ----–-–-----–--ს ჩვენების თანახმად, დ-----------------–--ს ცხვირზე ნაკაწრი ეტყობოდა, ა-------------–--ს ზურგზე ეტყობოდა დაზიანება. გ------------საც ჰქონდა დაზიანება.

ბრალდებულ კ--–-----------------ს ჩვენების თანახმად, იყო შეხლა-შემოხლა. არ ახსოვს, დაარტყა თუ არა. ხელით გაწევ-გამოწვევა იყო. არ დაურტყამს. არსენა დავარდა მიწაზე, იფორთხიალა. მის გარდა სხვებს არ ჰქონიათ ა-------------–--სთან შეხება. მან ა-------------–--ს შეაფურთხა, დაუჯიკავა მხარზე და გავიდა გვერდზე, არსენა დაწვა და შევარდა მანქანის ქვეშ, მიშველეთო. რომ შეაფურთხა, გინება გაგრძელდა და ამიტომ დატოვა იქაურობა, რომ აზრი არ ჰქონდა საუბარს, მხოლოდ დაუჯიკავა, გასწია და წავიდა.

ბრალდებულ ბ-------------ს ჩვენების თანახმად, კ--–-----------------მ ა-------------–-- გასწია გვერდზე ხელით. არსენამ დაიგორა თავი. არსენა კოტრიალობდა. ეუბნებოდნენ, ადექი, სირცხვილია, არ შეიძლება ასე, საჩხუბრად არ ვართო. ადგა და გაიქცა. ახალაია გია აშველებდა. ს-–-------- არ იყო იქ ახლოს. იქ ჩხუბი და გარტყმა არ ყოფილა.

ბრალდებლულ ს-–--------ს ჩვენების თანახმად, არც ერთ ბრალდებულს არ გაურტყამს ხელი ა-------------–--სთვის. ხელის დარტყმა არ უნახავს. იქ რომ ყოფილიყო, არსენას გაუხეთქავდა თავს. დარტყმა არ შეუძლია.

ბრალდებულ გ-------–--ს ჩვენების თანახმად, კ--–-----------------მ ხელი მხარზე დაადო ა-------------–--ს, გასწია არსენა.

მოწმე ზ-----------------ს ჩვენების თანახმად, ერთი იყო ტანზე შიშველი, დაბალი, მეორე - მაღალი. ისინი ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ხელით იყო შეხება. ხელის დარტყმა არ ყოფილა. ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ მაღალი და დაბალი. მაღალი იყო კ--–-----------------.

ძალადობაში იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.

ის, რომ ბრალდებულებმა: გ-------–---მ, ს-–--------მ და კალიტრატე ეხვაიამ დაზარალებულების მიმართ განახორციელეს ძალადობა და აღნიშნული ძალადობის შემდეგ დაზარალებულებმა მიიღეს სხეულის დაზიანება, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.

 

3.4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებთ ჯგუფის მიერ. სსკ–ის 27–ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა 2 ან მეტი ამსრულებელი. იმავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა: ა-------------–--ს, რ--------------ს, ნ----------–----ს, ასევე ბრალდებულების ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ერთად მოვიდნენ. ამასთან, ბრალდებულების ჩვენებებით დადგენილია, რომ წინასწარ შეთანხმდნენ, მისულიყვნენ ა-------------–--სთან და აუცილებელი გზების გამოყენებით მიეღწიათ იმისთვის, რომ მას შეეწყვიტა საქმიანობა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე თავად ბრალდებულების ჩვენებებით, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ერთად გადაწყვიტეს მისულიყვნენ დაზარალებულებთან პასუხის მოსათხოვად, ასევე შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენებით, ბრალდებულების მოქმედების თანმიმვდერულობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულები: კ--–-----------------, ს-–-------- და გ-------–--- მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა.

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის განწყობის გარეგან დემონსტრირებაში. პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება უგულებელყოფს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ქცევის წესებს.

დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულებს გაცნობიერებული, ჰქონდათ, რომ ძალადობით სჩადიოდნენ ისეთ ქმედებას, რომლითაც არაფრად აგდებდნენ შეკრებილ საზოგადოებას, სურდათ თავიანთი სურვილების უპირატესობის, მათი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგომის დემონსტრირება, ასევე გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ასეთი ქმედებით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არაფერს აკეთებდნენ ამის თავიდან ასაცილებლად.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა: კ--–-----------------მ, ს-–--------მ და გ-------–---მ ჩაიდინეს ხულიგონობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავას საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას, ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა. დაცვის მხარე თითქოს მიანიშნებდა იმაზე, რომ ბრალდებულები ითხოვდნენ დაზარალებულების უკანონო ქმედების აღკვეთას და ამით საკუთარი კანონიერი საქმიანობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას, თუმცა აღნიშნული გარემოება საკმარისად ვერ იქნა დასაბუთებული. კერძოდ, არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მასალა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებისგან განსხვავებულ ვითარებაში იყვნენ და მათ დაცული ჰქონდათ ყველა ის ნორმა, რაც არეგულირებს საქალაქთაშორისო გადაყვანის საკითხებს. ასეც რომ ყოფილიყო, არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ბრალდებულებმა მიმართეს ყველა შესაძლო სამართლებრივ ზომებს: მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის სამსახურს, პარლამენტს, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას, შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს ან სხვა შესაბამის ორგანოს დაზარალებულების სავარაუდოდ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. მართალია, ბრალდებულები აღნიშნავენ, რომ აქციები გამართეს 2 დღის წინ მერიასთან, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არ ყოფილა წარმოდგენილი, რის გამოც უცნობია იყო თუ არა ზუსტად იმ დროს აქციები ზუსტად იმ ადგილას, რაზეც ბრალდებულები მიუთითებენ. ასევე უცნობია იმ აქციის მოთხოვნები უკავშირდებოდა თუ არა დაზარალებულებს თუ რამე სხვა საკითხებს. ამასთან, აქციები არ არის ის სამართლებრივ იგზა, რომელსაც პირველ რიგში უნდა მიმართოს მოქალაქეებმა დარღვეული უფლების აღსადგენად, ხოლო სხვა გზებიც რომ იქნა გამოყენებული, ეს არ დასტურდება არაფრით. ამდენად, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება დაცვის მხარემ ვერ გამოკვეთა, რის გამოც ბრალდებულების ქმედებები მიჩნეულ უნდა იქნეს მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების: კ--–-----------------ს, ს-–--------ს და გ-------–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულების ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ბრალდებულები ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

ბრალდებულ გ-------–---ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა. ბრალდებულ ს-–--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს მისი მონაწილეობა როგორც ა-------------–--ს, ასევე დ-----------------–--ს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. ბრალდებულ კ--–-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს მისი აქტიურობა უშუალოდ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განვითარებულ, დაზარალებულთან ურთიერთობის დაძაბვაში, წამყვანი როლი ბრალდებულების მიერ ქმედებების ჩადენაში, ასევე მისი მონაწილეობა როგორც სამივე დაზარალებულის, ასევე მიკროავტობუსის მგზავრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედბებში.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (განზრახვა), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (საკუთარი სურვილების ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დაყენება), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (საზოგადოების თავშეყრის ადგილას გინება, რამდენიმე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა, მიკროავტობუსიდან ხალხის გადმოყრა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულების ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (ბრალდებულები ქმედების ჩადენამდე არ ყოფილან ნასამართლევები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (დაზარალებულებთან კონფლიქტური ურთიერთობა გრძელდება), მსჯავრდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. ამასთან, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულ კ--–-----------------ს მიერ ჩადენილი ქმედების, ბრალდებულის პიროვნების და დანაშაულებრივ ქმედებაში მისი როლის, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მინიმალური ოდენობით.

რაც შეეხებათ ბრალდებულებს: ს-–--------ს და გ-------–---ს, მათ მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულების პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ვითარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ქმედება, რაც მიზანშეუწონელს ხდის ერთჯერადად მოსახდელი სასჯელის სახის გამოყენებას და დღის წესრიგში აყენებს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსახდელი სასჯელის გამოყენების აუცილებლობას, რათა უკეთ მოხდეს ჩადენილი ქმედების გაანალიზება და მისი პრევენცია. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის საკმარისია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება. ამასთან, ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით ის გამოყენებულ უნდა იქნეს მაქსიმალური ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულებს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოთ დაკავებულად ყოფნის პერიოდი, რაც ბრალდებულების: ს-–--------ს და გ-------–---ს შემთხვევაში გადაყვენილ უნდა იქნეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან კ--–----------------- მსჯავრდებულია სხვა საქმეზე, რომელზე მიღებული განაჩენიც გასაჩივრებულია და უკვე სხვა საქმეზე განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა, მისი ხელახლა დაკავება ვერ მოხდება და მისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ამ განაჩენის გამოტანის მომენტიდან.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ წარმოადგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დგინდება, რომ ბრალდებულ კ--–-----------------ს მიმართ დადგა გამამტყუვნებელი განაჩენი აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პირობებში, რის გამოც 3000 ლარის ამოღების მიზნით ბაჩუკი ახალაიას (პ/ნ 19001025509) საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 4-.11.03.1--- აღსასრულებლად უნდა მიექცეს ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სხვა ნაწილში იმავე ქონებისთვის დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის შემდეგ.

 

III. ნივთის დაზიანება

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2----–-–----------, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ-----------–---------–--------------ში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დ-----------------–--, გ------------ და ა-------------–--, რომლებსაც მიკროავტობუსებით უნდა განეხორციელებინათ მარშრუტები ქ. ზუგდიდიდან ქ. თბილისის მიმართულებით, რა დროსაც მათთან მივიდნენ კ--–-----------------, გ-------–---, ს-–--------, ა-–----------- და ბ-------------, რომლებმაც ხმამაღალი ყვირილით მოსთხოვეს მათ არ განეხოციელებინათ მარშრუტი და შეეწყვიტათ საქმიანობა, ამასთან სამარშრუტო მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები აიძულეს ჩამოსულიყვნენ ავტომობილიდან, რა დროსაც კ--–-----------------მ, ა-–-----------მ, გ-------–---მ და ს-–--------მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა დ-----------------–--ს, ა-------------–--ს და გ------------ს, კერძოდ, კ--–-----------------მ დაარტყა ხელი გ------------ს სახის არეში, ხოლო დ-----------------–--ს დაარტყა ხელი სახისა და მკერდის არეში, რის შემდეგაც ორჯერ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში ა-------------–--ს. ასევე, ს-–--------მ და გ-------–---მ წაქცეულ ა-------------–--ს დაარტყეს ხელი და ფეხი ტანის არეში, ხოლო ა-–-----------მ დაარტყა ფეხი გ------------ს ტანის არეში. ამასთან, ბ-------------მ დაარტყა მუშტი გ------------ს მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსის (სახელმწიფო ნომრით UU-045-VV) წინა საქარე მინას და დააზიანა იგი, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მესაკუთრეს ავთანდილ ბიბლაიას მიადგა 180(ასოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2----–-–----------, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ-----------–---------–--------------ში ბ-------------მ დაარტყა მუშტი გ------------ს მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსის (სახელმწიფო ნომრით UU-045-VV) წინა საქარე მინას და დააზიანა იგი, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მესაკუთრე ავთანდილ ბიბლაიას მიადგა 180 (ასოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. სხვისი ნივთის დაზიანება

 

სსკ-ის 187-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა მოითხოვს სხვისი ნივთის დაზიანებას. იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა არსებობდეს, უნდა დადგინდეს, რომ დანაშაულის საგანი არის ნივთი, ის არის სხვისი და ის დაზიანდა.

მოწმე ა-------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–-–---------- მიქავა ბაჩუკიმ მანქანის წინა სარკეს დაარტყა მუშტი და მინა დააზიანა. მანამდეც შეიძლება დაზიანება ჰქონდა მანქანას, მაგრამ ის ახალი ბზარი იყო მინაზე დარტყმის შედეგად.

მოწმე დ-----------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ სპრინტერი დაზიანდა წინა საქარე შუშაზე მუშტის დარტყმის შედეგად, შუშა მრგვლად იყო გაბზარული. ნახა, რომ ბ-------------მ ხელის მუშტი დაარტყა გ------------ს მიკროავტობუსის წინა საქარე მინას, რომელის დაზიანდა და გაიბზარა რამდენიმე ადგილზე. მანამდე დაზიანება მინას არ ჰქონდა. ავტომანქანის მეპატრონემაც იგივე უთხრა.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ჩხუბის დამთავრების შემდეგ დაათვალიერა სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომლსაც დაზიანებული ჰქონდა წინა საქარე მინა. ჩხუბის დროს დაზიანდა ავტომანქანის საქარე მინა, რომლის ღირებულება შეადგენს 200 ლარს.

მოწმე პაატა ჯანჯღავას ჩვენების თანახმად, დაათვალიერა მერსედესის მანქანა, რომლის საქარე მინაზე მარცხენა ქვედა ნაწილში დაზიანება ჰქონდა.

მოწმე ავთანდილ ბიბლაიას ჩვენების მიხედვით, ავტომანქანა "მერსედეს სპრინტერი" იყო მისი და გადასცა გ------------ს მინდობილობით. ავტომანქანას წინა მინაზე შესამჩნევი დაზიანება არ ჰქონია. ტექნიკური შემოწმებაც გავლილი ჰქონდა ავტომანქანას. სანამ გადაცემდა ავტომანქანას გია თდუას, 20-15 დღით ადრე გაიარა შემოწმება. ბოლოს ავტომანქანა გაყიდა. გაყიდვისას მინაზე ეტყობოდა დაზიანება. მინა გაბზარული იყო მძღოლის მხარეს ქვევით, მაგრამ თუ არ დააკვირდებოდი, არ ემჩნეოდა. როცა ჩაბარდა ავტომანქანა გამოძიების განმავლობაში, მინა მეტად იყო დაზიანებული.

მოწმე მ----–-–-----–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ამოიღო ავტომანქანა, რომელსაც წინ საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული.

მოწმე ესმა თამაზოღლის ჩვენების თანახმად, გალიდან ჩამოვიდა და თბილისში მიდიოდა. 15 ლარი გადაიხადა მგზავრობის ფული და ელოდა გასვლას. ბ------------- აშველებდა მოსაუბრეებს. ბ------------- ავტომანქანასთან ახლოს არ მისულა. ბაჩუკი მარტო მივიდა სანაპიროს მხრიდან. ბაჩუკი რომ მივიდა, ჩხუბი დაწყებული იყო. ბაჩუკი იყო იქ 2-3 წუთით. ის მისი ხედვიდან არ გასულა, გარეთ იდგა. ბოლოს ბაჩუკი ბიჭებს გაყვა. ავტომანქანის დაზიანება არ უნახავს. ავტომანქანასთან არავინ მისულა. მარშუტკის წინ არაფერი ხდებოდა. ბ------------- მარშუტკის უკან იყო.

მოწმე ილონა ძერიას ჩვენების მიხედვით, 5 მაისს დილით თბილისის მარშუტკაში ჩადო ჩანთები. 15 ლარი გადაუხადა მძღოლს. ბ------------- ჩანთების ჩალაგებაში დაეხმარა. რომ მივიდნენ, ბაჩუკი იქ იდგა. მიკროავტობუსი დაზიანებული არ ყოფილა.

ბრალდებულ კ--–-----------------ს ჩვენების თანახმად, ავტომანქანის შუშა იყო გაბზარული. არ იცის როდის გაიბზარა.

ბრალდებულ ბ-------------ს ჩვენების მიხედვით, ავტომანქანის მინა მანამდე უკვე დაზიანებული იყო, მძღოლის მხარეს იყო გაბზარული. მანამდეც უნახავს ეს მაქნანა და მანამდეც ჰქონდა ეს დაზიანება.

ბრალდებულ ა-–-----------------ს ჩვენების თანახმად, გ------------ს ავტომანქანის ყიდვა უნდოდა და იცის, რომ სარკე ჰქონდა მანამდე გაბზარული.

მოწმე ლაშა დიდიძის ჩვენების მიხედვით, ავტომანქანების გაჩერებასთან ნახა ბ-------------. ბაჩუკი მარტო იყო. იქ ბიჭები ლაპარაკობდნენ. შელაპარაკება მოხდა. ბაჩუკი არ იღებდა მონაწილეობას ჩხუბში, მას ელაპარაკებოდა. თვითონ და ბაჩუკი მოშორებით იდგნენ. ინციდენტის ამოწურვის მერე წავიდნენ. ბაჩუკის რომ ელაპრაკებოდა, მერე დაიწყო ხმაური. თვითონ რომ წავიდა, ბაჩუკიც წავიდა. ცოტა გარეთ იდგნენ, გაჩერებაზე არ შესულა.

მოწმე ზ-----------------ს ჩვენების თანახმად, მაისის დასაწყისში ბ------------- შეხვდა. ატყდა ხმაური ავტოგაჩერებაზე. თვითონ, ბაჩუკი და ლაშა დიდიძე წავიდნენ იქითკენ. მერე ბაჩუკიმ მიიყვანა მარშუტკამდე. ბაჩუკი მათ გვერდით იყო სულ. თეთრი ფერის მარშუტკის გვერდით იდგნენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-149-ე მუხლების თანახმად, ავტომანქანა წარმოადგენს ნივთს. ის, რომ აღნიშნული არ ეკუთვნის ბრალდებულს და ის სხვისი საკუთრებაა, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. რაც შეეხება ნივთის დაზიანებას, ის გულისხმობს ქონების თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ნივთის განადგურებისგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, ნივთის დაზიანების შემთხვევაში, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება ავტომანქანის დაზიანებას, რომლის შეკეთება შესაძლებელია, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მოხდა სხვისი ნივთის დაზიანება.

განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთის საპირისპირო მტკიცებულებები წარმოადგინეს მხარეებმა, რის გამოც აუცილებელია მათი სანდოობის საკითხის გარკვევა. ამ თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა ესმა თამაზოღლის, ილონა ძერიას, ლაშა დიდიძისა და ზ-----------------ს, ასევე ბრალდებულის ჩვენებებს, ვინაიდან ისინი არ არის თანმიმდევრული და არ მოდის შესაბამისობაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, საქმის ბედით დაუინტერესებელი მოწმეების - მიკროავტობუსის მგზავრების ჩვენებებთან, ასევე დაზარალებულების ჩვენებებთან, ასევე გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ერთმანეთსაც და აშკარად გაუგებრად გადმოსცემს საქმის ვითარებას. ეს განსაკუთრებით ითქმის მოწმე ილონა ძერიას ჩვენებაზე. ამასთან, აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ეწინააღმდეგება თავად ბრალდებულის ჩვენებას, რომელიც აღიარებს, რომ აგინებდა ა-------------–--ს და ამბობს, რომ ამშვიდებდა და აწყნარებდა მას მაშინ, როცა მოწმეების ჩვენებების მიხედვით, ბ------------- მოშორებით იყო და შეხება არ ჰქონია მოჩხუბრებთან. ამისაგან განსხვავებით ბრალდების მხარის მოწმეები ბ-------------ს მონაწილეობის თაობაზე ურთიერთწინააღმდეგობრივ ჩვენებებს არ იძლევიან, რის გამოც გასაზიარებელია ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები. მით უფრო, რომ ის დადასტურებულია ასევე ექსპერტიზის დასკვნით, უდავოდ ცნობილი ავტომანქანით, მისი მესაკუთრისა და მძღოლის ჩვენებებით. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ წინა საქარე მინა მანამდეც იყო გაბზარული, რაც არ არის გამორიცხული, თუმცა ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულის ხელის დარტყმის შედეგად უფრო მეტად არ დაზიანდა მინა. მოწმები მიუთითებსნ მანამდე შედარებით შეუმჩნეველი ბზარის არსებობაზე, ხოლო ხელის დარტყმის შემდეგ მუშტისმაგვარი მრგვალი ფორმით შესამჩნევი დაზიანების გაჩენაზე. ამდენად იმის მითითება, რომ მინა მანამდეც იყო შედარებით მცირედ დაზიანებული, არ გამორიცხავს მინის უფრო მეტად დაზიანებას ხელის დარტყმის შედეგად, რაც დღის წესრიგში დააყენებდა მინის უფრო ახლო მომავალში გამოცვლის აუცილებლობას ბზარების დროთა განმავლობაში გაზრდის გარდუვალობის გამო.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც თანმიმდევრულად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს დადასტურებულია, რომ ბ-------------მ მუშტის დარტყმით დააზიანა ავტომანქანის საქარე მინა. ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბ-------------მ დააზიანა სხვისი ნივთი.

 

3.2. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას კანონმდებელი განმარტავს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვან ზიან გამოხატავს განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.

იმისათვის, რომ დადგინდეს, ქონების დაზიანების შედეგად მის მესაკუთრეს მიადგა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, აუცილებელია ქონების შეფასება, რაც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და სასაქონლო ექსპერტიზას.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გ------------ს ჩვენების თანახმად ჩხუბის დროს დაზიანდა ავტომანქანის საქარე მინა, რომლის ღირებულება შეადგენს 200 ლარს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ ავთანდილ ბურჯალიანის და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაადასტურა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნა, რომ წინა საქარე მინის ღირებულებაა 180 ლარი. აქიდან მინის ღირებულებაა 140 ლარი, ხოლო ჩასმის - 40 ლარი.

მართალია, უშუალოდ ნივთის ღირებულება 140 ლარია, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის გამოცვლის ხარჯიც - 40 ლარის უნდა იქნეს ჩათვლილი ზიანის ოდენობაში, ვინაიდან წინა საქარე მინის გამოცვლა ყველას თავად არ შეუძლია და ის მოითხოვს შესაბამისი ცოდნის მქონე პირების დახმარებას, რაც ასევე დაკავშირებულია ხარჯებთან, ხოლო მათ გარეშე ნივთის აღდგენა ვერ მოხდება. ამდენად, ნივთის დაზიანებით დაზარალებულს იმ ოდენობით ზიანი მიადგა, რა თანხის დახარჯვაც მას მოუწევს ნივთის აღსადგენად. ყოველივე აქედან გამომდინარე, სასამაქრთლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარის მიერ სადავო არ გამხდარა დაზიანებული ნივთის ღირებულება და ის ფაქტი, რომ აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ხელის დარტყმით არღვევდა სხვისი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებას, აცნობიერებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ - მართლსაწინააღმდეგო - ქმედებას და იმავდროულად ითვალისწინებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანი, თუმცა აქტიურად მოქმედებდა ამ შედეგის მისაღებად. ამდენად, დადგენილია, რომ ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლი აწესებს სასჯელს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებით დადგენილია, რომ ბ-------------მ ჩაიდინა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ბ-------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარმოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა.

ბ-------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულის შეჩერება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (სხვისი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ხელის დარტყმით ავტომანქანის წინა საქარე მინის დაზიანება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (180 ლარის ზიანის გამოწვევა), ბრალდებულების წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ასოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ვითარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ქმედება, რაც მიზანშეუწონელს ხდის ერთჯერადად მოსახდელი სასჯელის სახის გამოყენებას და დღის წესრიგში აყენებს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსახდელი სასჯელის გამოყენების აუცილებლობას, რათა უკეთ მოხდეს ჩადენილი ქმედების გაანალიზება და მისი პრევენცია. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის საკმარისია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი ავტომანქანა უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-

274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–----------- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ა-–-----------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის №12/557-18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში (საკადასტრო კოდი 4-.11.03.1---, მოეხსნას ყადაღა ა-–-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის ნაწილში განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

გამართლებულ ა-–-----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

ბ------------- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ბ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

ბ-------------ს მოსახდელი სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით, რაც უტოლდება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 საათს.

ბ-------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის №12/557-18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში (საკადასტრო კოდი 4-.11.03.1---, მოეხსნას ყადაღა ბ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის ნაწილში განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

გ-------–--- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

გ-------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

გ-------–---ს მოსახდელი სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით, რაც უტოლდება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 საათს.

გ-------–---სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის №12/557-18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში (საკადასტრო კოდი 4-.11.03.1---, მოეხსნას ყადაღა გ-------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის ნაწილში განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

ს-–-------- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ს-–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

ს-–--------ს მოსახდელი სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით, რაც უტოლდება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 საათს.

ს-–--------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის №12/557-18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში (საკადასტრო კოდი 4-.11.03.1---, მოეხსნას ყადაღა ს-–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის ნაწილში განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

კ--–----------------- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

კ--–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

კ--–-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 8 მაისის ჩათვლით.

კ--–-----------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით შეფარდებული 3000 ლარის ამოღების მიზნით ბაჩუკი ახალაიას (პ/ნ 19001025509) საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 4-.11.03.1--- აღსასრულებლად მიექცეს ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება - მიკროავტობუსი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია