გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №-/6749-19
14 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - იმ----------------–---–-
წარმომადგენელი - გ-----------------
მოპასუხე - სსიპ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №-12 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - ა---------–---–-
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს იმ----------------–---–-ს მიერ გა---------------------–-----------–----–--------–-–ი (ამჟამინდელი სსიპ ნი----–-------------–---–--------–--------------–-------------------------–ა) 2000 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი, ს.ფ. 97-101).
მოსარჩელის განმარტებით, იმ----------------–---–- 1991 წლის სექტემბერში ჩაირიცხა სსიპ ნი----–-------------–---–--------–--------------–-------------------------–აში. 9 კლასის დასრულების შემდეგ მან ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება, გამოვიდა სკოლიდან, დაიწყო მუშაობა და მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მოსარჩელის განმარტებით, 9 კლასის დამამთავრებელი ატესტატის ასლი აქვს, თუმცა
ესაჭიროება დედანი სამსახურში წარსადგენად, რაც იუსტიციის სახლის არქივში ვერ მოიძებნა. მან მოითხოვა 9 კლასის დამამთავრებელი ატესტატის გაცემა, რაზეც ეთქვა უარი. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ მე-9 კლასში სწავლების ფაქტს ადასტურებს თავად სკოლის დირექტორი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს სწავლის ფაქტის აღიარებას, რის საფუძველზეც შემდგომ იუსტიციის სახლი გასცემს ატესტატს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ნ-----–-------------–---–--------–---------–--------–-------------------------–-ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სცნო სარჩელი და დაეთანხმა იმ----------------–---–-ს მიერ 2000 წელს გარდაბნის რაიონის, ში----------–----–--------–-ს (ამჟამინდელი სსიპ ნი----–-------------–---–--------–--------------–-------------------------–ა) არასრული კურსის დასრულებისა და მასზე არასრული საშუალო განათლების ატესტატის გაცემის ფაქტს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ ში----------–----–--------–-ს დირექტორის 1998 წლის 22 მაისის №- ბრძანების საფუძველზე დაშვებულ იქნენ გადასაყვან გამოცდებზე VII კლასის მოსწავლეები, მათ შორის, ი----ა ბ---–----ს ძე ტ---------–---–ი.
ასევე დადგენილია, რომ ში----------–----–--------–-ს დირექტორის 2000 წლის 14 მარტის №- ბრძანებით სკოლის IX კლასის მოსწავლეებს, მათ შორის, ი-----------------–---–ს მიეცა გაფრთხილება.
სსიპ ნ-----–-------------–---–--------–---------–--------–-------------------------–-ს დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს №M---------------- ცნობით დადასტურებულია იმ----------------–---–-ს (პ/ნ 1----------) შინდისის საშუალო სკოლაში სწავლების ფაქტი, თუმცა ინფორმაცია მისი სკოლაში ჩარიცხვის და მე-9 კლასის დამთავრების შესახებ არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1998 წლის 22 მაისის №- ბრძანება (ს.ფ. 19-20);
- 2000 წლის 14 მარტის №- ბრძანება (ს.ფ 18);
- სსიპ ნ-----–-------------–---–--------–---------–--------–-------------------------–-ს დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს №M---------------- ცნობა (ს.ფ. 17).
4.1.2. დადგენილია, რომ 2000 წლის 28 ივნისს იმ----------------–---–-ს სახელზე გაიცა საბოლოო შეფასების უწყისი, რომლითაც დგინდება, რომ მან დაამთავრა ში---------- ბა------–---–----------–----–--------–-ს არასრული კურსი. ი-----------------–---–მა გავლილ საგნებში მიიღო შეფასებები - „დამაკმაყოფილებელი“, „კარგი“ და „ფრიადი“
დადგენილია, რომ სკოლის დირექტორის მიერ 2000 წელს გაცემულ იქნა არასრული საშუალო განათლების მოწმობები: №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, №4-----, სულ 23 ცალად. თანდართულ სიაში მე-18 ნომრად მითითებულია არასრული საშუალო განათლების მოწმობის №4------ის 1 (ერთ) ცალად გაცემის ფაქტი ი. ბ. ტ---------–---–ზე, რომელმაც დაამთავრა ცხრა კლასი.
საქმეში წარმოდგენილი 2000 წელს გაცემული AG №4----- არასრული საშუალო განათლების მოწმობის ასლით დგინდება, რომ ი----ა ბ---–----ს ძე ტ---------–---–მა (დაბ. 1----–--–-) 2000 წელს დაამთავრა გარდაბნის რაიონის, სოფ. ში---------- ბარათაშვილის სახელობის ზოგადი საგანმანათლებლო საბაზო სკოლის არასრული კურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბოლოო შეფასების უწყისი (ს.ფ. 64-65);
- მიმართვა, თანდართული სია (ს.ფ. 86-87);
- არასრული საშუალო განათლების მოწმობის ასლი (ს.ფ. 62-63).
4.1.3. სსიპ ნი----–-------------–---–--------–--------------–-------------------------–ის 2019 წლის 30 მარტის №M---------------- წერილით დგინდება, რომ სკოლის მიერ ვერ ხდებოდა ი----ა ბ---–----ს ძე ტ---------–---–ის ატესტატის გაცემის ფაქტის შესაბამისი ცნობით დადასტურება, ვინაიდან არ არსებობდა ბრძანება საბაზო საფეხურის დასრულების, ასევე, არქივის არარსებობის გამო არ იძებნებოდა სკოლაში ატესტატის გაცემის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ნი----–-------------–---–--------–--------------–-------------------------–ის 2019 წლის 30 მარტის №M---------------- წერილი (ს.ფ. 68).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე - სსიპ ნ-----–-------------–---–--------–---------–--------–-------------------------–-ს წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი სცნო.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული წარმოებისას სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად ი-----------------–---–მა მიიღო საბაზო ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე. ხოლო 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე იმუშაოს, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით გარანტირებული უფლება - შრომის თავისუფლება, ასევე, 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება - განათლების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ 2000 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ი-----------------–---–მა დაძლია საბაზო ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე გაცემულია არასრული საშუალო განათლების მოწმობა.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სებულების (ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის
მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტით გათვალისწინებულია ზოგადი განათლების საფეხურები, კერძოდ, საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი). ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს: ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნულის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ამავე მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
7.3. სასამართლო, ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო ზოგადი განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ გარდაბნის რაიონის, ში----------–----–--------–-ს (ამჟამინდელი სსიპ ნი----–-------------–---–--------–--------------–-------------------------–ა) 2000 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რომლის საფუძველზე გაცემულია არასრული საშუალო განათლების მოწმობა №4-----.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება იმ----------------–---–-ს მიერ გა---------------------–-----------–----–--------–-–ი (ამჟამინდელი სსიპ ნი----–-------------–---–--------–--------------–-------------------------–ა) 2000 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი; ასევე დადგენილია, რომ მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. იმ----------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებული იქნეს იმ----------------–---–-ს მიერ გა---------------------–-----------–----–--------–-–ი (ამჟამინდელი სსიპ ნი----–-------------–---–--------–--------------–-------------------------–ა) 2000 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. გ-----------------ს დაუბრუნდეს იმ----------------–---–-ს სარჩელზე 2019 წლის 29 აგვისტოს ს.ს. „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება №0, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: მიმღები ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ნანა აფციაური