გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.02.2020
საქმის ნომერი
080210119003262348
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210119003262348

#2/2861-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.02.2020 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ო;

წარმომადგენელი - გ-------------ე;

მოპასუხე - ზ----------------ე;

წარმომადგენელი- გ-----------------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 ივლისის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2169,93 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 991,58 ლარი, პროცენტი 446,56 ლარი, პირგასამტეხლო 731,79 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 ივლისის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 754,56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 465,70 ლარი, პროცენტი 130,38 ლარი, პირგასამტეხლო 158,48 ლარი.

 

1.3. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 აპრილის #2------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 168,83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 100 ლარი, პროცენტი 13,60 ლარი, პირგასამტეხლო 55,23 ლარი.

 

1.4. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 აპრილის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 472,30 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 233,78 ლარი, პროცენტი 65,99 ლარი, პირგასამტეხლო 172,53 ლარი.

 

1.5. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 აპრილის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1177,52 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 700 ლარი, პროცენტი 95,20 ლარი, პირგასამტეხლო 382,32 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ლ----ოს და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 26 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 3------, მსესხებელზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, დაფარვის თარიღი 2022 წლის 26 ივლისი. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 26 რიცხვში 62.59 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 26 ოქტომბრიდან და აღარ მომხდარა თანხის გადახდა. აღნიშნული სესხის დასაფარად მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 167 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 8.42 ლარი, პროცენტი 117.58 ლარი, ჯარიმა 41 ლარი. 2019 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 26 ივლისის სეხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2169.93 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 991.58 ლარი, პროცენტი 446.56 ლარი, ჯარიმა 731.79 ლარი.

 

შპს „ლ----ოს“ და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 26 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 3------. მსესხებელზე გაიცა სესხი 575 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტრო სარეგებელი განისაზღვრა 71.18 %-ით. დაფარვის თარიღი 2019 წლის 26 ივლისი. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 26 რიცხვში, 68.02 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 26 ოქტომბრიდან და აღარ მომხდარა გადახდა. აღნიშნული სესხის დასაფარად მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 425.8 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 109.3 ლარი, პროცენტი 98.23 ლარი, ჯარიმა 218 ლარი. 2019 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 26 ივლისის სეხის ხელშეკრულებიდან # 3------ გამომდინარე ერიცხება დავალიანება 754.56 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 465.70 ლარი, პროცენტი 130.38 ლარი, ჯარიმა 158.48 ლარი.

 

შპს ლ----ოს და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 13 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 2------. მსესხებელზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, დაფარვის თარიღი 2018 წლის 13 მაისი. სესხის დაფარა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 13 რიცხვში 113.6 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 18 ოქტომბრიდან და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. აღნიშნული სესხის დასაფარად მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 0.8 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 0 ლარი, პროცენტი 0 ლარი, ჯარიმა 0.8 ლარი. 2019 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 13 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან # 2------ გამომდინარე ერიცხება დავალიანება 168.83 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა 100 ლარი, პროცენტი 13.60 ლარი, ჯარიმა 55.23 ლარი.

 

შპს ლ----ოს და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 13 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 2021833. მსესხებელზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, დაფარვის თარიღი 2019 წლის 18 აპრილი. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 18 რიცხვში 49.9 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 18 ნოემბრიდან და აღარ მომხდარა გადახდა. აღნიშნული სესხის დასაფარად მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 321.46 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 166.22 ლარი, პროცენტი 133.85 ლარი, ჯარიმა 21.39 ლარი. 2019 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 13 აპრილის სეხის ხელშეკრულებიდან # 2021833, გამომდინარე ერიცხება დავალიანება 472.30 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა 233.78 ლარი, პროცენტი 65.99 ლარი, ჯარიმა 172.53 ლარი.

 

შპს „ტიო“-ს (უფლებამონაცვე შპს „ლ----ო“) და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 16 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 3------, მსესხებელზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, დაფარვის თარიღი 2019 წლის 16 აპრილი. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 16 რიცხვში 105 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 18 ოქტომბრიდან და აღარ მომხდარა გადახდა. აღნიშნული სესხის დასაფარად მსესხებელს ჯამში გადახდილი აქვს 0.60 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 0 ლარი, პროცენტი 0 ლარი, ჯარიმა 0.60 ლარი. 2019 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 16 აპრილის სეხის ხელშეკრულებიდან #3------, გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1177.52 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა 700 ლარი, პროცენტი 95.20 ლარი, ჯარიმა 382.32 ლარი.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის კარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი შპს „ლ----ო“ ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებდა შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვერ იღებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ არ შესრულებულა. მიუხედავად დამატებითი ვადის მიცემისა და საქმის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივბულ წარმოებაში გადაცემის მოვალის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა კრედიტორის სააპლიკაციო მოთხოვნაზე პროტესტი, რის საფუძველზეც შპს „ლ----ოს“ უარი ეთქვა დავალიანების შესახებ ბრძანების გამოცემაზე, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების მიერ დარეგისტრირდა ყადაღა #102019368525/3 გაუქმდება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ კრედიტორისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ზ----------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 3200 ლარის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ მართალია სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუმცა შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა მისი შემცირება. (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ლ----ოს და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 26 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 3------, მსესხებელზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, დაფარვის თარიღი 2022 წლის 26 ივლისი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

საკრედიტო ხეშეკრულება დაირღვა 2018 წლის 26 ოქტომბრიდან და აღარ მომხდარა თანხის გადახდა.

 

შპს „ლ----ოს“ და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 26 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 3------. მსესხებელზე გაიცა სესხი 575 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტრო სარეგებელი განისაზღვრა 71.18 %-ით. დაფარვის თარიღი 2019 წლის 26 ივლისი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

შპს ლ----ოს და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 13 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 2------. მსესხებელზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

შპს ლ----ოს და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 13 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 2021833. მსესხებელზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

შპს „ტიო“-ს (უფლებამონაცვე შპს „ლ----ო“) და ზ----------------ეს შორის 2018 წლის 16 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 3------, მსესხებელზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

საკრედიტო ხეშეკრულებები დაირღვა 2018 წლის 18 ოქტომბრიდან და აღარ მომხდარა თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის საკრედიტო ხაზის ხელშეკულებები, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, სესხის განაცხადი; ცნობა დავალიანების შესახებ, გადახდების ისტორია; სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისთვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს, სესხის ძირი თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს –2018 წლის 26 ივლისის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2169,93 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 991,58 ლარი, პროცენტი 446,56 ლარი ხოლო პირგასამტეხლო 731,79 ლარი. 2018 წლის 26 ივლისის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 754,56 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 465,70 ლარი, პროცენტი 130,38 ლარი, პირგასამტეხლო 158,48 ლარი. 2018 წლის 13 აპრილის #2------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 168,83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 100 ლარი, პროცენტი 13,60 ლარი, პირგასამტეხლო 55,23 ლარი. 2018 წლის 13 აპრილის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 472,30 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 233,78 ლარი, პროცენტი 65,99 ლარი, პირგასამტეხლო 172,53 ლარი. 2018 წლის 16 აპრილის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1177,52 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 700 ლარი, პროცენტი 95,20 ლარი, პირგასამტეხლო 382,32 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ლ----ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208- მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 868-ე, 625-ე, 54-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე, 408-ე, 412-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2018 წლის 13 აპრილის, 16 აპრილის და 26 ივლისის სესხის ხელშეკრულებები.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 16 აპრილს # 3------ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან, მსესხებელზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

2018 წლის 13 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 2------. მსესხებელზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

2018 წლის 13 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 2021833. მსესხებელზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

2018 წლის 26 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 3------. მსესხებელზე გაიცა სესხი 575 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტრო სარეგებელი განისაზღვრა 71.18 %-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

ასევე 2018 წლის 26 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 3------, მსესხებელზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობითი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.18 %-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა დღიური ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.41 %.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს ზ----------------ეს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. მის მიერ არ არის გადახდილი სესხზე რიცხული სარგებელი და არ მომხდარა სესხის ძირი თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 71,18%. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით წლიური 71,18%-ის დარიცხვის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს ლ----ოს წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 35,59%, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს საპროცენტო სარგებლის შემცირება და მოპასუხეს 2018 წლის 26 ივლისის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პროცენტის 223,28 ლარის, 2018 წლის 26 ივლისის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 65,19 ლარის, 2018 წლის 13 აპრილის #2------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 6,8 ლარის; 2018 წლის 13 აპრილის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 32,99 ლარის და 2018 წლის 16 აპრილის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 46,1 ლარის გადახდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, ზ----------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის თანხის დაკისრების საფუძველია.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, შპს ლ----ოს და ზ----------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა (სსკ 417-ე მუხლი). ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,41%-ის ოდენობით, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს სულ - 149,9 ლარის გადახდა.

 

6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოსარჩელის მიერ სააპლიკაციო საფასურის - 150 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, სააპლიკაციო საფასურის - 150 ლარის, მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 71.14 ლარი, ასევე 50 ლარი საღჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებისთვის და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 45,23 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 ივლისის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1287,96 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 991,58 ლარი, პროცენტი 223,28 ლარი, პირგასამტეხლო 73,1 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 ივლისის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 546,69 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 465,70 ლარი, პროცენტი 65,19 ლარი, პირგასამტეხლო 15,8 ლარი.

 

1.3. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 აპრილის #2------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 112,32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 100 ლარი, პროცენტი 6,8 ლარი, პირგასამტეხლო 5,52 ლარი.

 

1.4. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 აპრილის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 284,02 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 233,78 ლარი, პროცენტი 32,99 ლარი, პირგასამტეხლო 17,25 ლარი.

 

1.5. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 აპრილის #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 784,33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 700 ლარი, პროცენტი 46,1 ლარი, პირგასამტეხლო 38,23 ლარი.

 

2. მოპასუხე ზ----------------ეს- მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს შპს ლ----ოს მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯების ასანაზღაურებლად გადახდილი 150 ლარის გადახდა (სააპლიკაციო საფასური).

 

3. ზ----------------ეს- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება (სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფაზე).

 

4. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლ----ოს (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 30 ოქტომბერს სს 'ს----------–--------–ი' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 45,23 ლარი (საგადახდო დავალება №788), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე