განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2576-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – გ-------– ნ-–------ის
ბრალდებულ – გ------ ჯ--–--ის
ადვოკატ – ქ------- ვ--------–--ლის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– გ------ ნ-----–----ის ძე ჯ--–--ის, დაბადებულის 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ------–--–-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–---–--------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ ჯ--–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
გ------ ჯ--–--ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 აპრილს, დღის საათებში, ქ------–--–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------ ჯ--–--ემ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შ----- ჯ-------ს მუცლის წინა კედელში (ბოქვენის მიდამოში) განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ე.ი. გ------ ჯ--–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 20 აპრილს, დღის საათებში, ქ------–--–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------ ჯ--–--ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღსა და ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ „ბრაუნინგის“ 7,65 მმ კალიბრის ვაზნას.
ე.ი. გ------ ჯ--–--ემ ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------ ჯ--–--ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 20 აპრილს, მეგობარ შ----- ჯ-------ს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ იყო ცუდად და წამლებისთვის სჭირდებოდა გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რაზეც შ----- ჯ-------მ უთხრა, რომ თანხას თავად გადაურიცხავდა, თუმცა მცირე დროში კვლავ დაურეკა შ-----მ და უთხრა, რომ ახლა არ ეცალა და მოგვიანებით ჩაურიცხავდა, რაზეც მან უსაყვედურა და ტელეფონი გაუთიშა. ამით განაწყენებულმა შ----- ჯ-------მ კვლავ დაურეკა და უთხრა, რომ სურდა მისი ნახვა. გ------ ჯ--–--ემ უთხრა, რომ ჯერ შვილი უნდა წაეყვანა მასწავლებელთან, ხოლო შემდეგ უნდა წასულიყო ა-----ს ქუჩაზე. იგი ა-----ს ქუჩაზე მივიდა დედამისის სახელზე რეგისტრირებული და მისი მართვის ქვეშ მყოფი მუქი ლურჯი ფერის, „ტ---------“ მარკის ავტომანქანით, რა დროსაც ა-----ს ქუჩის ჩასახვევში დახვდა შ----- ჯ------- და ორი მისთვის უცნობი ბიჭი. შ----- ჯ-------მ უთხრა, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა და დალაპარაკებოდა. მან ავტომანქანა გააჩერა თავისი სახლისგან ოდნავ მოშორებით. მანქანის გაჩერებამდე შ----- ჯ------- მის ავტომანქანას მისდევდა სირბილით და როდესაც ავტომანქანასთან მივიდა, შ----- მოულოდნელად დაეცა ძირს. იგი ითხოვდა დახმარებას და ეუბნებოდა: „გ--- მიშველე, მგონი დაჭრილი ვარო!“. აღნიშნულის დანახვისთანავე, იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან და შ----- ჯ------- ჩასვა თავის ავტომანქანაში, რათა იგი წაეყვანა კლინიკაში დახმარების აღმოსაჩენად, თუმცა შ----- ჯ------- მოულოდნელად გადმოხტა ავტომანქანიდან და გაიქცა. იგი გაქცეულ შ----- ჯ-------ს აღარ გაკიდებია და წავიდა სახლში.
ბრალდებულის განმარტებით, როდესაც შ----- ჯ------- მიუახლოვდა მის ავტომანქანას, მას ავტომანქანის ფანჯრის მინა არ ჩაუწევია და მისი მისამართით გასროლა არ მოუხდენია. ასევე, არ ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. შ----- ჯ-------ს გაქცევის შემდეგ, მან თავისი ავტომანქანა გაუცვალა მეგობარ თ------- გ---------ეს, რადგან თავისი ავტომანქანა იყო გასარეცხი, მიდიოდა შეხვედრაზე და არ უნდოდა გასარეცხი ავტომანქანით წასვლა, ხოლო თ------- გ---------ეს გ------ ჯ--–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა სამრეცხაოში წაუყვანია. ამასთან, მან თ------- გ---------ეს მოუყვა მომხდარი „უცნაური შემთხვევის“ შესახებ.
ბრალდებულის განმარტებით, შ----- ჯ------- არის მისი დიდი ხნის მეგობარი და მეგობრის მხრიდან მამხილებელი ჩვენების მიცემა განპირობებულია გამოძიების მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ზეწოლით.
მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, გ------ ჯ--–--ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა შ----- ჯ-------მ განმარტა, რომ 2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 06:30 საათზე, დაურეკა მისი ბავშვობის მეგობარმა გ------ ჯ--–--ემ, თუმცა ზარს ვერ უპასუხა, რადგან ეძინა. მოგვიანებით, დაახლოებით 12:30 საათზე, მან თავად გადაურეკა გ------ ჯ--–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ იყო ცუდად და სჭირდებოდა 100 ლარი, რაზეც მას უარი არ უთქვამს, თუმცა ტექნიკური შეფერხების გამო ვერ შეძლო ბარათის მეშვეობით თანხის გადარიცხვა. ამასთან, ვინაიდან იყო ახლად გაღვიძებული, ვერ მოახერხა სახლიდან გასვლა და თანხის გადარიცხვა, რაზეც გ------ ჯ--–--ისაგან მისი მისამართით წამოვიდა აგრესიული საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ვაკეში, ა-----ს ქუჩაზე, სადაც ჯერ თავად მივიდა და ელოდებოდა ა-----ს ქუჩის კუთხეში, ხოლო შემდეგ მუქი ლურჯი ფერის, „ტ---------“ მარკის „ქ-----ს“ მოდელის ავტომანქანით მივიდა გ------ ჯ--–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ქვევით ჩასულიყო. იგი გაყვა გ------ ჯ--–--ის ავტომანქანას, ხოლო, როდესაც მივიდა გაჩერებულ ავტომანქანასთან, გ------ ჯ--–--ემ ჩაწია ავტომანქანის მინა, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, გადატენა და ესროლა მას მუცლის არეში. აღნიშნული სროლის შედეგად იგი წაიქცა, რის შემდეგაც გ------ ჯ--–--ე, რომელიც იყო უკიდურესად აგრესიული, გადმოვიდა ავტომანქანიდან, წამოაყენა იგი და ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომანქანის უკანა სალონში, თუმცა სანამ გ------ ჯ--–--ე ჩაჯდებოდა წინა სალონში მძღოლის სავარძელში, მან შეძლო მანქანიდან გადახტომა და გაქცევა. ჭ--------ს ქუჩაზე გააჩერა ტაქსი და მას გადააყვანინა თავი ქ------–--------- საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
შ----- ჯ-------ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სამედიცინო დოკუმენტაცია და 2019 წლის 4 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, შპს ს-------–---–--------–----------------------------–-----ს ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე შ----- ჯ------- მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 2019 წლის 20 აპრილს, 15:50 საათზე (გაეწერა - 2019 წლის 23 აპრილს, 15:00 საათზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის (ბოქვენის მიდამოს) ღია ცეცხლნასროლი ჭრილობა, სათესლე ბაგირაკის და საზარდულის იოგის დაზიანებით, მარცხენა ბარძაყში გადასვლით და მასში უცხო სხეულით (ტყვიით). დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე.
შ----- ჯ-------ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, გარდა თავად დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------------–--------------------------------------დან გამოთხოვილი უ-------------------------------ს სათვალთვალო კამერის 2019 წლის 20 აპრილის ვიდეოჩანაწერით, რომელზეც დაფიქსირებულია 15:40 საათიდან 15:55 საათამდე დროის შუალედში ქ------–--–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას გარკვევით ჩანს საავტომობილო გზის ზედა მხრიდან ქვედა მიმართულებით მოძრავი ლურჯი ფერის „ტ---------“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. ავტომანქანის მარცხენა მხარეს - მძღოლის მხარეს, საავტომობილო გზის ზედა მხრიდან სირბილით მიდის მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი. იგი უახლოვდება ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, რა დროსაც მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ჭრილობის ადგილას იკიდებს ორივე ხელს, ძირს ეცემა და გადატრიალებით შორდება ავტომანქანას. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანის მძღოლი გადმოდის ავტომანქანიდან, აღებს ავტომანქანის უკანა მარცხენა კარს, მიდის ძირს დაცემულ მამაკაცთან, ახდენს მის წამოყენებას, მიათრევს მას ავტომანქანისკენ და ცდილობს იძულებით მის ჩასმას ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძელში, რასაც ახერხებს კიდეც. ამის შემდეგ ავტომანქანის მძღოლი ბრუნდება მძღოლის ადგილას, რა დროსაც პარალელურად იღება უკანა მარცხენა კარი და ავტომანქანიდან სწრაფად გადმოდის ზემოაღნიშნული მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი და სირბილით ტოვებს შემთხვევის ადგილს ა-----ს ქუჩის საავტომობილო გზის ზედა მიმართულებით.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულ შ----- ჯ-------ს თანდასწრებით, რომელმაც განმარტა, რომ მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული პიროვნება, რომელიც მიდის ავტომანქანის მარცხენა მხარეს - არის თავად, ხოლო ავტომანქანაში მჯდომი პირი არის მისი ბავშვობის მეგობარი - ბრალდებული გ------ ჯ--–--ე.
ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------------–--------------------------------------ს თანამშრომელმა - ზ---- ბ---–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს უნივერსიტეტის კორპუსების სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების მონიტორინგი. 2019 წლის 20 აპრილს, ვიდეოჩანაწერების გადამოწმებისას, კერძოდ, უ-------------------------------ს სათვალთვალო კამერების დათვალიერებისას, ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც აფიქსირებს ა-----ს ქ---------ის მიმდებარე ტერიტორიას, შენიშნა მამაკაცის მიერ მეორე მამაკაცის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და დაჭრილი მამაკაცის დაცემის ფაქტი. მოგვიანებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მან აღნიშნული ვიდეოჩანაწერები გადასცა გამომძიებელს.
მოწმე ბ----- ქ----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის კერძო ტაქსის მძღოლი. 2019 წლის 20 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, მოძრაობდა ქ.თბილისში, ჭ--------ს გამზირზე, რა დროსაც ჩაუჯდა მგზავრი, რომელიც მუცლის არეში იკიდებდა ხელს და ითხოვდა, რომ სასწრაფოდ მიეყვანა ქ-------–--------- საავადმყოფოში. მან აღნიშნული მგზავრი მიიყვანა მე-9 საავადმყოფოში და დაცვის თანამშრომლის დახმარებით შეიყვანა კლინიკაში. შემდეგ მოხდა მისი მოწმის სახით გამოკითხვა, ასევე, მისი თანხმობით, გამომძიებლის მიერ დათვალიერდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, საიდანაც ამოღებულ იქნა სისხლის ლაქები.
2019 წლის 20 აპრილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბ----- ქ----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „B--”-ს მარკის „5--- მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნორმით B-------- დათვალიერდა ქ. თბილისში, ი.ჭ--------ს გამზირი #---ში მდებარე შპს „ს.-------–---–--------–----------------------------–------“ ეზოში, რა დროსაც უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან ამოღებულ იქნა მუქი ფერის ლაქისა და სავარძლის დასაჯდომის საკონტროლო ანაწმენდები, ასევე, ავტომობილის უკანა მარცხენა კარის სათავსში ნანახი და ამოღებულ იქნა მუქი ფერის ლაქებით დასვრილი მოთეთრო ფერის ხელსაწმენდი.
შპს ს-------–---–--------–----------------------------–-----ს ექთანმა - მ------ მ-------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 20 აპრილს მათ კლინიკაში შეყვანილ იქნა შ----- ჯ-------, რომლის ტანსაცმელი საოპერაციოში შეყვანის შემდეგ ინახებოდა მასთან. ტანსაცმელი სავარაუდოდ იყო სისხლიანი. მოგვიანებით აღნიშნული ტანსაცმელი გადასცა გამომძიებელს.
ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 20 აპრილს, შპს „ს-------–---–--------–----------------------------–-----დან“, ექთან - მ------ მ-------–---–ისგან ამოღებულ იქნა პაციენტ შ----- ჯ-------ს ტანსაცმელი, კერძოდ: 1. მუქი ფერის „ნ-----“ ფირმის მოგრძო ქურთუკი, ელვაშესაკრავით, 2. ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, რომელსაც წინა მხარეს და ტოტებზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, 3. „ნ-----“ ფირმის ერთი წყვილი ბოტასი და 4. მუქი ფერის წინდები.
ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 20 აპრილს, შპს „ს-------–---–--------–----------------------------–-----დან“, ექიმ-ქირურგ ს---–------ დ---------–---–ისგან ამოღებულ იქნა პაციენტ შ----- ჯ-------ს სხეულიდან ამოღებული უცხო სხეული - ე.წ. ტყვიის გულა.
2019 წლის 20 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ამოღებულ იქნა ერთი ცალი მასრის მაგვარი საგანი.
თ------- გ---------ის დროებით სარგებლობაში და გ------ ჯ--–--ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 20 აპრილს, ქ.თბილისში, ლ----–---------------ში მდებარე ავტოსამრეცხაო „რ-------––-“ ჩატარდა „ტ---------“ მარკის „ქ-----ს“ მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნორმით H--------- ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის კარის გამღები სახელურებიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლის ტყავის ზედაპირიდან და ზედაპირის ქვედა ნაწილიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ავტომანქანის უკანა ნახევრადტყავის-ნახევრადნაჭრის დასაჯდომი ზედაპირის და საზურგე ნაწილიდან - მიკრონაწილაკები, ავტომანქანის სალონში წინა სავარძლებს შორის არსებული ჭიქის ჩასადების სათავსოდან ამოღებულ იქნა „აიფონ ეფლის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ავტომანქანის ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში, ლ----–---------------ში მდებარე ავტოსამრეცხაო „რ-------–იდან“, თ------- გ---------ისაგან ამოღებულ იქნა მის დროებით სარგებლობაში არსებული და გ------ ჯ--–--ის მფლობელობაში არსებული „ტ-------- ქ-----ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნორმით H--------.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს 2019 წლის 22 აპრილის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ------ ნ-----–----ის ძე ჯ--–--ის (პირადი №-----------) სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის #----- დასკვნის, თანახმად, სისხლის სამართლის #------------ საქმეზე წარმოდგენილი ერთი ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული 7,65 მმ კალიბრის, „B-------“ 1900 წლის ნიმუშის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი მასრა, განკუთვნილი 7,65 მმ კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის, პისტოლეტებისათვის: „7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1897, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N 19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm Pistolen - Patrone No19, 7,65 mm Pistolen - Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade - Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic, Walther Mod. 4, Walther PP, Walther PPK“ და სხვა. მასრა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,65 მმ კალიბრის იარაღში. ერთი ცალი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული 7,65 მმ კალიბრის, „B-------“ 1900 წლის ნიმუშის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი ტყვია, განკუთვნილი 7,65 მმ კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის, პისტოლეტებისათვის: „7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1897, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N 19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm Pistolen - Patrone No19, 7,65 mm Pistolen - Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade – Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic, Walther Mod. 4, Walther PP, Walther PPK“ და სხვა. ტყვია არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,65 მმ კალიბრის იარაღის ლულიდან.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ------- კ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 8 ოქტომბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, შ----- ჯ-------ს ქურთუკზე და შარვალზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ლ--–- ნ-----–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 ოქტომბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: - პაკეტში, წარწერით: „...ა/მ-ის უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომ ზედაპირზე არსებული ლაქის ანაწმენდი...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ----- ჯ-------ს; - პაკეტში, წარწერით: „...შ----- ჯ------- ტანისამოსი...“, მოთავსებულ: ქურთუკსა (ობ. #3-5) და შარვალზე (ობ. #6-8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ----- ჯ-------ს; - პაკეტში, წარწერით: „...ტყვიიდან და მასრიდან აღებული ანაწმენდები.“, მოთავსებულ: ანაწმენდზე (ობ. #11; კონტეინერი, წარწერით: „ტყვიიდან“) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ----- ჯ-------ს (ობ. #22); - პაკეტში, წარწერით: „...2 ც ანაწმენდი 2 ც სტერილურ ჩხირზე მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ა/მ ტ-------- სახ. ნომ H-------- უკანა სავარძლის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N#17,18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ----- ჯ-------ს; - პაკეტში, წარწერით: „..1ც. ა-------- ფირმის მობილური ტელეფონი...“, მოთავსებულ „ipone“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ----- ჯ-------ს. ტელეფონზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე, არსებული ბიომასალის (ობ. #20) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის შ----- ჯ-------ს (ობ. #22), ხოლო მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ქ------- ქა-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–------------–---- თანამშრომლები - გ------ ა-----–---–ი, ლ-–- ჭ-----–-–---–ი, ლ---- თ-----–---–ი, ი-–-- პ----ე, თ-------- ზ------ე, ი---- ვ------–---–ი და დ----- გ------–---–ი, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს - არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გ------ ჯ--–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას, ასევე მის მიერ შ----- ჯ-------სათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა შ----- ჯ-------მ გარკვევით და მკაფიოდ მიუთითა, რომ იგი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაჭრა მისმა მეგობარმა გ------ ჯ--–--ემ, რომლის პიროვნება არ შეეშლებოდა, რადგან იგი არის მისი ბავშვობის მეგობარი, თუმცა თავის მხრივ, ბრალდებულმა გ------ ჯ--–--ემ აღნიშნა, რომ შ----- ჯ------- მას არ დაუჭრია. იგი მის ავტომანქანასთან უკვე დაჭრილი მივიდა და დახმარება სთხოვა. ამასთან, რა ვითარებაში დაიჭრა შ----- ჯ-------, მან არ იცის. მისი თქმით, შესაძლებელია თავად შ----- ჯ-------ს ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი და უნებლიედ თვითდაზიანებაც მიეყენებინა.
ბრალდებულისა და დაზარალებულის მიერ განვითარებული ვერსიების გადასამოწმებლად, სასამართლო მიმართავს საქმეში არსებულ სხვა - ნეიტრალურ მტკიცებულებებს, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის მიერ აღწერილ ვითარებასთან. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ, როგორც კი მივიდა შ----- ჯ------- გ------ ჯ--–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან, მძღოლის მხარეს, იგი ორივე ხელს იკიდებს ჭრილობის ადგილზე და ძირს ეცემა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერის მიხედვით ასევე ნათლად ირკვევა, რომ ძირს დაცემული შ----- ჯ------- მძღოლს იძულებით მიჰყავს, „მიათრევს“ ავტომანქანასთან და ცდილობს ავტომანქანაში ჩასმას, რასაც ახერხებს კიდეც, თუმცა მას შემდეგ, რაც მძღოლი ჯდება საჭესთან, შ----- ჯ------- გადმოდის ავტომანქანიდან და გარბის. ის ფაქტი, რომ დაზარალებულ შ----- ჯ-------ს დაზიანება ნამდვილად აქვს მიყენებული, აღწერილი და დადასტურებულია სამედიცინო დოკუმენტაციით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც მითითებულია როგორც დაზიანების ადგილმდებარეობა და დაზიანების მისაყენებლად გამოყენებული იარაღი, ასევე დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა, კერძოდ, აღნიშნული დასკვნის თანახმად, შ----- ჯ-------ს დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის (ბოქვენის მიდამოს) ღია ცეცხლნასროლი ჭრილობა, სათესლე ბაგირაკის და საზარდულის იოგის დაზიანებით, მარცხენა ბარძაყში გადასვლით და მასში უცხო სხეულით (ტყვიით). დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
რაც შეეხება გ------ ჯ--–--ის მართვის ქვეშ მყოფი „ტ---------“ მარკის ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლიდან ამოღებულ სისხლის კვალს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნამდვილად შ----- ჯ-------ს სისხლია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებული გ------ ჯ--–--ე ავითარებს ვერსიას, რომ შ----- ჯ-------ს სისხლი დატოვებული იქნებოდა კლინიკაში გადასაყვანად ავტომანქანაში მისი ჩასმის შედეგად. ბრალდებულის თქმით, შ----- ჯ------- მის მანქანასთან უკვე დაჭრილი მივიდა, რაც სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია, რამდენადაც როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მის ავტომანქანასთან მისული შ----- ჯ-------, რომელიც თურმე უკვე დაჭრილი იყო, დაეცა ძირს და მას სთხოვა დახმარება - „დაჭრილი ვარ და მიშველეო“. ბრალდებული გ------ ჯ--–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, დაჭრილი ჩასვა ავტომანქანაში კლინიკაში გადასაყვანად, თუმცა შ----- ჯ-------მ რატომღაც აღარ მოისურვა, რომ ბავშვობის მეგობარს გადაეყვანა კლინიკაში, ჩამოხტა მისი ავტომანქანიდან და გაიქცა, მაშინ როდესაც მას კლინიკაში გადაყვანა - დახმარება ისევ სჭირდებოდა. იგი რატომღაც უარს ამბობს ბავშვობის მეგობრის შეთავაზებაზე, რომ გადაიყვანოს კლინიკაში, გადმოდის მისი ავტომანქანიდან, გარბის ჭ--------ს ქუჩაზე, აჩერებს კერძო ტაქსს და მას გადაჰყავს კლინიკაში. ბრალდებულის მიერ განვითარებული აღნიშნული ვერსია არ არის სარწმუნო, კერძოდ, ისმის კითხვა: რატომ გახდა საჭირო ძალის გამოყენებით შ----- ჯ-------ს ჩასმა ავტომანქანაში, მაშინ, როცა დაზარალებულს ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობაც და სურვილიც, რომ მანქანაში თავისი ნებით ჩამჯდარიყო, თუ იგი მანქანამდე სირბილით მივიდა და დახმარება მოითხოვა ან რატომ იტყოდა შ----- ჯ------- დახმარებაზე უარს, თუ ეს დახმარება მისივე თხოვნის საფუძველზე ხდებოდა? მაშინ, როცა დახმარების აღმოჩენა მას ჯერ კიდევ ნამდვილად სჭირდებოდა. სწორედ დახმარების საჭიროებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ იგი შემთხვევითი შერჩევით აჩერებს კერძო ტაქსს და მძღოლს სთხოვს, რომ სასწრაფოდ გადაიყვანოს საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, სასამართლოსათვის ბრალდებულის მიერ განვითარებული ვერსია მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ვერსიით ბრალდებული ცდილობს ახსნას, როგორ აღმოჩნდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანა სალონში დაზარალებულის სისხლი.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ასევე გ------ ჯ--–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. მართალია, თავად ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ არის, მაგრამ რამდენიმე გარემოება მიუთითებს მისი გამოყენების აშკარა კვალზე, კერძოდ, როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, შ----- ჯ-------სათვის მიყენებული დაზიანება მიეკუთვნება ცეცხლნასროლ ჭრილობას, დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დაზიანების მისაყენებლად ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული. შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა და მისი გამოყენების ფაქტი უდავოა, რამდენადაც აღნიშნული დადასტურებულია თავად დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ გ------ ჯ--–--ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის ვარგისიანობას, აღნიშნული დადასტურებულია იმ ფაქტით, რომ ამ იარაღიდან განხორციელდა გასროლა, ხოლო თუ იარაღი ვარგისი არ იქნებოდა, მისგან გასროლაც ვერ განხორციელდებოდა. ამდენად, 2019 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში, ა-----ს ქუჩაზე მისვლისას, გ------ ჯ--–--ეს ავტომანქანაში ჰქონდა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც მის მიერ გამოყენებულ იქნა შ----- ჯ-------ს მიმართ. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა გ------ ჯ--–--ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლზომიერად შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტს. პირიქით, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაცემული წერილი, რომლის თანახმად, ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ------ ჯ--–--ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.
რაც შეეხება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ცალკე აღებული მასრა და ტყვია არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალა არის თავად ვაზნა, რომელიც თავის მხრივ შედგება მასრისაგან, ტყვიისაგან და დენთისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოხდა არა ვაზნის (როგორც საბრძოლო მასალის) ამოღება ერთი მთლიანის სახით, არამედ მისი შემადგენელი ნაწილების ამოღება გამოყენების/დანაწევრების შემდეგ, რომლებიც ცალკე აღებული არ მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას. აღსანიშნავია, რომ მასრა ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ტყვია ამოღებულ იქნა დაზარალებულის სხეულიდან ოპერაციის დროს, ხოლო დენთის კვალი დაფიქსირდა დაზარალებულის ტანსაცმელზე, რაც სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ გამოყენებულ იქნა ვარგისი საბრძოლო მასალა - ვაზნა.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია გ------ ჯ--–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ასევე დამაჯერებლობას მოკლებულია ბრალდებულის ვერსია, რომ შესაძლებელია შ----- ჯ-------ს უნებლიედ მიეყენებინა თვითდაზიანება და თანნაქონი იარაღი ავტომანქანიდან გადახტომის დროს წაეღო, რამდენადაც თუ შ----- ჯ-------ს იარაღი ექნებოდა, ბრალდებულისათვის იგი შეუმჩნეველი არ უნდა ყოფილიყო დაზარალებულთან მისი მჭიდრო კონტაქტის გამო, როცა იგი ძალის გამოყენებით სვამდა მას თავის ავტომანქანაში, ასევე გაუგებარია, რატომ მოხდა ბრალდებულის მხრიდან ბავშვობის მეგობრის მიტოვება (რომელიც ვიღაცამ დაჭრა ან თვითდაზიანებისას დაშავდა) მას შემდეგ, რაც შ----- ჯ------- მისი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა, „მე კი სახლში წავედიო“.
ბრალდებულს სურს თავი წარმოაჩინოს ისეთ პირად, რომელიც დაინტერესებულია სინამდვილის გარკვევით და არა პირიქით, გამოძიებისათვის ხელშეშლით. მისი თქმით, მისი, როგორც ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება ვერ მოხდებოდა, მას რომ არ ეთქვა „მძღოლი მე ვიყავიო“, ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მისი ვინაობის გამოაშკარავება მოხდებოდა დაზარალებულ შ----- ჯ-------ს მიერ, რომელიც ცალსახად აღნიშნავს, რომ ავტომანქანაში იჯდა მხოლოდ გ------ ჯ--–--ე, რომელიც არის მისი ბავშვობის მეგობარი და დარწმუნებულია მის პიროვნებაში, ამასთან დაზარალებულს გ------ ჯ--–--ის მხილების მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია და პირიქით, მომხდარის მიუხედავად დაზარალებული ინარჩუნებს დადებით დამოკიდებულებას ბრალდებულის მიმართ. გარდა ამისა, თუ გ------ ჯ--–--ე არ დაადასტურებდა მანქანის საჭესთან მისი ჯდომის ფაქტს, მაშინ მას (როგორც იმ მომენტში მანქანის მფლობელს და არა როგორც ბრალდებულს) თავად მოუწევდა იმ პირის დასახელება, ვინც შეიძლება მჯდარიყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საჭესთან.
ამდენად, სასამართლოს სარწმუნოდ არ მიაჩნია ბრალდებულის მიერ განვითარებული ვერსია და დადასტურებულად მიაჩნია გ------ ჯ--–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შ----- ჯ-------სათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, შესაბამისად, მან წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა აგოს პასუხი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და მის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულის მიმართ, ასევე მომავალში ანალოგიური საქმიანობის გაგრძელების რისკებს.
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, კერძოდ:
ო--- რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის განაჩენით, გ------ ჯ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2004 წლის 21 ივლისიდან. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით, გ------ ჯ--–--ის მიმართ გამოყენებულ იქნა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და საბოლოოდ, გ------ ჯ--–--ეს განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 21 ივლისიდან. მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 18 იანვარს, სასჯელის მოხდით.
აღნიშნულის შემდეგ, ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, გ------ ჯ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 31 მაისის წერილის თანახმად, აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 16 ნოემბერს.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით, გ------ ჯ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (განზრახ ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
ამდენად, განსახილველი დანაშაულების ჩადენის დროს გ------ ჯ--–--ე იყო ნასამართლევი, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაულები, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლომ გ------ ჯ--–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას უნდა გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესი.
გარდა რეციდივისა, გასათვალისწინებელია აგრეთვე გ------ ჯ--–--ის მხრიდან დანაშაულის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების) ჩადენა იარაღის გამოყენებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს, კერძოდ, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, მხედველობაშია მისაღები დაზარალებულთან კონფლიქტის მიზეზი, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა დროულად ვერ გადაურიცხა მოთხოვნილი თანხა, ვინაიდან დაზარალებულის თქმით, იმ წუთებში შეუძლებელი იყო საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ბავშვობის მეგობრისთვის დაზიანების მიყენება, რაც ზრდის ბრალდებულის პიროვნულ გასაკიცხაობას. აღსანიშნავია აგრეთვე ბრალდებულის დამოკიდებულება დანაშაულის ჩადენის შემდეგ, როგორც დაზარალებული აღნიშნავს, დაჭრილის მიმართაც კი გ------ ჯ--–--ე აგრესიულობით გამოირჩეოდა და დაზარალებული იძულებული იყო მის მიმართ უფრო მეტი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მანქანიდან გადმომხტარიყო და გაქცევით ეშველა თავისთვის. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არავითარ სინანულს არ გამოთქვამს მომხდარის გამო.
იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ბრალდებულმა მოახერხა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ამ იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს საჭიროდ მიაჩნია მისთვის იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლების შეზღუდვა, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული იარაღთან მისი ლეგალური წვდომა. საბოლოოდ დანიშნული სასჯელი კი სასამართლოს აზრით ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ ჯ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, გ------ ჯ--–--ეს დამატებითი სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
3. გ------ ჯ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. გ------ ჯ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ------ ჯ--–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.
6. მსჯავრდებულ გ------ ჯ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 აპრილიდან.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
– მ------ მ-------–---–ისგან ამოღებული შ----- ჯ-------ს ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.-----–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ შ----- ჯ-------ს;
– გ------ ჯ--–--ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–------------–---- ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო გ------ ჯ--–--ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ა--------“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.-----–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ------ ჯ--–--ის ნდობით აღჭურვილ პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
– შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მასრის მაგვარი საგანი და ს---–------ დ---------–---–ისგან ამოღებული შ----- ჯ-------ს სხეულიდან ამოღებული ტყვიის გულა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.-----–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სათანადო რეაგირებისათვის გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
– ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლაქისა და სავარძლის დასაჯდომის საკონტროლო ანაწმენდი და მუქი ფერის ლაქებით დასვრილი მოთეთრო ფერის ხელსაწმენდი; გ------ ჯ--–--ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოთხი ცალი ანაწმენდი რვა ცალ სტერილურ ჩხირზე, მოწითალო ფერის ანაწმენდები ორ ცალ სტერილურ ჩხირზე და მიკრონაწილაკები; გ------ ჯ--–--ისგან აღებული ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში; ტყვიიდან და მასრიდან აღებული ანაწმენდები და შ----- ჯ-------ს სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.-----–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
– ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალები, განთავსებული 2 (ორ) ცალ დისკზე და თ---–----------–-–---------------------------–-------------------------------------იდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი