გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
15021001900328-697
საქმე # 2/284-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.01.2020 წ. ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე არარატ ესოიან
სხდომის მდივანი დავით მელიქიძე
მოსარჩელე - ს------ დ--------- (პ/ნ 0----------); წარმომადგენელი - ნ------------------- მოპასუხე: ჰ------ ჰ-------------- (პ/ნ 0----------); წარმომადგენელი: ვ------–-- ჰ--------------ი დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ჰ------ ჰ--------------ს (პ/ნ 0----------) დაევალოს, (სპეციალისტის ი/მ „ალექსანდრე ვახტანგიშვილის“ მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით), მის მიერ ქ. ახალქალაქში, აღ--–-----–ის ქ. #1----ში მდებარე ს------ დ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით #63.18.35.9--, უკანონოდ აშენებული ნაგებობის საკუთარი ხარჯებით აღება და ნაგებობის აღების შედეგად იქ დარჩენილი ნაგვისაგან ტერიტორიის გაწმენდა, 2020 წლის 30 აპრილამდე.
სარჩელის საფუძვლები:
ს------ დ---------ს ქ. ახალქალაქში, აღ--–-----–ის ქ. #1----ში საკუთრებაში გააჩნია 2677 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობით, რომლის საკადასტრო კოდია 63.18.35.9--. ს------ დ---------ის მოსაზღვრე 5000 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს წარმოადგენს ჰ------ ჰ--------------ი. ს------ დ---------ისა ჰ------ ჰ--------------ის მიწის ნაკვეთები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ჰ------ ჰ--------------ის მიერ აშენებული ქვის კაპიტალური ღობით. ჰ------ ჰ--------------მა ს------ დ---------ის მიწის ნაკვეთში, მათი მიწის ნაკვეთების გამყოფი ქვის კაპიტალური ღობის მიმდებარედ, უკანონოდ ააშენა ნაგებობა, რითაც ს------ დ---------ს ხელს უშლის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზისი მოთხოვნისა, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით, თავისი ხარჯებით მოანგრიოს მის მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობა და ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში, არავითარი შედეგი არ გამოიღო და მოპასუხე კვლავაც განაგრძობს უკანონო ნაგებობით სარგებლობას და ს------ დ---------ისათვის ხელშეშლას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ ხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, ამასთან განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ სპეციალისტის მიერ მოხდება სადავო უძრავი ქონების ზუსტი იდენტიფიცირება და საზღვრების დადგენა იგი სარჩელს ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს------ დ---------ს ქ. ახალქალაქში, აღ--–-----–ის ქ. #1----ში საკუთრებაში გააჩნია 2677 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობით, რომლის საკადასტრო კოდია # 63.18.35.9--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 06 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 15-16);
- საკადასტრო გეგმა (იხ. ს.ფ. 17);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს. ფ 1-13; სხდომის ოქმი ს.ფ. 59-78).
3.1.2. მოსარჩელე ს------ დ---------ის მოსაზღვრე 5000 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს წარმოადგენს ჰ------ ჰ--------------ი, რომლის საკადასტრო კოდია #63.18.35.0--. ს------ დ---------ისა ჰ------ ჰ--------------ის მიწის ნაკვეთები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ჰ------ ჰ--------------ის მიერ აშენებული ქვის კაპიტალური ღობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი ს. ფ 1-13; სხდომის ოქმი ს.ფ. 59-78);
- #63.18.35.0-- უძრავი ქონების საკადასტრო გეგმა (იხ. ს.ფ. 38).
3.1.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა ადგილზე დათვალიერება, 2020 წლის 23 იანვარს 14:00 საათზე. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნა სპეციალისტი ი/მ „ალექსანდრე ვახტანგიშვილი“ (ს/ნ 0----------; მისამართი“ ქ. ახალქალაქი, თა--------–--ის ქუჩა # 8-), რომელსაც დაევალა აზომვითი ნახაზები (საკადასტრო კოდებზე 63.18.35.9-- და 63.18.07.0--) წარმოდგენა და სიტუაციური ნახაზის ზუსტი მონაცემების დადგენით შედგენა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 31 იანვრის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, რომელსაც ესწრებოდნენ მხარეთა წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტი, დათვალიერებულ იქნა ქ. ახალქალაქში აღ--–-----–ის ქუჩა N-----ში და N1----ში მდებარე ს------ დ---------ის და ჰ------ ჰ--------------ის უძრავი ქონება, (საკადასტრო კოდებით 63.18.35.9-- და 63.18.35.0--). დათვალიერებისას დადგინდა, რომ მოპასუხე ჰ------ ჰ--------------ს შენობის მიდგმული აქვს ეგრეთ წოდებული (ტამბური) 6.38 მეტრი სიგრძის და 2 მეტრი სიგანის და მის გასწვრივ გაყოლებაზე კაპიტალური მაღალი ღობე, რომელიც მიემართება დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მხარეს. მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი ეგრეთ წოდებული (ტამბურის) ნაწილი და ეგრეთ წოდებული (ტამბურის) უკან განთავსებული ვენტილაციის სისტემა. მოსარჩელე მხარეს კაპიტალურად მოწყობილ კედელთან პრეტენზია არ აქვს. მოპასუხე ჰ------ ჰ--------------ი შეჭრილი არის ს------ დ---------ის საკუთრებაში 2.13 მეტრით. ასევე მისი საკუთრების ფასადის მხარეს ეგრეთ წოდებული (ტამბურის) წინა მხარე გამოწეული აქვს 0.50 სმ. დათვალიერებისას დადგინდა სპეციალისტის მეშვეობით, რომ სიტუაციურ ნახაზზე წითელი ფერით მონიშნული ფართი არ არის ს------ დ---------ის საკუთრება და ეკუთვნის სახელმწიფოს.
სპეციალისტის ი/მ „ალექსასნდრე ვახტანგიშვილის“ მიერ მომზადებულია შესაბამისი სიტუაციური ნახაზი.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელის განმარტებით, იგი თანახმაა მოანგრიოს ეგრეთ წოდებული (ტამბური) 2020 წლის 30 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 20 იანვრის განჩინება (იხ. ს.ფ. 85-87).
- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 31 იანვრის ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 98-99).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ. სარჩელი ს. ფ 1-13; სხდომის ოქმი ს.ფ. 59-78);
- სპეციალისტის მიერ შედგენილი სიტუაციური ნახაზი(ს.ფ. 98-99);
სამოტივაციო ნაწილი
4- შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4-1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ ს------ დ---------ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 173-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნებაა ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.
6.2. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო. ამასთან სასარჩელო მოთხოვნა გამართლებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასა და მის ხელშეუვალობას, რომლის თანახმადაც დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183 და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
6.3. განსახილველ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და სადავო არაა რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ახალქალაქი, აღ--–-----–ის ქუჩა #1----ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 2677.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (მშენებარე), უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: 63.18.35.9-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ს------ დ---------ის სახელზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე. მოსარჩელე ს------ დ---------ის მოსაზღვრე 5000 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს წარმოადგენს ჰ------ ჰ--------------ი, რომლის საკადასტრო კოდია #63.18.35.0--. ს------ დ---------ისა ჰ------ ჰ--------------ის მიწის ნაკვეთები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ჰ------ ჰ--------------ის მიერ აშენებული ქვის კაპიტალური ღობით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა ადგილზე დათვალიერება, 2020 წლის 23 იანვარს 14:00 საათზე. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნა სპეციალისტი ი/მ „ალექსანდრე ვახტანგიშვილი“ (ს/ნ 0----------; მისამართი“ ქ. ახალქალაქი, თა--------–--ის ქუჩა # 8-), რომელსაც დაევალა აზომვითი ნახაზები (საკადასტრო კოდებზე 63.18.35.9-- და 63.18.07.0--) წარმოდგენა და სიტუაციური ნახაზის ზუსტი მონაცემების დადგენით შედგენა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 31 იანვრის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, რომელსაც ესწრებოდნენ მხარეთა წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტი, დათვალიერებულ იქნა ქ. ახალქალაქში აღ--–-----–ის ქუჩა N-----ში და N1----ში მდებარე ს------ დ---------ის და ჰ------ ჰ--------------ის უძრავი ქონება, (საკადასტრო კოდებით 63.18.35.9-- და 63.18.35.0--). დათვალიერებისას დადგინდა, რომ მოპასუხე ჰ------ ჰ--------------ს შენობის მიდგმული აქვს ეგრეთ წოდებული (ტამბური) 6.38 მეტრი სიგრძის და 2 მეტრი სიგანის და მის გასწვრივ გაყოლებაზე კაპიტალური მაღალი ღობე, რომელიც მიემართება დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მხარეს. მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი ეგრეთ წოდებული (ტამბურის) ნაწილი და ეგრეთ წოდებული (ტამბურის) უკან განთავსებული ვენტილაციის სისტემა. მოსარჩელე მხარეს კაპიტალურად მოწყობილ კედელთან პრეტენზია არ აქვს. მოპასუხე ჰ------ ჰ--------------ი შეჭრილი არის ს------ დ---------ის საკუთრებაში 2.13 მეტრით. ასევე მისი საკუთრების ფასადის მხარეს ეგრეთ წოდებული (ტამბურის) წინა მხარე გამოწეული აქვს 0.50 სმ. დათვალიერებისას დადგინდა სპეციალისტის მეშვეობით, რომ სიტუაციურ ნახაზზე წითელი ფერით მონიშნული ფართი არ არის ს------ დ---------ის საკუთრება და ეკუთვნის სახელმწიფოს.
სპეციალისტის ი/მ „ალექსასნდრე ვახტანგიშვილის“ მიერ მომზადებულია შესაბამისი სიტუაციური ნახაზი.
მოპასუხე მხარემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით მინიჭებული უფლება და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო, ამასთან, მოპასუხე მხარის წარმომადგენელის განმარტებით, იგი თანახმაა მოანგრიოს ეგრეთ წოდებული (ტამბური) 2020 წლის 30 აპრილამდე.
6.4. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე მხარე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ასევე არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183 და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
6.5. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე ჰ------ ჰ--------------ს (პ/ნ 0----------) დაევალოს, (სპეციალისტის ი/მ „ალექსასნდრე ვახტანგიშვილის“ მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით), მის მიერ ქ. ახალქალაქში, აღ--–-----–ის ქ. #1----ში მდებარე ს------ დ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით #63.18.35.9--, უკანონოდ აშენებული ნაგებობის საკუთარი ხარჯებით აღება და ნაგებობის აღების შედეგად იქ დარჩენილი ნაგვისაგან ტერიტორიის გაწმენდა, 2020 წლის 30 აპრილამდე.
7. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათა--------–--ული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სარჩელი, შესაბამისად იგი გათა--------–--ულია ბაჟის გადახდისაგან. ს------ დ---------ის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახილია 60 (სამოცი) ლარი, ამდენად, რადგანაც სარჩელი დაკმაყოფილდა მოსარჩელე ს------ დ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი 60 (სამოცი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 208.3-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს------ დ---------ის (პ/ნ 0----------)სარჩელი მოპასუხე ჰერინე ჰ--------------ის (პ/ნ 0----------) მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ჰ------ ჰ--------------ს (პ/ნ 0----------) დაევალოს, (სპეციალისტის ი/მ „ალექსასნდრე ვახტანგიშვილის“ მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით), მის მიერ ქ. ახალქალაქში, აღ--–-----–ის ქ. #1----ში მდებარე ს------ დ---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით #63.18.35.9--, უკანონოდ აშენებული ნაგებობის საკუთარი ხარჯებით აღება და ნაგებობის აღების შედეგად იქ დარჩენილი ნაგვისაგან ტერიტორიის გაწმენდა, 2020 წლის 30 აპრილამდე;
3. მოსარჩელე ს------ დ---------ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი 60 (სამოცი) ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: არარტ ესოიან