გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
621210119002960130
№2/21-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.01.2020 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - შპს ,,ბი კრედიტი"
წარმომადგენელი - მა--------------ძე, ნა-------–-–---–ი
მოპასუხეები - ნა-------------ძე, ეთ------------–-–--ლი, შო------------ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს 2018 წლის 31 ივლისის სესხის N 9759-9050 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ დავალიანების 3376,07 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3107 ლარს, 93,8 ლარი საპროცენტო სარგებელს და 175, 27 ლარი ჯარიმას.
სარჩელის საფუძვლები:
2018 წლის 31 ივლისს შპს ,,ბი კრედიტსა" და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის N 9759-9050 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნა-------------ძის სახელზე გაიცა სესხი 30 დღის ვადით, 3107 ლარის ოდეობით. სესხის საპროცენტო განაკვეთი თვეში შეადგენს 6,63 %-ს, სესხის დაფარვოს ვადა 30.08.2018წ, ხოლო ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41%-ს. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებმა ეთ-------------–-–---–მა და შო------------ძემ, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც წარმოადგენს სესხის ხეშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად. მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მის მიერ გადახდილი არ არის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა. მოპასუხეებმა ხელშეკრულება დაარღვიეს 2018 წლის 30 აგვისტოს. ხელშეკრულების დარღვევის დღესვე მოსარჩელემ მოპასუხეებს მოსთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა ამაოდ. მოპასუხეთა დავალიანება სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3336,07 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3107 ლარს, 93,8 ლარი საპროცენტო სარგებელს და ჯარიმა 175, 27 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხებმა ნა-------------ძემ და ეთ-------------–-–---–მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან განმარტეს, რომ სესხად მიღებული ძირითადი თანხის ნაწილი გადახდილია, რომლის დამადასტურებელ მტკიცებულებასაც წარმოადგენდნ მოგვიანებით, ხოლო შო------------ძეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ნა-------------ძემ ცნო სარჩელი სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 31 ივლისს შპს ,,ბი კრედიტსა" და მოპასუხე ნა-------------ძეს შორის გაფორმდა სესხის N 9759-9050 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნა-------------ძის სახელზე გაიცა სესხი 30 დღის ვადით, 3107 ლარის ოდეობით. სესხის საპროცენტო განაკვეთი თვეში შეადგენს 6,63 %-ს, სესხის დაფარვოს ვადა 30.08.2018წ, ხოლო ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( ს.ფ. 4-5; 60; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.2. ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა ეთ-------------–-–---–მა და შო------------ძემ, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც წარმოადგენს სესხის ხეშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( ს.ფ. 4-5; 60; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეების მიერ დაირღვა 2018 წლის 30 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.18)
- ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ.19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( ს.ფ. 4-5; 60; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.4. მსესხებლის დავალიანება შპს ,, ბი კრედიტის წინაშე" შეადგენს 3336,07 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3107 ლარს, 93,8 ლარი საპროცენტო სარგებელს და ჯარიმა 175, 27 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ.19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( ს.ფ. 4-5; 60; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სახელშეკრულებო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ივლისს შპს ,,ბი კრედიტსა" და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის # 9759-9050 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნა-------------ძის სახელზე გაიცა სესხი 30 დღის ვადით, 3107 ლარის ოდეობით. სესხის საპროცენტო განაკვეთი თვეში შეადგენს 6,63 %-ს, სესხის დაფარვის ვადა 30.08.2018წ, ხოლო ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41%-ს.
მითითებული გარემოება ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება არ არის შესრულებული.
ამდენად, მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, მან გრაფიკით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გადაიხადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
ამდენად, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
მოპასუხეებს ეთ-------------–-–---–სა და შო------------ძეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოპასუხე ნა-------------ძესთან ერთად უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ე. ეგრისელაშვილმა და შ. ირემაძემ სესხის ხელშეკრულებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სრული ოდენობით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს (თავდებებს) ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის.
მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა სრულად.
ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან მოპასუხემ სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის საკითხს, მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამდენად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დარჩეს გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ბი კრედიტი“-ს სარჩელი მოპასუხეების ნა-------------ძის, ეთ-------------–-–---–ისა და შო------------ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს ნა-------------ძეს, ეთ-------------–-–---–სა და შო------------ძეს შპს ,,ბი კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 3376,07ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 3107 ლარი, სარგებელი - 93,8 ლარი, პირგასამტეხლო - 175,27 ლარი.
3. მოპასუხეებს ნა-------------ძეს, ეთ-------------–-–---–სა და შო------------ძეს მოსარჩელე შპს ,,ბი კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 25.32 ლარის გადახდა.
4. სს ,,ბი კრედიტი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 04.04.2019 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 25.68 ლარი. (საგადახდო დავალება N 251; სახაზინო კოდი 300063150);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე