განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
180100119003146778
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100119003146778

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/231-19 6 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-----–--–---;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - პ----- რ---ს ძე ქ-–---–---–ი (დაბადებული 1--- წლის 30 მ-----ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები მცხეთის რაიონის სოფელი მ–----–---–-, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით პ----- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111. 151 მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

2019 წლის 18 მაისს, ღამის საათებში მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---–- თავის საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ----- ქ-–---–---–მა ფინანსურ საკითხზე წარმოშობილი კამათის დროს, იმავე სახლში მცხოვრებ ძმას - მ-----ა ქ-–---–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახლის ეზოში წააქცია მიწაზე და აგორავა, რის შედეგადაც მ-----ა ქ-–---–---–ს პირის ღრუდან ამოუვარდა ჩასმული კბილები, მიიღო დაზიანება შუბლის არეში და ტკივილი განიცადა დუნდულის მიდამოში, აღნიშნული ძალადობის შედეგად მ-----ა ქ-–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით პ----- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111. 151 მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

2019 წლის 18 მაისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---–- თავის საცხოვრებელ სახლში, იმავე საცხოვრებელ სახლში მყოფმა პ----- ქ-–---–---–მა ძმაზე - მ-----ა ქ-–---–---–ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. ამის შემდეგ, პ----- ქ-–---–---–ი დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მ-----ა ქ-–---–---–ს, რომელიც გაიქცა და დაიმალა. ვინაიდან პ----- ქ-–---–---–ი იყო აგრესიული, მ-----ა ქ-–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა პ----- ქ-–---–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებებში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ბრალდებულის ჩვენებით, მისი ძმა მ-----ა ქ-–---–---–ი არის ,,ლოთი და ნაგავი“. 2019 წლის 18 მაისს, მისი ძმა მ-----ა ქ-–---–---–ი იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. ბრალდებულის ვარაუდით, მ-----ა ქ-–---–---–მა სხეულზე არსებული დაზიანებები მიიღო წაქცევის დროს და არა ბრალდების მხარის მიერ განვითარებული ვერსიის შედეგად, მ-----ა ქ-–---–---–ი ალბათ სადღაც გამოედო, წაიქცა და მიიღო დაზიანება. მას არანაირი შეხება არ ჰქონია მ-----ა ქ-–---–---–თან და მის მიმართ არასდროს არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია. მიუხედავად ამისა, მ-----ა ქ-–---–---–ი ძალიან ბევრ შეტყობინებას ახორციელებდა პოლიციაში. ის, რომ მისი ძმა უმიზეზოდ ახორციელებდა შეტყობინებებს პოლიციაში, ამას დაადასტურებენ პოლიციის თანამშრომლები. ბრალდებულის ჩვენებით, მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს მის ოთახში შევიდა ათი კაცი, მის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, ჩაუმტვრიეს ნეკნები და მიიყვანეს სიკვდილის პირამდე. მას საკუთარ სახლში დაუწყეს ცემა ლ---- გ---------მ და დ----- ს------–--ემ. იქ ნ-----–---- მ-----–--- არ ყოფილა. ის იწვა ლოგინში და ეცვა მხოლოდ საცვალი, შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლები მისგან ვერანაირი სახის დანას ვერ ამოიღებდნენ.

2.2. ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის ჩვენებას, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, სახლის ეზოში მიწაზე არ წაუქცევია მ-----ა ქ-–---–---–ი, არ უგორავებია, შესაბამისად, მის ძმას არანაირი სახის დაზიანება მისგან არ მიუღია შუბლის არეში და ვერც ტკივილს განიცდიდა დუნდულის მიდამოში, ასევე არ დამუქრებია მას სიცოცხლის მოსპობით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენი-–-- საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

2.3. დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ის გამოკითხვის ოქმითა და სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს დედასთან ნ----- ლ---–------თან და ძმასთან პ----- ქ-–---–---–თან ერთად. მას და მის ძმას პ----- ქ-–---–---–ს შორის რამდენიმე წელია დაიწყო ცუდი ურთიერთობა. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ძმა გამოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც ის იხდიდა სასჯელს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. პ----- ქ-–---–---–ი ეჩხუბებოდა მას და ნ----- ლ---–------, რომ თითქოს ის ტყუილად დააჭერინეს. მისი ძმა პ----- ქ-–---–---–ი არის ნარკოდამოკიდებული. პ----- ქ-–---–---–ის ასეთი აგრესიული დამოკიდებულების გამო მან არაერთხელ მიმართა პოლიციას დახმარებისათვის, რომ დაეწყნარებინათ პ----- ქ-–---–---–ი. 2019 წლის 17 მაისს პ----- ქ-–---–---–ი იყო ნასვამი და ნ----- ლ---–------ ეუბნებოდა, რომ დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ს მიეცა მისთვის თანხა. მან ნ----- ლ---–------ მისცა 100 ლარი, რათა გადაეცა პ----- ქ-–---–---–ისთვის. პ----- ქ-–---–---–ს თანხის ოდენობა ეცოტავა, რის გამოც წააქცია ეზოში და აგორავა მიწაზე, რა დროსაც მას პირის ღრუდან ამოუვარდა კბილები. აღნიშნულის შედეგად, მან ასევე იგრძნო ტკივილი უკანა ტანისა და შუბლის მიდამოში. 2019 წლის 17-18 მაისს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ----- ქ-–---–---–მა ნ----- ლ---–------ უთხრა მუქარის ტონით, რომ იმ მაგიდებს, რომლებსაც აქირავებენ, დაუკუწავდათ, ორივეს დაწვავდა და დახოცავდა. მას ჯერ ხელში ეჭირა ცული, ხოლო შემდეგ დანა. ვინაიდან წარსულში მის გამო იჯდა ციხეში, პ----- ქ-–---–---–ი მას ექცეოდა აგრესიულად. ასევე იმ დღეს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში და მ-----ა ქ-–---–---–მა ნ----- ლ---–----ისა და მის მიმართ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად.

2.4. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ-------- ს---–-------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2019 წლის 17-18 მაისს იმყოფებოდა საგურამოს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, რა დროსაც მას დაუკავშირდა მ-----ა ქ-–---–---–ი და უთხრა, რომ მისი ძმა პ----- ქ-–---–---–ი მას და მის დედას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და დასდევდა დანითა და ნაჯახით. მოწმის განმ-----ებით, ის იმყოფებოდა ღონისძიებაზე, რის გამოც დაუკავშირდა ხელმძღვანელობას და სხვა თანამშრომლები წავიდნენ მ-----ა ქ-–---–---–ის ოჯახში. მან იმავე დღეს გამოწერა შემაკავებელი ორდერი პ----- ქ-–---–---–ის მიმართ. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, მ-----ა ქ-–---–---–ს შუბლზე ეტყობოდა დაზიანება. მას მ-----ა ქ-–---–---–მა განუმ-----ა, რომ ძმა პ----- ქ-–---–---–ი იყო ნასვამი, შელაპარაკება მოუვიდათ, რაც გადაიზარდა ჩხუბში, დანით და ცულით დასდევდა და მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმემ აღნიშნა, რომ ძმებს პ----- და მ-----ა ქ-–---–---–ებს შორის ხშირად ხდება ხოლმე კონფლიქტები.

2.5. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას დ----- ს------–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2019 წლის 17-18 მაისს იმყოფებოდა საგურამოს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, რა დროსაც ნ-------- ს---–-------ეს დაუკავშირდა მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---–- მცხოვრები მ-----ა ქ-–---–---–ი. ნ------- ს---–-------ემ საუბრის დასრულების შემდეგ გადმოსცა მ-----ა ქ-–---–---–თან საუბრის შინაარსი, კერძოდ, პ----- ქ-–---–---–ი სიცოცხლის მოსპობის მუქარით ნაჯახითა და დანით ხელში დასდევდა მას და დედამისს. აღნიშნული ინფორმაციის დარეგისტრირების შემდეგ იგი გამომძიებელ ლ---- გ---------სთან და ნ-----–---- ჭ--–----თან ერთად გამოცხადდა სოფელ მ–----–---–- მდებარე მ-----ა ქ-–---–---–ის სახლში, სადაც დაინახა, რომ ეზოში მყოფი მ-----ა ქ-–---–---–ი იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული და ვერ ბედავდა სახლში შესვლას, თქვა, რომ მისმა ძმამ განახორციელა ძალადობა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დანითა და ნაჯახით ხელში და ამბობდა „მაინც და მაინც უნდა მომკლასო“. პ----- ქ-–---–---–ი, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, დააკავეს კანონით დადგენილი წესით და მისგან, შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან, ამოღებული იქნა გასაშლელი დანა, ხოლო შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან მეორე დანა. მ-----ა ქ-–---–---–მა მათ უთხრა, რომ მისმა ძმამ პ----- ქ-–---–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წააქცია მიწაზე და დაუწყო ცემა. მოწმის განმ-----ებით, მ-----ა ქ-–---–---–ს შუბლზე ნაკაწრები აღენიშნებოდა. პ----- ქ-–---–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ის შემოწმდა ალკოტესტზე და გამოუვლინდა ნასვამობა. ასევე შემოწმდა ნარკოტესტზე და გამოუვლინდა რომელიღაც ნარკოტიკის მიღება, რასაც თვითონაც არ უარყოფს. მოწმემ აღნიშნა, რომ ის, ნ-----–---- ჭ--–--ე და ლ---- გ--------- იყვნენ მისულები. მათ პ----- ქ-–---–---–ისთვის არავითარი ფიზიკური დაზიანება და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. გორის საოლქო პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება იმის შესახებ, რომ თითქოს მათ, სამივემ, ის სცემეს, რის შესახებაც პ----- ქ-–---–---–მა განაცხადა მოგვიანებით.

2.6. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ---- გ---------მ მთლიანად დაადასტურა დ----- ს------–--ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აჩვენა, რომ პ----- ქ-–---–---–ი, რომელიც იყო ნასვამი, აგრესიას გამოხატავდა მათ მიმართ და ამბობდა, რომ მერამდენედ უნდა დაეჭირათ მისი ძმის განცხადების საფუძველზე.

2.7. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ----- ვ-------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმად. 2019 წლის 18 მაისს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში. საგურამოს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დახვდა პაციენტი მ-----ა ქ-–---–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა გულის ფრიალი, აღშფოთება, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი წელისა და დუნდულას მიდამოში, ასევე შუბლზე მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა ნაკაწრი, დაახლოებით 1,5 სმ. სიგრძის დაზიანება. მ-----ა ქ-–---–---–ის განმ-----ებით, მან აღნიშნული დაზიანება მიიღო 2019 წლის 17 მაისს ძმასთან პ----- ქ-–---–---–თან ფიზიკური დაპირისიპირების შედეგად, რა დროსაც პ----- ქ-–---–---–მა მიწაზე დააგო და აგორავა პაციენტი.

2.8. სამედიცინო ბარათის N5---ის თანახმად, პაციენტს მ-----ა ქ-–---–---–ს აქვს გულის ფრიალი, აღშფოთება, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი მენჯისა და დუნდულების მიდამოში. აღენიშნება ნაკაწრი შუბლზე მარცხნივ. მ-----ა ქ-–---–---–ის განმ-----ებით, ის ძირს დააგორეს.

2.9. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ----- ლ---–----ის მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი არის პ----- ქ-–---–---–ის დედა. მან გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის - ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

2.10. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---–- პ----- ქ-–---–---–ის მიერ ძმის მ-----ა ქ-–---–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

2.11. შეტყობინების რეგისტრაციის N1------ ბარათის თანახმად, 2019 წლის 18 მაისის 02:40 საათზე, საგურამოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ-------- ს---–-------ემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---–- მცხოვრები მ-----ა ქ-–---–---–ი, რომელმაც შეატყობინა, რომ მისმა ძმამ პ----- ქ-–---–---–მა მას და დედამისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დასდევდა დანით და ნაჯახით, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

2.12. 2019 წლის 18 მაისის ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 03:32 საათსა და 03:43 საათის დროის მონაკვეთში პ----- ქ-–---–---–ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მოვერცხილსფრო გასაშლელი დანა წარწერით “STAINLESS” - ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან, ხოლო მოწითალო სახელურის მქონე გასაშლელი დანა წარწერით “ROSTFREI” - ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან. პ----- ქ-–---–---–მა ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებლებს გაუწია წინააღმდეგობა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაფიქსირებულა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დ----- ს------–--ემ და ლ---- გ---------მ. ასევე აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დადასტურებულია ოქმზე ნ-----–---- მ-----–--ის ხელმოწერით.

2.13. სამედიცინო შემოწმების შეთავაზების შესახებ ოქმის თანახმად, საგურამოს პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელმა ლ---- გ---------მ დაკავებულ პ----- ქ-–---–---–ს განუმ-----ა უფასო სამედიცინო დახმარების სარგებლობის უფლება, რაზეც პ----- ქ-–---–---–მა განაცხადა, რომ საჭიროებს ექიმის გასინჯვას, რადგან ზოგადად აწუხებს ღვიძლი.

2.14. 2019 წლის 18 მაისის სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმით დადგენი-–--, რომ მ-----ა ქ-–---–---–ისგან ამოღებული იქნა სამედიცინო ბარათი. ამოღების ოქმს თან ერთვის პაციენტის მ-----ა ქ-–---–---–ის სამედიცინო ბარათი N5---ის ასლი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ------- მ-----–---მ.

2.15. 2019 წლის 18 მაისის ალკოტესტზე შემოწმების ოქმისა და ქვითრის მიხედვით, 2019 წლის 18 მაისს 4:54:29 წუთზე პ----- ქ-–---–---–ის შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0.860‰.

2.16. 2019 წლის 18 მაისის ალკოტესტზე შემოწმების ოქმისა და ქვითრის მიხედვით, მ-----ა ქ-–---–---–ის შემოწმების შედეგად მას არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

2.17. ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N7021453 დასკვნის მიხედვით, პ----- ქ-–---–---–ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ბენზოდიაზეპინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ექიმ-ნარკოლოგმა ე-–--------–-----ა.

2.18. 2019 წლის 18 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ის ინფორმაციის შემოწმების მიზნით. კერძოდ, 2019 წლის 17 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---–- არსებულ მ-----ა ქ-–---–---–ის ერთსართულიანი ხის სახლის უკანა მხარეს არსებულ გადახურულ ადგილას, სადაც დგას გრძელი ხის სკამი, პ----- ქ-–---–---–მა დააგდო და აგორავა ის მიწაზე, რა დროსაც იგრძნო ტკივილი უკანა ტანის და შუბლის მიდამოში. მ-----ა ქ-–---–---–მა აჩვენა ის ადგილი, საიდაც ემუქრებოდა მას და დედამისს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ეჭირა ცული, ხოლო შემდეგ ახდენდა დანის დემონსტრირებას. მ-----ა ქ-–---–---–მა ასევე აჩვენა ის მაგიდები, რომლის დანგრევითაც იმუქრებოდა პ----- ქ-–---–---–ი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტ კრიმინალისტებმა ი-–-- ქ---------მ და მ-----ა რ--–---–--ლმა.

2.19. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „მცხეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ სამედიცინო ბარათი N5---დან, მ-----ა ქ-–---–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 18.05.2019 წ. 04:50 საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერში აღწერი-–-- შუბლის მიდამოში მარცხნივ ნაკაწრი. 20.05.2019 წ. მოქ. მ-----ა ქ-–---–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება შუბლის მიდამოში მარცხენა ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა. მოწმის განმ-----ებით, მას მ-----ა ქ-–---–---–მა უთხრა, რომ ის მიწაზე წააქცია და აგორავა მისმა ძმამ პ----- ქ-–---–---–მა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2.20. ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ორი ცალი დანა, დამზადებული ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ----რ კ------ემ.

2.21. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით პ----- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

2.22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმ-----ავს, რომ საქართველოს სისხლს სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, უფლება იცხოვროს მშვიდ ოჯახურ გარემოში და დაცული იქნეს ოჯახის წევრის მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისაგან. ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. სასამართლო განმ-----ავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პირის ქმედების ხსენებული ნორმით შეფასებისთვის საჭიროა ორი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა - 1) არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა; 2) დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს ხსენებული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.2. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტს, შეტყობინების რეგისტრაციის N1------ ბარათს. ამ ბარათის თანახმად, 2019 წლის 18 მაისს 02:40 საათზე შევიდა შეტყობინება პოლიციაში. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, განმცხადებელი არის საგურამოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ-------- ს---–-------ე, რომელსაც დაუკავშირდა მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---–- მცხოვრები მ-----ა ქ-–---–---–ი. დაზარალებულმა მ-----ა ქ-–---–---–მა ნ-------- ს---–-------ეს შეატყობინა, რომ მისმა ძმამ პ----- ქ-–---–---–მა მას და დედამისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დასდევდა დანით და ნაჯახით, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შეტყობინების სისწორე მთლიანად დადასტურებულია იმავე დღეს დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ის გამოკითხვის ოქმით. აღნიშნული გამოკითხვის ოქმითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 17 მაისს პ----- ქ-–---–---–ი იყო ნასვამი. გაბრაზებულმა პ----- ქ-–---–---–მა იმის გამო, რომ მისთვის მიცემული თანხის ოდენობა ეცოტავა, მ-----ა ქ-–---–---–ი წააქცია ეზოში, აგორავა მიწაზე, რის შედეგად პირის ღრუდან ამოუვარდა კბილები. ასევე, აღნიშნულის შედეგად მან იგრძნო ტკივილი უკანა ტანისა და შუბლის მიდამოში. ამის შემდგომ პ----- ქ-–---–---–მა ნ----- ლ---–------ უთხრა მუქარის ტონით, რომ იმ მაგიდებს, რომლებსაც აქირავებენ, დაუკუწავდათ, ორივეს დაწვავდა და დახოცავდა. მას ჯერ ხელში ეჭირა ცული, ხოლო შემდეგ დანა. ვინაიდან, პ----- ქ-–---–---–ი იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, მ-----ა ქ-–---–---–მა ნ----- ლ---–----ისა და მის მიმართ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად.

3.3. დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ის ჩვენება მთლიანად დადასტურებული და გამყარებულია შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 18 მაისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის მიხედვით შეტყობინებისთანავე მოხდა დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლები ლ---- გ---------, დ----- ს------–--ე და ნ-----–---- ჭ--–--ე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, მ-----ა ქ-–---–---–ის ოჯახში. ამავე ოქმით დადასტურებულია, რომ მ-----ა ქ-–---–---–მა მიუთითა მის ძმაზე პ----- ქ-–---–---–ზე, რომ მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დანით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ოქმის ყველა გვერდზე არის ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის ხელმოწერები და მას გადაცემული აქვს დაკავების ოქმის ასლი, რასაც თავად ადასტურებს ოქმის ბოლოს თავისივე ხელით შესრულებული მინაწერით - „დაკავების ოქმი გადმომეცა“ და მისი ხელმოწერით; 2019 წლის 18 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რისი მეშვეობითაც შემოწმდა დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ისგან მიღებული ინფორმაცია. კერძოდ, 2019 წლის 17 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---–- არსებულ მ-----ა ქ-–---–---–ის ერთსართულიანი ხის სახლის უკანა მხარეს არსებულ გადახურულ ადგილას, სადაც დგას გრძელი ხის სკამი, მ-----ა ქ-–---–---–მა მიუთითა, რომ პ----- ქ-–---–---–მა დააგდო და აგორავა ის მიწაზე, რა დროსაც იგრძნო ტკივილი უკანა ტანისა და შუბლის მიდამოში. მამუკა ქ-–---–---–მა აჩვენა ის ადგილი, საიდაც ემუქრებოდა მას და დედამისს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ეჭირა ცული, ხოლო შემდეგ ახდენდა დანის დემონსტრირებას. მ-----ა ქ-–---–---–მა ასევე აჩვენა ის მაგიდები, რომლის დანგრევითაც იმუქრებოდა პ----- ქ-–---–---–ი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე მთლიანად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა პირებმა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ი-–-- ქ---------მ და მ-----ა რ--–---–--ლმა. აღნიშნულ ოქმს თან ერთვის ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს სახლის ეზოში არსებული გადახურული მაგიდები, იქ მდგომი დაზარალებული მ-----ა ქ-–---–---–ი, რომელიც ხელით მიუთითებს ეზოში გადახურულ ადგილას არსებულს გრძელ სკამზე. დაზარალებული მ-----ა ქ-–---–---–ი აქტიურად ჩაერთო საგამოძიებო მოქმედებაში და თავისი მითითებებით ეხმარებოდა გამომძიებელს ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. აღნიშნული ოქმის და თანდართული ფოტომასალის სისწორე დადასტურებული აქვს როგორც დეტექტივ-გამომძიებლ ლ---- გ---------ს, ექსპერტ-კრიმინალისტებს ი-–-- ქ---------ს და მ-----ა რ--–---–--ლს, ასევე მ-----ა ქ-–---–---–ს.

3.4. სასამართლო დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ის ჩვენების სარწმუნოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე მ-----ა ქ-–---–---–ის ჩვენებაში მითითებული პ----- ქ-–---–---–ის მიერ მუქარის არსებობის და დაზარალებულის მხრიდან მისი რეალურობად აღქმის ფაქტის დასადასტურებლად განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს გამომძიებლების ლ---- გ---------ს, დ----- ს------–--ის, ნ-------- ს---–-------ისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმ ვ----- ვ-------–---–ის ჩვენებებში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, მოწმეების ლ---- გ---------ს და დ----- ს------–--ის ჩვენებებით, მათ დაინახეს, რომ ეზოში მყოფი მ-----ა ქ-–---–---–ი იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული, მას შუბლზე ნაკაწრები აღენიშნებოდა და ვერ ბედავდა სახლში შესვლას, მან თქვა, რომ მისმა ძმამ განახორციელა ძალადობა, წააქცია, აგორავა მიწაზე, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დანითა და ნაჯახით ხელში, რის გამოც დაზარალებული ამბობდა „მაინც და მაინც უნდა მომკლასო“, მოწმე ნ-------- ს---–-------ის ჩვენებით, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, მ-----ა ქ-–---–---–ს შუბლზე ეტყობოდა დაზიანება. მას მ-----ა ქ-–---–---–მა განუმ-----ა, რომ ძმა პ----- ქ-–---–---–ი იყო ნასვამი, შელაპარაკება მოუვიდათ, რაც გადაიზარდა ჩხუბში, დანით და ცულით დასდევდა და მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა; მოწმე ვ----- ვ-------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 18 მაისს მ-----ა ქ-–---–---–ს აღენიშნებოდა გულის ფრიალი, აღშფოთება, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი წელისა და დუნდულას მიდამოში, ასევე შუბლზე მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა ნაკაწრი, დაახლოებით 1,5 სმ. სიგრძის დაზიანება. მ-----ა ქ-–---–---–ის განმ-----ებით, მან აღნიშნული დაზიანება მიიღო ძმასთან პ----- ქ-–---–---–თან ფიზიკური დაპირისიპირების შედეგად, რა დროსაც პ----- ქ-–---–---–მა მიწაზე დააგო და აგორავა პაციენტი. მუქარის დანით განხორციელების ფაქტი დასტურდება, 2019 წლის 18 მაისის ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის მიხედვით, 03:32 საათსა და 03:43 საათის დროის მონაკვეთში პ----- ქ-–---–---–ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო გასაშლელი დანა წარწერით “STAINLESS” - ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან, ხოლო მოწითალო სახელურის მქონე გასაშლელი დანა წარწერით “ROSTFREI” - ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შინაარსის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა დ----- ს------–--ემ, ლ---- გ---------მ და ნ-----–---- ჭ--–--ემ ოქმზე ხელმოწერებით.

3.5. აღნიშნული პირები, მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, გახდნენ უშუალო თვითმხილველი მოწმენი იმ ფაქტისა, რომ დაზარალებული მ-----ა ქ-–---–---–ი იყო აღელვებული, აფორიაქებული, შუბლზე ეტყობოდა დაზიანება და კითხვაზე, თუ რა მოხდა, მ-----ა ქ-–---–---–მა მათ აუხსნა მისი აფორიაქების, დაზიანების მიზეზი და უთხრა, რომ მას აღნიშნული დაზიანება მიაყენა მისმა ძმამ პ----- ქ-–---–---–მა და აღნიშნული ფაქტის შემდგომ ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც გარეთ იდგა და ვერ ბედავდა სახლში შესვლას. ამდენად, მოწმეები გახდნენ უმალვე, მყისიერად თვითმხილველნი და შემსწრენი იმ ფაქტობრივი გარემოებების, რაც მოჰყვა მომხდარ ფაქტს.

3.6. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ის ჩვენებაში მითითებული დაზიანების კვალი მთლიანად დადასტურებულია N5-- სამედიცინო ბარათით (რაც დაადასტურა მოწმე ვ----- ვ-------–---–მა), რომლის მიხედვით მ-----ა ქ-–---–---–ს ჰქონდა გულის ფრიალი, აღშფოთება, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი მენჯისა და დუნდულების მიდამოში. აღენიშნებოდა ნაკაწრი შუბლზე მარცხნივ. მ-----ა ქ-–---–---–ის განმ-----ებით, ის ძმამ პ----- ქ-–---–---–მა ძირს, მიწაზე დააგდო და აგორავა; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი „მცხეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ სამედიცინო ბარათი N5---ის მიხედვით, მ-----ა ქ-–---–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 18.05.2019 წ. 04:50 საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერში აღწერი-–-- შუბლის მიდამოში მარცხნივ ნაკაწრი. 20.05.2019 წ. მოქ. მ-----ა ქ-–---–---–ის პირადი შემოწმებისას მას აღენიშნებოდა დაზიანება შუბლის მიდამოში მარცხენა ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა. მოწმის განმ-----ებით, მას მ-----ა ქ-–---–---–მა უთხრა, რომ ის მიწაზე წააქცია და აგორავა მისმა ძმამ პ----- ქ-–---–---–მა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

3.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მ-----ა ქ-–---–---–ი არის ლოთი და მან აღნიშნული დაზიანება მიიღო მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის დროს ფეხის წამოკვრის შედეგად, რადგან საქმეში არსებული 2019 წლის 18 მაისის ალკოტესტზე შემოწმების ოქმის და ქვითრების მიხედვით, 2019 წლის 18 მაისს 4:54:29 წუთზე პ----- ქ-–---–---–ს შემოწმების შედეგად დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0.860‰, ხოლო მ-----ა ქ-–---–---–ს შემოწმების შედეგად არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. ხოლო რაც შეეხება ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მის მიმართ დაკავების დროს განხორციელდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. კერძოდ, ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე არც პ----- ქ-–---–---–ის და არც სხვა პირის მხრიდან შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ შესულა. პირიქით, პ----- ქ-–---–---–ი ხელს აწერს ოქმის ყველა გვერდს და ოქმის შინაარსის სისწორეს ადასტურებს ოქმის ბოლოს თავისი ხელმოწერით. ასევე, პ----- ქ-–---–---–ი ადასტურებს ოქმის ბოლოს თავისივე ხელით შესრულებული მინაწერით, რომ მას გადაეცა ოქმის ასლი. ამდენად, ბრალდებულის მხრიდან ოქმის შინაარსთან დაკავშირებით არანაირი სახის პრეტენზია და შენიშვნა ოქმში არ არის აღნიშნული; სამედიცინო შემოწმების შეთავაზების შესახებ ოქმის თანახმად, საგურამოს პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელმა ლ---- გ---------მ დაკავებულ პ----- ქ-–---–---–ს განუმ-----ა უფასო სამედიცინო დახმარების სარგებლობის უფლება, რაზეც პ----- ქ-–---–---–მა განაცხადა, რომ საჭიროებს ექიმის გასინჯვას, რადგან ზოგადად აწუხებს ღვიძლი. მოწმეების დ----- ს------–--ის და ლ---- გ---------ს ჩვენებებით, მათ პ----- ქ-–---–---–ისთვის არავითარი ფიზიკური დაზიანება და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. გორის საოლქო პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება იმის შესახებ, რომ თითქოს მათ, სამივემ, ის სცემეს, რის შესახებაც პ----- ქ-–---–---–მა განაცხადა მოგვიანებით; ასევე, უსაფუძვლოა ბრალდებულის ჩვენება იმის შესახებ, რომ მისი დაკავების დროს არ ყოფილა ნ-----–---- ჭ--–--ე, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ოქმში მონაწილე პირად შეყვანი-–-- ნ-----–---- ჭ--–--ე, რომელიც ოქმის სისწორეს ადასტურებს ხელის მოწერით და ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ს არც აღნიშნულზე აქვს რაიმე შენიშვნა ოქმში დაფიქსირებული. ამასთან, დ----- ს------–--ის ჩვენებით ის, ნ-----–---- ჭ--–--ე და ლ---- გ--------- იყვნენ მისულები შემთხვევის ადგილზე.

3.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა პ----- ქ-–---–---–მა თავის ოჯახის წევრის ძმის მ-----ა ქ-–---–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და პ----- ქ-–---–---–ი დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მ-----ა ქ-–---–---–ს, რომელიც გაიქცა და დაიმალა. ვინაიდან პ----- ქ-–---–---–ი იყო აგრესიული მ-----ა ქ-–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.9. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით პ----- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. იმის გამო, რომ მცხეთის რაინული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდიდან არ გასულა სამი წელი და ამასთანავე, ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ს 2019 წლის 18 მაისის მდგომარეობით ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაულები, შესაბამისად, ბრალდებულს სწორად აქვს დაკვალიფიცირებული ბრალად შერაცხული ქმედებები არაერთგზისობით.

3.10. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----- ქ-–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, და ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, დაზარალებულ მ-----ა ქ-–---–---–ის პოზიციის მხედველობაში მიღებით, რომ მას პ----- ქ-–---–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და პატიობს მომხდარ ძალადობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- ქ-–---–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ, სასჯელების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს შთანთქმის პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. პ----- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, პ----- ქ-–---–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

4. პ----- ქ-–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

5. პ----- ქ-–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 18 მაისიდან.

6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ორი ცალი დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი