განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117002184876
N1/156-2017
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ---- თ--------;
ბრალდებული - კ---- მ---------, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ა---------–----–----–-- განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი შ----–-;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით - 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია); 2) საქართველოს სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას - 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია); 3) საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების ასლი:
1. 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.ზესტაფონში, მ----–----–--ის ქუჩაზე, შპს „ფ---------ის“ სამედიცინო ცენტრის ეზოში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ---- მ---------მ, უკანა მხრიდან, ჯინსის შარვლის წინა ჯიბეებში ხელის მოკიდებით, მაღლა ასწია მამა - ნ------- მ--------- და უბიძგა წინა მხარეს, რის გამოც ნ------- მ--------- დაეცა მუხლებით და მარჯვენა ხელის იდაყვი მიარტყა იქვე მდგომი ძმისშვილის, პ---–- მ--------ის კუთვნილ „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსის კიბეს. ფეხზე წამოდგომისთანავე, კ---- მ---------მ მარჯვენა ხელის მუშტი მძლავრად დაარტყა ერთხელ მარჯვენა თვალის არეში ნ------- მ---------ს. კ---- მ--------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ------- მ---------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით, 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.ზესტაფონში, მ----–----–--ის ქუჩაზე მდებარე შპს „ფ---------ის“ სამედიცინო ცენტრის ეზოში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ---- მ---------მ, ძალადობა განახორციელა მამის - ნ------- მ--------ის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა ვ------- რ-------ემ, თ------ რ--------მ და დ----- რ-------ემ განაცხადეს, რომ კ---- მ--------- არის მათი სიძე, ხოლო ნ------- მ--------- მისი მამა.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ---–- მ---------მ განაცხადა, რომ ნ------- მ--------- არის კ---- მ--------ის მამა.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა კ---- მ---------მ განაცხადა, რომ ნ------- მ--------- არის მამამისი.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ---- მ--------- და დაზარალებული ნ------- მ--------- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- მ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, როდესაც პოლიციაში მიდიოდა, გზაში შეხვდა ნ------- მ---------, რომელმაც უთხრა, რომ დაზიანება, რომელიც თვალზე ემჩნეოდა, კ----მ მიაყენა. ასევე, უთხრა, რომ კ----მ ძალით წაიყვანა საავადმყოფოში და გაუკეთა გადასხმა, რაც მას არ სურდა. სწორედ საავადმყოფოს ეზოში მიაყენა დაზიანება თვალის არეში.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ კ------მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ფ---------ში“ დაცვად. 2017 წლის 11 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, ღამის საათებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მიყვანილი იქნა ნ------- მ---------, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და უნდა გაეკეთებინათ გადასხმა. ნ------- მ---------ს გადასხმის გაკეთება არ სურდა, თუმცა მაინც გაუკეთეს. იმავე დღეს გაეწერა ნ------- მ---------. როდესაც გარეთ გავიდა ნ----------ე და იმყოფებოდა საავადმყოფოს გვერდით ტერიტორიაზე, დაინახა, რომ ამ უკანასკნელს თვალი ჰქონდა დაზიანებული. დაელოდა მეწყვილე გ------ ტ-------–--ის მისვლას და შემდეგ გავიდა გარეთ ამბის გასაგებად. როდესაც ჰკითხა ნ-------ს თუ რა მოხდა, ნ-------მა უთხრა, რომ მარშუტკაში ასვლის დროს ფეხი დაუცდა და დაზიანება მიიღო. მოწმის განმარტებით, არ დაკვირვებია ნ------- მ---------ს საავადმყოფოში მისვლის და გაწერის დროს დაზიანება თუ ემჩნეოდა სახეზე. ნ-------ს მისთვის არ უთქვამს, რომ შვილმა სცემა.
10. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მოწმე გ------ ტ-------–--ის მიერ გამოძიებაში, 2017 წლის 7 ნოემბერს მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 289-291), სადაც აღნიშნულია „დაახლოებით 2 თვეა ვმუშაობ კერძო დაცვის სამსახურ „იუნაიტედ სექიურიტში“. სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ შპს „ფ---------ის“ სამედიცინო დაწესებულებაში ყოველდე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან, 22:00 საათამდე. პერიოდულად შესაძლებელია სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე გავაგრძელო მორიგეობის საათები. 2017 წლის 11 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, შპს „ფ---------ში“ ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. ჩემთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დაცვის თანამშრომელი თ------ კ------. საღამოს საათებში, დრო ზუსტად არ მახსოვს, მე შპს „ფ---------ის“ პირველ სართულზე გავაკეთე შემოვლა. დაახლოებით 5-10 წუთში მე დავბრუნდი სამედიცინო დაწესებულების ფოიეში. იქნებოდა 22:00 საათის შემდგომი პერიოდი, ზუსტად დრო არ მახსოვს, როდესაც სამედიცინო დაწესებულებიდან გავიდა ჩემთვის უცნობი, დაახლოებით 55-60 წლის ასაკის, საშუალო ტანის მამაკაცი. ამ დროს, მას სახეზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. მითითებულ მამაკაცთან ერთად სამედიცინო დაწესებულების ეზოში გავიდა 35-40 წლის ასაკის მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი. აღნიშნული პირების გასვლიდან დაახლოებით 5 წუთში, მე გავედი შპს „ფ---------იდან“ და ფეხით წავედი საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით. როდესაც მე ვმოძრაობდი საავადმყოფოს ეზოში, ჩხუბის ან გინების ხმა არ გამიგონია. ეზოში შემოსასვლელი ჭიშკრიდან, ქუჩაში, მე გავიარე დაახლოებით 30 მეტრიანი მანძილი და გავჩერდი, რადგან ვსაუბრობდი მობილურ ტელეფონზე. დაახლოებით 5 წუთში, შპს „ფ---------ის“ ეზოდან გავიგონე ხმამაღალი საუბრის და ყვირილის ხმა. კონკრეტული სიტყვები ვერ გავიგონე. სიტუაციის გარკვევის მიზნით, მე, დაუყოვნებლივ გავიქეცი შპს „ფ---------ის“ ეზოს სამხრეთ მხარეს. მითითებულ ადგილზე იმყოფებოდა ზემოთაღნიშნული სამი პირი და კიდევ ერთი ახალგაზრდა, სუსტი აღნაგობის მამაკაცი. მახლობლად გაჩერებული იყო თეთრი ფერის „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი, რომლის ნომერი არ ვიცი. დავინახე, რომ ზემოთ აღნიშნული, 55-60 წლის ასაკის მამაკაცს, სახის არედან მოსდიოდა სისხლი, ხოლო 35-40 წლის ასაკის მამაკაცი, როგორც შემდგომ გავიგე, აღნიშნული მამაკაცის შვილი, ყვიროდა. როგორც მახსოვს, 55-60 წლის ასაკის მამაკაცს ეუბნებოდა, რომ წაჰყოლოდა სახლში. აღნიშნულ ადგილზე იმყოფებოდა ასევე, დაცვის თანამშრომელი თ------ კ------, რომელიც გამოვიდა შპს „ფ---------ის“ შენობიდან. ეს უკანასკნელი 55-60 წლის ასაკის მამაკაცს შეეკითხა, თუ რა შეემთხვა, რაზედაც გვიპასუხა მისამა შვილმა, რომ მამაკაცი დაეცა მანქანაში ასვლის დროს. რამდენიმე ხანში, მითითებული 35-40 წლის ასაკის მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი გავიდნენ ქუჩაში და გაემგზავრნენ კერძო ტაქსით. მითითებული ფაქტის შემდეგ, ჩვენ დაახლოებით 55-60 წლის ასაკის მამაკაცს ვუთხარით, რომ შესულიყო საავადმყოფოში. მან გვიპასუხა, რომ საავადმყოფოში შემოსვლა არ უნდოდა. აღნიშნულ დროს მას დაზიანებული ჰქონდა თუ არა ტანსაცმელი, არ შემინიშნავს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ზემოთ აღნიშნული სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი დაჯდა „ფორდის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან, მის გვერდით დაჯდა დაახლოებით 55-60 წლის ასაკის მამაკაცი, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ შპს „ფ---------ის“ ეზოდან. კონკრეტულად თუ სად წავიდნენ, ჩემთვის უცნობია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ დამინახავს მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა მითითებულ 55-60 წლის ასაკის მამაკაცს მისმა შვილმა. როდესაც მე მივედი აღნიშნულ პირებთან, მამაკაცს უკვე სახის არედან მოსდიოდა სისხლი. როდესაც მე მივედი სამედიცინო დაწესებულების ეზოს სამხრეთ მხარეს, მითითებული დაახლოებით 55-60 წლის ასაკის მამაკაცის მიმართ, რაიმე სახის ძალადობა არ განხორციელებულა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, ზემოაღწერილ დროს, შპს „ფ---------ის“ შესასვლელ კარებთან ჩართული იყო ელექტროენერგია“.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ------- რ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, მასთან, სახლში, სტუმრად იმყოფებოდა მისი ქალიშვილი, სიძე კ---- მ--------- და მამამისი ნ------- მ---------. გაშალა სუფრა და მამაკაცებმა დალიეს ალკოჰოლური სასმელი. ნასვამი ნ------- მ--------- იქცეოდა საეჭვოდ, ალკოჰოლის მიღების შემდეგ დაიწყო ზევით-ქვევით ჭერში ყურება. აღნიშნულზე, კ----მ მას მისცა შენიშვნა, მერე კი თქვა, რომ წაიყვანდა საავადმყოფოში და გადასხმას გაუკეთებდა. ნ-------ს წასვლა არ სურდა, თუმცა შემდეგ წავიდნენ. დაახლოებით 2 საათის შემდეგ, დაბრუნდნენ მისი ქალიშვილი და სიძე კ---- მ--------- სახლში და თქვეს, რომ ნ-------ს გადასხმა გაუკეთეს და ნათესავმა წაიყვანა სახლში. მისთვის უცნობია, თუ რა მოხდა საავადმყოფოში ნ------- მ---------სა და კ---- მ---------ს შორის.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ რ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წელს, თვე და რიცხვი არ ახსოვს, სამსახურიდან სახლში დაბრუნდა დაღლილი. სახლში სტუმრები ჰყავდა ქალიშვილი, სიძე - კ---- მ---------, მამამისი - ნ------- მ--------- და დ----- რ-------ე. დაღლილობის გამო, ცოტა ხნით გაჩერდა სუფრაზე, შემდეგ კი დაწვა. მეორე დღეს მეუღლისგან გაიგო, რომ კ----სა და ნ-------ს შორის მოხდა კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, სხვა რაიმე დეტალი, მისთვის უცნობია.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- რ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წელს, იმყოფებოდა კ---- მ---------სთან ერთად, ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც კ----მ მამამისს ნ------- მ---------ს უყიდა ტანსაცმელი. ამის შემდეგ, მათთან ერთად ავიდა სახლში, სადაც სუფრა გაიშალა. სუფრაზე ცოტა ხანი გაჩერდა, ერთი ჭიქა დალია, შემდეგ კი, ვინაიდან იყო დაღლილი, ნამორიგევი და ღამენათევი, წავიდა და დაიძინა. გააღვიძა ხმაურმა, კ----მ მამამისი წაიყვანა საავადმყოფოში ალკოჰოლის საწინააღმდეგო ნემსის გასაკეთებლად.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც-–---- ქ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ფ---------ში“ ექთნად. 2017 წლის 11 ოქტომბერს იმყოფებოდა მორიგედ, რა დროსაც მიყვანილი იქნა ნ------- მ---------, რომელსაც ახლდა შვილი და რძალი. ნ------- მ--------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, აღელვებული და არ სურდა გადასხმის გაკეთება, უჩიოდა თავის ტკივილს. გაუკეთეს გადასხმა, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში და შემდეგ ნ----------ე წავიდა. მისთვის უცნობია ნ------- მ--------ის წასვლის შემდეგ მოხდა თუ არა რაიმე, აღნიშნულით არ დაინტერესებულა.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ---–- მ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 ივლისს, მას დაურეკა კ---- მ---------მ და უთხრა, რომ ნ-------ი იყო ცუდად, საავადმყოფოში, მისულიყო და სახლში წაეყვანა. როდესაც საქმე მოილია, მივიდა საავადმყოფოში, სადაც ნახა კ----, რომელმაც უთხრა, რომ ნ-------მა ზედიზედ ბევრი დალია და ცუდად იყო. გადასხმას უკეთებდნენ. ვინაიდან საქმეები ჰქონდა, კ----ს უთხრა, რომ როდესაც ყველაფერი მორჩებოდა, დაერეკა მისთვის. მანქანა საავადმყოფოს ეზოში დატოვა და წავიდა თავის საქმეებზე. როდესაც მორჩა საქმეებს, მივიდა საავადმყოფოში, სადაც მანქანასთან იდგა ნ------- მ---------, ხოლო კ---- და მისი ცოლი ტაქსში სხდებოდნენ. ნ------- მ--------ის თხოვნით ის წაიყვანა სოფელ კვალითში, ვინაიდან სახლში წასვლა არ სურდა. მას, ნ-------ისთვის თვალზე დაზიანება არ შეუნიშნავს, არც ტანსაცმელი ჰქონია დაზიანებული. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 281-283) მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც აღნიშნულია „გავიგონე, თუ როგორ დაუძახა კ---- მ---------მ ეზოს მეორე მხარეს მყოფ ნ------- მ---------ს: თუ არ გინდა წამოსვლა, რაც გინდა ქენი. ამის შემდეგ კ---- მ--------- და მარიკა რ-------ე ჩაჯდა ტაქსის ფირნიშიან ავტომანქანაში, რომლის მარკა და ნომერი არ დამინახავს და წავიდნენ. მე მივედი ჩემს ბიძასთან ნ------- მ---------სთან, რომელსაც დაზიანება ეტყობოდა თვალზე. კონკრეტულად თუ რომელი თვალი ჰქონდა დაზიანებული, არ მახსოვს. მას შევეკითხე თუ რა შეემთხვა, რაზედაც მიპასუხა: არ მინდა სახლში წასვლა და არ მივდივარო“. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განაცხადა, ასეთი რამ გამომძიებლისათვის არ უთქვამს. გამომძიებელს უთხრა, რომ ნ------- მ--------ის თვალზე დაზიანება ნახა ორი დღის მერე, ანუ მას შემდეგ რაც საავადმყოფოდან ნ------- მ--------- წაიყვანა სოფელ კვალითში და დატოვა. დატოვებიდან ორი დღის შემდეგ, როცა ნახა ნ------- მ---------, მაშინ შენიშნა მის თვალზე არსებული დაზიანება.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ნ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ. 2017 წლის 14 ოქტომბერს, გამომძიებელ თ------ შ------–--ესთან ერთად, მონაწილოება მიიღო კ---- მ--------ის დაკავებაში. დაკავებულს განემარტა მისი უფლებები და დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო კ---- მ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მ----- მ---------სგან და ნ------- მ--------ისგან ამოიღო ტანსაცმელები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო კ---- მ---------ს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები.
18. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ნ------- მ---------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა კ---- მ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა მამამისი, რომელიც წაიყვანა სტუმრად თავისი ცოლის ოჯახში. სასმელის დალევის შემდეგ, ნ------- მ--------- იქცეოდა უცნაურად, თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდა. აღნიშნულის გამო, გამოიძახა სასწრაფო და გადაიყვანა საავადმყოფოში, გადასხმის გასაკეთებლად. 3 საათი იყვნენ საავადმყოფოში. გამოწერის დროს, ნ------- მ---------მ გაიხადა ტანსაცმელი და დაიწყო ყვირილი. დატოვა ის საავადმყოფოში და თვითონ წავიდა სახლში. მეორე დღეს, ბიძაშვილისგან გაიგო, რომ ნ-------ი მ-----სთან დატოვა. 2017 წლის 11 ოქტომბერს, მამისთვის, ნ------- მ--------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არ უცემია.
20. 2017 წლის 14 ოქტომბერს გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თ------ შ------–--ემ, დაზარალებულ ნ------- მ--------ის თანხმობით მოახდინა ნ------- მ--------ის სხეულის გარეგნული დათვალიერება. ნ------- მ---------ს, სხეულზე, მარჯვენა ხელზე, იდაყვის სახსრის არეში აღენიშნება ფიზიკური დაზიანება ფუფხის სახით; მარჯვენა თვალის არეში, ასევე, მარჯვენა თვალის ქუთუთოზე და ცხვირის არეში, აღენიშნება ფიზიკური დაზიანება. დაზარალებულ ნ------- მ--------ის განმარტებით აღნიშნული ფიზიკური დაზიანებები 2017 წლის 11 ოქტომბერს მიაყენა მისმა შვილმა კ---- მ---------მ.
21. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 4.10.2017წ. 20:00-20:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ------- მ---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა (ინექციის შემდგომი კვალი) და დაზიანებები ნაჭდევის, სისხლნაჟღენთისა და სისხლჩაქცევის სახით (ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ზედა და ქვედა ქუთუთოებზე თითქმის მათ მთლიან ფართზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო-მოიისფრო-მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 5,3X4,8სმ, აღნიშნული თვალის სკლერაზე თითქმის მის მთლიან ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში ზედაპირული ვენების საპროექციო მიდამოში აღენიშნება წერტილოვანი ხასიათის ნაჩხვლეტი ჭრილობა დიამეტრით 0,1სმ (ინექციის შემდგომი კვალი), დაფარული მოწითალო-მოყავისფრო ფერის, მშრალი ფუფხით, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით, ირგვლივ არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის კანქვეშა სისხლჩაქცევით ზომით: 4,3X3,8სმ (მისივე გადმოცემით აღნიშნული ნაჩხვლეტი ჭრილობა მიიღო საავადმყოფოში გადასხმის შედეგად). მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 4,5X2,8სმ.) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა.
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, კ---- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა თ/აღკვეთით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; კ---- მ---------ს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2012 წლის 27 დეკემბრიდან.
23. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 17 აპრილის N17/04/01 განკარგულებით, შეწყალებული იქნა მსჯავრდებული კ---- მ--------- და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
24. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 24 მაისის N---------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული კ---- მ---------, გათავისუფლებული იქნა პირობით ვადამდე - 2 (ორი) თვით და 9 (ცხრა) დღით ადრე.
25. 2014 წლის 24 მაისის N------- ცნობის ასლით დასტურდება, რომ მსჯავრდებული კ---- მ--------- გათავისუფლებული იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, პირობით ვადამდე ადრე - 2014 წლის 24 მაისს.
26. 2017 წლის 20 ოქტომბრის N------ შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ კ---- მ--------ის მიმართ, მამის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი - 30 დღის ვადით.
27. 2017 წლის 20 ოქტომბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, დაზარალებულ ნ------- მ--------ისგან ამოღებული იქნა: 1) მუქი ფერის სვიტერი. წინა ზედა ნაწილში სამი ღილის ადგილით, ზედა და ქვედა მხარეს 2 ღილით, შუაში ღილის გარეშე. სვიტერის მარჯვენა მხარეს ბეჭის არეში აქვს დაზიანება ქსოვილის რღვევის სახით. წინა ნაწილზე აღენიშნება ლაქების კვალი; 2) ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი სამარკო ნიშნით: „GUCCI“, ზედა ნაწილში ღილების გარეშე. საქამრე და ღილის გასაყრელი ადგილი ერთმანეთზე შეერთებულია შავი ფერის ნაჭრით. შარვალზე ვიზუალურად მრავალ ადგილზე აღენიშნება ლაქები; 3) შავი ფერის მაისური სამარკო ნიშნით: „CTAR YILDIZ“ წინა ნაწილში მთლიანად დახეული სახით. ვიზუალურად მრავალ ადგილზე აღენიშნება ლაქები.
28. 2017 წლის 1 ნოემბრის სარეგისტრაციო ჟურნალის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, მარეხი მშვილდაძის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შპს „ფ---------ის“ სტაციონარში პაციენტთა მიღების და რეგისტრაციის ჟურნალი N31, რაც ჩასმულია მუყაოს ყდაში. ზონარგაყრილია და დანომრილია 99 ფურცლად. 26-ე გვერდზე, N12278 სარეგისტრაციო ნომრით იკითხება შემდეგი: „11.10.2017, 20:30 მ--------- ნ-------ი, 6-–- ზესტაფონი, ს. შ----–-, დრ. უმუშევარი. 592-610-900. სასწ. დახმ. მიერ. ალკოჰოლური თრობა ტ.ქ-------ე“. დათვალიერების შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალის გარეკანის და 26-ე გვერდის ქსეროასლი დაერთო სისხლის სამართლის N 0----------- საქმეს.
29. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
30. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება კ---- მ--------ის მიერ, წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს კ---- მ--------ის ბრალეულობა ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს მის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ - ნ------- მ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა კ---- მ--------ის მხრიდან დაზარალებულ ნ------- მ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი.
სამართლებრივი შეფასება:
31. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
33. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ კ---- მ--------ის მიერ ნ------- მ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი ირიბი მოწმის - მ----- მ---------ს ჩვენება და ირიბი წერილობითი მტკიცებულებები - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გარეგნული დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი. სხვა, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ---- მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს მიერ, გამოკვლეული მტკიცებულებებით კი უტყუარად არ დასტურდება, რომ კ---- მ---------მ ძალადობა ჩაიდინა მამის - ნ------- მ--------ის მიმართ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ----- მ---------მ განაცხადა, რომ ნ-------მა მოუყვა მას, რომ საავადმყოფოს ეზოში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კ----მ მას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოწმე მ----- მ--------- მიუთითებს კ---- მ--------ის მხრიდან ნ------- მ--------ის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ნ------- მ---------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბი მოწმის ჩვენებაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ირიბი მოწმის ჩვენების და მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ ნ------- მ---------სთან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და გარეგნული დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ ნ------- მ---------ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, ხოლო შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ ორდერის გამოწერის საფუძველი იყო კ---- მ--------ის მხრიდან ნ------- მ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს ან ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. შესაბამისად, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებენ კ---- მ--------ის მხრიდან ნ------- მ--------ის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ნ------- მ---------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებების სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ ნ------- მ---------სთან. ამასთან, ყურადსაღებია საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ, ადგილზე მყოფი მოწმეების, დაცვის თანამშრომლების ჩვენებებიც, რომელთაც სასამართლოს განუცხადეს, რომ შპს „ფ---------ის“ საავადმყოფოს ეზოში ყოფნის დროს, მათ ნ------- მ---------მ განუცხადა, რომ მანქანაში ასვლის დროს დაუცდა ფეხი, დაეცა და მიიღო დაზიანება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.
35. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, კ---- მ--------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ დაადგინა:
36. 2017 წლის 12 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მცხოვრებ მ----- მ---------სთან, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მივიდა კ---- მ---------, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ----- მ---------ს, რის შემდეგაც ორივე ხელი მძლავრად მოუჭირა თავის ორივე მხარეს, ამავდროულად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა სახეში და რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია. განაგრძობდა რა ძალადობას, კ---- მ---------მ, მ----- მ---------ს ანთებული სიგარეტი მიადო მარცხენა თვალის ქვედა მხარეს, ამავდროულად მარცხენა ხელს უჭერდა თავის მარჯვენა ნაწილში. კ---- მ--------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ----- მ---------მ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
37. 2017 წლის 12 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მცხოვრებ მ----- მ---------სთან, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მივიდა კ---- მ---------, რომელიც მ----- მ---------ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის კუთვნილ ეზოში, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. აღნიშნულის შემდეგ, ასევე, მ----- მ---------ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ბარის გამოყენებით შეეცადა ფანჯრის ამოღებას, თუმცა უშედეგოდ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
38. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ----- მ---------მ განახცადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მას ტელეფონზე დაურეკა უცხო პიროვნებამ და უთხრა, რომ სურდა ქვაბების შეძენა და მისულიყო ბაზარში. უთხრა, რომ სახლში იყო და ვერ მივიდოდა. აღნიშნულზე, ახალგაზრდა პიროვნებამ უთხრა, რომ მაშინ თავად მივიდოდა მასთან. მართლაც, მასთან სახლში მივიდა ორი ახალგაზრდა პიროვნება. ერთერთმა უთხრა, რომ იყო ნ------- მ--------ის შვილი - კ---- მ---------. კ----მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აფურთხა, ეუბნებოდა, რომ სახლი მამამისის აშენებული იყო, ფანჯრებიც მისი ჩასმული. კ----მ მას ორივე ხელი მოუჭირა თავში, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, ასევე, თვალთან, ქვევით, დაადო ანთებული სიგარეტი, რაც, ასევე, ეტკინა. შემდეგ მოკიდა ხელი მაჯაში, ისე რომ ფეხის გადადგმის საშუალება არ მისცა, „ფხოკიალით“ აიყვანა მეორე სართულზე და აიძულებდა დანის გამოყენებით აეთალა ფანჯრის სამაგრი ქაფი. შემდეგ, კ----მ აიღო იქვე დადებული ლაფათი, დაარტყა ფანჯარას და იძახდა, უნდა ამოვაგდოო. ამასობაში, იხელთა დრო და გადავიდა მეზობლებთან, გ------ და მარინა მ----–--ეებთან. დაზარალებულის განმარტებით, მარინა და გ------ი შეესწრნენ როდესაც კ---- მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაპირისპირების დროს, კ---- მ---------მ, შარვალიც ჩაიწია და დაანახა სასქესო ორგანო. მისივე განმარტებით, როდესაც პოლიციაში მიდიოდა, გზაში შეხვდა ნ------- მ---------, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ პოლიციაში უნდა გაეცხადებინა აღნიშნულის შესახებ. დაზარალებულის განმარტებითვე, კონფლიქტის დროს, კ---- მ---------მ მას გამოსტაცა მობილური ტელეფონი და დაუმტვრია მიწაზე დანარცხებით.
39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ მ----–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, იმყოფებოდა სახლში, მეუღლესთან, გ------ მ----–--ესთან ერთად. მ----- მ---------ს ეზოდან შემოესმა ხმაური და ხმამაღალი, ყვირილის ხმა. წავიდა მ-----ს ეზოსკენ და დაინახა კ---- მ---------, რომელიც ეჩხუბებოდა მ-----ს, აფურთხებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეუბნებოდა, რომ სახლი და ფანჯრები მამამისის გაკეთებული იყო. ფანჯრები უნდა ამოეღო და წაეღო. კ----მ მ-----, სახლში შეიყვანა და იქ რა მოხდა მისთვის უცნობია. როდესაც მ-----სთან გადავიდა სახლში, მას სახეზე, თვალთან სიწითლე ეტყობოდა, მ-----მ უთხრა, რომ კ----მ დააზიანა სიგარეტით. ასევე უთხრა, რომ კ----მ თავში მოუჭირა ორივე ხელი. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 47-49) მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც აღნიშნულია „კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული პირების წასვლის შემდეგ, მ----- მ---------მ მითხრა, რომ ვიდრე ჩვენ მივიდოდით, კ---- მ---------მ მას ორივე ხელი მოჰკიდა თავის არეში და მძლავრად შეანჯღრია. გარდა ამისა, როგორც მან მითხრა, კ----მ მას სახეზე მიადო ანთებული სიგარეტი. მ----- მ---------ს მარცხენა თვალის ქვემოთ ეტყობოდა დაწვის კვალი. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ მ----–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, მ----- მ---------ს სახლიდან გაიგო ხმამაღალი საუბრის ხმა. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ მ----- მ---------ს ეზოში იმყოფებოდა კ---- მ---------, მ----- მ--------- და კ----ს თანმხლები ახალგაზრდა ბიჭი. კ---- მ--------- ხმამაღლა ეკამათებოდა მ----- მ---------ს და აგინებდა. ეუბნებოდა ეს სახლი მამაჩემმა ააშენაო, ფანჯრები მან გააკეთაო. ამ დროს მ----- მ--------- ცდილობდა პოლიციაში დარეკვას, მაგრამ დარეკა თუ არა, არ ახსოვს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 50-52) ნაწილი, სადაც მითითებულია „კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მ----- მ---------მ მე და ჩემს მეუღლეს მ------ მ----–--ეს გვითხრა, ჩვენს მისვლამდე კ---- მ---------მ მას ორივე ხელი მოჰკიდა თავის არეში და მძლავრად შეანჯღრია და ასევე, როგორც მან გვითხრა, კ---- მ---------მ სახეზე მიადო ანთებული სიგარეტი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნულ დროს ჩემი შვილიშვილი გიზო მ----–--ე ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული სკოლიდან. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ ვერ გაიხსენა უთხრა თუ არა მ----- მ---------მ მას სიგარეტის მიდების ფაქტი. რაც შეეხება შენჯღრევას, მოწმემ განაცხადა, რომ კ----მ მ-----ს ხელი მოჰკიდა და შეიყვანა სახლში.
41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- კ-–-----ემ განაცხადა, რომ მ----- მ---------სგან იცის კ---- მ--------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მომხდარის შესახებ მიცემული აქვს ჩვენება, დეტალები არ ახსოვს და ითხოვა ჩვენების გამოქვეყნება. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 263-265) მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია „რეგისტრირებული ვარ ხარაგაულის რაიონის სოფელ სხლითში, მაგრამ დაახლოებით 8 წელია ოჯახთან ერთად ვცხოვრობ ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში. ჩემს მეზობლად, დაახლოებით 100 მეტრში ცხოვრობს მ----- მ---------, რომელთანაც მაქვს კარგი ურთიერთობა. გარდა ამისა, მ----- მანაჯავიძე არის ჩემი ნათესავი. 2016 წლის, როგორც მახსოვს გაზაფხულის პერიოდში, მ----- მ---------მ თავის ეზოში გადაწყვიტა სახლის მშენებლობა. აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე, ზუსტად პერიოდი არ მახსოვს, მ----- მ---------მ, გვერდით არსებული თავისი კუთვნილი ორსართულიანი კაპიტალური სახლი გაყიდა, რომელიც შეიძინა გ------ მ----–--ემ. მე, ქ.ტყიბულში დამთავრებული მაქვს სამშენებლო პროფესიული სასწავლებელი და ვარ პროფესიონალი მშენებელი. მ----- მ---------მ მე მთხოვა, რომ დავხმარებოდი სახლის სამშენებლო სამუშაოებში, რაზეც დავეთანხმე. მე, პერიოდულად ვახორციელებდი მ----- მ---------ს სახლის სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში მე დახმარებას მიწევდა ნ------- მ---------. აღნიშნული პიროვნება ხშირად რჩებოდა მ----- მ---------ს სახლში. ჩემთვის ცნობილია, რომ სახლის სამშენებლო სამუშაოების ყველა ხარჯი გასწია მ----- მ---------მ. როდესაც დავასრულე უშუალოდ სახლის მშენებლობა ბლოკით და საჭირო გახდა გადახურვის სამუშაოების ჩატარება, მ----- მ---------მ „თი-ბი-სი“ ბანკიდან გამოიტანა სესხი, თანხის ოდენობა ზუსტად არ მახსოვს. აღნიშნული ფაქტი ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რადგან მ----- მ---------ს მე ვახლდი „თი-ბი-სი“ ბანკის ზესტაფონის ფილიალში სესხის აღების დროს. თანხის აღების შემდეგ, მ----- მ---------მ შეიძინა ლითონის სახურავი. სახლის გადახურვის სამუშაოებს ძირითადად მე ვახორციელებდი. აღნიშნულ სამუშაოებში, ასევე, მეხმარებოდა ნ------- მ---------. ამჟამად მ----- მ---------ს სახლის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ შესასრულებელია აღნიშნული სახლის სარემონტო სამუშაოები. შეკითხვა მოწმე ა------- კ-–-----ეს: თუ არის თქვენთვის ცნობილი 2017 წლის 12 ოქტომბერს, მ----- მ---------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ?. მოწმე ა------- კ-–-----ის პასუხი: მე, მოგვიანებით მ----- მ---------მ მითხრა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, მასთან მივიდა ნ------- მ--------ის შვილი, კ---- მ---------, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ: მ----- მ---------მ მითხრა, რომ კ---- მ---------მ რამდენჯერმე შეაგინა დედის მისამართით, უწოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, კონკრეტულად თუ რა სიტყვები უწოდა, მ----- მ---------ს ჩემთვის არ უთქვამს. როგორც მან მითხრა, შეურაცხმყოფელი სიტყვების გამეორების რცხვენოდა. გარდა ამისა, მ----- მ---------მ მითხრა, რომ კ---- მ---------მ რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში და ძალით ააღებინა თავის ხელით დანა, რომელიც კ---- მ---------მ ძალით დაასმევინა სახლის მეტალოპლასტმასის ფანჯრის სამაგრ ე.წ. „ქაფზე“. აღნიშნულ დროს, მ----- მ---------მ მითხრა, რომ კ---- მ---------მ მას ორივე ხელი მოუჭირა თავის არეში. აღნიშნულ დროს კ---- მ--------- ამბობდა, რომ სახლის სამშენებლო სამუშაოების ყველა ხარჯი გასწია მისმა მამამ ნ------- მ---------მ.
42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. დაზარალებულ მ----- მ---------ს თანხმობით მოახდინა მისი გარეგნული დათვალიერება, რა დროსაც მ----- მ---------ს აღენიშნებოდა დაზიანებები სიწითლის სახით. შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, მოახდინა ფოტოგადაღებაც.
43. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- რ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წელს, კ---- მ---------სთან ერთად წავიდა მ----- მ---------ს სახლში, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად. როდესაც მ-----სთან მივიდნენ, ნ-------ი იქ არ იყო. მ-----სა და კ----ს შორის შედგა საუბარი, თუმცა კ----ს მხრიდან მ-----ს მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. საუბრის დროს, თვითონ გავიდა გარეთ, ჩაჯდა მანქანაში და იქ ელოდებოდა კ----ს, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა მანქანასთან. როდესაც მანქანაში ჩაჯდა, ვერ ხედავდა რა ხდებოდა ეზოში, სადაც მ----- და კ---- იმყოფებოდნენ.
44. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ნ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ. 2017 წლის 14 ოქტომბერს, გამომძიებელ თ------ შ------–--ესთან ერთად მონაწილოება მიიღო კ---- მ--------ის დაკავებაში. დაკავებულს განემარტა მისი უფლებები და დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო კ---- მ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მ----- მ---------სგან და ნ------- მ--------ისგან ამოიღო ტანსაცმელები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო კ---- მ---------ს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები.
46. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა კ---- მ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს მართალია მივიდა მ----- მ---------ს საცხოვრებელ სახლში, მამის, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად, თუმცა მ-----სთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. უბრალოდ მივიდა მამის, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად.
47. 2017 წლის 13 ოქტომბრის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–--- გ--–--ემ, დაზარალებულ მ----- მ---------ს თანხმობით, მოახდინა დაზარალებულ მ----- მ---------ს სხეულის გარეგნული დათვალიერება. მ----- მ---------ს სხეულზე, მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება ნაჭდევის კვალი, რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს, ხელის მოჭერის შედეგად მიაყენა კ---- მ---------მ, ხოლო მარცხენა თვალის ქვემოთ აღენიშნება დაზიანება შეწითლების სახით, რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს, ანთებული სიგარეტის მიდების შედეგად მიაყენა კ---- მ---------მ.
48. 2017 წლის 12 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში და წარმოადგენს მ----- მ---------ს საცხოვრებელ სახლს და ეზოს...
49. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1-------–------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ----- მ---------ს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (უჩივის ტკივილს თავის არეში). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.
50. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, კ---- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა თ/აღკვეთით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; კ---- მ---------ს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2012 წლის 27 დეკემბრიდან.
51. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 17 აპრილის N17/04/01 განკარგულებით, შეწყალებული იქნა მსჯავრდებული კ---- მ--------- და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
52. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 24 მაისის N---------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული კ---- მ---------, გათავისუფლებული იქნა პირობით ვადამდე - 2 (ორი) თვით და 9 (ცხრა) დღით ადრე.
53. 2014 წლის 24 მაისის N------- ცნობის ასლით დასტურდება, რომ მსჯავრდებული კ---- მ--------- გათავისუფლებული იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, პირობით ვადამდე ადრე - 2014 წლის 24 მაისს.
54. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
55. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ მ----- მ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მასთან მივიდა კ---- მ---------, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ორივე ხელი მძლავრად მოუჭირა თავზე, ორივე მხარეს და ანთებული სიგარეტი დაადო სახეზე, ლოყასთან. ორივე შემთხვევაში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმეების მ------ მ----–---ს და გ------ მ----–---ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, იმყოფებოდნენ სახლში და მ----- მ---------ს ეზოდან შემოესმათ ხმაური, ხმამაღალი საუბარი. როდესაც გადავიდნენ მ-----ს ეზოში, დაინახეს კ---- მ---------, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ----- მ---------ს. ასევე, მოგვიანებით, მ-----სგან გაიგეს, რომ კ----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი მოუჭირა თავზე და ანთებული სიგარეტი დაადო სახეზე. მოწმე ე-–--- გ--–--ის ჩვენებით დგინდება, რომ მან ჩაატარა დაზარალებულ მ----- მ--------ს გარეგნული დათვალიერება, რა დროსაც მ-----ს აღენიშნებოდა სიწითლეები. მ----- მ---------ს სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობა, ასევე, დადასტურებულია გარეგნული დათვალიერების ოქმით, სადაც მითითებულია, რომ მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება ნაჭდევის კვალი, ხოლო მარცხენა თვალის ქვემოთ აღენიშნება დაზიანება შეწითლების სახით. ასევე, მართალია ექსპერტიზის დასკვნაში, დაზიანებების შესახებ მითითება არ არის, თუმცა მასში ასახულია, რომ შემოწმების დროს, მ----- მ--------- უჩიოდა თავის ტკივილს. როგორც უკვე აღინიშნა, სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ---- მ---------მ განხორციელებული ქმედებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს მ----- მ---------ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედება - ბინაში და ხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას:
56. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ----- მ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მას ტელეფონზე დაურეკა უცხო პიროვნებამ და უთხრა, რომ სურდა ქვაბების შეძენა და მისულიყო ბაზარში. უთხრა, რომ სახლში იყო და ვერ მივიდოდა. აღნიშნულზე, ახალგაზრდა პიროვნებამ უთხრა, რომ მაშინ თავად მივიდოდა მასთან. მართლაც, მასთან სახლში მივიდა ორი ახალგაზრდა პიროვნება. ერთ-ერთმა უთხრა, რომ იყო ნ------- მ--------ის შვილი კ---- მ---------. კ----მ, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აფურთხა, ეუბნებოდა, რომ სახლი მამამისის აშენებული იყო, ფანჯრებიც მისი ჩასმული. აღნიშნულ დროს, კ----მ, მას, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ მოკიდა ხელი მაჯაში ისე, რომ ფეხის გადადგმის საშუალება არ მისცა, „ფხოკიალით“ აიყვანა მეორე სართულზე და აიძულებდა დანის გამოყენებით აეთალა ფანჯრის სამაგრი ქაფი. შემდეგ კ----მ აიღო იქვე დადებული ლაფათი, დაარტყა ფანჯარას და იძახდა, უნდა ამოვაგდოო. ამასობაში იხელთა დრო და გადავიდა მეზობლებთან გ------ და მარინა მ----–--ეებთან. დაზარალებულის განმარტებით, მარინა და გ------ი შეესწრნენ როდესაც კ---- მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაპირისპირების დროს, კ---- მ---------მ შარვალიც ჩაიწია და დაანახა სასქესო ორგანო. მისივე განმარტებით, როდესაც პოლიციაში მიდიოდა, გზაში შეხვდა ნ------- მ---------, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ პოლიციაში უნდა გაეცხადებინა აღნიშნულის შესახებ. ნ-------ი შეშფოთდა მომხდარზე. დაზარალებულის განმარტებითვე, კონფლიქტის დროს, კ---- მ---------მ მას გამოსტაცა მობილური ტელეფონი და დაუმტვრია მიწაზე დანარცხებით. მას კ---- მ--------- სახლში არ მიუწვევია, არ სურდა და არ უნდოდა მისი ეზოში შესვლა.
57. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ მ----–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, მეუღლესთან, გ------ მ----–--ესთან ერთად. მ----- მ---------ს ეზოდან შემოესმა ხმაური და ხმამაღალი, ყვირილის ხმა. წავიდა მ-----ს ეზოსკენ და დაინახა კ---- მ---------, რომელიც ეჩხუბებოდა მ-----ს, აფურთხებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეუბნებოდა, რომ სახლი და ფანჯრები მამამისის გაკეთებული იყო. ფანჯრები უნდა ამოეღო და წაეღო. კ----მ მ----- სახლში შეიყვანა და იქ რა მოხდა მისთვის უცნობია. როდესაც მ-----სთან გადავიდა სახლში, მას სახეზე, თვალთან სიწითლე ეტყობოდა, მ-----მ უთხრა, რომ კ----მ დააზიანა სიგარეტით. ასევე, უთხრა, რომ კ----მ თავში მოუჭირა ორივე ხელი. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 47-49) მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც აღნიშნულია „კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული პირების წასვლის შემდეგ, მ----- მ---------მ მითხრა, რომ ვიდრე ჩვენ მივიდოდით, კ---- მ---------მ მას ორივე ხელი მოჰკიდა თავის არეში და მძლავრად შეანჯღრია. გარდა ამისა, როგორც მან მითხრა, კ----მ მას სახეზე მიადო ანთებული სიგარეტი. მ----- მ---------ს მარცხენა თვალის ქვემოთ ეტყობოდა დაწვის კვალი. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
58. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ მ----–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მ----- მ---------ს სახლიდან გაიგო ხმამაღალი საუბრის ხმა. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ მ----- მ---------ს ეზოში იმყოფებოდა კ---- მ---------, მ----- მ--------- და კ----ს თანმხლები ახალგაზრდა ბიჭი. კ---- მ--------- ხმამაღლა ეკამათებოდა მ----- მ---------ს და აგინებდა. ეუბნებოდა ეს სახლი მამაჩემმა ააშენაო, ფანჯრები მან გააკეთაო. ამ დროს მ----- მ--------- ცდილობდა პოლიციაში დარეკვას, მაგრამ დარეკა თუ არა, არ ახსოვს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 50-52) ნაწილი, სადაც მითითებულია „კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მ----- მ---------მ მე და ჩემს მეუღლეს მ------ მ----–--ეს გვითხრა, ჩვენს მისვლამდე კ---- მ---------მ მას ორივე ხელი მოჰკიდა თავის არეში და მძლავრად შეანჯღრია და ასევე, როგოც მან გვითხრა, კ---- მ---------მ სახეზე მიადო ანთებული სიგარეტი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნულ დროს ჩემი შვილიშვილი გიზო მ----–--ე ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული სკოლიდან. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ ვერ გაიხსენა უთხრა თუ არა მ----- მ---------მ მას სიგარეტის მიდების ფაქტი. რაც შეეხება შენჯღრევას, მოწმემ განაცხადა, რომ კ----მ მ-----ს ხელი მოჰკიდა და შეიყვანა სახლში.
59. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- მ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, ტელეფონზე დაურეკა კ---- მ---------მ, დედამისის მ----- მ---------ს ტელეფონით და უთხრა, რომ დედამისის, მ----- მ---------ს სახლში, ხარჯები გაწეული ჰქონდა მამამისს, ნ------- მ---------ს და აღნიშნული უნდა გარკვეულიყო, რომ რეკავდა პოლიციაში. უპასუხა, რომ აუცილებლად დაერეკა და გაერკვია. სთხოვა დედამისთან, მ----- მ---------სთან დალაპარაკება, რა დროსაც, მ-----მ უთხრა, რომ არ ენერვიულა, ყველაფერი კარგად იყო. რამდენიმე ხანში, თავად გადაურეკა კ----ს ტელეფონზე, რა დროსაც კ----მ უთხრა, რომ არ ეცალა და თვითონ დაურეკავდა. როდესაც დაურეკა კ----მ, უთხრა, რომ სახლის რემონტი, ფანჯრები მამამისის გაკეთებული იყო და გაარკვევდა. როდესაც დედამისს ტელეფონზე ესაუბრა, მ-----მ უთხრა, რომ შეურაცხყოფას არავის მიაყენებინებდა, პოლიციაში მიდიოდა, საჩივრის დასაწერად. ადგილზე რა მოხდა მისთვის უცნობია, თუმცა ტელეფონზე საუბრის დროს, კ---- მ--------- დედამისს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
60. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- კ-–-----ემ განაცხადა, რომ მ----- მ---------სგან იცის კ---- მ--------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მომხდარის შესახებ მიცემული აქვს ჩვენება, დეტალები არ ახსოვს და ითხოვა ჩვენების გამოქვეყნება. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 263-265) მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია „რეგისტრირებული ვარ ხარაგაულის რაიონის სოფელ სხლითში, მაგრა დაახლოებით 8 წელია ოჯახთან ერთად ვცხოვრობ ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში. ჩემს მეზობლად, დაახლოებით 100 მეტრში ცხოვრობს მ----- მ---------, რომელთანაც მაქვს კარგი ურთიერთობა. გარდა ამისა, მ----- მანაჯავიძე არის ჩემი ნათესავი. 2016 წლის, როგორც მახსოვს გაზაფხულის პერიოდში, მ----- მ---------მ თავის ეზოში გადაწყვიტა სახლის მშენებლობა. აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე, ზუსტად პერიოდი არ მახსოვს, მ----- მ---------მ, გვერდით არსებული თავისი კუთვნილი ორსართულიანი კაპიტალური სახლი გაყიდა, რომელიც შეიძინა გ------ მ----–--ემ. მე, ქ.ტყიბულში დამთავრებული მაქვს სამშენებლო პროფესიული სასწავლებელი და ვარ პროფესიონალი მშენებელი. მ----- მ---------მ მე მთხოვა, რომ დავხმარებოდი სახლის სამშენებლო სამუშაოებში, რაზეც დავეთანხმე. მე, პერიოდულად ვახორციელებდი მ----- მ---------ს სახლის სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში მე დახმარებას მიწევდა ნ------- მ---------. აღნიშნული პიროვნება ხშირად რჩებოდა მ----- მ---------ს სახლში. ჩემთვის ცნობილია, რომ სახლის სამშენებლო სამუშაოების ყველა ხარჯი გასწია მ----- მ---------მ. როდესაც დავასრულე უშუალოდ სახლის მშენებლობა ბლოკით და საჭირო გახდა გადახურვის სამუშაოების ჩატარება, მ----- მ---------მ „თი-ბი-სი“ ბანკიდან გამოიტანა სესხი, თანხის ოდენობა ზუსტად არ მახსოვს. აღნიშნული ფაქტი ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რადგან მ----- მ---------ს მე ვახლდი „თი-ბი-სი“ ბანკის ზესტაფონის ფილიალში სესხის აღების დროს. თანხის აღების შემდეგ, მ----- მ---------მ შეიძინა ლითონის სახურავი. სახლის გადახურვის სამუშაოებს ძირითადად მე ვახორციელებდი. აღნიშნულ სამუშაოებში, ასევე, მეხმარებოდა ნ------- მ---------. ამჟამად მ----- მ---------ს სახლის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ შესასრულებელია აღნიშნული სახლის სარემონტო სამუშაოები. შეკითხვა მოწმე ა------- კ-–-----ეს: თუ არის თქვენთვის ცნობილი 2017 წლის 12 ოქტომბერს, მ----- მ---------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ?. მოწმე ა------- კ-–-----ის პასუხი: მე, მოგვიანებით მ----- მ---------მ მითხრა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, მასთან მივიდა ნ------- მ--------ის შვილი, კ---- მ---------, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ: მ----- მ---------მ მითხრა, რომ კ---- მ---------მ რამდენჯერმე შეაგინა დედის მისამართით, უწოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები, კონკრეტულად თუ რა სიტყვები უწოდა, მ----- მ---------ს ჩემთვის არ უთქვამს. როგორც მან მითხრა, შეურაცხმყოფელი სიტყვების გამეორების რცხვენოდა. გარდა ამისა, მ----- მ---------მ მითხრა, რომ კ---- მ---------მ რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში და ძალით ააღებინა თავის ხელით დანა, რომელიც კ---- მ---------მ ძალით დაასმევინა სახლის მეტალოპლასტმასის ფანჯრის სამაგრ ე.წ. „ქაფზე“. აღნიშნულ დროს, მ----- მ---------მ მითხრა, რომ კ---- მ---------მ მას ორივე ხელი მოუჭირა თავის არეში. აღნიშნულ დროს კ---- მ--------- ამბობდა, რომ სახლის სამშენებლო სამუშაოების ყველა ხარჯი გასწია მისმა მამამ ნ------- მ---------მ. გარდა ამისა, მ----- მ---------მ მე მითხრა, რომ წინა დღეს, ე.ი. 11 ოქტომბერს, კ---- მ---------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მამას ნ------- მ---------ს. სხვა კონკრეტული დეტალები აღნიშნული ფაქტის ირგვლივ ჩემთვის უცნობია“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
61. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სოსო ყრუაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში, მ----- მ--------- მას შეუთანხმდა მეტალო პლასტმასის ფანჯრების გაკეთებაზე და მართლაც გაუკეთა ფანჯრები. როდესაც მივიდა მ----- მ---------ს სახლში ფანჯრების გასაკეთებლად, იქ დახვდა ნ------- მ---------, რომელმაც მას გადაუხადა თანხის ნაწილი 150 ლარი. მ-----სგან იცოდა, რომ მან ფული ნ-------თან დატოვა და ის გადაცემდა.
62. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- რ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წელს, კ---- მ---------სთან ერთად წავიდა მ----- მ---------ს სახლში, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად. როდესაც მ-----სთან მივიდნენ, ნ-------ი იქ არ იყო. მ-----სა და კ----ს შორის შედგა საუბარი, თუმცა კ----ს მხრიდან მ-----ს მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. საუბრის დროს, თვითონ გავიდა გარეთ, ჩაჯდა მანქანაში და იქ ელოდებოდა კ----ს, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა მანქანასთან. როდესაც მანქანაში ჩაჯდა, ვერ ხედავდა რა ხდებოდა ეზოში, სადაც მ----- და კ---- იმყოფებოდნენ.
63. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 12 ოქტომბერს, გამომძიებელ თ------ შ------–--ესთან და დაზარალებულ მ----- მ---------სთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება. ასევე, ამოღებული იქნა ფანჯრის სამაგრი ქაფის დეტალები, საოჯახო დანა და ნიჩაბი. ამოღებული ნივთები გადასცა გამომძიებელს. ადგილზე შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
64. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო კ---- მ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მ----- მ---------სგან და ნ------- მ--------ისგან ამოიღო ნივთები (ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი), ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო კ---- მ---------ს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები.
65. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა კ---- მ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს მართალია მივიდა მ----- მ---------ს საცხოვრებელ სახლში, მამის, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად, თუმცა მისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. უბრალოდ მივიდა მამის, ნ------- მ--------ის წამოსაყვანად.
66. 2017 წლის 12 ოქტომბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, მ----- მ---------სგან ამოღებული იქნა: შავკორპუსიანი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მთლიანად დამსხვრეული სახით. „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს დამსხვრეული აქვს ეკრანის მინა, კლავიატურა და წინა კორპუსი. კორპუსიდან მოცილებულია უკან ხუფი და ბატარეა. ამოღებული „ნოკიას“ ფირმის, დამსხვრეული მობილური ტელეფონი, ხუფი და ბატარეა დაილუქა პოლიეთილენის პარკში ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით.
67. 2017 წლის 12 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში და წარმოადგენს მ----- მ---------ს საცხოვრებელ სახლს და ეზოს.....აღნიშნული ადგილის წინ, ბეტონის აივანზე არის ხისტარიანი საოჯახო ტიპის დანა. დაზარალებულმა მ----- მ---------მ განაცხადა, რომ კ---- მ---------მ აღნიშნული დანა დააჭერინა მარჯვენა ხელში და ძალით დაასმევინა ფანჯრის მყარ ე.წ. ქაფზე. რამდენიმე ადგილზე მყარი ქაფი გაიჭრა. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ხისტარიანი დანა, რომელიც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს NFCI 415612 პაკეტში (პაკ. N1).......ძირა ნაწილში, დასავლეთ მხარეს, ფანჯრის კორპუსზე შეინიშნება დეფორმაციის კვალი. აღნიშნულ ნაწილში ფანჯრის რაფა დაშორებულია ბლოკის კედელს 1,5 სმ-დან 3 სმ სიმაღლემდე სხვადასხვა ადგილში. აღნიშნული ფანჯრის წინ, მოხრეშილ გრუნტზე არის მყარი ქაფის ნაწილები, რომლებიც ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს NFCI 415611 პაკეტში (პაკ. N2). აღნიშნულ ოთახში დასავლეთის კედლის მახლობლად მოხრეშილ გრუნტზე დევს ხისტარიანი ნიჩაფი. დაზარალებულმა მ----- მ---------მ განაცხადა, რომ კ---- მ--------- აღნიშნული ნიჩბის გამოყენებით ცდილობდა მეტალოპლასტმასის ერთი ფანჯრის კედლიდან ამოღებას. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ნიჩაბი, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N3310 ლუქის ბეჭდით (პაკ. N3).
68. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, კ---- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის თანახამდ, 2 (ორი) წელი განესაზღვრა თ/აღკვეთით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; კ---- მ---------ს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2012 წლის 27 დეკემბრიდან.
69. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 17 აპრილის N17/04/01 განკარგულებით, შეწყალებული იქნა მსჯავრდებული კ---- მ--------- და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
70. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 24 მაისის N---------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული კ---- მ---------, გათავისუფლებული იქნა პირობით ვადამდე - 2 (ორი) თვით და 9 (ცხრა) დღით ადრე.
71. 2014 წლის 24 მაისის N------- ცნობის ასლით დასტურდება, რომ მსჯავრდებული კ---- მ--------- გათავისუფლებული იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, პირობით ვადამდე ადრე - 2014 წლის 24 მაისს.
72. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დასტურდება, რომ - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „NOKIA 200“ Model: RM-969-ის ანალოგიური მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება, მისი ექსპლუატაციაში ყოფნის და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს - 40 (ორმოც) ლარს.
- მეხსიერების ბარათის ე.წ. „ჩიპი“-ს საბაზრო ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა, მასზე ინფორმაციის არ არსებობის გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---- ს--------ამ.
73. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არ აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლო გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა. კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულად ითვლება უკანონო შესვლის მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში ვლინდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში. დანაშაულის მოტივი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს.
74. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ მ----- მ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, მასთან სახლში მივიდა კ---- მ---------, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, გამოსტაცა მობილური ტელეფონი და გაუტეხა. კ---- მ--------- სტუმრად არ დაუპატიჟია ოჯახში და არც სურდა მისი იქ (ეზოში) ყოფნა. მოწმეების, მ------ და გ------ მ----–------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, მ----- მ---------ს საცხოვრებელ ეზოში მათ ნახეს კ---- მ---------, რომელიც მ----- მ---------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმე გ--–- მ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, დედამისის ტელეფონით მას დაუკავშირდა კ---- მ---------, რომელიც იმყოფებოდა დედამისთან სახლში. ტელეფონზე კომუნიკაციის დროს, გაიგო თუ როგორ აყენებდა კ----, მ-----ს სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----- მ---------ს საცხოვრებელ სახლსა და ეზოში კ---- მ--------- მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა.
სამართლებრივი შეფასება:
75. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
76. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
77. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
78. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე არსებულ ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ კ---- მ---------მ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ძალადობა - რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია); 2) ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა კ---- მ--------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს კ---- მ--------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
79. კ---- მ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
80. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
81. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ---- მ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
82. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი---------------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
83. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა რა ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები და მიაჩნია, კ---- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (თითოეული დანაშაულისათვის). საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა, სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას მეორე სასჯელი და კ---- მ---------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 14 ოქტომბრიდან, 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ კ---- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ----–------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია კ---- მ--------ის მიმართ ჯარიმის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ, სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
84. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---- მ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
კ---- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა, სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და კ---- მ---------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 14 ოქტომბრიდან, 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ კ---- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით;
კ---- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N12/25-2017 განჩინებით მ----- გ--–--ის (პ/ნ------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი არგვეთა, ს/კ--------------)
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მ----- მ---------სგან ამოღებული ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ხუფით და ბატარეით, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ტარიანი დანა და ხის ტარიანი ნიჩაბი, დაუბრუნდეს მ----- მ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ნ------- მ--------ისგან ამოღებული მუქი ფერის სვიტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის მაისური, დაუბრუნდეს ნ------- მ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მყარი ქაფის ნაწილები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD-R დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე