განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2020
საქმის ნომერი
820100119003076348
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 151
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119003076348 / №1-132/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14.02.2020 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

 

პროკურორი - რო--------–----ე

 

ბრალდებული - თა---------------ე

ადვოკატი - ირ---–-----–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173150519001 საქმე

 

ბრალდებულ თა---------------ის მიმართ

მამის სახელი: გი------

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

პირადი ნომერი: 61---------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ბათუმი, თა----------ს გამზ. №4-----------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (20.09.2019 წლამდე რედაქცია).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში ყოფნისას, თა---------------ე ქონებრივი კონფლიქტის გამო თავს დაესხა და ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა წყლის დოქის თავის არეში დარტყმაში, ძმას მა-–---------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

2. 2017 წლიდან 2019 წლის 15 მაისამდე ჩათვლით პერიოდში, ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში ყოფნისას, თა---------------ე ქონებრივი კონფლიქტის გამო სისტემატიურად შეურაცხყოფდა თავის ოჯახის წევრს, ძმას მა-–---------------ეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

3. 2019 წლის 15 მაისს დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში ყოფნისას, თა---------------ე ქონებრივი კონფლიქტის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, ძმას მა-–---------------ეს რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

5. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.

 

6. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

7. დაზარალებულ მა-–---------------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, ის ცხოვრობს ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში მდებარე ბინაში, სადაც ერთ ოთახში ცხოვრობს რა---------------ე თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, მეორე ოთახში - თა---------------ე მეუღლესთან ერთად და მესამე ოთახში თვითონ დედასთან ერთად, ხოლო სამზარეულო, სააბაზანო და შესასვლელი აქვთ საერთო. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა თა---------------ე სოფლიდან გადმოვიდა საცხოვრებლად ზემოთაღნიშნულ ბინაში. ვინაიდან დედაზე რა---- და თა---------------ეები ვერ ზრუნავდნენ, 2014 წლიდან მა-–---------------ე გადავიდა საცხოვრებლად დედასთან და ზრუნავდა მასზე. აღნიშნულის გამო 2015 წლიდან თა---------------ეს აქვს კონფლიქტი მასთან. 2015 წლის 27 აპრილს თა---------------ე პასუხისგებაში იქნა მიცემული, ძმაზე მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. მას შემდეგ ის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სისტემატიურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მა-–---------------ეს. 2018 წლის ივნისში თა----იმ დაუზიანა კარადა, რაზეც დაიწყო გამოძიება.

2019 წლის 14 მაისს, თა---------------ეს სტუმრად ჰყავდა ნათესავი, მუ-----------–------ე, რომელსაც სურდა ერთი წლის ვადით ბათუმში მიღებული სამუშაოს გამო მათთან საცხოვრებლად გადმოსვლა. ისინი გვიანობამდე სვამდნენ. 15 მაისს დილით მა-–----ი სამზარეულოში იყო როცა შევიდა თა----ი, ის ძალიან აღელვებული იყო და მა-–----ის თავში ჩაარტყა წყლის დოქი. მა-–----ი შევარდა აბაზანაში და ჩაიკეტა. თავი ძლიერ ტკიოდა და ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. თა----ი კარებს ექაჩებოდა და აბრახუნებდა, აგინებდა და ლანძღავდა - ,,რა უნდა აქ, წაეთრიოს აქედან და თუ უნდა დედაც წაიყვანოსო“, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. სხვა დროსაც არაერთხელ დამუქრებია - ,,დედის სიკვდილის შემდეგ მაინც მოვკლავო“, სულ შიშით ცხოვრობდა ღამით კარებს კეტავდა, თა----ი რომ არ შესულიყო და რამე დაეშავებია მისთვის. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, ის გამოვიდა სააბაზანოდან და გამოიძახა სასწრაფო, რომელსაც მოყვა პოლიციის მუშაკები.

 

8. მოწმე თა---------------ის ჩვენების თანახმად ის ცხოვრობს ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში ოთხ ოთახიან ბინაში. ამ ბინაში ოჯახებით ცხოვრობენ მისი შვილები - მა-–----, რა---- და თა---------------ეები. თვითონ ცხობვრობს მა-–---------------ესთან ერთად რომელიც მას უვლის და ეხმარება. სურს ბინა გაუნაწილოს სამივე შვილს თანაბრად. თა---------------ე ცხოვრობს ცალკე ოთახში თავის მეუღლესთან ერთად. მას ხშირად მოსდის კონფლიქტი მა-–---------------ესთან, რადგანაც უნდა მა-–---------------ის სახლიდან გაგდება და მისი წილი ქონების დასაკუთრება. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სისტემატიურად აყენებს შეურაცხოფას. 2015 წელს თა----იმ გალახა მა-–----ი, რისთვისაც ის მიცემული იყო პასუხისგებაში, ასევე 2018 წელში თა----იმ დაუზიანა კარადა და მიმდინარეობდა გამოძიება. 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 12 საათზე თვითონ იმყოფებოდა სახლის სადარბაზოში, სადაც შეხვდა თა---------------ე, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა ეზოსკენ, იყო ძალიან აღელვებული და მიხვდა რომ მისი შვილები ისევ იყვნენ ნაჩხუბრები. სახლში რომ შევიდა დაინახა, რომ მა-–---------------ე იმყოფებოდა სააბაზანოში, თავიდან მოსდიოდა სისხლი და იბანდა თავს. ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზეც მა-–----იმ უპასუხა, რომ თა----იმ თავში ჩაარტყა წყლის დოქი. მას აწუხებდა ტკივილები, რის გამოც დარეკა 112-ში და გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მა-–----ი გადიყვანეს საავადმყოფოში.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების მუშაკის მი---------------ის განმარტებით 2019 წლის 15 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეტყობინების საფუძველზე ოპერატიული ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში, სადაც დახვდათ მა-–---------------ე. მისი განმარტებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ძმამ, თა---------------ემ თავში ჩაარტყა დოქი, რა დროსაც ის ჩაიკეტა აბაზანაში და ესმოდა ძმის თა----ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი სიტყვები; შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერატიულ ჯგუფს თა---------------ე არ დახვდათ. მა-–---------------ეს აღენიშნებოდა ჭრილობა თავის არეში და სდიოდა სისხლი; დადგინდა თა---------------ის ადგილსამყოფელი და ვინაიდან იყო ძალადობის განმეორების და მიმალვის რეალური საფრთხე თა---------------ე დაკავებულ იქნა;

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების მუშაკის მა---------------ის განმარტებით 2019 წლის 15 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ოჯახური ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში, სადაც ძმაზე, მა-–---------------ეზე ფიზიკურად იძალადა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ძმამ თა---------------ემ. მას სისხლი სდიოდა თავიდან და დაებული ჰქონდა ნაჭერი. მან განაცხადა, რომ მისმა ძმამ თა---------------ემ მას თავში ჩაარტყა დოქი, თან მიუთითა და აჩვენა სამზარეულოში წაქცეული დოქი იდო მაგიდაზე. ამ საუბარში მოვიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელიც გამოძახებული იყო მანამდე და გადაიყვანეს კლინიკა მედალფაში. საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტის მიერ მოხდა სისხლის მაგვარი ლაქების ამოღება, ამოღებული იქნა დოქი, რომლითაც მა-–---------------ის მითითებით თა---------------ემ ჩაარტყა თავში, ამოღებული იქნა სისხლიანი მაისური, რომელიც მა-–----ი ჯი-------ის მითითებით ეცვა მომხდარი კონფლიქტის დროს; მოძალადე თა---------------ე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების მუშაკის ავ--------–-------ის განმარტებებით 2019 წლის 15 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ოჯახური ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში, სადაც ძმაზე მა-–---------------ეზე ფიზიკურად იძალადა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თა---------------ემ.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების მუშაკების ედ-----------–--ისა და ინ--------------ის განმარტებებით 2019 წლის 15 მაისს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოჯახური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. მათ მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები და დაზარალებული. დაზარალებული ითხოვდა ბრალდებულის მიმართ მკაცრი ღონისძიებების გატარებას.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ახალშენის პოლიციის განყოფილების მუშაკის კო-------------ის განმარტებით 2019 წლის 15 მაისს მიიღო შეტყობინება 112 -ის სამსახურიდან სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც დაწყებული იქნა გამოძიება;

 

14. მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ მიჩნეული მოწმეების გი------ ჯი-------ისა და ნა---------------ის ჩვენებების თანახმად არიან ბრალდებულისა და დაზარალებულის ძმისშვილი და რძალი და ცხოვრობენ ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში. წლების განმავლობაში ძმებს ქონების გამო აქვთ დაძაბული ურთიერთობა. 2019 წლის 15 მაისს მა-–---- და თა---------------ეებს შორის მოხდა კონფლიქტი.

 

15. შეტყობინების (რეგისტრაციის №1239604) თანახმად, მა-–---------------ე აცხადებდა, რომ 2019 წლის 15 მაისს, ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში ძმამ თა---------------ემ თავში ბოთლი ჩაარტყა, თავი აქვს გატეხილი და აქვს ძლიერი სისხლდენა.

 

16. 2019 წლის 15 მაისის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმის თანახმად, მა-–---------------ის საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მოკლემკლავიანი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით და გარღვეული მკლავით, მინის დოქი და მოწითალო ფერის ლაქები.

 

17. 2019 წლის 21 მაისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ბათუმში გოგოლის შესახვევი №2-ში მდებარე შპს მედალფა ბათუმის კლინიკიდან ამოღებული იქნა მა-–---------------ის სამედიცინო ისტორია.

 

18. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 ივნისის №004480819 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით მა-–---------------ეს აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა თხემ-კეფის საზღვარზე მარცხნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

აღნიშნული დასკვნის, მასში გადმოცემული გარემოებების სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ლე----------------ემ, რომელმაც პირადად შეამოწმა მა-–---------------ე და მოისმინა მისი განმარტებები მიღებული დაზიანების წარმოშობასთან დაკავშირებით, რაც ასახა დასკვნაში.

 

19. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 03 დეკემბრის №008082119 ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ქსპერტიზის დასკვნით, ,,......ანაწმენდი მოწითალო ფერის ლაქიდან 1 ც ბიოლოგიურ ჩხირზე......“ არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომელიც განსხვავდება მა-–---------------ის გენეტიკური პროფილისგან.

 

,,.....მოწითალო ფერის მაისური მოწითალო ფერის ლაქით.....“ - მაისურზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის მა-–---------------ეს.

 

20. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თა---------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

21. სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა. შ.

 

22.ზემოთ დასახელებული მტკიცებულებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თა---------------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.

 

23. თა---------------ემ ასევე მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვიაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

24. სასამართლოს მიაჩნია, რომ თა---------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

25. თა---------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

26. წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვიაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით(20.09.2019 წლამდე რედაქციით);

 

27. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო

 

28. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა თა---------------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თა---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (20.09.2019 წლამდე რედაქციით).

 

დაცვის მხარის პოზიციის არ გაზიარება თა---------------ის უდანაშაულობის შესახებ.

 

29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

30. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

31. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

32. ბრალდებული თა---------------ე თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. დაცვის მხარე მოითხოვს გამამრთლებელი განაჩენის გამოტანას და მიუთითებს შემდეგ მტკიცებულებზე:

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულება - ბრალდებულ თა---------------ის ჩვენება. თა---------------ის ჩვენებით, მისი ძმა მა-–---------------ე, რომლსაც აქვს თავისი ბინა, სხვადასხვა ხერხებით ცდილობს ბინის ნაწილის წართმევას, სადაც ის ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. აწყობს პროვოკაციებს, ასე მოახერხა პროვოკაციის მოწყობა 2015 წელში და ის მისცეს პასუხისგებაში ოჯახური ძალადობისათვის, სადაც ზედმეტი გართულებების თავიდან აცილების მიზნით აღიარა დანაშაული და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. მას შემდეგ მა-–---------------ე აგრძელებს მისი და მისი მეუღლის მიმართ შეურაცხოფას, ცდილობს თავის უკანონო მოქმედებით მდგომარეობიდან გამოიყვანოს და შემდეგ იჩივლოს პოლიციაში. ამ მიზნით დააზიანა ავეჯი და მას დააბრალა. 2019 წლის 14 მაისს მასთან სტუმრად იმყოფებოდა მუ-----------–------ე, ივახშმეს, ცოტა დალიეს და დაიძინეს. დილით ის ადრიანად წავიდა სამსახურში, მუშაობს შემდუღებელ საამქროში ლეონიძის ქუჩაზე. დღის პირველი საათისაკენ მოაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა და წაიყვანეს ურეხის განყოფილებაში. მათ ახლდა მისი მეუღლეც, ისინი დიდხანს ელოდებოდნენ განყოფილების უფროსის მოსვლას და იცდიდნენ ეზოში. მას უნდოდა წასვლა, მაგრამ ამის ნება არ დართო გამომძიებელმა მი---------------ემ. საღამოს მივიდა განყოფილების უფროსი ემ---------–---ე და ის დააკავეს იმ საფუძვლით, რომ სხეულის დაზიანება მიაყენა მის ძმას მა-–---------------ეს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და ითხოვს გამართლებას.

 

32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ირ------------ს განმარტებით ის მეუღლესთან, თა---------------ესთან და მის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში თა----------ს გამზ. №4------------ში მდებარე ბინაში. 2019 წლის 15 მაისს დილით 9 საათზე მეუღლე თა---------------ე გააცილა სამსახურში და შეუდგა საოჯახო საქმეებს. დაახლოებით დღის პირველის 5-10 წუთზე, ოჯახის წევრებთან ერთად ყავას მიირთმევდა, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის მუშაკები, მოიკითხეს თა---------------ე. პოლიციის მუშაკებმა განუმარტეს, რომ მა-–---------------ემ თა---------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის გამო გაკვირვებული და გაოცებული დარჩა, რადაგან თა----ი ადრე წავიდა და მას არ ჰქონია მა-–---------------ესთან შეხება, ცოტა ხანში მასთან შევიდნენ მახინჯაურის განყოფილების პოლიციის უფროსი ემ---------–---ე და გამომძიებელი მი---------------ე, გამოკითხეს თა----ის ადგილმდებარეობა თუ სად იყო, რაზედაც უპასუხა, რომ იმყოფებოდა სამსახურში, უთხრა რომ მუშაობდა ლეონიძის ქუჩაზე. ის გამომძიებელთან მი---------------ესთან ერთად წავიდა თა----ის სამსახურში, დაახლოებით პირველ საათზე მივიდნენ და თა----ი პოლიციის მუშაკებმა წაიყვანეს ურეხის პოლიციის განყოფილებაში, მთელი დღე ექვს საათამდე ელოდებოდნენ ემ---------–---ის მოსვლას, არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ემ---------–---ის მოსვლის შემდეგ დააკავეს თა---------------ე.

 

33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული აკ--------------ისა და ალ--------------------ის განმარტებით ისინი თა---------------ის მეგობრები არიან. 2019 წლის 15 მაისს დილით ცხრა საათსა და თხუთმეტ წუთზე მათი სახლის სადარბაზოში პირველ სართულზე გამოსასვლელთან შეხვდნენ თა---------------ეს, ის ნასვამი არ იყო, ჩვეულებრივ ხასიათზე იყო. მიდიოდა სამსახურში ქალაქის მიმართულებით. მახინჯარის ცენტრამდე ერთად გავიდნენ, აკ--------------ე დარჩა მახინჯაურში, ხოლო ალ--------------------მა და თა---------------ემ ერთად იმგზავრეს ბათუმამდე, ალ--------------------ი ადრე ჩამოვიდა, ხოლო თა---------------ე წავიდა სამსახურში.

 

34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მუ-----------–------ის განმარტებით 2019 წლის 14 მაისს სტუმრად იმყოფებოდა თა---------------ის ოჯახში, გვიანობამდე იქეიფეს. დილით 15 მაისს, თა---------------ე ადრე წავიდა სამსახურში და სახლში არ მობრუნებულა. რაიმე ხმაური და ჩხუბის ხმა არ გაუგონია. დაახლოებით 12-დან პირველ საათამდე პერიოდში მივიდა პოლიცია და მათგან გაიგო რომ ეძებდნენ თა---------------ეს, რადგან მა-–---------------ე თა----ის აბრალებდა თავში რაღაც ნივთი ჩამარტყაო.

 

35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თა-----------ის განმარტებით მასთან საამქროში მუშაობს თა---------------ე. 2019 წლის 15 მაისს თა----ი მივიდა სამსახურში დაახლოებით 9 საათზე, ჩაიცვა უნიფორმა და შეუდგა სამუშაოს. არ შეუმჩნევია თა----ი ნასვამი თუ იყო. არაფერი უჩვეულო არ შეუნიშნავს, საამქროში ხელოსნები მუშაობდნენ ჩვეულებრივ. დაახლოებით დღის პირველ ნახევარში მივიდა ორი პოლიციის მუშაკი და წაიყვანეს თა---------------ე.

 

36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ავ----–--------------ის განმარტებით თა---------------ე გაიცნო რკინის საამქროში სადაც ერთად მუშაობენ. 2019 წლის 15 მაისს თა----ი მივიდა სამსახურში დაახლოებით 9 საათის შემდეგ. ჩვეულებრივად შეუდგა სამუშაოს. დაახლოებით დღის პირველ ნახევარში მივიდნენ პოლიციის მუშაკები და წაიყვანეს თა---------------ე.

 

37. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თა---------------ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან მტკიცებულებების ანალიზით დადგენილია ბრალდებულის მხრიდან მა-–---------------ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების, სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

38. გამამართლებელი განაჩენის მისაღებად დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი, რომ თა---------------ე დილით ცხრა საათზე გავიდა სახლიდან და 12 საათზე ვერ მიაყენებდა მა-–---------------ეს ფიზიკურ დაზიანებას, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. დაცვის მხარის მოწმეები, მეუღლე ირ------------, მეგობრები და თანამშრომლები მიუთითებენ კონკრეტულ ზუსტ დროზე, აცხადებენ, რომ თა---------------ე სახლიდან გავიდა 2019 წლის 15 მაისს ცხრა საათზე, სადარბაზოში შეხვდა ათის თხუთმეტ წუთზე, სამსახურში იმყოფებოდა ცხრა საათიდან და ასე შემდეგ, თუმცა ვერ იხსენებენ რა დღე იყო, რა ტანსაცმელი ეცვა და სხვა.

 

39. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასახელებული სარწმუნო არგუმენტები და ვერ იქნა წარმოდგენილი საჭირო მტკიცებულები, რომლებიც გააბათილებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილ გარემოებებს.

 

40. დასკვნის სახით სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთ შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულ თა---------------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (20.09.2019 წლამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული.

 

41. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

თა---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

42. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თა---------------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თა---------------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137−141-ე, 143-ე, 144−1443-ე, 149−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253−2551-ე, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ისე შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი და თვლის, რომ თა---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში.

 

სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

43. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული თა---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (20.09.2019 წლამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (20.09.2019 წლამდე რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თა---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

2.მსჯავრდებულ თა---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 მაისიდან;

 

3.თა---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მინის დოქი და მაისური - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო მოწითალო ფერის ანაწმენდი - განადგურდეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე