განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N1/5359-19
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ვ--–------- ჯ----ე - დაბადებული 1--- წლის 3------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: წ---–------------–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------.
ადვოკატები - ვ-----–- მ----------ი, გ------- რ---------–---–ი
კვალიფიკაცია:
ვ--–------- ჯ----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ვ--–------- ჯ----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---ს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 3 თვით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად.
2019 წლის 10 ოქტომბერს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ვ--–------- ჯ----ე, N- სამგზავრო მიკროავტობუსში, ქ. თბილისში, ყ----------------დან - ქ. თბილისი, ქ-–-------–----------------მდე მგზავრობისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ---- ბ------–---–ის ხელჩანთიდან საფულეს, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა პირად ნივთებთან ერთად თანხა 35 ლარის და 1 აშშ დოლარის ოდენობით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. დაზარალებულმა მ---- ბ------–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს იმყოფოდა კლინიკაში, საიდანაც დაახლოებით 6 საათზე გამოვიდა, გააჩერა N- მიკროავტობუსი და დაჯდა მძღოლოს უკანა მხარეს მეორე სავარძელში. ა--–-----ში მოემზადა მიკროავტობუსიდან ჩასასვლელად, კუთვნილი ხელჩანთიდან ამოიღო სამგზავრო ბარათი, რის შემდეგაც საფულე ჩადო ხელჩანთაში და დაკეტა. როდესაც მძღოლს მიმართა გაეჩერებინა მიკროავტობუსი, ის ადგა ფეხზე, რა დროსაც მასთან ძალიან ახლოს დადგა მამაკაცი, ჩანთაზეც იგრძნო შეხება, რაც მიიჩნია საეჭვოდ. მ---- ბ------–---–მა შეამოწმა ხელჩანთა, რომლის ელვა შესაკრავი ღია იყო, ხოლო ხელჩანათაში არ იდო საფულე, იგი ანერვიულდა და სანამ რამეს იტყოდა, მის გვერდით საეჭვოდ მდგომმა მამაკაცმა ქურთუკის ქვემოდან გამოიღო საფულე, გადასცა და უთხრა ,,ჩუმად იყავი, კარგი გოგო ხარ, არ თქვა არაფერიო’’. მ---- ბ------–---–მა მიკროავტობუსიდან დაინახა პატრული, ფანჯრიდან დაუძახა პოლიციელს დახმარებოდა. მან უთხრა პატრულის თანამშრომელს, რომ ამ ადამიანმა და მიუთითა (როგორც შემდეგომ გაირკვა) ვ--–------- ჯ----ეზე, ხელჩანთიდან ამოაცალა საფულე. პატრულის თანამშრომელმა ეს პიროვნება ჩაიყვანა მიკროავტობუსიდან, რის შემდეგაც მიკროავტობუსი წავიდა. მ---- ბ------–---–მა განმარტა, რომ მისი საფულე იყო შინდისფერი, ოთკუთხედი ფორმის, რკინის შესაკრავით. საფულეში ჰქონდა 35 ლარის ოდენობით თანხა და პირადი ნივთები.
2.2. პატრულ-ინსპექტორმა მოწმე დ----- ც------–მა განმარტა, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. იმყოფებოდა ქ--------–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მასთან ახლოს გაჩერდა მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოვიდა გოგონა - მ---- ბ------–---–ი, რომელიც ტიროდა და აღელვებული იყო. მან დ----- ც------–ს მიუთითა მიკროავტობუსში მყოფ მამაკაცზე და უთხრა, რომ ამ პიროვნებამ ამოაცალა საფულე. მიკროავტობუსში მყოფმა მგზავრებმაც მიანიშნეს ვ--–------- ჯ----ეზე. დ----- ც------–მა იგი ჩამოიყვანა მიკროავტობუსიდან და გოგონამ მისი თანდასწრებით განაცხადა, რომ ამ პიროვნებამ მიკროავტობუსში ხელჩანთიდან ამოაცალა საფულე, რომელიც შემდგომ დაუბრუნა. დ----- ც------–მა დაადგინა მამაკაცის ვინაობა. ის აღმოჩნდა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ--–------- ჯ----ე, რის თაობაზეც შეატყობინა ხელმძღვანელობას. მან დააკავა და ადგილზე ჩაუტარა პირადი ჩხრეკა ვ--–------- ჯ----ეს, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, შემდეგ გადაიყვანა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. დ----- ც------–ის განმარტებით, ვ--–------- ჯ----ემ განუცხადა, რომ მ---- ბ-----–---–ს საფულე დაუვარდა მიკროავტობუსში და მან მიაწოდა.
2.3. მოწმე ლ--–- ი--------ემ განაცხადა, რომ ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება და ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორე დაადასტურა. გავიდა შემთხვევის ადგილზე და ნახა დაკავებული ვ--–------- ჯ----ე, ამოიღო დაზარალებულ მ---- ბ------–---–ის საფულე. ჩანთის ამოღება არ ჩათვალა საჭიროდ. მიკროავტობუსის მგზავრების გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან შემთხვევის ადგილიდან მიკროავტობუსი მალევე წავიდა.
2.4. შეტყობინების #------- რეგისტრაციის თანახმად, ქვეითმა ც------–მა შეატყობინა ს----------–-------–-–--- დეპარტამენტს, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს ქ. თბილისში ქ--------–-------–------------ის მიმდებარე ტერიტორიზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ვ--–------- ჯ----ე, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით ფარულად დაეუფლა მ---- ბ------–---–ის კუთვნილ საფულეს.
2.5. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 10 ოქტობერს 18:35 საათზე, ქ. თბილისში, ქ--------–-------–----------------ის მიმდებრედ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ვ--–------- ჯ----ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთერება ამოღებული არ იქნა.
2.5.1. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა პატრულ ინსპექტორმა - დ----- ც------–მა.
2.6. 2019 წლის 10 ოქტომბერის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ლ--–- ი--------ის მიერ მ---- ბ-----–---–ისგან ამოღებული იქნა მუქი შინდისფერი ხელოვნური ტყავის საფულე, ერთ მხარეს შინდისფერი ძაფით ამოქარგული ლათინური ასო ,,D”, ამოქარგულში ჩასმულია ლითონის ოქროსფერი ასო ,,D”, საფულეში მოთავსებული იყო მ---- ბ-----–---–ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, ,,ა------ს, ,,ფ---------–-ს“, ,,პ-----ს“, ,,-------------ს“ სააფთიაქო ქსელების პლასტიკური ბარათები, 35 ლარის (1 ოც ლარიანი კუპიურა, 3 ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა) ოდენობის თანხა, ასევე 1 აშშ დოლარიანი კუპიურა.
2.6.1. ამოღების ოქმის სისწორე და მასში მონაწილეობა დაადასტურეს მ---- ბ-----–---–მა და ლ--–- ი--------ემ.
2.7. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ--–------- ჯ----ემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ არის უდანაშაულო. პოლიციის თანამშრომლები, ასევე დაზარალებული მ---- ბ------–---–ი არიან დაინტერესებული პირები. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა ხრიკების გამოყენებით დააკავეს ბრალდებულის სახით. მისი მოთხოვნის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლებმა არ ამოიღეს სამხრე კამერების ჩანაწერები, ასევე არ ჩაატარეს დნმ-ის ექსპერტიზა.
2.8. ბრალდებულ ვ--–------- ჯ----ის ადვოკატის პოზიციით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი რომელიც დაადასტურებდა ვ--–------- ჯ----ის მიმართ ბრალად შეაცხული ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას. ვ--–------- ჯ----ე წარდგენილ ბრალდებაში არის სრულიად უდანაშაულო და მისი დაკავება და ბრალის წარდგენა დაკავშირებულია მის წარსულთან. ბრალდების მთავარ მოწმეს მ---- ბ------–---–ს არ უნახავს თუ ვინ ამოაცალა საფულე, მას მიაწოდეს საფულე, რომელშიც არაფერი იყო დაკარგული; არ არის ამოღებული ჩანთა, არ არის გამოკითხული მიკროავტობუსის მგზავრები, მ---- ბ------–---–იც და დ----- ც------–იც სავარაუდოდ მიუთითებენ ბრალდებულზე, რომ მან ამოაცალა საფულე მ---- ბ------–---–ს. მოცემულ საქმეზე არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიქტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ვ--–------- ჯ----ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ვ--–------- ჯ----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.9. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.10. სასამართლომ შეაფასა რა ვ--–------- ჯ----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ვ--–------- ჯ----ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ:
2.10.1. დაზარალებულ მ---- ბ------–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს N- მიკროავტობუსში მგზავრობისას, მას შემდგომ, რაც მ---- ბ------–---–მა ხელჩანთაში ვერ ნახა საფულე და ანერვიულდა, მის გვერდით მდგომმა ვ--–------ ჯ----ემ, მისი ქურთუკის ქვემოდან გამოიღო მ---- ბ------–---–ის საფულე, გადასცა მას და უთხრა ,,ჩუმად იყავი, კარგი გოგო ხარ, არ თქვა არაფერიო’’. მ---- ბ------–---–ს კარგად ახსოვს, რომ ამ ფაქტამდე, მოემზადა რა ჩასასვლელად, ხელჩანთიდან ამოიღო საფულე, იქედან სამგზავრო ბარათი, საფულე კვლავ ჩადო ჩანთაში, რომელიც დაკეტა ელვაშესაკრავით. მ---- ბ------–---–ის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ როდესაც წამოვიდა მძღოლისკენ, მაშინ იგრძნო ჩანთაზე შეხება, რაც მიიჩნია საეჭვოდ და ამის შემდგომ შეამოწმა ხელჩანთა, რომლის ელვა შესაკრავი ღია იყო, ხოლო ხელჩანათაში არ იდო მისი საფულე.
დაზარალებულის აღნიშნული ჩვენების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს საფუძველს სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენოს მ---- ბ------–---–ის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენება.
2.10.2. დაზარალებულის ჩვენების სისწორეს ამყარებს პატრულ-ინსპექტორ დ----- ც------–ის ჩვენება, რადგან მას შემდეგ, რაც ვ--–------- ჯ----ემ მისცა საფულე, მ----- ბ------–---–მა მიკროავტობუსიდან დაინახა პატრული, რომელსაც დაუძახა დამნაშავის დაკავებაში დასახმარებლად. ატირებულმა და ანერვიულებულმა მ---- ბ------–---–მა პატრულის თანამშრომელს უთხრა, რომ ამ ადამიანმა და მიუთითა ვ--–------- ჯ----ეზე, ხელჩანთიდან ამოაცალა საფულე. დ----- ც------–ს მიკროავტობუსში მყოფმა მგზავრებმაც მიანიშნეს ვ--–------- ჯ----ეზე, რის შემდეგაც დ----- ც------–მა ეს პირი ჩამოიყვანა მიკროავტობუსიდან, დადგინა მისი ვინაობა, ის აღმოჩნდა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ--–------- ჯ----ე, რის თაობაზეც შეატყობინა ხელმძღვანელობას და იგი დააკავა.
2.10.3. დაზარალებულ მ---- ბ------–---–ის ჩვენების საპირწონე ვერ იქნება ბრალდებულის განაცხადი იმის თაობაზე, რომ მან აიღო ძირს დავარდნილი საფულე და მიაწოდა მ---- ბ------–---–ს. საფულის დავარდნის ფაქტს გამორიცხავს დაზარალებულის ჩვენება; ასევე, ის გარემოება, რომ იგი იჯდა მძღოლის მხარეს და საეჭვოა საფულე დავრდნოდა ფეხზე მდგომი ვ--–------- ჯ----ესთან; ამასთან, ბრალდებული ვერ ხსნის, როდესაც მიკროავტობუსი ფეხზემდგომი მგზავრებით იყო სავსე, მან როგორ შესძლო დაგდებული საფულის ჯერ შემჩნევა და შემდეგ აღება. აღნიშნული გარემოებები საეჭვოდ ხდის ვ--–------- ჯ----ის განაცხადს მისი უდანაშაულობის შესახებ.
2.10.4. საკასაციო პალატამ საქმეზე #117აპ-18 განმარტა, თვითმხილველ მოწმეთა არარსებობა უპირობოდ არ მიუთითებს დანაშაულის არარსებობაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმე მტკიცებულებათა სიმრავლით არ გამოირჩევა, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების წონადობა იმდენად მაღალია, მას ვერ გადასწონის ბრალდებულის მხოლოდ შესავალ და დასკვნით სიტყვაში უარგუმენტაციო განაცხადი, რომ ის არ არის დამნაშავე. სასამართლოს არ გააჩნია არანაირი საფუძველი ეჭვქვეშ დააყენოს დაზარალებულ მ---- ბ------–---–ის და პატრულ ინსპექტორ დ----- ც------–ის ჩვენებების სისწორე, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და მომხდარი მოვლენის სრულ და ობიექტურ სურათს ქმნიან.
2.10.5. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებას არა აქვს პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საკასაციო პალატამ საქმეზე #117აპ-18 /2018 წლის 20 ივლისი/ განმარტა: დაუშვებელია პირდაპირი ჩვენების არსი იმდენად ვიწრო ფარგლებში განვიხილოთ და ისეთ უკიდურესობამდე შევზღუდოთ, რომ ასეთი სახის მტკიცებულებების შეფასებისას, ყოვლად გაუმართლებლად, მოწყვეტილი აღმოვჩნდეთ რეალური სინამდვილისა და მისი ადექვატური სამართლებრივი შეფასებისგან, რაც უთუოდ დიდად დააზარალებს კანონიერი და ობიექტური მართლმსაჯულების ინტერესებს... მსგავს შემთხევებში, როდესაც მოწმე შემთხვევის ადგილზე წაასწრებს დამნაშავეს დაზარალებულთან ერთად, რომელსაც აშკარად ამჩნევია დანაშაულის შედეგად მიყენებული დაზიანების კვალი, ამასთან, ამგვარ წასწრებას თან ახლავს სხვა არსებითი და საგულისხმო გარემოებები, ასეთი მოწმის ჩვენება სავსებით შესაძლებელია ჩაითვალოს პირდაპირ ჩვენებად, რომელიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად მოგვცემს პირდაპირი ჩვენებების ისეთ ერთობლიობას, რაც შეიძლება საკმარისად დასაბუთებული და კანონიერი საფუძველი გახდეს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
კონკრეტულ საქმეში ის გარემოებები, რომ დაზარალებულმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები, მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე დ----- ც------–ის ჩვენებასთან, აღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ამხელენ ვ--–------- ჯ----ეს დანაშაულის ჩადენაში. ამასთანავე ის გარემოებები, რომ დ----- ც------–ის მიერ მყისიერად ჩატარდა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დადგენილ იქნა ბრალდებულის პიროვნება, რომლის ხელწერაა ანალოგიური დანაშაულებების ჩადენა, შედგა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დაზარალებლისგან ამოღებული იქნა საფულე, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ვ--–------- ჯ----ის ბრალდება.
2.10.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ არის ამოღებული ჩანთა, არ არის გამოკითხული მიკროავტობუსის მგზავრები, არ არის ამოღებული სამხრე კამერების ჩანაწერები, გამოძიებამ საფულეზე არ ჩაატარა დნმ-ის ექსპერტიზა, აღნიშნული არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სასამართლომ არასაკამარისად და საეჭვოდ მიიჩნიოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ამასთან, თუ ეს საგამოძიებო მოქმედებები დაცვის მხარისთვის იყო მნიშვნელოვანი შეეძლო ჩაეტარებინა და მოეპოვებინა ბრალდების საპირწონე მტკიცებულებები.
2.10.7. სასამართლო ვერ გაიზარებს დაცვის მხრის პოზიციას, რომ ვ--–------- ჯ----ის წარსული არის მისი ბრალდების საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სისხლის სამართალი არის ქმედების სამართალი და სასამართლოს აქვს ვალდებულება უტყუარად დაადგინოს ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც კონკრეტულ საქმეში სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. ამდენად, შინაგანი რწმენა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. კონკრეტულ საქმეშიც, სწორედ შინაგანი რწმენის საფუძველზე და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ--–------- ჯ----ე თავისი დანაშაულებრივი ხელწერით მოქმედებდა მოცემულ შემთხვევაშიც.
2.10.8. დაცვის მხარის მიერ ასევე დაუსაბუთებელია ვ--–------- ჯ----ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ ხელოვნურად შექმნა ეს მტკიცებულებები და პოლიციას გააჩნია გარკვეული ინტერესი ვ--–------- ჯ----ის მიმართ. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება რომელიც ეჭვს დაბადებდა დაზარალებულ მ---- ბ------–---–ის და მოწმე დ----- ც------–ის მიკერძოებულობაში და ვ--–------- ჯ----ის მიმართ დაინტერესებაში. აღსანიშნავია, რომ არც დაზარალებული და არც პატრულის თანამშრომელი ამ ფაქტამდე არ იცნობდნენ ვ--–------- ჯ----ეს, არაფერი არ იცოდნენ მისი წარსული ნასამართლობების შესახებ, აქედან გამომდიანრე ბრალდებულ ვ--–------- ჯ----ის მოსაზრება არის აბსტრაქტული და დაუსაბუთებელი.
2.10.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა ვ--–------ ჯ----ე გაძევებული იქნა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მას მონაწილეობა მიეღო დაზარალებულ მ---- ბ------–---–ის და დ----- ც------–ის დაკითხვებში, მაგრამ ვ--–------- ჯ----ემ თავი აარიდა ამ პირთა დაკითხვისას სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, ვ--–------- ჯ----ის მხოლოდ ემოციური დასკვნითი სიტყვა ვერ გახდება დაზარალებულის, მოწმის და სხვა მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
2.10.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა. კონკრეტულ შემთხვევაში, ვ--–------- ჯ----ე ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ---- ბ------–--–ის საფულეს და შეეძლო მისი განკარგვა თავისი შეხედულებისამებრ, რაც მოწმობს, რომ ვ--–------- ჯ----ემ ჩაიდინა დამთავრებული ქურდობა.
ის გარემოება, რომ მას შემდეგ რაც მ---- ბ------–---–მა მოიძია საფულე, ვერ ნახა, ანერვიულდა და ამ დროს ვ--–------- ჯ----ემ მას დაუბრუნა საფულე არ ნიშნავს, რომ ვ--–------- ჯ----ემ ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის ჩადენაზე (დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღებისას მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ დგება ქმედების ჩამდენი პირის ნება-სურვილის გამო), რომელიც დასაშვებია დანაშაულის მხოლოდ მომზადების ან მცდელობის სტადიაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი დაამთავრებს დანაშაულებრივ ქმედებას და შემდეგ მოინანიებს, ეს შეიძლება განხილულ იქნას ქმედების შემამსუბუქებელ გარემოებად.
2.10.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ საქმეში არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და შეთანხმებულ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ--–------- ჯ----ის ბრალდებას მასში, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს, ვ--–------- ჯ----ე N- სამგზავრო მიკროავტობუსში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ---- ბ------–---–ის ხელჩანთიდან საფულეს.
2.11. დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ვ--–------- ჯ----ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის
2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 0-----–---ს განაჩენით, ვ--–------- ჯ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 3 თვით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ--–------- ჯ----ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.
2.13. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მომართვის თანახმად, ვ--–------- რ------ს ძე ჯ----ე (დაბ. 3--------- წელს, პ/ნ 5----------) პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 20.04.2018 წლიდან და გათავისუფლდა 19.07.2018 წელს, კალენდარულად.
2.14. თბილისის პრობაციის ბიუროს შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-----–---ს #------ განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა ვ--–------- ჯ----ეს დაუსრულდა 2019 წლის 18 ივლისს.
2.15. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.16. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ--–------- ჯ----ემ ჩაიდინა ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ--–------- ჯ----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ--–------- ჯ----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ--–------- ჯ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ვ--–------- ჯ----ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში; იგი წარსულში არის ნასამართლევი ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის, რაც ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს; სასამართლოში მისი ქცევა გამოირჩეოდა სასამართლოს და ბრალდების მხარის მიმართ აგრესიულობით და უპატივცემულობით; მ---- ბ------–---–ის აქტიურობის შედეგად ვ--–------ ჯ----ემ დაუბრუნა საფულე დაზარალებულს.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვ--–------- ჯ----ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ვ--–------- ჯ----ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. მ---- ბ------–---–ის კუთვნილი საფულე, მასში არსებული ნივთებით, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–-----------------------------------–----– შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--–------- ჯ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. ვ--–------- ჯ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. ვ--–------- ჯ----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 ოქტომბრიდან.
4. ნივთმტკიცება:
4.1. მ---- ბ------–---–ის კუთვნილი საფულე, მასში არსებული ნივთებით, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–-----------------------------------–----– შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/