გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2020
საქმის ნომერი
010210118002553255
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210118002553255

2-3047/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08/01/2020 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ‘’თ----------ი’‘

წარმომადგენელი: ს--–-------–----–---–ი

მოპასუხე: ნ------- მ-------ე

წარმომადგენელი: დ-------------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

სს ,,თ----------მა’’ სარჩელი აღძრა ნ------- მ-------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს:

 

- 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9325798 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1813, 66 ლარის გადახდა.

- 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9325798 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 1556,74 ლარის 0,5 % პირგასამტეხლოს სახით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

- 2017 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9328594 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1544,17 ლარის გადახდა.

- 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2017 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9328594 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 1324,44 ლარის 0,5 % პირგასამტეხლოს სახით, რაც შეადგენს ყოვედღიურად 6, 62 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა.

- 2017 წლის 25 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9355531 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 922,69 ლარის გადახდა.

- 2018 წლის 17 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2017 წლის 25 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9355531 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 829,56 ლარის 0,5 % პირგასამტეხლოს სახით, რაც შეადგენს ყოვედღიურად 4,14 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა.

- 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9780,16 ლარის გადახდა.

- 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230- 9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 8459,67 ლარის 27 % სარგებელის სახით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 190,34 ლარს.

- 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 8459,67 ლარის 0,5% პირგასამტეხლოს სახით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 42,29 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2500 ლარისა.

- 2018 წლის 19 მარტს საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4330,32 ლარის გადახდა.

- 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 3800 ლარის 28 % წლიური სარგებელის სახით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 88.66 ლარს.

- 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2018 წლის 19 მარტს საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 3800 ლარის 0,5 % პირგასამტეხლოს სახით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 19 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1200 ლარისა.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია:

ნ------- მ-------ე სარჩელს არ ცნობს. მისის წარმომადგენელი ადასტურებს ბანკთან დადებულ გარიგეგებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ყველა ხელშეკრულება ბათლი გარიგებაა, რის გამოც მას არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა.

 

2. შეგებებული სარჩელი:

ნ------- მ-------ემ შეგებებული სარჩელი აღძრა სს „თ----------ის“ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი სს „თ----------თან“ დადებული შემდეგი ხელშეკრულებები:

- 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2041230-9325798.

-2017 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2041230-9328594.

-2017 წლის 25 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2041230-9355531.

-2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2041230-9121751.

-2017 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2041230-9708894.

 

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ნ------- მ-------რე არის უმუშევარი, პენსიონერი, აქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომაეობა გაუარესებული აქვს, არ აქვს შემოსავალი. სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე მიმართა ბანკს და მოსთხოვა სესხი, რომლის დაფარვასაც აპირებდა პენსიით. ბანკმა არ შეისწავლა ნ------- მ-------ის მდგომარეობა, ზერელედ მოეკიდა სახელშეკრულებო კეთილსინდისიერების სტანდარტს და ისე გასცა სესხი. მიაჩნია, რომ კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების სტანდარტის დაუცველობის გამო მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები ბათილია.

 

2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

სს „თ----------ი“ შეგებებულ სარჩელს არ ცნობს მიაჩნია, რომ გარიგებები დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 13 ნოემბერს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა №2041230-9325798 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 353 დღით ასესხა 2335,10 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში, თვეში 196,51 ლარისს გადახდით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№2041230-9325798 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 40-45.

 

3.1.2. 2017 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ ,რომ სესხის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ფიქსირებული 20 ლარი, რასაც დაემატება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№2041230-9325798 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 40-45.

 

3.1.3. ნ------- მ-------ემ 2017 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულების პირობები სრულად არ შეასრულა. მან სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1556, 74 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. 2017 წლის 14 ნოემბერს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა №2041230-9328594 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 352 დღით ასესხა 1986,68 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში, თვეში 167,46 ლარის გადახდით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№2041230-9328594 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 48-54.

 

3.1.5. 2017 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ ,რომ სესხის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ფიქსირებული 20 ლარი, რასაც დაემატება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№2041230-9328594 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 48-54.

 

3.1.6. ნ------- მ-------ემ 2017 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულების პირობები სრულად არ შეასრულა. მან სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1324,44 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.7. 2017 წლის 25 ნოემბერს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა №2041230-9355531 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 365 დღით ასესხა 1244,32 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში, თვეში 105,63 ლარის გადახდით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№2041230-9355531 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 55-56.

 

3.1.8. 2017 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ ,რომ სესხის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ფიქსირებული 20 ლარი, რასაც დაემატება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№2041230-9355531 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 55-56

 

3.1.9. ნ------- მ-------ემ 2017 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების პირობები სრულად არ შეასრულა. მან სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 829,56 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.10. 2017 წლის 8 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა №2041230-9181751 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 2021 წლის 1 სექტემბრამდე ვადით ასესხა 9200 ლარი. წლიური სარგებელი შეადგენს სესხად გადაცემული თანხის 27 %-ს. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ფიქსირებული 20 ლარი, რასაც დაემატება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5 %. ნ------- მ-------ემ სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 8459,67 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ცნობა. ს.ფ. 57

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.11. 2018 წლის 19 მარტს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 2021 წლის 20 მარტამდე ასესხა 3800 ლარი. წლიური სარგებელი შეადგენს სესხად გადაცემული თანხის 28%-ს. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ ,რომ სესხის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ფიქსირებული 20 ლარი, რასაც დაემატება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5 %. ნ------- მ-------ემ სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 3800 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ცნობა. ს.ფ. 58

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2017 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის ვადის გადაცილების დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 249, 52 ლარს.

3.2.2. 2017 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის ვადის გადაცილების დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 212,13 ლარს.

3.2.3. 2017 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის ვადის გადაცილების დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 87,33 ლარს.

3.2.4. 2017 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახდელი სარგებელი შეადგენს 851,65 ლარს.

3.2.5. 2017 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის ვადის გადაცილების დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 453,63 ლარს. დაზღვევის საკომისიო შეადგენს 15,21 ლარს.

3.2.6. 2018 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახდელი სარგებელი შეადგენს 346,72 ლარს.

3.2.7. 2018 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის ვადის გადაცილების დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 174,92 ლარს. ლარს. დაზღვევის საკომისიო შეადგენს 8,68 ლარს.

 

3.2.8. მხარეებს შორის ასევე სადაოა ხელშეკრულებათა ბათილობის საფუძვლები. შეგებებული სარჩელის ავტორი ამტკიცებს, რომ ბანკმა ზერელედ მოეკიდა სახელშეკრულებო კეთილსინდისიერების სტანდარტს და ისე გასცა სესხი. მიაჩნია, რომ კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების სტანდარტის დაუცველობის გამო, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები ბათილია. აღნიშნული არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი შეფასებითი კატეგორიისაა და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების საოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს კონსტიტუცია

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ნ------- მ-------ემ მისგან რამოდენიმეჯერ მიიღო საბანკო კრედიტი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში კრედიტის გზით მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხად მიღებული კრედიტის, გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს საბანკო კრედიტის სახით გაცემული თანხის დაკისრება, თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეები მიუთითებენ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ ნ------- მ-------ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. თავის მხრივ მოსარჩელე საბანკო დაწესებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საქმიანობა სესხების გაცემასთანაა დაკავშირებული. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთის, რის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება. კერძოდ:

- 2017 წლის 13 ნოემბერს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა №2041230-9325798 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 353 დღით ასესხა 2335,10 ლარი.

- 2017 წლის 14 ნოემბერს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა №2041230-9328594 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 352 დღით ასესხა 1986,68 ლარი.

- 2017 წლის 25 ნოემბერს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა №2041230-9355531 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 365 დღით ასესხა 1244,32 ლარი.

– 2017 წლის 8 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა №2041230-9181751 საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 2021 წლის 1 სექტემბრამდე ვადით ასესხა 9200 ლარი.

- 2018 წლის 19 მარტს სს „თ----------სა“ და ნ------- მ-------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ნ------- მ-------ეს 2021 წლის 20 მარტამდე ასესხა 3800 ლარი.

 

სწორედ ამ ხელშეკრულებებით მხარეებმა განსაზღვრეს თავიანთი უფლება-მოვალეობის მოცულობა.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოპასუხემ კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც. ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების მართლზომიერების შემოწმებისათვის უნდა შეფასდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. საკრედიტო ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - კრედიტის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ ნ------- მ-------ე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ, შეასრულოს გარკვეული ქმედება. ამ შემთხვევაში კი ხელშეკრულებამ მოპასუხე უნდა აიძულოს შეთანხმებულ ვადაში განახორციელოს სესხის დაფარვა. დადგენილია, რომ ნ------- მ-------ემ საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა კრედიტები. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებები. დავალიანების დარჩენილი თანხა მან არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ნ------- მ-------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტით მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მოშლა მართლზომიერი ქმედებაა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს უკან დაუბრუნოს სესხად მიღებული თანხა. მას სესხზე ძირი თანხის სახით გადასახდელი აქვს შემდეგი ოდენობის თანხები:

- 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9325798 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1556,74 ლარი;

- 2017 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9328594 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1324,44 ლარი;

- 2017 წლის 25 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9355531 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 829,56 ლარი;

- 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8459,67 ლარი. დაზღვევის გადასახადი 15,21 ლარი.

- 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3800 ლარი. დაზღვევის გადასახადი - 8.68 ლარი.

 

6.6. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს, 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9181751 ხელშეკრულებით და 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის №2041230-9708894 ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 8 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 27 %-ს, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 28 %-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებაზე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით საკრედიტო ხელშეკრულებაზე გადასახდელად ერიცხება:

- 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 851,65 ლარი;

- 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 346,72 ლარი.

 

დასახელებული სარგებელი ის თანხაა, რაც მას გადასახდელი აქვს სარჩელის აღძვრამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული და მოპასუხემ ის უნდა გადაიხადოს.

 

6.7. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა. დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 1.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა. ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა, რაც შეადგენს:

- 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9325798 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 249,32 ლარი;

- 2017 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9328594 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 212,13 ლარი;

- 2017 წლის 25 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9355531 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 87,43 ლარი;

- 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 453,63 ლარი;

- 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 174,92 ლარი.

 

6.8. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს სარგებელისა და პირგასამტეხლოს თანხები დაეკისროს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვს და მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს თანხები. მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოპასუხე შემოსავალს ნამდვილად დაკარგავდა. მოსარჩელე საკრედიტო დაწესებულებაა და სესხების გაცემით ღებულობს შემოსავალს. თუ მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, ის ახალ სესხებს გასცემდა და მიიღებდა შემოსავალს. ამ შემთხვევაში მოსარჩელემ შემოსავალი ვერ მიიღო, რაც განხილული უნდა იქნას მიუღებელ შემოსავალად. თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობა საქ. სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე 0.5 %-დან უნდა შემცირდეს 0,07 %-მდე. სწორედ ამიტომ მოპასუხემ 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9325798 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 1556,74 ლარის 0,07 % უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლოს სახით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2017 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9328594 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 1324,44 ლარის 0,07 % უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლოს სახით, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 400 ლარისა. 2018 წლის 17 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2017 წლის 25 ნოემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9355531 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 829,56 ლარის 0,07 % უნდა გაიხადოს პირგასამტეხლოს სახით, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 200 ლარისა. 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 8459,67 ლარის 27 % უნდა გაიხადოს სარგებელის სახით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 190,34 ლარს. 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 8459,67 ლარის 0,07 % უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლოს სახით, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2500 ლარისა. 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 3800 ლარის 28 % უნდა გაიხადოს წლიური სარგებელის სახით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 88.66 ლარს. 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2018 წლის 19 მარტს საბანკო კრედიტის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 3800 ლარის 0,07 % უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლოს სახით, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1200 ლარისა.

 

შეგებებული სარჩელის ნაწილი

6.9. ნ------- მ-------ემ სადაოდ გახადა ბანკთან დადებული ყველა გარიგება და მათი ბათილად ცნობა მოითხოვა. მიაჩნია რომ ბანკმა არ დაიცვა კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების სტანდარტი, რის გამოც გარიგებები ექვემდებარე გაბათილებას. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე იძულებით, მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩნვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გაირგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც გარიგება, რომელიც კანონს, საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება, ბათილია.

 

6.10. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. მიუხედავად მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენისა, შესაძლებელია გარიგება თავისი ამორალური ხასიათის გამო მიჩნეული იქნას ბათილ გარიგებად. სასამართლო იზიარებს ერთერთ საქმეში სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და მასზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს. გარიგების მართლსაწინააღმდეგოობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა.

 

6.11. სასამართლო განმარტავს, რომ მორალის ნორმები არ არის კოდიფიცირებული. სწორედ ამის გამო რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება გარიგება. ნების გამოვლენის შინაარსი განმარტებული უნდა იქნას საზოგადოებრივი აზრის ფორმატში, თუმცა ასეთი გააზრებაც არ იქნება ზუსტი. წინამდებარე შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი უზნეო ნების გამოვლენად მიიჩნევს კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების სტანდარტის დარღვევას. ნ------- მ-------ე პენსიონერია და არ აქვს შემოსავალი. შესაბამისად უნდა შეფასდეს მასზე სესხის გაცემა შეიძლება თუ არა გაგებული იქნას ზნეობის, საჯარო წესრიგის ან კანონსაწინააღმდეგო გარიგებად. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეშეკრულებაში ნების გამოვლენა მაშინ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას. გარიგება ამორალურია, თუ ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ ნ------- მ-------ემ ხუთი სესხი აიღო. აქედან პირველი სამი სესხი, სარგებელს საერთოდ არ ითვალისწინებს. ის რომ ნ------- მ-------ე პენსიონერია, აღნიშნული ვერ იქნება სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიიღოს სესხი და გამოიყენოს საკუთარი შეხედულებით. შესაძლებელია სესხის გაცემის დროს ბანკს უფრო მეტი წინდახედულება მართებდა, მაგრამ თუ მან არ დაიცვა წინდახედულობის პრინციპები და ისე გასცა სესხი, ეს გარემოება ისევ მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამიტომ ამ სტანდარტის დაუცველობა არ იწვევს გარიგების ბათილად ცნობას.

 

6. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. სადაო თანხის მიხედვით ბაჟის ოდენობა შეადგენს 997,05 ლარს. ბაჟის თანხა მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი. მასვე წინასწარ აქვს გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 60 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ბაჟი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს ეკისრება 50 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს 947,05 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით სს ,,თ----------ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ------- მ-------ეს აეკრძალა შემდეგი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

- ხელვაჩაური, ო-----------------------------–------ი (ს.კ 2-.2-.0-.1--)

- ხელვაჩაური, ო-----------------------------–------ი (ს.კ 2-.2-.0-.1--)

 

წინამდებარე სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალება უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9325798 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1813, 66 ლარის გადახდა.

3. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 13 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9325798 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს ძირი თანხის 1556,74 ლარის 0,07 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის გადახდა.

4. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9328594 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1544,17 ლარის გადახდა.

5. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9328594 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს ძირი თანხის 1324,44 ლარის 0,07 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარის გადახდა.

6. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 25 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9355531 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 922,69 ლარის გადახდა.

7. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 25 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9355531 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს ძირი თანხის 829,56 ლარის 0,07 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარის გადახდა.

8. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 9780,16 ლარის გადახდა.

9. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს ძირი თანხის 8459,67 ლარის 0,07 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარის გადახდა.

10. ნ------- მ-------ეს, 2017 წლის 8 სექტემბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9181751 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველთვიურად სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, სარგებელის სახით დაეკისროს ძირი თანხის 8459,67 ლარის წლიური 27 %, რაც ყოველთვიურად შეადგენს 190,34 ლარს.

11. ნ------- მ-------ეს, 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4330,32 ლარის გადახდა.

12. ნ------- მ-------ეს, 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს ძირი თანხის 3800 ლარის 0,07 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარის გადახდა.

13. ნ------- მ-------ეს, 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტისა და გირავნობის №2041230-9708894 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 16 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველთვიურად სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ, სარგებელის სახით დაეკისროს ძირი თანხის 3800 ლარის წლიური 28 %, რაც ყოველთვიურად შეადგენს 88.66 ლარს.

14. ნ------- მ-------ეს,სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის - 947,05 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის - 60 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.

15. მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 50 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

16. ნ------- მ-------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

17. ნ------- მ-------ეს დაეკისროს შეგებებული სარჩელის ბაჟის - 998 ლარის გადახდა.

18. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

19. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

20. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე