გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2020
საქმის ნომერი
330210019002986790
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10194-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

15 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ელ--------------ი’’

წარმომადგენელი - თა---------–---ი

 

მოპასუხე - შპს ,,ჯო----------2’’

წარმომადგენელი- კა------–-----–--ე, რა---------–--ე, თე--------------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ჯო----------2’’-ს შპს ,,ელ--------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 27329.23 ლარის ანაზღაურება;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 01 ოქტომბერს შპს ,,ელ--------------სა’’ და შპს ,,ჯო----------2’’-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. შპს ,,ელ--------------მა’’ შპს ,,ჯო----------2’’-ს მიაწოდა შეთანხმებული საქონელი. აღნიშნულის თაობაზე მხარებს შორის გაფორმდა შეთანხმება, სადაც გაწერილია მოპასუხის გადახდის გრაფიკი უშუალოდ შპს ,,ელ--------------ი’’-ს მიმართ ვალდებულების დაფარვის თაობაზე. მოპასუხეს ასევე ხელი აქვს მოწერილი მიღება-ჩაბარების აქტზე. შპს ,,ჯო----------2’’-ის მიერ არ მომხდარა მიღებული საქონლის ღირებულების სრულად ანაზღაურება. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და სარჩელის აღძვრის დღისთვის მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 9980 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი მიხედვით არის 27329.23 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 შპს ,,ელ--------------სა’’ და სს ,თი------–------ს’’ შორის 2018 წლის 01 ოქტომბერს დაიდო #PA-----2 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად გამყიდველმა შპს ,,ელ--------------მა’’ აიღო ვალდებულება ლიზინგის მიმღებს შპს ,,ჯო----------2’’-ს ხელშეკრულებების პირობების სრული დაცვით მიაწოდოს და საკუთრებაში გადასცეს ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ქონება, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადაიხადოს აღნიშნული ქონების ღირებულება.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის და დანართი №1-ის თანახმად სახელშეკრულებო ქონებას წარმოადგენს ფრონტალური დამტვირთველი, მოდელი L---------------------------------5, გამოშვების წელი 2018, მწარმოებელი S---------------------------------

 

ნასყიდობის ხელშეკრულების 3.3. პუნქტის მიხედვით სახელშეკრულებო ქონების ღირებულება შეადგენდა 64900 აშშ დოლარს, ხოლო მათ შორის დღგ - 9900 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- #PA-----2 ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-18)

 

3.1.2. 2018 წლის 02 ოქტომბერს შპს ,,ელ--------------სა’’ და შპს ,,ჯო----------2’’-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით ანაზღაურების სახით მხარეები შეთანხმდნენ 12980 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარზე, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.

 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებული ანაზღაურების ავანსი 3000 აშშ დოლარი მყიდველის მიერ გადახდილი იქნება არაუგვიანეს 2018 წლის 02 ოქტომბრისა გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარში, დარჩენილი ნაწილის გადახდა კი იწარმოებს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1000 აშშ დოლარი - 2018 წლის 30 ოქტომბერი

1000 აშშ დოლარი - 2018 წლის 30 ნოემბერი

1000 აშშ დოლარი - 2019 წლის 30 მარტი

2328 აშშ დოლარი - 2019 წლის 30 აპრილი

2326 აშშ დოლარი - 2019 წლის 30 მაისი

2326 აშშ დოლარი - 2019 წლის 30 ივნისი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება (ს.ფ.20-21)

 

3.1.3. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ შპს ,,ელ--------------მა’’ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შპს ,,ჯო----------2’’-ს მიაწოდა ნასყიდობის საგანი ფრონტალური დამტვირთველი, მოდელი L---------------------------------5, გამოშვების წელი 2018, მწარმოებელი S---------------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.19)

 

3.1.4. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოპასუხემ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დაარღვია, ნაკისრი ვალდებულება არ შესრულა და მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 9980 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი მიხედვით არის 27329.23 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 327ე, მე-400 477-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, რაც მის მიმართ არსებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ელ--------------სა’’ და სს ,თი------–------ს’’ შორის 2018 წლის 01 ოქტომბერს დაიდო #PA-----2 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად გამყიდველმა შპს ,,ელ--------------მა’’ აიღო ვალდებულება ლიზინგის მიმღებს შპს ,,ჯო----------2’’-ს ხელშეკრულებების პირობების სრული დაცვით მიაწოდოს და საკუთრებაში გადასცეს ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ქონება, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადაიხადოს აღნიშნული ქონების ღირებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი - მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ჯო----------2’’ ვალდებული იყო გადაეხადა შპს ,,ელ--------------ი’’-სთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება, რაც მხარეებს შორის დადებული შეთანხმებით აღიარებულ იქნა როგორც შესასრულებელი ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხე შპს ,,ჯო----------2’’-მა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დაარღვია, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 9980 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი მიხედვით არის 27329.23 ლარი.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავალიანების ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სსსკ-ის კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრის ეტაპზე დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა 27 329.23 ლარით, რის გამოც მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 820 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის აღძვრის შემდგომ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ელ--------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ჯო----------2“-ს შპს „ელ--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 27 329.23 ლარის გადახდა.

 

3. შპს „ელ--------------“ დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 820 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 10 მაისს საგადახდო დავალება N0.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თინათინ ეცადაშვილი