გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019002989124
საქმე №2-1421/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „გ-–-----–---------------------ი“
წარმომადგენლი - მ------ ღ-----–---–ი
მოპასუხე - შპს ”ბ---------------------------–ი”
წარმომადგენლი - ს---–--- ფ--–-------–---–ი
მესამე პირი - თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ი“
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ბ---------------------------–ი”-ს მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას 10043,452 (ასიათას ორმოცდასამი მთელი ოთხასორმოცდათორმეტი) ტონა ნავთობი და იგი გადაეცეს მფლობელობაში შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს;
1.2. შპს „ბ---------------------------–ს“ დაევალოს 10043,452 ტონა ნავთობის გადაცემასთან დაკავშირებული აუცილებელი მომსახურება გაუწიოს შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს;
1.3. შპს „გ-–-----–---------------------ისათვის“ ნავთობის გადაცემაზე უარის თქმის ან გადაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში შპს „ბ---------------------------–ს” დაეკისროს 5 738 748,13 აშშ დოლარის გადახდა შპს „გ-–-----–---------------------ის“ სასარგებლოდ;
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ბ---------------------------–ის“ წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს.
2.2. მესამე პირს - თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ი“ -ს რაიმე განმარტება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ბ---------------------------–ი“ წარმოადგენს საწარმოს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების მიღება/შენახვა/გადატვირთვასთან. აღნიშნული საქმიანობისათვის მას გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს „ბ---------------------------–ის“ მომსახურებით რამდენიმე წელია სარგებლობს უცხოური საწარმო „ო--–----------ი“ (O---------------) და იგი ახორციელებს ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტს შუამავალი კომპანია „ლიბრა თრეიდინგის“ მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-ვაგონ ცისტერნების დაცლის აქტები.
- საგადასახადო დეკლარაციები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ი“ არის ბ---------------------------–ში საექსპედიტორო მომსახურების განმახორციელებელი კომპანია, რომლის მომსახურების სფეროში შედის ტანკერებიდან ნავთობპროდუქტების ნავთობტერმინალის რეზერვუარებში ჩამოტვირთვა, რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში გადატვირთვა და პირიქით, ასევე საბაჟო პროცედურების განხორციელება. თავისი საქმიანობის განხორციელებისას თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ი“ იყენებს შპს „ბათუმის ბავთობტერმინალის“ მომსახურებას, რაც უკავშირდება ნათობ პროდუქტების გადატვირთვა-ჩატვირთვის პროცედურებს, რა დროსაც გამოიყენება შპს „ბ---------------------------–ი“-ს პერსონალი, მატერიალური ბაზა და რეზერვუარები. დადგენილია, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ს“ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ბ---------------------------–თან“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.09.2014წ. ხელშეკრულება ბ---------------------------–ზე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევის შესახებ;
- ბ---------------------------–ში ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევის ხელშეკრულების დანართი 12.09.2014წ.
- ბ---------------------------–ში ტვირთის გადატვირთვის თაობაზე მომსახურების კონტრაქტის დამატებითი შეთანხმება N1;
3.2.2. უცხოური კომპანია “O---------------”-ი არის თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ის“ ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც იყენებდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ის“ მომსახურებას, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზედნადებები;
- ვაგონ-ცისტერნის დაცლის აქტები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ბ---------------------------–ს“ თავის რეზერვუარებში გაჩერებული აქვს „ო--–----------ის“ კუთვნილი 10043,452 ტონა ნავთობი (საიდანაც 3013,231 ტონა ნავთობის იმპორტი განხორციელებულია „ო--–----------ის“ სახელით, ხოლო 7030,221 ტონის იმპორტი განხორციელებულია შპს „იუნაითიდ პეტროლეუმ თრეიდინგის“ სახელით. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნული ნავთობის გადაცემის მოთხოვნით „ო--–----------იმ“ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ის“ მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხე შპს „ბ---------------------------–ი“ მის რეზერვუარებში განთავსებული კომპანია “O---------------”-ის კუთვნილი ნავთობის სრულად გადაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ ვინაიდან კომპანია „ლ-----------------ს“ აქვს დავალიანება შპს “ბ---------------------------–ის“ მიმართ, ხოლო ტექნიკური ნარჩენების განულება მომავალში შეუძლებელს გახდის „ლ-----------------ზე“ ნავთობისა და ნავთობპროდუქტებს გადაცლის მომსახურების გაწევას, რაც ნიშნავს მასთან ხელშეკრულების შეწყვეტას, ამიტომ იმ დავალიანების გადაუხდელობის შესაძლო რისკის გათვალისწინებით, რომელიც კომპანია „L----------------”-ს აქვს საზოგადოების წინაშე, ნავთობისა და ნავობპროდუქტების ტექნიკური ნარჩენების განულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია „L----------------” სრულად დაფარავს იმ დავალიანებას, რომელიც აქვს საზოგადოების წინაშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლიბრა თრეიდინგის“ 05.01.2018წ, 17.01.2018წ, 01.02.2018წ, 13.02.2018წ წერილები შპს „ბათუმისა ნავთობტერმინალის“ მიმართ;
- შპს „ბ---------------------------–ის“ პასუხი კომპანია „ლ-----------------ის“ წერილზე. 22.05.2018წ.
3.2.4. 2018 წლის 12 ივლისს უცხოური საწარმო ‘’ო--–----------ის’’ (O---------------) და შპს ,,გ-–-----–---------------------ს’’ შორის გაფორმდა ცესიის ხელშეკრულება, რომლის 1.1. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ უცხოური კომპანია “O---------------”-ი შპს ,,გ-–-----–---------------------ს’’ გადასცემს შპს ”ბ---------------------------–ის“ რეზერვუარებსა და მილსადენებში განთავსებული უცხოური კომპანია “O---------------”-ის კუთვნილი 7030,221 ტონა ჩელეკენის ნედლი ნავთობის და 3013,231 ტონა თურქმენული წარმოშობის ნედლი ნავთობის მოთხოვნის უფლებას, ასევე გადასცემს უფლებას ზიანის ანაზღაურებაზე, კომპენსაციაზე და/ან ნებისმიერ სხვა უფლებას, რაც უკავშირდება შპს „ბ---------------------------–ს“ და რომელიც გააჩნია უფლების გადამცემს, ან შეიძლება გააჩნდეს შპს ”ბ---------------------------–ის“ მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.07.2018 წლის ცესიის ხელშეკრულება;
3.2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ 2019 წლის 5 ივნისს წარმოდგენილი შესაგებლის მეექვსე გვერდზე მე-2 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებას, სადაც მითითებულია შემდეგი: “არაა სადავო, რომ “O---------------”-ის კუთვნილი ტვირთები ინახებოდა და ინახება ჩემი მარწმუნებლის რეზერვუარებში, ასევე ისიც არ არის სადაო რომ ექსპედიტორი კომპანია „ლ-----------------“-მა რამოდენიმეჯერ წერილობით მოითხოვა ტვირთის განულება/სრულად გატანა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩემი მარწმუნებელის მიერ სერვისის არგაწევა/ტვირთის არგატანება განხორციელდა კანონიერად.“ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ზ/აღნიშნული შესაგებლით მოპასუხე ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ “O---------------”-ის კუთვნილი 10043,452 ტონა ნავთობი დღემდე ინახება მოპასუხის რეზერვუარებში.
მოპასუხის მიერ ასევე 2020 წლის 15 იანვარს სასამართლო მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, სადაც უკვე უარყოფს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, რისი უფლებაც მას ზემოთაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, დაკარგული აქვს და მოპასუხის ახალ არგუმენტებს სასამართლო მთავარ სხდომაზე აღარ განიხილავს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კომპანია “O---------------”-ის კუთვნილი 10043,452 ტონა ნავთობი, რომლის მოთხოვნის უფლებაც დაუთმო მესაკუთრემ შპს ,,გ-–-----–---------------------ს’’, დღემდე ინახება მოპასუხის რეზერუარებში, თუმცა მოპასუხე უარს ამბობს აღნიშნული ნავთობის შპს „გ-–-----–---------------------ზე“ გადაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-შპს „ბ---------------------------–ის“ წერილები;
3.2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დღეისათვის 10043,452 ტონა ნავთობის ფასი შეადგენს 5 738 748,13 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- „ბლუმბერგის“ მონაცემები ნავთობის საერთაშორისო ფასების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ-–-----–---------------------ი“ სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს სრულად: შპს „ბ---------------------------–ი”-ს მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას 10043,452 (ასიათას ორმოცდასამი მთელი ოთხასორმოცდათორმეტი) ტონა ნავთობი და იგი გადაეცეს მფლობელობაში შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს; შპს „ბ---------------------------–ს“ დაევალოს 10043,452 ტონა ნავთობის გადაცემასთან დაკავშირებული აუცილებელი მომსახურება გაუწიოს შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს; შპს „გ-–-----–---------------------ისათვის“ ნავთობის გადაცემაზე უარის თქმის ან გადაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში შპს „ბ---------------------------–ს” დაეკისროს 5 738 748,13 აშშ დოლარის გადახდა შპს „გ-–-----–---------------------ი“- სასარგებლოდ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21 და 42-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე, 199-ე, 170-ე, 168-ე, 172-ე, 634-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე და 251-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი ეხება მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს პირის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სადავო 10043,452 (ასიათას ორმოცდასამი მთელი ოთხასორმოცდათორმეტი) ტონა ნავთობი, რომელიც ამჟამად იმყოფება მოპასუხე შპს „ბ---------------------------–ი“-ს მფლობელობაში წარმოადგენდა უცხოური კომპანია “O---------------”-ის საკუთრებას, რომელმაც 2018 წლის 12 ივლისს გაფორმებული ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,გ-–-----–---------------------ს’’ გადასცა შპს ”ბ---------------------------–ის“ რეზერვუარებსა და მილსადენებში განთავსებული მისი კუთვნილი 7030,221 ტონა ჩელეკენის ნედლი ნავთობის და 3013,231 ტონა თურქმენული წარმოშობის ნედლი ნავთობის მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხე მიუხედავად ზ/აღნიშნულისა უარს ეუბნება მის გადმოცემაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198.1-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყო.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის თავის შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა (სსკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული). სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებსა და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (შდრ. სუსგ Nას-683-654-2016, 16.09.2016).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივლისს უცხოური საწარმო ‘’ო--–----------ის’’ და შპს ,,გ-–-----–---------------------ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლის 1.1. მუხლით, უცხოურმა კომპანია “O---------------”-იმ შპს ,,გ-–-----–---------------------ს’’ გადასცა შპს ”ბ---------------------------–ის“ რეზერვუარებსა და მილსადენებში განთავსებული მისი კუთვნილი 7030,221 ტონა ჩელეკენის ნედლი ნავთობის და 3013,231 ტონა თურქმენული წარმოშობის ნედლი ნავთობის მოთხოვნის უფლება, ასევე ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის მოთხოვნის ან/და ნებისმიერ სხვა უფლება, რაც უკავშირდება შპს „ბ---------------------------–ს“ და რომელიც გააჩნდა უფლების გადამცემს შპს ”ბ---------------------------–ის“ მიმართ.
ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხის უმოქმედობით ხდება მისი უფლების ხელყოფა და იგი ვერ სარგებლობს მისი კუთვნილი ქონებით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადაო ტვირთი წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილებას და უდაოა, რომ ქონება მოპასუხის მფლობელობაშია. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა და ნივთის მართლზომიერად ფლობის საფუძვლად მოპასუხე მხარე მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირს - თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ს“ გააჩნია უცხოური კომპანია “O---------------”-ის და სხვა კომპანიების ტვირთების შენახვა/გადატვირთვასთან დაკავშირებული დავალიანება მის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 634-ე მუხლის შესაბამისად, მართალია შპს „ბ---------------------------–ს“ უფლება აქვს საქმეში ჩართულ მესამე პირთან, კომპანია „ლ-----------------თან“ გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურეობის საფასურის მიღებამდე დააკავოს ნივთი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ნივთის დაკავების უფლება შემსრულებელს გააჩნია თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია „ლ-----------------ი“-სთან მიმართებაში, როგორც ხელშეკრულების მხარესთან-შემკვეთთან და არა მესაკუთრესთან ანუ მესაკუთრე არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით.
როგორც ზემოთ იქნა მითითებული, განსახილველი სარჩელი კი შეეხება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ტვირთის გამოთხოვას და გადაცემას, შესაბამისად მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება იმის მტკიცებულება, რომ მას აქვს მიბარებული ნივთის/ტვირთის მართლზომიერი ფლობის უფლება ანუ ფაქტი, რომ მესამე პირს მოპასუხის მიმართ გააჩნია დავალიანება ვერ გახდება ამ ნივთის დაკავების საფუძველი.
ამდენად დადგენილია, რომ სადავო ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. გარდა ზ/აღნიშნულისა დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევში მოსარჩელე მის მიერ აღძრული სარჩელით ასევე მოითხოვს აღსრულების წესის დადგენას, კერძოდ: მოსარჩელე მოითხოვს, რომ მოპასუხეს დაევალოს ნავთობის გადაცემასთან დაკავშირებული აუცილებელი მომსახურება გაუწიოს შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე უარს იტყვის ნავთობის გადაცემაზე და შპს „გ-–-----–---------------------ისათვის“ ნავთობის გადაცემა შეუძლებელი იქნება, შპს „ბ---------------------------–ს” დაეკისროს ნავთობის ღირებულების გადახდა 5 738 748,13 აშშ დოლარის ოდენობით შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების ინტერესში შედის არა მხოლოდ დავის დასრულება გადაწყვეტილების მიღებით, არამედ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მომავალში აღსრულებაც, ამიტომ სასამართლო ზრუნავს გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიის შექმნაზეც. ამდენად, თუ მხარის ინტერესში შედის გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა და იგი აღნიშნულს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად მოითხოვს, სასამართლო შესაბამისად უფლებამოსილია იმსჯელოს გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენაზეც.
ევრო სასამართლომ ,,ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ”, საქმეზე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გარანტიის შექმნა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვითაც 6-ე მუხლით გარანტირებული უფლება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე იქნებოდა ილუზიური, თუკი ეროვნული სასამართლოს სისტემა დაუშვებს, რომ საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად ,,თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში”.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის საფუძველები და შესაბამისად მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო კვლავ მოიხმობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესს, რომლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „გ-–-----–---------------------ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს;
1.1. შპს „ბ---------------------------–ი”-ს მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს 10043,452 (ასიათას ორმოცდასამი მთელი ოთხასორმოცდათორმეტი) ტონა ნავთობი და იგი გადაეცეს მფლობელობაში შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს;
1.2. შპს „ბ---------------------------–ს“ დაევალოს 10043,452 ტონა ნავთობის გადაცემასთან დაკავშირებული აუცილებელი მომსახურება გაუწიოს შპს „გ-–-----–---------------------ს“;
1.3. შპს „გ-–-----–---------------------ისათვის“ ნავთობის გადაცემაზე უარის თქმის ან გადაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში შპს „ბ---------------------------–ს” დაეკისროს 5 738 748,13 აშშ დოლარის გადახდა შპს „გ-–-----–---------------------ი“- სასარგებლოდ;
2. შპს „ბ---------------------------–ს” დაეკისროს შპს „გ-–-----–---------------------ი“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე