განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2020
საქმის ნომერი
330100119003004981
თარიღი
14.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2268-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე, ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-----–---------------–---------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1996 წლის 25 მარტს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–--–---–-----------------------------–-.

 

ადვოკატი - ი---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ბრალდებული - ალ------------–---------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–---------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხ-–------------------------–------–-–--

 

ადვოკატი - ლ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ-----–--–---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 აპრილს, ქ.თბილისში, თ---–-----–----------ში მდებარე ჰიპერმარკეტ „----------–--, მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი, გამოძიებით ამ დროისათვის დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ აღნიშნულ ჰიპერმერკეტის კუთვნილ „კეშიუ კერნალსის“ ფირმის თხილის მარცვლების 486 ლარისა და 92 თეთრის ღირებულების სარეალიზაციო პროდუქტს, რითაც შპს „----------–----------------------- კუთვნილ ჰიპერმარკეტ „კ----------“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ა-–-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-------------ის განაჩენით, ა-–-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, რისთვისაც საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით და 5 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

 

2019 წლის 21 აპრილს, ქ.თბილისში, თ---–-----–----------ში მდებარე ჰიპერმარკეტ „----------–-- სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ა-–-----------–---–ი და მ-----–--–---------ე, გამოძიებით ამ დროისთვის დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ აღნიშნული ჰიპერამერკეტის კუთვნილ „კეშიუ კერნალსის“ ფირმის თხილის მარცვლების 486 ლარისა და 92 თეთრის ღირებულების სარეალიზაციო პროდუქტს, რითაც შპს „----------–----------------------- კუთვნილ ჰიპერმარკეტ „კ----------“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

სასამართლოს დასკვნა მ-----–--–---------ის და ა-–-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის შპს „----------–----------------------- წარმომადგენლის ზ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „----------–----------------------- დაცვის სამსახურის სუპერვაიზერის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს არ იყო სამსახურში. მოგვიანებით თანამშრომლებისგან და ვიდეოკამერის ჩანაწერიდან გაიგო, რომ სუპერმარკეტ „----------–-- მოხდა თხილის ქურდობის ფაქტი, რომლის ღირებულება იყო 486,92 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკითხა მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობის „ი------------–-“ მდებარე ჰიპერმარკეტ „----------–-- შპს „ვ------------------------“ უსაფრთხოების სამსახურის მცველის პოზიციაზე. ასრულებს ესკორტის მოვალეობას, მოლარეების გადაყვანა-გადმოყვანას. მისი სამუშაო გრაფიკია 09:00 საათიდან - 23:00 საათამდე. როდესაც თავისუფალია მოძრაობს შიგნით დარბაზში, ხოლო როდესაც მოლარე ეძახის, მიდის სალაროსთან და მოლარეს აცილებს. დარბაზში ყოფნისას შენიშნა ორი მამაკაცი, რომლებიც საეჭვოდ იქცეოდნენ, რის გამოც შპს „ვ------------------------“ უსაფრთხოების სამსახურის ოპერატორს თ------------ს დაუკავშირდა და სთხოვა მიექცია ყურადღება. დაიკითხა მოწმის სახით, გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კომპანია „ვ----------------------–-“ მცველის პოზიციაზე. სამუშაო დრო განსაზღვრულია 09:00 საათიდან 23:00 საათამდე. სამუშაო დღის განმავლობაში ძირითადად დარბაზში პატრულირებს. 2019 წლის 21 აპრილს რადიოსადგურით გადასცა თანამშრომელმა - გ----------–-–---–მა, რომ N31 სალაროსთან გადიოდა ორი პირი ზურგჩანთით და სთხოვა შეეჩერებინა. მის მიერ შეჩერებული იქნა აღნიშნული პირები, როგორც გამოძიებით დადგინდა, მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი. მ-----–--–---------ეს და ა-–-----------–---–ს თანამშრომელმა - გ------------–-–---–მა ჰკითხა გადახდა ხომ არ დაავიწყდათ, რაზეც დაეთანხმდნენ, რომ დაავიწყდათ გადახდა. გ------------–-–---–მა და ჯ------------–---–მა მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი გადაიყვანეს ცალკე ოთახში. ოთახში ზურგჩანთა დადო მაგიდაზე და გახსნა ერთ-ერთმა, რომელშიც აღმოჩნდა თხილის მარცვლები, რომლის საფასურიც არ ჰქონდათ გადახდილი. დაუკავშირდა „კა----------“ უსაფრთხოების სამსახურს და აცნობა აღნიშნულის თაობაზე. მივიდა სუპერვაიზერი, რომელმაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით თავად გამოიკითხა მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს „ი------------–-“ მდებარე ჰიპერმარკეტ „კ---------–-,“ შპს „ვ------------------------“ უსაფრთხოების სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის კამერების მეთვალყურეობა. კამერები უყურებს მთლიანად დარბაზს და სექციების ნაწილს, ყველა სექციას არ უყურებს. მისი სამუშაო საათები არის 09:00 საათიდან - 20:00 საათამდე. 2019 წლის 21 აპრილს თანამშრომელმა - გ----------–-–---–მა გადასცა ინფორმაცია, რომ საეჭვოდ მოძრაობდა 2 პიროვნება და თვალი ედევნებინა მათთვის. მათგან ერთ-ერთს ეცვა წითელი ფერის შარვალი, ხოლო მეორე პირს რა ეცვა, არ ახსოვს. აღნიშნულმა პირებმა, როგორც გამოძიებით დადგინდა მ-----–--–---------ემ და ა-–-----------–---–მა, ინფორმაციის მიღების შემდეგ დატოვეს სალარო და მალევე გავიდნენ გარეთ, რა დროსაც გააჩერეს თანამშრომლებმა. აღნიშნულის შემდეგ ინფორმაცია კამერის ჩანაწერში აღარ ფიქსირდება. მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი შეიყვანეს ერთ-ერთ სამუშაო ოთახში, გახსნა ერთ-ერთმა ჩანთა და ამოიღეს ორი პაკეტი, რის გამოც გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მიერ მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში. მონაწილეობა მიიღო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში, სადაც დაფიქსირებულია მესამე პირიც, რომელიც მიდის დარბაზის შუაში მდებარე სექციასთან, რომელსაც სექციის ვაიზერი აწვდის თხილს. აღნიშნულის შემდეგ შედიან სექციაში, რომელსაც არ უყურებს კამერა. ჯერ ის პიროვნება შედის, რომელმაც თხილი აიღო, შემდეგ შედის მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი. ამის შემდეგ გამოდიან მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი ჩანთით, ხოლო მესამე პიროვნება გამოდის ჩანთის გარეშე და იმ მესამე პირის მსგავსი, ანუ ისეთივე ტიპის, მოყვანილობის და შეფერილობის ჩანთა უკვე ბრალდებულთაგან აქვს ერთ-ერთს. ბრალდებულების მიერ ფარულად დაუფლებული თხილის ღირებულება შეადგენს 486,92 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ--------------–-------–-–-----------------------------–---------------------------–---------------------------------–--–-----------–-------------ის თანამდებობაზე. განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ „----------–-- დაცვას შეჩერებული ჰყავდა ორი პირი, რომლებიც იყვნენ ქურდობაში შემჩნეული. მეწყვილე - გ--------------–---–თან ერთად მივიდა „ი--------------“ ტერიტორიაზე, სადაც დაცვის ოთახში ჰყავდათ აღნიშნული პირები. დაცვის თანამშრომლისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ორ პირს, როგორც გამოძიებით დადგინდა მ-----–--–---------ეს და ა-–-----------–---–ს, გასვლისას შეამჩნიეს, რომ ჩანთაში ჰქონდათ ნივთები, თუმცა სალარო გაიარეს ისე, რომ არ გადაიხადეს ნივთების საფასური. შეამოწმეს მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი, რომლებსაც აღმოაჩნდათ ფარულად დაუფლებული უცხოური წარმოშობის მიწის თხილი, ღირებული დაახლოებით 500 ლარად. აღნიშნულის შესახებ გადასცა შეტყობინება, გამოიძახა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, რომელთა მიერ მოხდა ბრალდებულების დაკავება. მის მიერ შედგენილ იქნა პატაკი, შეტყობინება და ა-–-----------–---–ის დაკავების ოქმი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ--------------–-------–-–-----------------------------–---------------------------–---------------------------------–--–-----------–-------------ის თანამდებობაზე. 2019 წლის 21 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, თავის მეწყვილე დ------------–---–თან ერთად, რა დროსაც მიიღეს გამოძახება „ი------------–- მდებარე კ---------–-“ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისულს დახვდა დაცვის წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა, რომ ორი პირი, როგორც გამოძიებით დადგინდა მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი, ფარულად დაეუფლნენ თხილს, ღირებულს 500 ლარად. დაცვის თანამშრომლების განმარტებით, მ-----–--–---------ეს და ა-–-----------–---–ს სალარო უკვე გავლილი ჰქონდათ, თუმცა არ გადაიხადეს თანხა, რის გამოც შეაჩერეს. მის მიერ დაკავებული იქნა მ-----–--–---------ე, ხოლო დ------------–---–ის მიერ ა-–-----------–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს „ი------------–-“ მდებარე ჰიპერმარკეტ „კ---------–-,“ სუპერვაიზერის პოზიციაზე. 2019 წლის 21 აპრილს დაცვის თანამშრომლისგან მიიღო შეტყობინება, რომ სალაროს გარეთ ჯ------------–---–ს შეჩერებული ჰყავდა ორი პირი, როგორც გამოძიებით დადგინდა, მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი. აღნიშნულ პირებს ჰკითხეს ხომ არ დაავიწყდათ თანხის გადახდა. შემდეგ შეიყვანს დაცვის ოთახში, რომლებსაც ჩანთაში აღმოაჩნდათ ფარულად დაუფლებული მიწის თხილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შს-------------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–ოს გამომძიებლის თანამდებობაზე. განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქურდობის ფაქტზე. მის მიერ დაიწყო გამოძიება, „კ--------------“ გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერი მოსამართლის განჩინების საფუძველზე. შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო მონაწილე პირი და მოაწერა ხელი. გამოკითხა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებულებთან ერთად მესამე პირიც იყო, რაც დადასტურდა ვიიდეოკამერის ჩანაწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-–------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ჰიპერმარკეტ „კ--------------“ ამოღებული იქნა ორი პაკეტი თხილი და ორი ზურგჩანთა. მის მიერ გამოკითხული იქნა დ------------–---–ი და ჯ------------–---–ი, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---------------–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ--------------–-------–-–--------------------- ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. „ი--------------“ სავაჭრო ცენტრის სუპერმარკეტ „კ--------------“ თხილის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციაში დაიწყო გამოძიება. მის მიერ ჰიპერმარკეტ „კა----------“ მენეჯერის თ------------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ჰიპერმარკეტში განთავსებული შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელიც ამოღებულ იქნა განჩინების საფუძველზე 4 ცალ დისკზე. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა პირმა „კა----------“ თანამშრომელს ააწონინა თხილი ორ პაკეტად, ხოლო შემდეგ შევიდა ერთ-ერთ სექციაში ჩანთით, სადაც ასევე შევიდა მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი. მოგვიანებით აღნიშნული პირი გამოვიდა ჩანთის გარეშე, ხოლო ბრალდებულები იგივე სექციიდან გამოვიდნენ იგივე ჩანთით, რომელიც შეიტანა მესამე პირმა. შეადგინა დათვალიერების ოქმი, რომელსაც მონაწილე პირმა მოაწერა ხელი.

 

2019 წლის 22 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისი, ა-–-------–-----–--------------ში მდებარე ჰიპერმარკეტ „კა----------“ შენობაში გ------------–-–---–ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოლურჯო ფერის ხელჩანთა ცარიელ მდგომარეობაში. ასევე ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ორივე მათგანში მოთავსებული თხილის მარცვლებით. ორივე პარკი არის დალუქული. ერთ-ერთ პარკზე მიკრულია თეთრი ფერის სტიკერი წარწერით „კ----------.“ ასევე სტიკერზე აღენიშნება წარწერა „კეშიუ კერნალსი.“ თარიღი: 21.04.19 და წონის აღმნიშვნელი რიცხვი 2.494. მეორე პარკზე მიკრულია თეთრი ფერის სტიკერი წარწერით „კ----------.“ ასევე სტიკერზე აღენიშნება წარწერა „კეშიუ კერნალსი.“ თარიღი: 21.04.19 და წონის აღმნიშვნელი რიცხვი 2.500. ასევე ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა.

 

2019 წლის 18 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისი, ა-–-------–-----–--------------ში მდებარე ჰიპერმარკეტ „კა----------“ ადმინისტრაციულ შენობიდან მოწმე გ--------–----–-–---–ისგან გამოთხოვილი იქნა ჰიპერმარკეტ „კა----------“ შიდა პერიმეტრზე კედლებზე და ჭერზე დამონტაჟებული შპს „C--------------“-ის მფლობელობაში არსებული ვიდეო-სათვალთვალო კამერების მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერები 2019 წლის 21აპრილის 18:00 საათიდან - 20:00 საათამდე პერიოდში. 4 ცალ DVD დისკზე.

 

2019 წლის 20 მაისის ლუქის გახსნისა და ვიდეომასალის დათვალიერების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ შ--------------–-------–-–--------------------- ქ.-----–---------------------------–------------------------------–ოს გამომძიებელ რ---------------–-ას მიერ ჰიპერმარკეტ „კა----------“ უსაფრთხოების სამსახურის ოპერატორ თ------------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ განხორციელებული ჩანაწერები. ვიდეოგრამა 1 საათი და 23 წუთიანი და უჩვენებს დროს 2019 წლის 21 აპრილის 17:58 საათიდან 19:21 საათამდე. ვიდეოგრამის გახსნისასაც მონიტორზე გამოჩნდა ქ.თბილისში, თ---–-----–------------2-ში განთავსებული ჰიპერმარკეტი „კ----------“-ს შიდა პერიმეტრი, კერძოდ კი კამერის ხედვაში ჩანს ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე შესასვლელი სივრცე, სადაც შესასვლელის ორივე მხარეს დგას სენსორიანი აპარატი, მათ მიმდებარედ კი განთავსებულია მცირე ზომის მაგიდა, სადაც დგას დაცვის თანამშრომელი, რომლის უკანაც განთავსებულია ნახევრად შემინული სპეციალური ოთახი. ჰიპერმარკეტში შემოდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ზედა მხარეს აცვია კუბოკრული თეთრი და შავი შეფერილობის პერანგი, შავი ფერის შარვალი, თეთრ ძირიანი შავი ფერის ფეხსაცმელი და ზურგზე კიდია ზურგჩანთა. აღნიშნული მამაკაცი შეუჩერებლად გადის დაცვის თანამშრომელთან არსებულ სენსორების შუაში და შედის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე. ამავდროულად ჩანაწერში ჩანან მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი, რომლებიც კამერის ხედვაში შემოდიან იგივე მარჯვენა მხრიდან, საიდანაც მანამდე შემოვიდა ზ/ხსენებული დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი. მ-----–--–---------ეს აცვია წითელი ფერის ზოლებიანი შარვალი, ზემოდან ქურთუკი, ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი, ხოლო ა-–-----------–---–ს აცვია შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, ზურგჩანთა არცერთს არ აქვთ. თავიდან ორივენი ერთად გადიან კამერის ხედვის მარცხენა მხარეს, შემდგომ მაშინვე ბრუნდებიან უკან და მიდიან ზ/ხსენებულ სენსორებთან გაჩერებულ დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც ესაუბრებიან, საუბრის დასრულებისთანავე მ-----–--–---------ე გადის კამერის ხედვის მარჯვენა მხარეს, ხოლო ა-–-----------–---–ი კი რჩება ადგილზე. მ-----–--–---------ის კამერის ხედვის მარჯვენა მხარეს გასვლისთანავე კამერის ხედვაში მარჯვენა მხრიდან ჩნდება ჰიპერმარკეტის თანამშრომელი, რომელიც ჰიპერმარკეტის ერთმანეთზე მიდგმულ ურიკებს მიაგორებს კამერის ხედვის მარცხენა მხარეს, რა დროსაც კამერის ხედვაში მარჯვენა მხრიდან ისევ შემოდის მ-----–--–---------ე, რომელიც მაშინვე შეუჩერებლად გადის კამერის ხედვის მარცხენა მხარეს, რომელსაც უკან მიჰყვება ა-–-----------–---–ი. ასევე დათვალიერებულ იქნა ჰიპერმარკეტი „კა----------“ შიდა პერიმეტრი, კერძოდ: კამერის ხედვაში ჩანს ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე შესასვლელი სივრცე. კამერის ხედვის მარჯვენა მხარეს ჩანს ფაილში არსებულ ვიდეოგრამებში ასახული სენსორები, რომლის უკანაც დგას თაროებზე განთავსებული გასაყიდი ზეთები, კამერის ხედვის მოპირდაპირე მხარეს კი განთავსებულია ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე შემსვლელი ღია სივრცე, სადაც გადაადგილდებიან მოქალაქეები. ვიდეოგრამის 18:08:23 საათზე კამერის ხედვაში მარჯვენა მხრიდან შემოდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ზედა მხარეს აცვია კუბოკრული თეთრი და შავი შეფერილობის პერანგი, შავი ფერის შარვალი, თეთრ ძირიანი შავი ფერის ფეხსაცმელი, ზურგზე კიდია ზურგჩანთა, რომელიც შეუჩერებლად გადის სენსორების შუაში და შედის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე, რომელსაც უკან მოყვებიან ა-–-----------–---–ი, მ-----–--–---------ე, თან პერიოდულად იხედებიან იმ მიმართულებით, სადაც ზ/ხსენებული გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა. ა-–-----------–---–ი, მ-----–--–---------ე თავიდან გამოდიან ერთად კამერის ხედვის შუა ნაწილში, შემდგომ ისევ ბრუნდებიან უკან სენსორების მიმდებარედ, სადაც ორივენი ესაუბრებიან დაცვის თანამშრომელს, რის შემდგომაც ა-–-----------–---–ი ჩერდება სენსორის მიმდებარედ, ხოლო მ-----–--–---------ე კი გადის კამერის ხედვის მარჯვენა მხარეს, რა დროსაც კამერის ხედვის მარჯვენა მხრიდან შემოდის ჰიპერმარკეტის თანამშრომელი, რომელიც მოაგორებს ბორბლებიან ურიკებს ერთმანეთზე მიდგმულს. მას უკან მოჰყვება ლ-------იძე, რა დროსაც მ- ლ-------იძე მიდის კამერის ხედვის მარცხენა მხარეს განთავსებულ ბორბლებიან ურიკებთან, იღებს ერთს, მას უკან მიჰყვება ა-–-----------–---–ი და ორივენი ერთად, მ-----–--–---------ე ურიკით გადიან კამერის ხედვიდან, შედიან ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე. ასევე დათვალიერებულ იქნა 2019 წლის 21 აპრილის 17:58 საათიდან 18:50 საათამდე. ვიდეოგრამაში, 18:44 საათზე ჩანს მ-----–--–---------ე, რომელსაც მიაქვს დატვირთული ურიკა და მის გვერდით მიდის ა-–-----------–---–ი, რომლებიც შედიან ჰიგიენური საშუალებების სექციაში და გადიან კამერის ხედვის არედან. ამავე კამერის ხედვის არეში 18:44:52 საათზე ჩანს დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ზურგზე მოკიდებული აქვს ზურგჩანთა, ხოლო ხელით მიაქვს წითელი ფერის ურიკა. ის ასევე შედის ჰიგიენის სექციაში, სადაც შევიდნენ ა-–-----------–---–ი და მ-----–--–---------ე, რის შემდეგაც გადის კამერის ხედვის არედან. ამის შემდეგ, 18:47:12 საათზე, უცნობი მამაკაცი ისევ ჩნდება კადრში, რა დროსაც გამოდის ჰიგიენური საშუალებების სექციიდან, ხელში უჭირავს წითელი ფერის ურიკა, ხოლო ზურგზე, ზურგჩანთა აღარ უკეთია, რის შემდეგაც გადის კამერის ხედვის არედან. აღნიშნულის შემდეგ, 18:48:30 საათზე, ჰიგიენური საშუალებების სექციიდან გამოდიან ა-–-----------–---–ი და მ-----–--–---------ე, რას დროსაც, ა-–-----------–---–ს მიაქვს დატვირთული ურიკა, ხოლო ზურგზე მოკიდებული ზურგჩანთა. ამის შემდეგ აღნიშნული პირები კადრში არ ჩანან. დათვალიერებულ იქნა 2019 წლის 21 აპრილის 17:58 საათიდან 18:53:23 საათამდე ჩანაწერი. ვიდეოგრამაში ჩანს დარბაზი და სავაჭრო სექცია. 18:22:50 საათზე კადრში ჩანს მ-----–--–---------ე, რომელსაც მოაქვს ურიკა, რომელიც დატვირთულია პროდუქტებით. იგი კადრში შემოდის მარცხნიდან და მიდის მარჯვენა მიმართულებით, რა დროსაც 18:23:07 საათზე გადის კამერის თვალთახედვის არედან. 18:23:26 საათზე კადრში ერთდროულად ჩნდებიან მ-----–--–---------ე, ა-–-----------–---–ი და უცნობი მამაკაცი. მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი კადრის მარჯვენა მხრიდან მიემართებიან დარბაზის ცენტრისაკენ, სადაც თ------------ის განმარტებით, იყიდება თხილი და ჩირები, ხოლო უცნობი მამაკაცი, რომელსაც ზურგზე მოკიდებული აქვს ზურგჩანთა, კადრის მარცხენა მხრიდან მიემართება ასევე აღნიშნული სექციისკენ. ის ჩერდება თხილების სექციასთან, ხოლო მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი მიემართებიან სექციის ბოლოსკენ, სადაც ა-–-----------–---–ი პარკში ათავსებს, მცირე ოდენობის რაღაც პროდუქტს, რის შემდეგაც მ-----–--–---------ესთან ერთად მიემართებიან მარცხენა მხარეს და გადიან კამერის თვალთახედვის არედან, რის შემდეგაც ისევ ჩნდებიან აღნიშნულ სექციასთან, ხოლო 18:27:16 საათზე, უცნობი მამაკაცი, რომელიც საუბრობს ტელეფონზე, გადის კამერის ხედვის არედან, ხოლო მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი ისევ დგანან სექციასთან, რის შემდეგაც 18:28:24 საათზე ისინიც გადიან კადრიდან. 18:28:48 საათზე კადრში ჩნდება ა-–-----------–---–ი, რომელიც ისევ მიდის სექციასთან და ათვალიერებს პროდუქციას, რომელთანაც 18:29:10 საათზე მიდის მ-----–--–---------ე, რომელსაც თან არ აქვს ურიკა. ისინი სექციასთან დგანან და ათვალიერებენ პროდუქციას. ამის შემდეგ მ-----–--–---------ე გადის კადრიდან, რის შემდეგაც მოაქვს დატვირთული ურიკა, რა დროსაც 18:29:48 საათზე, ა-–-----------–---–თან ერთად ისევ გადიან კადრიდან. 18:51:08 საათზე კადრში ჩნდება უცნობი მამაკაცი, რომელსაც აღარ უკეთია ზურგჩანთა და ესაუბრება გამყიდველს, რის შემდეგაც წრეს ურტყამს სექციას, იღებს წითელ ურიკას და ისევ ჩერდება სექციის წინ, სადაც დგას 18:53:23 საათამდე, რის შემდეგაც ითიშება ვიდეოგრამა. ამის შემდეგ ჩართულ იქნა ვიდეოგრამა, რომელიც 56:18 წუთიანია და უჩვენებს 2019 წლის 21 აპრილის 18:58:23 საათიდან 19:49:40 საათამდე. ვიდეოგრამაში ჩანს დარბაზი და სავაჭრო სექცია, სადაც დგას უცნობი მამაკაცი, რომელიც ადგილზე დგას 19:08:08 საათამდე, რის შემდეგაც მიაქვს ურიკა და გადის კამერის ხედვის არედან. დათვალიერებულ იქნა 2019 წლის 21 აპრილის 18:49 საათიდან 19:50 საათამდე, ვიდეოგრამა 1 საათი და ერთ წუთიანია. ვიდეოგრამის ჩანაწერში კამერა იწყებს მოძრაობა 18:54 საათზე კამერა იწყებს მოძრაობას, სადაც 18:56 საათიდან უყურებს თხილის სექციასთან გაჩერებულ კუბოკრულ პერანგში ჩაცმულ გამოძიებისათვის დაუდგენელ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც დგას თხილის სექციის მიმდებარედ იყურება მის გარშემო დარბაზის პერიმეტრზე, პერიოდულად კი საუბრობს მობილური ტელეფონით, კამერა უყურებს უშუალოდ მას, სადაც გარკვევით კარგად ჩანს ხსენებული ახალგაზრდა მამაკაცის როგორც ფიზიკური აღნაგობა, ისე მისი სახეც. ვიდეოგრამის 19:07:41 საათამდე ხსენებული გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება თხილის სექციასთან, სადაც უკვე 19:07:41 საათზე მას თხილის სექციასთან მყოფი ჰიპერმარკეტის თანამშრომელი აწვდის ორ ცალ ცელოფანში მოთავსებულ თხილს, რომელსაც გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი დებს იქვე მის მიმდებარედ არსებულ წითელი ფერის ურიკაში და იწყებს მოძრაობას, გადის ძეხვეულის სექციაში, კამერა მიყვება მას, რა დროსაც გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი კამერის ხედვიდან გადის 19:08:49 საათზე. ვიდეოგრამის 19:09:35 საათზე გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი, წითელი ფერის ურიკით ხელში ჩნდება კამერის ხედვის წინა მარჯვენა კუთხეში და მაშინვე შედის იქვე განთავსებულ თაროებს შორის სივრცეში, თაროების სიმაღლის გამო ხსენებულ თაროებს შორის შემსვლელი მოქალაქეების ქმედება კამერის ხედვაში შესვლისთანავე აღარ ჩანს. ვიდეოგრამის 19:09:50 საათზე იგივე ადგილიდან კამერის ხედვაში ჩნდება ა-–-----------–---–ი, რომელიც ხელით მიაგორებს ლითონის ურიკას, მასში სხვადასხვა ნივთებით და შედი იგივე სექციაში (თაროებს შორის), სადაც შევიდა მანამდე გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი, ა-–-----------–---–ს უკან მიყვება მ-----–--–---------ე, რომელსაც ზემოდან აცვია ქურთუკი და ისიც მაშინვე შედის ზ/ხსენებულ სექციაში. ვიდეოგრამის 19:10:08 საათზე იგივე სექციიდან ისევ გამოდის გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ურიკა აღარ მოაქვს, არც ზურგჩანთა არ გააჩნია და მაშინვე გადის კამერის ხედვიდან იგივე მიმართულებით, საიდანაც მანამდე შემოვიდა. ვიდეოგრამის 19:12:08 საათზე გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი ისევ ბრუნდება კამერის ხედვაში და ისევ შედის იგივე სექციაში. ვიდეოგრამის 19:12:55 საათზე თაროების შუა ნაწილიდან გამოდიან მ-----–--–---------ე, რომელსაც ნახევრად, კერძოდ: კი ერთ ხელზე აქვს შემოცმული ქურთუკი, მას მოჰყვება ა-–-----------–---–იც და ორივენი ერთად შედიან იგივე სექციაში, სადაც მანამდე შევიდა გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი, თან არაფერი არ მოაქვთ. ვიდეოგრამის 19:13:40 საათზე ზ/ხსენებული სექციიდან გამოდის მ-----–--–---------ე, რომელსაც ქურთუკი აქვს გახდილი და გადაკიდებული ხელზე, მას უკან მოყვება ა-–-----------–---–ი, რომელიც მოაგორებს წითელი ფერის ურიკას და ორივენი გადიან კამერის ხედვიდან. ვიდეოგრამის 19:29:05 საათზე კამერის ხედვაში შემოდის მ-----–--–---------ე, რომელსაც ქურთუკი აღარც ხელში აღარ უკავია, მოაგორებს წითელ ურიკას და ჩერდება იქვე თაროებთან, მას უკან მოჰყვება ა-–-----------–---–ი, რომელიც შედის იქვე მ-----–--–---------ის მიმდებარედ სექციაში, საიდანაც გამოაგორებს ლითონის ურიკას, მასში სხვადასხვა ნივთებით, რის შემდგომაც ორივენი ერთად შედიან სექციაში სადაც არის აბრა „დიდი ფასდაკლება“ და გადიან კამერის ხედვის არეალიდან. ვიდეოგრამა უჩვენებს 2019 წლის 21 აპრილის დროს 18:48 საათიდან 19:38 საათამდე. ხსენებული კამერაც არის მოძრავი, ვიდეოგრამის 19:09:28 საათიდან კამერის ხედვაში ჩნდება გამოძიებით დაუდგენელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიაგორებს წითელი ფერის ურიკას, გადაადგილდება სექციებში და კამერის ხედვიდან გადის 19:09:32 საათზე. ვიდეოგრამის 19:27:31 საათზე ჩ------------ ლ-------იძე, რომელსაც ქურთუკი არ აცვია და მიაგორებს წითელი ფერის ურიკას, თან ესაუბრება მის გვერდით მოძრავ ა-–-----------–---–ს, რომელსაც ზურგზე მოკიდებული აქვს შავი ფერის ზურგჩანთა, თან მიაგორებს ლითონის ურიკას, მასში მოთავსებული ნივთებით, ორივენი გადაადგილდებიან ერთად დარბაზში და გადიან კამერის ხედვიდან. 19:32:07 საათზე კამერის ხედვაში შემოდიან მ-----–--–---------ე, რომელსაც ზურგზე მოკიდებული აქვს შავი ფერის ზურგჩანთა, მას მოყვება ა-–-----------–---–ი, რომელსაც ხელში უკავია ქურთუკი და ორივენი ერთად მიემართებიან სალაროების მიმართულებით. ვიდეოგრამის 19:32:53 საათზე მ-----–--–---------ეც და ა-–-----------–---–იც მიდიან სალაროსთან, სადაც შეუჩერებლად გადიან სალაროს ტერიტორიას, მიემართებიან გასასვლელის მიმართულებით და გადიან კამერის ხედვიდან. ვიდეოგრამის 19:32:55 საათზე კამერის ხედვაში შემოდის ჯერ ა-–-----------–---–ი, რომელსაც ხელში უკავია ქურთუკი, თან საუბრობს ტელეფონით, მას უკან მიჰყვება მ-----–--–---------ე, რომელსაც მარჯვენა მხარეზე ერთი ცალი ზონარით ჩამოკიდებული აქვს ზურგჩანთა და ორივენი ერთად ისე, რომ სალაროსთან არ ჩერდებიან, სწრაფი ნაბიჯით გადიან სალაროს, მიემართებიან გასასვლელის მიმართულებით და გადიან კამერის ხედვის არეალიდან.

 

მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ა-–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 აპრილს მ-----–--–---------ეს შეხვდა ვარკეთილში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. წავიდა „----------–-- მ-----–--–---------ესთან ერთად ლუდის შესაძენად. უნდა ასულიყვნენ ზემო სამგორში მეგობრის - მ--------–-----ის სახლში, სადაც კიდევ ორი მეგობარი უნდა მისულიყო. დაახლოებით 18:00 საათიდან - 18:30 საათამდე მივიდნენ „კ---------–-.“ დაახლოებით ერთი საათი გაჩერდნენ შიგნით, შეიძინეს ყავა, ხილი და სხვა პროდუქტები. ყველა სექციაში იყვნენ, მათ შორის საოჯახო სექციაში. ბრალდებულის ჩვენებით, ვიდეოჩანაწერში ასახული კუბოკრულ მაისურიანი ბიჭი მისი მეგობარი არ არის და საერთოდ არ იცნობს. მას მისვლისას ჰქონდა მხოლოდ ერთი შავი ჩანთა, ქურთუკის ქვეშ, ჩანთა სჭირდებოდა პროდუქციის ჩასალაგებლად. მ-----–--–---------ის ლურჯი ფერის ჩანთაც მის ჩანთაში იდო, რომელიც შემდეგ მიაწოდა მ-----–-- თუმცა როდის, ზუსტად არ ახსოვს. ქურთუკი უნდა ჩაედო ჩანთაში, რის გამოც მ-----–--–---------ის ჩანთა ამოიღო მისი ჩანთიდან. მ-----–--–---------ეს გამოსვლისას ეს ლურჯი ჩანთა ეკეთა ზურგზე. მან არ იცოდა, რომ ჩანთაში მ-----–--–---------ეს პროდუქტი ედო. რის შესაძენადაც წავიდნენ

„----------–--, ის პროდუქტები ვერ შეიძინეს, რადგან საკრედიტო ბარათი სახლში დარჩა და მათი მეგობარი ლ-–-----------ე მიდიოდა, რომ საკრედიტო ბარათი მიეტანა და სახლში წაეყვანა. ლ-–-----------ეს ელოდებოდნენ, რომ მისულიყო და გადაეხადა პროდუქციის საფასური. სანამ არ გამოვიდა და შემდეგ არ მიბრუნდა უკან, არ იცოდა, რომ მისი მეგობარი გაჩერებული ყავდა დაცვას. მას არ დაუნახავს თხილი ჩანთაში როგორ მოხვდა, მხოლოდ მაშინ დაინახა, როდესაც გააჩერეს. კ-------------- გამოსვლისას იგი ტელეფონზე ლ-–-----------ეს ესაუბრებოდა და გვერდზე არ მიუხედია, როდის ვინ გააჩერეს. ხოლო როცა მიიხედა, მ-----–--–---------ე არ იყო მასთან და მობრუნდა უკან. ბრალდებულის ჩვენებით, იგი „----------–-- ისე წავიდა სასმელის და პროდუქტების შესაძენად, რომ მას თანხა არ ჰქონდა. თანხა უნდა გადაეხადა მ-----–--–---------ეს, წასვლამდე შეთანხმდნენ, რომ მ-----–- გადაიხდიდა თანხას, თუმცა ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ მ-----–- ბარათი არ ჰქონდა. სალაროდან გამოსვლისას მ-----–--–---------ის ქურთუკი ეჭირა ხელში. ჩანთაში წვენი და ლუდი ედოთ. მეგობრის შესახვედრად რომ გავიდა, საწყობიდან გამოსასვლელ კარებთან დატოვა შერჩეული პროდუქცია. ურიკა სალაროსთან არ მიუტანიათ. დაცვამ შეაჩერა ჩანთის გადამოწმების მიზნით. უთხრეს დაცვის თანამშრომელს, რომ ფული არ ჰქონდათ. დაცვის უფროსმა ტელეფონი არ დაუბრუნა, რომ დაერეკათ მეგობრისთვის და მას გადაეხადა საფასური. წარსულში ნასამართლევია ორჯერ ქურდობისათვის სავაჭრო ადგილებში. მ-----–--–---------ეს ჩანთაში უნახეს ორი პაკეტი თხილი, რომლის შესახებ მან არ იცოდა. მას მ-----–--–---------ესთან არ უსაუბრია როდის აიღო თხილი. კამერებში დაფიქსირებულია, რომ მ-----–---- ერთად შევიდა „კ---------–-,“ რა დროსაც ერთად გადაადგილდებიან და ერთად გამოდიან, წითელი შარვალი და ლურჯი ქურთუკი აცვია მ-----–--–---------ეს, ხოლო მას აცვია შავი ტანსაცმელი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას და მიაჩნია, რომ მისი ჩვენება არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და წინააღმდეგობაში მათთან, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოწმეთა ჩვენებები და ასევე ჰიპერმარკეტ „კ--------------“ გამოთხოვილი ვიდოეჩანაწერი, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. საქმეზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, ასევე აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით ერთმნიშვნელოვნად დგინდება ის გარემოება, რომ ჰიპერმარკეტ „----------–-- ა-–-----------–---–ი და მ-----–--–---------ე შედიან ერთად ზურგჩანთების გარეშე და გამოსვლამდე სულ ერთად გადაადგილდებიან. ამავე ჩანაწერში დაფიქსირებულია გამოძიებით ამ ეტაპისათვის დაუდგენელი მესამე პიროვნება, რომელიც მართალია არ ეკონტაქტება მ-----–--–---------ესა და ა-–-----------–---–ს, თუმცაღა უშუალოდ ეს პიროვნება მიდის მაღაზიის კონსულტანტთან და აწონინებს სწორედ იმ თხილს ორ პაკეტად, რომელიც შემდგომ ჰიპერმარკეტ „კ--------------“ გასვლისას აღმოჩნდა მ-----–--–---------ეს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ გამოძიებით დაუდგენელი მესამე პიროვნება „კა----------“ ტერიტორიაზე გადაადგილდება ზურგჩანთით, ხოლო ა-–-----------–---–სა და მ-----–--–---------ეს „კა----------“ ტერიტორიაზე შესვლისას თან არ ჰქონიათ არანაირი ზურგჩანთა. მას შემდეგ, რაც გამოძიებით დაუდგენელმა პიროვნებამ ააწონინა თხილი კონსულტანტს, იგი შედის ჰიპერმარკეტის იმ სექციაში, სადაც საოჯახო პროდუქციაა განთავსებული და არ ხვდება ვიდეოკამერების თვალთახედვის არეში. სწორედ ამავე სექციაში ამ პირის შემდეგ შედიან მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი, რამოდენიმე ხანში ამ სექციიდან გამოძიებით დაუდგენელი პიროვნება გამოდის ზურგჩანთის გარეშე, ხოლო მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი გამოდიან უკვე ზურგჩანთებით. სწორედ ამ ზურგჩანთებით მიემართებიან „კა----------“ გასასვლელისკენ, გაიარეს სალაროები თანხის გადახდის გარეშე და შემდეგ იქნენ შეჩერებული უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ. საგულისხმოა, რომ ამ დროს მ- ლ-------იძეს აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თხილის მარცვლები. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ თვალის ასახვევად ბრალდებულები „კა----------“ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და აწონინებენ სხვადასხვა პროდუქციას, ისინი დიდი ურიკით გადაადგილდებიან ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე, თუმცაღა ჰიპერმარკეტის ტერიტორიის დატოვებისას მათ არცერთი ეს პროდუქცია არ შეუძენიათ, სალაროებთან მიახლოებისას მათ ეს ურიკა უკვე აღარ ჰქონიათ, სალაროების ტერიტორია გაიარეს ისე, რომ არ გადაუხდიათ მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თხილის ღირებულაბა. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სამივე პირის გადაადგილება დეტალურად არის ასახული გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებში და ამ ჩანაწერების დათვალიერების ოქმში, რომლის დეტალური ანალიზი უტყუარად იძლევა იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ მ-ლ---------ე, ა-–- თ----–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი, წინასწარ ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დროის მიახლოვებულ ინტერვალში ხდება გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ ამ თხილის აწონვა 2 პაკეტად და შემდეგ დროის ერთი და იგივე ინტერვალში მისი და ბრალდებულების გადაადგილება სწორედ იმ სექციაში, რომელიც არ ხვდება ვიდეოკამერების თვალთახედვის არეში, საიდანაც ეს პირი გამოდის უკვე ზურგჩანთის გარეშე, ხოლო ა-–- თ----–---–ი და მ-ლ-------იძე ზურგჩანთებით. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ თხილის აწონვისას პაკეტზე არსებულ სტიკერზე არსებული დრო და ვიდეოკამერაში თხილის აწონვისას დაფიქსირებული დრო არ ემთხვევა ერთმანეთს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვიდეოკამერებს ჰქონდათ გარკვეული ცდომილება რეალურ დროსთან მიმართებაში და სრულიად შესაძლებელია, რომ სტიკერზე ასახული დროც ასევე არ იყო ზუსტ თანხვედრაში რეალურ დროსთან, თუმცაღა ამ გარემოებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ვიდეოკამერების დათვალიერებისას ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა ის გარემოება, რომ თხილის აწონვის შემდგომ გამოძიებით ამ ეტაპისათვის დაუდგენელი მესამე პიროვნება შედის სწორედ იმ სექციაში, რომელიც არ ხვდება კამერების თვალთახედვის არეში ზურგჩანთითა და აწონილი თხილით, სადაც მას მიყვებიან ასევე ა-–- თ----–---–ი და მ- ლ-------იძე. ამის შემდეგომ ამ სექციიდან ეს მამაკაცი გამოდის ზურგჩანთისა და თხილის გარეშე, ცარიელი ურიკით, ხოლო ა-–- თ----–---–ი და მ-ლ-------იძე კი გამოდიან ზურგჩანთებით და სწორედ ამ ზურგჩანთაში მ- ლ-------იძეს აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თხილი, რომლის საფასურიც მათ არ გადაუხდიათ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაკავებისას ორივე ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მათგან ფულადი თანხა ამოღებული არ არის. ის გარემოება, რომ ჰიპერმარკეტ „----------–-- ყოფნისას მ- ლ-------იძესა და ა-–- თ----–---–ს თან არ ჰქონდათ ფულადი თანხა პროდუქციის შესაძენად, დადასტურდა ბრალდებულის ჩვენებითაც. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ თანხა, რომ გადაეხადათ რაიმე პროდუქციის ღირებულება. მათ ფარულად დაუფლებული თხილი მოათავსეს ჩანთაში ისე, რომ ვერ შეემჩნია დაცვის თანამშრომლებს და ისე გაიარეს სალაროს ტერიტორია, რომ არც უცდიათ თანხის გადახდა.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს იმ გარემოებას, რომ თითქოსდა ა-–-----------–---–ისთვის ცნობილი არ იყო, რომ მ-----–--–---------ე ფარულად დაეუფლა თხილის ორ პაკეტს, გამომდინარე იქედან, რომ ისინი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად გადაადგილდებოდნენ, ერთმანეთს არ დაშორებიან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, თავიდანვე დაგეგმეს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება, რაც განახორციელეს კიდეც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულის წარმომადგენლის: ზ-------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებულთა ქმედებით შპს „----------–----------------------- მიადგა 486,92 ლარის ოდენობით მნიშვნელობანი მატერიალური ზიანი.

 

მოწმე გ----------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ დაინახა მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი საეჭვოდ იქცეოდნენ, რის თაობაზეც აცნობა ჯ------------–---–ს და უსაფრთხოების სამსახურის ოპერატორს - თ------------ს.

 

მოწმე ჯ------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ----------–-–---–მა აცნობა, რომ სალაროსთან გადიოდა ორი პირი და სთხოვა შეეჩერებინა ისინი. შეაჩერეს მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი, რომლებიც გაიყვანეს ცალკე ოთახში. მათი კუთვნილი ჩანთიდან ამოღებული იქნა ფარულად დაუფლებული ორი პაკეტი თხილი.

 

მოწმე თ------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ გ----------–-–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თვალყურს ადევნებდა მ-----–--–---------ეს და ა-–-----------–---–ს. ისინი ცდილობდნენ სალაროს გვერდის ავლით დაეტოვებინათ „კა----------“ ტერიტორია, თუმცა შეჩერებული იქნენ თანამშრომლების მიერ და მათგან ამოღებული იქნა ორი პაკეტი თხილი. მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, სადაც ფიქსირდებოდა თხილის ფარულად დაუფლების და სალაროს გვერდის ავლით ტერიტორიის დატოვების მცდელობის ფაქტი.

 

აღნიშნული გარემოება დადასტურდა 2019 წლის 20 მაისის დათვალიერების ოქმით, სადაც ასახულია, ბრალდებულების გადაადგილება, მათ მიერ ერთ-ერთ სექციაში შეცვლა, სადაც მანამდე შევიდა გამოძიებით დაუდგენელი პირი ჩანთით, შემდეგ შევიდნენ ბრალდებულები, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა მალევე დატოვა სექცია, ხოლო ბრალდებულები გამოვიდნენ იგივე აღწერილობის ჩანთით, რომელიც შეიტანა დაუდგენელმა პირმა. აღნიშნული ჩანთა ამოღებული იქნა ბრალდებულისგან, რომელშიც აღმოჩნდა ფარულად დაუფლებული თხილის ორი პაკეტი.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ა-–-----------–---–ი ორჯერ ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, არ დაადგა გამოსწორების გზას და მ-----–--–---------ესთან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ თხილს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 486,92 ლარის ოდენობით მნიშნელოვანი ზიანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ფაქტობრივი გარემოებების აღწერის თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, მითითებულმა მოწმეებმა თანმიმდევრულად აღწერეს მომხდარი დანაშაულებრივი შემთხვევის დეტალები და განვითარებული მოვლენების დინამიკა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არის უტყუარი, თანმიმდევრული, დამაჯერებელი და არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ-----–--–---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ხოლო ა-–-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის შპს „----------–----------------------- წარმომადგენლის ზ-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 აპრილს, ქურდობის შედეგად შპს „----------–----------------------- მიადგა 486,92 მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურდა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებით.

 

2019 წლის 22 აპრილის ამოღების ოქმით: ქ.თბილისი, ა-–-------–-----–--------------ში მდებარე ჰიპერმარკეტ „კა----------“ შენობაში გ------------–-–---–ისგან ამოღებული იქნა ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ორივე მათგანში მოთავსებული თხილის მარცვლებით.

 

ქურდობის ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------- განაჩენით დადგენილია, რომ ა-–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. ა-–-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით. ა-–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ა-–-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 20---–-–-------------ის განაჩენით დადგენილია, რომ ა-–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (,,ბ-------------–------------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (,,გ-–-------------------------------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა-–-----------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით ა-–-----------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, მოუხდელი სასჯელი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით - საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ნაწილობრივ დაემატა ახლადდანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, ა-–-----------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით და 05 (ხუთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ა-–-----------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 31 ივლისიდან.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–-----------–---–ი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენამდე წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ა-–-----------–---–მა ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა მაშინ, როდესაც მას წინათ ჩადენილი დანაშაულებისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ა-–-----------–---–ის მიერ ჩადენილია ქურდობა, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბრალდებულების: მ-----–--–---------ის და ა-–-----------–---–ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლო ადგენს, რომ ა-–-----------–---–ი იყო რა ორჯერ ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მ-----–--–---------ესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ფარულად დაუფლებოდნენ შპს „----------–----------------------- კუთვნილ თხილს, რაც მოიყვანეს კიდეც სისრულეში. აღნიშნულით დაზარალებულს მიაყენეს 486 ლარისა და 92 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულებს: მ-----–--–---------ეს და ა-–-----------–---–ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მ-----–--–---------ის და ა-–-----------–---–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება შპს „----------–----------------------- სუპერამერკეტის კუთვნილ „კეშიუ კერნალსის“ ფირმის თხილის მარცვლების ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულებს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდათ დაუფლებული თხილის მიმართ. ამასთან, მ-----–--–---------ე და ა-–-----------–---–ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში მ-----–--–---------ის და ა-–-----------–---–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, კერძოდ, ქურდობის შედეგად დაზარალებულს მიადგა 486,92 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება წინასწარ ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-–-----------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------- და 20---–-–-------------ის განაჩენებით ცნობილ იქნა დამნაშავედ საკუთრების წინაარმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–-----------–---–ი შერაცხული დანაშაულის ჩადენამდე წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის და ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა მაშინ, როდესაც მას წინათ ჩადენილი დანაშაულებისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, ა-–-----------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ-----–--–---------ის და ა-–-----------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–--–---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ა-–-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----–--–---------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ა-–-----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულების პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ა-–-----------–---–ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ა-–-----------–---–ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესება არ აღმოჩნდა ახალი დანაშაულის ჩადენისაგან შემაკავებელი მექანიზმი და კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული.

 

ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ა-–-----------–---–ის მიერ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ ხელახლა პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა-–-----------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს უნდა დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ-----–--–---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- მ-----–--–---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვერცხლისფერი აიფონ SE-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, მობილურის თეთრი სატენი, შავი ფერის დიზელის ფირმის საათი შავი ფერის ტყავის სამაჯურით, დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შ--------------–-------–-–--------------------- ქ.-----–---------------------------–------------------------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ა-–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ძაფზე ასხმული ხის ჯვარი გაწყვეტილ მდგომარეობაში, თეთრი ფერის მობილური ტელეფონი მაიკროსფტის ფირმის, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, ერთი ცალი სიმ ბარათით, ტყავის შავი ფერის საფულეზე, ლითონის თეთრი ფერის ჯვარი, ა-–-----------–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და ორი ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შ--------------–-------–-–--------------------- ქ.-----–---------------------------–------------------------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- გ------------–-–---–ისგან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის ზურგჩანთა, ერთი ცალი მოლურჯო ფერის ზურგჩანთა, ორი ცალი პოლიეთილენის პარკი მათში მოთავსებული „ქეშიუ კერნალსი“-ს სახეობის თხილის მარცვლებით, დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შ--------------–-------–-–--------------------- ქ.-----–---------------------------–------------------------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ვიდეოჩანაწერები ოთხ ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258 260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 20---–-–-------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

4. ა-–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 აპრილიდან.

 

5. ა-–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. მ-----–--–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

7. მ-----–--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 აპრილიდან.

 

8. მ-----–--–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

9. ნივთიერი მტკიცებულებები:

- მ-----–--–---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვერცხლისფერი აიფონ SE-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, მობილურის თეთრი სატენი, შავი ფერის დიზელის ფირმის საათი შავი ფერის ტყავის სამაჯურით, დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შ--------------–-------–-–--------------------- ქ.-----–---------------------------–------------------------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ა-–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ძაფზე ასხმული ხის ჯვარი გაწყვეტილ მდგომარეობაში, თეთრი ფერის მობილური ტელეფონი მაიკროსფტის ფირმის, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, ერთი ცალი სიმ ბარათით, ტყავის შავი ფერის საფულეზე, ლითონის თეთრი ფერის ჯვარი, ა-–-----------–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და ორი ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შ--------------–-------–-–--------------------- ქ.-----–---------------------------–------------------------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- გ------------–-–---–ისგან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის ზურგჩანთა, ერთი ცალი მოლურჯო ფერის ზურგჩანთა, ორი ცალი პოლიეთილენის პარკი მათში მოთავსებული „ქეშიუ კერნალსი“-ს სახეობის თხილის მარცვლებით, დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შ--------------–-------–-–--------------------- ქ.-----–---------------------------–------------------------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ვიდეოჩანაწერები ოთხ ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ-ქოქიაშვილი