გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.02.2020
საქმის ნომერი
110210119002956646
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210119002956646

№ 2/223-2019წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 თებერვალი 2020 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: სს ,,--------------“;

წარმომადგენელი: ლ-- ბ--------–---–-;

მოპასუხე: ნ--- თ-----–---–-, ნ---- ს-----–---, ნ---- ნ------ე, მ----- ს-----------ე, ლ---- ზ---------;

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ეს, მ----- ს-----------ესა და ლ---- ზ---------ს სს ,,--------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 6863.69 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 3807.98 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 2750.87 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი; 277.95 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა; 20.07 აშშ დოლარი - 0.27 % ჯარიმა ძირზე; 6.81 აშშ დოლარი ჯარიმა ძირზე ერთჯერადი 5%-იანი;

 

მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ეს, მ----- ს-----------ესა და ლ---- ზ---------ს სს ,,--------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ბაჟის 554.73 ლარის ანაზღაურება.

 

მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ეს, მ----- ს-----------ესა და ლ---- ზ---------ს სს ,,--------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარისა და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის გარემოებები:

 

2016 წლის 21 მარტს შპს „მ-----------------------------–------------ა“ და ნ--- თ-----–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20160321NTHED, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5000.00 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი 36 თვით 2019 წლის 04 აპრილის ჩათვლით, 1.52% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე. კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

მსესხებელს ჰყავს 3 თავდები. 2016 წლის 21 მარტს მოპასუხეებთან ნ---- ს-----–---სთან, ნ---- ნ------ესთან და მ----- ს-----------ესთან თავდებობის განცხადების საფუძველზე დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ნ---- ს-----–---მ, ნ---- ნ------ემ და მ----- ს-----------ემ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე, სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი (გაფრთხილების) მოთხოვნის შესაბამისად.

 

მსესხებელს ნ--- თ-----–---–ს 2017 წლის ბოლოს შეექმნა ფინანსური პრობლემები და მომართა ბანკს სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით. თხოვნა დაკმაყოფილდა და მსესხებელს გაუკეთდა ახალი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გაიზარდა სესხის დაფარვის ვადა და შემცირდა ყოველთვიური გადასახადის ოდენობა. ახალი გრაფიკის გაკეთების პარალელურად სესხს უზრუნველსაყოფად დაემატა კიდევ ერთი თავდები - ლ---- ზ---------, რომელთანაც 2017 წლის 30 ნოემბერს განცხადების საფუძველზე დაიდო თავდებობის ხელშეკრულება.

 

მოპასუხე ნ--- თ-----–---–-ს მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულების ყველა ზემოაღნიშნული პუნქტი, რომელიც მას უნაკლოდ უნდა შეესრულებინა, ასევე მოპასუხეების (თავდები პირების) ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ის, მ----- ს-----------ის და ლ---- ზ---------ს მიერ დარღვეულ იქნა თავდებობის ხელშეკრულების მე–3 მუხლით განსაზღვრული ზემოაღნიშნული ვალდებულება, გამომდინარე აქედან სესხის ხელშეკრულების 10.1 პუნქტის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპრაკებით, დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში საქმე განიხილება სასამართლოს მეშვეობით მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად. მოპასუხეები არაერთგზის იქნენ გაფრთხილებული ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა მათ მიერ დღემდე არ მომხდარა აღნიშნული ვადებულების შესრულება.

 

მსესხებელ ნ--- თ-----–---–ს 2018 წლის დეკემბრის თვის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია, ამჟამად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 6863.69 (ექვსიათას რვაას სამოცდასამი აშშ დოლარი და სამოცდაცხრა ცენტი) აშშ დოლარი საიდანაც:

• 3807.98 აშშ დოლარი არის ძირი თანხა:

• 2750.87 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი;

• 277.95 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა;

• 20.07 აშშ დოლარი არის 0.27 % ჯარიმა ძირზე;

• 6.81 აშშ დოლარი არის ჯარიმა ძირზე ერთჯერადი 5%-იანი;

რაც ხელშეკრულებით და სესხის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით დღემდე არ იქნა გადახდილი.

 

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ" განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად აგრეთვე 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს "კრედო ბანკი".

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

მოპასუხე ლ---- ზ---------მ სარჩელი სრულად ცნო.

 

მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ეს, მ----- ს-----------ეს სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანიათ და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.

 

3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. 2016 წლის 21 მარტს შპს „მ-----------------------------–------------ა“ და ნ--- თ-----–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20160321NTHED, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5000.00 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი 36 თვით 2019 წლის 04 აპრილის ჩათვლით, 1.52% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე. კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 21 მარტის N20160321NTHED სესხის ხელშეკრულებას.

 

3.2. 2016 წლის 21 მარტს მოპასუხეებთან ნ---- ს-----–---სთან, ნ---- ნ------ესთან და მ----- ს-----------ესთან თავდებობის განცხადების საფუძველზე დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ნ---- ს-----–---მ, ნ---- ნ------ემ და მ----- ს-----------ემ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე, სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი (გაფრთხილების) მოთხოვნის შესაბამისად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2016 წლის 21 მარტის თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

3.3 ფინანსური პრობლემების, გამო ნ--- თ-----–---–-ს მოთხოვნის საფუძველზე, მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია. მსესხებელს გაუკეთდა ახალი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გაიზარდა სესხის დაფარვის ვადა და შემცირდა ყოველთვიური გადასახადის ოდენობა. ახალი გრაფიკის გაკეთების პარალელურად სესხს უზრუნველსაყოფად დაემატა კიდევ ერთი თავდები - ლ---- ზ---------, რომელთანაც 2017 წლის 30 ნოემბერს მისივე განცხადების საფუძველზე დაიდო თავდებობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_სესხზე განაცხადს,- სესხის ახალ გრაფიკს,- თავდებობის ხელშეკრულებას.

 

3.4. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები, მან არ გადაიხადა სესხის თანხა 2018 წლის დეკემბრის თვიდან და სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ამჟამად მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 6863.69 (ექვსიათას რვაას სამოცდასამი აშშ დოლარს საიდანაც:

• 3807.98 აშშ დოლარი არის ძირი თანხა;

2750.87 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი;

277.95 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა;

20.07 აშშ დოლარი არის 0.27 % ჯარიმა ძირზე;

6.81 აშშ დოლარი არის ჯარიმა ძირზე ერთჯერადი 5%-იანი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

_ დავალიანების შესახებ გადახდის ისტორიას.

 

3.5. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ'' 2016 წლის 9 სექტემბერს რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, ხოლო ამჟამად ის წარმოადგენს ბანკს და მისი საფირმო სახელწოდებაა სს ,,--------------''.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერებს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდილი პირების რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,--------------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 232I-ე, 230-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე,317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ლ---- ზ---------მ მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, შესაბამისად, მის მიმართ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა-გ’ ქვეპუნქტების თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე - ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. მე-6-მე-7 ნაწილების მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

 

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

სსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.

 

ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ესა და მ----- ს-----------ეს ჩაბარდათ საპროცესო კანონით დადგენილი წესით, თუმცა მათ შესაგებელი არ წარმოადგინათ, არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2020 წლის 4 თებერვალს, რომელიც გადაიდო 2020 წლის 24 თებერვალს და მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ესა და მ----- ს-----------ეს სხდომის თაობაზე ეცნობათ საპროცესო კანონით დადგენილი წესით (საჯარო შეტყობინებით).

 

სხდომაზე მოპასუხეები არ გამოცხადებულან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლიე თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 463-ე, 891-ე, 895-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც ნ--- თ-----–---–-ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ისა და მ----- ს-----------ის მიმართ მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ზ---------მ სარჩელი სრულად ცნო, ხოლო მოპასუხეების ნ--- თ-----–---–-ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ისა და მ----- ს-----------ის მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ეს და მ----- ს-----------ესა სს ,,--------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის ბაჟის 554.73 ლარის ანაზღაურება, ხოლო ლ---- ზ---------ს, ნ--- თ-----–---–ს, ნ---- ს-----–---ს, ნ---- ნ------ესა და მ----- ს-----------ე სს ,,--------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარისა და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში მოპასუხე ლ---- ზ---------ს (პ/ნ 4----------- პირად ანგარიშებზე არსებულ და ყოველთვიურად ჩარიცხული ფულადი სახსრების 200 ლარს ზევით ჩარიცხულ თანხებს, 50%-ის ფარგლებში, ამასთან სასარჩელო მოთხოვნის 6 863.69 აშშ დოლარის ფარგლებში, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,--------------ს'' (-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს (----------------, ნ---- ს-----–---ს (----------------, ნ---- ნ------ეს (---------------), მ----- ს-----------ესა (---------------- და ლ---- ზ---------ს (პ/ნ 4----------- სს ,,--------------ს'' (-------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 6863 (ექვსი ათას რვაას სამოცდასამი) აშშ დოლარისა და 69 (სამოცდაცხრა) ცენტის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს (----------------, ნ---- ს-----–---ს (----------------, ნ---- ნ------ეს (---------------) და მ----- ს-----------ეს (---------------- სს ,,--------------ს'' (-------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ბაჟის 554 (ხუთას ორმოცდათოთხმეტი) ლარისა და 73 (სამოცდაცამეტი) თეთრის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხეებს ნ--- თ-----–---–ს (----------------, ნ---- ს-----–---ს (----------------, ნ---- ნ------ეს (---------------), მ----- ს-----------ესა (----------------და ლ---- ზ---------ს (პ/ნ 4----------- სს ,,--------------ს'' (-------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარისა და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე