გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
330210119003126399
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19033-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 იანვარი 2020 წელი ქ. თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - მ-------------–---–-

წარმომადგენელი - მ-----------–------

მოპასუხე - ნ-----–-----------–---–-

წარმომადგენელი - ც-------------ი, ს---–-----------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ნ-----–-----------–---–-სთვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-ს 0-----------ს დაბადებული ს--–-----------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 31 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

1.2. ნ-----–-----------–---–-სთვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-- 2--------–ს დაბადებული გ--------------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 31 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მ-------------–---–- და ნ-----–-----------–---–- 2010 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ისინი ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლების ნაჩუქარ ბინაში მ-------------–---–-ს დედასთან ერთად. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–-- 2--------–ს დაბადებული გ--------------–---–ი და 2----–-–-ს 0-----------ს დაბადებული ს--–-----------–---–-. მხარეებს ჰქონდათ გარკვეული სახის უთანხმოებები, როგორც ფინანსური, ასევე ეჭვიანობის მხრიდან გამოწვეული. ბოლო პერიოდში გახშირდა კონფლიქტი. მოპასუხე უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფებს. იყო მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, აძალებდა, რომ დედა სამუშაოდ გაეშვა საზღვარგარეთ და თავადაც ემუშავა.

მხარეთა არასრულწლოვანი შვილები გიორგი და ს--–-----------–---–ები სწავლობენ კერძო სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესში“, სადაც გადასახადი თითოეულ ბავშვზე შეადგენს წელიწადში - 4000 ლარს, ხოლო ტრანსპორტით მომსახურება თითოეულ ბავშვზე - 650 ლარს. სკოლის გარდა ბავშვები დადიან ცეკვის წრეზე, კერძოდ, სტუდია ,,შ---–----“-ში და ბალეტზე, სადაც წლიური გადასახადი ორივე ბავშვზე ჯამში შეადგენს 1650 ლარს. აღნიშნულ ხარჯებს ამ დრომდე იხდის მხოლოდ მოსარჩელე. მან დაშორების შემდეგ მოპასუხეს რამდენჯერმე სთხოვა დახმარება, რა დროსაც ხუთი თვის მანძილზე სხვადასხვა დროს, ნაწილ-ნაწილ მისცა ჯამში 600-700 ლარამდე თანხა, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი ბავშვების გადასახადებისთვის, ბოლო დროს კი საერთოდ შეწყვიტა დახმარება. მოპასუხე არის მოსარჩელის მიმართ აგრესიული, მოიხსენიებს უშვერი სიტყვებით, აგინებს, ლანძღავს, რითაც აყენებს ფსიქოლოგიურ სტრესს, შესაბამისად ვეღარ ახერხებს ამ მდგომარეობაში მუშაობას, რაც უარყოფითად აისახება მის შემოსავალზე. მოპასუხეზე, როგორც ფსიქოლოგიურ მოძალადეზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ნ-----–-----------–---–- არის დასაქმებული, აქვს კერძო ავტოსახელოსნო, არის კერძო კომპანიების - შპს ,,ჰ---ს“ და შპს ,,m-motors”-ის მფლობელი. საზღვარგარეთიდან შემოჰყავს დაზიანებული ავტომობილები აკეთებს და შემდგომ ყიდის და შესაბამისად აქვს შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-----–-----------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა არ ნიშნავს, რომ ის მოძალადეა. ის გამოიწერა მხოლოდ მოსარჩელის განმარტების საფუძველზე. ნებისმიერი, ვინც მიუთითებს, რომ ვინმესგან განიცდის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პოლიცია ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას პირიქით, განიცდის თავად მოსარჩელე მხარის მხრიდან. მასაც რომ განეცხადებინა, შემაკავებელი ორდერი გამოიწერებოდა მ-------------–---–-ს მიმართაც.

 

მოპასუხის განმარტებით შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაციები, სადაც მითითებულია, რომ 2018 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში მის შემოსავალს შეადგენს სულ - 10--9 ლარი. ასევე შემოსავალი არ უფიქსირდება შპს ,,ჰ---დან“ და შპს ,,m-motors”-იდან, რადგან ისინი არ ფუნქციონირებს.

 

რაც შეეხება ავტომანქანების შემოყვანას, ის მოხდა ახლობლის დავალებით და ასრულებს მხოლოდ ავტომანქანის ჩამომყვანის როლს, რისთვისაც გასამრჯელო აიღო 200 ლარის ოდენობით, არც თანხა ყოფილა მისი საკუთრება და არც ავტომანქანები. სარჩელში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირი შემოსავლის წყარო არ აქვს მოპასუხეს. მას შეუძლია და თანახმაა თითოეულ ბავშვზე გადაიხადოს ალიმენტის სახით მხოლოდ 100 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოსარჩელე მ-------------–---–ს და ნ-----–-----------–---–ს ჰყავთ საერთო ორი არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-- 2--------–ს დაბადებული გ--------------–---–ი და 2----–-–-ს 0-----------ს დაბადებული ს--–-----------–---–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ--------------–---–ის დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 20)

- ს--–-----------–---–-ს დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 19)

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.2. მ-------------–---–- და ნ-----–-----------–---–- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები გ--------------–---–ი და ს--–-----------–---–- ცხოვრობენ დედასთან - მ-------------–---–თან ერთად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 23 იანვარს და 2019 წლის 15 იანვარს, სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესის“ დირექტორსა და გ--------------–---–ის და ს--–-----------–---–-ს მშობელს - მ-------------–---–ს შორის დაიდო ხელშკრულება, რომლის მიხედვით, სკოლაში სწავლის ღირებულება თითოეული ბავშვისათვის ერთი სასაწავლო წლისთვის შეადგენს - 4300 ლარს, საიდანაც 4000 ლარს იხდის მშობელი, ხოლო 300 ლარს ფარავს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერის თანხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 23 იანვრის და 2019 წლის 15 იანვრის ხელშკრულებები (იხ.ს.ფ 23-24);

 

3.2.2. 2018 წლის 17 სექტემბერს ი/მ თ----------–-----იას და გ--------------–---–ის მშობელს - მ-------------–---–ს შორის დაიდო ხელშკრულება, სკოლა ლიცეუმი ,,მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლეთა ტრანსპორტირებასა და უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით, სადაც სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა - 650 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 სექტემბრის ხელშკრულება (იხ.ს.ფ 22);

 

3.2.3. ქართული ც-------------ია ,,შ---–----“-ს საგამოცდო წიგნაკის # 1----ის მიხედვით, ს--–-----------–---–-ს სტუდიაში მიღების თარიღი არის 2017 წლის 28 ნოემბერი, ხოლო საგამოცდო წიგნაკის შევსების თარიღი 2019 წლის 28 მაისი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქართული ც-------------ია ,,შ---–----“-ს საგამოცდო წიგნაკი (იხ.ს.ფ 32);

3.2.4. მ-------------–---–ს და ნ-----–-----------–---–ს შორის გამწვავებული, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემაკავებელი ორდერი #018617 (იხ.ს.ფ. 21)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.5. 2019 წლის 05 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---, დ-----------–-----–-----------ი #---, ს/კ #0--1--0--0--.0--.0--0--- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე ნ-----–-----------–---–-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 05 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ს.ფ 160);

 

3.2.6. 2020 წლის 03 იანვრს, სს ,,ს----------–--------ის“ მიერ გაცემული ცნობის #OCSC20419800 მიხედვით, მ-------------–---–-ს სს ,,ს----------–--------ში“ გახსნილ ანგარიშზე, 2019 წლის 08 იანვრიდან - 2019 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით ჩარიცხულია თანხები, სულ -1--03 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სს ,,ს----------–--------ის“ მიერ გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ 176-178);

 

3.2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 14 ნოემბრის #21-1-/1----- ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან მ-------------–---–-ს შემოსავალი - 2019 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს: 2018 წლის ოქტომბრის თვეში - 1516 ლარს, საიდანაც დაკავაბული გადასახადი არის - 303.32 ლარი, 2018 წლის ნოემბრის თვეში - 1494.45 ლარს, საიდანაც დაკავაბული გადასახადი არის - 298,08 ლარი (დამსაქმებელი შპს ,,ს-------------------–----------------“), 2018 წლის ნოემბრის თვეში - 312.5 ლარს, საიდანაც დაკავაბული გადასახადი არის - 62,5 ლარი, 2018 წლის დეკემბრის თვეში - 312,5 ლარს, საიდანაც დაკავბული გადასახადი არის - 62,5 ლარი (დამსაქმებელი შპს ,,აქ ილ ზემინ“).

ნ-----–-----------–---–-ს შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ოქტომბრის თვეში - 843.75 ლარს, საიდანაც დაკავაბული გადასახადი არის - 168.75 ლარი (დამსაქმებელი შპს ,,ჯი ემ გრუპი“), 2018 წლის ნოემბრის თვეში - 33.75 ლარს, საიდანაც დაკავაბული გადასახადი არის - 6.75 ლარი (დამსაქმებელი შპს ,,ბ----------------“), 2018 წლის დეკემბრის თვეში - 75.15 ლარს, საიდანაც დაკავაბული გადასახადი არის - 2.25 ლარი (დამსაქმებელი შპს ,,ა----–-);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 14 ნოემბრის ინფორმაცია (იხ.ს.ფ 87-89 );

3.2.8. 2016 წლის 10 ოქტომბრის და 2019 წლის 05 დეკემბრის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ჰ---ს“ (ს/კ 405170595) დირექტორს და 100 %-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს ნ-----–-----------–---–-.

 

2016 წლის 07 ივნისის და 2019 წლის 05 დეკემბრის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ,,M---------” -ის (ს/კ 4--------) დირექტორს და 50 %-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს ნ-----–-----------–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 10 ოქტომბრის, 2016 წლის 07 ივნისის და 2019 წლის 05 დეკემბრის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები (იხ.ს.ფ. 25-28, 131-134)

3.2.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 04 დეკემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, 04.12.2019წ. მდგომარეობით, ფ/პ ,,მ-------------–---–-ს“ მიერ 0--05.2019 წლიდან - 31.10.2019 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 04 დეკემბერს გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ 138 );

 

3.2.10. 2019 წლის 30 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ცნობის #M------------- მიხედვით, 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 30 დეკემბრამდე, მოქალაქე ნ-----–-----------–---–-ს მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები, სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით დაფიქსირებულია ს.ს.კ.გ. ,,ქუთაისის აეროპორტის“, ს.ს.კ.გ. ,,თ---–---ს აეროპორტის“, ს.ს.კ.გ. ,,სარფის“ და ს.ს.კ.გ. ,,სადახლოს“ გავლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ 150-152);

 

3.2.1-. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ-------------–---–-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოცემულ სამოქალაქო საქმეზე #2/19033-19, მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ნ-----–-----------–---–ს ( პ/ნ 0----------) აეკრძალა, დარიცხული საალიმენტო თანხის უზრუნველსაყოფად, მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე თ---–---, დ-----------–-----–-- გამზ. #--- (ნაკვეთი#7---), საკადასტრო კოდი: 0--1--0--0--.0--.0--0--- - გასხვისება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 იანვრის განჩინება (იხ.ს.ფ 164-169);

 

3.2.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 06 იანვრის #21-10/31- ინფორმაციის მიხედვით, ნ-----–-----------–---–-ს მიერ, 2018 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 06 იანვრის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია ავტოსატრანსპორტო საშუალებები, კერძოდ, 1. მარკა-მოდელი: B-------, ვინ-კოდი: W----------------, 2. მარკა-მოდელი: B------1, ვინ-კოდი: W----------------, 3. მარკა-მოდელი: B-------, ვინ-კოდი: W----------------, შემოტანილია საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით და დეკლარირებულია რეესპორტში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 06 იანვრის ინფორმაცია (იხ.ს.ფ 170-171);

 

3.2.1-- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის #21-1-/1535 ინფორმაციის მიხედვით 0--0--2020 წლის მდგომარეობით, ნ-----–-----------–---–ს 2018 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება შპს ,,m---------”-დან და შპს ,,ჰ---“- დან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის #21-1-/1535 ინფორმაცია (იხ.ს.ფ 179);

 

3.2.14. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს გააჩნია შემოსავალი, რითაც შეუძლია უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-- 2--------–ს დაბადებული გ--------------–---–ის და 2----–-–-ს 0-----------ს დაბადებული ს--–-----------–---–-ს ნორმალური რჩენა-აღზრდის ხარჯები. მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხე მხარის ოფიციალური შემოსავლების შესახებ საკმარისი მონაცემები, მაგრამ საქმის მასალებში არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 30 დეკემბრემდე, მოქალაქე ნ-----–-----------–---–-ს მიერ, საქართველოს სახელმწიფი საზღვრის კვეთის ფაქტები, სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით დაფიქსირებულია ს.ს.კ.გ. ,,ქუთაისის აეროპორტის“, ს.ს.კ.გ. ,,თ---–---ს აეროპორტის“, ს.ს.კ.გ. ,,სარფის“ და ს.ს.კ.გ. ,,სადახლოს“ გავლით, ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 06 იანვრის #21-10/31- ინფორმაციის მიხედვით, ნ-----–-----------–---–-ს მიერ, 2018 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 06 იანვრამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია ავტოსატრანსპორტო საშუალებები (1. მარკა-მოდელი: B-------, ვინ-კოდი: W----------------, 2. მარკა-მოდელი: B------1, ვინ-კოდი: W----------------, 3. მარკა-მოდელი: B-------, ვინ-კოდი: W----------------) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით და დეკლარირებულია რეესპორტში. შესაბამისად, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ მოპასუხე ნ-----–-----------–---–ს აქვს იმის შესაძლებლობა საკუთარი ხარჯებით, რამდენჯერმე გადაკვეთოს საქართველოს სასაზღვრო პუნქტები, რომელიც დაკავშირებულია საკმაო ხარჯებთან, ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანოს სატრანსპორტო საშუალებები, ქმნის იმის დასაბუთებულ ვარაუდს, მიუთითებს და ადასტურებს, რომ მას აქვს გარკვეული ქონებრივი შემოსავალი და შესაძლებლობა არჩინოს თავისი არასრულწლოვანი შვილები.

მოპასუხე განმარტავს, რომ ავტომანქანები მას შემოჰყავდა მისი ახლობლის დავალებით, რისთვისაც იღებდა მცირე გასამრჯელოს, მაგრამ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე, სარწმუნო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულების - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 06 იანვრის საბაჟო პროცედურის ან/და რეექსპორტის ინფორმაციის მიხედვით (იხ.ს.ფ.180) გადამხდელად მითითებულია - ნ-----–-----------–---–-, ხოლო საქონლის (ავტომანქანების) ღირებულებები მითითებულია - 7500 ლარის, 9500 ლარის და 10000 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს აქვს გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, ასევე რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 07 ივნისის და 2019 წლის 05 დეკემბრის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები, რომლის მიხედვით, შპს ,,ჰ---ს“ დირექტორს და 100 %-იანი წილის მფლობელს, ასევე შპს ,,M---------” -ის დირექტორს და 50 %-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს ნ-----–-----------–---–-, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული იურიდიული პირები არ ფუნქციონირებს მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

სასამართლო მიუთითებს, რომ უმუშევრობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც ნ-----–-----------–---–-ს მხრიდან დადასტურებულია.

ამდენად, მოპასუხეს მისი შემოსავლიდან და გამომდინარე იქედან, რომ კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა არასრულწლოვანი შვილების - გ--------------–---–ის და ს--–-----------–---–-სა არ ეკისრება, შესწევს უნარი შვილებს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-98-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები - 2----–-–-- 2--------–ს დაბადებული გ--------------–---–ი და 2----–-–-ს 0-----------ს დაბადებული ს--–-----------–---–-, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-98-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ-------------–---–- და ნ-----–-----------–---–- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები გ--------------–---–ი და ს--–-----------–---–- ცხოვრობენ დედასთან - მ-------------–---–თან ერთად, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების - გ--------------–---–ის და ს--–-----------–---–-ს უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნ-----–-----------–---–-ს შემოსავალი 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში შეადგენს საშუალოდ - 774,9 ლარს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, იგი წარმოადგენს როგორც შპს ,,ჰ---ს“ დირექტორს და 100 %-იანი წილის მფლობელს, ასევე შპს ,,M---------” -ის დირექტორს და 50 %-იანი წილის მფლობელს, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რომ ზემოთმითითებული იურიდიული პირები არ ფუნქციონირებენ მოპასუხეს არ წარმოუდგენია. საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მოპასუხის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ და სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებული საბაჟო პროცედურის ან/და რეექსპორტის შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ გარემოებების დადასტურების საფუძველს, რომ ნ-----–-----------–---–ს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში.

აღსანიშნავია, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გიორგი და ს--–-----------–---–ები სწავლობენ სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესში“, სადაც სწავლის ღირებულება თითოეული ბავშვისათვის ერთი სასაწავლო წლისთვის შეადგენს - 4000 ლარს, ასევე სკოლაში ტრანსპორტირებასა და უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება თითოეულ ბავშვზე შეადგენს - 650 ლარს, არასრულწლოვნები დადიან ცეკვის წრეზე, კერძოდ სტუდია ,,შ---–----“-ში და ბალეტზე, სადაც წლიური გადასახადი ორივე ბავშვზე ჯამში შეადგენს - 1650 ლარს, ხოლო აღსანიშნავია, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული იზრუნონ თავიანთ არასრულწლოვან შვილებზე სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, მათი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის დეკემბრის თვისათვის - 194.8 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, მხარეთა ახსნა-განმარტების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ნ-----–-----------–---–ს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება აკისრია მხოლოდ არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-- 2--------–ს დაბადებული გ--------------–---–ის და 2----–-–-ს 0-----------ს დაბადებული ს--–-----------–---–-ს მიმართ.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თითოეულისათვის თვეში 300 (სამასი) ლარი. არასრულწლოვნების გიორგი და ს--–-----------–---–ებისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის 300 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 31 ივლისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეულისათვის 300 (სამასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ-------------–---–- ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ამასთან, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში, ნ-----–-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 72 (სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ-------------–---–-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოცემულ სამოქალაქო საქმეზე #2/19033-19, მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ნ-----–-----------–---–ს ( პ/ნ 0----------) აეკრძალა, დარიცხული საალიმენტო თანხის უზრუნველსაყოფად, მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე თ---–---, დ-----------–-----–-- გამზ. #--- (ნაკვეთი#7---), საკადასტრო კოდი: 0--1--0--0--.0--.0--0--- - გასხვისება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ-------------–---–-ს სარჩელი ნ-----–-----------–---–-ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, არ არსებობს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------------–---–-ს სარჩელი ნ-----–-----------–---–-ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ნ-----–-----------–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-ს 0-----------ს დაბადებული ს--–-----------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტი ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 31 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

1.2. ნ-----–-----------–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-- 2--------–ს დაბადებული გ--------------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტი, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 31 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

2. ნ-----–-----------–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 72 (სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე