გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/24493-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.02.2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე ს-----------------ე,მოსარჩელე ქ-------------------–ი,მოსარჩელე ფ---------–----ე,წარმომადგენელი ზ---------–--ე,მოპასუხე შპს ჰ--–------------ა,წარმომადგენელი ი-----–--------ა,დავის საგანი: სახელფასო დავალიანების და დაყოვნების პირგასამტეხლოს გადასახდელად დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ქ-------------------–ის სასარგებლოდ 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 600 ლარის, 2019 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 425 ლარის, 2019 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 600 ლარის, 2019 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 650 ლარის, 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 550 ლარის, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 450 ლარის, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 325 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ქ-------------------–ის სასარგებლოდ 2019 წლის იანვარი - ივლისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა 23.07.2019 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე.
1.3. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ს-----------------ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 750 ლარის, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 500 ლარის, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 375 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ს-----------------ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისი - ივლისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა 23.07.2019 წლიდან, ვალდებულების შესრულებამდე.
1.5. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ფ---------–----ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 1000 ლარის, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 1000 ლარის, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 1000 ლარის გადახდა.
1.6. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ფ---------–----ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისი - ივლისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა 3000 ლარზე 03.09.2019 წლიდან, ვალდებულების შესრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები სახელფასო დავალიანების და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, თუმცა სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა და სადავოდ არ გაუხდია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ქ-------------------–ი დასაქმებული იყო შპს ჰ--–------------აში ექიმი რადიოლოგის პოზიციაზე. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება იყო გამომუშავების შესაბამისად. კერძოდ, მოსარჩელის დასაბეგრი ხელფასი 2019 წლის იანვრის თვეში შეადგენდა - 600 ლარს; 2019 წლის თებერვლის თვეში - 425 ლარს; 2019 წლის მარტის თვეში - 600 ლარს; 2019 წლის აპრილის თვეში - 650 ლარს; 2019 წლის მაისის თვეში - 550 ლარს; 2019 წლის ივნისის თვეში - 450 ლარს, ხოლო 2019 წლის ივლისის თვეში - 325 ლარს, სულ სახელფასო დავალიანება შეადგენდა დასაბეგრ 3600 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
23.07.2019 წლის ცნობის ასლი ტ. 2 ს. ფ. 14.
შპს ჰ--–------------ას თანამშრომლების სიის ასლი ტ. 2. ს. ფ. 16.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. მოსარჩელე ს-----------------ე დასაქმებული იყო შპს ჰ--–------------აში ექიმი კარდიოლოგის პოზიციაზე. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება იყო გამომუშავების შესაბამისად. კერძოდ, მოსარჩელის დასაბეგრი ხელფასი 2019 წლის მაისის თვეში შეადგენდა - 750 ლარს; 2019 წლის ივნისის თვეში - 500 ლარს, ხოლო 2019 წლის ივლისის თვეში - 375 ლარს, სულ სახელფასო დავალიანება შეადგენდა დასაბეგრ 1625 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
23.07.2019 წლის ცნობის ასლი ტ. 1 ს. ფ. 14.
შპს ჰ--–------------ას თანამშრომლების სიის ასლი ტ. 1. ს. ფ. 16.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. მოსარჩელე ფ---------–----ე დასაქმებული იყო შპს ჰ--–------------აში კადრების ხელმძღვანელის და ბუღალტერის პოზიციაზე. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დასაბეგრ 1000 ლარს. კერძოდ, მოსარჩელის დასაბეგრი ხელფასი 2019 წლის მაისის თვეში შეადგენდა - 1000 ლარს; 2019 წლის ივნისის თვეში - 1000 ლარს, ხოლო 2019 წლის ივლისის თვეში - 1000 ლარს, სულ სახელფასო დავალიანება შეადგენდა დასაბეგრ 3000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
03.09.2019 წლის ცნობის ასლი ტ. 3 ს. ფ. 14.
შპს ჰ--–------------ას თანამშრომლების სიის ასლი ტ. 3. ს. ფ. 15.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (Termination of employment recomandation).
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.
სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე - ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლების გარკვეულ გამოვლინებებს, გარკვეულწილად აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;
საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება. ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის რიგი რეგულაციები (მუხლი 1, მუხლი 4, ) აწესებენ მონაწილე მხარეთა ვალდებულებას ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესარულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება, ასევე აღიარონ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეულ დონეს;
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მის ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე;
1919 ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1949 წლის N95 კონვენციას „შრომის ანაზღაურების დაცვის შესახებ“ (protection of wages convention). აღნიშნული დოკუმენტის მე-6 მუხლი, უკრძალავს დამქირავებელს ნებისმიერი სახით შეზღუდოს თანამშრომელი მისი კუთვნილი შრომის ანაზღაურების თავისუფალ განკარგვაში. სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.
სამართლის საერთაშორისო წყაროთა აღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - შრომის ანაზღაურების მიღების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ განხორცილებული სამუშაოს სანაცვლოდ სამართლიანი შედეგის მიღების საშუალება, რომელიც რათქმაუნდა ძირითადად გამოხატული უნდა იყოს ამ შრომის სამართლიანი და ადეკვატური ანაზღაურების არათუ მიღების, არამედ დროულად მიღების შესაძლებლობაში. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომის უფლება შესაძლოა გარკვეულწილად გარდაიქმნას ვალდებულებად და იძულებით ღონისძიებად, რაც ეჭვსგარეშეა წინააღმდეგობაში მოვა თანამედროვე კაცობრიობის მონაპოვართან - თავისუფალი და ლიბერალური საზოგადოების არსებობის პრინციპებთან.
სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. ჩვენი აზრით, გამორიცხულია იმსჯელო შრომის თავისუფლებაზე, ისეთ პირობებში როდესაც გარანტირებული არ იქნებოდა შრომის შესრულებისათვის შესაბამისი ანაზღაურების უფლება. ზედმეტია საუბარი თავისუფლებაზე, თუ ის გამყარებული არ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტით - გასამრჯელოს მიღების უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სამართალწარმოებაც უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით თუ რამდენად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ჯერ შესაბამისი სადავო პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების გარემოება, შემდგომ შრომის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობის გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სადაო პერიოდში მოსარჩელეების მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმების ფაქტობრივი გარემოება. ასევე უდავოა, რომ მოცემული პერიოდის შესაბამისი უკუგება შრომის ანაზღაურების სახით მოპასუხე ორგანიზაციის მიერ არ განხორციელებულა შრომის კოდექსის 2.1 და 34-ე მუხლების ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის შესაბამისად.
რადგან უდავოა სარჩელში მითითებულ პერიოდში მოსარჩელეების მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელების ფაქტობრივი გარემოება მათ შორის ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდონარე გადასახდელი ხელფასის მოცულობა ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას სახელფასო დავალიანება გადახდილია ამდენად ამ გარემოებების გათვალისწინებით საფუძვლიანია მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნა ემყარება ზემოაღნიშნულ შრომის კოდექსის 31.3 მუხლს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, საიდანაც ეს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე №ას-268-255-2016), კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს გააჩნია მოპასუხეების მიმართ შრომითი ურთიერთობის დროს წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებები და მის მიერ დარღვეულია ძირითადი ვალდებულებები - მოპასუხემ გადააცილა როგორც შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას, ასევე საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს პირგასამტეხლოს სახით დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა - გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარშსწორების გადაუხდელობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები ქ-------------------–ი და ს-----------------ე ითხოვენ, მოპასუხეს ამ მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს სახელფასო დავალიანებების 0.07%-ის გადახდა 2019 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს ქ-------------------–ის და ს-----------------ის მიმართ გააჩნია 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანებებიც. მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიშსწორება მოეხდინა ვალდებულების აღიარებიდან, კერძოდ ცნობის გაცემიდან მე-7 დღეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებში, ხოლო შრომითი ურთიერთბის გაგრძელების პირობებში თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებოდნენ საანგარიშო თვის დასრულებისთანავე. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა 2019 წლის ივლისის თვემდე არსებულ სახელფასო დავალიანებების დაყოვნების პირგასამტეხლოს 23 ივლისიდან მოთხოვნის თაობაზე მართლზომიერია, ხოლო რა შეეხება ივლისის თვის სახელფასო დავალიანებას, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანებები მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა არაუგვიანეს 2019 წლის 01 აგვისტოსი, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოპასუხე შპს ჰ--–------------ას მოსარჩელე ქ-------------------–ის სასარგებლოდ 2019 წლის იანვარი - ივნისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს 3275 ლარზე 23.07.2019 წლიდან, ხოლო 325 ლარზე 01.08.2019 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას მოსარჩელე ს-----------------ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისი - ივნისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა 1250 ლარზე უნდა დაეკისროს 23.07.2019 წლიდან, ხოლო 375 ლარზე 01.08.2019 წლიდან - ვალდებულების შესრულებამდე, ხოლო მოპასუხე შპს ჰ--–------------ას მოსარჩელე ფ---------–----ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისი - ივლისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს 3000 ლარზე 03.09.2019 წლიდან, ვალდებულების შესრულებამდე.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას საწარმოს ფინანსური პრობლემების შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის, შესაბამისად, შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება რაიმე ისეთი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც ვალდებულების დროულად შეუსრულებლობაში მოვალის ბრალს გამორიცხავდა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეები, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტით თანახმად გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი ქ-------------------–ის სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%-ის 190.78 ლარის ოდენობით, ს-----------------ის სარჩელზე- 50 ლარის ოდენობით, ხოლო ფ---------–----ის სარჩელზე -158.98 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ქ-------------------–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ქ-------------------–ის სასარგებლოდ 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 600 ლარის, 2019 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 425 ლარის, 2019 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 600 ლარის, 2019 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 650 ლარის, 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 550 ლარის, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 450 ლარის, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 325 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე ქ-------------------–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ქ-------------------–ის სასარგებლოდ 2019 წლის იანვარი - ივნისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა 3275 ლარზე 23.07.2019 წლიდან, ხოლო 325 ლარზე 01.08.2019 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე.
3. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 190.78 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე ს-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ს-----------------ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 750 ლარის, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 500 ლარის, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 375 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელე ს-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ს-----------------ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისი - ივნისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა 1250 ლარზე 23.07.2019 წლიდან, ხოლო 375 ლარზე 01.08.2019 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე.
7. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
8. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
9. მოსარჩელე ფ---------–----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ფ---------–----ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 1000 ლარის, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 1000 ლარის, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 1000 ლარის გადახდა.
10. მოსარჩელე ფ---------–----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს მოსარჩელე ფ---------–----ის სასარგებლოდ 2019 წლის მაისი - ივლისის თვის პერიოდის სახელფასო დავალიანებაზე, ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა 3000 ლარზე 03.09.2019 წლიდან, ვალდებულების შესრულებამდე.
11. მოპასუხე შპს ჰ--–------------ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 158.98 ლარის გადახდა.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი