გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/24615-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელეები - დ--- კ------, ვ------- ა-------–---–-, ს----- მ----------
წარმომადგენელი - თ----- კ------
მოპასუხე - ა(ა)იპ ლ---------- 2008
წარმომადგენელი - რ----- ც--------, ლ---- ს--------–-–---–-
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელე დ--- კ------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4 620 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელე ვ------- ა-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4 830 ლარის ოდენობით;
1.3 მოპასუხეს მოსარჩელე ს----- მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4 620 ლარის ოდენობით;
1.4. მოპასუხეს დ--- კ------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის ა) 2019 წლის 1 მაისიდან დღიური პირგასამტეხლო 0.15 თეთრის ოდენობით; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.54 ლარის ოდენობით; გ) 2019 წლის 01 ივლისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.54 ლარის ოდენობით;
1.5. მოპასუხეს ვ------- ა-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის ა) 2019 წლის 1 მაისიდან დღიური პირგასამტეხლო 0.16 თეთრის ოდენობით; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.61 ლარის ოდენობით; გ) 2019 წლის 01 ივლისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.61 ლარის ოდენობით;
1.6. მოპასუხეს ს----- მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის ა) 2019 წლის 1 მაისიდან დღიური პირგასამტეხლო 0.15 თეთრის ოდენობით; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.54 ლარის ოდენობით; გ) 2019 წლის 01 ივლისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.54 ლარის ოდენობით;
1.7. მოპასუხეს მოსარჩელე დ--- კ------- სასარგებლოდ დაეკისროს 2018-2019 წლებში დაგვიანებით გაცემულ ხელფასებზე პირგასამტეხლო 421.67 ლარის ოდენობით;
1.8. მოპასუხეს მოსარჩელე ვ------- ა-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს დაგვიანებით გაცემულ ხელფასებზე პირგასამტეხლო 447.10 ლარის ოდენობით;
1.9. მოპასუხეს მოსარჩელე ს----- მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს დაგვიანებით გაცემულ ხელფასებზე პირგასამტეხლო 450.76 ლარის ოდენობით.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 169-188).
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითეს შემდეგი:
მოსარჩელე დ--- კ------ ა(ა)იპ ლ------------- 2008-ში დასაქმებული იყო 2016 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოთამაშის პოზიციაზე. 2018 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 2 200 ლარს.
მოსარჩელე ვ------- ა-------–---–- ა(ა)იპ ლ------------- 2008-ში დასაქმებული იყო 2017 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოთამაშის პოზიციაზე. მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ანაზღაურება 2017 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით შეადგენდა 2 300 ლარს.
მოსარჩელე ს----- მ---------- ა(ა)იპ ლ------------- 2008-ში დასაქმებული იყო 2018 წლის 13 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით მწვრთნელის პოზიციაზე. 2018 წლის 13 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2 200 ლარს.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მოპასუხესთან 2018-2019 წლის სეზონებზე, ისევე როგორც ადრეულ სეზონებზე, აკავშირებდათ ერთ წლიანი შრომითი ურთიერთობა. 2019 წლის აპრილში - ანუ როდესაც საქართველოს ჩემპიონატზე კლუბმა ბოლო თამაში ჩაატარა, მოსარჩელეები განაცხადში იყვნენ და თამაშში მონაწილეობას იღებდნენ, რაც იმას ნიშნავს რომ მათთან შრომითი ურთიერთობა არ შემწყდარა ან/და არ შეჩერებულა. მათ დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულები წერილობითი ფორმით არ ჰქონდათ გაფორმებული, რადგან მოპასუხე უარს ამბობდა ხელშეკრულების წერილობით გაფორმებაზე. ამასთან, მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და ანგარიშსწორების ფორმას განსაზღვრავდა მოპასუხე ცალმხრივად.
სარჩელში განმარტებულია, რომ შეთანხმებისამებრ ანაზღაურება უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს მოცემული თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, თუმცა მოსარჩელე თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებით აგვიანებდა ხელფასის გადახდას. კერძოდ, მოსარჩელემ დ--- კ------ს 2018 წლის ივლისის თვის ხელფასის ნაწილი - 800 ლარი აუნაზღაურა 2018 წლის 8 აგვისტოს (8 დღის დაგვიანებით); 2018 წლის აგვისტოს თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 03 სექტემბერს (3 დღის დაგვიანებით); 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 28 დეკემბერს (28 დეკემბრის დაგვიანებით); 2019 წლის თებერვლის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 11 მაისს (72 დღის დაგვიანებით); 2019 წლის მარტის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 11 მაისს (41 დღის დაგვიანებით); ხოლო 2019 წლის აპრილის თვის ხელფასის ნაწილი - 1 980 ლარი აუნაზღაურა 2019 წლის 11 მაისს (11 დღის დაგვიანებით).
მოსარჩელე ვ------- ა-------–---–- მოპასუხემ 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 13 დეკემბერს (74 დღის დაგვიანებით), 2018 წლის ოქტომბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 13 დეკემბერს (43 დღის დაგვიანებით); 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 28 დეკემბერს (28 დღის დაგვიანებით), 2019 წლის იანვრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 04 თებერვალს (4 დღის დაგვიანებით); 2019 წლის მარტის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 13 მაისს (43 დღის დაგვიანებით); ხოლო 2019 წლის ხელფასის ნაწილი - 2 070 ლარი აუნაზღაურა 2019 წლის მაისს (13 დღის დაგვიანებით).
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელე ს----- მ----------ს 2018 წლის ივლისის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 6 აგვისტოს (6 დღის დაგვიანებით); 2018 წლის აგვისტოს თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 06 სექტემბერს (6 დღის დაგვიანებით); 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 13 დეკემბერს (74 დღის დაგვიანებით); 2018 წლის ოქტომბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 13 დეკემბერს (43 დღის დაგვიანებით); 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 28 დეკემბერს (28 დღის დაგვიანებით); 2019 წლის იანვრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 07 თებერვალს (7 დღის დაგვიანებით); 2019 წლის თებერვლის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 13 მაისს (74 დღის დაგვიანებით); 2019 წლის მარტის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 13 მაისს (43 დღის დაგვიანებით); ხოლო 2019 წლის აპრილის თვის ხელფასის ნაწილი - 1 980 ლარი აუნაზღაურა 2019 წლის 13 მაისს (13 დღის დაგვიანებით).
მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე უარს აცხადებს აუნაზღაუროს მოსარჩელეებს კუთვნილი აპრილის თვის ხელფასის 10%-ის, ასევე მაისის და ივნისის თვის სახელფასო დავალიანებები. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელე დ--- კ------- და ს----- მ----------- მიმართ შეადგენს 4 620 ლარს, ხოლო მოსარჩელე ვ------- ა-------–---–-ს შემთხვევაში - 4 830 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, არ არსებობდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ 2019 წლის ივლისამდე. გუნდის ბოლო თამაში მართლაც ჩატარდა 2019 წლის აპრილში და ამავე თვეში დასრულდა სეზონიც და ვარჯიშიც. 2019 წლის მაისის თვეში მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ უკვე სხვა გუნდში. 2019 წლის მაისში ხელფასი არავის მიუღია ვინაიდან გუნდს დასრულებული ჰქონდა სეზონი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე დ--- კ------ ა(ა)იპ ლ------------- 2008-ში 2016 წლის 01 ივლისიდან ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოთამაშის პოზიციაზე.
2018 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსარჩელის ხელზე ასაღები ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 2 200 ლარს.
მხარეთა შეთანხმებით სახელფასო ანაზღაურების გაცემა დამსაქმებლის მიერ უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს მოცემული თვის ბოლო კალენდარულ რიცხვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიში (ს.ფ. 22-46);
- სეზონის განაცხადი (ს.ფ. 49-52);
- 2018-2019 წლის მატჩების განაცხადები (ს.ფ. 53-72);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოსარჩელე ვ------- ა-------–---–- 2017 წლის 01 ივლისიდან ა(ა)იპ ლ------------- 2008-ში ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოთამაშის პოზიციაზე. მოსარჩელის ყოველთვიური ხელზე ასაღები სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 2 300 ლარს.
მხარეთა შეთანხმებით სახელფასო ანაზღაურების გაცემა დამსაქმებლის მიერ უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს მოცემული თვის ბოლო კალენდარულ რიცხვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 47);
- სეზონის განაცხადი (ს.ფ. 49-52);
- 2018-2019 წლის მატჩების განაცხადები (ს.ფ. 53-72);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოსარჩელე ს----- მ---------- ა(ა)იპ ლ------------- 2008-ში დასაქმებული იყო 2018 წლის 13 ივლისიდან მწვრთნელის პოზიციაზე. მოსარჩელის ყოველთვიური ხელზე ასაღები სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 2 200 ლარს.
მხარეთა შეთანხმებით სახელფასო ანაზღაურების გაცემა დამსაქმებლის მიერ უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს მოცემული თვის ბოლო კალენდარულ რიცხვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 48);
- სეზონის განაცხადი (ს.ფ. 49-52);
- 2018-2019 წლის მატჩების განაცხადები (ს.ფ. 53-72);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხემ მოსარჩელე დ--- კ------ს 2018 წლის ივლისის თვის ხელფასის ნაწილი აუნაზღაურა 2018 წლის 8 აგვისტოს - 8 დღის დაგვიანებით; 2018 წლის აგვისტოს თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 03 სექტემბერს - 3 დღის დაგვიანებით; 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 28 დეკემბერს - 28 დღის დაგვიანებით; 2019 წლის თებერვლის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 11 მაისს - 72 დღის დაგვიანებით; 2019 წლის მარტის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 11 მაისს - 41 დღის დაგვიანებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის ხელფასის ნაწილი - 1 980 ლარი აუნაზღაურა 2019 წლის 11 მაისს - 11 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიში (ს.ფ. 22-46);
- ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოპასუხემ მოსარჩელე ვ------- ა-------–---–- 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 13 დეკემბერს - 74 დღის დაგვიანებით; 2018 წლის ოქტომბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 13 დეკემბერს - 43 დღის დაგვიანებით; 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 28 დეკემბერს - 28 დღის დაგვიანებით; 2019 წლის იანვრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 04 თებერვალს - 4 დღის დაგვიანებით; 2019 წლის მარტის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 13 მაისს - 43 დღის დაგვიანებით, ხოლო 2019 წლის ხელფასის ნაწილი - 2 070 ლარი აუნაზღაურა 2019 წლის მაისს - 13 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 47);
- ახსნა-განმარტება.
3.1.6. მოპასუხემ მოსარჩელე ს----- მ----------ს 2018 წლის ივლისის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 6 აგვისტოს - 6 დღის დაგვიანებით; 2018 წლის აგვისტოს თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 06 სექტემბერს - 6 დღის დაგვიანებით; 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 13 დეკემბერს - 74 დღის დაგვიანებით; 2018 წლის ოქტომბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 13 დეკემბერს - 43 დღის დაგვიანებით; 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2018 წლის 28 დეკემბერს - 28 დღის დაგვიანებით; 2019 წლის იანვრის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 07 თებერვალს - 7 დღის დაგვიანებით; 2019 წლის თებერვლის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 13 მაისს - 74 დღის დაგვიანებით; 2019 წლის მარტის თვის ხელფასი აუნაზღაურა 2019 წლის 13 მაისს - 43 დღის დაგვიანებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის ხელფასის ნაწილი - 1 980 ლარი აუნაზღაურა 2019 წლის 13 მაისს - 13 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 48);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის არსებული შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობა მოიცავდა 2018-2019 წლის სათამაშო სეზონის პერიოდს სრულად.
განსახილველი დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო არსებით გარემოებას წარმოადგენს მათ შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების თარიღის განსაზღვრა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის აპრილის თვეში - როდესაც გუნდმა ჩემპიონატის ფარგლებში ითამაშა ბოლო თამაში. მოსარჩელეთა აპელირებით მათ შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა გრძელდებოდა 2018-2019 წლის სეზონის ბოლომდე (სეზონის დასრულებამდე) და ამ ურთიერთობის შეწყვეტა არ იყო დამოკიდებული ჩემპიონატიდან გუნდის გავარდნის საკითხზე.
წარმოდგენილია ცნობა (ს.ფ. 73) საქართველოს რაგბის კავშირიდან, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ 2018-2019 წლის სათამაშო სეზონი მოიცავდა თვეებს 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, ხოლო ამავე სეზონის მოსამზადებელ პერიოდში შედიოდა 2018 წლის ივლისი და აგვისტო, აგრეთვე 2019 წლის ივნისი. აღნიშნული ცნობის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებისა წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო მოკლებულია შრომითი ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით გაიზიაროს მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება და დადასტურებულად მიიჩნიოს ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12-ე პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით დადებული იყო ერთ წელზე ნაკლები ვადით. სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ მოპასუხის იმ განმარტებას (ს.ფ. 129), რომ 2019 წლის მაისის თვეში გუნდის არც ერთ მოთამაშეს არ მიუღია ხელფასი. ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან მიმართებით, რომ მიმდინარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებითაც დასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ შრომის ანაზღაურების გაცემის დაგვიანებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი და ხშირად ანაზღაურების გაცემის დაყოვნება ერთ თვეზე მეტი ხნით ხდებოდა.
3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელე დ--- კ------- სასარგებლოდ ერიცხება სახელფასო დავალიანება 4 620 ლარის, მოსარჩელე ვ------- ა-------–---–-ს სასარგებლოდ - 4 830 ლარის, ხოლო მოსარჩელე ს----- მ----------- სასარგებლოდ 4 620 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ან არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდთან მიმართებით. ამასთან, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე დ--- კ------- და ს----- მ----------- ყოველთვიური ხელზე ასაღები სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 2 200 ლარს, ხოლო ვ------- ა-------–---–-ს ხელზე ასაღები სახელფასო ანაზღაურება კი 2 300 ლარს. შესაბამისად მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 2019 წლის აპრილის თვის გადაუხდელი ხელფასის 10%-ის და ამავე წლის მაისის და ივნისის აუნაზღაურებელი ხელფასების ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლი; საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 21-ე, 34-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
განსახილველ შემთხევაში უდავოა მხარეთა შორის ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულებების დადების და მისგან წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობების არსებობის ფაქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოსარჩელეთათვის ყოველთვიურად გასახდელი ხელფასის ოდენობა და გაცემის წესი. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეების მიმართ ერიცხება მოთხოვნილი ოდენობით სახელფასო დავალიანებები. ზემო აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების წარმოშობიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. მართალია მხარეთა შორის შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა და ისინი აღარ ასრულებენ შრომით მოვალეობებს, თუმცა აუნაზღაურებელი სახელფასო დავალიანების პირობებში, ისინი წარმოადგენენ შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტებს. აღნიშნული კი განაპირობებს დამსაქმებლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოყენებას და მოპასუხისთვის თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, როგორც გადაუხდელ სახელფასო დავალიანების, ასევე 2018-2019 წლებში დაგვიანებით გადახდილ ხელფასებთან მიმართებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არსებობს მოპასუხის მიმართ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელე დ--- კ------- ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 257.35 ლარის, მოსარჩელე ვ------- ა-------–---–-ს ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 269.34 ლარის და მოსარჩელე ს----- მ----------- ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში - 258.22 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--- კ-------, ვ------- ა-------–---–-სა და ს----- მ----------- სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ ლ------------- 2008-ის მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს მოსარჩელე დ--- კ------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4620 ლარის ოდენობით;
1.2. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს მოსარჩელე ვ------- ა-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4830 ლარის ოდენობით;
1.3. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს მოსარჩელე ს----- მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4620 ლარის ოდენობით;
2. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანებაზე დღიური პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. კერძოდ:
2.1. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს დ--- კ------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის, ა) 2019 წლის 1 მაისიდან დღიური პირგასამტეხლო 0,15 თეთრის ოდენობით; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.54 ლარის ოდენობით; გ) 2019 წლის 01 ივლისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.54 ლარის ოდენობით;
2.2. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს ვ------- ა-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის, ა) 2019 წლის 1 მაისიდან დღიური პირგასამტეხლო 0,16 თეთრის ოდენობით; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.61 ლარის ოდენობით; გ) 2019 წლის 01 ივლისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.61 ლარის ოდენობით;
2.1 ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს ს----- მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის, ა) 2019 წლის 1 მაისიდან დღიური პირგასამტეხლო 0,15 თეთრის ოდენობით; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.54 ლარის ოდენობით; გ) 2019 წლის 01 ივლისიდან დღიური პირგასამტეხლო 1.54 ლარის ოდენობით;
3. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს 2018-2019 წლებში დაგვიანებით გაცემულ ხელფასებზე პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ:
3.1. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს დ--- კ------- სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 421.67 ლარის ოდენობით;
3.2. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს ვ------- ა-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 447.10 ლარის ოდენობით;
3.3. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს ს----- მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 450.76 ლარის ოდენობით;
4. ა(ა)იპ ლ------------- 2008-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
4.1. დ--- კ------- ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 257.35 ლარის ოდენობით;
4.2. ვ------- ა-------–---–-ს ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 269.34 ლარის ოდენობით;
4.3. ს----- მ----------- ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 258.22 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია