განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/5241-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ვ--–---- გ-------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ე------ მ--------ი (დაუსწრებლად) - დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ვ-------------------–------------------------------------–-----------------------------
ადვოკატი - მ--- ტ--–----ე
კვალიფიკაცია:
ე------ მ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
თარჯიმანი - ი---- ე-------
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2019 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ--------------------------------ის მიმდებარედ არსებულ შპს ,,მ---------–-------------------------------------ს“ კუთვნილი სუპერმარკეტ ,,კ----------დან’’ ე------ მ--------ი შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ორ ცალ ფორთოხალს, ღირებულს 1.21 ლარად, ბულგარულ წიწაკას ღირებულს 0.19 ლარად, ვაშლს ღირებულს 1.24 ლარად, ბადრიჯანს ღირებულს 0.87 ლარად, პომიდორს ღირებულს 2.68 ლარად, ლიმონს ღირებულს 1.08 ლარად, ერთ ცალ კურდღელს ღირებულს 31.08 ლარად და ღორის ხორცს ღირებულს 22.40 ლარად. ე------ მ--------ის ქმედების შედეგად შპს ,,მ---------–-------------------------------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა 60,75 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2019 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 19:21 საათიდან 19:27 საათამდე დროის შუალედში, ე------ მ--------ი, დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. თბილისში, ვ---------–-------------------ში მდებარე, სს ,,ნ-----------------ს“ კუთვნილი მაღაზია ,,ლ-----ს“ N---ე ფილიალში ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ცალ 2.5 ლიტრი ტევადობის ლუდი ,,ბავარიას“ ღირებულს 7.40 ლარად, ერთ ცალ სუხარიკ ,,ფლინტს“ ღირებულს 0.45, ერთ ცალ შაშხ ,,შეიკას“ ღირებულს 18.45 ლარად, ერთ ცალ ყველი ,,ვიტას“ ღირებულს 13.50 ლარად და 2 ცალ 0.700 ლიტრი ტევადობის ვისკ ,,ჯეკ დენიელსს“, ერთ ცალს ღირებულს 69.90 ლარად. აღნიშნული ქმედების შედეგად, სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 179 ლარის და 60 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული
დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. საქმის არსებითად განხილვისას შესავალ სიტყვაში ბრალდებულმა ე------ მ--------მა აღნიშნულ ეპიზოდში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარა, რომ 2019 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ--------------------------------ის მიმდებარედ არსებულ სუპერმარკეტ ,,კ----------დან’’ შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა სახის პროდუქტს, მაგრამ სუპერმარკეტიდან გამოსვლისას იგი შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლის მიერ.
2.2. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი ბრალდების მტკიცებულებები. კერძოდ, ბ--- წ--–----–-----ის, თ-------- გ-----–---–ის, თ-------- წ---–---ს, რ--------- რ-------–---–ის, გ------ კ-----–--–---–ის, ე------ მ--------ის ჩვენებები, დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი.
2.3. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდებულმა ე------ მ---------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.4. დაზარალებულის წარმომადგენელმა მ--- ვ-------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, ვ---------–-------------------ში მდებარე, სს ,,ნ-----------------ს“ კუთვნილი მაღაზია ,,ლ-----ს“ N---ე ფილიალში მენეჯერის პოზიციაზე. როდესაც პროდუქციის აღწერას აწარმოებს, დანაკლისის შემთხვევაში ხდება ვიდეო ჩანაწერის მონიტორინგი, 2019 წლის 25 აგვისტოს 18 აგვისტოს ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას ნახა, რომ მაღაზიიდან ორმა პირმა პროდუქტები აიღეს, თანხა არ გადაიხადეს და დატოვეს მაღაზიის ტერიტორია. მ--- ვ-------–---–ის განმარტებით, დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდებოდა, რომ ორივე მამაკაცი იყო საშუალო ასაკის, რომლებიც მაღაზიასთან მივიდნენ თეთრი ფერის ა/მანქანით, შემდეგ შევიდნენ მაღაზიაში, სხვადასხვა ადგილზე გადაადგილდებოდნენ, აიღეს სხვადასხვა სახის პროდუქტები და ჯერ ერთი გავიდა მაღაზიიდან, შემდეგ რამდენიმე ხანში მეორე პიროვნება. მათი ქმედებებით სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 179 ლარის და 60 თეთრის ზიანი. მ--- ვ-------–---–ის განმარტებით ე------ მ--------მა ზიანი აანაზღაურა.
2.5. ს------ ს--------ემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 25 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაღაზია ,,ლ-----დან“ საკვები პროდუქტების ქურდობის ფაქტი შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდა ე------ მ--------ს. მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას პატაკის საფუძველზე, რის შემდეგაც გამოიკითხა გამომძიებლის მიერ.
2.6. მოწმე რ----- ხ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.7. ბრალდებულმა ე------ მ--------მა შესავალ სიტყვაში აღნიშნულ ეპიზოდში თავი არ სცნო დამნაშავედ. საქმის არსებითად განხილვისას მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას და საქმის განხილვა მის დაუსწრებლად, ადვოკატის მონაწილეობით გაგრძელდა.
2.8. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ე------ მ--------ის მონაწილეობით, რომლის მითითებით მონაწილე პირები მივიდნენ ვ---------–-------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ მაღაზია ,,ლ-----ში’’, სადაც ე------ მ------მა მიუთითა დახლებზე, საიდანაც მოიპარა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
2.9. ვიდეო ჩანაწერით და მისი დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 18 სექტემბერს ქ. თბილისში, ვ---------–-------------------ში მდებარე ,,სუპერმარკეტ ლ-----ს“ მენეჯერის ოთახში დათვალიერებული იქნა ხსენებული მაღაზიის ვიდეო ჩანაწერი. ჩანაწერში ასახულია 08-19-2019 წელი, 19:21 საათზე მაღაზიაში შემოდის ორი პიროვნება, აქედან ერთს აცვია შავი ფეხსაცმელი, ლურჯი შარვალი, მუქი ფერის მაისური და ხელში უკავია წითელი ფერის პოლიეთილენის პარკი, მეორე პიროვნება არის საშუალო აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ლურჯი ფერის შარვალი და თეთრი მაისური. აღნიშნული პიროვნებები 18 აგვისტოს 2019 წელი 19:21 საათიდან 19:27 საათამდე ხსენებული მაღაზიაში იღებენ სხვადასხვა დასახელების პროდუქტებს, კერძოდ, ლუდი, ვისკი, შაშხი, ყველი. აღნიშნული პიროვნებები სალაროს გვერდის ავლით გადიან მაღაზიიდან 19:28 საათზე.
2.10. ბრალდებულ ე------ მ--------ის ადვოკატის პოზიციით ე------ მ--------ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ე------ მ--------ის ბრალდებას. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ე------ მ--------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.11. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ე------ მ--------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ ე------ მ--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე------ მ--------ის ბრალდებას. კერძოდ:
2.11.1. დაზარალებულის წარმომადგენლის მ--- ვ-------–---–ის ჩვენებით, რომელიც არის ქ. თბილისში, ვ---------–-------------------ში მდებარე, სს ,,ნ-----------------ს“ კუთვნილი მაღაზია ,,ლ-----ს“ N---ე ფილიალის მენეჯერი, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 25 აგვისტოს მაღაზიის ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას აღმოაჩინა 2 პირი თუ როგორ იპარავს მაღაზიაში სხვადასხვა სახის პროდუქტს, თანხა არ გადაიხადეს და სალაროს გვერდის ავლით დატოვეს მაღაზიის ტერიტორია. აღნიშნული პირების ქმედების შედეგად, სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 179 ლარის და 60 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი.
2.11.2. დაზარალებულის წარმომადგენლის მ--- ვ-------–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მაღაზიის ვიდეო ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციასთან. როგორც გამოძიებისას შედგენილ დათვალიერების ოქმში, ასევე სასამართლოში მისი დათვალიერებისას აშკარად ჩანს სუპერმარკეტთან ორი პირი თუ როგორ გადმოდის ავტომანქანიდან, რომელთაგან ერთი არის ე------ მ--------ი, ისინი ცალ-ცალკე მიდიან და შედიან სუპერმარკეტში, სადაც გადაადგილდებიან ისე, რომ თითქოს არ არიან ერთმანეთის ნაცნობები, ორივე ცალ-ცალკე იღებს პროდუქტს, მხოლოდ შორიდან ეკონტაქტებიან ერთმანეთს, მაღაზიიდან სალაროს გვერდის ავლით გამოდიან ცალ-ცალკე და სხდებიან იმავე მანქანაში, რომლითაც მივიდნენ სუპერმარკეტთან. შესაბამისად, სასამართლო დამაჯერებლად მიიჩნევს მოწმე ს------ ს--------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მაღაზია ,,ლ-----დან“ საკვები პროდუქტების ქურდობის ფაქტი შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდა ე------ მ--------ს.
2.11.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც ჩატარდა ე------ მ--------ის მონაწილეობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე------ მ--------მა მის თანხმლებ პირთან ერთად ვ---------–-------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ მაღაზია ,,ლ-----ში’’, სხვადასხვა დახლებიდან თუ როგორ მოიპარა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი.
2.11.4. საკასაციო პალატამ საქმეში #45-აპ /27 ივნისი 2017 წელი/ აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს.
2.11.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ე------ მ--------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილი მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
2.12. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ ე------ მ--------ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.13. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ე------ მ--------ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად, სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 179 ლარის და 60 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი.
2.14. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
2.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე------ მ--------მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
2.16. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ---------–-------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ მაღაზია ,,ლ-----ში’’, ე------ მ--------მა თანმხლებ პირთან ერთად ჩაიდინა ქურდობა.
2.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.18. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ე------ მ--------ი და მისი თანმხლები პირი ავტომანქანით ერთად მივიდნენ სუპერმარკეტთან, საიდანაც გადმოვიდნენ ცალ-ცალკე, მაღაზიაშიც გადაადგილდებოდნენ ცალ-ცალკე, საიდანაც ასევე სალაროს გვერდის ავლით გამოვიდნენ ცალ-ცალკე და ბოლოს ორივე ჩაჯდა იმავე ავტომანქანაში, რომლითაც მოვიდნენ. ვოდეოჩანაწერებში არსებული ინფორმაცია აშკარად მიუთითებს, რომ ისინი წინასწარ შეთანხმდნენ ამგვარად ჩაედინათ დანაშაული და შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ერთად არ იმყოფებოდნენ, მაგრამ მთლიანობაში მათი ქმედება აშკარად წარმოაჩენს, რომ ერთობლივი დანაშაულის შენიღბვის მიზნით მათ წინასწარ დაგეგმეს ამგვარი ფორმით დანაშაულის ჩადენა, რაც განახორციელეს კიდეც. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ე------ მ--------ი და მისი თნმხლები პირი წინასწარ შეკავშირდნენ სს ,,ნ-----------------ს“ მაღაზია ,,ლ-----დან“ სხვადასხვა დასახელების პროდუქციის ქურდობის ერთობლივად ჩადენის მიზნით.
2.19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ე------ მ--------მა ჩაიდინა ქურდობა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე------ მ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ე------ მ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ე------ მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას: ე------ მ--------ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში; მან ზიანი აუნაზღაურა სს ,,ნ----------------ს“. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2019 წლის 5 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით ე------ მ--------ის მიმართ წარიმართა განრიდების პროცესი და 2019 წლის 24 ივლისს შედგა განრიდების შეთავაზების ოქმი, მაგრამ 2019 წლის 10 ოქტომბერს მიღებულ იქნა დადგენილება განრიდების პროცესის შეწყვეტის შესახებ, რადგან ე------ მ--------მა 2019 წლის 18 აგვისტოს კვლავ ჩაიდინა მსგავსი ქმედება, რაც მიუთითებს ე------ მ--------ი მიდრეკილია ამგვარი კატეგორიის დანაშაულების ჩადენისკენ.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ე------ მ--------ს დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. სს ,,ნ-----------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, 1 ცალი დისკზე; შპს ,,მ---------–-------------------------------------ს’’ კუთვნილი სუპერმარკეტ ,,კ----------დან“ გამოთხოვილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, 1 ცალი დისკზე, შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე------ მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ე------ მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
3. ე------ მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. ე------ მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე------ მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
6. ე------ მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. ე------ მ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან - 2019 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
8. ნივთმტკიცება:
8.1. სს ,,ნ-----------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, 1 ცალი დისკზე; შპს ,,მ---------–-------------------------------------ს’’ კუთვნილი სუპერმარკეტ ,,კ----------დან“ გამოთხოვილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, 1 ცალი დისკზე, შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
11. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან (ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე).
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/