გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
330210019002998761
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10762-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი 2020 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თი-ათი- ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

 

მოსარჩელე - სს “ თი---------ი”

წარმომადგენელი- თა-----------–-–---–ი, მი----–--–--------–---–ი

 

მოპასუხე- ნი-ო ჯა------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნი-ო ჯა------–---–ს სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 ივნისის N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდი-არე 6533,64 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5164,26 ლარი, პროცენტი - 852,95 ლარი, ჯარიმა - 516,43 ლარი;

 

1.2. მოპასუხე ნი-ო ჯა------–---–ს სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 ივნისის N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდი-არე ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 16/05/2019 წლიდან სესხის ძირ თანხაზე 5164,26 ლარზე, გადახდის გრაფიკით გათვალისწი-ებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 106.11 ლარი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1273,32 ლარისა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 30 ივნისს სს ,,თი---------ს’’ და ნი-ო ჯა------–---–ს შორის დაიდო N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 7000 ლარის ოდენობით 1456 დღის ვადით, სარგებლის წლიური 25 %-ის დარიცხვით. სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ასევე დაეთანხმა სს ,,თი---------ი’’-ს ვებგვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას. მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, მასზე დარიცხული პროცენტი, რაც გათვალისწი-ებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით, თუმცა მოპასუხე არ ასრულებს ბანკის წი-აშე ნაკისრ ვალდებულებას, რაც გამოიხატება გადახდის გრაფიკის დარღვევაში, ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში, 2019 წლის 28 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე არ ფიქსირდება გადახდები. მოპასუხეს 2019 წლის 16 და 22 აპრილს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, მაგრამ მან მოთხოვნები არ შეასრულა და მოსარჩელემ 2019 წლის 16 მაისს ცალმხრივად შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნი-ო ჯა------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის - 5164.26 ლარის და პროცენტის - 852.95 ლარის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მიაჩნია, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 30 ივნისს სს ,,თი---------ს’’ და ნი-ო ჯა------–---–ს შორის დაიდო N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 7000 ლარის ოდენობით 1456 დღის ვადით, სარგებლის წლიური 25 %-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწი-ებული იქნა პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

3.1.2. სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ასევე დაეთანხმა სს ,,თი---------ი’’-ს ვებგვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას.

 

3.1.3. ნი-ო ჯა------–---–ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, მასზე დარიცხული პროცენტი, რაც გათვალისწი-ებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3-------------- (ს.ფ 22-23)

- ხელშეკრულების მნიშნველოვანი პირობები (ს.ფ 15-21)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 24-25)

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ 26-58)

 

3.1.4. მოპასუხე გაფრთხილებული იქნა არსებული დავალიანების თაობაზე და განესაზღვრა დამატებითი ვადა სესხის დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობი-ება (ს.ფ 62)

- საფოსტო გზავნილები (ს.ფ. 59-61)

 

3.1.5. ნი-ო ჯა------–---–მა 2019 წლის 28 მარტს დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით შეადგენს 6533,64 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5164,26 ლარი, პროცენტი - 852,95 ლარი, ჯარიმა - 516,43 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 63-64)

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 65)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თი---------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 412-ე, 417-ე 418-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისი-ი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრი-ციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრი-ციპიდან გამომდი-არეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ნი-ო ჯა------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდი-არე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწი-ებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწი-ებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრი-ციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების ში-აარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ივნისს სს ,,თი---------ს’’ და ნი-ო ჯა------–---–ს შორის დაიდო N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 7000 ლარის ოდენობით 1456 დღის ვადით, სარგებლის წლიური 25 %-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწი-ებული იქნა პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ვი-აიდან მოპასუხემ მიიღო სესხი, მას ევალებოდა მისი დაბრუნება ხელშეკრულებების შესაბამისად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 7000 ლარის ოდენობით 1456 დღის ვადით, სარგებლის წლიური 25 %-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწი-ებული იქნა პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, ნი-ო ჯა------–---–ის მიერ, 2019 წლის 28 მარტის შემდეგ აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსი-დისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწი-ებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაში-, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდი-არე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, დავალიანების ანაზღაურების საფუძველს.

 

6.4. საქმეში დაცული მასალებიდან დგი-დება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების ში-აარსიდან გამომდი-არე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ი-ტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწი-ებულია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგი-ა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დარიცხული პირგასამტეხლო 516,43 ლარის ოდენობით დარღვეული ვალდებულების გონივრული და თანაზომიერია, იგი არ სცილდება გონივრულ ფარგლებს. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წი-ასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფი-იციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდი-ი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაში-, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწი-ააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვი-აიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდი-ს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწი-ებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.

 

ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდი-არე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ არგუმენტებს და მიაჩნია, რომ მოპასუხეს ნი-ო ჯა------–---–ს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამი თვის მიუღებელი შემოსავლის 318.33 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი (თორმეტ თვეზე დაანგარიშებული) 1273.32 ლარისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაში- მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვი-აიდან სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირის და პროცენტის ნაწილში, აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული მოცულობის სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს ,,თი---------ი’’-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50,63 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ნი-ო ჯა------–---–ს სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 ივნისის N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდი-არე 6533,64 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5164,26 ლარი, პროცენტი - 852,95 ლარი, ჯარიმა - 516,43 ლარი;

 

3. მოპასუხე ნი-ო ჯა------–---–ს სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 ივნისის N3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდი-არე ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 16/05/2019 წლიდან სამი თვის მიუღებელი შემოსავლის სახით - 318.33 ლარის გადახდა.

 

4. სს ,,თი---------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 154,92 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 16 მაისს, საგადახდო დავალება N2.

 

5. მოპასუხე ნი-ო ჯა------–---–ს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50,63 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწი-ებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წი-ააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თი-ათი- ეცადაშვილი