გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2020
საქმის ნომერი
330210019003287586
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/288-5-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი 2020 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

 

მოსარჩელე - სს “ სა---------–--------ი”

წარმომადგენელი- ბე–----–-–-ი

მოპასუხე- ელ--ე ნო----ე

წარმომადგენელი- ბაკური ცირამუა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ელ--ე ნო----ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 22896.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 16578.71 ლარი, პროცენტი - 1317.42 ლარი, პირგასამტეხლო - 5000 ლარი.

1.2. მოპასუხე ელ--ე ნო----ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ AMERICAN EXPRESS BLUE საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დაეკისროს 2270.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1903.05 ლარი, პროცენტი 201.51 ლარი, პირგასამტეხლო 165.89 ლარი.

1.3. მოპასუხე ელ--ე ნო----ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ ექსპრეს სესხიდან გამომდინარე დაეკისროს 2814.54 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 2003.62 ლარი, პროცენტი 364.13 ლარი, პირგასამტეხლო 446.79 ლარი.

 

1.4. გადაწყვეტილების აღსრულება 22896.13 ლარის აღსრულების ნაწილში განხორციელდეს ელ--ე ნო----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მდებარე ქ. თბილისი, ივ-----------–---–ის ქუჩა #8-, ს/კ 0---------------.

 

1.5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი 22896.13 ლარის ნაწილში ვალდებულების დასაფარავად, აღსრულება მოხდეს მოპასუხე ელ--ე ნო----ის სხვა ქონებიდან.

 

1.6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

(მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 2016 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში. 05.02.2020 წელი, სხდომის ოქმი 11:53:51 წთ)

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ელ--ე ნო----ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სამივე სესხის მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში მოთხოვნები არ ცნო. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პროცენტი და პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. (05.02.2020 წელი, სხდომის ოქმი 12:29:35)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „სა---------–--------სა“ და ელ--ე ნო----ეს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ #48----7-ა ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150000 აშშ დოლარის (ექვივალ--ტი სხვა ვალუტაში) მოცულობით, 300 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 48%-მდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #48----7-ა (ს.ფ 15-16)

 

3.1.2. სს „სა---------–--------სა” და ელ--ე ნო----ეს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება #48----7-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 8-. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით ამოღებული თანხა არ ფარავს მოთხოვნას აღსრულება უნდა გაგრძელდეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება #48----7-01 (ს.ფ 17-26)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27-29)

 

3.1.3. 2016 წლის 14 ნოემბერს სს „სა---------–--------სა“ და ელ--ე ნო----ეს შორის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #48----7-ა-48----7, რომლითაც გაიცა კრედიტი 23000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 20% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 1,5% დაზღვევის მართვის საკომისიოს გათვალისწინებით.

 

საკრედიტო პროდუქტების შეთანხმებისამებრ იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხზე დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების შესაბამისად, გადახდის გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #48----7-ა-48----7 (ს.ფ 20-21)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22-23)

 

3.1.4. სს „სა---------–--------ი“-ს მიერ ელ--ე ნო----ეზე გაიცა AMERICAN EXPRESS BLUE საკრედიტო ბარათი, საკრედიტო ლიმიტი - 2000 ლარი. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში.

 

ელ--ე ნო----ეზე ასევე სარგებლობდა ექსპრეს სესხით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- AMERICAN EXPRESS BLUE საკრედიტო ბარათი (ს.ფ 25-26)

- ექსპრეს საკრედიტო ბარათი (ს.ფ. 27)

 

3.1.5. ელ--ე ნო----ის მიერ ბოლო გადახდა დაფიქსირდა 19.12.2018 წელს, ამის შემდგომ, გადახდა აღარ განხორციელებულა. შესაბამისად მის მიერ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სა---------–--------მა“ შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

3.1.6. სესხით სარგებლობის პერიოდში ძირითადი თანხა შემცირებულია 6421,29 ლარით, პროცენტის სახით დაფარულია 7933,3 ლარი, პირგასამტეხლო 2102,53 ლარი, საკომისიო 200 ლარი.

 

3.1.7. მოპასუხის დავალიანება 2019 წლის 03 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 43372,38 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 16578,71 ლარი, პროცენტი 1317,42 ლარი, პირგასამტეხლო 25452,25 ლარი.

 

AMERICAN EXPRESS BLUE-ზე დავალიანება შეადგენს 2270,45 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1903,05 ლარი, პროცენტი 201,51 ლარი, პირგასამტეხლო 165,89 ლარი.

 

დავალიანება ექსპრეს სესხზე შეადგენს 2814,54 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 2003,62 ლარი, პროცენტი 364,13 ლარი, პირგაასამტეხლო 446,79 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხების დაფარვა (ს.ფ. 38)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 39)

 

3.1.8 მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების არსებობის თაობაზე და დამატებით განესაზღვრა 2 კვირის ვადა მის შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (ს.ფ. 40)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება, შესაგებელი, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''სა---------–--------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 327-ე, 867-ე 868-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ელ--ე ნო----ემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს სს „სა---------–--------სა“ და ელ--ე ნო----ეს შორის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #48----7-ა-48----7, რომლითაც გაიცა კრედიტი 23000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 20% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 1,5% დაზღვევის მართვის საკომისიოს გათვალისწინებით. სს „სა---------–--------ი“-ს მიერ ელ--ე ნო----ეზე გაიცა AMERICAN EXPRESS BLUE საკრედიტო ბარათი, საკრედიტო ლიმიტი - 2000 ლარი. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში. ელ--ე ნო----ეზე ასევე სარგებლობდა ექსპრეს სესხით.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ვინაიდან მოპასუხემ მიიღო სესხი, მას ევალებოდა მისი დაბრუნება ხელშეკრულებების შესაბამისად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, ელ--ე ნო----ის მიერ, 2018 წლის 19 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 8-3-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხის, ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების საფუძველს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხებზე დარიცხული პროცენტების მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხებზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

 

6.5. საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დარიცხული პირგასამტეხლო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5000 ლარი, საკრედიტო ბარათებიდან გამომდინარე 165.89 ლარი და 446.79 ლარი დარღვეული ვალდებულების გონივრული და თანაზომიერია, იგი არ სცილდება გონივრულ ფარგლებს. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების საფუძველს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად, სს „სა---------–--------სა“ და ელ--ე ნო----ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება #48----7-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 8-.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით ამოღებული თანხა არ ფარავს მოთხოვნას, აღსრულება უნდა გაგრძელდეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

 

ასევე დასაბუთებულია სს „სა---------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ #48----7-ა ხელშეკრულების 5.2 პუნქტის და იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ, ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირი თანხის ფარგლებში, აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული მოცულობის სახელმწიფო ბაჟი 613.56 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს „სა---------–--------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 840,14 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,სა---------–--------ი ''-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე ელ--ე ნო----ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 14 ნოემბრის #48----7-ა-48----7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 22896.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 16578.71 ლარი, პროცენტი - 1317.42 ლარი, პირგასამტეხლო - 5000 ლარი.

3. მოპასუხე ელ--ე ნო----ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ AMERICAN EXPRESS BLUE საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დაეკისროს 2270.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1903.05 ლარი, პროცენტი 201.51 ლარი, პირგასამტეხლო 165.89 ლარი.

4. მოპასუხე ელ--ე ნო----ეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ ექსპრეს სესხიდან გამომდინარე დაეკისროს 2814.54 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 2003.62 ლარი, პროცენტი 364.13 ლარი, პირგასამტეხლო 446.79 ლარი.

 

5. გადაწყვეტილების აღსრულება 22896.13 ლარის აღსრულების ნაწილში განხორციელდეს ელ--ე ნო----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მდებარე ქ. თბილისი, ივ-----------–---–ის ქუჩა #8-, ს/კ 0---------------.

 

6. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი 22896.13 ლარის ნაწილში ვალდებულების დასაფარავად, აღსრულება მოხდეს მოპასუხე ელ--ე ნო----ის სხვა ქონებიდან.

 

7. მოპასუხე ელ--ე ნო----ეს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 840,14 ლარის გადახდა.

 

8. სს ,,სა---------–--------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1453.70 ლარიდან 613.56 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 06 მაისს, საგადახდო დავალება N28-85.

 

9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი